მუხის ძირას ( ნაწილი მეორე / თავი I )
გამარჯობა... თავებით დადებას არ ვაპირებდი,უბრალოდ არ მინდა დიდი ჩავარდნები გავაკეთო დადებაში,ამიტომ მეორე ნაწილის პირველ თავს დავდებ ჯერ მარტო. ეხლა ვწერ და ამიტომ გამოდის ესე ცოტ-ცოტას რომ ვდებ... იმედი მოგწონთ,გთხოვთ გამიზოაროთ თქვენი აზრი,შთაბეჭდილებები და შენიშვნები... დიდი მადლობა __________________________________________ ნაწილი მეორე თავი 1 ჩავედი ვაგონიდან,პირველი რაც შევიგრძენი სუფთა ჰაერი იყო და რამდენიმე წამი დამავიწყნა რა ხდებოდა ჩემ თავს… ღრმად ჩავისუნთქე და წავედი მანქანისკენ. - სანდრო - ცოტა გაკვირბულმა ვთქვი მისი სახელი - ჰო - ბაბუაჩემი ? - სახლშია,მე გამომიშვა - რატოო?? რა მოხდა?? ცუდად არი? - აა არა,ნუ ნერვიულობ - აბა? - რავიცი,არ მიკითხია რომ მიხვალ კითხე - ხო კაი... მანქანას შემოვუარე და წინ დავჯექი,ზურგჩანთა უკან მივაგდე და დაველოდე როდის ჩაჯდებოდა სანდრო მანქანაში. - ვსო წავედით - მითხრა სანდრომ და მანქანა დაქოქა - ცოტა პატარა არ ხარ რომ მართვის მოწმობა გქონდეს? - აქ ვინ გამაჩერებს ღადაობ? - ... - რამდენი ხნით ხარ? - სადამდეც ვიქნები - კაი პასუხია,გაქცევას ადვილად შეძლებ თუ რამეა - რა შუაშია? - შარშან ეგრე გააკეთე - რა გავაკეთე სანდრო? - რაღაც არ მოგეწონა,რა დღემდე არ ვიცი და გაიქეცი - რეებს იგონებ - სულ თუ გაექცევი რაღაცეებს ცხოვრებაში შორს ვერ წახვალ - ძალიან ცუდად ხარ - ... - რას შვები შენ? - რავი სანდროს სახლში მიმიყვანა,მანქანა ეზოში შეიყვანა,ჩემი ჩემოდანი გადმოიტანა და კიბისკენ წავიდა... - იყოს ავიტან მეთვითონ ზედაც არ ჩემომხედა და მაინც თვითონ აიტანა ზემოთ... ვიფიქრე შევალ ჩემებს ვნახავ-მეთქი,მაგრამ ბოლოს მაინც ზემოთ ავყევი სანდროს... - სად დავდო? - რავი სადაც გინდა - კაი კართან დადო ჩემოდანი,მე ჩემი ზურგჩანთა ლოგინზე დავაგდე და დავჯექი... - ლამაზი ოთახი გაქვს - მადლობა ზურგი შევაქციე სანდროს და ჩემოდნის ამოლაგება დავიწყე,ალბათ ნამიოკი იყო ჩემგან რომ წასულიყო,მაგრამ ეგ ნამდვილად არ მიფიქრია... - კაი წავედი - სად? - სახლში - აა კაი *** მეორე დღეს გვიან გამეღვიძა,უკვე შუადღის 3 იყო დაწყებული,ვიცოდი ბაბუაჩემი ძალიან გაბრაზდებოდა - ახალგაზრდა გოგოეს ესე გვიანობამდე როგორ უნდა ეძინოს,დღის ყველაზე კარგი საათები უკვე გასულიაო იტყოდა. ამიტომ უცებ გადავივლე წყალი,ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი - გაიღვიძა ქალბატონმა? რას შეჭამ ეხლა საუზმეს თუ სადილს? - სიცილით მითხრა ნანამ - შუადღე მშვიდობისა - ვუთხარი გაღიმებულმა - საუზმეს,ყავა რომ არ დავლიო ვერ გავქაჩავ - კარგი,მაშინ დილას ხაჭაპური გამოგიცხვე და ის მიაყოლე - აუუუ როგორ კარგი ხარ - ხაჭაპურზე გადამეკეტა - ისა ნანა... - ხო ლიკა - გუშინ კობამ რატო არ მომაკითხა? - არ უთქვია? - არა - სანდრომ თხოვა მე მივაკითხავო,თან ეზოში თხილს იღებდა - სანდრომ რა იცოდა რო ჩამოვდიოდი? - 2 კვირის წინ ჩამოვიდა და სულ გკითხულობდა.მერე მარკეტში შემხვდა და უკვე ვიცოდი რიცხვი,ხოდა ვუთხარი,არ უნდა მეთქვა? - არა კი რატო არა... - ვუპასუხე დაბნეულმა. თან არ გამკვირვებია რომ უნდოდა ჩემი ჩამოსვლა და თან გამიკვირდა ახალი წლის შემდეგ რატოღა მელოდებოდა.. ამ ფიქრებში ვიყავი,ისე დავისხი ყავა და ვისაუზმე... მერე ეზოში გავედი,რომ წესიერად მენახა ბაბუაჩემი,დავლაპარაკებოდი. საღამოს 7 საათზე გამოვათრიე ჩემი ველოსიპედი და გარეთ გავედი... მდინარისკენ წავედი,სიწყნარეში მინდოდა სიმღერის მოსმენა,წაკითხვა ან უბრალოდ ბალახზე დაწოლა და ცის ყურება... მალე მივედი კიდევაც,ყველაფერი ისე იყო,როგორც დავტოვე... გადმოვედი ველოდიპეტიდან,იქვე მივაყუდე ხესთან და დიდი ქვისკენ წავედი... - სანდრო... სანდროს დაბნეული სახით მოიხედა,ალბათ არ მელოდა... ისე მარტო მე თუ წავიდოდი ამხელა მანძილზე,მარტო... მე აქ სხვა გოგო არც კი მინახავს.... - მარტო მოხვედი? - არა ექსკორტით - ნუ დადიხარ ესეთ ადგილებში მარტო - კაი რაა - გამეცინა მე - მართლა - კაი,შეთან ერთად ვივლი მაშინ - ვთქვი დაუფიქრებლად,სანდროს გაეცინა - ვაა,დაჟე მეფლირტავები ტო? - რა მოიგონე - გავწითლდი და ქვაზე დავჯექი - კაი,რას შვები მომიყევი - რავიცი,მნიშვნელოვას არაფერს, შენ? - არც მე - რას შვება შენი ისტერიჩკა თაკო? - ისტერიჩკობს და არი უცებ გადამეკეტა,არ ვიცი რატომ ვითხოვ იმ დღის შემდეგ,რომ მარტო იყოს,მაგრამ... ვიცი არც იმ დღემდე არ იყო მარტო,მაგრამ რა გავაკეთო... დარწმუნებული ვარ,რომ გიჟდება ჩემზე,ეს ჩემ ჩამოსვლის დღესაც დაამტკიცა,მაგრამ რატოა მაშინ სხვასთან?! - სანდრო,მაინც ვერ გავიგე გუშინ შენ რატომ მომაკითხე - მთხოვა კობამ - ააა,შენ რატომ? - მე არ ვიცი,მაგრამ უარს ხომ არ ვეტყოდი - ხო არა,კარგად მოიქეცი... მადლობა - რისი ტოო გულში ისე მეცინებოდა ვხოხავდი,მაგრამ არ გავეცი ნანა,თან ეხლა არ მაწყობდა იმის თქმა რომ სიმართლე ვიცოდი... მეტი აღარ გამიგრძელებია სანდროსთან ამ თემაზე ლაპარაკი,ზურგჩანთან გავხსენი და წიგნი ამოვიღე კ.გამსახურდია „ მთვარის მოტაცება“ - შენ სულ ამ ჩანთით რატო მოძრაობ? - მომწონს - რას აპირებ დღეს? - რავიცი მნიშვნელოვანს არაფერს - წამო ჩემ უკანა ეზოში დავსხდეთ,გინდა? - რავი წამო - აუუ რავი წამო არ მინდა რაა,არავინ გაძალებს - სანდრო რა გინდა?! გითხარი წამოვალ-მეთქი და მეტი რა გავაკეთო? - არ დამამადლო - არ გამადლი შვილო პირველი მე ავდექი რომ არ გონებოდა ვამადლიდი ან რამე უარესი კიდე... ავიღე ჩემი ჩანთა,წიგნი ჩავდე და ველოსიპედისკენ წავედი - რჩები? - გავიხედე უკან და ვუთხარი სანდროს,ისიც ადგა ისე რომ არაფერი უთქვამს და წამოვიდა... ველოსიპედით აღარ წავედი უკან,სანდროს მოჰყავდა,მე კი გვერძე მივყვებოდი... სანდროს სახლი ჩემ სახლამდე იყო. მალე მივედით,ოღონდ უკანა ბილიკიდან შევედით,რომ ბებიამისს არ დავენახეთ... ეზოში ხის მაგიდა და სკამი ედგათ,გარშემო კი ტყემლის ხეები იყო... ველოსიპედი იქვე მდგარ ხეს მიაყუდა,მაგიდაზე დაჯდა და ფეხები სკამზე დადო... მეც იგივენაირად დავჯექი... ძალიან დიდი ხანი ესე ჩუმად ვისხედით,სიჩუმე მე დავარღვია,ვეღარ გავძელი - რატო არ დაშორდი შარშან? - ვის? - თავს ნუ ისულელებ ძალიან გთხოვ - მე გითხარი რომ მეკიდა თაკო,მაგრამ შენ ვერ შეიგნე - აუუუ - რა ლიკუნა? რას ითხოვდი ჩემგან? - შენ დებილი ხარ მემგონი ხო? - აუუ ჩემი რაა!! - ეხლაც ერთად ხართ ხო? - ... - კაია - შენ? - მე? - ხო შენ,შენ რას შვები იმასთან? - დავშორდი გაზაფხულზე - რატო? - არ მინდა მაგაზე ლაპარაკი რა - კაი ცოტა ხანი ისევ სიჩუმე ჩამოვარდა,ეხლა უკვე სანდრომ დაარღვიე ეს სიჩუმე - მანახე ერთი რა გაქვს მაგ MP3-ში,სულ თან რო დაათრევ - აჰა და ნახე - დიდი ხანი ეჭირა ხელში და უსმენდა ჩემ ჩაწერილ სიმღერებს. უცებ ადგა,ხელი გამომიწოდა,მეც ჩავკიდე ხელი და ავდექი... სანდრომ ყურსასმენის ერთი ყური მომცა,მეც გავიკეთე... Joe Strummer-ის და Mescalero-ს Mondo Bongo ჰქონდა ჩართული. ეს სიმღერა ყველამ იცის მემგონი Mr. and Mrs Smith-ის Soundtrack-ია,როცა ბრედი და ანჯელინა ცეკვავენ, ერთ-ერთ ეპიზოდში ამ სიმღერის ფონზე. სანდრომ წელზე ხელი მომხვია,მეც ჩავკიდე ხელი,უთქმელად ორივემ ცეკვა დავიწყეთ... თავი ფილმში მეგონა,მოწმენდილი ცა,რომანტიული სიმღერა,მთვარის შუქზე ცეკვა... მართლა ერთ-ერთი ფილმის ეპიზოდს გავდა... რომლის გმირიც მე ვიყავი,არც კი ვიცოდი ამ სიმღერაზე ესეთი მოგონებები თუ მექნებოდა ამ საღამოს შემდეგ... ამას მაშინ ვუსმენდი,როდესაც თავს მარტოსულად ვგრძნობდი და წარმოვიდგენდი ხოლმე რომ მეც ისეთი გიჟური და ძლიერი სიყვარული მქონდა,როგორც ანჯელინას და ბრედ პიტს აქვთ ამ ფილმში,ისეთი ვერაფერი რომ ვერ დაამარცხებს... 6 წუთი და 14 წამი მეგონა თავი ერთ-ერთი ფილმის ეპიზოდში. ბოლოს უკვე სანდრომ ორივე ხელი შემომხვია და ჩამიხუტა. მე ხმა არ ამომიღია,ალბათ ვტკბებოდი და ვერ ვაცნობიერებდი... სიმღერის დამთავრებისას,როდესაც უკვე John Legendi-ის Save Room-ი დაიწყო ორივე მიწაზე ვიჯექით ხელი-ხელ ჩაკიდებულები... უცებ ავდექი,ყურსასმენი მოვიშორე და ისევ მაგიდაზე დავჯექი,სანდრო იქვე მოშორებით იჯდა ისევ მიწაზე... - კაი გემოვნება გქონია - მადლობა - ცოტა მორცხვად ვუპასუხე - მაგრამ მე ცოტა სხვას ვუსმენ - რას? - Old School - ეგეც მაგარია - აუ ჩემი,მაგარი არც ქვია მაგას - ნუ რაცაა,საოცარი მაშინ - უფრო ვიტყოდი,სიტყვებით რომ ვერ აღწერ ისეთი - კაი ეგრე იყოს - გამეცინა მე - მოდი ჩემთან,რაღაც უნდა გაჩვენო ცოტა დავნეული ავდექი და გვერძე მივუჯექი,სანდრომ თავისი მობილური ამოიღო და ეძებდა ცოტა ხანი,ალბათ შესაფერის სიმღერას... ცოტა ხანში 2pac-ის Changes ჩართო და ხელი ჩამკიდა - აი მოუსმინე - ვისმენ,მართლა კაია - არა აი ნახე - რა ვნახო სანდრო? - ცოტა გაკვირვებულმა ვუთხარი ვერ ვხვდებოდი რას მეუბნებოდა - აი,შენ ხომ გაქვს ეხლა ხელი გაყინული? - კი,მცივა ცოტა არ იყოს - მე? - შენ თბილი - იცი რატომ? - ..? - 2pac-ის გამო... მისი სიმღერები გულს მითბობს - ( გამეღიმა ) მართლა მაგარია - ეხლა ჩემი ხელიდან წამოსული სითბო შენ გაგათბობს,როგორც მე ამ სიმღერამ გამითბო გული და მთელი სხეული - რა სულელი ხარ - გამეცინა მე,ძალიან საყვარელი იყო ცოტა ხანი კიდევ ვისხედით,შემდეგ საათს რომ დავხედე მივხვდი,რომ გვიან იყო უკვე და ავდექი წასასვლელად - მიდიხარ? - ხო,თორე კობა შეიშლება გაეცინა - კაი,მიგაცილებ ადგა,ტელეფონი უკანა ჯიბეში ჩაიდო,ჩემი ველოსიპედთან მივიდა და წავედით. - მადლობა - რისთვის - დიდი ხანია ესე კარგად აღარ გამიტარებია დრო - რაც იმას დაშორდი? - აუუუ - ხო კაი - გაეცინა სანდროს - კაი წავედი,მადლობა რომ მომაცილე - არ მაკოცებ? მე გავუცინე და ჩემი სახლის აღმართზე ავედი... ვიწექი უკვე სანდროს მესიჯი რომ მომივიდა - ძილინებისა პრინცესა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.