მე სამანტა მქვია 11 12 13 14 15
11 „ გამარჯობა.. მამა!ვიმედოვნებ, რომ კარგად ხარ და გაქ იმდენი შემოსავალი მაინც, რომ საკუთარი თავი როგორღაც გაიტანო. დარწმუნებული ვარ არ ელოდი ჩემგან წერილს. მნიშვნელოვანი რამ რომ არ მქონდეს შენთან შესატყობინებელი არც შეგაწუხებდი! თუ ჩემი სახელი არ დაგვიწყებია მიხარია. მაგრამ... თ დაგავიწყდა, შეგახსენებ– მე სამანტა ვარ. სამანტა ოურტსი! დიახ, ოურტსი! ჯერ კდიევ შენს შვილად ვთვლი თავს და რაც არ უნდა მოხდეს მე შენი შვილი ვიქნები, არც როუზს მივცემ უფლება თნდაც ერთი წამით მაინც თავი იგრძნოს, როგორც სხვისმა შვილმა. ჩვენ შენი შვილები ვართ! მამა, ძალიან ვწუხვარ ამას რომ გატყობინებ, მაგრამ ვფიქრობ ვალდებული ხარ იცოდე. ადრე თ გვიან ეს მოხდებოდა. მამა ჩვენ მეურვე გამოგვიჩნდა. დღე–დღეზე მოვა და წაგვიყვანს. არ ვიცი სად ცხოვრობს, ქალაქ გარეთ თუ ქალაქში. არც ის ვიცი რა ქვია და რამდენი წლისაა. გთხოვ ერთი სურვილი შემისრულე. სანამ აქაურობას მოგვაშორობენ, გვნახე! მინდა შენი სახე ერთხელ და სამუდამოდ ჩავიბეჭდო მეხსიერებაში და არასდროს დამავიწყდე. მე შენ ყოველთვის, ყოველთვის მემახსოვრები და მინდა შენი სახეც მახსოვდეს. კიდევ იცი რა მინდა გთხოვო? გთხოვ დირექტორს არ მისცე უფლება როუზი გააშვილოს უცხოზე. როუზს მხოლოდ შენ უყვარხარ, ძალიან უყვარხარ. ვერ აიტანს რომ სხვას დაუძახოს მამა. ყოველდღე ლოცულობს, რომ სამსახური იშოვო, მოხვიდე აქ და როუზის პატარა ხელს ხელი ჩაკიდო და სახლში დაბრუნდე. გთხოვ მამა... ძალიან გთხოვ .. ეს პატარა არსება სხვას არ გაატანო. გთხოვ მოდი, გაეცანი, აუსრულე ოცნებად ქცეული სურვილი და ნახე. მართლა ძალიან უყვარხარ. იცის რატომაცაა აქ, ჩემთან ერთდ. არც ის და არც მე არ გადანაშაულებთ ამის გამო. მჯერა, რომ მას შენთან წაიყვან. მე? მეც ძალიან მიყვარხარ, ძალიან მენატრები, მაგრამ წესის თანახმად მხოლოდ ერთი შვილის დაბრუნების უფლება გაქვს. მე კი მინდა როუზი წაიყვანო. გპირდები მოგეხმარები, ვიმუშავებ და როგორღაც მოვახერხებთ და თავს გაიტანთ. მეც ძალიან მინდა შენი ნახვა, შენთან ცოხვრება და შენთან ერთად ყველაფრის გაკეთება, მაგრამ ამას კანონი გვიკრძალავს. მალე მე სხვისი შვილი ვიქნები ფორმალურად, მაგრამ გახსოვდეს მე ყოველთის შენი შვილი მერქმევა! დღეს დედას გარდაცვალების დღეა, მის საფლავზე ვაპირებ წასვლას. გაგიკვირდება, მაგრამ ვიცი გზა. მისის ჰარისონმა წამივყანა ერთელ და მას შემდეგ თითქმის ყოველ წელს დავდივარ. დღეს სამშაბათია, შესაბამისად ამ წერილს დღესვე მიიღებ (ალბათ). მამა გთხოვ, პასუხი აუცილებლად მომწერე. შენი კალიგრაფიაც მაინტერესებს. გვიყვარხარ და გვენატრები. შენი როუზი და სამანტა“ წერილის წერას მოვრჩი, კონვერტში ჩავდე და გარეთ გავედი. სკოლისკენ, წავედი ვიცოდი რომ გზაში საფოსტო ყუთი შემხვდებოდა. ნელა მივდიოდი, გული გამალებით მიცემდა, პირველად მივწერე მამას წერილი. მივუახლოვდი თუ არა საფოსტო ყუთს წერილი დავბღუჯე და უნდა ჩამეშვა, რომ უცნაურმა სევდამ შემიპყრო და წამით გადავიფქრე კიდეც ჩაგდება, მაგრამ ბოლოს დავნებდი და წერილი ხელი გავუშვი. რამდენიმე წუთი იქ ვიდექი, შემდეგ კი სკოლაში წავედი. დღეს პირველი ორი გაკვეთილი მათემატიკა მაქვს. რა სისასტიკეა. მთელი დილა ზეინ მალიკის გვერდით უნდა ვიჯდე. როგოც გავიგე ცხრილი აირია და შესაბამისად ჯგუფების. ახლა კი მე და ზეინი ყველა საგანს ერთად ვესწრებით, როგორ მოგწონთ? თავიდან როგორ მოვიშორო ზეინი? შემიძლია მისგან თავის შორს დაჭერა? არა! არ შემიძლია.. სუსტი ვარ. არასდროს ბიჭს არ გამოვლაპარაკებივარ (სტივენის გარდა), ახლა კი როცა ბიჭს დავაინტერესედი ხელი უნდა ვკრა. არა, ვერ ვხვდები რა კავშირია ლორანსა, ტომასსა და ამ ბიჭებს შორის? ეგ კი არა მე რა შუაში ვარ ამ ყველაფერთან?–ზარის რეკვამ გამომაფხიზლა და ნაბიჯს ავუჩქარე მათემატიკის კაბინეტისკენ. ჩემდა აგსაკვირად კაბინეტში ბევრი მოსწავლე არ დამხვდა, ბევრი თავისუფალი ადგილიც იყო. მერხებს შორის დავბორიალობდი, ჩემს მერხს რომ ჩავუარე, შევნიშნე ზეინი სკოლაში არ იყო. გამეხარდა. სულ სულ ბოლოში წავედი და იქ ჩამოვჯექი. მასწავლებელი შემოვიდა. ახალი თემის განხილვა დავიწყეთ, მთელი ყურადღებით და მონდომებით ვუსმენდი, სანამ კარებზე არ დააკაკუნეს და ზეინი არ შემოვიდა. დამცხა. გონებაში ყველაფერი ამერია. ხელები მიოფლიანდებოდა. ზეინმა ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი.–გამარჯობა–მითხრა თბილად.–გამარჯობა– მივაძახე მკვახედ–გუშინ სკოლაში არ ყოფილხარ.–ახსნას ელოდები ჩემგან?–წარბი ავუწიე და მკაცრი მზერა მივაპყარი–რა დაგემართა?–მკითხა გაოცებულმა–არაფერი–ხელი ავიქნიე და ყურადღება აღარ მივაქციე. მთელი გაკვეთილი ხმა არც ერთს აღარ ამოგვიღია. ზარი დაირეკა თუ არა პირველი მე წამოვდექი და ოთახიდან სასწრაფოდ გავედი. მენდის შევეჯახე, როცა დერეფანში გზას ვიკვლევდი–რა დაბნეულივით დადიხარ–შენიშნა მენდიმ–არაფერია, დააიგნორე რაა– ვთხოვე და გარეთ გავედით–გუშინ სად იყავი?–შეუძლოდ ვიყავი და დარჩენა გადავწყვიტე –მართლა?–მკითხა ეშმაკურად– აქ კი სხვა რამე თქვეს–მაინც რა თქვეს?–დაიაკრგაო–ვგევარ დაკარგულს?–ვკითე სიცილით და ზარიც დაირეკა, ორივენი შევედით სკოლაში და ჩვენ ჩვენ გზაზე წავედით. ზეინს მივასწარი როგორც ყოველთვის და მისი მოსვლა დავაიგნორე–იქითა თვეში ცეკვებია, წამოხვალ?მაგალითებს ვიყვანდი და მისი კითხვისთვის ყურადღება არც მიმიქცევია–სემ, შენ გეკითხები–მბძნებლურად მითხრა–ვერ გავიგონე, მე მეგონა ვიღაც ბურტყუნებდა. რა მკითხე?–რა ჯანდაბა დაგემართა?–მკითა გაბრაზებულმა–რა იყო, არ გსიამოვნებს მკვახე ლაპარაკე? რასაც დასთესს იმას მოიმკი–თვალი ჩავუკარი და ნაგლუარდ გავიცინე, რასაც მისი განრისხებული მზერა მოყვა. შემომხედა კიდევ რაღცის თქმა უნდოდა მაგრამ შევაწყვეტინე–შეგიძლია ჩემი არსებობა დაივიწყო?–მივაყარე ერთმანეთს–რა?–თვალებ გაფართოებული მომაჩერდააღარაფერი მითქვამს და ისე მოვიქეცი თითქოს მეც დავივიწყე მისი არსებოობა და მთელი დღე ასე გაგრძელდა. გაკვეთილები 2ზე დამთავრდა, ჯერ კიდევ ადრე იყო დღის დასამთავრებლად, ამიტომ ქალაქის ბიბლიოთეკაში წასვლა გადავწყვიტე და ცოტახნით მამაზე ფიქრის თავიდან ამოგდება გადავწყვიტე. სკოლის შენობას გავცდი თუ არა მივხვდი, რომ ვიღაც ამედევნა, უკან მივიხედე და ზეინი იყო. დაველოდე. მომიახლოვდა თუ არა თვალები გადავატრიალე, ხელები გადავაჯვარედინე და მკერდზე მივიბჯინე–ღმერთო ჩემო, რა გინდა ზეინ მალიკ?–სხვათაშორის მათემატიკაზე ყველა ყურებდაცქვეტილი გვისმენდა და მაგ საუბრის შემდეგ სახელი გაგიტყდება სკოლაში–შენ, ჩემზე ღელავ?–ისტერიკული სიცილი ამიტყდა, არადა ძალიან მესიამოვნა–მორჩი მსახიობობას, ვიცი რომ გიყვარვარ–რა?–ამაზე უფრო ხმამაღალი სიცილი ამიტყდა–მომისმინე და დაიმახსოვრე, არც მყვარებიხარ, არც მიყვხარხარ და არც არასდროს შემიყვარდები!–მკაცრი ტონის შენარჩუნა ვცადე, თმცა ბოლოს ხმა გამებზარა და ნიკაპი ამიკანკალდა. საბედნიეროდ ზეინს არ შეუმჩნევია ეს–ხვდები მაინც რას ამბობ?–მკითხა განრისხებულმა და იმის შიშით არაფერი ექნა ჩემთის უკან დავიხიე. –ვხვდები–რბილად წარმოვთქვი და უკან დავიხიე, როცა ჩემსკენ წამოვიდა მაჯებში მწვდა, ხელებს ძლიერად მიჭერდა, სიმწრით ცრემლებიც კი გადმომცვივდა. მის თვალებს რომ შევხედე სულ გაშავებოდა და ჩავარდნოდა. შემეშინდა,ყვირილი დავაპირე, მაგრამ ხმაა არ ამომივიდა. ავფართალდი თავის დაღწევას ვცდილობდი, თმცა თავისი ნებით გამიშვა ხელები და წავიდა. დავრჩი მარტო. თავს ევრ ვიკავებდი, ტირილი მინდოდა მაგრამ ქუჩაში ვიყავი. როცა უკან მივიხედე და დავინახე, ზეინმა მანქანაში ის წითური გოგო, მე რომ ვერ ვიტანდი მანქანაში როგორ ჩაესვა და როგორ მიეალერსა, თავის შეკავაბაზე ლაპარაიკ კი ზედმეტია ისე ავქვითინდი. ბიბლიოთეკისკენ სირბილით წავედი. არაფერზე ფიქრი არ მინდოდა, არც მამაზე, არც როუზზე, არც ზეინზე და არც არავისზე. ბიბლიოთეკის კარი შევაღე თუ არა კიბეებზე ავირბინე და სექციებს შორის სიარული დავიწყე. ერთ წიგნს წავაწყდი, სათაურისთვის არც დამიხედავს, იქვე თაროებთან ჩავიცუცქე და კითხვა დავიწყე. დეტექტივი იყო. გოგონა გაიგებს, რომ ქალაქში ჩამოსულია ცნობილი დეტექტივი და ყველაფერს გააკეთბს რომ ამ დეტექტივის ყურადღება მიიქციოს, სცენებს დგავს ვითომ კლავენ. საინტერესოა ბოლოს თუ გაიგებს ეს დეტექტივი რაც ხდება სინამდვილეში? ისე ძალიან არ მინდა სახლში წასვლა მზად ვარ ბოლომდე ჩავამთავრო ეს წიგნი. კითხვამ გამიტაცა, რასაც ქვია შემძვრალი ვიყავი წიგნში და თაროებიდან ჩამოცვენილმა წიგნებმა ისე შემახტუნეს, შემრცხვა ვინმემ ხომ არ დამიანხა–მეთქი. აქეთ–იქით ყურება დავიწყე. დაყრილ წიგნებტან ლორანი იდგა ისევ მათხოავრივით ეცვა–კარგად ასრულებ როლს, მაგრამ მეტი დამაჯერებლობა გაკლია, ძვირფასო– მომიახლოვდა ჩემს გვერდით, ძირს დაჯდა და წიგნს დააშტერდა–აგატა კრისტის ენჰაუსის საიდუმლოებამ გაგიტაცა ასე ძალიან? უნდა ვაღიარო კარგი გემოვნება გაქვს. გაშტერებული ვუყურებდი ლორანს–იმედია შენი მეურვე დროზე მოვა და აგიყვანს, თორემ ვფიქრობ რომ სუსტი ხარ და ვერ შეძლებ სტივენთან ურთიერთობის გაწყვეტას.სუსტი ვარ? ნეტა მოკეტო შე საცოდავო. დაგიმტკიცებ რომ არვარ სუსტი! წამოვდექი, წიგნი თავის ადგილზე დავაბრუნე და უსიტყვოდა გამოვედი ბიბლილოთეკიდან. 5 საათი გამხდარიყო. ყვავილების მაღაზიისკენ წავედი. ერთი ლამაზი ბუკეტი ვიყიდე და ერთ გზას დავადექი. ნახევარ საათში დედის საფლავის წინ ვიდექი. აზრები გამნეფანტა, ვეღარაფერს ვამბობდი.–გამარჯობა დედა–ამოვიხავლე და ყვავილები დავალაგე საფლავთან. ისევ ტირილი ამიტყდა, ღემრთო ჩემო ამ ბოლო დროს ძალიან გულჩვილი გავხდი. ვერაფერს ვერ ვფიქრობდი და ვამბობდი. ასე ჩუმად დაახლოებით ოცი წუთი ვიყავი, მივშტერებოდი დედას ლამაზ სახეს და დავტიროდი. კიდევ დიდხანს მინდოდა ყოფნა, მაგრამ გაკვეთილებიც მოსამზადებელი მქონდა და ამიტომ დროულად უდნა დავრბუნებულიყავი. ერთ საათში უკვე ბავშვთა სახლის კარებს ვაღებდი, როცა სასტუმრო ოთახიდან როუზის მხიარული ტიტინი მომესმა. კარებში სტივენი შემომეგება, მომღიმარი სახით,. –სემ, სტუმარი გელოდება–მითხრა და სასტუმროს ოთახისკენ გამიძღვა. სტუმარი ადგა, შემოტრიალდა და გამიცინა. მის გაღიმებასთან ერთდ გულიც გამიჩერდა! 12 ახალგაზრდა, მდიდრულად ჩაცმული მამაკაცი შემსკენ შემოტრიალდა. სახეზე წვერი ნახევრად მოეპარსა, მისი თვალები... კვლავ ანათებდნენ... მისი თვალები... სიცოცხლე და სიხარული ჩასდგომოდა. სკოლიდან რომ ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი წერილი დღს ან მიუვა მამას, ან არა–მეთქი. არასდროს გამართლებულა იმედები მამასთან დაკავშირებით და არც ახლა მართდებოდა, ვგრძნობდი. გული მტკიოდა. ვფიქრობდი რომ მას ვეღარ ვნახავდი ვეღარასდროს. სკოლის შემდეგ ბიბლიოთეკაში წავედი, მეგონა ცოტახნით ამაზე ფიქრს თავიდან ამოვიგდებ–მეთქი მაგრამ წერთი სული მქონდა დროულად მოვსულიყავი შინ და მამას წერილი მენახა. ვიცოდი რომ ეს არ მოხდებოდა, მაგრამ იემდი მქონდა და მაინც მინდოდა სახლში წასვლა. რომ არ მტკნეოდა გული წერილის არ მოსვლის შემთვევაში დედის საფლავზე წავედი, იქნებ ეს იმედიანი წუთები გამეგრძელებინა. ახლა კი სახლში მოვედი, სტუმარი მელდება ვიცი. უნდა შევიდე. შევედი და ახალგაზრდა, მდიდრულად ჩაცმული მამაკაცი ჩემსკენ შემოტრიალდა. სახეზე წვერი ნახევრად მოეპარსა, მისი თვალები... კვლავ ანათებდნენ... მისი თვალები... სიცოცხლე და სიხარული ჩასდგომოდა. გამიხარდა მისი მოციმციმე თვალების დანახვა, ვინ იცის ბოლოს როდის კაშკაშებდნენ მისი ცისფერი თვალები.–გამარჯობა, მამა–ვთქვი თითქმის მორიდებით და თვალს არ ვაშორებდი, მინდოდა მისი სახე დამემახსოვრებინა და სამუდამოდ ჩაბეჭდა მეხსიერებაში.–გამარჯობა სემ–მითხრა გულთბილად და ჩემსკენ წამოვიდა. ადგილიდან არ ვიძროდი, სუნთქვა კი არ გამიხშირდა პირიქით, ნელა ვსუნთქავდი, გულიც ნელ–ნელა წყვეტდა მუშაობას. მამას თითოეულ ნაბიჯს და მოძრაობას ვაკვირდებოდი, მინდოდა ისე დამემახსოვრებინა თითქოს მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ. მომიახლოვდა, წამით შეყოვნდა, მაგრამ შემდეგ ხელები გამოშალა. პატარა ბავშვივით მეც ხელები გავშალე და ჩავეხუტე. ხელებს ძლიერ ვუჭერდი ბეჭებზე, მისი გაშვების მეშინოდა, მეშინოდა რომ ახლა აორთქლდებოდა. თალებს არ ვხუშავდი, მეშნოდა სიზმარი არ ოყფილიყო და რომ გავახელდი ეს ყველაფერი არ გამქრალიყო. ხელები კიდევ უფრო მოვიჭირე ბეჭებზე. ხელის გაშვების სურვილი არ მქონდა. თავი მკერდზე მივადე და ვიგრძენი პერანგი როგორ დავუსველე ჩემი ცრემლებით. მამამ კი უბრლაოდ თავი ჩარგო ჩემს თმებში და ისიც ძლიერად მიჭერდა ხელს. ორივე ვდუმდით. ჩუმად ვტიროდი –სიზმარია–ჩავიბურტყუნე, „არა, არა!“ გაჰკიოდა ჩემი ქვეცნობიერი. „ეს რეალობაა სულელო, დატბკი“ შემომიღრინა გონებამ. თალები დავხუჭე, ქუთუთოებს ძლიერად ვაჭერდი. რამდენიმე წამი ას ევიყავი. გავახილე თალები, დავახამხამე, მამა ისევ ჩემთან იყო, ისევ მეხუტებოდა. –სემ– მითხრა ჩურჩულით მამამ, მოვშორდი და მის ლამაზ ცისფერ თვალებში ჩავხედე, გამეღიმა ისეთი მშვენიერი და კარგი აღნაგობის იყო. ასეთი საერთოდა რ მახსოვდა. უფრო გრძელთმიანი, წვერ მოშვებული და გადადიებულ ტასნაცმელში მახსოვდა.–გთხოვ.. უნდა ვილაპარაკოთ–რა თქმა უნდა–ჩურჩულითვე ვუპასუხე და მაგიდასთან დავსხედით.–როუზ, გთხოვ ჩემი ჩანთა ოთახში აიტანე და ნახე, რაღც მოგიტანე–თვალი ჩავუკარი ჩემ დას და ოთახიდან გავსიტუმრე. დავრჩით მე და მამა. ხმას არც ერთ არ ვიღებდით. მამას უნდოდა თავის სათქმელის დასაწყისი მოეძებნა, მე კი ვერ ვიჯერებდი რომ ჩემს წინ მამა იჯდა.–დიდიხანია ვოცნებობ ამ მომენტზე.–ვთქვი მორცხვად–მეც–მიპასუხა თავჩაღუნულმა–იმედი არ მქონდა.–რომ არ გინახულებდით?–წერილს დროულად რომ ვერ მიიღებდიჩაიცინა, არაფერი მიპასუხა. ისევ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მამამ ამომხედა.–მამა, გთხოვ.. მელაპარაკე.. მინდა შნეი ხმა მესმოდეს და დამამახსოვრდესისევ გამიცინა, თავი ჩაქინდრა გასწორდა, ხელები გადაიჯვარედინა მკერდზე მიიბჯინა და სკამის საზურგულს მიეყრდნო.–ხოო... შენი წერილი მივიღე. არ ველოდი... გამიხარდა, რომ ვკითხულობდი ის დღე გამახსენდა, ამ დაწყევლილ შენობაში რომ მომყავდი–მაა, გთხოვ ასე ნუ ამბობ აქაურობაზე.–აქაურობამ წამართვა თქვენი თავი–აქაურობამ არა...–შევჩერდი, არ მინდოდა გული მეტკინა მისთვის. ეჭვის თვალით ამომხედა და ისევ განაგრძო–გავიგე ახალი კანონის შესახებ, სანამ შენ შემატყობინებდი უკვე ვიცოდი. ორივეს დაბრუნება, მინდოდა მაგრამ რადგან ერთ–ერთი უნდა წამეყვანეთ, თავს ვიკავებდი. ვფიქრობდი ეს როგორ ამეხსნა თქვენთის ისე რომ რომელიმეს გული არ გტკენოდათ. შენი წერილის მიღებისას სიმართლე გითხრა გულიდან ლოდი მომეხსნა და სიხარულმა გაიელვა ჩემს გულში მაგრამ... შენ? შვილო შენ რა გიყო? ისევ ზურგი უნდა გაქციო როუზი.. როუზს იბრუნებდა.. ეჭვიც არ მეპარებოდა. დიახ, მეც მინდოდა მამასთან ყოფნა და ამის გაგონებისას გული მეტკინა. ყველა ბავშვს უნდოდა მშობელი და მეც მინდოდა. მეც ბავში ვარ, მაგრამ მესმის რომ ჩემი და ჩემზე პატარაა და მას ყველაზე მეტად სჭირდება მშობლის ზრუნვა. ავიტან.. როგორმე, როგორმე გადავლახავ! –კარგად გამოიყურები–ავღნიშნე მისი ჩაცმულობა, თავის მოვლა და საკუთარი ტავისთვის ყურადღების მიქცევა. ჰოო, შვილები რომ არ ყავდა რას აკვირველია დიდი რო ექნებოდა თავის მოვლისთვის–სამსახური დავიწყე–ამიხსნა– 50 და 65 ავენიუს კვეთაზე რომ ჰოსპიტალია, მისი მთავარი დირექტორი ვარ –რა?–გადმოვკარკლე თვალები. ის გამახსენდა ზეინს და ლუის რომ მოვატყუე მამაჩემი კლინიკის დირექტორია–მეთქი. მიწინასწარმეტყველებია კაცისთვის რაღა მინდა.. ჩამეცინა და მამას შევხედე–როუზი როდის მიგყავს?–დღეს–მართლა? კარგია–კარგია?–ჰო, კარგია.–სემ.. შენ?–მეურვე გამომიჩნდა–ვთქვი ჩვეულებრივად, არადა ეს ისტყვები გულს მიღრღნიდა. ნეტა „სხვა მეურვე“ სიტყვები არ არსებობდეს!–მამა რაღაც მინდა გთხოვო!–გისმენ, სემ.–გთხოვ, ნუ ამიკრძალავ ჰოსპიტალში შენს მონახულებას.–სემ–მითხრა მამამ, მაგრამ გავაწყვეტინე–ვიცი, მესმის რომ შენი სამსახურია, მაგრამ მინდა იქ გნახო, მინდა ამაყად მოვაბიჯებდე და იმედიანად, მინდა ყველამ გაიგოს რომ იქ მამაჩემი მუშაობს. გთხოვ მოემცი უფლება იქ გინახულო.. მომენატრები–ვუთხარი და მისკენ წავედი, ადგა და ერთმანეთს ჩავეხუტეთ. მამას ოდიკოლონის სუნი შევისუნთქე, ხარბად ვსუნთქავდი. ალბათ არც არასდროს დამავიწყდება მისი სუნი. ძლიერად ვუჭერდი ხელებს. ლოყაზე ვაკოცე და კვლავ ჩავეხუტე–როუზი მზადაა, მისტერ ოურტს. შეგიძლიათ წაიყვანოთ.–თქვა მისის ჰარისონმაასე მეგონა მოვკვდი, ნეტავ ეს სიტყვები არ გამეგონა. ნეტავ იმ მომენტში აქ არ ვყოფილიყავი. მე აქ მტოვებდნენ. მამასთან აღარ ვიქნები მთელი ჩემი ცხოვრება. მე მას ვშორდები... ვშორდები.,. მამას მოვშორდი და მზერა ავარიდე, არ მინდოდა ცრემლიანი ვენახე. ზურგით ვიდექი, ვიგრძენი მხრებზე თავსიი დიდი ხელები როგორ დამადო. ჯერ ლოყით მივეფერე მის ხელებს შემდეგ კი ვაკოცე ხელებს, ისე რომ არ შემოვტრიალებულვარ. მამა გავიდა.. ოთახიდან გავიდა.. დამყტოვა, მანაც, როუზმაც.. გაქვავებული ვიდექი. გონზე მხოლოდ მაშინ მოვედი როცა მანქანის კარის მიჯახუნების ხმა გავიგონე. ადგილიდან მოვწყდი და გიჟვით გავიქეცი გარეთ.–სტეფან ოურტს, გახსოვდეს რომ მიყვარხარ–გავძახე მამას და გავუღიმე, სანამ მანქანში მძღოლის ადგილს დაიკავებდა. სხვათაშორის აკრგი მანქანა ყავდა.მანაც გამიღიმა და მანქანაში ჩაჯდა. მანქანა დაიძრა და წავიდა. დავრჩი მარტო მე. მხოლოდ მე ამ დიდ შენობაში და სხვა არავინ! 13 ერთი კვირა გავიდა რაც ამ ოთხ კედელში გამოკეტილი ვარ და საზოგადოებასთან მხოლოდ სკოლა მაკავშირებს. მას შემდეგ რაც მამა ვნახე და როუზი წიაყვანა სრულიად მარტო დავრჩი. ისე ვიქცევი თითქოს ვერავის კი არა არავის ვამჩნევ. სტივენი ყველანაირად ცდილობს როგორმე ისევ მომაბრუნოს ნორმალური ცხოვრებისკენ. ყოველ წამს ველი ჩემს ახალ მეურვეს, მაგრამ დღეები ერთმანეთს მისდევს. ყოველდღე მისის ჰარისონს ვეკითები ის იდუმალი ადამიანი ხომ არ გამოჩენილა–მეთქი და ყოველთის ერთი დაიგივე პასუხს– „არა!“ს ვიღებ. სკოლაში ზეინი ისე იქცევა, როგორც ვუთხარი. საერთოდ ხმას არ მცემს. მენდის ხმას არ ვცემ, თუმცა თავისი ბრწყინვალე საუბრის ნიჭით მაინც ამიყოლიებს ხოლმე საუბარში. ახლაც კაფეტერიაში ვსხედვართ, უაზროდ მივაშტერდი საჭმელს და ჩანგლით ვქექავ.–სემ.. მეორე კვირაა... ვერ გცნობ.–არაფერია. გადამივლის– თვალი არ მომიშორებია საჭმლისთვის–გამარჯობა–მოგვესალმა ლუი და გვერდით მიუჯდა მენდის.–გამარჯობა, ლუი–უთხრა თვალებანთებულმა მენდიმ ზეინიც მოვიდა, ალბათ იმედი ქონდა ხმას გავცემდი–რას შვრებით?–იკითხა ზეინმა და მე შემომხედა. როგორც იქნა ჩანგალს ხელი გავუშვი და ლანგარზე დავდე.–მამაშენი როგორაა ლუი?–წამოვაყრანტალე უცებ. ზეინს ავხედე, შეშინებული თალებით მიყურებდა.–კარაგდაა–მიპასუხა დაბნეულმა ტომლინსონმა–კარგია–ვუპასუხე მოჩვენებითი გულახდილობით.–მამაშენს შენს მეგობრებზე უყვები?–ვერ მივხვდი–უფრო დაიბნა–მამაშენს შენ მეგობრებზე უყვები რამეს?–ვკითხე ნელა და დამარცვლით–ჰო, ყველაფერს თითქმის.ჩამეღიმა–და მამაშენი გიყვება თავის ყოფილ და აწ მოქმედ მეგობრებზე–არა–ჩემზე უთხარი რამე? –არა–აპირებ რაიმეს თქმას?–არა–კარგია–მამაჩემს შენ საიდან იცნობ?–ჰაჰ–ჩამეცინა ნაგლურად– მნიშვნელობა არ აქვს.კიდევ რამე რომ არ ეკითხა ჩანთა ავიღე და სასწრაფოდ გამოვედი. ზეინი დამედევნა. მკლავებში ჩამჭიდა თავისი ხელები და მისკენ შემაბრუნა–გაგიჟდი? რეებს ეკითხები?–ძარღვები ეტყობოდა ყელზე, თვალები დაეწვრილებინა და სულ ჩაშავებოდა. სახეზე სიბრაზე ეტყობოდა.–ზეინ მალიკ, თავი დამანებე.–თავი დაგანებო? –დიახ!–წარმოვთქვი მტკიცედ და წავედი–ვინ გიბრძანა?–გავიყინე ერთ ადგილზე, ფეხები არ მემორჩლებოდნენ. ზეინი მომიახლოვდა, მაჯაში ძლიერად ჩამკიდა ხელი და გარეთ გამიყვანა. ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად მანქანაში ძალით ჩამსვა. თითონ მძღოლის ადგილი დაიკავა დადაძრა მანქანა. ძალიან დიდი სისწრაფიდ მიყავდა –ზეინ გთხოვ, შეანელე.ზეინი არ მისმენდა. გიჟივით მიქროდა.–ზეინ–ვიკივლე ბოლო ხმაზე და სკამს ჩავებღაუჯე. გზაში გაწვიმდა, ნისლი ჩამოწვა. ვერაფერს ვეღარ ვარჩევდი. ჯერ ისედაც მიჭრდა საგნების აღქმა იმ სიჩქარეში და ეხლა ხო საერთოდ.–ზეინ, გთხოვ, ძალიან გთხოვ...–ზეინ შევეხედე, ისევ გაცეცხლებული იყო–ზეინ შეანაელე, რამეს შევასკდები––გამოსცრა კბილებში.–შენ თუ გკიდია და არ განაღვლებს შენი სიცოცხლე, მე მანაღვლებს–დავუყვირე მკაცრად. ისეთი სახით შემომხედა, მალევე ვინანე ჩემი სტყვები. უცებ დაამუხრუჭა, მოულოდნელობისგან წინ წავარდი და ხელებით დავეყრდნე.– ესეიგი შენ შენი სიცოცხლე განაღვლებს, არა?–მკითხა გაბრაზებულმა.–ჩემი კი არა, შენი სიცოცხლე მადარდებს– წამოვიყვირე და როცა გავიაზრე რა ვუთხარი, ავწითლდი. ზეინმა შემომხედა. გულწრფელად გაეღიმა. აშკარად ესიამოვნა ჩემი სიტყვები.–აჰა, ესეიგი ჩემი სიცოცხლე გაღელვებს. აბა რაღატო გამირბიხარ?–არავის არ გავურბივარ.–ესეიგი არავის ა რგაურბიხარ. რატომ მთოვ შენგან შორს ვიყვე? როგორც მახსოვს გსიამოვნებდა ხოლმე ჩემთან ყოფნა. მართალია სულ ვჩხუბობდით მაგრამ აქამდე არასდროს გითქვამს ეგ სიტყვები.–ოდესმე ხომ უნდა მეთქვა?–ვიმართლე თავი, მაგრამ ვინანე. ზეინმა მანქანის გასაღები გადაატრიალა და ისევ იმავე სისწრაფიდ კიარა უფრო სწრაფად წავიდა.გიჟებივით მივქროდით. მიკვირდა ზეინი საგნებს როგორ არჩევდა ამ ნისლში და სისწრაფეში. მოსახვევიდან მანქანა დიდი სატვირთო უხვევდა. შემეშინდა.–ზეინ– წამოვიკივლე და ხელზე ხელი მოვკიდე. გული ამიფრიალდა, როცა ზეინმა ერთი ხელი საჭეს მოაშორა და მე ჩამკიდა. კინაღამ გავდნი. ის ის იყო მანქანას უნდა შევსკდომოდით კიდევ მოვასწარი დაკივლება–ზეინ არა–თვალები დავხუჭე, არ მინდოდა ამ საშინელების ცქერა. ვიგრძენი მკვეთრად როგორ მოუხვია ზეინმა, მარცხნივ. მისმა სიცილიმა მაიძულა თვალები გამეხილებინა.–შეგეშინდა?–მკითხა სიცილით. ხელის განთავისუფლება ვცადე, მაგრამ ისე ძლიერად ვყავდი ჩაბღუჯული ვერაფრის დიდებით ვერ გამოვგლიჯე.–ზეინ გააჩერე–ვუბრძანე. არ ჩერებდა.–ზეინ გააჩერა– ახლა უკვე ყვირილზე გადავედი. გააჩერა. ხელი გამოვგლიჯე დიდი მონდობით, მანქანის კარები გავაღე და წვიმაში გავშხაპუნდი. ძლიერად მოვუჯახუნე კარები. და საპირისპირო მხარეს წავედი. უკან დაბრუნებას ვაპირებდი ფეხით. გავიგე ზეინინ როგორ გადმოვიდა მანქანიდან და როგორ მომიახლოვდა.–ასე ძალიან შეგეშინდა? –კიდევ ერთხელ ჩაიცინა ხელები გამოშვირა. თავი გავაქნიე. თითონ მომიახლოვდა და მიმიხუტა. მის მკერდზე დავალაგე ხელები და გაწევა ვცადე. ის კი უფრო და უფრო მაგრად მიჭერდა ხელებს, რომ არსად გავქცეულიყავი. თავზე მაკოცა და ჩემს თმებში ჩარგო თავი–მე აქ რისთვის ვარ, თუ არ დაგიცავი?–მკითხა ჩურჩულით.არაფერი მიპასუხია. მომშორდა, სახე ამაწევინა და ნელა დაიხარა. ჩემი სახე მის ხელებში მოექცა. მის სუნთქვას ვგრძნობდი, მის სურნელს ხარბად ვსუნთქავდი. „არა, სემ!“ გაშძახოდა ჩემი შინაგანი ხმა. „ეს არ გააკეთბინო, არ მისცე უფლება გაკოცოს“. ჩემს შინაგან ხმას ყურს არ ვუგდებდი, ის კი არ ნებდებოდა „შენი კოცნა ძვირად დაგიჯდებათ, შენც და ზეინსაც. შეაჩერე!“ გაჰკიოდა, მე კი ვაიგნორებდი. ზეინმა ჯერ მხოლოდ ტუჩები შემახო, წამის შემდეგ კი მაკოცა. ჟრუანტელმა დამიარა. აი რას ნიშნავს „პეპლების ფრენა მუცელში“ მაგარი შეგრძნებაა. ზეინი მომშორდა და შემოხმედა. თვალს ვერ ვუსწორებდი. მხრებზე ხელი გადამხვია და მანქანისკენ წავედით. მიუჯდა თუ არა მანქანას, ჩემი ხელი თავის ხელში მოიქცია და გზადა ზგა კოცნიდა ხოლმე. მე ხმას არ ვიღებდი ჩუმად ვიჯექი.–ზეინ...–წარმოვთქვი ჩუმად–გისმენ–მიპასუხა თვალებ ანთებულმა. სახე უბრწყინავდა.–ამას... განანებენ...–ვუთხარი და საქარე მინაში გავიხედე.–სემ, რახ დება? ვინმე გიკძალავს ჩემთან ყოფნას?–დაეჭვებით მკითხა. სიმართლის თქმას ვაპირებდი მაგრამ ვიცრუე.–არა, რა თქმა უნდა.–გამომცდელი მზერა მომაპყრო.–უბრალოდ. ის... რიჟა იეჭვიანებს.მიხვდა ვიზეც ვუთხარი და გადაიხარხარა.–კახპები რისთვის არსებობენ იცი? ცოტახნით, რომ გაგართონ. შეყვარბეული იმისთვის არსებობს რომ სულ შენი იყვეს, სამუდამოდ!–წარმოთქვა მტკიცედ და კიდევ ერთხელ მაკოცა ხელზე. შინ, რომ დავბრუნდი სტივენმა სასწრაფოდ თავის ოთახში ამიყვანა.–ლუიმ მითხრა შენ და ზეინი ერთად წამოსულხართ. რა მოხდა? მომიყევი ყველაფერი.–მოუსწრია ჭორაობა ბიჭს–ჩავიბურტყუნე და ოდნავ გამეღიმა.–არაფერი ისეთი, უბრალოდ ვისაუბრეთ და მხოლოდ ეს იყო.–მარტო ეს?ჰმ, ესეთი გახარებული არასდროს ყოფილხარ. თვალები გიბრწყინავს.–როგორ არ ვყოფილვარ–ვიუარე სასწრაფოდ–მამას ნახვისას–ვთქვი ამაყად.–კარგი ხო, ნუ მეუბნები, ზეინისგან მაინც გავიგებ.„თავში ქვაც გიხლია“ გავიფიქრე და ოთახიდან გამოვედი. მისის ჰარისონი ჩემს ოთახში მელოდა. ჩემს საწოლზე ჩამომჯდარიყო და ხელში წერილი ეჭირა.–მისის ჰარისონ...–ამქ ალის ფიქრებიდან გამორკვევა ვცადე–სემ, როგორ შმეოხვედი ვერ გავიგე... არაუშავს. ხვალ შენი ახალი მშობლები მოვლენ და მოემზადე.–ადგა და გასვლა დააპირა. შეყოყმანდა. წერილი საწოლზე დამიგდო–ეს მისტერ ოურტსისგანაა.და ოთახი დატოვა. 14 ჰაჰ, გათენდა ეს ნანატრი დილა. როგორც იქნა გავიგებ ვინაა ჩემი ახალი მშობლები. ესეიგი დღეს კარგი დღეა:1. მამამ მთხოვა მნახეო და უნდა ვნახო2. ჩემს ახალ მშბლებს ვნახავ (ეს მაინცადამაინც არ მახარებს, მაგრამ ინტერესს მოვიკლავ მაინც)3. ზეინთან ერთად ვიქნები... სკოლაში, რომ მივედი დავინახე ზეინი თავის მანქანაზე მიყუდებული და მოუთმენლობისგან რომ ცქმუტავდა. თვალი მომკრა თუ არა, ღიმილი გადაეკრა სახეზე. ჩემსკენ წამოვიდა. გული ამიფანცქალდა. მომიახლოვდა და მისი სურველის შესუნთქვისას, კინაღამ თავბრუ დამეხვა. მისი სუნამოს სუნი და სიგარეტის სუნი ერთმანეთს უხდებოდა. ჩამეხუტა, გოგოების უმეტესობამ ჩვენ შმეოგვხედა. ავწითლდი, მაგრამ ეგ არაფერი.ზეინს, რომ მოვშორდი სკოლაში შესვლა დავაპირე, წამით შევყონდი. სკოლის კუთხესთან ლორანის ლანდი დავლანდე. ეს ჩემისა მართლა მითალთვალებს? ამის დედა ვატირე, უამისოდ ერთი ნაბიჯიც ვეღარ გადავდგა. ამ ნაბიჭვარს დამიხედეთ. აგენტად მომევლინა. ფუ ამის... სკოლაში შევედი. ლორანის დანახვამ გამახსენდა ჩემი მიცემული პირობა „ზეინს არ უნდა გავკარებოდი!“. ახლა როგორ მოვიშორო? რა გავუკეთო ისეთ, რომ კი არ მოვიშორო, არამედ ჩემი თავი შევაზიზღო? რაღაც მეეჭვება ლორანს რაიმეს თავი ქონდეს და მართლა რამე დაუშავოს როუზს, ან მე, ან ზეინს. ერთი ქალი მასტია და მეტი არაფერი რაა. გკვეთილები დაიწყო, როგორც ყოველთის მე და ზეინი ერთად ვისხედით.–დღეს რა გეგმები გაქვს?–მკითხა ჩურჩულით და ჩემი ხელი აიღო და თავისი თითები ჩემსაში ახლართა.–ოო, დღეს დიდი დღეა–ვუთხარი და ჩავიცინე.–მართლა? მაინც რა ხდება?–მამა უნდა ვნახო, შემდეგ კი ჩემი „ახალი მშობლები“ უნდა გავიცნო.–რა?–ზეინს კილომეტრზე გაუფართოვდა თვალები. მის რეაქციაზე ჩამეცინა და კითხვაზე პასუხის გაცემის თავიდან ასარიდებლად გვერდზე გავიხედე ჩვენს შორის სიჩუმე ჩამოვარდა. ზეინი მიყურებდა და ჩუმად ეცინებოდა. ვაიგნორებდი, მასწავლებელს ვუსმენდი და ვცდილობდი კონცენტრაცია მომეხდინა. ცოტახანში დაეთხოვა ზეინი და საკლასო ოთახი დატოვა. 15 წუთი გავიდა არ დაბრუნებულა. ზარის დარეკვას უკვე 5 წუთიღა აკლდა. პირი მიშრებოდა, არც დაველოდე ზარს დავეთხოვე მეც და საკლასო ოთხიდან გამოვედი. კიბეები ჩავირბინე, პირველ სარუთულზე უნდა ჩავსულიყავი, როცა წესივრად ჩასულიც არ ვიყავი, რომ შევნიშნე წყვილი ერთმანეთს როგორ კოცნიდა. ბიჭი ისე ვნებიანად ეხვეოდა მას და კოცნიდა. გოგო არც კი ცდილობდა თავის განთავისუფლებას, კედელს უარესად ეკვრედო და ბიჭს ხელებს მაგრად უჭერდა. როცა ბოლო საფეხურებიც ჩავიარა გავარჩიე. ზეინი და ის რიჟა.. ერთიანად ავხურდი, ხელები მოვმუშტე. მინდოდა თმებით მეთრია ის კახპა.. მაგრამ არა.. არ ვაპირებ თავი ასე დავიმცირო. უკან უჩმრად დავბრუნდი და კლასსში შევედი და ზარიც დაირეკა. ჩანთა ავიღე, კლასიდან გამოვედითუ არა ჩემსკენ მომავალი ზეინი შვენიშნე, გვერდით ჩავუარე, მხარი გავკარი და დავაიგნორე, ვითომ იქ არც მდგარიყოს. შემობრუნდა და გაკვირვებულმა გამომაყოლა მზერა. კაფეტერიაში ერთმანეთს შევხვდით. ხელის გადახვევა უნდოდა, გვერდზე გავიწიე და ხელი ჰაერში დარჩა. გაბრაზბეულმა შემომხედა. მკაცრად შევხედე და წარბები ავუწიე, „რაიმე არ გესიამოვნა?„ გავიფიქრე გულში. –გამომყევი–თქვა და ადგა.. ადგილიდან არ დავძრულვარ, უკან მოიხედა და რომ მიხვდა არ მივყვებოდი, უკან დაბრუნდა. მაჯაში ჩამავლო ხელი და ძალით წამათრია. გარეთ გავედით, სკოლის უკან გამიყვანა. კედელს მიმახეთქა და ჩემს წინ აისვეტა. ხელები აქეთ–იქით მიადო კედლებს და სულ რომ მდომოდა ვერსად გავიქცეოდი. ხელები ბეჭებზე გავისვი. მეტკინა, ამას უგრძნობი ხომ არ ვგონივარ რო მიმახეთქა.–ზეინ, რამე ხომ არ გეშლება?–მე?–დამცინავად ჩაიცინა–აბა მე?–კითხვითვე ვუპასუხე და მზერა ავარიდე–რაც პირველი გაკვეთილი დამთავრდა ვერ გცნობ–რა იყო გიკვირს?–ჩავიცინე და შევხედე. ნელ–ნელა ბრაზდებოდა. ძარღვები ეჭიმებოდა. უხდებოდა სიმკაცრე, გაბრაზება, ეს ძარღვების დაჭიმულობაც კი სიმპატიურს ხდიდა.–დაფიქრდი ვის და რას ეუბნები.–იცი რას გეტყვი ზეინ მალიკ? –ისევ.. ისევ ემოციები მომეძალა და თვალები ამიცრემლიანდა– არ ვარ მე შენი თოჯინა, როცა გინდა გამომიყენო და გადამაგდო. უბრალოდ არ მოგცემ უფლებას ჩემთან გართობის. –ძარღვები ამოხეთქვაზე მქონდა, ავნერვიულდი, ცრემლები გადმომცვიდა, ზეინს სახე თანდათან უმკაცრდებოდა. არ მოელოდა ჩემგან ასეთ გამოსვლას, ალბათ. თალები დაუწვრილდა და ჩაუმუქდა. ხელები მომუშტა–დიახ, შეიძლება ბავშვთა სახლში ვცხვორობ, მაგრამ ადამიანი ვარ მეც! გრძნობები გამაჩნია და გული მაქვს მეც, ისევე როგორც შენ! გასაგებია? შენს ხელში თავი გამოუსადეგარი ნივთი მგონია. არა, გამოუსადეგარი ნივთი კი არა სათამაშო მგონია. შენ კი ამ სათამაშოს როცა გინდა მაშინ ეპყრობი კარგად, როცა ყელში ამოგივა ქერა სათამაშო, მერე რიჟა სათამაშოს იღებ და იმისგან მეტ სიამოვნებას იღებ ვიდრე ქერასგან.–დავუღრიალე ბოლოხმაზე–რა ქნას ქერა სათამაშომ თ მისთვის პირველი მფლობელი ხარ და რიჟასავით მეათასე არ ხარ მისთვის?–არა და არ ვთმობდი პოზიციებს. უფრო და უფრო ვცხარდებოდი–ყოჩაღ!–ვუღრიალე და ხელები მკერდზე ვკარი. გაიწია და მეც გავინთვისუფლე თავი. ორი ნაბაჯი გადავდგი თუ არა შმეოვბრუნდი და რაც სათქმელი დამრჩა სამ სიტყვაში ჩავატიე– მიმიფურთხებია შენი კაცობისთვის ზეინმა ვერ მოითმინა და სილა გამაწნა. თავიდან გაკვირვება ვერ დავმალე. ახურებულ ლოყაზე ხელი მივიდე, მეორე ხელით მიწეპებული თმა ლოყიდან მოვიშორე და ჩავიცინე. უბრალოდ, საჩვენებლად ფეხებთან მივუფურთხე და წამოვედი. ზარი დარეკილი იყო. ჩანთა ავიღე და სკოლა დავტოვე. ზეინი გზაში შემეჩეხა, მკაცრად შემოხმედა და ერთმანეთშ სიე დავშორდით თიტქოს არც ვიცნობდით. სახლში დავრბუნდი, ტირილისთვის დრო არ მქონდა, ამიტომ მთელი ემოციები საღამოსთვის შევინახე. თავი მოვიწესრიგე და მამასთნ სამსახურში წავედი ......................................................... მეხუთე სართულზე, ბოლო კაბინეტზე დავაკაკუნე და პასუხს დავლოდე –შემოდით–გაისმა მამას ხმა. სითბო ჩამეღვარა, ზეინთან საუბრუსისას გაყინულ გულში. სახელური დავწიე და კარი ოდნავ შევაღე. მამას კაბინეტში კიდევ სხვა ექიმები ისხდნენ.–შეიძლება?–ვიკითხე მორიდებით, როცა წესივრად შევიხედე, როუზის მოცინარი სახე დავინახე.–ვინ გნებავთ?–მკითა მკვახედ ერთ–ერტმა ექიმმა.–სემ–ყვირილით წამოვარდა როუზი ხელებ გაშლილი გამოიქცა ჩემსკენ. დავიხარე და პატარა ლამაზმანი ჩავიხუტე. –გამარჯობა, დაიკო–ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. თმა ვუჩეჩე და მამასკენ წავედი.–გამარჯობა, მა–ვუთხარი ყოველგვარი მორიდების გარეშე, ჩანთა და ჟაკეტი იქვე სავარძელში ჩავაწყვე და მამას გადავეხვიე.–გამარჯობა, სემ–მითრა და თმაზე მაკოცა. –ცოტახნით დამელოდეთ ორივე, ახლავე მოგხედავთ.–გვითხრა და იქვე მდგარ დივანზე მიგვითითა. იმ ექიმმა კიდევ ერთელ შემათვალიერა და უკმაყოფილოდ მიხედა მამას. ათ წუთში მამა განთავისუფლდა და სამივენი, მამას მანქანით ძვირადღირებულ რესტორანში წავედით. მრცხვენოდა, მსგავს ადგილებში მოქცევის წესები ჩემთვის რომ არასდროს არავის არ გაუცვნია. როუზი არისტოკრატივით იქცეოდა. როგორც ჩანს მამას მიუჩვევია ამდაგვარ ადგილებში სიარულისთვის. ვცდილობდი ისე მოვქცეულიყავი, როგორც წიგნებში მქონდა წაკითხული და მოგნი კარგადაც გამომდიოდა.–სკოლაში რა ხდება?–უჩვეულო ინტერესით მკითხა მამამ–რავიცი არაფერი.. წლის ბოლოს უმაღლუსი ქეულები მექნება ჩემი აზრით–კმაყოფილმა გავიცინე და მამას ავხედე. მამასაც კმაყოფილი სახე ქონდა. როუზი კი ხან ერთს გვიყურებდა ხან მეორეს. ვერ იჯერებდა, რომ მისი ნატვრა ახდა და ახლა მე, მამა და თვითონ ერთდ ვსადილობდით.–როუზ, რომელი საათია?–კითხა მამამ.როუზმა პერანგის მანჟეტი აიწია და თავის ლამაზ საათს დახედა.–პირველის ნახევარი ხდება.–მასწავლებელთან არ გაგვიანდება?კინაღამ ლუკმა გადამცდა, ხველა, რომ არ ამტეხვოდა ჩემს წინ მდგარი წვენით სავსე ჭიქიდან მოვწრუპე ცოტა წვენი.–როუზი მასწავლებელთან დაგყავს?– ენისბორძიკით ვკითხე–წესით მესამეკლასში უნდა იყვეს, ამიტომ გადავწყვიტე თანაკლასელებს დაეწიოს და დამატებით მეცადინეობებს ესწრება–გაიცინა და როუზს თავზე ხელი გადაუსვა–ვაუუ–აღმომხდა უეცრად და ლოყებაწითლებულმა თავი ჩავღუნე. მამას ტელეფონმა დაურეკა. უპასუხა „გისმენთ.. ა ხოო.. ახლავე...“ საინტერესო ვერაფერი საუბარი გამოუვიდა.–როუზ მძღოლი გელოდება. თვალები რომ არ გადმომცვენილიყო ხელები ავიფარე და ვითომ ვაცემინებდი, იმპროვიზაცია გავაკეთე.როუზმა მარტო დაგვტოვა მე და მამა.–გავიგე დღეს შენი ახალი მშბლები უნდა ანხო–მეც ეგრე გავიგე–იმედია... მათი გაცნობა და სიახლოვე ხელს არ შეგვიშლის ურთიერთობაში–რა სისულელა.. მამა რას ფირობ? კარგი რაა... ც არასდროს არ გაგცვლი იმათზე!–მკიცედ ვუთხარი.. მერე უცებ რაღაც გაამხსენდა და მხიარულად ვუთხარი–„დაბრუნების“ საქმე როგორ მიდის?–ჯერ კიდევ ვცდილობ საქმე ჩვენს სასარგებლოდ შემოვაბრუნო.–წარმატებები, მაა.. ............................................... სახლში მივედი, მთელი სახლი ფეხზე იდგა და წინ და უკან დარბოდნენ.. მისის ჰარისონის კაბინეტიდან ხმაური გამოდიოდა. მამაკაცის და ქალის ხმა ერთმანეთში ირეოდა. წამით მომეჩვენა რომ კაცის ხმა მეცნობოდა, მაგრამ არა.. შეუძლებელია ის იყოს–მ,ეთქი ვიფიქრე და თავი გავაქნიე, აზრების გასაფანტად. –სემ–გაისმა მისის ჰარისონის ხმა.. ისეთი ბედნიერი ჩანდა.. ალბათ ფული შესთავაზეს „იმენა ჩემს ასაყვანად“. ფულის მონა. ჩემგან პასუხი რომ ვერ მიიღო კაბინეტის კარები გააღო და გამონარნარდა. ხელი ჩამკიდა და თავისი კაბინეტისკენ წამათრია.–ოო, ძვირფასო შენთვის ისეთი სიურპირიზი მაქვს. ვერც კი წარმოიდგეენ..–მშობლები.. ნუთუ... მობრძანდნენ...–დიახ, დიახ... ჩემო ლამაზო.. ნახე თან ვინ ისურვა შენი აყვანა..კაბინეტში შევედით და ჯერ კდიევ ჩემს წინ იდგა. მას ვეფარებოდი. კაბინეტში უჩვეულო სიჩუმე ჩამოვარდა. გული ამიჩქარდა. ავკანკალდი. გამიხშირდა სუნთქვა, ავხურდი.. ვხვდებოდი ვის ხელშიც უნდა ჩავვარდნილიყავი.. ის სუნი... ის სუნი მთელს კაბინეტში იდგა.. არა, ნეტავ იმედები გამიცრუვდეს.. მისის ჰარისონი გვერდზე გადგა, რათა დამენახა ჩემი „ხალი მშბლები“. პირი დავაღე.. გაოცება ხომ ვერ დავმალე.. შემდეგ გავბრაზდი.. სუნთქვა უფრო გამიხშირდა. ხელებიო მომემუშტა, ერთიანად დავიძაბე, ძარღვები ამოყრაზე მქონდა, თალებიც მომეჭუტა.. ძლივს დავინახე გაღიმებული „მამაჩემი“.. მის მსა ღიმილმა უარესად გაამცოფა.. ცოტაღა დამაკლდა იქვე რომ არ დავეტაკე და არ დავმართე რამე. გულში შევიკურთხე და გავბრაზდი.. ღმერთო, უკეთესი რატომ არ გაგემეტა–მეთქი. იცით ვინ იყო „მამაჩემი“.. ლორანი! ლორანი, ის მაწანწალა, ტყიდან! 15 წამები გარბის, წუთები ერთმანეთს მიყვება. დღეების სწრაფ სვლას ვერ დაეწევი, კვირეები თვალის დახამხამებაში იწყება და მთავრდება. დაი აი, უკვე ორი თეა ამ დაწყევლილ სახლში „ვცხოვრობ“. სკოლაში ჩვეულებრივ ფეხით დავდივარ და ძალიან არ ვიმჩნევ ჩემი ოჯახის ქონას. სადაცაა პირველი სემესტრი დამთავრდება, როგორღაც მომიწევს ამ ადამიანის როჟის ატანა. საბედნიეროდ მუშაობს, ჰმ, სასაცილოა. ისიც კი არ ვიცი მუშაობს თუ ხალხს კლავს. თვითონ კი იძახის ვმუშაობო, მაგრამ... რა აუცილებელია ყველას ენდო... ჯერ კიდევ მიჭირს იმის დაჯერება, რომ მე ლორანის „შვილი“ მქვია. ამ ნაბიჭვარმა როცა დამარწმუნა რომ ვითომ წანწალა იყო, თრმე შევცდი. ერთ–ერთი გავლენიანი ადამიანი აღმოჩნდა. ბევრად უფრო სიმპატიური, თავმოვლილი და კარგ ტანსაცმელში გამოწყობილი მებლანდება ხოლმე ფეხებში, ყოველ დილით და საღამოს. (ან მაშინ როცა წლის დასალევად გავდივარ ოთახიდან). როგორც მიხვდით, დიდიად არ მსიამოვნებს მისი სიფათის დანახვა, ამიტომ მხოლოდ სკოლაში სიარულის გამო გამოვდივარ ოთახიდან და როგორმე ვცდილობ გავუძლო მასთნ 5წუთიან შეხვედრას. საღამოს როცა წყალი მინდება (ძირითადად საღამოს ვარ ხოლმე სახლში, რადგან ბიბლიოთეკაში ვმეცადიენობ და სახლში დაბრუნებისას წიგნს ვკითხულობ ან ჩემი ნამდვილი მამის ნაყიდ აიპოდში ვუსმენ სიმღერებს) მაშინ შემეფეთება ხოლმე ვითომ „შემთვევით“. ასე ვთქვათ ჩემთან გამოლაპარაკებას ცდილობს. აი შაბათ–კვირა კი ნამდვილი სისასტიკეა. მთელი დღე ოთახში ვარ გამოკეტილი. ბედის ირონია.. დღეს შაბათია, რაც იმას მიუთითებ რომ მეც და ჩემი საყვარელი მამიკოც სახლში ვართ, ჩვენს საყვარელ დიასახლისთან ერთად. ხო მართლა ცოლი მართლა კარგი ყავს. კდიევ კარგი ცოლში მაინც გაუმართლა ამ საცოდავს.კარზე ძლიერი კაკუნი გაისმა, არა ბრახუნი გაისმა.–სემ, გააღე ეს წყეული კარები.–დაიღრინა ლორანმა.–კარებს გაგიღებ, თუ კი ზრდილობის გაკვეთილებს დაესწრები– მხიარულად მივაძაღე და საწოლიდან გადმოვხტი.–იქნებ მოკეტო და ეს კარები გააღო?!–მუშტი კიდევ დაარტყა და ჩემს რეაქციას დაელოდა.–არა, აშკარად უნდა ჩააბარო ზრდილობის ფაკულტეტზე, მაგრამ შენი ამბავი, რომ ვიცი დიპლომსაც ვერ აიღებ, პირველივე გამოცდაზე ჩაიჭრები.–სემ!–მკაცრი ხმით გამომძახა, თავი ვერ შვეიკავე და გავიცინე.გასაღები გადავატრიალე და კარები გავაღე. მთლად ძალიანაც კი არ გავაღე, უბრალოდ შემოსვლის უფლება არ მივეცი.–რა გინდა? –რამდენი ხანია აქ ბრძანდები წესივრად ერთხელაც არ დაგვილაპრაკებია–ოთახში შემოეტენა და კარები ძლიერად მიაჯახუნა. ცინიკურმა ღიმილმა გაითამაშა მის სახეზე. აი აქ კი მივხვდი რომ დამერხა. საწოლზე გვერდი გვერდ ჩამოვჯექით. ფანჯარაში უაზროდ ვიხედებოდი და ნერვიულობისგან ხელები გამყინვოდა. საუბრის დაწყებას არ ვაპირებდი. ვუცდიდი როდის ამოღერღავდა რამდენიმე სიტყვას მაინც.–აბა, არაფერი გაინტერესებს სინამდვილეში?–ვინ ხარ?–ფანჯრისთის თალი არ მომიშორებია, ისე ვკითე–კარგი შეკითხვაა, მეც ასე დავიწყებდი. ლორანი ნამდვილად არ ვარ, ეს უბრალოდ, შენს შესაშინებლად მოვჩმახე. ჩემი სახელი ნიკოლასია.–ზეინთან ან სტივენთან რა კავშირი გაქვს? –ჰმ,–ჩაეცინა–ხანდახან კარგია ადამიანების დაინტრიგება.–ეს არ სცემს პასუხს ჩემს კითხვაზე.–შემდეგი კითხვა–რატომ არიდებ თავს ჩემს წინა დასმულ შეკითხვას?შემომხედა მკაცრი სახით, ცოტა არ იყოს შემეშინდა და ხელები უარესად გამეყინა. –ხომ მითხარი შემდეგი შეკიხვაო.–მოდი, მეთითონ დავიწყებ ლაპარაკს. შენი უაზრო კითხვების მოსმენის სურვილი აღარ მაქვს.–ამოვიხვნეშე, საწოლზე ფეხმორთხმით დავჯექი. ბალიში ჩავიხუტე და მოსასმენად მოვემზადე.–როგორც გითხარი, ძვირფასო, –ბოლო სიტყვა ირონიით წარმოსთქვა და მე შემომხედა, ტანით ჩემსკენ შემობრუნდა და ისე იჯდა ჩემს წინ საწოლზე.–ჩემი სახელი ლორანი კი არა, ნიკოლასია. როგორც ყველას ცოხვრებაში, ისევე ჩემს ცხოვრებაშიც რაღაც ლაქაა. თავიდან არმინდოდა მისი გამუქება, მაგრამ როცა იზრდები და ჭკუა გემატები ისწრაფი შურისსაძიებლად, ამიტომ გინდა თუ არა ეს ლაქა თანდათან მუქდება. რომ ჩაუღრმავდე, გამუქება ცუდია.. მაგრამ თ გაფერკმრთალდა ამას რა ჯობია.. მაგრამ ეს ლაქა არასდროს უნდა გააქრო, უნდა აგხსოვდეს რომ ამ ლაქამ შენს პიროვნულ ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა, უბრალოდ მისი დავიწყება არ ივარგებას. უმჯობესია ჩემს შესახებ ნაკლები თუ გეცოდინება. ხო... კიდე რისი ცოდნა შეილება შენთვის?–ჩაფიქრდა.. რაღაც აანალიზებდა.. არ უნდოდა რამის გაუაზრებლად წამოროშვა, მერე რომ არ ენანა. ვინ ხარ სინამდვილეში ნიკოლას, ვინ? რას მალავ ასეთს? რადგან ხმის ამოღებას აგვიანებდა გადავწყვიტე მეთვითონ დამერღვია სიმშვიდე–ჩემთვის რამის დაშავებას აპირებ?–შენს გაუპატიურებას ვაპირებდი, მაგრამ რახან უკვე გითხარი აბა ეს რაღა დაშინება გამოვა?!–მითხრა და მკაცრი მზერა მომაპყრო. ერთიანად გამაკანკალა და გამაჟრჟოლა. დავიძაბე, კუნთები დამეჭიმა, ნერვული სისტემის განადგურებას ვგრძნობდი. სახეზე ერთიანად ავწითლდი. ადვილად ამოიკითხავდით ჩემს სიფათძე შიშსა და შეძრწუნებას. უკან მივიჩოჩე შეშინებულმა, მართლა რამე არ დაეშავებინა–ხო და რახან გითარი, ამიტომ უბრალოდ დაგახრჩობ–მითხრა და თალის დახამხამებაში ჩემსკენ მოიწია და ყელში მწვდა. მშინვა საწოლზე გადავწექი, წონასწორობა ვერ შევიკავე. ნიკოლასი ზევიდან დამყურებდა და ხელს მიჭერდა.. წუთები დათლილი მქონდა, ძლივსღა ვსუნთქავდი.ფეხებს უაზროდ ვიქნევდი, როგორც შემეძლო ხელზე ვებღაუჭებოდი და გაშვებას ვცდილობდი, ხან მუშტებს ვურტყამდი გულ–მკერდზე, ხან ვჩქმეტდი. ბოლოს როცა ამოვიხავლე და სუნთქვა ძალიან გამიხშირდა და თვალები ნელ–ნელა მეხუჭებოდა ხელები გამიშვა. წამით გაშტერებული მომაჩერდა. შემდეგ ისტერიკული სიცილი აუტყდა და თავის ძველ ადგილას დაუბრუნდა. წამოვჯექი, ყელზე ხელი მოვიკიდე და ვისრესდი. ნიკოლასი ჯერ კდიევ ვერ დამშვიდებულიყო. რაღც ბურდღუნებდა, მგარმ ისე იცინოდა ვერაფერს ვერ ვიგებდი. ბოლოს, ძლივს რომ დაწყნარდა, მართალი ოდნავ დამშვიდდა მაგრამ მაინც შეიძლებოდა მისი სიტყვების გარჩევა.–შეენ.... ღმერთო.... შენ.....–კვლავ სიცილი აუტყდა და ვეღარაფერს აგრძელებდა. მისმა ასეთმა ქცევამ გამაღიზიანა, მისკენ გავიწია რომ ახლა მე მეცადა მისი დახრჩობა, მაგრამ ხელის ერთი მოძრაობით გვერდზე გამწია და ისევ იცინოდა.–შენ... გეგონაა, მართლა რამეს დაგიშავებდი?..... რა სულელი ხარ....–კვლავ ისტერიკული სიცილი აუტყდა...–მკვლელო ....–ვუთხარი და საწოლიდან წამოვხტი.–დაწყანრდი, დაწყნარდი...–მითხრა სიცილით, ცრემლები მოიწმინდა და ძლივს შეიკავა თვი კვლავ არ გასცინებოდა. ფეხზე წამოდგა და მე მომიახლოვდა.–სხვათაშორის უდანაშაულოებს თავს არ ვესხმი...–შე ..–წამოვიყვარე, მივვარდი და მუშტების რტყმა დავუწყე. მისგან გარტყმას ან რამე ფიზიკურ წინააღმდეგობას ველოდი. მან კი რა გააკეთა იცით? ოდნავ ჩაიღიმა, ხელები გამიკავა და ჩამიხუტა.პირი ღია დამრჩა დავიბენი, გაბრძოლების უნარი დავკარგე. ხელები დავუშვი და გავხევდი. ნიკოლასმა ჩემს თმაში ჩარგო თავი და ნაზად მაკოცა.–რასაც/ვისაც „ჩემი“ ჰქვია მას არაფერს ვავნებ! თუ ის მე არაფერს მავნებს!–მითხრა თითქმის ჩურჩლით.–შენ.. როუზი...–კიბეებზე იმიტომ დავაგორე, რომ არ დამომერჩლე, შენი დასჯა კი როუზის დასჯა იქნებოდა. მე გითხარი, უფროსწორად გთხოვე, ზეინს ან სტივენს არ გაეკარო–მეთქი, მაგრამ არ დამიჯერე. ახლა უკვე კი აღარ ვითხოვ..ამოვისუნთქე ძლივს დაიკიდა.. ან აქამდე რას ითხოვდა.. რახან უფლება მექნება და სტივენს თავისუფლად ვანხავ..–ალხა უკვე, გიკრძალავ მათ ნახვას!–ჩემში ყველაფერი ყინულმა მოიცვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.