შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მრბოლელი.3


26-05-2015, 17:04
ავტორი XatiM
ნანახია 2 186

თავი მესამე
#ჰანა
კარები გავაღე თუ არა ყველა იქ მყოფის ყურადღება ვიგრძენი და უხერხულად შევიშმუშნე.
-აბა მზად ხარ? -მხარი გამკრა ხალისიანად ნაილმა და ფორმაზე თეთრი ფურცელი დამამაგრა,რომელზეც ჩემი სახელი და ახალი გვარი ეწერა.დიახ,სწორად მიხვდით,გვარი გადავიკეთე რათა ჩემთვის არავის არ მოეგნო,არც მშობლებს და არც იმ ურჩხულს.ახლა მე ვიყავი ჰანა ფორბსი,ლაურენსის მაგივრად.
-მზად ვარ.-ნაილს გავუღიმე და ოთახს მოვავლე თვალი,სადაც უამრავი ხალხი შეყრილიყო.ზოგი წიგნს კითხულობდა და თან სასმელს მიირთმევდა,ზოგი კი უბრალოდ კაფის განყოფილებაში იჯდა,სთარბაქსის ნაწარმს შეექცეოდა და მეწყვილესთან ერთად საუბრობდა.
-აქ,კაფესაც ჩვენ უნდა მოვემსახუროთ? -გაკვირვებით შევხედე ნაილს,რომელმაც თავი დამიქნია და ჩაიცინა.
-ჯანდაბა! -გავიგე ნაილის ხმა,რომელიც სასწრაფოდ გამოსაცვლელ ოთახში შევარდა,მეც უკან გავყევი მაგრამ შემაჩერა
-შენ მათ მოემსახურე გთხოოვ.-საწყალი თვალებით მიმითითა კარებთან მდგარ ორ ახალგაზრდა ბიჭზე და გაუჩინარდა.
-აუჰჰ.. -ამოვისუნთაქე მძიმედ და მათკენ წავედი,რომლებიც მე მაკვირდებოდნენ.
-გისმენთ? -დაბნეულმა ტუჩზე ვიკბინე და კალამი ნერვიულად ავათამაშე თითებს შორის
-ახალი ხარ? -მკითხა ერთ-ერთმა და როდესაც მას გავხედე ადგილზე გავქვავდი,თითქოს ენა გადამეყლაპა,ძლივს ვუპასუხე
-დიახ..
-კარგია,ნამდვილად სჭირდებოდათ ვინმე ნორმალური. -ცინიკურად ჩაიცინა და ოთახს მოავლო თვალი
-ეშტონ შენ იქით დაჯექი და მოვალ ეხლავე. -თანმხლები ბიბლიოთეკის განყოფილებაში გაისტუმრა,თვითონ კი მე მომიბრუნდა.მისი ხვეული თმა,მისი ნაკვთები,მისი დაკუნთული სხეული და მისი მწვანე თვალები ისეთი მომაჯადოვებელი იყო,რომ დაჩრდილულს იქ ყოფნის შემრცხვა.
-ჰანა ფორბსი? -მისი სიტყვები არც კითხვას ჰგავდა და არც ბრძანებას
-საიდან იცი ჩემი სახელი? -შეშინებულმა უკან დავიხიე და გაფართოებული თვალებით შევხედე
-მე ყველაფერი ვიცი,ჯერ ყავა დამისხი.
-ვინ ხარ? -აკანკალებულმა ძლივს მოვახერხე მეკითხა როდესაც წინ ყავა დავუდგი
-მე არც გიჟი ვარ და არც წინასწარმეტყველი.-ისევ ცინიზმით სავსე სიტყვები,ისევ დამცინავი ღიმილი
-ეს უბრალოდ გულზე გაწერია.გამოფხიზლდი,შენ ლონდონში ხარ. -თვალებთან თითები ამითამაშა,მერე კი გაიცინა ხმამაღლა,ყავა აიღო და იმ ეშტონს შეუერთდა.თავს ძალიან დამცირებულად ვგრძნობდი,შემრცხვა ჩემი თავის გულუბრყვილობის და დაუკვირვებლობის გამო,სახეზე კი გავწითლდი რადგან სიცხე ვიგრძენი.
-წავიდნენ? -გამოჩნდა ნაილი და დაბნეული თვალი მოავლო არემარეს
-ვერ გიტან!შენს გამო უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი! -ჯავრის გადატანა ნაილზე გადავწყვიტე და კარგად რომ გამოვლანძღე ჩემს საქმეს დავუბრუნდი.ბიბლიოთეკის განყოფილებაში რამდენიმე ადამიანს დავეხმარე წიგნის არჩევაში,ყავა ჩამოვუსხი და ამ ყველაფრის დროს მწველ მზერას ვგრძნობდი იმ ბიჭებისგან.
-ჰანა ერთი წუთით. -გავიგე იმ ხვეულთმიანის ხმა და მათ მაგიდასთან მივედი.
-გისმენთ?
-წიგნი ამარჩევინე.
-კარგით. -ნაძალადევად გავუღიმე და წიგნების თაროებისკენ წავედი,ფეხები სულ მიკანკალებდა,ყოველი გადადგმული ნაბიჯისთვის ღმერთს მადლობას ვუხდიდი.
-რა ჟანრის წიგნი გნებავთ? -ჩურჩულით ვკითხე,მაგრამ მან მკლავში წამავლო ხელი და თაროებთან კედელზე მიმაყუდა.
-ხელი გამიშვი! -უხეშად გავუძალიანდი,მაგრამ მან მზერა გამისწორა,უფრო ახლოს მოვიდა და საბოლოოდ გამაჩუმა
-შენი ნომერი მინდა ლამაზო. -ღიმილით მითხრა და ორი თითი ნაზად ჩამომისვა სახეზე,საფეთქლიდან ნიკაპამდე
-არა. -ვუთხარი ისე მკაცრად როგორც შემეძლო ამ წამს
-მე ვთქვი რომ მინდა შენი ნომერი.
-არა! -ისევ გავუძალიანდი და ახლაღა ვიგრძენი ტკივილი მკლავში,სადაც ხელს მიჭერდა
-კარგი ჩათვალე რომ უკვე მაქვს. -თვალი ჩამიკრა და ჩემს თმას დასუნა,მერე კი გამეცალა და ღრმად ამოვისუნთქე.გარეთ რომ გამოვედი უკვე აღარ დამხვდნენ იქ,მერე კი ნაილთან მივედი რომელიც გაოცებული მიყურებდა გაფითრებულ სახეზე
-ცუდად ხარ ჰანა?
-არა,ყველაფერი კარგადაა! -ვიუარე და სკამზე ჩამოვჯექი რათა ძირს არ დავცემულიყავი.
-წყაალი ხომ არ გინდა?
-კარგი იქნებოდა. -ნაილმა წყალი დამალევინა და შედარებით გონს რომ მოვედი სამსახურს შევუდექი.საბედნიეროდ ის შეშლილი აღარ გამოჩენილა და დღე მშვიდობით დავამთავრე.
-დღეს სად რჩები ჰანა?თუ გინდა ჩემთან წამოდი.
-არა არა.სასტიმროში დავრჩები დღესაც და მერე ვიზრუნებ ამ საკითხზე.
-კარგი მე უბრალოდ შემოგთავაზე.
-მადლობ.
-ხვალ მინდა ერთ შოუზე წასვლა და თუ წინააღმდეგი არ ხარ,მინდა შენც წამოხვიდე.
-მე?სად?
-მაგას ხვალ გაიგებ,მაგრამ დამიჯერე თუ წამოხვალ არ ინანებ.
-კარგი მაგრამ ეს პაემანია?
-არა..კი.არა უფრო სწორედ..არა,არა! -დაბნეულმა ძლივს გამცაა პასუხი და სახეზე გაწითლდა.
-კარგი მაშინ წამოვალ. -ლოყაზე მეგობრულად ვაკოცე დამშვიდობებისას და ჩემი სასტუმროს გზას დავადექი.გზაში ფიქრებმა შემიპყრეს და გავერთე,ისეთი გრძნობა მქონდა რომ მარტო არ ვიყავი.
მომავალი დღის შოუზე ვფიქრობდი,ძალიან მაინტერესებდა რა შოუ იქნებოდა და თან მიხაროდა რომ ნაილისნაირ მეგობარს ვიძენდი.ნუ თუ მართლა მეგობარი იქნებოდა,არც შეყვარებულად დავიწუნებდი რადგან ძალიან საყვარელი იყო და თბილი,მზრუნველი.ბნელ ჩიხში შევედი როდესაც რაღაც ხმები შემომესმა,რამდენიმე ნაბიჯიც გადავდგი და დავინახე რამდენიმე ადამიანი.ორი დაკუნთული ბიჭი ჩემგან ზურგით იდგნენ რომლებსაც ვიღაც ჰყავდაათ დაჭერილი,მესამე კი გამეტებით ურტყავდა ამ დაჩაგრულს.პირზე ხელი ავიფარე რომ არ მეყვირა,მაგრამ უკვე გვიანი იყო მათ დამინახეს.
-ჰეი ნახეთ ვინ მოსულა. -გავიგე ერთ-ერთის ხმა,რომელიც ჩემსკენ წამოვიდა.გაფითრებული ადგილზე მივიყინე და ვეღარ ვინძრეოდი
-რა გქვია ლამაზო?
-ჰანა.. -კანკალით ამოვიჩურჩულე,ვიცოდი რომ უარესი იქნებოდა თუ სახელს არ ვეტყოდი
-ჯანდაბა!ჰანა აქ რა ჯანდაბას აკეთებ? -გავიგე ნაცნობი ხმა და ახლაღა შევამჩნიე რომ ის "დაჩაგრული" ის მწვანეთვალება ბიჭი იყო ბიბლიოთეკიდან.ჩემს წინ მდგარმა შავგვრემანმა წარბაწეული მზერა მომაპყრო,მერე კი დანარჩენებისკენ გაიხედა და ამ დროს დავინახე მისი ტატუ კისერზე.კარგად არ ჩანდა,თუმცა გარკვეული გამოსახულება დავინახე
-ესეიგი ერთმანეთს იცნობთ?
-არა!მისი სახელიც კი არ ვიცი. -შევიცხადე
-მან კი იცის.
-ვინ არის ის?ვინ ხართ თქვენ?
-მაგას მოგვიანებით გაიგებ ახლა კი წადი და ჩათვალე რომ არაფერი დაგინახავს,არც დაიმალები თორემ მოკვდები!გასაგებია?
-დიახ.. -ათრთოლებული ხმით წამოვიკვნესე და სასტუმროსკენ წავედი.უკან ვეღარ ვიყურებოდი მათი შიშით,მეგონა მომდევდნენ და ცოცხალი ვერ გადავურჩებოდი.
მთელი ღამე ძლივს მოვახერხე დამეძინა,საწოლში ვბორგავდი,ვწრიალებდი და ადგილს ვერ ვპოულობდი.თვალწინ იმშავგვრემანის სახე მედგა,მისი ტატუ მუდამ გონებაში მიტრიალებდა.ღამე რომ იყო კარგად ვერ გავარჩიე დანარჩენების სილუეტები,სახეები მაგრამ ამ ორმა ადამიანმა კარგად დამამახსოვრა თავი.
-შეაფასეთ,



№1  offline წევრი ninonino7500

კაია მომწონს :D მალე დადე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent