შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განწირულია წვიმის წვეთები... (4)


25-05-2015, 21:02
ნანახია 2 103

საბოოლოდ ყველამ თავისი მანქანით გადაწყვიტა წასვლა-მეთქი, კიდევაც ავღნიშნე ცოტა ზემოთ…
ყველა ერთ ადგილას შეკრებილიყო რომ მივედი ერთი მანქანა ეყენა მხოლოდ (მეორეც ჩემი), გამიკვირდა რაოდენობრივად თუ შევძლებდით ამ ორ მანქანაში განაწილებას არ მეგონა, თუმცაღა ცვლილებები მომხდარიყო... ბათუმში, მე, დავითი, ბექა, ლინდა, მაკა და მისი დაქალი მივდიოდით მხოლოდ... მითხრეს რომ ნიკანდრო და ჯაბა ცოტა მოგვიანებით ჩამოვიდოდნენ (ნიკანდრო ჩვენთან ერთად მუშაობდა... აი ჯაბა სტუდენტობისას გავიცანით მე და დავითმა და მერე სხვა დანარჩენებსაც გავაცანით... )
ჰო, ლინდა მავიწყდებოდა, ერთი ქარაფშუტა ქალი იყო, მგონი ქმარი არ ყავდა, მაგრამ ყოველ კვირა ახალ-ახალ რომანებს აბამდა, სამწუხაროდ სამსახურში ვერაფერი შევნიშნეთ, ეტყობოდა რომ ჭკვიანიც იყო და თანამშრომლებთან ურთიერთობისგან თავს შორ იჭერდა, აი ჩემთან კიდევ ზოგჯერ მეტისმეტას თბილი და დამყოლი იყო...
მახსოვს ერთხელ მაკაზე მკითხა რაღაც, მეც შევეცადე ისე მეპასუხა რომ არაფერი ეეჭვა ჩემი და მაკას ურთიერთობის შესახებ, მაკა არც მალავდა, მაგრამ ვიცოდი ამ ქალთან სულაც არ ქონდა დიდად სახარბიელო ურთიერთობა და ვაი თუ არც სურს რომ რამე იცოდესთქო, თურმე ვცდებოდი, ყველაზე მეტს ამას ეუბნებოდა... „ეუბნებოდა“ კიდევ არასწორი ნათქვამი, ალბათ განგებ აგონებდა ყველაფერს, ალბათ მოწვონდი ამ საცოდავსაც... ჩემი არც ისე დამაჯრებელი პასუხის შემდეგ, აღარც გამკარებია, მხოლოდ მორიდებული გამარჯობა-ნახვამდი იცოდა და თუ საქმეს სჭირდებოა მოკლე-მოკლე კითხვა-პასუხი....
რაღაცნაირად ვიყავი... ხო სულ ჩემები მოდიოდნენ, მაგრამ მაინც მეგონა რომ უცხო გარემოში ვიყავი, მაშინ ჩავთვალე რომ მაკას და იმ უცნობი ქალბატონის იქ ყოფნა მაფიქრებინებდა ეგრე, სხვათაშორის უცნაური გარეგნობის ქალი იყო, უფრო გოგო, პატარა ბავშვს გავდა, შეიძლება იყო კიდევაც თითქოს ჩვეულებრივი მაგრამ მაინც რაღაცნაირი ფლუიდები მოდიოდა მისგან და ისედაც არაბუნებრივ ხასიათზე მყოფმა უარეს მდგომარეობაში ჩავარდი...
ვცდილობ დროები არ ამერიოს და მაშინელდელი და ახლანდელი გრძნობები გავარჩიო, მაგრამ აი, ისევ... თავს ვარიდებ ამბავს და ეგოისტურად საკუთარ გრძნობებსა და ემოციებზე ვიწყებ საუბარს...
დავითის მანქანაში მაკა და ბექა მოთავსდა ჩემთან კი ის „უცნობი“ და ლინდა გამოუშვეს, რაღაცნაირად მესიამოვნა, იმ გოგონას „ხელში ჩაგდება“ რადგანაც როგორც კი დავინახე მისი ახლოს გაცნობის სურვილმა მომკლა...
მეორე წამსვე გაუბრაზდი საკუთარ თავს მაკას ახლავს, და რაზე ფიქრობ-თქო მაგრამ რაღაცნაირი სითბო და იდუმალება მოდიოდა მისგან... ვერ გეტყვით ასეთი ქალისგან არ მიგრძვნია-მეთქი, შესაძლოა მეგრძნოს კიდევაც , მაგრამ მაშინ იმდენად ახალი მეჩვენა ეს გრძნობა რომ პატარა 16 წლის ბიჭივით კანში ვეღარ ვეტეოდი, თუმცაღა მაკას გამოხედვები მაღიზიანებდა, და რამდენჯერას შეეჩეხებოდა ჩვენი თვალები ერთმანეთს იმდენჯერ ვნანობდი,ახლადმოზღვავებულ, ჯერ კიდევ უსახელო ემოციებს...
ერთმანეთს ბედნიერი მგზავრობა ვუსურვეთ, თან ისე დავემშვიდობეთ მე და დავითი ერთმანეთს თითქოს სხვადასხვა კონტინეტზე ვაპირებდით წასვლას და ერთმანეთს დიდი ხანი ვერ ვნახავდით, ამაზე მსუბუქად ორივეს გვეცინებოდა მაგრამ აი ბექამ და „ჩვენმა“ გოგონებმა ამაზე სიცილი ვერ შეიკავეს და ჩვენც აგვიყოლიეს, ბოლოს მაკამ დავითს მხარზე ხელი მიარტყა გეყოთ ლაზღანდარობა თორე დაგვიღამდებაო, დათოც ოდნავ შეირხა მაგრამ ბექა სიცილ-კისკისით მალევე შეეპასუხა-
-ნუ გეშინია მაკუნა, ძვირფასო, არსად არ მიდის ეგ შენი შავი ზღვა !
- ეჰ, ბექა შენ როდის უნდა გაიზარდო... თქმა მოჩვენებით გაჯავრებულმა და საჩვენებელი თითი დაუქნია...
- გავიზარდო?! არ გრცხვენია მაკუნა?! დავბერდი აგერ ამხელა კაცი.. ისეთმა სერიოზულმა წარმოთქვა ლამის ჩვენც დავიჯერეთ ამ თემი სერიოზულობა, მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა და მისებურად გადაიკისკისა...
მაკა აღარ აყოლია, ყველა მიჩვეული ვიყავით ბექასგან უკბილო ხუმრობებს, რამდენჯერ თავის მოყოლილ ანეგდოტზე თავად უცინია, ჩვენ კიდე მის სულელურ საქციელებზე გვეცინებოდა, და ისიც კმაყოფილი თვლიდა რომ საუკეთესო ანეგდოტებს გვიყვებოდა დედამიწის ზურგზე, სიმართლე გითხრათ ჩენთვის ასეც იყო, რაღაცნაირი „გულიანი“ მოყოლა იცოდა, ყველაფრის, მაგრამ ანეგდოტის შინაარსისა რა მოგახსენოთ...
როგორც იქნა გავნაწილდით, ის უცნობი ამენი ხის განმავლობაშ ჩუმად იყო, მაკასთან ახლოს იდგა და ოდნავი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე...
ღმერთო ჩემო, საოცარი ღიმილი ქონდა... მოზღვავებული ემოციები მიორმაგდებოდა და კანკალი მუხლებიდან მეწყებოდა და მთელ სხეულზე ვრცელდებოდა... სუსტი, სიფრიფანა გოგო იყო, მისი სასიამოვნო სურნელი ჩემამდეც მოდიოდა და თავბრუს მახვევდა...
მანქანასთან რომ მივედით უკანა კარის გაღებას აპირებდა, რომ შევაჩერე და უთხარი წინ დამჯდარიყო, თითქოს გაუკვირდაო ისე შემომხედა არაფერი უთქვამ ისე მოკალათდა წინა სავარძელზე...
ლინდა უკან მოთავსდა, მეც ერთი-ორი ღრმად ჩავისუნთქე მშობიარე ქალივით და საჭსთან მოვთავსდი... ხმა არცერთს არ ამოგვიღია ისე დაუყავი ბათუმის გზას...
რამდენიმე საათი ასე ჩუმად მივდიოდით, უკან ლინდა ცქმუტავდა მხოლოდ, რამდენჯერმე მივხვდი რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გაჩერდა... მეც არ ჩავძიებივარ, მაკა რომ ყოფილიყო მანქანასაც ააალაპარაკებდა, მაგრამ ლინდა თავს იკავებდა და ბუნერივიც იყო, აი უცნობისგან კიდევ საშინლად არ მსიამოვნებდა ეს დუმილი...
პირველი, ის რომ ერთი სული მქონდა მის ხმას როდის გავიგებდი, მეორე კიდევ მისი დუმილით მეგონა რომ ვძულდი ან რამე მსგავსი...
ჰო, მაკას დაქალია და რა გასაკვირია... მაკას ათასი „ჭორ-მართალი“ ექნება მოყოლილი, ბოლოსდაბოლოს ცოლს ვღალატობდი და ამაზე საშინელი რაღა უნდა იყოს...
მართალია დაოჯახებისთანავე მალევე დავამთავრე ის „ფარსი“ რაც მე და მაკას ბოლო პერიოდში ჩამოგვიყალიბდა, მაგრამ ფაქტი-ფაქტად და შეცდომა-შეცდომად...
გადავწყვიტე ამ უცნობს ბათუმში გავსაუბრებოდი, როდესაც მარტო ვიქნებოდით... შესაძლოა ალ ლამაზ არსებასთან ლინდასთან ლაპარაკი დიდი შეცდომაც ყოფილიყო, ასე რომ რაღაცნაირად მიხაროდა რომ ჩუმად იჯდა, ფანჯარას მიყრდნობოდა და სადღაც უსასრულობაში იყურებოდა... ვერ ვხედავდი მის სახეს, მაგრამ ვგრძნობდი, ჰო, ვგრძნობდი მის უაზროდ სევდიან თვალებსა და თეთრ, ფითქინა ნაქვეთბს, რაღაც უხილავი ფლუიდების სახით რომ აღწევდა ჩემმამდე...
მე ხომ მისი სახელიც არ ვიცოდი... დავფიქრდი, რა სახელი შეიძლება რქმეოდა, ან რომელი მოუხდებოდა...
თავში ჩემი ცოლის სახელი- მარიამი ამომიტივტივდა და მაშინვე უსიამოვნო შეგრძნებამ წამიღო... თავი არაკაცად ვიგრძენი, ორსული ცოლის სახელი რომ გამახსენდა მაინცდამაინც თან ასეთ დროს...
ხომ ვამბობ, ამ ისტორიაში მარიამს არაფერი ესაქმებათქო, მაშ რაღას მოდის-ხოლმე დაუკითხავად?!
რა ვქნა?! ეს სახელი ბავშვობიდანვე ძალიან მომწონდა, ეგ კი არა ვერ ვიტანდი სახელს რომ ამახინჯებდენ... მარიკა, მარიკუნა, მარუსა და ათასნაირად რომ გადატრიალ-გადმოატრიალებდნენ ამ სახელს...
სახელზე ფიქრს შევეშვი, რომ ჩავალთ და გავესაუბრები სახელსაც მაშინ გავარკვევ-თქო გავიფიქრე, და შევეცადე ყურადღება გზაზე გადამეტანა...
არ ვიცი რაზე ვფიქრობდი, როცა ლინდამ ვეღარ გაუძლო და დიდი შუახნის ქალივით წამოიკნავლა-
-ღმერთმანი, როგორი მძიმე ჰაერია, საშინლად დაცხა...
იმდენად არაბუნბრივად გამოუვიდა, კიდევ ერთი წინადადება რომ ეთქვა ალბათ გულღებინება დამეწყებოდა, ამ დაძახებაზე უცნობმა თავი მოატრიალა ჩემს მზერას რომ წააწყდა ჩაიღიმა, თვალებში ჩავაშტერდი, ისევ იღიმოდა, ღმერთო, შევიშლები მგონი... პირველად ვერ უძლებდი ქალის მზერას, ქალის?! ჰმ, ის ხომ ჯერ ბავშვი იყო, პატარა, გამოუცდელ გოგონას გავდა... თუმცა აბა მე რავიცი?! ვითომ საიდან ასეთი სპეტაკი არსება მაკას „სადაქალოში“?! შეიძლებაც და ბოლო დონის ძუკნა ყოფილიყო... და ეს ესაა კლანჭების გამოჩენას ელოდება?!
მაგრამ როგორ შეიძლება შეხედო მას თაფლისფერ თვალებში და რამე ცუდი იფიქრო, ციდან ჩამოფრენილ ანგელოზზე...
თვალი მორცხვად მომაშორა, მე კიდევ ისევ უტეხად უყურებდი, არც კი ვიცი რანაირი სახე მქონდა... ალბათ დავაფრთხე კიდევაც, წამით გონს მოვეგე და წინ გზას შევხედე, ლინდას უგემურად მიუგე ფანჯარა გააღეთქო, ისევ დააღო პირი რაღაცის სათქმელად მაგრამ ჩემს მზერა რომ დალანდა წინა სარკიდან, გაჩუმდა, ღილაკით ფანჯარა ჩამოწია და გაიტრუნა...
ისევ სიჩუმემ დაისადგურა და ასე გასტანა ამ აუტანელმა ჩუმმა კივილმა სანამ გვირაბში არ შევედი, უცნობს პატარა ბავშვივით გაუნათდა თვალები და სკამზე გემრიელად მოკალათდა.
პატარა ბავშვი რომ ანიმაციური ფილმების საყურებლად მოემზადება ისე... ხელები წინ მოათავსა და ყურადღებით დაიწყო წინ და გვერდი-გვერდ ყურება... ჯერ საშინლად გავოცდი, შემდეგ მის ბავშვურ ჟესტებზე ღიმილს ვეღარ ვიკავებდი, შეამჩნია და რაღაცნაირად შერცხვა კიდევაც, მაგრამ შევეცადე თვალებით მეთქვა ნუ გრცხვენიათქო, რამდენად გამიგო არ ვიცი, რადგან მერე თითქოს დაძაბული იჯდა, მაგრამ მაინც ყურადღებით ათვალიერებდა „სიბნელეს“ თითქოს პირველად....
გვირაბიდან რომ გამოვედით ისევ ძველ მდგომარეობას დაუბრუნდა, ვინანე... ჩავთვალე რომ ჩემს გამო ყველაზე სახალისო სანახაობას მოწყდა... რაღაცნაირი საცოდავი სახით შევხედე, თავი ისევ მინაზე ქონდა მიბჯენილი და თითებს დაათამაშებდა მინაზე...
უცბად მიიწია მინა დაორთქლა და სევდიანი სმაილი მიახატა, თითქოს შეეშინდა ვინმემ არ შეამჩნიოსო და მალევე დაუსვა, საშინლად ლამაზი და წვრილი ხელები...
ამის გამო უფრო გაუჯავრდი თავს, მეგონა ასე ჩემს გამო იყო, ალბათ ჩათვალა დავცინოდი მის ბავშვურ ქმედებებზე, მაგრამ ახლა ვერაფერს ვეტყოდი, გადავწყვიტე მომეთმინა, უკვე ბათუმის ქუჩებში ვცდილობდი სასტუმროს ადგილმდებარეობა გამერკვია, და სულ უფრო მიცემდა გული, რადგან გული რაღაცას მიგრძნობდა, სასიამოვნოს, მაგრამ მეშინოდა, აშკარად მეშინოდა, რაღაც არ მასვენებდა და მეც არ გამეგო რა... ალბათ ყველაფერი რაც ჩემს თავს ხდებოდა და დამატებული ეს ახალი პატარა და სათუთი არსება...



გრამატიკული შეცდომების ბუმი...პირველი პირის ნიშანი რომ ვ-ა,იცოდი? გამოასწორე რა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent