შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ცხოვრობ, მე კი ვეღარ ვძლებ (1)


24-05-2015, 21:31
ავტორი королева
ნანახია 2 953

მე ნინა ელბაქიძე ვარ, 16წლის. მყავს შეყვარებული თორნიკე ლორია რომელიც მთელ სამყაროს მირჩევნია და ყველაფერს დავთმობ მის გამო. ერთი ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს, მყავს ორი „დაქალი“ თათუკა და სალომე... მათ არ მოსწონთ თორნიკე და ხშირად მეჩხუბებიან მის გამო, ერთი წელი არ მელაპარაკებოდნენ სწორედ იმის გამო რომ თორნიკეს „გოგო“ მერქვა. ეს პრობლემა არ ვიცი როგორ მოვაგვარო, როგორ შევაყვარო თორნიკე ორივეს, საქმე იმაშია რომ არცერთს არ გააჩნიათ მიზეზები თუ რატომ უნდა სძულდეთ თორნიკე... მე და თორნიკე ხშირად ვსეირნობთ და საერთოდ ძალიან ხშირად ვართ ერთად იმიტომ რომ უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ, ერთი წუთიც მიმძიმს მის გარეშე.... ორი დღის წინ სალომეს დაბადების დღე იყო, და დამიჯერებთ? ჩემი დაქალის დაბადების დღეზე ვერ მივედი იმიტომ რომ თორნიკემ მთხოვა მთელი დღე მასთან ერთად ვყოფილიყავი და მეც უარი ვერ ვუთხარი... სალომე დღესაც არ მელაპარაკება არ მისვლის გამო და აღარ ვიცი როგორ შემოვირიგო, ეხლა დავურეკავ და კიდევ ერთხელ მოვუხდი ბოდიშს
-სალო მისმინე, კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს, მაგრამ მეც უნდა გამიგო, ძალიან მიყვარს, ვგიჟდები მაგ ადამიანზე და მის გვერდით ყოფნა ყველაზე მეტად მსიამოვნებს
-შეყვარებული ყველას სიამოვნებს ნინა, მაგრამ ამის გამო მეგობრების ფეხებზე დაკიდება არ შეიძლება!
-მაგას როგორ ამბობ? შენ და თათუკას ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი გიკავიათ, თქვენ რომ არა ამდენ რამეს ვერ გავუძლებდი, თუნდაც თქვენ რომ არა ვერავის მოვუყვებოდი იმას თუ როგორ მიყვარს თორნიკე და ასე შემდეგ
-არვიცი, არვიცი... იცი როგორ გელოდებოდი? ბოლო წუთამდე მეგონა რომ ჩემს დაბადების დღეზე მოხვიდოდი
-იცი როგორ ვნანობ?! უბრალოდ ვეღარ მოვედი, ძალიან გთხოვ მაპატიე რა
-კაი, გაპატიებ
-მართლა?
-ხოო
-ვაიმე შენ არც კი იცი როგორ გამახარე!!!!!
-დღეს მაინც გამოდი ჩემთან, თათუკასაც დავურეკავ
-კაი, აუცილებლად მოვალ, 4ზე მანდ ვარ
-კაი, გელოდები
უზომოდ ბედნიერი ვიყავი, თორნიკე ჩემს გვერდით იყო, დედაჩემთან და მამაჩემთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მეგობარიც შემოვირიგე და ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან კარგად იყო... თორნიკეს დავურეკე, მინდოდა მეთქვა ყველაფერი რას ვგრძნობდი მის მიმართ
-ძალიან მიყვარხარ გესმის?! ყველაზე მეტად! არასდროს დაგთმობ! სულ შენთან ვიქნები! არასდროს გაწყენინებ! სულ შენი გოგო ვიქნები! და ყოველთვის ყველაფერში მაგრად გაგისწორებ
-ჩემო სიცოცხლე, ჩემო პრინცესა, ყველას და ყველაფერს მირჩევნიხარ!! აუუ გთხოვ მნახე რა
-დღეს ვერა, სალოს შევპირდი შენთან ამოვალთქო, ძლივს შემოვირიგე
-აუუ კაი
-გაგიტყდა?
-ხოო, რავი
-კაი მოდი 4საათამდე გნახავ
-უკვე 3საათია
-1საათით გნახავ რა
-კაი, როგორც გინდა, მოვალ 10წუთში შენ სახლთან და ჩამოდი
-კარგი
საშვალო სიმაღლის წითური გოგონა ვარ, გრძელი თმით და სახეზე ჭორფლებით, გამხდარი და ცისფერთვალება.
ჩავიცვი ჩემი საყვარელი ჩანთა ავიღე და კიბეებზე ჩავედი, თორნიკე ქვევით დამხვდა. გავიქეცი და ძალიან მაგრად ჩავეხუტე
-მომენატრე!
-მეც აი ძაან
-სალოსთან არ ახვიდე რა
-რატო?
-ეს დღეც ჩემთან იყავი
-არა, ძალიან ეწყინება
-აუუუ, ეწყინება და გაუვლის გთხოვ რა, მთაწმინდაზე ავიდეთ და ვარსკვლავებს ვუყუროთ, ნაყინს და ძალიან ბევრ შოკოლადებს გიყიდი, მერე მაღაზიებში გავიაროთ და რომელი კაბაც მოგეწონება იმას გიყიდი
-მაგაში ხო არაა საქმე, კაბაში და შოკოლადებში, უბრალოდ არმინდა სალოსთან ცუდად გამომივიდეს
-არაფერი არ გამოგივა ცუდად, უთხარი რომ დედაშენია ცუდად და იმიტომ ვერ მიდიხარ ან რამე, რავიცი მე
-კაი, რამეს მოვახერხებ
თორნიკეს გამოვეცალე და ძალიან დავიძაბე, სალოს ნომერი ავკრიფე და დავურეკე
-ხო ნინ
-გოგო, მოკლედ დედაჩემი გახდა ცუდად და ჩემ თავს გაფიცებ არ გეწყინოს, მარტოს ვერ დავტოვებ
-უიი, რა დაემართა ანას?
-არვიცი, უცებ გული ასტკივდა
-კარგი, იყავი სახლში, დაგირეკავ საღამოს
-კარგი...
ტელეფონი გავთიშე და თითქოს ცოტა მომეშვა, მაგრამ ვიცოდი რომ ძალიან ცუდად ვიქცეოდი, თორნიკესკენ წავედი
-რაო?
-ვუთხარი რო დედაჩემი გახდა ცუდად
-კარგი გოგო ხარ, წავედით?
-აუ, ძალიან ცუდად მოვიქეცი, საუკეთესო დაქალი მოვატყუე
-დაიკიდე რა, სამაგიეროდ ეხლა ძალიან გავერთობით
-წავედით
მე და თორნიკე მთაწმინდაზე წავედით, ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს იმიტომ რომ თორნიკე ჩემს გვერდით იყო, მაგრამ გულში მაინც სულ სალომეზე და ჩემს ტყუილზე ვფიქრობდი. მთაწმინდაზე ძალიან კარგად გავერთეთ, ღამის 2საათი იყო სახლში რომ მოვდიოდით, ქუჩები დაცარიელებული იყო, თითქმის მარტო ჩემი სიცილის ხმა ისმოდა....
-აუ ნინა
-გისმენ
-დღეს ჩემთან დარჩი
-შანსი არაა
-რატო?
-დედაჩემი?
-უთხარი რო სალომესთან რჩები
-არა! მეორე ტყუილი ვთქვა?
-ჩემს გამო, თან მარტო ვარ, ფილმს ვუყუროთ და ბევრი ტკბილეული ვიყიდოთ
-აუ არვიცი რა
-მიდი, მიდი დაურეკე
-კარგი
ტელეფონი ამოვიღე და დედაჩემის ნომერი ავკრიფე
-დეე
-ხო ნინა
-დღეს არ მოვალ
-ბატონო?
-ხოო რაიყო? სალომესთან ვრჩები
-ოხ ნინა!
-კაი, გთხოვ რა
-კარგი,კარგი დარჩი
-მადლობა, ძაან მიყვარხარ
-ჭკვიანად მოიქეცი!
-კაი
ტელეფონი გავთიშე და სიხარულისგან ვიკივლე
-გიშვებს?
-აბა რაა! მსოფლიოში ყველაზე კარგი დედა მყავს
-ვგიჟდები ანაზე
-ანაც გიჟდება შენზე
ქუჩებში მხიარულად მივაბიჯებდით, ხან ვცეკვავდით, ხან ვმღეროდით, ხან უაზროდ ვიცინოდით...
ვაკის გუდვილში შევედით რომ საჭმელები გვეყიდა, ამდროს სალომე და თათუკა დავინახე და გული რამის წამივიდა
-თორნიკე ეხლა მიშველე!
-რატო, რახდება?
-თათუკა და სალომე
-აბა სად?!
თორნიკემ იმხელა იყვირა ყველა შემოტრიალდა და მათ შორის სალომეც
-სალო მისმინე, ყველაფერს აგიხსნი
-არანაირი ახსნა არაა საჭირო! მატყუარა გოგო ხარ!
-გთხოვ აქ არ გვინდა
-მოდი საერთოდ აღარ დამირეკო კაი?! არ მჭირდება შენნაირი მეგობარი
-ეხლა გავგიჟდები
სალომეს და თათუკას აღარაფერი უთქვიათ ისე მომცილდნენ, ნერვიულობისგან ჩავიკეცე და ფერი წამერთვა, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა
-კაი, ადექი ეხლა
-ხედავ რა დამემართა?
-რაიყო გოგო
-არ უნდა მომეტყუებინა სალომე! აღარასდროს მაპატიებს არცერთი
-მე ხო გყევარ, არ ხარ ბედნიერი?
-როგორ არაა! მაგრამ ისინიც ძალიან მიყვარს
-შეგირიგდებიან, დაიკიდე
თორნიკემ ძლივს წამომაყენა და სალაროსკენ წავიდა.....

ბავშვებო ღირს რომ გავაგრძელო? თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეს ჩემი პირველი ისტორიაა... ვინც წაიკითხავთ ყველამ დამიწერეთ თქვენი აზრი.



№1  offline წევრი lamazmani

ძაან კაია მომწონს ველი ახალ თავს მარა ეს გოგო დებილია

 


№2  offline წევრი nigita

Gaagrdzele kargia .... Es gogo debilia sauketeso megobars bichis gamo moatyua

 


№3  offline წევრი cancara

მაგარი დებილი გოგოა რაცარუნდა გიყვარდეს შეყვარებული მაინც ამ დონემდე არუნდა დაეცე რო მეგობრები დაკარგო იმედია აღარ შეურიგდებიან თავისი მეგობრები

 


№4  offline წევრი მოლურჯო

ესეიგი დავიწყე.
გოგოების პრობლემა ზუსტად იმაშია რომ დაქალებს უსმენენ და მათი სჯერათ
მაგის გამო შეიძლება ბევრი რამ დაკარგო.
იმ დონემდეც არ უნდა დაეცე რომ შყვარებულის გამო მეგობრები დაკარგო
შეყვარებულს ბევრს იპოვი ბევრი მოგეწონება ბევრი შეგიყვარდება მაგრამ დღეს-დღეობით ნამდვილი მეგობრის მოძებნა ცოტა რთულია
რაც შეეხება ისტორიას შეცდომები ძალიან ბევრია მაგრან პირველ რიგში მინდოდა ეს დამეწერა.
--------------------
მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent