შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე სამანტა მქვია 6 7 8 9 10


24-05-2015, 17:45
ავტორი daro
ნანახია 2 016

6
გაშტერებული ერთ ადგილს მივაშტერდი. ვერც კი გავაცნობიერე ზეინ მალიკი ჩემს წინ როგორ აისვეტა.
ღმერთო რა სირცხვილი იყო, თავი მოქმონდა, რომ მდიდარი და გავლენიანი მშობლების შვილი ვიყავი. ახლა? საქვეყნოდ.. საქვეყნოდ რა სასკოლოდ მომეჭრება თავი. ოღონდ ეს არა! ახლა რა ჯანდაბა ვქნა? უთქმელად გავიარო ოთახი და მეორე სართულზე ავიდე? თუ დავრჩე და ყველაფრის ახსნა დავიწყო? საერთოდ ვარ ვალდებული ვინმე ზეინ მალიკს ავუხსნა რამე? მას თუ ჩემგან რამე უნდა (მეგობრობას ვგულისხმობ) მიუხედავად ჩემი მატერიალური მხარისა მაინც უნდა დარჩეს ჩემთან. ჰააჰ, მალიკმა ხომ გამაფრთხილა
ჩემთან მეგობრობის შანსი არ დაკარგოო, ახლა კი... რა სულელი ვარ! ან როდემდე ვაპირებდი სართოდ ჩემი ვინაობისა და წარმომავლობის ამბავს? როდემდე?როდემდე?როდემდე?–გავკიოდი გულში და ვიგრძენი სახეზე როგორ ვიყავი ახურებული. ჩემი ფიქრებიდან საბოლოოდ მხარზე
ზეინის ხელის დადებამ გამომარკვია–ვფიქრობ, ახლა არ გენდომება რამის თქმა. უმჯობესია
შენს ოთახში ახვიდე.–არც კი გაინტერესებს სინამდვილეში ვინ ვარ?–მთავარია სამანტა უორტერსი ხარ, დანარჩენი მეორე ხარისხოვანია...–ცოტახნით შეყოვნდა–...ჩემთვის–დამიკონკრეტა შემდეგ.–სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია? იქნებ კახპა ვარ?–
მეც კი გამიკვირდა ასე მოურიდებლად როგორ მივახალე, მაგრამ ვგრძნობდი ხელები ნერვიულობისგან
როგორ მიკანკალებდა და სირცხვილისგან ლოყებზე როგორ ვიყავი აწითლებული– არ შეგრცხვება კახპასთან ურთიერთობის?–არა...–თქვა უდარდელად–მატყუაარასთან ურთიერთობის უფრო შემრცხვებოდა–თქვა და თავი ჩაღუნა. მის სახეზე გაბრაზება გამეფებულიყო, გაბრაზებას დრო გამოშვებით სიბრალული ცვლიდა, სიბრალულს კი ადგილს არ უთმობდა განაწყენება. შემრცხვა... შემრცხვაა ზეინი რომ ასეთ მდგომარეობაში ჩავაგდე. ცოტახნის შემდეგ, იმ ყველა ემოციას ადგილი სირცხვილისთის დაეთმო. ამაზე უფრო
ავწითლდი, სულ გაოფლილი მქონდა ხელისგულები. განძრევა არ შემეძლო. მინდოდა სიზმარში ვყოფილიყავი და ხელის მტევანზე ექვსჯერ მაინც ვიჩქმიტე. ის კი არ მანაღვლებდა, ხვალ მთელ სკოლას, რომ ეცოდინებოდა რიჩების უბნიდან კი არა ბავშთა სახლიდან რომ ვარ, მე ის მტკენდა და მითუთქავდა გულს, ზეინი რომ მოვატყუე. გული ნამსხვრევებად დამეშალა,როცა სტივენმა კიბეები ჩამოირბინა, ჩემთან მოვიდა შუბლზე მაკოცა ზეინთან ერთად ოთახი
დატოვა. თან ისე რომ არც შემოუხედავს ზეინს ჩემთვის. ცოტახნით კიდევ გაქვავებული ვიყავი, დიახ გაქვავებული.
აზრებს ვერ ვუყრიდი თავს, ვერც ვერაფერს ვამჩნევდი, ვერც ვერაფერს ვისმენდი და ვერც ვერაფერს ვგრძნობდი. წუთის შემდეგ, რომ გავაანალიზე ზეინმა ჩემზე უკვე ყველაფერი იცის–მეთქი,ოთახში ავედი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გარდა იქ კიდევ სხვა ბავშვებიც ცოვრობდნენ,
გადავკეტე კარი და ტირილი დავიწყე. არ ვიცი რამდენი ხანი ვგლოვობდი, მაგრამ რომ მოვედი გონს უკვე კარგად ბნელოდა. ბავშვებს უკვე სამხარიც
მიერთვათ და ჩაის სვავდნენ. კარი გავაღე, სააბაზანოში შევედი თავი მოვიწესრიგე და გაკვეთლები
არც კი მიმეცადინია, ისე დავწექი და დავიძინე.
მეორე დღისით სკოლაში არ წავსულვარ, თავი მოვიავადმყოფე და სახლში დავრჩი. ჩემს გამო სტივენიც დარჩა სახლში, დაიჟინა სემს მე უნდა მივეხდოო..
დილის 11 საათი იქნებოდა წამლითა და წყლით სავსე ჭიქით ხელში, რომ შემომიღო კარები. თუმცა, იმის ნაცვლად რომ წამალი ჩემთვის მოეცა, ფანჯარა გამოაღო და გადააგდო, ცოტახხანში კი წყალიც გადაასხა. გაკვირვებული ვუყურებდი.–ვიცი, რომ ეს გჭირდება სემ!–იქნებ მართლა ავად ვარ?–არა, შენ ის გაწუხებს, რომ ზეინს ატყუებდი.–შენ... რაო? ზეინს ვატყუებდი? საიდნ მოიგონე?–თქვენს ლაპარაკს ყური მოვკარი.–უხერხულად გაიღიმა.–დღეს ზეინი უნდა მოვიდეს აქ. რაღაცის მოტანა ვთხოვე
და..–რისი მოტანა?–შენთვის უმნიშვნოლო უნდა იყვეს.–სტივენ!–მშვიდად იყავი ან მის ჰარისონს ვეტყვი, რომ ისევ ლომივით
ხარ.–დამაშანტაჟა თავის ჭკუაში და ოთახიდან გავიდა. იდეაულური მომენტი იყო უკეთ გამეზრებინა გუშინდელი მომენტები. უკვე დიდიხანი იყო რაც საწოლში ვიწექი. მოუსვენრად ვწრიალებდი და ამიტომ გადავწყვიტე ავმდგარიყავი. ჯინსის შარვალი ჩავიცვი და გრძელმკლავიანი მაისური გადავიცვი. ეჭვი, რომ არ შეეტანათ ჩემს ავადმყოფობაში, ყოველი შემთხვევისთვის ჟაკეტიცგადავიცვი. სამზარეულოში უდარდელად შევედი. წყალი დავლიე და უკან ვბრუნდებოდი, შემოსასვლელის
კარები, რომ გაიღო და პირდაპირ ლუის შევეჩეხე, მის უკან კი ზეინი დავლანდე. „ო, ღმერთო“ თავი ძლივს შევიკავე რომ არ წამომეძახა. ლუიმ თავიდან გამირიმა, მაგრამ რომ გააცნობიერა
სადაც იმყოფებოდა ეგეც და მეც გაოცებისგან დააღო. ზეინმა უბრალოდ შემომხედა და მისაღები ოთახიდან მომავალ
სტივენს შეეგება. ლუიც გადაეხვია სტივენს.. შემდეგ კი უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ზეინმა და ლუიმ დაბლა დაიწყეს ცქერა, სტივენი ვერ ხვდებოდა რაში იყო საქმე, მაგრამ როცა უკან მოიხედა და მე დამიანხა მაშნვა მიხვდა რაშიც
იყო საქმე.–ადექი? –წარბები შეკრა და ჩემსკენ დაიძრა, ავღელდი
და უნებლიედ ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. როგორც ყოველთვის შუბლზე მაკოცე და მშვიდად
წამროთქვა–ხო.... სიცხე არ გაქვს... შეგიძლია ფეხზე ბრძანდებოდე.– ჩაიცინა და ლოყაზე
მომეფერა. ამ ბიჭის ეს ჟესტები ყოველთვის მომწონდა, მაგრამ ზეინის თანდასწრებით....
საღამომდე ფეხი არ გამომიდგამს ჩემი ოთახიდან. მხოლოდ
მაშინ ჩავედი, როცა ვახშამზე დამიძახეს. მისაღებ ოთახში, დიდ მაგიდაზე უკვე გაეშალათ სუფრა, კერძებიც დაელაგებინათ და სასმელად წვენები დაედგათ. გემრიელმა სუნმა თავბრუ დამახვია და შესასვლელში ნაბიჯს შევუნელე. ოთახში ჩემს შესვლას ელოდნენ თუ არა არ ვიცი,
მაგრამ მისაღების კარებში გამოვჩნდი, თუ არა მასწავლებელმა გვახარა დღეს სტუმრებიც დაგვეწვევიანო და ზეინს და ლუის მაგიდისკენ მიუძღვა. სკამი გამოწია თუ არა ჩემმა დამ
მიირბინა ლუისთან და უთხრა–შენს მეგობარს უთხარი, რომ ჩემი დის ადგილზე ჯდება.–შენი და რომელია?–დაინტერესდა ზეინი და ცნობისმოყვარეობით სავსე მზერა მოავლო ოთახს.–აი, ის–წარმოთქვა გახარებულმა ბავშვმა, როცა შენიშნა,
რომ უკვე ჩამოსული ვიყავი.–სემ, გამოკეთდი? ვნერვიულობდი...–ყველაფერი კარგადაა.. –ვუთხარი პატარას და მივუახლოვდი.
თავზე ხელი გადავუსვი, დავიხარე და ლოყაზე ვაკოცე. –არ ვიცოდი შენი ადგილი თუ იყო...–მითხრა მორიდებით
ზეინმა.–არაუშავს, ვახშმობას არ ვაპირებდი.–ივახშმებ!–მიბრძანა სტივენმა და თავის გვერდით ცარიელი
სკამი გამომიწია. უახლისოდ მივედი და ჩამოვჯექი. ზუსტად ზეინის პირდაპირ მომიწია ჯდომა, რაც არც თუ ისე საინტერესო იყო. დაჟნებით მიყურებდა და მხოლოდ
ერთხელ შევძელი მისთვის თვალის თვალში გაყრა. ღმას არც ერთი არ ვიღებდით. ვახშამი ისე დამთავრდა,
რომ თავი არ ამიწევია. სანამ ოთახში ავიდოდი ზიენს და ლუის გამოვემშვიდობე. შემდეგ კი ოთახისკენ გავემართე და მოვემზადე დასაძინებლად.
7
დილით ზანტად ავდექი, ვიცოდი მთელს სკოლას მოდებული
ექნებოდა ჩემი ამბავი, თან ზეინი უამრავ კითხვას დამაყრიდა რომლის პასუხგაუცემა ჩემი
მხრიდან დიდ თავხედობად მიმაჩნია. მზის სხივებს თვალს ვერ ვუსწორებდი, მიუხედავად იმისა რომ სექტემბერი იყო. გარეთ ძალიან ცხელოდა, ამიტომ სკოლის ფორმაზე თხელი ჟაკეტი მოვიცვი. სანამ მისის ჰარისონი ბავშვების გაღვიძებას დაიწყებდა, სამზარეულოში შევიპარე და სტივენს
მივუჯექი გვერდით.–სალამი–ტრადიციულად შუბლზე მაკოცა.–სალამი–წამოვიძახე უაზროდ–არ გინდა წასვლა?უარის ნიშნად თვაი გავაქნიე.–ოდესმე ხომ მოგიწევს ამის გაკეთება? რა ცუფრო გაწელავ
უფრო დაიტანჯები ნერვიულობით–ჰო ვიცი–დავეთანხმე და ჩანგალი უაზროდ დავატრიალე თითებში.
ხელი თავს დავაყრდნე და სალათის ფოთლების „ძოვას“ შევუდექი. ცხრაზე ზუსტად სკოლაში ვიყავი. პირველი ბიოლოგია მქონდა, მეორე ქიმია და მესამე მეოთე არ მკითხოთ.
ისევ მათემატიკა... ვოცნებობდი ბიოლოგია გაწელილიყო. წარმოიდგინეთ და მთელი ყურადღებით
ვუსმენდი მასწავლებელს, მისი არც ერთი სიტყვა არ გამომპარვია. გაკვეთილიც ჩავაბარე და ყველაზე მაღალი შეფასებაც მე მივიღე. რისი შედეგადაც სხვა მოსწავლეების განრისხებული მზერა მივიღე. უხერხულად ჩამეღიმა და თავი ჩავქინდრე. ბიოლოგიაზე მენდის გვერდით ვიჯექი,
სულ სულ ბოლო მერხზე. საათს, რომ ავხედე და წუთები აკლდა ზარის დარეკვას, წიგნებს ჩანთაში ჩავუძახე. მერხზე დავაგდე ჩემი საწყალი ჩანთა და ზედ დავაბერტყე ჩემი თავი. რამდენიმე წამში ტკბილადაც ჩამეძინა, მაგრამ ვინ
გაცალა. მენდიმ მთელი ძალით ხელი დამკრა, დაფეთებული წამოვხტი ფეხზე. გაკვეთილი კვლავ მიმდინარეობდა, მასწავლებელს ჩემი მოულოდნელი რეაქცია მხედველობიდან არ გამორჩენია–ყველაფერი რიგზეა მის ოურტს?–მე... მე.... –სერ, მას აინტერესებდა მიტოზის დროს გვხვდება ქრომოსომების დიპლოიდური კომპლექტი თუ მეიოზის დროს–უცებ წამოაყრანტალა მენდიმ. ისევ სხვისი გადასარჩენი
გავხდი.–დიახ... ამის გაგება მსურდა– ჩავიბუტბუტე ჩემთვის.
–მის ოურტს, ყოველთის მოვლენებს წინ უსწრებთ. ახლა უნდა
მეთქვა ეს–თბილად ჩაიმიღიმა მისტერ ფერიმ და გაკვეთილის ახსნა განაგრძო.სირცხვილნაჭამი უხერხულად დავჯექი სკამზე და განრისხებული მზერა მენდის მივაპყარი–რა ჯანდაბა გინდოდა?–მე მეგონა ცუდათ იყავი–ცუდათმყოფს ბეჭებზე ხელით დაკვრით აცოცხლებ?–ბოდიში–ჩაიცინა და მასწავლებელს შეხედა.ზარი დაირეკა და მეც წამოვხტი ფეხზე სასწრაფოდ. ქიმიის
კაბინეტისკენ მივაბიჯებდი, უცებ მენდი დამეტაკა და ხელზე ჩამომქაჩა–გეხვეწები ჯერ კაფეტერიაში გამომყევი, ძალიან გთხოვ.–კაფეტერიაში ჩამოსვლას ისედაც ვგეგმავდი, ოღონდ ქიმიის
კაბინეტში ჩანთის დატოვება მინდოდა ჯერ..–გთხოვ წამოდი...–საცოდავი ლეკვის თვალებს უნდა უმმადლოდეს რომ დავთანხმდი და გავყევი.კაფეტერიაში შევედი თუ არა მაშინვე ერთი მაგიდისკენ გავარდა და სასწრაფოდ ჩამოჯდა. მეც მივყევი
და გვერდზე მივუჯექი. უცებ წამოხტა და ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა. წარბებშეკრუმა შევხედე, ეშმაკური ღიმილი მივიღე პასუხად. თავი ჩავრგე და კალთაში დაწყობილ თითებზე დავიწყე ყურება. ვგრძნობდი როროგრ გვიახლოვდებოდნენ ბიჭები. –გამარჯობა–წაოიძახა სახეგაბრწყინებულმა მენდიმ და მიხვდვი,რომ გვერდით ვიღაც მიუჯდა.–გამარჯობა–მიესალმა ჩემთის ნაცნობი ხმა.–შემდეგ გვერდით მეც ვიღაც მომიჯდა და მეც მომესალმა–გამარჯობა სამანტა ოურტს...–ეს ხმა ვიცანი და იმის
შიშით ზედმეტი არაფერი წამოსცდეს–მეთქი სასწრაფოდ მეც მივესალმე–გაგიმარჯოს, ზეინ მალიკ.როცა ავიხედე დავინახე, ლუი მენდის გევრდით იჯდა, ჩემს
გვერდით კი ეს ვაჟბატონი დამჯდარიყო.–სხვა ადგილი ვერ ნახე მალიკ?–მაგიდის სხვა მხარეს მივუთითე–შეგიძლია გადახვიდე–მითხრა ცინიკურად.–გადასვლას არა მაგრამ წასვლას კი ნამდვილად ვაპირებ.–სასწრაფოდ წამოვხტი და ჩანთას დავავლე ხელი, თმცა ზეინმა აიღო და თვის მეორე მხარეს დაიდო.–ჯერ ადრეა ზარამდე.–შენ მე ევრ მიმითითებ როდის უნდა წავიდე.–შენზე მეტი ვიცი ამსკოლაში როდის რა ხდება, ასე რომ ნება იბოძე და დაბრძანდი. თანაც ახლა ქიმიის კაბინეტში გარყნილი „სასტავია“–ხაზგასმით წარმოსთქვა ბოლო სიტყვები და მე ამომხედა.–ბიბლიოთეკაში მივდივარ–გაბარზებულმა წამოვიძახე. თვითონვე ვიცოდი რომ ბიბლიოთეკაში არაფერი მესაქმებოდა, მგარმ რამე რომ არ მეპასუხა იფიქრებდა,
რომ ვნებდებოდი.–სკოლის ბიბლიოთეკაში გაკვეთლების მერე წახვალ–ბატონო?–წამოვიძახე თვალებგაფართოებულმა–რამე არ მოგეწონა?
–ის რომ შენ ჩემზე....–სიტყვა გავწყვიტე, რადგან აქ
მენდიც იჯდა და არ მინდოდა გაეგო ჩემი „საიდუმლო“ –შეგიძლია დაასრულო შენი წინადადება?–მკითხა დაცინვით
და კარაგდაც გადაიხარხარარღმად ამოვიოხრე და ჩანთა ხელებიდან გამოვტაცე–მათემატიკაზე შვევხდებით, ოურტს.კიდევ კარგი ვიღაც ჭკვიანმა მოტვინა და ზარი დარეკა...ქიმიაზე საინტერესო და არაფერი მომხდარა, გარდა იმისა,
რომ ძალიან ვერვიულობდი და ამის გამო შემთხვევით ზედმეტი ნივთიერება ჩავასხი ჩემს ნარევში. როცა მასწავლებელი მომიახლოვდა რათ ენახა ჩემი შედევრი, ზუსტად ამ დროს შევიდა რეაქციაში, ის გასაწყვეტი ნივთიერება და აფეთქდა. სიცილს ევრ ვიკავებდი და გარეთ გამოგდებსაც გადავურჩი, თვითონ მასწავლებელმაც ჩაყარა ჩემს ნარევში რაღც ნივთიერება, რომლისს ახელი ვერაფრით
ვერ დავიმახსოვრე იამს დააბრალა. ისე საყვარლად იყო გამურული რომ მაინც გამეცინა. მე კიარა მთელი კლასი სიცილისგან უფრო გაახალგაზრდავებული მეჩვენა. ქიმიაც სწრაფად დამთავრდა და ჯოჯოხეთთან შესახვედრად მოვემზადე.
8
ქიმიის კაბინეტი მეხუთე სართულზე იყო. კიბეებზე ზანტად დავეშვი. მათემატიკის კაბინეტამდე ზუსტად 20 წუთი მოვანდომე,თან მასწვალებელზე გვიანაც კი შევედი. ბოდიშის მოხდით შევედი კაბინეტში და ცარიელ ადგილს
დავუწყე ძებნა. ჩემდა საუბედუროდ მხოლოდ მალიკის გვერდით იყო თავისუფალი სკამი. მძიმე
განსაცდელთან შესაგებებლად მოვემზადე, მძმედ ამოვიხვნეშე. გავიღიმე და ზეინ პითაგორასკენ
წავედი. მივუახლოვდითუ არა ჩაიღიმა, ოღონდ ისე რომ ჩემთის არც შემოუხედავს. მის გევრდით
დავჯექი. წიგნი, რვეული და კალამი მერხზე დავალაგე. ზეინმა წიგნი გააჩოჩა და შუაში ჩადო–მე წიგნი არ წამომიღია–ამიხსნა ჩუმად–საინტერესოა ვის იმედზე მობრძანდებოდი–კბილებში გამოვცერი–შენს იმედზე რა თქმა უნდა, ჩემო ძნელად აღსაზრდელოჩვენთან საბავშვო სახლში მყოფ ბავშვებს ძნელად აღსაზრდელებს აღიქვამდნენ. ზეინისგან ეს წესით არ უნდა მწყენოდა, მაგრამ...–ამოუცნობი ხარ ადვილად აღსაზრდელო–ჩემს ტონში წყენა
იგრძნობოდა.–ვითომ?–რთულად აღსაზრდელებში რომ ბრძანდებოდი, წესივრად მექცეოდი, იმდღეს სკოლაში ყველა წასული რომ იყო, ლუიც რომ შემოგვიერთად წესივრად მელაპარაკებოდი.
როცა გაიგე სინამდვილეში რასაც წარმოვადგენ თითონვე მითხარი რომ ამას მნიშვნელობა არ ქონდა. მაგრამ დღეს... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გინდა სხვებთან „იმაგარ ბიჭო“ და ეს მაგრობა ჩემს დამცირებაში გამოიხატე. ყოჩაღ! აღფრთოვანებული ვარ!–ბოლო სიტყვები მოჩვენებითი აღტაცებით წამოვიძახე. სახე მომექუფრა და შეუმჩნევლად, რომ დარჩენილიყო დაბლა დავხარე–მე ისიც გითხარი მატყუარებთან არ მაქვს ურთიერთობა–მეთქი–მითხრა მკაცრი ხასით. რაღაცის თქმ დავაპირე მაგრამ მასწვალებლისკენ გავიხედე. ზეინი ხელში კალამს ათამაშებდა.–და მაინც რაში დაგჭირდა ამის თქმა?–შემომხედა. მიუხედავად იმისა რომ მასავლებლისკენ ვიყურებოდი, მისი მზერა ისე მწვავდა ავხურდი და თავი ჩავღუნე.
მიხვდვი რაც მკითხა.–დამცინოდი...–ტყუილის თქმა ვერ გავბედე.–რატომ აქვს ჩემს სიტყვებს ამდენი მნიშვნელობა შენთვის?ვერაფერს ვპასუხობდი. სიმართლე არც კი ვიცი რა იყო.
რა უნდა მეპასუხა? არ მომწონს ჩემზე ცუდს რომ აბობენ–მეთქი? თუ ის ზეინ მალიკ მიყვარხარ–მეთქი?
რა სისულელეა, არც ერთი არ შეესაბამება სინამდვილეს. ოფლში ვიხუთქებოდი, იმაზე ფიქრით
თუ რა მეპასუხა მისტერ მალიკისთვის.ხელისგულებს ნერვიულად ერთმანეთს ვუსვამდი თან ჩემს
თავში ათასი აზრი ერთმანეთში ირეოდა. თავი გვერდზე გადავქვნიე და ზეინის კითხვა დავაიგნორე.
რვეულის ბოლო ფურცელზე რაღაცეების ხატვა დავიწყე.–კითხვა დაგისვი–ო, არა. მეგონა დაავიწყდებოდა!–ბოდიში ვერ გავიგე
ჩაეცინა, აშკარად მიხვდა, რომ ვატყუებდი, თუმცა კითხვა
მაინც გამიმეორა. მღელვარების ტალღამ ახლიდან მშთანთქა. რა უნდა მეთქვა ჯერ კიდევ ვერაფერი მომეფიქრებინა. იქნებ ჯობს მასწავლებელს დავეთხოვო? არა, არა.. იფიქრებს მიყვარს და ამიტომ ვერ მაღებინებს ხმას. იქნებ ვუთხრა რომ მისი საქმე არაა? არა, სისულელეა. კიდევ კარგი ზარი დაირეკა. შეშლილივით წამოვხტი ფეხზე. სუფთა ჰაერზე ჩასასუნთქად გარეთ გავვარდი. იქ კი ვიღაც სიმპატიური ახალგაზრდა მამაკაცი იდგა, რომელიც დაახლოებით 40 წლამდე იქნებოდა.
ლუის ელაპარაკებოდა. ეს კაცი საიდანღაც მეცნობოდა, ჩემში არასასიამოვნო გრძნობას იწვევდა. ლუის გამოემტყველებით თუ ვიმსჯელებდით, რაღაცაზე კამათობდნენ. კაცმა შემნიშნა, მათ რომ არ ვაცილებდი თვალს, ჯერ ჩაეღიმა, თუმცა
შემდეგ რომ დამაკვირდა თავი სასწრაფოდ მიაბრუნა და წარბები შეკრა. ლუიმ კი პირიქით გაიღიმა და მომესალმა კიდეც. კიბეებზე ჩავედი და სკოლის უკანა მხარეს გავედი, სკვერში ჩამოვჯექი და ზეინის კითვაზე პასუხის ფიქრი დავიწყე. საფეთქლებთან თითები მივიტანე და ნელა ვიზელდი, თვალები მივნაბე და იმის იმედით, რომ ეს რაიმეს მიშველიდა გავისუსე და ათას რაღაცაზე დავიწყე ფიქრი. სახეზე სისხლი მომაწვა, როცა ერთ არასასიამოვნო პასუხზე
შევჯერდი. ჩემს თავზე გავბრაზდი მეტი ფანტაზია ღმერთმა რატომ არ მიბოძა–მეთქი და გამწარებულმა
მუშთები ხის სკამს დავარტყი. არც კი შემიმჩნევია როგორ დამიწითლდა. ზარი დაირეკა და მათემატიკის კაბინეტისკენ გავემართე. ამჯერად უკვე ზეინს მე მივასწარი და დაჯდა თუ არა ინტერესით შემომხედა.–რა?–ვკითხე, თუმცა ვიცი რატოც მიყურებდა ასე.–პასუხი...–დარწმუნებული ხარ რაც არ უნდა გითხრა, რომ არ გაბრაზდები?–არ გავბრაზდები–მითხრა მტკიცედ. ამოვიოხრე და ჩუმად
ვუთხარი–მდიდრებისა და გავლენიანი პირების სიტყვებს „რთულად
აღსაზრდელებისთვის“ ყოველი დიდი მნიშვნელობა აქვთ.–სულ ესაა?
–სტივენის ძმაკაცისგან უბრალოდ ამას არ მოველოდი.ზეინს მზერა ავარიდე. ჩვენს შორის სიჩუმე ჩამოწვა. ვერც
შევნიშნე მასწავლებელი როგორ შემოვიდა. უცებ ზეინმა ჯიბეზე იტაცა ხელი და ტელეფონი
ამოიღო. მისი გამომეტყველებით მიხვდვი, რომ არსასიამოვნო ამბავი შეატყობინეს და აღელვებულმა შევხედე–ლუის და მამამისს უჩხუბიათ.–რაო? ის კაცი მამამისი იყო?–მამამისის ვინაა?–ტროი ტომლონსონი ტროი ტომლინსონი! დენზე შეერთებულივით გამაჟრჟოლა! ეს
სახელი ძალიან მეცნობოდა და ზიზღს იწვევდა ჩემში. სახეზე ხელები ავიფარე, რომ გამეხსნებინა ამ კაცის ჩემთან შეხვედრის მომენტი.
სკოლიდან რომ გამოვდიოდი, ძალიან წვიმდა. როგორც იტყვიან ქვეყანა დაქცევის პირისაა! წვიმა ძალიან
მიყვარდა ამიტომ უპრობლემოდა გავაბოტე. მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი, ვინ იყო ლუის მამა.
საიდან მეცნობოდა ეს კაცი? ვიცოდი, რომ რაღც აკავშირებდა მას ჩემთან? რა აკავშირებს ჩემთან, რა? მილინჯორ მაინც დავუსვი ჩემს თავს ეს შკითხვა, მაგრამ რად გინდა, არაფერი
მახსენდებოდა. კარგი... ამოვისუნთქე ღრმად. მოდი დავფიქრდეთ ვისთან შეიძლება ჰქონდეს
კიდევ კავშირი? შინაგანი ხმა ერთს და იმავეს გაჰკიოდა „ტროი და მინერვა“! როცა ეს სიტყვები გავიაზრე ტალები გავაფართოვე და კინაღამ გული წამივიდა. ჩემში უეცრად ზიზღი, ბოროტება,თვითვმკვლელობის სურვილმა, ან თავად ტროის სიკვდილის სურვვილმა და კდიევ უამრავმა უარყოფითმა გრძნობამ იმძლავრა და ამოხეთქა. ფიქრებიდან მაშინ გამოვერკვიე, როცა კინაღმ მანქანა
დამეჯახა და მძლავარდ დაამუხრუჭეს.–თავს იკლავ?–მკითხა ჩემთის ნაცნობმა ხმამ, იმ სიცივეში
ამ ხმის გაგონებისას უეცრად დამთბა–ურიგო არ იქნებოდა, მაგრამ როგორც ყოველთის შენმა უაზრო საქციელმა ყველაფერი გააფუჭა.მომიახლოვდა და მშვიდად მითხრა– ჩაჯექი.არ ვიცი რატომ, მაგრამ დავემორჩილე და მძღოლის გვერდით
დავიკავე ადგილი. ახლაც, როგორც მათემატიკაზე კვლავ ერთად ვისხედით.–რა მოგივიდა?–არაფერი.–არ მენდობი?
–უნდა გენდო?–რატომაც არა.–ღმერთო, გიკვირს კდიევაც რატომ არ გენდობი?–თუ არ გინდა ნუ მეტყვიცოტახანში სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ბოლოს ზეინმა დაარღვია–რა გატირებს?–ნოსტალგია...–მშობლები?–მიზეზი იმისა თუ რა ჯანდაბად ვარ ბავშვთა სახლში.–არ მომიყვები? ცოტას მოგეშვება.–ლუის მამა სად მუშაობს?–ალკოჰოლურ სასმელების საწარმოში, საკმაოდ მაღალი დონის
საწარმოა.–ვიცი!–გამოვცერი კბილებში და ცრემლები უფრო და უფრო
შეუჩერებელნი ხდებოდნენ. ლოყებზე სულ ახურებული ვიყავი. თავს ვილანძღავდი აქამდე როგორ
ვერ მმოვიფიქრე–მეთქი ვინ იყო ლუის მამა.
–მამაჩემიც მანდ მუშაობდა. მაშინ პატარა ვიყავი, 3 წლის.
ლუის მამას დედაჩემი ყვარებია. ეს მაშინ მამაჩემმა არ იცოდა. მისტერ ტომლინსონი მამას უფროსი იყო, ამიტომ სულ თავის ნება–სურვილზე დაატარებდა–ზეინმა სიჩქარეს უკლო–დედაჩემს დაემუქრა ან მიატოვებ ან სამსახურიდან გავანთავისუფლებო. დედას რომ მიეტოვებინა მაშინ
მეც და დედაც შიმშილით დავიხოცებოდით. დედა ობოლი იყო, ამიტომ ქმრის გარდა სხვა არავინ ყავდა. ჯიუტად მამასთან დარჩა, მამა კი მიცემული სიტყვის მიხედვით გაანთავისუფლეს–შევჩერდი, ცრემლები მოვიწმინდე. ყველაზე რთული და ძნელი სათმელისთვის ვემზადებოდი და
იმ მომენტებს ვიხსენებდი, როგორ ხელი–ხელ ჩაკიდულები მივდიოდით მე და მამა შუა ქუჩაში. მე სიხარულით რომ მივხტოდი მამა კი ტავს ძივს იკავებდა, რომ არ ეტირა. ამ მომენტის გახსენებაზე ხმა ჩამივარდა და სევდამ კიდევ უფრო ძლიერად იმეფა ჩემზე და დასამშვიდებლად
სახეზე ხელები ავიფარე. რამდენიმე წუთი ასე ვიყავი. თავს ძალას ვატანდი ამ ფიქრებს აღარ ებობოქრათ ჩემს თავში და უფლებას არ ვაძლევდი ისევ მწარედ ავეტირებინე და დავეტანჯე. მაშინ ისე ძალიან არა, მაგრამ ახლა ძალიან ძალიან ვიტანჯები, მითუმეტეს როცა ვიხსენებ
მამას სევდიან თვალებს, არაფრის გამოემტყველ სახეს და მის ტუჩებს, რომელთაც ძალიან უნდოდათ ეთქვათ „მაპატიე... მიყვარხარ“ ლაპარაკის უნარი დამიბრუნდა. ხელები სახიდან
ჩამოვიღე და მშინღა შევნიშნე, რომ ბავშვთა სახლის წინ ვიდექით. ამოვიოხრე და განვაგრძე–
შემოსავლის ერთადერთი წყაროც გაქრა. მშობლები შიმშილობდნენ, რომ ჩემთვის ერთი ლუკმა მაინც როგორღაც ეჭმიათ. მაგრამ ეს რას მეყოფოდა. იძლებულები გახდნენ... მე... გავეშვილებინე.მაგრამ მსურველი არავინ იყო, ამიტომ მამამ დედას დაუკითხავად ბავშვთა სახლში მიმიყვანა.
დედას კი უთხრა გავაშვილეო. დედა ამის შემდეგ ერთი წელი გიჟვით იყო. მხოლოდ ერთ წერტილს მიაშტერდებოდა და ასე იყო საათობით. ერთ ლუკმას მაინც თუ ჩაიდებდა პირში. წლების შემდეგ, მამამ ახალი სამსახური იპოვა, დედა ამ დროს ორი კვირის ფეხმძიმე იყო და გადაწყვიტა ნაყოფი დაეტოვებინა. მაგრამ ბავშვის დაბადებიდან 2 წელში მამა კვლავ სამსახურიდან დაითხოვეს და იგივე სიტვაცია განმეორდა. ჩემი და ჩემთან მოიყვანეს და მას შემდეგ ერთად ვართ. ეს კი მამამ მაშინ მიამბო და ასევე მითხრა...–ცრემლების ახალი ნაკადი წამსკდა, ნიკაპი საშინლად ამიკანკალდა და ძლივს მოვაბი თავი მეთქვა რამდენიმა სიტყვა– მეორე ბავშის
გაშვილების გაგებისას დედა გარდაიცვალა.
9
–ლუის ამიტომ არ მიესალმე დღეს?–მკითხა ჩაფიქრებულმა
ზეინმა, ალბათ აანალიზებდა ჩემს მონაყოლს–არა, არა რა თქმა უნდა არა!–ვიუარე სასწრაფოდ.–ლუის
ამაში არ ვადანაშაულებ, მისი კი არა მამამისის ბრალია! არ ვაპირებ მამისზე გაბრაზბეულმა მის შვილზე ვიყარო ჯავრები, მას ჩემთვის არაფერი დაუშავებია, ის მხოლოდ... უდანაშაულოა ამ საქმეში–ზეინი აშკარად დაკმაყოფილდა ჩემი პასუხით, ოდნავ, ძლივს შესამჩნევად ჩაეღიმა. ჩამოწოლილ სიჩუმეს არ დავნებდი–შენ საიდან იცი,
ლუი რომ ვნახე?–დაგინახე.–მითვალთვალებ?–ზედმეტ კითვებს პასუხს არ გავცემ!–გასაგებია–ამოვიოხრე და მანქანის სკამის საზურგეს მივებერტყე.ფანჯარაში გავიხედე, ისევ წვიმდა. უარესად წვიმდა. ბავშვთა სახლი უჩვეულო სიჩუმესა და სიმარტოეს მოეცვა. კარები გავაღე გადასვლა დავაპირე.–დასველდები–მომაძახა ჩუმად–მთელი დღე აქ ჯდომას არ ვაპირებ–წამოვიძახე და მანქანიდან გადმოვხტი. უკან მოუხედავად გავიქეცი საბავშვო სახლში. სანამ შიგნით შევიდოდი კარგად
გავილუმპე. ტანსაცმელი ხვალამდე ან გაშრებოდა ან არა. პირდაპირ ოთახში ავაჭერი და სააბაზანოში
შევედი. ნახევარი საათის შემდეგ გამოვიცვალე და თმების გაშრობას შევუდექი. კარებზე კაკუნის ხმა გაისმა. სახელური ნაზად ჩამოწიეს და სტივენის თავი გამოჩნდა კარებში.–სტივენ?!–მისის ჰარისონი გეძახის, კარგი ამბავი მაქვსო.კარგი ამბავი ნამდვილად მჭირდებოდა, იმ ამბების გახსენების
შემდეგ. ნახევრად მშრალი თმით დაბლა ჩავედი. მისის ჰარისონის კაბინეტზე დავაკაკუნე და შევედი–მის ოურტს!–მბრძანებლური კილოთი მომმართა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს კარგი ამბის თქმას კი არა ჩემს გალანძღვას აპირებდნენ.–გისმენ მისის...–მეურვე გამოგიჩნდათ–გამაწყვეტინა უეცრად. სწრაფად მოამძახა და დამაცადა ნათქვამის გამეზარებინა. რაო? მეურვე? უჩვეულო გამომეტყველება მქონდა ალბათ.
გაოცებული მივაჩერდი, გახარებული და თითქმის ნაწყენიც კი.–მეურვე...–ჩავიბურტყუნე და ნაგლურად ჩავიღიმე–თქვენს და თქვენს პატარა დას მეურვე გყავთ. თუმცა ახლა
საბუთების გაფორმების პროცესსში ვართ. არ უნდა თავისი ვინაობის გამჟღავნება–მითხრა ღიმილით. –იდუმალი „მამიკო და დედიკო“–გაბრაზებულმა კვლავ გავიღიმე და დამცინავი მზერა მივაპყარი მისის ჰარისონს–გილოცავ მის ოურტს–მითხრა და ჩემსკენ გამოემართა.ჩამეხუტა,ისეი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ერთი სული ქონდა როდის მომიშორებდა ჩემი დიანად.–როუზს უკვე უთხარით ეს ამბავი?–არა, ვიფიქრე შენ თითონ ეტყოდი შენს დაიკოს.–მამამ... თუ იცის?– ენისბორძიკით ვიკითხე–არა! ახალი კანონის თანახმად ბავშის ყოფილ მეურვეს
სურვილისამებრ შევატყობინებთ ამბავს. მას კი არ მოუკითხიხართ–გასაგებია–თითქმის ტირილით ჩავილაპარაკე და ოთხიდან
სრაფი ნაბიჯით გავედი.კიბეებზე ჩემი და დამეჯახა–სემ, რამე მოხდა?–ოთახში წამოდი–თითქმის მბრძანებლური კილოთი მივმართე.
როუზი ნელი ნაბიჯით მომყვებოდა, უკან მივბრუნდი, ხელი ჩავკდიდე და ოთახში თითქმის სირბილით
შევედით. იქ მყოფ გოგონებს ვთხოვე მარტო დავეტოვეთ.–მისის ჰარისონმა დაგსაჯა?–საიდან მოიგონე?–ასე არასდროს აკანკალებულხარ, ფერიც ცუდი გადევს.
–სარკეში ჩავხიედე სულ გაფითრებული ვიყავი, ძარღვები მეტყობოდა ყელზე, თითოეული კუნთი
დაჭიმული მქონდა. ისე ვენრვიულობდი 7 წლის ბავშვმაც კი შენიშნა.–რა არის შენი ოცნება?–ოჯახი. შენ, მე და მამა!–მან იცოდა, დედის გარდაცვალების
ამბავი, ამიტომ არც გამკვირვებია დედა რომ არ მოიაზრა ოჯახში.
–კარგი, გინდა რომ ეგ ოცნება მალე აგიხდეს?
–ვლოცულობ რომ მალე ერთდ ვიყვეტ, ვლოცულობ, რომ მამას
საქმეები აეწყოს და უკან, სახლში დაგვაბრუნოს–აღტაცებულმა ამოხმედა, ბავშვი იღიმოდა,
ძალიან გახარებული იყო. მე კიდევ ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, ბოღმა და სიბრაზე მახრჩობდა.–სხვა, რომ იყვეს შენი მამიკო გინდა? –არა–მიხვდა საითაც ვუმიზნებდი და მოიღუშა.–აქ აპირებ ცხოვრებას, სანამ არ გათხოვდები?–გახუმრება
ვცადე, მაგრამ ლაევე დავსერიოზულდი როცა მის პატარა და თეთრ სახეზე ცრემლი შევნიშნე.როგორ არ მინდოდა, რომ მისთვის გული მეტკინა და მაინც
მოვახერხე და ვატირე. ღოჩაღ მე! ნეტავ კიდე რა შემიძლია? პირდაპირ ხომ არ მივახალო, დღე დღეზე ვიღაც მოგიკაკუნებ და გეტყვის შენი დედ–მამა ვართო? არ მთლად ასეც ევრ გავიმეტებ. ღმერთო რა აზრები მაწუხებს? –ბრაზი მახრჩბდა, როუზს რომ არ შეემჩნია, ფანჯრისკენ მივტრიალდი.
ისევ წვიმდა. არა. ქვეყანა იქცეოდა. ეს უფრო და უფრო ამძაფრებდა ჩემი ხასიათის გაუარესებას–სამანტა ოურტს მითხარი რისი თქმა გინდა!–მკაცრად მითხრა
როუზმა. გაოცებული მოვტრიალდი და მკაცრად შევხედე, ბავში დაიბნა და აქეთ–იქით დაიწყო ყურება.–რა გინდა? რისი გაგება გაინტერესებს? იმის გაგება გინდა
არა, მისის ჰარისონმა მითხრა? იცი, რა ადვილი სათქმელი რომ იყოს და სასიხარულო აქამდე მილიონჯერ გეტყოდი. არ შემიძლია... მე...–სათქმელს თავს ევრ ვუყრიდი, რაც კიდევ და
კიდევ უფრო მამწარებდა და მაბრაზებდა– მისის აჰრისონმა მაცნობა...–კიდევ წავიბორძიკე,როგორ ავუხსნა 7 წლის ბავშვს საქმის ვითარება, ისე რომ გული არ ეტკინოს.–ან მითხარი, ან გავალ აქედან.–მომაძახა და როცა მიხვდა
პასუხს ვერ ვცემდი ადგა და ოთახიდან გადიოდა.–მეურვეები გამოგვიჩნდნენ–წამოვიძახე ხმამაღლა და უცბათ.–რაა? მამიკოს უნდა რომ ისევ ერთად ვიყვეთ? რა აკრგია...
ღმერთო მადლობა..– როუზი გახარებული მომმვარდა და ხელების კოცნა დამიწყო. პირჯვარს
იწერდა და მაღლა იყურებოდა ხელებ აპყრობილი–ვიცოდი, ვიცოდი უფალო, რომ ჩემს თხოვნას
შეისმენდი და ამისრულებდი! მჯეროდა ამის! გმადლობ, ღმერთო–ვეღარაფერს ვეუბნეოდი, არ
მინდოდა მისთვის სიხარული ჩამეშხამებინა, მაგრამ მამისზე ასეთი კარგი წამროდგენა, რომ ქონდა ცოტა არიყოს ვბრაზდებოდი. თანაც სულ რაღც ერთი საათის წინ ვაღიარე, რომ ლუის მამის გარდა არც არავის ვადანაშაულებდი წლების წინ მომხდარში. – მალე, მალე მამიკოს ვნახავ– განაგრძობდა როუზი– მჯეროდა, რომ მამიკოს სამსახური ექნებოდა და ოჯახს დაიბრუნებდა
–მამაშენს ფეხებზე ვკიდივართ! შეიგნე! –წამოვიძახე გაგიჟებულმა და ხელები თავში შემოვირტყი–მამაშენს რო ყვარებოდი, ან შენ და ან მე, აქ არ ვიქნებოდით, გესმის? როზალინდა ოურტს რომდემდე უნდა იყვე ასე მეოცნებე, ოდესმე უნდა ისწავლო ცხოვრებისა და წარმოსახვის გარჩევა! დროა დაეშვა შენი სულელური ოცნებებიდან და იცხოვრო ისე როგორც ადმაიანი ცხოვრობს–იტანჯება, წუხს, განიცდის, სტკივა, უიმედოდაა, იმედგაცრუებულია– აი ასეთია ადამიანის ცხროვრება! შენც ადამიანი ხარ! მსგავსი ცხოვრებით! სამწუხაროა, მაგრამ ამას ვეღარ... ვეღარ... ვერასდროს... ვეღარ შეცვლი!–ვუყვირე და ოთახიდან გამოსვლა დავაპირე–გასაგებია როუზ ოურტს?!–წამოვიძახე და კარებიდან სწრაფი ნაბიჯით გავედი. კიბეებზე
გონება მებინდებოდა, თითქმის მთელი ამ წლების განმავლობაში დაგროვილი ბრაზი, ფიქრები
და მთელი უბედურებები გადმოვაფქვრიე. დამძიმებულ გულს, კიდევ უფრო ოუარესად დამძიბულ
გულს თან მივაჩანჩალებდი, თითქოს ვერ ვერეოდი, მაგრამ როგორღაც მიმქონდა თან. კიბებზე ძლივს ჩავდიოდი. როგორ ვუყვირე ბავშვს, რომელიც 7 წლისაა და გარტყმაშ არაა ამ ცხოვრების? რა ვალდებულია მშობლების შეცდომის გამო მას მოვთხოვო პასუხი და მასზე ვიყარო ჯავრი, როცა დამნაშავე საკუთარი მშობელია?! მას აქვს უფლება და მეარა! მას აქვს უფლება იცხოვროს მამასთან ერთდ და მე მართლაც გასაშვილებელი ვარ! არ ვარ ღირსი იმ ცხოვრების როგორსაც
როუზი ჩემთვის ოცნებობს. მისი გული მილიონ პატარა ნაწილებად დავამსხვრიე. რატომ? რატომ? რატომ ვერრასდროს ვერ ვაცნობიერებ რომ ის პატარაა და არა ზრდასრული, ყოველთის ისე ვალაპარაკები თითქოს ჩამოყალიბებული ადამიანია და ყველაფრის გაგება შეუძია! იმედია ამის გამო დიდხანს აღარ მაცოცხლებს ღმერთი! –კიბეებზე ძლივს ჩავედი, მიუხედავად იმისა, რომ გარეტ საშინილად
წვიმდა, ჩემი ქურტკი მოვიცვი და ხმის ამოუღებლად გავედი. იმდენად გაბრაზებული ვიყავი სტივენის კითვა „რას აკეთებ, სად მიდიხარ“ დავაიგნორე და შუა წვიმაში და შუა გზაზე
მივჭყაპუნობდი და წვიმის წვეთებს ჩემი ცრემლებიც ერთოდა.
10
გაუაზრებლად მივრბოდი შუა ქუჩაში, ვსარგებლობდი იმით
რომ მანქანები დიდი წვიმის გამო არ მხვდებოდნენ გზად. შუა ქუჩაში გავრბოდი და წვიმის წვეთები მხეცებივით მეცემოდნენ სახეზე, სულ სველი ვიყავი. გზად კიდევ უფრო უარესად ვიაზრებდი ჩემს წამოსვრილ სიტყვებს როუზთან საუბრისას. გული უარესად მომეკუმშა, თითქოს მდუღარე წყალი დამასხეს გულზე, როგორ მინდოდა როუზისთვის
დამევიწყებინა ჩემი თითოეული არადამიანური სიტყვები. საღამო იყო, ალბათ ვახშმობის დროაა ხლა საბავშო სახლში და შეამჩნევენ ჩემს იქ არ ყოფნას. ეს ნაკლებად მაინტერესებს. საინტერესოა ვინაა ჩვენი ახალი მეურვე? საინტერესოა, ვის გამო ვიჩხუბეთ. ნეტა მამაჩემს თუ ვაღელვებთ?
მამაჩემს ვაფშე ვახსოვართ? საერთოდ მის გონებაში თუ არის სულ ერთი მილიმეტრი მაინც იმაზე ფიქრით დაკავებული, რომ არსებობს ვიღაც სამანტა თუ არა როუზ ოურტსი და მას ოჯახი სჭირდება! თუ იცის ნეტა, რომ დღე–დღეზე სხვისი შვილები ვიქნებით? ნეტა დაავიწყდა ჩვენამდე მოსასვლელი გზა?–ბოლო კითხვის გაფიქრებისას გული კინაღამ გამიჩერდა და ცრემლებმა უფრო ჯიუტად და შეუჩერებლად იწყეს სვლა. უეცრად ხესთნ ჩავიჩოქე და გაუზრებლად მას დავეყრდენი.
გონებაზე მხოლოდ ახლა მოვედი! ამდენ ბოდიალში და ფიქრში ტყეში ამომიყვია თავი! ხესთან ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე, ცრემლებს უკვე აღარ ვიკავებდი და თავიანთ გზაზე ვუშვებდი. ხეს მივეყუდე ფეხები მოვკეცე, ხელები მუხლებს შემოვჭიდე და თავიც ხეს მივადე, მაღლა ვიხედე, ამოვიხვნეშე და ხმაღლა ტირილი დავიწყე! კიდევ უამრავ სისულლეს ვფიქრობდი და უამრავი არარაობის ჩადენას ვგეგმავდი, მაგრამ ჯერ–ჯორბით ამ ყველაფერზე ძიერმა ჭექა–ქუხილმა ამაღებინა ხელი. სასწრაფოდ წამოვხტი კვლავ გაქცევა ვცადე, მაგრამ ძალა აღარ მეყო და იქვე დავეცი. აღარც ავდგარვარ. თვალები გავახილე, მზე მე დამნათოდა. სიცივემ ამიტანა და უარესად მოვიკუნტე. გუშინდელი მოვლენების გააზრებას ვცდილობდი. ყველა მათგანს ქრონოლოგიური თანამიმდევრობით ვალაგებდი. ბოლოს რომ გავიხსენე ტყეში გონება რომ დავკარგე, შეშლივით წამოვვარდი ფეხზე და აქეთ–იქით ცქერა დავიწყე. ირგვლივ სულ ხეები იყო. აღმოსავლეთით გაშლილი მინდორი მოჩანდა. იქამდე სადღაც 15 წუთის სავალი იყო. ჩრდილოეთით კიდევ უფრო ღრმა ტყე. სამხრეთით სივრცე სულ ხეებში იკარგებოდა. დასავლეთით მდინარე მოჩქაფუნებდა ისეთი ხმაურით, თითქოს რაღაც უბედურებას იუწყებოდა. აღმოსავლეთით წავედი. არსად გზა
არ ჩანდა, როგორც ჩანს გუშინ ძალიან ღმად შემოვსულვარ ტყეში. მინდორზე გავედი. ხეები უკან, რომ ჩემოვიტოვე სტვენის ხმა მომესმა. უკან მივიხედე. ჩავთვალე ალბათ ჩიტები იყვნენ–მეთქი. სტვენა კვლავ განმეორდა. შევდექი, ნაბიჯი არღ გადამიდგამს. უკან შევბრუნდი, კარგად
დავაკვირდი იქაურობას. ადამიანის სიულეტს მოვკარი თვალი. შემოტრიალებას და გაქცევას ვაპირებდი, როცა საპირისპირო მხრიდან ვიღაცამ პირზე ხელი ამაფარა და ხელები გამიკავა.
ვცქმუტავდი, ვფართხალებდი, ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი, სველ ტანსაცმელში უარესმაკანკალმა ამიტანა. გაწეწილ თმას ქარი უარესად მიწეწდა. ამასობაში მეორე მამაკაციც მოგვიახლოვდა, მათხოვრის შთაბეჭდილებას ტოვებდა, შავი თვალები და თმა ქონდა. ამაზრზენი შესახედაობის მამაკეცები იყვნენ ორივე. დაახლოებით 30 წლამდე თუ იქნებოდნენ.–გამარჯობა სემ!–მომესალმა ცინიკური ღიმილით შავთმიანი–მე ლორანი მქვია.
–თუ ვინმესით ვინტერესდები, მასზე ყველაფერს ვიგებ.
დამიჯერე ისე კარგად გიცნობ, შესაძლოა სტივენიც კი არ გიცნობს ასე. სიმართლე გითხრა პირადის ამბები ძალიან მაინტერესებს, მაგრამ შენსა და ზეინ მალიკის ურთიერთობას ვერაფერს ვარქმევ. გაურკვევლობაში ხართ. მოდი ასე ვქნათ! შენ ჩემი ყველა სურვილი აასრულე, თუ გინდა შენი ლამაზი დაიკო თავის საყვარელ მამიკოსთან იყვეს და არა სხვა მეურვესთან. გასაგებია?ამოვიოხრე, კიდევ კარგი ვინმეს მოკვლავის ნაცვლად არ
მტავაზობდნენ ამას, როგორც წიგნებში და ფილმებშია ხოლმე გასაგებია!–წარმოვთქვი მტკიცედ–თხოვნა #1 დაუახლოვდი ყველას, გარდა მალიკისა და ტომლინსონისა. გასაგებია?–გასაგებია–ე.ი ამ საქმესთან ორივეს კავშირი აქვს. საინტერესოა რა კავშირია მათ შორის.–თხოვნა #2 სტივენს დაემშვიდობები, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მე მივხედავ–თვალი ჩამიკრა–რა საერთო აქვთ ამ ორს შენთნ?–მკვახეთ ვკითხე–ბრძანება #1 არავითარი კითხვები!–დაახამხამა თვალები
და ტომასს თვალით რაღაც ანიშნა.–შევხვდებით ძვირფასო!–მომიალერსა ტომასი ყელზე და თავში მძიმედ ჩარტყმა ვიგრძენი. გონება დავკარგე!
გონზე, რომ მოვედი ისევ ტყეში ვეგდე, ამჯერად უკვე მარტო ვიყავი. მალე წამოვდექი, შუბლიდან სისხლი მომდიოდა. დავაიგნორე და სასრაფოდ გამოვიქეცი იქიდან. ერთ საათში უკვე ბავშვთა სახლის გზას დავადექი და გავრბოდი. ყველას მზერად ვაიგნორებდი, ახლა მხოლოდ როუზზე და სტივენზე ვფიქრობდი. სულ რამდენიმე ნაბიჯიღა მრჩებოდა სახლამდე, როცა კარები გაიღო და უცებ გავჩერდი. იქიდან ზეინი, ლუი და სტივენი გამოვიდნენ. დამიანხეს თუ არა ლაყბობას
მორჩნენ და მე მომაშტერდნენ. ყურადღება არ მივაქციე და აჩქარებული ნაბიჯით შიგნით შესვლა დავაპირე.–სად იყავი?–მკლავზე მტაცა ხელი სტივენმა–არსად!–ვუპასუხე მკაცრად–შენს გამო თითქმის მთელი ქალაქი ფეხზეა––ვუპასუხე მტკიცედ. მკლავი ხელიდან გამოვგლიჯე
და შიგნით შევედი. მისის ჰარისონი შეკივლა ჩემი დასისხლიანებული შუბლის დანახვაზე ა~თითქოს
არც გამიგონია ისე ავედი კიბეებზე და ჩემი დის გაქვავებული სახის დანახვისას მუხლები მომეკვეთა! ვიფიქრე ლორანი აქ იყო და მას რამე დაუშავა.–როუზ!–ვიყვირე და მას მივვარდი. ხელში ავიყვანე და
ჩავეხუტე.–შუბლზე რა გჭირს?–მკითხა დაეჭვებით და სისხლით მოითხვარა პატარა ხელები.–არაფერია, გამივლის.–ვინმემ რამე დაგიშავა?–არა!–დარწმუნებულმა ვუპასუხე–მე... ხეს დავეჯახა–ვუპასუხე მცირე პაუზის შემდეგ.–წამოდი!–მითხრა მბრძანებლური ტონით და ხელი ჩამკიდა..
ოტახში შმეიყვანა, თავის საწოლზე ჩამომსვა და ოთხიდან გაიქცა. რამდენიმე წამის შემდეგ ბამბა და სპირტი მოიტანა. ბამბა სპირტით გაჟღინთა და ჭრილობაზე დამადო, ალბათ ძალიან ღრმა იყო ძალიან ამეწვა და რომ არაფერი შემემჩნია ბალიშს ჩავებღაუჭე.–ხეს ასე როგორ შეეჯახე. რამხელა ჭრილობა გაქვს–გამომცდელი მზერა მომაპყრო–არაფერია–ვუპასუხე ბურტყუნით.–მისის ჰარისონმა მითრა ამ დღეებში ახალი მეურვე მოვაო.
გუშინ... ჩენი ლაპარაკის შემდეგ, სახლიდან რომ წახვედი ძალიან შევწუხდი. ბოდიში–მითხრა და გაჩუმდა. მეც ხმა არ ამომიღია.–ბოდიში, რომ გაგაბრაზე და დაუფიქრებლად ვტიტინებდი–გამეცინა.–მისის ჰარისონმა ზეინს დაურეკა, შემდეგ ლუის ურეკავდა მაგრამ არ იღებდა. მამასთანაც დარეკა, მაგრამ....–მამას რა დაემართა?–ვიყვირე ბოლო ხმაზე–ტელეფონს არ უპასუხა, ვიღც ქალმა უთრა მისის ჰარისონს
ქალაქ გარეთააო. მისის აჰრისონმა მსიამართი ჩაიწერა და იქ მივიდა. მაგრამ ვერსად ვერ გიპოვეთ. სად იყავი?–ტყეში–იმ სიშორეს როგორ წახვედი?–ამ კითვის შემდეგ რომ დავფიქრდი, მართლაც შორს იყო აქედან.–მეყოფა, როუზ, არღ მინდა დამუშავება–ვუთხარი და შუბლზე
ვაკოცე. პატარა ლეიკო მივიკარი და კიბეებზე დავეში. მისის ჰარისონის კაბინეტის კარზე დავაკაკუნე და შევედი.–გავიგე მამაჩემთან ყოფილხართ–სადმე უნდა მეპოვნე. სად ბრძანდებოდით მის ოურტს?–ტონს ნელ–ნელა უწევდა–მამაჩემის მისამართი მომეცით–დავაიგნორე მისი კითხვა და მშვიდი ტონით ვუთხარი.–სად იყავით მის?–მისამართი მომეცითდავინახე თვალი როგორ გააპარა პატარა ფურცლის ნაგლეჯისკენ.
–უფლება მაქვს ვიცოდე სად გაატარეთ წუხანდელი ღამე–უფელბა მაქვს ვიცოდე სად ჯანდაბაში ცოხვრობს მამაჩემი!–ვუყვირე მეც, ჩემი საქციელით გაოგნებულმა ავწითლდი.–თქვენ არანაირი უფლება არ გაქვთ დაინტერესებული იყვეთ
თქვენი მშობლების საქმიანობით ან მათ ცხოვრებით, მანამ სანამ აქ ცხოვრობთ. მითუმეტეს, რომ მათ თქვენ მიგატოვეს.–არანაირი უფლებაა რ გაქვთ მამაჩემზე რაიმე ზედმეტი
თქვათ. თქვენ არაფერი არ იცით! არაფერი!–ყვირილით დავუმარცვლე ბოლო სიტყვები და სწრაფი ნაბიჯით მაგიდისკენ წავედი, ის ფურცლის ნაგლეჯი ავიღე და სირბილი გამოვიქეცი.–ახლავე უკან დაბრუნდით სამანტა ოურტს!–გაჰკიოდა მისის
ჰარისონი, მაგრამ იმით გახარებული, რომ როუზს გავახარებდი და მამას ჩუმად ვანახებდი მეც მიხაროდა. უკნიდან სტივენის მკაცრი ხმა მომესმა–რა ხდება, მისის ჰარისონ?–მის ოურტსის თავხედობა ყოველგვარ საზღვრებს სცდება!
მის მეურვეს შევატყობინებ ხვალვე!... დაუყონებლივ გაიყვანოს აქედან..! წინააღმდეგ შემთხვევაში
ქუჩაში აღმოჩნდება!–რაც გინდათ ის ქენით–ჩამოვძახე გაბრაზებულმა და მისი
ყვირილი დავაიგნორე. ოთახში შევედი, კარები ჩავკეტი და საწოლზე გულაღმა გადავეშვი. ფურცლისნაგლეჯი ჩავიხუტე და ბედნიერი ავაშტერდი ჭერს. პირველად ცხოვრებაში იმედი მომეცა!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent