მინდა გიყვარდე სამუდამოდ (3,4)
მოკლედ ვაგრძელებ ჩვენს ამბავს.. გიო და თათა ერთად არიან ერთი კვირაა რაც ჩამოვედით ყაზბეგში და ამ 1 კვირის მანძილზე გიგის მწეველ მზერას ვაიგნორებდი თუმცა როგორც ვთქვი ეს ძალიან მიჭირდა.რაღაც საოცარი ადამიანია თბილი მაგრამ ამავდროულად ძალიან ცივიც.. არვიცი რა მემარება როცა თვალებში ვუყურებ ბავშვივით ვიბნევი,როცა მელაპარაკება ისე მხიბლავს მისი ბოხი თან ამავდროულად ასე ტკბილი ბარიტონი.. ნუ იმაზე ლამაპარიც აღარ მაქვს როცა შემთხვევით "მეგობრულად" გადამხვევს ხელს. ამ დროს ისე დაცულად ვგრძნობ თავს.. არვიცი რამჭირს ალბათ შემიყვარდა ან შეიძლება უბრალოდ ახირებაა .. არვიცი ვერ გეტყვით. ჰმ! ძალიან გამიგრძელდა საუბარი ჩემს გრძნობებზე. მოკლედ დილით გადავწყვიტე მარტო გამესეირნა. მე ხომ ასე ძალიან მიყვარს მთაში მარტო ყოფნა.. მთა-- ის ადგილია სადაც მე ჩემს ნამდვილ თავშესაფარს ვპოვებ. -ბავშვებო მე წაავალ ცოტახნით გავისეირნებ-- გამოვაცხადე ყველას გასაგონად საუზმის შემდეგ. -კარგი--მითხრეს ერთხმად და მეც გარეთ გავედი. დავუყევი ბილიკს და ვსეირნობდი.. უკვე მოსაღამოვდა და ჯერ კიდევ არ ვაპირებდი სახლში დაბრუნებას.. უბრალოდ სიწყნარეში ვიჯექი და ფიქრობდი ყველაფერზე გაადავწყვიტე ბავშვებისთვის დამერეკა და მეთქვა რომ შემაგვიანდებოდა თუმცა ტელეფონს რომ დავხედე გათიშული ყოფილა.. უპს!! ესღა მაკლდა!! -ღმერთო რა დავაშავეე!! უკვე კარგად დაღამებული იყო სახლში რომ დავაპირე წასვლა, ნელა დავუყევი ბილიკს და გეზი სახლისკენ ავიღე. შესვლის თანავე თვალი მოვკარი ბიჭების გაცეცხლებულ სახეებს და მივხვდი რომ აი აქ წასულია ჩემი საქმე.. -სად იყავი გოგო ამდენი ხანი? შენ სრულ ჭკუაზე ხარ?--იღრიალა ლევანმა -არა რა შენ მარტო არსად არ ხარ გასაშვები.. დღეიდან ჩვენს გარეშე არსად აღარ გაადგამ ფეხს გასაგებია?--აყვა გიგიც -აუ პროსტა ნინ კაი რა ტოო... იცი როგორ ვინერვიულეეთ პრინნცესა?--ნიკუშა -აუუ რაიყოთ ხალხნო რა დავაშავე ტელეფონი დამიჯდა და ვერ დაგირეკეთ რამე დაშავდა ამით? დებილი ვარ რო დავიკარგო? კარგით რაა--ვუთხარი საკმაოდ ხმამაღლა თუმცა ვინანე.. -კაი პატარავ უბრალოდ ძალიან შემეშინდა.. შეგვეშინდა მართლა შენ რომ რამე დაგმართნოდა უბრალოდ ვერ ვიცოცხლებდი ბოდიშირა--მოვიდა გიგი და მაგრად ჩამეხუტა.ვაიმე გავგიჟდები ეხლა რაოო? ვერ ვიცოცხლებდიო? მომესმაა? ვუჰუუ !! -კაი არაუშავს უბრალოდ შემდეგში ეცადეთ მომისმინოთ და ეგრევე ჩხუბზე ნუ გადახვალთ.(მე') -კარგი მორჩით წამოდით ვჭამოთ რა(თათა) -წამო წამო მეც მშია(აჰყვა ნიკუშაც) -მე არმინდა თქვენ ივახშმეთ დაღლილი ვარ და დავიძინებ..(ვთქვი და გეზი ჩემი ოთახისკენ ავიღე) შევედი თუარა საწოლზე წამოვწექი და ფიქრი დავიწყე გიგიზე.. მაგიჟებს ეს ბიჭი უბრალოდ რა.. ყოველ დღე უფრო და უფრო მიყვარდება მაგრამ ვიცი მას უბრალოდ როგორც მეგობარი ისე ვუყვარვარ. მაგრამ დღეს რაც მოხდა.. არვიცი არვიციი ვერაფერი გავიგე.. უცბათ წამოვდექი და სააბაზანოში შევედი ცხელმა წყალი გადავივლე და მალევე ჩამეძინა. დილით რაღაც ხმაური მაღვიძებს. ჩავდივარ ქვემოთ და რას ვხედავ ლევანი მისდევს ნიკუშას და თან ბოლო ხმაზე ღრიალებს. -ეე რახდება აქ? (ვკითხე გოგოებს რომლებიც სიცილით რასაც ჰქვიია იგუდებოდნენ) -ვაიმე გოგო ნიკა შევიდა ლევანის ოთახში და სახეზე რაღაცეები დაახატა მერე ლევანი ადგა და რომ დაინახა რას გავდა ღრიალი მორთო და ნიკუშას გაეკიდა. 1 საათია ესე დარბიან მთელს სახლში(ძლივს მითხრა მარიმ) -ვაიმეე ცუდადვარ (მე) -ეე რახდება ბიჭო დაანებე თავიი(როგორც იქნა ოთახში შემოვიდა გიგი და ბიჭების გაშველებას შეეცადა თუმცა უშედეგოდ) დიდი ხანი ირბინეს და ბოლოს ორივე რომ დაიღალა ძლივს გააშველეს გიომ და გიგიმ მოკლეთ ეს დღე დილიდან ძაან მაგრად დაიწყო. ყველა სამზარეულოში ვიყავით როცა ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. -ხო დედა რახდება? (მე) -ნინი შვილო, ნათია ძალიან ცუდადაა(მითხრა ანამ ნამტირალევი ხმით) -რაა? კიმაგრამ რა სჭირს დედა (ვუთხარი და ბავშვების ყურრადღებაც დავიმსახურე) -გულზე აქვს პრობლემები.. ჩემს კლინიკაში ვართ ოპერაცია უნდა გავუკეთოთ სასწრაფოდ თუ ჩამოხვალთ კარგი იქნება.(დედა) -რასქვია 'თუ' დედა ახლავე წამოვალთ.(ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე) -რახდება? (გიგი) -მარი გთხოვ არ ინერვიულო ეხლა რასაც ვიტყვი კარგი?(მე) -კარგი რახდება ნინი? (მითხრა შეშინებულმა მარიმ) -ესეიგი არვიცი როგორ გითხრა.. ნათიას ოპერაციას უკეთებენ ძალიან ცუდადაა (ვუთხარი და თავი დავხარე) -რა? (ამის თქმა შეძლო მხოლოდ ატირებულმა მარიმ) -დროზე თბილისში!(ლევანი) ნათია მარის დაა.. ძალიან თბილი და მოსიყვარულე გოგოა.. ყველას ისე გვიყვარს როგორც და.. ახლა კი როცა წაარმოვიდგენ რომ შეიძლება ის უბრალოდ აღარ იყოს ვერ ვიჯერებ არ შემიძლია დავიჯერო რომ ჩვენი ნათია ჩვენთან აღარ იქნება.. ნათიას პატარაობიდან გულზე აქვს პრობლემა.. 888 საავადმყოფოში მისვლისას დავინახეთ მარის დედ-მამა როგორც ტიროდნენ და მივხვდით რომ ყველაფერი დასრულდა.. მივხვდით რომ ჩვენი ნათია წავიდა.. წავიდა იქ საიდანაც აღარ ბრუნდებიან.. მეტკინა ყველაზე მეტად მეტკინა ვერ წარმოიდგენთ უბრალოდ როგორ მეტკინა.. ტირილი დავიწყე უბრალოდ ცრემლები კიარა ეს სისხლის ცრემლები იყო უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი რომ შეიძლებოდა ცხოვრება ასეთი სასტიკი ყოფილიყო და ჩვენგან ჩვენი ანგელოზი წაეყვანა.. გიგის ჩავეხუტე და ვიგრძენი რომ ამ ქვეყნად მხოლოდ ის დამრჩა ძვირფასი.. გიგი ჩემსკენ მობრუნდა და მითხრა: -ჩემო ანგელოზო! უნდა გავუძლოთ მეშენთან ვარ-ო და მაკოცა.. ვიგრძენი ის რაც მთელი ცხოვრება არ განმიცდია.. მივხვდი რომ ვიღაცას მთელი გულით ვუყვარდი დაშეეძლო რომ ისეთი მივეღე როგორიც უბრალოდ ვარ. შევხედე მარი როგორ აბღავლდა და ჩაიკეცა.. მივხვდი როგორ სტკიოდა,მან ხომ დაკარგა ადამიანი რომელიც მთელს მსოფლიოს ერჩივნა.. სამწუხაროდ ასეთი ადამიანი როგორიც მარის ჰყავდა მე არ მყოლია და არ განმიცდია დედმამიშვილის სიყვარული მაგრამ კარგად ვხვდებოდი ახლა როგორ სტკიოდა მარის... 2 კვირა გლოვაში გავიდა.. სასაფლაო,უამრავი შავებში ჩაცმული ადამიანი და ჩვენ! ჩვენ უბრალოდ ყველაზე მეტად განვიცდიდით. ყველაზე ცუდი და სამწუხარო კი ის იყო რომ ყველაზე სუფთა ადამიანის საფლავზე ძალიან ბევრი ტყუილი ცრემლი იღვრებოდა... ნათიას დაკრძალვა გადავიტანეთ, იყო ბევრი ცრემლი იყო ბევრი მწუხარება ძალიან დაგვაკლდა და მისი წასვლის შემდეგ ყველაფერი უკან-უკან მიდიოდა, თითქმის ერთი წელი დავიდა მისი გარდაცვალებიდან.. მე და გიგი ერთად ვიყავით, არა უბრალოდ ერთმანეთისთვის სიტყვა-მიყვარხარ და რაღაც სენტიმენტალური რამეები არ გვითქვამს ჩვენი ერთდ ყოფნაც რაღაცნაირად სპონტანურად მოხდა, უბრალოდ ერთ დღეს ავდექით და უფრო გავაღრმავეთ ჩვენი ურთიერთობა.. მაგრამ ამ ბოლო თვეს გიგი რაღაცნაირად იქცევა, სულ ცდილობს თავი ამარიდოს, სულ ცდილობს რომ გამექცეს თითქოს მაგრამ ვერ ვხვდები რა ხდება.. ასეთი ცივი გიგი არასოდეს მენახა.. დღეს ჩემი დაბადების დღეა 22 მაისი.. და ჩემს საყვარელ ადამიანს ჯერ არც კი მოულოცია უკვე საღამოა.. ყველა მეგობარი და ჩემთვის განსაკუთრებული პიროვნება ჩემთანაა.. გარდა ერთისა.. -კარგი ნუ ნერვიულობ ალბათ დაავიწყდა( "გამამხნევა" თათამ) -ან რამე ცუდი მოხდა რაიცი (მარი) -ვაიმე მარიი კაი გოგო რეებს ეუბნები გაგიჟდი? ვერ ხედავ? ტირის!! კიდევ ეგ უნდა? (უსაყვედურა თათამ) -ოო კაი კაი "მამიდავ" (თქვა მარიმ და მე მათ ბავშვურობაზე ოდნავ გამეღიმა) -კარგით დაწყნარდით შეიძლება მართლა რამე პრობლემაა რა..(ვთქვი და მისაღებში გავედი) იქ მთელი სასტავი შევკრებილიყავით რათქმაუნდა გარდა ერთისა და ის ერთი გიგი იყო.. -აბა ვსვამთ? (ვიყვირემე) -როგორც იუბილარი იტყვის! (დაამატა სიცილით ლევანმა) მთელი ღამე ვსვამდით, ძველ ამბებს ვიხსენებდით.. სკოლაში ერთად გატარებულ წლებს.. ბევრი ვიცინეთ ვიმხიარულეთ, ვიმღერეთ.. მაგრამ ამ საღამოს ერთი ადამიანი განსაკუთრებულს გახდიდა.. რაც არ მომხდარა.. დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა და ზლაზვნით დავწვდი ტელეფონს. -გისმენ--ვუპასუხე ძილისგან დაბოხებული ხმით. -გილოცავ მოგვიანებით--ვიცანი ჩემი საყვარელი ბარიტონი.. -მადლობა მაგრამ გუშინ რომ მოსულიყავი მგონი არ იქნებოდა ურიგო და გუშინ მოგელოცა--ვუთხარი ნაწყენმა.. -ვერ მოვახერხე ტოო ეხლა მაგ სისულელის გამო უნდა გაიბუტო?--რაღაც არ მომწონს ეს ბიჭი მე -რაგჭირს გიგი? -არაფერი ტო, მაინდამაინც რამე უნდა მჭირდეს? -ააჰა კაი-- ვუთხარი დატელეფონი გავთიშე.. ვისარგებლე იმშემთხვევით რომ დედა და მამა საზღვარგარეთ არიან ისევ და ერთი კვირა სახლიდან არ გავსულვარ, არც არავის ზარებს არ ვპასუხობდი.. არ მინდოდა ახლა ვინმესთან საუბარი.. ბავშვებს ავუხსენი რაც ხდებოდა და დანარჩენი არ მაინტერესებდა.. ერთ საღამოს ძალიან მომინდა გიგის მაგრამ ვერ მივიდოდი და ვერ ვნახავდი.. ამიტომაც ვიფიქრე სასმელი მიშველიდა და დავლიე.. რაც ძალიან ძალიან ვინანე.. კარზე ზარი იყო მეგონა გიგი იქნებოდა მაგრამ ძალიან შევცდი.. კარი გავაღე და ჩემი ყოფილი შეყვარებული შემრჩა ხელში.. -როგორ ხარ? (დათა) -მშვენივრაად(მე) -რაღაც არამგონია ნინი მშვენივრად იყო(დათა) -შენ როდიდან დაგაინტერესა ჩემმა მდგომარეობამ დათა? ( ვუთხარი ირონიულად) -ხომ იცი მესულ მაინტერესებ საყვარელო--მოვიდა და გადამეხვია -დათა წადი რა არმაქვს შენი თავი(ვუთხარი და შეწინააღმდეგება ვცადე თუმცა უშედეგოდ ისევ მეხვეოდა და მკოცნიდა) ამ დროს ვიგრძენი რომ დათა ძირს დაეცა და ვიღაც გამეტებით ურტყამდა.. ვიღაცაში ნაცნობი სილუეტი ამოვიცანი და მალევე მივხვდი ეს გიგი რომ იყო.. -გი...გ...ი --ძლივს ამოვილუღლუღე -კარგად ხარ ჩემო ლამაზო? -ეს რატომ გააკეთე? მგონი მ...მ..ოკა....ლი(ბოლო სიტყვა ჩურჩულით ვთქვი) -ჩუუ!..დაწყნარდი ყველაფერი კარგად იქნება.. -გიგი შენ ის მოკალი გესმის?--ვყვიროდი უკვე -ჩუუ ნინი ჩუმად დაწყნარდი (გიგი) -კიმაგრამ გიგიი!! შენ მკვლელი ხარ ახლა ხომ დაგიჭერენ!! ახლა ხომ უშენოდ დავრჩები გიგი.. -ჩუუ გთხოვ უბრალოდ ჩამეხუტე და ყველაფერი კარგად იქნება... მალე სახლში ბავშვები მოვიდნენ.. მათ სასწრაფო დახმარება და ... პოლიცია... პოლიცია მოჰყვა.. წაიყვანეს გიგი.. არვიცით რა მოხდება... ყველა განადგურებული იყო.. ჯერ ერთი პრობლემა არ გვქონდა გადატანილი ახლა მეორე რომ დაემატა.. ღმერთო რა დავაშავეთ.. ღმერთო რატომ არ გვეღირსა წესიერი უბრალოდ წყნარი ცხოვრება... არვიცით რამდენს მიუსჯიან გიგის.. არვიცით რამდენი ხნით დავკარგად ჩემს სიცოცხლეს.. ეს უბრალოდ ენით აღუწერელი გრძნობაა როცა იცი რომ ადამიანი რომელიც სიცოცხლეს გირჩევნია ერთ წუთში მკვლელი გახდა... ერთ წუთში უბრალოდ მოკლა ადამიანი.. რამდენი რამ შეიცვალა ერთ წუთში.. გიგი მკვლელი გახდა.. მე გიგის გარეშე დავრჩი გაურკვეველი ვადით.. დათა მოკვდა.. მაგრამ ყველააზე მეტად გიგის ბედი მაღელვებს რამდენს მიუსჯიან.. მთელი ღამე განყოფილებაში გავატარეთ.. 1 კვირაში გაირკვევა რამდენს მიუსჯიან ჩემს გიგის.. მანამდე კი მოვითხოვე მისი ნახვა.. -ჩემო ლამაზო ნუ ტირი გთხოვ! -გიგი რატომ იყავი ამ ბოლოს ასეთი ცივი?!--დავსვი სიტუაციისთვის სრულიად შეუფერებელი კითხვა.. -იყო რაღაც სერიოზული პრობლემები და დამიჯერე ეს შენ არ გეხება ჩემო პრინცესავ მივხვდი რაც დავაშავე შენს წინაშე და იმ ღამეს ზუსტად ბოდიშის მოსახდელად მოვედი როცა ის ნაძირალა თავისი ბინძური ხელებით ეხებოდა ჩემს პრინცესას.. რომ დავინახე როგორ ეხებოდა ერთ უმწეო ნასვამ გოგოს რომელიც ასე ნაზი იყო და თან ჩემი იყო! მხოლოდ ჩემი ვერ მოვითმინე და ამიტომ ვცემე!! მაგრამ რავქნათ ჩემო პრინცესა ლაჩარი ყოფილა და ვერ გაუძლო.. --გაღიმება სცადა გიგიმ მაგრამ ვერ გამოუვიდა იმდენად ნერვიულობდა ახლა... -გიგი როგორ გავძლო უშენოდ? რა ბედი გეწევა ჯერ არაფერი არ ვიცით..--ვთქვი და ისევ ტირილი ამივარდა.. -ჩუუუ.. დაწყნარდი ჩემო პატარავ!! უბრალოდ გახსოვდეს შენ იყავი ხარ და იქნები მუდამ გიგი არაბულის გოგო! და სანამ მე ცოცხალი ვიქნები ვერავინ გაბედავს ჩემს გოგოს აწყენინოს! იცოდე შენს თვალზე ცრემლს ჩემს გამო რომ ვხედავ ჩემი თავი მძულს.. გთხოვ დაწყნარდი--მითხრა ძლიერად ჩამეხუტა და მაკოცა.. -მე რა გავაკეთო...--ვკითხე უმწეო ბავშვივით.. -საყვარელო უბრალოდ მინდა გიყვარდე სამუდამოდ... ----------------------------------- ჰმ!! არვიცი რა დავწერე უბრალოდ მინდოდა ყველაფერი გადმომეცა, შეძლებისდაგვარად... არვიცი შეიძლება ძალიან ბანალური გამოდის მაგრამ არაუშავს ჯერ პირველია ასერომ.. გავაგრძელოო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.