შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ ერთი წესი არსებობს არ უნდა შეგიყვარდე - თავი პირველი


26-05-2015, 13:12
ავტორი -Crazy-Girl-
ნანახია 3 808

პირველი დღე
-აი ეს სახლია - მითხრა უკვე ხანში შესულმა გაჭაღარავებულმა კაცმა და გასაღები ჩამიგდო ხელში.
-მადლობა აი ფული დაახლოებით 1 თვე ვიქნები აქ და თუ კიდევ დავრჩები გაგაფრთხილებთ და ფულსაც დაგიმატებთ
-არაა ეგ პრობლემა შვილო კარგად დაისვენე - გამიღიმა და წავიდა. ბათუმში ჩამოვედი ერთი თვით სახლი ვიქირავე და ჩემი ერჩევანით კმაყოფილმა სახლის კარები შევაღე ჩანთები იქვე დავყარე შესასვლელში და დივანზე ჩამოვჯექი.

/ ამ დროს ალექსანდრესთან/
-კაი რა ლუკა არ მინდა ბათუმში წასვლა
-ალექსანდრე რატომ ხარ ასეთი ჯიუტი? - თქვა თავისი წრიპინა ხმით გვანცამ და ალექსანდრემ თვალები გადაატრიალა
-კარგი რა წამოდი ალექსანდრე რა მოგივა? ერთი კვირით მაინც წამოდი? - სიტუაციის განეიტრალება სცადა ლიზიმ
-აი ლიზი შენ ხო ჩემი და ხარ და რატომ უჭერ ამათ მხაარს? - დაიწუწუნა ალექსანდრემ და ლიზის მკვლელი თვალებით შეხედა
-ის მხარს კი არ გვიჭერს ცდილობს დაგიყოლიოს რადგან მასაც ისევე უნდა ბათუმში წასვლა როგორც ჩვენ - დაამატა აქამდე ჩუმად მჯდარმა გიომ და გაიღიმა
-ხო კარგი მოვდივარ ხვალ დილით გავიდეთ ეხლა რაღაც საქმე მაქვს და უნდა წავიდე
-რა საქმე? - დაიწრიპინა გვანცამ და ალექსანდრეს ისედაც მოშლილი ნერვები უარესად მოუშალა
-არაა გვანცა ეს შენი საქმე და შეგიძლია ყველაფერში ცხვირი არ ჩაყო?
-კარგი რა ალექს ასე რატომ მელაპარაკები? - გვანცას ასეთი გამოხტომისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია კაფე დატოვა და თავის კომპანიაში წავიდა.

/ანასთან/
სახლის დალაგებას შევუდექი ერთსართულიანი სახლი იყო გარშემო პატარა ტყე იყო რაც ამ სახლს განსაკუთრებულობას სძენდა. ხის სახლი იყო შესასვლელში მარჯვნივ დივანი იდგა და ტელევიზორი დივნებს შორის პატარა შუშის მაგიდაც მარცხნივ საკმაოდ დიდი სააბაზანო. ოდნავ წინ სამზარეულო თავისი ბარით სულ ბოლოს კი დიდი საძინებელი ნათელი კდელებით ოთახის დიდი შუშის ფანჯრებიდან შესანიშნავი ხედი იშლებოდა ტყეში წარმოვიდგინე აქ შემოდგომით რა მაგარი იქნებოდა და ტვინში უკვე დავსახე გეგმა აქ რომ ვარ შემოდგომით. დიდი შესავალი კი გამომივიდა და ჯერ ჩემს თავზე არაფერი მითქვამს ვეცდები მოკლედ მოგითხროთ. მე ანა ვარ 20 წლის ძალიან მხიარული ვარ მამაჩემის ბიზნესისი წყალობით არც ფული მაკლია და არც დასვენება ამიტომ ხშირად ვარ ხოლმე გასული ქალაქიდან. დედაჩემმა ჯერ კიდევ მაშინ მიმატოვა როდესც 5 წლის ვიყავი ასე განაცხადა ,, მე არ შემიძლია ბავშვს მოვუარო და ის გავზარდოო’’ ამიტომ მამაჩემმა სრული პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და მას მერე საუკეთესო მეგობრები ვართ მე და მამა. ხო მოკლედ სახლის დალაგებას რომ მოვრჩი ტანსაცმელი ამოვალაგე და კარადაში თავისი ადგილი მივუჩინე ყველაფერს რადგანაც მგზავრობამ ძალიან გადამღალა ვიფიქრე დავიძინებთქო დავწექი და დავიძინე მეორე დილამდე არც გამიღვიძია.

/ამ დროს დიმიტრისთან (ანას მამა)/
მობილურზე საუბრობს:
-დიახ დიახ კი მაგრამ ეგ შეხვედრა ხომ ხვალისთვის უნდა შემდგარიყო? კარგით იყოს დღეს საღამოს არარის პრობლემა. - როგორც კი მობილური გათიშა ერთი ღრმად ჩაისუნთქა ამოისუნთქა და სკამიდან წამოდგა ოთხში მისი მდივანი შემოვიდა
-ბატონო დიმიტრი დღეს საღამოს 7 საათზე გადმოიტანეს შეხვედრა რესტორან ,,ჰორანში1’’ (მოგობილი)
-ვიცი უკვე გამაფრთხილეს სახლში მივდივარ და თუ რამე გადაუდებელი მოხდა დამირეკეთ და შემატყობინეთ
-აუცილებლად ეხლავე მძღოლს გავაფრთხილებ - მდივანი ოთახიდან გავიდა თავისი მაღალქუსლიანის კაკუნით და კარები გაიხურა დიმიტრიც მას გაყვა ლიფტი გამოიძახა და დაბლა ჩავიდა მძღოლმა კარები გაუღო და ისიც მანქანაში ჩაჯდა მანქანა დაიძრა და დიდი შენობის ლამაზი ეზოდან გავიდა

მეორე დღე
დილით ავდექი და კარადის სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე მერე დავიჭყანე კარადა გამოვაღე პირსახოცი ავიღე და აბაზანაში შევედი

/ალექსანდრესთან/
-არ მოგბეზრდათ ეს უაზრო ჭიჭყინი? - თვალები მობეზრებულმა ალექსანდრემ გადაატრიალა და საზურგეს მიეყრდნო
-აუუ აი შენ ძმობას ვფიცავარ მაგარი უჟმური ტიპი ხარ რა - უთხრა სიცილით გიომ და ალექსანდრეს ,,სულერთიას’’ გამომეტყველებისთვის დიდი ყურადღება აღარ მიუქცევია. მერე უფრო დაიწყეს ხმამაღალი მუსიკების მოსმენა ლაპარაკი და სიცილი რადგან ალექსანდრეს ნერვებზე რომ თამაშობდნენ ძალიან მოსწონდათ თუმცა ალექსანდრემ ფანჯარაში გაიხედა და ამ სამყაროს მოსწყდა. გაახსენდა გოგო რომელიც მარკეტში შეხვდა უფრო სწორედ შეეჯახა და წააქცია ხელი გამოუწოდა მაგრამ ის გოგო იმდენად ამაყი იყო რომ დაუხმარებლად ადგა წელში გასწორდა თავი მაღლა ასწია და გზა განაგრძო ალექსანდრესაც აღარ მიუქცევია ყურადღება და მანაც გზა განაგრძო თუმცა შემდეგ უნებურად ეფიქრებოდა ხოლმე და ამ ფიქრებს თავს ვერ აღწევდა.
-მოვედიით - დაიყვირა გვანცამ და ყველა მანქანიდან გადავიდა ბოლოს ალექსანდრეც გადმოვიდა ჩანთები აიღო და დიდ ორსართულიან სახლში შევიდნენ. ეს სახლი ალექსანდრეს და ლიზის იყო ბათუმში უკვე ორი წელია არ ყოფილან და შესაბამისად სახლიც დასალაგებელი დახვდათ.
-მე ვერ დავალაგებ - დაიწრიპინა გვანცამ
-არაუშავს მე მივხედავ ყველაფერს - გაიღიმა ლიზიმ თუმცა ალექსანდრემ საპასუხოდ მაშინვე უთხრა
-არა ლიზი დამლაგებელს დავურეკავ და ის მიხედავს ყველაფერს
-კარგი - იცოდა ლიზიმ რომ ალექსანდერსთან შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა ამიტომ თავის ოთახში ავიდა და კარადაში თავისი ტანსაცმელი შეალაგა შემდეგ საწოლზე დაწვა და მაშინვე ჩაეძინა

/ამ დროს ანასთან/
აბაზანიდან პირსახოცშემოხვეული გამოვედი სახეზე მკვებავი წავისვი თმიდან პირსახოცი მოვიშორე და საარცხლით ჩამოვივარცხლე. მერე კარადიდან მოკლე შორტი და მოკლემკლავიანი მაისური გადმოვიღე როცა მათ ჩაცმას მოვრჩი ფეხზე შავი კეტები ამოვიცვი გასაღებს და მობილურს ხელი დავტაცე და სახლიდან გავვარდი. კიბეებზ სწრაფად დავეშვი და სანაპიროზე გავედი მინდოდა მზის ამოსვლა მენახა დღეც ცოტა დამაგვიანდა თუმცა სანახევროდ მაინც ვუყურე ქვებზე ორივე ფეხი მოკეცილი მქონდა ერთი ხელი მუხლებზე გადადებული ხოლო მეოეთი კენჭებს ვისროდი მზის ამოსვლის შემდეგ ცოტახნით კიდევ დავრჩი ხოლო შემდეგ წამოვდექი და ზღვაზე გასეირნება გადავწყვიტე ვსეირნობდი და თან ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობდი მას შემდეგ რაც დედამ მიმატოვა მხოლოდ რამოდენიმეჯერ მყავს ნანახი ბოლოს 19 წლის რომ ვიყავი მაშინ ვნახე შერიგება მთხოვა თუმცა არ დავთანხმდი და სახლიდანაც გავაგდე. ეხლა კი რას ვხედავ ვიღაც კაცტან ერთად მოსეირნობს და თან ისე იცინის რომ 100 კილომეტრში გაიგებ მის ხმას მე რომ დამინახა დასერიოზულდა და დალაპარაკება სცადა გვერდის ავლას ვაპირებდი მკლავში მომკიდა ხელი და შემაჩერა მე ჯერ მკლავზე დავიხედე შემდეგ მას შევხედე და ვანიშნე რომ გაეშვა
-ბოდიში - მითხრა და ხელი გამიშვა
-დიდი გაზრდილხარ და უფრო გალამაზებულხარ
-ხო ასეა - არაფრისმთქმელი თვალებით ვუყურებდი თუმცა ასე მოქცევა მიჭირდა
-არ გინდა რომ მაპატიო? ამდენი ხანი გავიდა შენ კი ჯერ კიდევ არ მპატიობ
-კარგი რა ნანა თავიდან არ დაიწყო მე გაპატიებ კარგი დავუშვად გაპატიე რას ცვლის ეს?
-ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას რომ შენ მაპატიო
-მაშინ ჩათვალე რომ გაპატიე ეხლა კი ბოდიში უნდა დაგტოვო - ცინიკურად გავუღიმე და სანაპიროს გავუყევი ხასითის გაფუჭებაც ამას ქვია გავიფირე და სეირნობა გავაგრძელე ისე შევყევი სეირნობას რომ დროის შეგრძნება დამეკარგა მამაჩემის ზარს ვუპასუხე და მისმა ხმის გაგონებამ ცოტა გამამხიარულა
-აბა როგორ არის ჩემი შვილი პრინცესა დიმიტრის ასული ანა - ჩამყვირა მობილურში მამაჩემმა და ჩემი სიცილიც დაიმსახურა
-კარგად ბატონო დიმიტრი თქვენ როგორ ბრძანდებით?
-კარგად ანა კარგად მოეწყვე?
-კი აქ ყველაფერი მომწონს
-კარგად დაისვენე წავედი მე მელოდებიან თათბირი მაქვს კომპანიაში
-კარგი კარგად
-ჩაოო - თქვა სიცილით და მეც გამაცინა მობილური გავთიშე და სახლში წავედი. ცივი ყავა გავიკეთე და მაცივრის კარი რომ გამოვაღე შევამჩნიე რომ შოკოლადი არ გვქონდა ყავის ჭიქა იქვე ბარზე დავდე და ოთახში გავედი საფულე ავიღე მანქანის გასაღები და მობილურიც არ დამვიწყებია. კარი ჩავკეტე და კიბეებზე დავეშვი მანქანაში ჩავჯექი და გეზი ბათუმში ყველაზე დიდი სუპერმარკეტისკენ ავიღე უამრავი რამ ვიყიდე და სალაროსთან ვიდექი როცა სიცილის და შეძახილების ხმა მომესმა მარჯვნივ გავიხედე და ტკბილეულის სექციაში ერთი ხუთი ექვსი ადამიანი იდგებოდა ერთობოდნენ იცინოდნენ და ჟრიამულობდნენ მათი შეხედვარე გამეღიმა ერთ საოცარ სიმპატიურ ბიჭსაც მოვკარი თვალი მისი ლურჯი ზღვისფერი თვალები თითქოს აქამდეც მქონდა ნანახი თუმცა ვერ ვიხსენებდი სად.
-110 ლარი და 70 თეთრი - მითხრა მოლარემ და ყურადღება მასზე გადავიტანე ბარათი ამოვაძვრინე საფულიდან და მას გავუწოდე კოდი ავკრიფე კარტა საფულეში დავაბრუნე და პარკებს ხელი დავავლე ყველაფერი მანქანაში ჩავალაგე შემდეგ კი სახლში დავბრუნდი. იმდენი რამ იყო ამოლაგებას ნახევარი საათი მაინც მოვუნდი შემდეგ ავიღე რამოდენიმე შოკოლადი ჩემი ყავა და დივანზე დავჯექი ყავა და შოკოლადები შუშის მაგიდაზე დავდე ლეპტოპიც და ფილმის ყურება გადავწყვიტე.

/ალექსანდრესთან/
დამლაგებლი გამოიძახა ხოლო თვითონ და მეგობრები სუპერმარკეტში წავიდნენ. იცინოდნენ და ჟრიამულობდნენ. მერე ლუკამ ანასკენ გაიხედა რომელიც სალაროსთან იდგა და კოდი შეყავდა რადგან ფული ბარათით გადაეხადა მან კი თქვა
-ნახეთ დიმიტრი ონიანის გოგოც ბათუმში ყოფილა
-ვინ აბა? - იკითხა გვანცამ და ლუკას მზერას თვალი გააყოლა
-კარგით რა რადროს დიმიტრი ონიანის შვილია წამოდით ამდენი რამე უნდა ვიყიდოთ კიდევ - ჩაილაპარაკა მობეზრებულმა ალექსანდრემ და სცადა ბავშვებიც დაეთანხმებინა თუმცა სანამ ანა მარკეტიდან არ გავიდა მათ თვალი არ მოუშორებიათ. ალბათ იკითხავთ რატომ ხომ? პირველ რიგში ანა ძალიან მომხიბლველი იყო მეორეც მას მართლაც რომ მთელი თბილისი იცნობდა და ყველამ იცოდა ვინ იყო საქართველოშიც იცოდნენ და ასევე საზღვრებს გარეთაც რადგან ანა მიყვებოდა ხოლმე მამამის საქმეებზე საზღვარგარეთ. ბავშვები კიდევ დიდი ხანი დადიოდნენ და ყველაფერი იყიდეს რაც მათ სჭირდებოდათ ასევე სახლისთვისაც. ყველაფერი მანქანაში ჩაალაგეს და სახლში წავიდნენ.

საღამო
დივანზე ჩამძინებია ავდექი გავიზმორე და აბაზანაში შვედი ვიბანავე და ჩავიცვი შავი კაბა იმავე ფერის ქუსლიანები კრემისფერი ჩანთა გადავიკიდე მხარზე გრძელი სწორი თმა გავიშალე და მხრებზე გადავიყარე ჩემი საყვარელი სუნამო დავისხი სახლიდან გამოვედი მანქანაში ჩავჯექი და კლუბისკენ დავიძარი იშვიათად თუ დავდიოდი ასეთ ადგილებში არ მინდოდა რაიმე ცუდი დაეწერათ ჩემზე ჟურნალ-გაზეთებში ეს პრობლემას შეუქმნიდა მამაჩემის ბიზნესს და მის სახელს. იქვე კუთხეში მდგარი მაგიდისკენ წავედი და ჩამოვჯექი მხოლოდ ერთი ჭიქა სასმელი შევუკვეთე და ისიც ძლივს დავლიე რადგან დიდად არ ვგიჟდებოდი სასმელზე. ხალხს შევერიე და ცეკვა დავიწყე თუმცა გამოჩნდა ვიღაც იდიოტი ჩემთან ცეკვა მოინდომა და მისი უაზრო ხელების ფათური რომ არა იცეკვებდა ეხლა კი ნაცემი ეგდო მიწაზე არც კი ვიცი ვინ ცემა გარეთ გავდიოდი როდესაც ვიღაც ბიჭი გამომეკიდა მანქანის კარი გავაღე მან კი მიხურა და რომ მივტრიალდი წინ მედგა ხელები კი მანქანის კარზე ქონდა მიდებული თანაც ორივე. მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა
-დაცვა გჭირდება სულ მე არ გეყოლები გვერდით- მითხრა და გახეთქილ ტუჩზე ხელი მოისვა
-ჩაჯექი და წამოდი დაგიმუშავებ ჭრილობებს - ვუთხარი და მანქანას მოვუარე ჩანთა უკან მივაგდე და იმ ბიჭს ველოდებოდი ჩაჯდა თუ არა ადგილს მოვწყდი და აფთიაქთან გავაჩერე გადავედი ვიყიდე ბამბა სპირტი ლეიკო ბინტი და მანქანაში ჩავჯექი და ჭრილობის დამუშავებას ვცდილობდი თუმცა ის არ მაცდიდა
-აუუ მეწვის ეგ სპირტიანი ბამბა მოაშორე - მითხრა მკაცრად თუმცა მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია რომ მოვრჩი სისხლიანი ბამბები გადავყარე და ხელები დავიბანე
-სად ცხოვრობ მითხარი წაგიყვან - ჩემ გამო იჩხუბა და ვიფიქრე კიდევ დავეხმარები რამითთქო
-მე სახლი არ მაქვს - მითხრა და ჩემი გაოცებაც დაიმსახურა ისე იყო გამოწყობილი ბოლო ბრენდის ტანსაცმელი ეცვა და დავიჯერო ეხლა სახლი არ აქვს?!
-კარგი მაშინ ტკბილი ძილი - ვუთხარი ცინიკურად და მის მხარეს მანქანის კარი გავაღე
-არა არ გატყუებ სერიოზულად გეუბნები თუმცა ერთი სარფიანი წინადადება მინდა შემოგთავაზო
-აბა გისმენ - ვუთხარი და მოვუსმინე
-შენთან მაცხოვრე და შენი დაცვა ვიქნები - დიდი ხნის ფიქრის შემდეგ დავთანხმდი თუმცა მეც არ ვიცი რატომ. მანქანა სახლის წინ გავაჩერე და გადმოვედით ჩემი ოთახის პირდაპირ ერთი ოთახი კიდევ იყო ამიტომ იქ დაბინავდა.

/ამ დროს ალექსანდრეს მეგობრებთან/
-ეე ბიჭო ლიპარტელიანი როგორ დატყდა სადაა ეე
-აუ აზრზე არ ვარ წეღან თქვა გავალ და მალე მოვალო
-ჩემი ალექსიი სადააა - დაიწრიპინა გვანცამ თუმცა მისი უადგილო კომენტარისთვის არავის ეცალა. მათაც მალე დატოვეს კლუბი და სახლში წავიდნენ

/ანასთან/
ოთახში შევედი რათქმაუნდა არ მჯეროდა რომ ასეთ პიროვნებას არც სახლი ქონდა და არც კარი ამიტომ ჯერ სოციალური ქსელის საშუალებით მოვძებნე და სახელი და გვარი რომ გავრკვიე კომპანიაში გადავრეკე
-იკა ძალიან გვიან ხომ არ გირეკავ? - ვკითხე ცოტა მორიდებით
-არა ანა რაიყო ხო კარგად ხარ?
-კი მე კარგად ვარ ალექსანდრე ლიპარტელიანზე ინფორმაცია მჭირდება
-ეხლავე გეტყვი ყველაფერს... მოკლედ მსხვილი ბიზნესმენია თბილისში ცხოვრობს ამჟამად ბათუმშია ყავს და ლიზი ლიპარტელიანი იტოკში კაი ბიჭია რა
-აჰაჰ კაი იკა მადლობა პაკა
-კაი კარგად - იკას მობილური გავუთიშე და ჩავილაპარაკე
-მოკლედ ალექსანდრე ლიპარტელიანი ამას ასე არ დავტოვებ - ჩამეღიმა აბაზანაში შევედი და კბილის ჯაგრისი ავიღე მაგრამ უკანვე დავაბრუნე და კბილის პასტით ხელში ალექსანდრეს ოთახში შევედი სახე მთლიანად კბილის პასტით ქონდა მოთხვრილი ,,იმედია ამაღამ არაფერი მოუვა’’ ჩავილაპარაკე და თურმე არ სძინებია ხელები მომკიდა და საწოლზე დამაგდო მასთან ერთად
-არაფერი არ მომივა ნუ გეშინია
-ერთადერთი ვისაც რამის უნდა ეშინოდეს ეს შენ ხარ
-ჰაჰა არ მჯერა
-რა არის აქ დაუჯერებელი
-აი ის გოგო რომ ესე მელაპარაკება
-მიეჩვევი
-ერთადერთი აქ თუ ვინმე რამეს უნდა მიეჩვიოს ეს შენ ხარ
-მართლა? რატომ ვითომ?
-ამას გაიგებ მომავალში
-შენ მხოლოდ ჩემი დაცვა ხარ და მეტი არაფერი - ვთქვი წამოვდექი და კარები გამოვიჯახუნე
-მაგასაც ვნახავთ - ჩაილაპარაკა თვითკმაყოფილმა ალექსანდრემ და აბაზანაში გავიდა რადგან კბილისპასტა სახედან მოეშორებინა.

გამარჯობა ძვირფასო მკითხველო იმედია მოგეწონებათ ჩემი ახალი სიახლე და გთხოვთ შეაფასეთ თუ არ მოგეწონებათ აღარ გავაგრძელებ დაწერასაც ვინც კითხულობდით ,,თბილისში დაწყებული სიყვარული'' 8 თავი იყო დასასრული. მადლობა ყურადღებისთვის <3



№1  offline წევრი Ce Ce

მომწონს მომწონს მომწონს
იმედი მაქვს სისტემატიურად დაებს

 


№2  offline წევრი -Crazy-Girl-

Ce Ce
მომწონს მომწონს მომწონს
იმედი მაქვს სისტემატიურად დაებს

მადლობა მადლობა მადლობა
კი სისტემატიურად დავდებ თუ შევძლებ იმიტომ რომ თან წერის პროცესში ვარ და თან ვდებ

 


№3  offline წევრი ninonino7500

დზ მაგრად მომეწონა :* მალე დადე რა

 


№4  offline წევრი -Crazy-Girl-

ninonino7500
დზ მაგრად მომეწონა :* მალე დადე რა

აუცილებლად მადლობა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent