შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, ლექტორი (დასასრული)


25-05-2015, 19:49
ავტორი 11♥
ნანახია 4 574

იმედგაცრუება...
შიში...
მონატრება...
სიყვარული...

საავადმყიფოს ფოიეში ვიჯექი და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი. არ მესმოდა რას ლაპარაკობდნენ ვატოს ახლობლები. მხოლოდ მაშინ წამოვხტი ფეხზე, საიპერაციოდან თეთრ ხალათში გამოწყობილი ექიმი რომ გამოვიდა ორ წამში მის წინ გავჩნდი

-ექიმო როგორ არის?

-დამშვიდდით გოგონა, სერიოზული ოპერაცია გადაიტანა თუმცა ეხლა სტაბილურადაა

-მისი ნახვა შეიძლება?-მომესმა ვატოს დედის ხმა

-არა ქალბატონო ეხლა სძინავს ხვალ შეგიძლია ნახოთ, ეხლა კი კაბინეტში გამომყევით-თვალით ანიშნა ექიმმა ვატოს მამას.

-შვილო შენ წადი დაისვენე-და ხვალ ისევ მოდი, დარწმუნებული ვარ ვატოს შენი ნახვა გაუხარდება-მომიტრიალდა ვატოს დედა და გამიღიმა, თავი დავუქნიე და წამოვედი.

# # #

-ვაიმე დედა? მერე? ეხლა როგორ არის?-განცდებში იყო დედაჩემი, თან ცრემლებს იწმენდდა

-კარგად, დედა ძალიან დაღლილი ვარ უნდა დავიძინო ხვალ ისევ უნდა გავიდე-თავი დავხარე რო დედაჩემს ცრემლი არ შეემჩნია

-შენ ვატო გიყვარს-წაიჩურჩულა დედაჩემმა

-ძალიან-ვუთხარი და ცმრემლების შეკავება აღარ მიცდია

# # #

დილით როგორც კი გამეღვიძა, ჩავიცვი და საავადმყოფოში წავედი, ვატოს დედა უკვე იქ დამხვდა

-რა კარგია რომ მოხვედი, ვატომ თვალი გაახილა თუ არა შენ გიკითხა-გაეღიმა ქალს-მიდი შედი ნუღა ალოდინებ-ხელით მიბიძგა პალატისკენ

კართან ვიდექი და არ ვიცოდი შევსულიყავი თუ არა, მინდოდა მისი ნახვა მაგრამ რა მეთქვა მისთვის, ან რაზე მელაპარაკა. ვიცოდი ჩემს გრძნობებს ვერ დავმალავდი. ფიქრები ჯანდაბაში მოვისროლე და გაბედულად შევაღე კარი.

ვატოს უბრალოდ თვალები ეხუჭა თუ ეძინა ვერ მივხვდი. საწოლს მივუახლოვდი და სკამზე ჩამოვჯექი,ვუყურებდი და ვხვდებოდი რამხელა გრძნობას იწვევდა ეს ბილი ჩემში. უცებ თვალები გაახილა და მეც დამნაშავესავით გავშეშდი. მიყურებდა და ვგრძნობდი მისთვის სულერთი არ ვიყავი.

-ლექტორის შეყვარება ტეხავს?-ამოიჩურჩულა ვატომ და მეც გამეღიმა-ქეთო ცოლად გამომყვები?-მითხრა მთელი სერიოზულობით.

ავდექი, მივუახლოვდი და სახე ახლოს მივუტანე

-ვატო ძალიან მიყვარხარ

# # #

-ვაიმეე ვატო მიშველე, იწყება-გავყვიროდი ბოლო ხმაზე და ვატოს დასახმარებლად ვეძახდი

-აქ ვარ ქეთო, დამშვიდდი ღრმად ისუნთქე ყველაფერი კარგად იქნება

ბედნიერებაა როცა შენს ორ საყვარელ არსებას უყურებ და ბოლომდე ივსები სიხარულით.



№1  offline წევრი del rey

tika kvia tu keto ? :D ise kargi iko ❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ნატო

ძალიან მოკლედ დამთავრდა სამწუხაროა კარგი ისტორია იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent