შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განწირულია წვიმის წვეთები... (5)


26-05-2015, 12:43
ნანახია 1 544

- მგონი ამ ქუჩას მეორედ გავდივართ - წამოიკნავლა ლინდამ და შეეცადა ამჯერად ბუნებრივი ყოფილიყო...
მართალი იყო, მეორედ ჩაუარე ერას მოედანს, რა მემართებოდა მეც არ ვიცოდი, პირველად ნამდვილად არ ვარ აქ, მეტ-ნაკლებად ვიცნობ აქაურობას, მაგრამ ახლა, თითქოს ყველაფერი თავიდან ამომივარდა... ვერ გეტყვით როდის ვიყავი უფრო „ცარიელი“, მაშინ თუ ახლა...
მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ იწყებოდა ყველაფერი...
ლინდას წამოსროლილი ფრაზა უყურადღებოდ დავტოვე, საშინლად დაღლილი ვიყავი...
ეს დუმილიც უფრო მეტად მშლიდა ნერვებზე, მიკვირდა კიდევაც ნუთუ მთელი გზა ასე გავძელი, ორი მშვენიერი მანდილოსანი მეჯდა მანქანაში, მე კიდევ?!
უცბად ტელეფონი აწკრიალდა დავითი იყო, გამიხარდა მისი ზარი, როგორც იქნა ამ გაურკვევლობიდან გამოვიდოდი...
- სად ხარ ?! - სიცილნარევი ხმით დამიყვირა ტელეფონში...
- მოვდივართ, მოვდივართ... ბიჭო, დავიბენი, ყველაფერი ამომივარდა თავიდან, გავგიჟდი ლამის, თავი უცხო ქალაქში მგონია..
ჩქარა და ნერვიულად მივაყარე დავითს სიტყვები... განა მიხვდა ჩემი უიმედო მდგომარეობა როგორ არა, მაგრამ არ შეიმჩნია ერთი გემრიელად გადაიხარხა და მითხრა
- ბიჭო, „ინტურისტთან“ გელოდებით, მალე ქენი...
სასტუმროს სახელის გაგონებაზე წამში აღვიდგინე მეხსიერება და გიჟივით მოვწყდი ადგილს...
აი, ისინიც... კიდევ ერთხელ გამიხარდა ხმასთან ერთად, ამჯერად დავითის სილუეტი რომ დავლანდე... სამივე რაღაცაზე იცინოდა...
სერიოზული სახეებიით მიუახლოვდით წამით გაჩერდნენ...
დავითი ლინდას მიეტმასნა -
- რა იყო ლინდუშ, რას ჩამოგტირის სახე... ბათუმში ხარ ტო, ზღვისპირა ქალაქში...
ლინდამ არაფერი უპასუხო, ამოვიოხრე და მკვახედ მიუგე...
- გზაში გართობა დააკლდა ქალბატონს...
ირონიული ტონის მიუხედავად არავის არაფერი უთქვამს, დავითი მიმიხვდა რაშიც იქნებოდა საქმე... ბექა და მე ბარგს ვეზიდებოდით, დავითმა ლინდას მხარზე ხელი გადახვია ვითომ „ამშვიდებდა“
- კაი რა ლინდა, არ იცი ამის ამბავი, რა რთული ხასიათი აქვს, შენ კი არა ამას მე ვერ ვუგებ ხოლმე !
ბოლო ფრაზა ხმამაღლა წამოიძახა, ჩემს გასაგონად, მე გავუღიმე და სასტუმროს შესასვლელისკენ დავიძარი...
როლები საინტერესოდ იყო განაწილებული, სამი ქალი და სამი მამაკაცი ვიყავით...
გადავწყვიტეთ ერთ ნომერში რამენაირად მოვთავსებულიყავით სამივე... მაგრამ ქალებისთვის ცალ-ცალკე ნომრები ავიღეთ...
ლოგინზე პირაღმა დავემხე, გახშირებულად ვსუნთქავდი, მეფიქრებოდა ყველაფერზე და არაფერზე ერთდროულად...
უცბად მაკამ კარი შემოგვიღო და გამოგვიცხადა ზღვაზე მივდივართო, დავითმა გაიოცა...
- ახლა ?!
- ხო, რა იყო?! სასტუმროს ნომერი კი არ უნდა ვათვალიერო მთელი დღე?!
- არა, ეგ რომელმა გითხრა, უბრალოდ ვიფიქრე ჯერ დავისვენებდით და საღამოსკენ წავიდოდით სადმე...
გულწრფელად გაუკვირდა დათოს მაკას ტონი და სიტყვები... მაკაც ცოტა მოლბა და სწრაფად მოგვიგო -
- ჰო რავიცი, დაგელოდოთ თუ მოგვიანებით მოხვალთ?!
- ჰო, მოვალთ, მოვალთ... წადით თქვენ
სასაცილოდ, გვერდების ქნევით მოცილდა მაკა ოთახს....
დავითმა სასაცილოდ დაისვა კეფაზე ხელი.
- ბიჭო, რა უცნაურები არიან ეს ქალები რა....
- ეჰ, დავით მიდი გაემზადე, არ ვალოდინოთ დიდხანს (ბექა)
აბაზანაში რიგ-რიგობით შევიდნენ...
მე „პოზა“ შევცვალე და ახლა ლოგინზე წამომჯდარი მივშტერებოდი ოთახში რაღაცა წერტილს, როცა რაღაც მძიმე მომხვდა მხარზე, გაოცებულმა გავხედე დავითს...
- ადექი , თორე წამოვიდა მეორე ბალიში ! (ბექა)
სიცილს ვერცერთი ვეღარ იკავებდა, მათ ბავშბურ ქმედებაზე მეც გამეცინა და აბაზანისკენ წავედი...
ამ ჩვენ ბოდიალში კარგი ერთი საათი გასულიყო...
სწრაფად გავედით სასტუმროდან, ის „უცნობი“ რომ შევნიშნეთ, ჩანთაში რაღაცას გამწარებული ეძებდა...
- ეს ზღვაზე არ უნდა იყოს?! (ბექა)
- ალბათ ჩვენსავით მოგვიანებით უერთდება გოგოებს (დავითი)
- დაუძახოთ?! (ბექა)
- რა კითხვებს სვამ ?! (დავითი)
დავითის ეს სიტყვები და ბექას ღრიალი ერთი იყო...
- აანაა ! (ბექა)
ანა..
აი თურმე რა ქვია... პატარა საყვარელი ანა, ანასტასია, ჩემი ანა...
ჯანდაბა! ჩემივე ფიქრებს გაუჯავრდი, აზრებიდან ბექას მეორე შეძახილმა გამომარკვია...
- ანა, აქ მოდი ! (ბექა)
ანა დაბნეული აცეცებდა თვალებს, როდესაც შეგვამჩნია ჩვენსკენ წამოვიდა...
- მაპატიეთ, ამდენ ხალხში ვერ გავარჩიე სად იყავით...
რა საოცარი ხმის ტემბრი აქვს, ღმერთო ჩემო, ჭკუიდან ვიშლები...
- წამოდი, ჩვენც ზღვაზე მივდივართ... (ბექა)
უხმოდ გავედით სასტუმროდან...
- ანაა... (დავითი)
ანამ გახედა კითხვის მოლოდინში და ინტერესით გაიტრუნა...
- რამდენი წლის ხარ? სიცილნარევი ხმით უთხრა დავითმა...
- 21-ის, ისეთი ტემბრით თქვა, ვერ მიხვდებოდი სინანული იყო, სირცხვილი თუ უხერხულობა...
- ჰეჰე...
დავითი ფიქრებში წავიდა, მერე მე მომიბრუნდა...
- ბიჭო გახსოვს, მესამე კურსზე ვიყავით ჩვენც, მე თინა გავიცანი, შენ კიდევ ერთ-ორ თვეში მარიამიც ნახე...
_ კი მახსოვს...
რატომღაც ჩუმად ვუთხარი, თან სიამაყით გაამახსენდა ეგ წლები, თან არ მესიამოვნა წარსულის გახსენება...
ანამ ამომხედა და დამაკვირდა, მესიამოვნა მისი ასეთი ინტერესი...
თვალებში ჩავაშტერდი და გაუღიმე მანაც საპასუხოდ გამიღიმა, ისე ამოვყავით ზღვაზე თავი ვერც შევამჩნიეთ, იმდენი ხალხი იყო, გაგვიჭირდებოდა მათი მოძებნა...
დავითმა ერთი კარგად ამოიხვნეშა, ოთხივემ მივხვდით რომ წინ დიდი სამუშაო გველოდა, მაგრამ უცბად შევამჩნიეთ ანა როგორ უქნევდა ხელს მაკას, წითელი თხელი კაშნეს მაგვარი რაღაც მოეხვია წელზე და საშინლად არ უხდებოდა მისი საცვლების ფერს...
ჩვენც მათკენ ავიღეთ გეზი, ლინდა გასარუჯ კრემს ისმევდა, მაკა ეტყობა წყალში ჩასასვლელად ემზადებოდა.. წითელი კაშნი იქვე მიაგდო და წყლისკენ გაქანდა...
ცურვა იცოდა, თან კარგად იცოდა... ნათქვამი ქონდა ადრე, მე პირადად არასდროს მინახავს, ახლა ვიდექი და ყურადღებით ვაკვირდებოდი მაკას მოძრაობებს, და ვცდილობდი ამდენ ხალხში არ დამკარგვოდა...
ლინდამ ცარიელ „შეზლონგებზე“ მიგვითითა თან მოჩვენებითი წყენით მოგვიგო, დაგაგვიანდათო...
- ეე, კარგი რა ლინდა... ახლა ხომ აქ ვართ?! (დავითი)
- ახლა კი, მკვახედ მიუგო და თავი შეაბრუნა.
დავითმა ხელში აიტაცა და წყლისკენ გააქანა, ლინდამ ყვირილი დაიწყო, მაგრამ კაციშვილი არ უგდებდა თვალ-ყურს...
- ეჰ, რა ეშველება ამას, დანანებით გახედა ბექამ დავითს, რომელიც ლინდას „დახრჩობას“ ცდილობდა, ლინდასაც ყვირილი და წივილი თანდათან სიცილ-ხარხარში გადადიოდა...
ბექამ მაისური გადაიძრო და მათკენ გაეშურა...
ნაპირზე მე და ანა დავრჩით... თხელი, ყვავილებიანი სარაფანი ეცვა, ისევ იდგა და ხალხს აკვირდებოდა, მზისგან შეწუხებული ჭუტავდა თვალებს და თითქოს ადგილს ზვერავდაო...
ისეთი ლამაზი და ჰაეროვანი მეჩვენა, მომინდა ფოტოაპარატით სურათი გადამეღო მისთვის და სამუდამოდ შემენახა...
(თუმცაღა ეს მომენტი დღემდე მახსოვს, თითქოს ფოტო-სურათივით ჩამრჩა გონებაში და სულ თან დამაქვს)
გულზე ჩამოკიდებული სათვალე ფრთხილად მოვხსენი და თვალებთან მიუტანე, გაოცებული აკვირდებოდა ჩემს ქმედებას, ფრთხილად გავუკეთე და გავუღიმე, არაფერი მიპასუხა, შეზლონგისკენ დაიძრა, კაბა გადაიძრო და იქვე ჩამოჯდა...
მოჯადოებული ვუყურებდი, მის ქმედებებს, ისეთი სათუთი და ნაზი იყო...
ვაკვირდებოდი, მის მკერდს, მუცელს, მხრებს, ლამაზად რომ არხევდა, ბუნებრივად, რაღაცა მისეულად...
ბოლოს წამოწვა, ფეხები წინ გასწია და თითქოს „მოდუნებას“ შეეცადაო, მაგრამ ვგრძნობდი რაღაცნაირად მაინც დაძაბული იჯდა, ხელებიც ქვემოთ ჩაუშვა და გაიტრუნა...
მე გევრდითა შეზლონგზე მიუწექი... ასე ვიყავით რამდენიმე წუთი როცა გამომხედა, და მკითხა -
- ცურვა არ იცი?!
ადგილს ვეღარ ვპოულობდი, ლამისაა მეყვირა, მეკივლა... პირველად მკითხე, პირველად დამელაპარაკა...
ცურვა, ჯანდაბა ! შენთან ერთად ცურვა კი არა მანქანა ძლივს დამყავს მინდოდა მეთქვა, მაგრამ ...
- იცი, ცურვა არც მე ვიცი... ამაში სასირცხვილო არაფერია... გაიცინა და თავი ისევ გააბრუნა.
როგორი ბავშვურია, რა საუცხოა არსება ვიპოვე, ან მიპოვა, ან...
- არა, ცურვა ვიცი, როგორ არა, უბრალოდ ახლა ნაკლებად მაქვს წყალში ჩასვლის სურვილი
დაბნეულმა მიუგე და პასუხს დაველოდე, არაფერი მითხრა, გული ჩამწყდა, დავაპირე რაღაცის თქმა, მაგრამ გადავიფიქრე, შემეშინდა ყველაფერი არ გავაფუჭოთქო...
- კარგად ცურავ?! - მკითხა უეცრად
- კი, ბავშვობიდან, მამამ მასწავლა...
ცურვა მართლაც მამამ მასწავლა, ყოველთვის ტკბილად მახსენდება... ცხოვრებაში რასაც არ უნდა გადავწყდე, აუცილებლად მამა მახსენდება, ან მახსენებენ, ალბათ, იმიტომ რომ, ბევრი რამ მამას უკავშირდება...
- მასწავლი?!
გულუბრყვილოდ მკითხა, თითქოს ისე სხვათაშორისოდ და ამ სიტყვის შესრულებას არც ელოდა...
- კი, გასწავლი !
წამოვდექი და ხელი გაუწოდე.
გაუკვირდა, სათვალე მოიხსნა და თვალებში ჩამაშტერდა, მზეს ჩემი სხეული უფარავდა, ამიტომ თავისუფლად მიყურებდა, თითქოს უხაროდა რაღაც, ბავშვურად, რაღაცნაირად შემომციცინებდა...
ისიც წამოდგა, მასზე ერთი-ორი თავით მაღალი ვიყავი, ამომხედა და გამიცინა...
- რა გაცინებს?!
- მასე აპირებ წყალში შემოსვლას?!
შევამჩნიე რომ არც კი გამიხდია, დაბნეულმა შევხედე და თავზე ხელი გადავისვი...
- არა, რა თქმა უნდა... ჩემი თქმა და მისი ახლოს მოსვლა ერთი იყო...
გულის ცემა ამიჩქარდა, ლამის იქვე ჩავიკეცე, როცა მაისურზე ხელი მომკიდა, ცერებზე აიწია და სწრაფად გადამაძრო, მაიკა მის „შეზლონგზე“ დააგდო და გამიღიმა...
გავშეშდი, ენა ჩამივარდა, იმდენად ახლოს იდგა რომ თავის გაკონტროლება მიჭირდა, ნერწყვი მძიმე გადავყლაპე...
ნაკუნთულ სხეულზე ისიც მძიმედ და რაღაცნაირად მიყურებდა... მის მზერაზე გამეღიმა, ცალი ხელი სახესთან მივუტანე, მისკენ კიდევ უფრო მეტად მვიწიე და საფეთქელთან ვაკოცე...
- წამოდი პატარავ... ჩუმად ვუჩურჩულე, ისიც ჩემს სურვილს დაყვა, მაჯაში ხელი ჩამავლო და გამომყვა, მის ამ ქმედებაზე ისევ გამეღიმა მაჯიდან ხელი მოვაშორებია, და ხელი მაგრად ჩავჭიდე...
დავითის და ლინდას ძებნა დავიწყე თვალებით მაგრამ ვერსად შევნიშნე... ვერც მაკას და ბექას ვხედავდი...
- იქ არიან... თქვა და თითი მოტივტივე წითელი ბურთისკენ გაიშვირა...
არ ვიცი, როგორ დაგვინახეს, მაგრამ ოთხივე ხელს გვქინევდა, ბექა მგონი გვძეხდა კიდევაც მოდითო... მათ ჟრიამულზე, რომელიც ლამის ნაპირზე აღწევდა გამეცინა, ასეთ მომენტებში ვგრძნობ რომ ჩემები არიან... ათასნაირი გრძნობა და ემოცია მეუფლება, მაგრამ რაც მთავარია, ვგრძნობ ყველაზე მნიშვნელოვანს - სიყვარულს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent