შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისში დაწყებული სიყვარული {8}


25-05-2015, 11:56
ავტორი -Crazy-Girl-
ნანახია 2 615

სამი თვის შემდეგ
888
სახლში ვიყავი და ფილმს ვუყურებდი როდესაც ბექა შემოვიდა და ჩემს გვერძე დივანზე ჩამოჯდა
-რა გინდა? - ვკითხე ცივად
-უბრალოდ მინდოდა მენახე
-ჰაჰა სერიოზულად მეუბნები? მაშინ არ გაგხსენებივარ როცა ცუდად ვიყავი როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა შენი დახმარება მაშინ არ მოსულხარ მხოლოდ საბა იყო ჩემს გვერდით და არა შენ - ვუთხარი მშვიდად თუმცა ამ სიმშვიდეს ძლივს ვინარჩუნებდი
-ვიცი როგორც იყავი ბოდიში ვიზიარებ... დედაშენი...
-მადლობა
-მე ცუდად ვარ
-მართლა? წყალი ხო არ მოგიტანო? - ვკითხე ცინიკურად და თვალებში ჩავხედე
-არა ანა მე არ ვხუმრობ მე ლეიკემიით ვარ დაავადებული - ეს სიტყვები ყურში ჩამესმოდა და არ ჩერდებოდა
-კი... კი მაგრამ... ეს როდის გაი..გაიგე? - სიტყვებს თავს ძლივს ვუყრიდი და ვცდილობდი არ მეტირა
-დაახლოებით სამი თვეა
-და აქამდე რატომ არაფერი არ მითხარი?
-რა აზრი ქონდა? ან ეხლა რა აზრი აქვს?
-აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ყველაფერს გესმის?
-ბოდიში მე უნდა წავიდე უბრალოდ ერთს გეტყვი - კედელთან ვიდექი იქვე ჩავიმუხლე და თავი ხელებში ჩავრგე.
-მე შენ მიყვარდი მიყვარხარ და მეყვარები.. რაც არ უნდა დამემართოს და როგორ ცუდადაც არ უნდა ვიყო იცოდე ჩვენი სიყვარული თბილისში დაიწყო და ეს უსასრულობამდე გაგრძელდება ჩემთვის იმიტომ რომ გული სიყვარულით მაქვს სავსე - მითხრა და წავიდა... ღმერთო რატომ მართმევ ყველა ჩემთვის საყვარელ ადამიანს რატომ? ვიმეორებდი ერთი და იგივეს და ვლეწავდი ყველაფერს რაც კი ხელში მომხვდებოდა... ცოტახანში საბა მოვიდა და ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა მაშინვე ჩემთან გაჩნდა
-ანა რა მოხდა? ანა მითხარი ხმა ამოიღე
-საბა ბექა... მას ლეიკემია აქვს
-კი მაგრამ... არ არსებობს - თქვა და ჩემთან ერთად ჩამოჯდა კედლის კუთხეში იატაკზე
-კი არსებობს ის მოკვდება ყველა იმ დანარჩენივით ვინც მე მიყვარს ჯერ დედაჩემი მერე მამაჩემი ეხლა.. ეხლა ბექა ის.. საბა რატომ? ყველა ვინც მიყვარს იმას რატომ ვკარგავ? რატომ ხდება ასე? - ვუთხარი და ცრემლიანი სახე მის მხარზე ჩამოვდე
-არ ვიცი უბრალოდ ეს... ეს... არ შემიძლია წარმოვიდგინო რომ ის აღარ იქნება ჩვენთან ერთად
-არც მე - ავდექი ოთახში ავედი გამოვიცვალე ტანსაცმელი და სახლიდან გავვარდი მუსიკებს ვუსმენდი და თან ვსეირნობდი ძალიან შორს წავედი იმაზე შორს ვიდრე უნდა წავსულიყავი და ერთ ულამაზეს ადგილს გადავაწყდი სადაც ბექა იჯდა თავჩაღუნული სკამზე და რაღაცას ბუტბუტებდა. მივუახლოვდი და გავიგე მისი სიტყვები
-რატომ დამემართა ასეთი რამ? მე ხომ ანასთვის ხელი უნდა მეთხოვა.. ჩვენ ხომ ოჯახი უნდა შეგვექმნა... - მასთან მივედი და ვუთხარი
-მე თანახმა ვარ მე მინდა რომ ჩვენ ოჯახი შევქმნდათ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რა გჭირს მთავარი მომავალია ვიფიქროთ იმაზე როგორ გავატარებთ იმ დარჩენილ დროს...
-მე ვერ დავუშვებ იმას რომ შენ ჩემზე გათხოვდე მე ხომ ავად ვარ
-არა გაჩუმდი ამას არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა... მე შენ მიყვარხარ - ეს სიტყვები გარკვევით ვუთხარი და ჩავეხუტე.

888
-დარწმუნებული ხარ? - მკითხა საბამ რომელიც უყურებდა სტილისტს რომელიც ცდილობდა თმა ჩემთვის ლამაზად გაეკეთებინა და არაფერი შეშლოდა რადგან ეს ხომ ჩემი ქორწილი იყო
-საბაა გთხოვ გაჩუმდი - ვუთხარი მობეზრებულმა და თვალები გადავატრიალე შემდეგ კი გავუღიმე და ლოყა გავუწელე
-გავიზარდე მე უკვე - ხელი ნატკენ ლოყაზე მიიდო და აბუზღუნდა.
-ალექსანდრე სადაა? - ვკითხე უკვე როდესაც სტილისტმა დაამთავრა ვარცხნილობის გაკეთება
-არ ვიცი - მითხრა და მხრები აიჩეჩა
-არ მინდა დაიგვიანოს ის ხომ მეჯვარეა
-ნუ თუ არ მოვა მე ვიქნები ბექას მეჯვარე და შენი მეჯვარე სალომე იქნება
-სალომე ჩამოვიდა? ლუკაც? - ვკითხე თვალებგაბრწყინებულმა და სიხარულისგან ლამის ხტუნვა დავიწყე
-კი აი ისინიც - დაამატა როდესაც კარებში მდგარმა სალომემ დაიკივლა და ჩემსკენ წამოვიდა
-სალოოო ლუკაა როგორ მომენატრეეთ - ჩავეხუტე ორივეს და ლამის ტირილი დამეწყო სიხარულისგან
-გილოცავ ულამაზესი ხარ და უსაყვარლესი
-მადლობა აი სიძეც მოვიდა - თქვა სალომ და თვალი შეავლო ბექას რომელიც საკმაოდ სიმპატიური იყო და არაფერი ეტყობოდა იმ საშინელი ავადმყოფობის... მართლაც მშვენიერი ქორწილი გადავიხადეთ მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი ვიყავით არ გვინდოდა ბევრი ადამიანი და ბევრი ამბავი მხოლოდ ალექსანდრე არ ყოფილა რამაც ძალიან დამწყვიტა გული. მე და ბექა ვალსს ვცეკვავდით და ცეკვას რომ მოვრჩით მითხრა
-შენთვის სიურპრიზი მაქვს და ნუ ხარ ცუდხასიათზე - მითხრა ბექამ და გარეთ გამომიყვანა იქ კი ალექსანდრე იდგა
-ალექსს - მისკენ გავიქეცი და ჩავეხუტე მანაც არ დააყოვნა და მალე მომხვია თავისი დიდი მკლავები
-კი მაგრამ აქ რატომ დგახარ წამოდი გთხოვ
-არა ანა არ შემიძლია უბრალოდ მინდოდა მომელოცა გაბედნიერება
-კი მაგრამ....
-არავითარი მაგრამ არ მოიწყინო.. გთხოვ - მითხრა და თავი მაღლა ამაწევინა მერე შუბლზე მაკოცა და გაუჩინარდა... მიუხედავად იმისა რომ ალექსანდრეს არც ისე დიდი ხანია ვიცნობდი მისი პიროვნების შეცნობა არ გამჭირვებია ამიტომაც შემიყვარდა ისე როგორც ჩემი არაბიოლოგიური ძმა საბა...

888
უკვე მერვე თვეში ვიყავი და გაბერილი მუცლით დავდიოდი ბექას კი რასაც დავავალებდი იმას აკეთებდა ხან მარწყვზე გარბოდა და ხანაც ალუჩაზე. უკვე ერთი წელია რაც ცოლ-ქმარი ვართ და ერთმანეთი ძალიან გვიყვარს ამ ერთი წლის განმავლობაში იმდენი სიყვარული განვიცადეთ ერთად რომ ზოგიერთი ადამიანი ამას მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ახერხებს... გაზაფხული იყო მშვიდი და გრილი საღამო რომ დამირეკეს და შემატყობინეს მისი გარდაცვალება... მოსალოდნელი იყო ვიცოდი რომ ეს მოხდებოდა ოდესღაც ის ხომ ავად იყო ცუდად ვიყავი მაგრამ ცხოვრება ჩემი პატარა ბიჭისთვის სანდროსთვის გავაგრძელე...
დასასრული

იმედია მოგეწონათ დასასრული... გთხოვთ გამოხატეთ თქვენი აზრი დასასრულთან დაკავშირებით... ბოდიში შეცდომებისთვის... დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის...



სერიოზულად?!
დასასრული?!
არ ვიცი რა ვთქვა... რაღაც მეტს ველოდი, გაუგებარია ჩემთვის...
მაშინ როდესაც ამდენ თავს უთმობდი "მთავარ გმირს" მუსიკას, ლონდონს, და ერთ პატარა თავში მოაქციე მთელი ცხოვრება?! თანაც ბოლო თავში...
ისეთი შეგრძნება დამჩა რომ ვიღაც მოგზდევდა და შენც გინდა არ გინდა უნდა დაგეწერა რაღაც სწრაფად, და არ აქვს მნიშვნელობა როგორ და რანაირად...
სხვა დროს "ჩამოყალიბდი" რაზე წერ, ვიზე წერ, რას უნდა მიაქციო უფრო მეტი ყურადღება და ასე შემდეგ...
წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent