შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მრბოლელი.2


25-05-2015, 16:42
ავტორი XatiM
ნანახია 1 738

თავი მეორე


აწმყო დრო (შემთხვევიდან ათი წლის შემდეგ)


#ჰანა


ხალხის დიდი ჯგუფი თავხედურად გავარღვიე და სირბილი გავაგრძელე.იქვე მყოფ ქუჩას გავუყევი,უკან მოუხედავად მივრბოდი,მინდოდა დამენახა მომდევდა თუ არა მაგრამ მისკენ გახედვის მეშინოდა.მეშინოდა იქ რომ ყოფილიყო და მისთვის ისევ შემეხედა,მისი თვალების და სახის გახსენება ახლაც კი ზიზღს იწვევდა ჩემში.
ისევ ხალხის დიდი ნაკადი შემხვდა,რომლებიც თითქოს ჩემს ჯინაზე ფეხებში მებლანდებოდნენ.ხალხმა სიჩქარე შემანელებინეს მაგრამ ერთადერთ იმედად ჩემი ფეხსაცმელი მრჩებოდნენ და ნაცნობი ქუჩები.
დიდ კიბეებზე გიჟივით დავეშვი,ორ-სამ საფეხურს ერთდროულად ვახტებოდი,ტროტუარზე ისევ ხალხი შევნიშნე,ამიტომ მაშინვე გზა გადავკვეთე,მანქანას წინ გადავუხტი,მანაც სწრაფად დაატორმუზა,მაგრამ ძირს მაინც დავეცი და ჩემსკენ დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა ახლაღა შევნიშნე.ვუყურებდი როგორ მოჰქროდა ჩემსკენ,მაგრამ ნაბიჯებს ვეღარ ვადგავდი,ერთ ადგილზე ვიჯექი და სიკვდილს ვუყურებდი თვალებში.მანქანის მკვეთრი შუქი უფროდაუფრო ახლოვდებოდა,მეც განწირულმა თვალები დავხუჭე,მაგრამ დაჯახებას რატომღაც გადავურჩი.თვალები გავახილე და თვალების წინ დატორმუზებული მანქანა შევნიშნე,ხალხი გარს შემომხვეოდა და აღშფოთებულები მიყურებდნენ
-გოგონა კარგად ხართ? -შემცბარი მძღოლი ჩემთან მოიჭრა და შემათვალიერა ცოცხალი ვიყავი თუ არა.
-გაიწიეთ სასწრაფო დახმარება მოვიდა! -გავიგე ხალხის ხმა,მაგრამ ფეხზე წამოდგომა ვერ შევძელი შეშინებულმა,მხოლოდ გარშემო ვათვალიერებდი და მდევარს ვეძებდი.
"შენ ვერ დამიცავი,მაგრამ მე ყოველთვის დაგიცავ შენ და მიხვდები თუ როგორ ძალიან მიყვარდი!" ყურებში ეს სიტყვები ჩამესმა და უნებურად გამეღიმა.ვიცოდი რომ ეს ელისი იყო,ჩემი ტყუპისცალი,რომელიც ყოველთვის თვალ-ყურს მადევნებდა იმისდამიუხედავად რომ ჩვენს სამყაროში არ ცხოვრობდა.
ბევრი ვეხვეწე ექიმებს,მაგრამ საავადმყოფოში მაინც წამიყვანეს,გამსინჯეს და როცა დარწმუნდნენ კარგად ვიყავი,სახლში წასვლის ნება მომცეს.რა თქმა უნდა ჩემი მშობლები მოვიდნენ წასაყვანად და შენიშვნებით ამავსეს
-რომ დაგჯახებოდა მერე?
-ყურადღებით რომ უნდა იყო გზაზე არ გისწავლია?
-რატომ იყავი ქალაქში ამ დროს?
-სკოლას აცდენ?მერამდენედ ხდება?
-იქნებ პირველი არ არის ეს შემთხვევა?
უამრავი კითხვა თუ შენიშვნა მომაყარეს,მაგრამ ახლა მათ ნაკლებად ვუსმენდი.
-მე ის დავინახე! -იყო ჩემი პასუხი და მათთაც გაოცებული მზერა მომაპყრეს
-რა თქვი? -წარბშეკრული სახით შემომხედა მამამ მანქანის წინა სარკიდან,მე კი თავი გავაქნიე ამდენი ფიქრით დაღლილმა
- მ ე ი ს დ ა ვ ი ნ ა ხ ე ! -დამაეცვლით წარმოვთქვი,დედამ კი სიცილი დაიწყო
-დედა ნუ იცინი მე ზუსტად.. -სიტყვა არ დამამთავრებინა
-ძვირფასო..
-შესვენება გვქონდა,ეზოში ვისხედით როდესაც მოშორებით ხესთან მდგარი კაცი შევნიშნე.მიყურებდა,დიდხანს მიყურებდა,მერე ვიღაც ბიჭს აი ეს გამოატანა ჩემთან.. -ჯიბიდან ფურცელი ამოვიღე და დედას მივაწოდე სადაც ეწერა "გამარჯობა ჰანა.მე დავბრუნდი."
-ძვირფასო ის ურჩხული მკვდარია!ის აღარ არის,ამიტომ მას ვერ დაინახავდი,უბრალოდ შეუძლებელია.ეს შენი წარმოდგენა იქნება,მხოლოდ უბრალო მოჩვენება..გინდა მისის რობინსონს დავურეკო და ფსიქოლოგიურ გასაუბრებაზე ჩაგწერო?
-მამა,დედა,მე ზუსტად ვიცი ვინც დავინახე!-დავუყვირე,რადგან მდგომარეობიდან გამოვდიოდი უკვე და თავის შეკავება მიჭირდა.
-საყვარელო მოგვისმინე..
-არა ახლა თქვენ მომისმინეთ!მას შემდეგ ათი წელი გავიდა რაც მე საკუთარი თავი დავკარგე.ელა წავიდა,ის მოკვდა და აღარ დაბრუნდება,მაგრამ თქვენგან ვერანაირ დარდს ვერ ვხედავ.მთელი ათი წელი ვიტანჯები,მენატრება,ყოველ ღამე ისე ველაპარაკები თითქოს პირისპირ მყავდეს.იცით ხანდახან გიჟიც მგონია თავი ამდენი ტკივილისგან,მაგრამ გასაკვირი არც არის.ამ დროს კი თქვენ რას გრძნობთ?ალბათ არაფერს მიუხედავად იმისა რომ ის თქვენი შვილი,საკუთარი ქალიშვილი იყო! -ამ სიტყვების წარმოთქმისას ვიგრძენი როგორ ჩამომცვივდა ცრემლები სახეზე და გული ამიჩქარდა.
-ჩემო პატარავ დაწყნარდი და მოგვისმინე. -მამამ მხარზე ხელი დამადო დასამშვიდებლად
-ის კაცი მკვდარია და ვეღარ დაბრუნდება ძალიანაც რომ უნდოდეს!ელას კი შენი ასეთი დანახვა არ გაუხარდებოდა.
-ჩემს ოთახში ავდივარ! -მათთვის მეტი არაფერი არ მითქვამს,ჩემს ოთახში შევიკეტე და როგორც ყოველთვის ახლაც ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი.ცაში ვიყურებოდი,ჩიტებს ვაკვირდებოდი რომლებიც ანგელოზებად მიმაჩნდა,იმედი მქონდა რომ ერთ-ერთი ჩიტი ელა იქნებოდა..
"რატომ რჩებით აქ როცა შეგიძლიათ გაფრინდეთ?" ჩემთვის ჩავილაპარაკე და ახლაღა ამომიტივტივდა ერთი კარგი აზრი თავში.
-შეიძლება შემოვიდე? -გავიგე ჩემი უფროსი ძმის ხმა კარს მიღმა,ცრემლები მოვიწმინდე და კარი გავუღე,ისიც მაშინვე გადამეხვია
-გავიგე რომ რაღაც ხდება მაგრამ შეგიძლია კონკრეტულად მომიყვე? -მთხოვა სკოტმა და მეც ყველაფერი მოვუყევი,მათ შორის ახალი იდეის შესახებაც.თავიდან დაძაბულმა შემომხედა და შემეწინააღმდეგა,მაგრამ მერე დავითანხმე და დახმარებაც კი შემომთავაზა.ბარგი ჩუმად ჩავალაგეთ,მოვემზადე,ბილეთიც დავჯავშნეთ და მეორე დღეს უკვე მშობლიური ქალაქიდან შორს აღმოვჩნდი.
ლონდონი..
უცხო ქალაქი,უცხო ხალხი..
უცხო ახალი ცხოვრება დაიწყო.
სრულიად მარტო..სრულიად უსური აღმოვჩნდი.
ქალაქის ცენტრში მაღაზიებს ჩავუყევი,ზოგადად შევისწავლე იქაურობა და ერთ მაღაზიას მივადექი,სადაც განცხადება იყო გაკრული "გვჭირდება ახალგაზრდა გოგონა მომსახურე პერსონად".მეც კარი შევაღე და ადმინისტრატორ ქალს გავესაუბრე.ძალიან კარგი პიროვნება ჩანდა,თბილად მესაუბრა და საცდელი ვადით სამსახურში ამიყვანეს.დიდი არაფერი არ იყო,უბრალოდ წიგნების მაღაზიაში თვალყური უნდა მედევნებინა მკითხველთათვის და მათი სასმლის მოთხოვნა დამეკმაყოფილებინა.საცხოვრებელი ბინის უქონლობის გამო კი იქვე ერთი ოთახი მინიჩინა,მის გვერდით და დროებით დავსახლდი.ამასთან აქაური ერთადერთი მეგობარიც გავიჩინე,ამავე მაღაზიაში მომუშავე პერსონა,ირლანდიელი ბიჭი -ნაილ ჰორანი.

-შეაფასეთ ეს თავი და ზოგადად მოთხრობაც.



№1  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარია მარა ცოტა ვერ გავიგე მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent