შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეგოისტი ..26..


25-05-2015, 00:56
ავტორი terooo
ნანახია 3 348

–ლიზი ჩაჩუა, იცი ექვსი თვით მივდივარ–ბოლო ხმაზე იღრიალა ლუკამ და ლიზის თვალებში ჩახედა ჯობდა არ დაენახა იქ რაც დაინახა. ეს მისი ლიზის თვალები არ იყო.
–რაა? ლუკა რა თქვი?–ჯერ კიდევ შოკში მყოფმა ლიზიმ ვერ გაიგო რა უთხრა ლუკამ
–ლიზი ექვსი თვით წასვლა მიწევს, ვერაფერი მოვახერხე.
ყოველთვის არის წამი როდესაც გინდა რომ არ დადგეს, ყოველთვის ცდილობ ამ მომენტს გადაახტე მაგრამ ყოველთვის დგება და ცდილობ არ დაიმახსოვრო, სიზმარი აღმოჩნდეს და დილით გაღვიძებული ჩვეულ ყოველდღიურობას უბრუნდებოდე. მაგრამ მტკივნეული წამი ყოველთვის დგება, მოდის მაშინ როდესაც ყველაზე ნაკლებად ელი. გტკივა ყოველი წამი და ყოველი წუთი. ყოველი ბგერა გტკივა რაც მასთან გაშორებს.
–მეხუმრები ხომ?–აგონიაში მყოფმა ლიზიმ ძლივს მოაბა სათქმლს თავი.
–ნეტავ ვხუმრობდე.–დამნაშავესავით ჩახარა თავი ლუკამ.
–ლუკა იცი ექვსი თვე რამდენია? ძალიან ბევრი. ძალიან ბევრია ჩვენთვის და თან ამ მდგომარეობაში, ეს მეტისმეტია, წამო წავიდეთ–უთხრა ლიზიმ და მანქანისკენ წავიდა.
–სად მიდიხარ?
–სახლში.
მანქანაში არც ერთს არ დაურღვევიათ სიჩუმე, ლუკამ რამდენჯერმე შეამჩნია ლიზის აცრემლებული თვალები და მალულად მოწმენდილი ცრემლები. რომ არ აფეთქებულიყო საჭეს მაგრად უჭერდა ხელს.
ისევ ტკივილი, გაუყუჩებელი კივილი, ისევ იმედგაცრუება და ისევ და ისევ ის შავი ბურუსი.
,,ერთი რამ ზუსტად ვიცი, ან არ გავუშვებ ან მეც თან გავყვები, ან რამე სხვას მოვიფიქრებთ, ვერ შევძლებთ ერთმანეთის გარეშე ყოფნას, ეს ორივესთვის დიდი ტკივილი იქნება, მას ისევე გაუჭირდება უჩემოდ როგორც მე უმისოდ, რაღაც უნდა იყოს გამოსავალი, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“–ფიქრობდა ლიზი და ცრემლებს მალულად იწმენდდა.
რამდენჯე მინანია ჩემი არასწორი საქციელი, ყოფილა ის მომენტი, როდესაც ვიღაცისთვის გული მიტკენინებია და რაღაც პერიოდის გასვლის შმდეგ უკან უმმერანგივით უკან დაგბრუნებია, მანამ ვერ ხვდები შენს საქციელს სანამ შენ არ გამოცდი იგივეს. ყველა პრობლემა და ემოცია ყელში გებჯინება და დიდ სინანულს გრძნობ.
ხანდახან ისე რომ საერთოდ ვერ ხვდები სად მიდიხარ, არ იცი სად ხარ, მოწყვეტილი ხარ სამყაროს, ბოლოს კი აღმოაჩენ, რომ ათასგზის გაცვეთილ ქუჩებს მიუყვები და გრძნობ როგორ დაგყვება უკან წარსულის ლანდი და მისი აჩრდილები.
ისეთი შეგრძნება გიჩნდება თითქოს ადამიანებს ხედავ წარსულიდან , გვერდს უვლი თავჩაღუნული, მერე ეჯახები მოულოდნელად, გრძნობ უკვე განცდილს: ტკივილს, სევდას, იმედგაცრუებას, სიბნელე გითრევს, მერე შენში სითბო აღწევს, სიყვარული გითრევს, გითბობს გულს, გადის ვენებში და გრძნობ რომ ცოცხლდები. ეს ის არის... ეს ის შემთხვევაა როდესაც გულს და გონებას ერთი სურს. შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს. ისინი შენს გარეშე წყვეტენ რა სურს შენს გულს და სულს, რა გჭრდება მომავალში.
,,ბაბუაწვერ შენს სიყვარულს რად უნდა წერა, გული რასაც იტყვის ვერ იტყვის ენა, წადი და ქვეყნად აცინე ყველა, რომ ყველა ყვავილს გამჯობინე ბაბუაწვერავ.“
სახლში ისე მივიდნენ არც ერთს არ დაურღვევიათ სიჩუმე, მხოლოდ გიომ შეამჩნია, მაგრამ მაინც შეიკავა კითხვის დასმისგან თავი. ლიზი აღარ იცინოდა, თითქმის აღარ ერთვოდა ბავშვების საუბარში, მხოლოდ კითხვებზე სცემდა პასუხებს, მისი ფიქრები მის გვერდით მჯდომ ლუკას დასტრიალებდა.


,,სამი დღეა რაც გავიგე გერმანიაში რომ მაგზავნიან ექვსი თვით, ვერაფერი ვერ მოვახერხე, ვერავინ ჩავანაცვლე რომ წასული ჩემს მაგივრად. ჩემი მოადგილე კი შვებულებაშია გასული, ესე ადრე გამოძახებაც არ მინდა, მაგრამ ლიზის გარეშე ჩემი იქ ყოფნა კი სასჯელია. მისი ხმის, შეხების, კოცნის, ჩახუტების გარეშე როგორ უნდა გავძლო?.
როგორც ყოველთვის ჩემი სტატუსი ახლაც ხელს მიშლის ვიყო ბედნიერი, ჩემი ცოლი რომ იყოს უპრობლემოდ შევძლებდი მის წაყვანას, მინდოდა ეს მეთქვა მაგრამ ესე ეგოისტურად ვერ მოვექცევი, ვერ ვაიძულებ ესე ერტი ხეის მოსმით მის ცხოვრებაზე უარი ვათქმევინო. ვიცი დამთანხმდება მაგრამ ახლა ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო, დადიანის ფირმიდან დაუეკეს, ესეც კიდევ ერთი ბავშვობის მტერი. მერე ერეკლე გამოჩნდა, ნერვებს მიშლის ლიზის გვერდით რომ ვხედავ, ყოველთვის მის სიახლოს ტრიალებს, როცა მე ვარ ან არ ვარ, ექვსი თვე ვერ გავძლებ მის გარეშე“–ჩაბნელებულ ოთახში იჯდა ლუკა ვისკის ჭიქასთან ერთად და ფიქრებს გაეტაცათ მისი გონება.

******** ************ ************
–ლუკა შენი ნახვა მინდა, სწრაფად ჩემს ბინასთან მოდი–ყურმილში ლიზის გაბრაზებული ხმა ისმოდა, პასუხს არც დალოდებია ისე გაუთიშა ტელეფონი.
ბიჭები ერთად იყვნენ ბარში სვვამდნენ, ლუკა კიჭა და გიო.
–ლიზი იყო, სწრაფად მოდიო–ბიჭებს გახედა ლუკამ
–იმ ს–მა ჩაუკაკლა უეჭველი ყველაფერი, კი მაგიტომ დაგირეკე და ესე უცებ მაგიტომ გაგითიშა, მაგის არასწორი დედას ......–კბილებში გამოსცრა კიჭამ.
–კარგი წავედით–სიგარეტი და ტელეფონი აიღო და კარებში გაუჩინარდა, ბიჭებიც თან მიყვნენ.
ადამიანების ყველაზე დიდი შეცდომა ისაა რომ ნახევარი სიცოცხლის მანძილზე თვლიან რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინააა. არასოდეს დაკარგო რწმენა, გჯეროდეს სამართლიანობის, სიკეთის სიყვარულის. ძნელია იყო ადამიანი. ძნელია იარო ისე რომ არ წაიქცე, ხანდახან ეკალსაც გაჰკრავ მხარს, ხანდახან ხავსსაც მოეჭიდები, მაგრამ არ შეჩერდე, ადამიანობა სწორედ იმით ფასდება რამდენად ძლიერად და ღირსეულად გადაიტანს განსაცდელს. ზოგჯერ გული ცრემლად უნდა დაიღვაროს რომ მიხვდე ღიმილი რამხელა ბედნიერეებააა, აღმართი გაჭირვებით უნდა აიარო რომ მიხვდე რამხელა ბედნიერებაა მწვერვალზე დგომა. ხანდახან უნდა წაიქცე რომ ადგომის ფასი გაიგო. სხვანაირად ვერ იქცევი ადამიანად. არ არსებობს ჩიხი, არ არსებობს კედელი რომელიც არ დაირღვევა. გამოსავალი ყველა მდგომარეობიდან მოინახება, მთავარია არ დანებდე და რწმენა არ დაკარგო.
ლუკას მანქანა კორპუსთან რომ გაჩერდა ლიზი იქ ელოდებოდა უკვე. სამივე სწრაფად გადავიდა მანქანიდან, ბიჭებმა ლიზი მოიკითხეს და ლუკასთან ერთად მარტო დატოვეს.
–მალე მოალთო და მანქანით გაუჩინარდნენ წამსვე.
ლიზი დისტანციას იცავდა, არც კოცნის, არც ჩახუტების უფლებას არ აძლევდა ლუკას.
–გინდა რამე მითხრა?–პირდაპირ კითხა ლიზიმ
–უკვე შენტან დაიწყო საჩივრების შემოტანა?–ძარღვები დაებერა ლუკას–თუ პირველადი დახმარების გაწევა გთხოვა.
–ნაცემი იყო, შემთხვევით ვნახე, ვკითხე რა მოხდათქო და მანაც სიმართლე მითხრა, ყველაფერი ვიცი და ჯობია შენც ასევე მოიქცე.
–ლიზი ამის დედა შ***ი, იცი რატომ ვცემე? გამომიწვია. მინდოდა მშვიდად გაგვერკვია ყველაფერი მაგრამ გამომიწვია. მე ჩემსას ვიცავდი, ის კი ჩემი საკუთრების წართმევას ცდილობდა.
–ლუკა რატომ ვცდილობთ როდესაც ყველაფერი კარგადაა მაშინ გავაფუჭოთ ყველაფერი? ყოველთვის ესე ...... –ლიზიმ დამთავრება ვერ მოასწრო. მანქანიდან გიო გადმოვიდა რომელიც ნახევარი წუთიც არაა რაც ეზოში შემოვიდნენ და კიჭას რაღაცას გამეტებით უხსნიდა, მასაც გაებადრა სახე და დაეთანხმა თავიის დაქნევით.
–ბავშვებო აქ ხომ ხედავთ მეზობლები გადმოვარდნენ ფანჯრებიდან– მათთან მივიდა შემდეგ მანქანისკენ უბიძგა–ლიზი სხვაგან გააგრძელეთ, აქ არ გამოვა შენც კარგად იცი. გიო და კიჭა წინ მოთავსდნენ, რაღაცას ჩურჩულებდნენ და თან იცინოდნენ, ლუკა მის გვერდით დაჯდა. ძალით ცდილობდა მის დაიგნორებას რაც არ გამოდიოდა.
–ლიზი ტელეფონი მომაწოდე რა–უკან სავარძელზე მჯდომ ლიზის გაუწოდა ხელი გიომ ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია–ლუკა შენი ტელეფონიც მინდა.–ჯერ ლიზის ტელეფონი ჩაიცურა ჯიბეში შემდეგ ლუკასი, რომ შეხედა წყვილი რაღაცის ახსნას ცდილობდა – გაპროტესტების გარეშე.–უთხრა მათ გიომ.
–სად მივდივართ?–იკითხა გაბრაზებულმა ლიზიმ
–იქ სადაც, იყვირებთ, იწივლებთ, იგინებთ, დალეწავთ ყველაფერს, მაგრამ ვერავინ გაიგებს.
–შენ რა გაფხუკუნებს?–ახლა ლუკამ კითხა ჩუმად მოხითხითე კიჭას, რომელიც სიცილის შეკავებას ცდილობდა.
–წყნარად იჯექით უკან თქვენ მანდ და ორივეს თხლად გაცვიათ, ჯობია ერთმანეთს მიეხუტოთ, რადგან ფანჯრების ამოწევას არ ვაპირებთ–ღიმილით უთხრა გიომ, შემდეგ კი სერიოზულად დაამატა–კლაუსტროფობია მჭირს და ლუქს ვერ ვხურავ.
–გიორგი სად მივდივართ?–სერიოზულად იკითხა ლუკამ, როდესაც თბილისს გაცდენ–ცოტა მაინც ამოწიე მინა გაცივდება.
–არა იყოს, ჰაერი კარგად იმოქმედებს თქვენზე, თან თბილისის ჰაერისგან განსხვავდება, სუბთა ჰაერია, ცოტა ხომ არაა ჩვენსავით დაკავებული ადამიანებისთვის? სად მივდივართ და ჩემთან აგარაკზე.
–იქ რა გვინდა? ხვალ შეხვედრა მაქვს.–გაბრაზდა ლიზი.
–იქ არავინაა, გუშინ ვიყავი აქ, ხვალ ბავშვებს გვინდა ამოსვლა და მოვაწესრიგეთ, სამეზობლოში ჯერ არავინ ამოსულა, მხოლოდ ჩვენ ვიქნებით. ვიცით ქალბატონო რძალო , არაასაჭირო შეხსენება იმისა რომ ხვალ იმ ს***ნ მიდიხარ–სარკეში ლუკას მკვლელი მზერა რომ დაიჭირა, წამსვე შეასწორა ნათქვამი– ვიღაც ს***ნ მიდიხარ არც კი იცი მიგიღებს თუ არა, კარგი რა.–მერე კი მხიარულად დაამატა–აი. მე და კიჭას შესანიშნავი იდეები გვაწუხებს.
–განსაკუთრებით მაგარი იდეა გვაქვს ხვალისთვის, ნუ ღამესაც თუ ჩავთვლით უარესი–ორაზროვნად ჩაიცინა კიჭამ და გიოს თვალი ჩაუკრა.
–ალექსანდრე დაწყნარდი–მკაცრად უთხრა ლუკამ და ლიზის ხელებისკენ გააპარა მისი ხელი, ყურადღება არ მიუქცევია ლიზის უსიტყვო პროტესტისთვის, მაინც მოიქცია გოგონას გაყინული ხელები მის თბილ ხელებში. ლიზის გააჟრჟოლა ლუკას თბილი ხელების შეხებისას, მისი ხელებისგან დახსნა სცადა–ლიზი მოისვენე–ლუკამ უჩურჩულა ყურთან.
–ლუკა!–ლიზითვალების ბრიალით შხვდა მის ჩურჩულს.
–ლიზაზო შემეშინდა ხომ იცი–ისევ ჩაჩურჩულა ყურში. ლიზი დისტანციის დაცვას ცდილობდა, მანქანის კარს მიეკრა, მეორე მხრიდან ლუკა მიეკრა–იცი მალე მარტო დავრჩებით– ლიზის სახე შეეფაკლა, რაც ლუკას შეუმჩნეველი არ დარჩენია, –ლიზი რა აზრები გაწუხებს, რა გარყნილი ხარ, როდესაც ესე გეცვლება სახეზე ფერი, ვიცი და ვხვდები რაზედაც ფიქრობ, ამ საღამოს რამეს მიპირებ?–ისე უჩურჩულა ლუკამ მისი ტუჩები ლიზის ყურის ნიჟარას ეხებოდა, რასაც ლიზის სხეულის რეაქცია მოყვა.
–ჩემს ნერვებზე ნუ თმაშობ.–ლიზიმაც უჩურჩულა ყურში და ჩუმად აკოცა
–ახლგაზრდა ქალბატონო მიწვევთ.
–ნუ გავიწყდებათ რომ მე ისევ ნაწყენი ვარ თქვენზე და ის რომ გეხუტებით არაფერს ცვლის, დავრჩებით მარტონი ჩვენ–შემდეგ გიოს მიუბრუნდა–ბატონო გიორგი შენთან რომ არ ავსულიყავით არ შეიძლებოდა სადმე ხალხმრავალ ადგილს გავცლოდით და იქ გვეგინა ერთმანეთისთვის?
–არა ქალბატონო, უკაცრავად საქალბატონე ელიზაბედ–უცებ გადაასწორა გიომ ლიზის დაბრიალები თვალები რომ შენიშნა–საქალბატონე ლიზი. ნუ გგონიათ თქვენ ორ სამყაროს ცენტრი თავი, მე ჩემი საქმე მაქვს, უნდა დამეხმაროთ თორე ისე დაგიწყვეტიათ ერთმანეთი–მზერა გაუსწორა გიომ.
–რა საქმე? არ მინდა შენთან, თან მაგ საქმის მოგვარება თბილისშიდაც შეიძლება, მოაბრუნე მანქანა.
–მივალთ და ნახავთ. რაც შეეხება მანქანის მობრუნებას შანსი არაა, საქმე მაქვს და
მთელი გზა ლიზიმ და ლუკამ ერთმანეთის ბრწკენასა და მუჯლუგუნებში გალიეს, არ იმჩნევდნენ გიოს და კიჭას ირონიულ ღიმილებს. ლუკას ლიზის ხელები ჩაებღუჯა და ცოცხალი თავით არ უშვებდა.
–ლუკა გამიშვი, ვეღარაფერს ვხედავ, თმებს გადავიწევ–ლიზის მისი გაჩეჩილი თმები სახეზე ჩამოყროდაა და ვერაფერს ხედავდა.
–ნუ ხვანცალებ–ცალ ხელში მოიქცია მისი ორივე ხელი და ნაზად აასრიალა გოგონას სახეზე თითები ეფერებოდა და ნელა, ძალიან ნელა გადაუყარა თმები უკან, თან თმბზე ეთამაშებოდა.
–ლუკა ხომ იცი მაგას ვერ ვიტან–კბილებში გამოსცრა ლიზიმ–თმებს გაუშვი ხელი.
–კარგი რა ლიზი, ეს ხომ ჩემი თითებია?–გაუღიმა ლუკამ და სახესთან ახლოს მიუტანა თითები და ლოყაზა ჩამოუსვა ხელი.
–ცხოვრებას ვინგრევ ჩემივე ხელით–სერიოზული სახით თქვა კიჭამ
–რატომ?–კითხა ლიზიმ
–ჩემს ერთადერთ სიყვარულზე ვამბობ ჩემი ნებით უარს და ამაშ ხელს ვუწყობ კიდეც მას რომ ბედნიერი იყოს სხვასთან.–,,ცრემლები“ გადმოყარა კიჭამ
–ალექსანდრეე–დაიდუდუნა ლუკამ–მე ხომ გითხარი ჩემთან ერთად რომ იქნები კაცივით მოიქეცითქოო.
–მოვედით–უცებ გააწყეტინათ გიომ მანქანა ჭიშკართან გააჩერა და უკან მჯდომთ მიუბრუნდა–გადმოდით გვრიტებო.

**************************************
ვიცი დაგპპირდით ამ თავში დავამთავრებთქო, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, ერთი ადამიანი ისე უკითხავად იჭრება ჩემში, მაფორიაქებს, მაბნევს, ნერვებს მაგლიჯავს და მერე ესე მშვიდად დგება და მიდის, მითუმეტეს იცის რა ძნელია ამ ყველაფრის წერა ჩემთვის. დამპალო ,,მოდილიანო" არა ძაკუთ მოდილიანო... მეზიზღებოდი რომ არ მჭირდებოდე. ბავშვებო ბოლო თავი დაწყებულია, უკვე დამთავრებულიც იქნებოდა ამ დამპალ არსებას რომ არ შეეშალა ხელი და კიდევ გამიზიარეთ თქვენი მოსაზრებები... ხვალ დამთავრდება თუ მოვასწრებ დღესვე დავდებ. ათასამდე სიტყვა დამრჩა. მადლობა იმ მოთმინებისთვის რომელსაცჩემ გამო იჩენთ.



№1  offline წევრი Annee

ტეროო შე ძველო, როგორც იქნა დაგვიბრუნდი! ალილუია! :დდ
ხომ იცი რომ მე სულ ვკითხულობ :*:* ჩემო ნიჭიერო, ველოდები ფინალს, რომელიც ვიცი რომ ძალიან კარგი იქნება: *:*

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

Annee
ტეროო შე ძველო, როგორც იქნა დაგვიბრუნდი! ალილუია! :დდ
ხომ იცი რომ მე სულ ვკითხულობ :*:* ჩემო ნიჭიერო, ველოდები ფინალს, რომელიც ვიცი რომ ძალიან კარგი იქნება: *:*

ჩემო ერთგულო, როგორ მახარებ შენი გამოჩეენით რომ იცოდე... მადლობა სიხარულო. ა, დღეს უკვე დასასრული იქნება...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent