ეგოისტი ..27..
–მოვედით–უცებ გააწყეტინათ გიომ მანქანა ჭიშკართან გააჩერა და უკან მჯდომთ მიუბრუნდა–გადმოდით გვრიტებო. ყველანი უხმოდ გადმოვიდნენ მანქანიდან, გიო წყვილს გაუძღვა წინ, კიჭამ კი საბარგული გამოაღო, ორი დიდი პარკი გადმოიღო და წინ წასულ სამეულს დაეწია. –ეხლა რა ხდება–შუა მისაღებში იდგა გიო, კიჭა კი სამზარეულოში გავიდა, როგორც სააკუთარ სახლში ისე გრძნობდა თავს, გიო წყვილს მიუბრუნდა–მოკლედ თქვენ ორნი აქ რჩებით, არ ვიცი რამდენი ხნით, უახლოესი სამი დღე მაინც, ტელეფონებისა და ინტერნეტის გარეშე. ლიზი დამაცადე–დაასწრო გიომ, როცა დაინახა რომ ლიზი გაპროტესტებას აპირებდა–ყველამ კარგად ვიცით თქვენი გრძნობების შესახებ, ვიცით რა გამოიარეთ ერთმანეთის გარეშე, ისიც ვიცით როგორ იქნებით უერთმანეთოდ, დაიშლებით, ადამიანები აღარ იქნებით, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ ჯობია თქვენ თვითონ დაილაპარაკოთ და ყველაფერი გაანალიზოთ. სამ დღეში ამოვალთ ჩვენ, მანამდე იფიქრეთ, როგორ ჯობია გააგრძელოთ თქვენი ურთიერთობა. ლიზი ლუკა რომ წავიდეს და შენ დარჩე დაიტანჯები, ექვსი თვე ტანჯვად გექცევა, არ არის საკმარისი დარეკვები, წერლები შეტყობინებები, უბრალოდ დაიშლები ნაწილებად და მონატრება გაგანადგურებს. ლუკა შენ საკუთარ თავზე მეტად გიცნობ და ვიცი რომ გაგიჭირდება, ვიცი ის წლები რად დაგიჯდა და ისიც ვიცი ახლა როგორ იქნები ყველასგგან შორს. არავინ ნაცნობი, არც მეგობრები არავინ, საკუთარ თაავ დაკარგავ. თქვენი მომავალი თქვენს ხელშია, რომ ვიცოდე რომ ლუკას წასვლით და ლიზის აქ დარჩენით მხოლოდ მონატრებულები იქნებით და ეს მანძილი და დრო ტკივილს არ მოგაყენებთ ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ ვიცი რომ ყველაფერი თავდაყირა დადგება და ყველაფერი უარესობისკენ შეიცვლება. ამიტომ თქვენი სტატუსი უნდა შეიცვალოს, დღეს ან ხვალ. –შემდეგ კი ღიმილით დაამატა–ნებითა თქვენითა ან ძალითა ჩვენითა. –თუ უარს იტყვით–ახლა კიჭა ჩაერთო–ყოველთვის მინდოდა, ქართული ფილმი რომაა ივანე კოტორაშვილი, როგორ მინდა ესე დავწეროთ ვინმეს ჯვარი ხოდა თქვენ იქნებით, ბავშვობის ოცნება ამიხდება. –ალექსანდრე და გიორგი, მაგის გადაწყვეტა თბილისშიც შეძლებოდა–სერიოზულად უთხრა ლიზიმ– ჯობია წავიდეთ მე აქ არ ვაპირებ დარჩენას. –ეგ უკვე შენი გადასწყვეტი აღარაა.–უთხრა გიომ და კიჭას გახედა–წავედით. –ლუკა ამოიღე ხმა–ლიზიმ ხმას აუწია და ლუკას გახედა. –მე წინააღმდეგი არ ვარ–მშვიდად უთხრა ლუკამ, მდივანზე ჩამოჯდა და გაუღიმა. –ლუკაა–დაუყვირა ლიზიმ –კარგი ჩვენ წავედით და მერე თქვენ იცით–კარისკენ წავიდა გიო, კიჭაც თან გაიყოლა და კართან მისული ლიზის მიუბრუნდა, –ხო მართლა სულ მავიწყდებოდა რომ მეთქვა, ლიზი ყველა ოთახის ფანჯარა გისოსებშია, პირველად მიხარია ეს, კარს დავკეტავ დაა ვეღარ გახვალთ გარეთ, აივანი შეკრულია ეს დედაჩემის იდეა იყო და ახლა მიხარია ეს რომ გააკეთა, ზემოთ ანასტასიას ოთახია იცი, მისი ტანსაცმელებიც არის კარადაში და აბაზანაშ პირადი მოხმარების ნივთები, სამზარეულო ისეა ერთი კვირა გეყოფათ–მერე ლუკას მიუბრუნდა–ჩემი ოთახი იცი, როგორც საკუთარ სახხლში ისე მოიქეცით, ლუკა სად რა დევს ჩემს სახლში ყველაფერი იცი, გამოყენებისამებრ–გიო დაემშვიდობა წყვილს და კიჭასთან ერთად გაუჩინარდა, კარი კი გასაღებით გარედან ჩაკეტა. ლუკა კომფორტულად მოთავსდა მდივანზე, შუა ოთახში გაშეშებულ ლიზის შეავლო თვალი ბოძივით რომ იდგა და თვალები კარისთვის გაეშტერებინა. –დიდი ხანი უნდა იდგე კიდევ ეგრე–თბილი ხმით კითხა ლუკამ –დავამთავროთ ყველაფერი და წავიდეთ–ლიზი გონს მოეგო და ლუკას პირდარ მდივანზე ჩამოჯდა. –ჩვენ ორი დღე გვაქვს წინ, რაც მალე არ უნდა დავამთავროთ მაინც დიდი ხნით მოგვიწევს აქ ყოფნა მინიმუმ სამი დღე. –კარგი გადაწყვეტილების მიღების დროა–კომფორტულად მოთავსდა ლიზი და თვალები ლუკას მიაპყრო. -ესე მშვიდად როგორ ხარ ლიზაზო? ამ ღამით ხომ მარტო მე და შენ ვრჩებით? და რატომ ცდილობ ასე მარტივად გადავწყვიტოთ ყველაფერი? ლიზის სახე შეეფაკლა გონებამ გაიმეორა, ,,მარტო რჩებით“. რაც ლუკას შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი რეაქცია, მაგრამ კომენატარი არ გაუკეთა, ისედაც დაძაბული იჯდა მასთან ერთად, და თან მთელი დღის მომხდარი ამბები, ორივეს სულს უხუთავდათ. –მოდი დავიწყოთ რაც მალე მოვრჩებით ამ თემების გარჩევას მით მალე დავიწყებ დამშვიდებას –ლიზი უცხოსავით იქცევი, ისე მეუბნები სახეზე ნერვიც კი არ გიტოკდება, თითქოს უცხო ვიყო და ვიღაცის ამბავს განვიხილავდეთ და არა იმ ყველაფერს რაც ჩვენს მომავალს განსაზღვრავს, ისე ნუ იქცევი თითქოს არ გტკივა ახლა და არ განიცდი, მე მაინც გიცნობ. –ხო არა? აბა როგორ მოვიქცე, საკმარისი არაა შიგნიდან ნაწილებად რომ ვიშლები? საკმარისი წლები არ არის გასული ერთმანეთის გარეშე? საკმარისი არ არის რაც გამოვიარეთ? ახლა შენი წასვლა? სულ არ მაინტერესებს დემეტრე, არც მისი გრძნობები, მთავარია მე და შენ რას ვგრძნობთ მაგრამ ვხედავ ესეც უკვე მეორე ხარისხოვანი გამხდა და ეს მანადგურებს. –ლიზი, გაჩუმდი–მკაცრად მაგრამ თბილად უთხრა, მისი შეშინბა არ უნდოდა უფრო მეტად–ყველაფერი შეგიძლია მითხა თქვა, მაგრამ არ თქვა რომ ჩვენი გრძნობა მეორე ხარისხოვანია, შენი სიტყვების ციტირებას ვაკეთებ, საკმარისი არ არის რაც გამოვიარეთ? საკმარისზე მეტია ჩვეთვის, შენთვის მითუმეტეს–ლუკა ადგა და ლიზი გვერდით ჩამოჯდა–ლიზი მე შენ მჭირდება და როგორ გგონია მე იქ უშენოდ როგორ ვიქნები და როგორ გავძლებ და ან ის რომ შენ შორს ხარ არ ვიცი როგორ გიყურებს.–ლიზის ამღვრეული სახე და თვალები რომ დაინახა, ლუკა ფეხზე წამოდგა–ხვალ განცხადება დავწერ და სამსახურიდან წამოვალ. –რააა–იყვირა ლიზიმ. –განცხადებას დავწერ ან არ ვიცი რამეს მოვიფიქრებ, მაგრამ უშენოდ ვერ გავჩერდები ვერ გავძლებ გესმის? ძლივს დაგიბრუნე და ახლა შენს დაკარგვას ისევ არ ვაპირებ, არაფერი მჭირდება შენს გარეშე, რით ვერ დარწმუნდი? –ეგ შენზე უკეთ ვიცი–ლლიზი ლუკას წინ დადგა და მისი დამუშტული ხელი მის ხელებში მოიქცია და ნაზად გადაისვა თითები–მაგას არ გააკეთებ, სამსახურიდან არ წამოხვალ არ გაპატიებ, სხვა რამეს მოვიფიქრებთ.–ისე მიუახლოვდა რომ ლუკას ტუჩები ლიზის ცხვირს ეხებოდა, ისიც მაშინვე ეხეტუბა და ძლიერ მკლავებში იქცევს, გრძნობს გულის გაორმაგებულ ფეთქვას. –მჭირდები ყველაზე მეტად,– უჩურჩულა გოგონას ყურში და კოცნაც დაუტოვა.–ყავას გამიკეთებ? დღეს არაფერი არ მიჭამია, მხოლოდ დავლიე და ცუდად ვარ–თავი შეაცოდა ლუკამ, ისეთი საბრალო თვალებით ჩასჩერებოდა ლიზის გაეცინა –რა იყო პირდაპირ ვერ მკადრე მშიაო? კარგი წავალ რამეს მოვიფიქრებ და გაჭმევ.–და მისი მკლავებიდან დახსნა სცადა. –ყოველ გამოხედვაში მარწმუნებ რომ გიყვარხარ მაგრამ აი რომ გარბიხარ ყველაფერს აფუჭებ, არ შეიძლება ცოტა ნაზად ჩამოიშორო ჩემი ხელები? ან იქნებ არ მინდა ახლა ყავა და საჭმელი და მოგვანებით მოამზადო? –წერილობით ხომ არ ჩამოგართვათ ნებართვა ბატონო დირექტორო? –ლუკას სახე შეეცვალა ისევ რეალობას დაუბრუნდა ლიზიმ წამში გაინთავისუფლა მისი ხელებიდან თავი და სამზარეულოში აპირებდა შესვლა ძლიერმა ხელმა რომ შემოაბრუნა და... –ლიზი ეს დამავიწყდა–მკლავებში მოიმწყვდია ლუკამ და ველურივით დააცხრა მის ტუჩებს, კოცნიდა მანამ სანამ ჰაერი არ გამოელია–ჩემი მწიფე შემოდგონა ხარ –შენ კი ჩემი ველური–ლიზი გულის დამშვიდებას და სუნთქვის დარეგულილებას ცდილობდა.–მიყვარხარ ჩემო ველურო–ყურთან უჩურჩულა ლიზიმ. –ვერ გავიგე რა მითხარი, ცოტა ხმამაღლა მითხარი ლიზი, ხომ ხედავ აქ არავინაა–და ოთახს თვალი მოავლო ლუკამ –კარგადაც გაიგე, თან ზედმეტად კარგადაც, თვალებში გეტყობა ახალგაზრდავ. –ყავას გავაკეთებ–და სამზარეულოში შევარდა ლიზი გვიანობამდე იჯდნენ მისღებ ოთახში, საუბრობდნენ, ყავას სვამდნენ, არც ერთს არაფერი უჭამია, ,,გამძლეობაზე“ აბარებენ გამოცდებს. სამის წუთები იყო ლუკამ ცქმუტვა რომ დაიწყო, ლიზი მშვენივრად ხვდებოდა მაგრამ არ იმჩნევდა, თვალს ვერ მოხუჭავდა, ეს ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ აქ ლუკას წინ ჯდომა გაუსაძლისი ხდებოდა . –მე წავალ დავწვები ხომ?–ლიზი მშვიდად წამოდგა –გაგიცილებ, ვიმემ არ გაგაყოლოს ხელს– ლუკას თვალებში ჭინკები აკიაფდა,– მეც დავისვენებ. –ხო როგორ არა გამაცილე ვინმემ არ წამიყვანოს, ვად დიდი მგელი წინ მიდგას–წაგესლა ლიზიმ და ოთახში შევარდა ლუკას რომ რამე არ მოესწრო–ჯანდაბა ეს კარი რატომ არ იკეტება? –ოთახს გაგიცვლი გინდა?–ირონია იგრძნობოდა ლუკას ხმაში და კარზე ფრთხილად აკაკუნებდა. –ლუკა უნდა დავისვენო ძალიან დავიღალე–კარს აკრული ლიზი ცახცახებდა, რა იცი ლუკას რა უტრიალებდა თავში, იცოდა მისი სურვილის წინააღმდეგ არ წავიდოდა მაგრამ სიგიჟე საზღვრებს ყოველთვის ცდება. –დაისვენე ლიზი–ხმა დაუსერიოზულდა ლუკას და კარს მოცილდა, ლიზიმ რამდენიმე ნაბიჯის ხმა და მერე გვერდით ოთახის კარის დაკეტვის ხმა იყო. შვებით ამოისუნთქა და საწოლს მიაშურა, მხოლოდ კედები გაიხადა და ბალიში ჩაიხხუტა და საწოლის კიდეს მიეყრდნო, როგორია ძილი როცა, საყვარელი ადამიანი გვერდით ოთახშია და შნ უნდა დაიძინო. ლუკამ კარები მიხურა თუ არა, მძიმედ ამოისუნთქა და იქვე კართან ჩაჯდა. რას უშვება ეს ადამიანი? სიყვარულით კლავს, როგორ უნდა რომ დაისაკუთროს, ჩაიხუტოს და აღარ გაუშვას. ახლაც მისია მაგრამ , მაინც არსებობს ყველაფერში მაგრამ... რა იქნება ხვალ? მეტი ლოდინი აღარ შეუძლია, პირდაპირ ეტყვის, კითხავს, მოუსმენს, ახლა ისეა თავის თავში დაჯერებული როგორც არასდროს. ახლა კი ამ წამს უნდა უბრალოდ მძინარეს დახედოს და შორიდან უყუროს. ფრთხილად შეაღო გოგონას საძინებლის კარი, მისაღებიდან შემოსულ შუქზე დაინახა ბალიშს ჩახუტებული ლიზის მჯდომარეს ჩაძინებოდა, ისეთი საყვარელი იყო, ჩახუტება მოუნდა, მკლავებში მოემწყვდია და აღარასოდეს აღარ გაეშვა, მის ოთაახში დაბრუნდა და პლედი გამოიტანა მძინარეს გადააფარა და გვერდით ფრთხილად მიუწვა რომ არც შეხებოდა და არც გაღვიძებოდა. დიდხანს უყურებდა მძინარესს და მომავალს ათასფერებში ხატავდა, ბედნიერი უნდოდა რომ ყოფილიყო და იქნებოდა კიდეც მშვენიერ არსებასთან ერთად, გარეგნულად ძლიერი მაგრამ შინაგანად ბავშვივით სუსტი,ლუკა ოცნებებში კი არ გადაეშვა, თავით გადავარდა, წარმოიდგინა ლიზი მის საწოლში მის სახლში, როგორ ეგეგბება სამსახურიდან დაღლილს კართან ლიზი, როგორ კოცნის, ეხუტება და მთელი დღის დაღლილობას უხსნის, მერე მუცელ გაბერლი ლიზი, როგორ წუწუნებს და ათას საზიზღრობებს იმიზეზებს და გვიან ღამით როგორ აღვიძებს მჟავის მოსატანად, მერე როგორ ეოდებიან პატარას გამოჩენას, მამას გოგო უნდა რომ იყოს პირველი, კიკინებით და დედასავით მუდამ გაჩეჩელი თბით, მამის შავი თვალები, მამიკოს პრინცესა, ნებიერა იქნებოდა. სახელიც იცის უკვე ,,ლილუ“ დედიკოს და მამიკოს სახელების პირველი ასოები. მალე ბიჭიც ეყოლებოდათ, აი ისეთი მამიკოს რომ დაემსგავსეოდა ყველაფრით. ძლიერი და დედასავით ჯიუტი. დაიკოს მუდმივი დამცველი. ლიზის და ლუკას ოჯახი სადა მუდამ სიყვარული და ბედნიერება ითარეშებდა. არც კი ახსოვს ფიქრებში როგორ ჩაეძინა, მხოლოდ ის ახსოვს დილით ადრე რაღაც საზარელი ხმა რომ აღვიძებს, წამში იაზრებს რომ ლიზის გვერდით წევს და წამში მიყვება ხმას. ხმამ სამზარეულოში კარადის თავთან დამამალულ ტელეფონამდე მიიყვანა. წამში უპასუხა –როგორ ხართ? ცოცხლები ხართ/ ჯერ არ დაგიჭამიათ ერთმანეთი?–ტელეფონში გიოს სიცილი ისმოდა. –აუ ჩემი, შენ შ–გ ხომ არ გაქვს? რომელი საათია საერთოს და რატო მაღვიძებ? –იმედი მქონდა ვერ მიაგნები ტელეფონს და სწორიც აღმოვჩნდი, –რა გინდათქო გიორგი–ლუკას ხმა დაეძაბა–ნუ ცდი ჩემს მოთმინებას. –ხოდა, ვიცოდი ტელეფონი დაგჭირდებოდა და დავმალე, ნუ კიჭას დავატოვებინე, ყველას ავუკრძალე დარეკვა, ნუ პრინციპში მეორე სიმი ჩავრთე და შენი გამოვრთე –გიორგი მოკლედ, მაგას მეც მივხვდი რატომ რეკავ. –ალექსანდრემ ცოლი მოიყვანა. –რაა? ვიინ?–სრული შოკი იყო ლუკასთვის ტვინისთვსი მიწოდებული ინფორმაცია–ვინ ალექსანდრემ? –ალექსანდრე.. ვინ გვყავს ჩვენ სანდრო თუ არა კიჭა. –კიჭამ ცოლი მოიყვანა? ვინ როგორ?–ისევ შოკში იყო ლუკა –ვიცი რა დღეში ხარ, ნახევარი საათია ვცდილობ ეგ ინფორმაცია გადავხარშო და ჯერ კიდევ ვერ ვხვდები როგორ მოახერხა ჩვენ ყველას გასულელება. –მაგას შიგ ხო არ აქ ბიჭო.. ვინ მოიყვანა? –თეო... –ის ბო–ი თეო, ცოცხლად გავატყავებ ბიჭო–ლუკამ მუჭი კედელს მიარტყა. –არა ბიჭო, ჩვენი თეო, წუხელ გაიპარნენ, სად არ ვიცით, ამ დილით მოწერა მარის და ანასტასიას, წუხელ რომ დაგტოვეთ, მალევე დატყდა საქმე მაქო, მანქანა აქ ყავს არ ვიცით რითი წავიდა, თბილიში არ არიან. –კარგი, გაგვეზარდა ბიჭი, ნახე ყველას გვაჯობა მაგ .... გადარეულმა. –ხო ჩვენ მაგის ყურება მოგვიწევს და მაგის უკბილო ხუმრობების და ცანცარის ატანა, მე როგორ გაჯობეთო. –თქვენ რა ქენით შრიგდით და დააყენეთ საშველი მომავალ თაობას?–გიოს სიცილი გაისმა ტელეფონში –გიორგი–ხმაზე დაეტყო ლუკას გაბრაზება,–ერთი ცანცარა მოგვაკდა და ახლა შეენ? –კარგი ლიზი მომიკითხე და დაგირეკავთ, კარტა ჩართე და გოგონებს უნდათ დარეკვა.–ისე გაუთიშა დამშვიდობება არ აცადა. ლუკა როგორ იყო? არეული, გახარებული, ბედნიერი, პოზიტივით დახულძლული, მაგრამ გულში რაღაც ტკივილს გრძნობდა, სწორედ ახლა მიდიოდა, როცა ყველაფერი ლაგდებოდა და ყველა რაღაც ახლის მოლოდინში იყო. როგორ უხაროდა კიჭას ბედნიერება, საძმოს ყველაზე პატარა ბიჭის დაოჯახება. უსაქმური არაა, სწავლობდა მუშაობდა და თან ბევრს ცანცარებდა. ყველას პოზიტივით ავსებდა. ახლა ის უკვე ცოლიანი ბიჭი იყო, სერიოზული ალბათ მაგრამ მაინც მათი საძმოს ცანცარა. ,,მაგრამ მე მაინც მივდივარ“–ლუკას გაკრა გულში და სახეზე ბედნიერი ღიმილი მალე შეცვალა ტკივილმა და იმედ გაცრუებამ. აბეზარი ფიქრები მოიშორა და შეეცადა გული დაემშვიდებინა, კიჭას გაბედნიერებას აღნიშნავდნენ ორნი ერთად, ლიზისთან ერთად მის ლიზისთან ერთად, მარტო ცხოვრებამ კულინარიაში დაახელოვნა. როგორ ახსოვს დედა რომ მზარეულის კურსებზე დადიოდა, ფრანგულ და იტალიურ სამზარეულოს ამუღამებდა მაშინ დაიწყო ლუკამაც დედასთან ერთად მასტერ კლასების კეთება. ,,ცოლი უნდა გავანებივროვო“ და სწორედ ეს ის მომენტი იყო როდესაც საშუალება მიეცა ლიზი სასიამოვნოდ გაეოცებინა, სალათი ლამაზად დაჭრა და დაალაგა, მისაღებში გაიტანა, მერე საინები და დანა ჩანგალი, ხილი დაჭრა და დაალაგა, კიჭას გამადებული პიცაც ეყიდა და ის ღუმელში შედგა. თხუთმეტ წუტში ყველაფერი მზად ქონდა და ლიზის გაღვიძებაზე მსჯელობდა საკუთარ თავთან. მერე რაღაც გაახსენდა, შავ პიანინოსთან მივიდა დიდ საყვავილეში ხელი ჩაყო და იპოვა რასაც ეძებდა, კარგი მინიშნება დაუტოვა გიომ, კარგად იცოდა ამ სახლში ნივთების ადგილმდებარეობა და მისაღები ორ წამში გადაჭრა. ეხლა ლიზის საწოლის წინ ზის იატადზე, საწოლზე ხელები აქვს დადებული და თავით ხელებს ეყრდნობა. უკვე ხუთი წუთია მის სახეს აკვირდება, მშვიდდ სუნთქავს, ტუჩები გამობურცვია, გაჩეჩილი თმები უარესად გაწეწია და მისი ხუჩუჩები უსწორ მასწოროდ აყრია სახეზე, ლუკამ ნაზად გადაუწია თმები სახიდან, რასაც ლიზის შეშმუშვნა და სახეზე რომ შეხება იგრძნო თვალები დაჭყიტა. ცხვირთან კი სასიამოვნო სურნელი იგრძნო. –ეს აქ საიდან გაჩნდა–თქვა ძილისაგან დაბოხებული ხმით და მის წინ დადებული წითელი ვარდი აიღო–დასუნა და გაიღიმა–არ მეტყვი. –კი როგორ არა, მიდი მოწესრიგდი და ბევრი ახალი ამბავი მაქვს –არ მეტყვი ახლა? –ნუ ხარ სულ სწრაფი ლიზი და დაბლა გელოდე –დაა შენ აქ საიდან გაჩნდი, რატომ ხარ აქ? –შენ მშვიდ ძილს ვდარაჯობდი–ღიმილით უთხრა ლუკამ. –მერე რაო ძილმა კარგად მეძინა, საბანი ხომ არ გადავიხადე–და მის ტანზე შემოხვეულ პლედს დააკვირდა–ეს შეენ? –კი მე, ლიზი არ გაბრაძდე მაგრამ შენ მაიძულებ –რას ვერ –ვერ მოასწრო ვერაფრის თქმა ლუკა რომ დაეძგერა, ძილიდან ახლად გამოსული ლიზი გონს ვერ მოეგო და როდესაც ლუკას კოცნა მომთხოვნი გაუხდა ისიც მაშინვე აჰყვა კოცნაში. –მალე ჩამოდი ქვევით გელოდები მწიფე შემოდგომავ–უთხრა ლუკამ და სუნთქვა არეული ლიზი დატოვა. ლიზი მაშინვე სააბაზანოს მიაშურა, ათ წუთშ მორჩა დილის პროცედურებს, და მისაღები ოთახისკენ წავიდა, ჯერ ვარდი აიღო და ნაზად გადააუსვა თითები. –კარგი იქნებოდა მეც ესე ნაზად მეფერებოდე–ლუკას ხმამ უცებ შეაკრთო. ლიზის რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ, მისაღების მაგიდაზე გაშლილი ლამაზი სუფრა და კერძები რომ დაინახა გულმა ეგისტურად დაიწყო ეთქვა. –ეს ყველაფერი შენ?–ლუკას წინ დადგა ლიზი და ხელი მაგიდისკენ გაიშვირა –ხო კლასი გაჩვენე როგორ უნდა დაახვედრო დილით გაღვიძებულ მეუღლეს საუზმე და როგორ ნაზად უნდა გააღვიძო. –შესანიშნავი მაგალითია. –ანუ–ლუკას თვალები აუციმციმდა –მე შენ მიყვარხარ–უთხრა და ახლა თავად გამოიჩინა კოცნისნ ინიციატივა. ლუკა წამით დაიბნა და მაშინვე დაეძგერა ლიზის.–ბატონო დირექტორო მგონი თქვენი ვალი აღარ მაქვს ხოომ? –მმ, მძღოლო–ლიზის ტუჩებზე დაიჩურჩულა–ესე მოულოდნელობის გამო ვალი გაგიორმაგდათ და დახვეწა გჭირდებათ, თქვენს მასწავლებელს მგონი არ ეცალა ხომ? –რაღაც უნდა გეთქვა ხოომ?–მისი მკლვბიდან თავის დახსნა სცადა ლიზიმ. –კარგი რა ლიზაზო, სულ ესეთ მომენტებს როგორ უნდა მიფუჭებდე და თან კიჭას გამო? –რა კიჭას გამო? რა ჭირს სანდროს? –კარგი რა ლიზი, რა უნდა ჭირდეს? ცოლი მოიყვანა. –რააააა...ბოლო ხმაზე იყვირა ლიზიმ –მგონი დავყრუვდი, ხო თეო მოიყვანა, წუხელ გაიპარნენო, კიჭას დაუტოვებია ჩემი ტელოფონი ახალი ნომრით მხოლოდ მას რომ დაერეკა. –ვაიმე ლუკ, რა მაგარია ჩემო ბუზღუნა, კიდევ ერთი ბედნიერი წყვილი სამეგობროში, კიდევ გავმრავლდებით... –ხოდა უნდა დავლოცოთ წყვილი–უთხრა ლუკამ და მაგიდისკენ მიბრუნდა. რა საყვარლები იყვნენ რომ იცოდეთ, დაბალ მაგიდაზე, იატაგზე იჯდნენ და არაყს სვამდნენ, არც ისე ცუდი მსმელი იყო ლიზი, ნუ ეხლა ლუკამ დახვეწა, მე თუ არა ცოლმა უნდა გაუწიოს საძმოს საკადრისი თამადობაო. –ლიზი რამდენჯერ გითხარი მშიერ კუჭზე მჟავით დაწყება როგორ შეიძლება, სალათი მაინც დაიწყე, კუჭი ჩაგეწვება. –ლუკა ეს ხომ უბრალო მჟავეა რა უნდა მავნოს. –სწორედ მჟავე გავნებს, ერთ ჭიქას მეორე მოყვა, მეორეს მესამე, მეოთხე, მეხუთე და ა.შ. იცინოდნენ ხუმრობდნენ. –ლიზი მე უნდა წავიდე და შენთან წინადადება მაქვს, ნუ შენი თანხმობა, მაგრამ იმედია როგორც კიჭამ და გიომ გაგვიკეთეს ისე არ დამჭირდება მეც.–მერე ღრმად ამოისუნთქა,– იცი რამდენ გეგმას ვაწყობდი, რომ როგორც ჩემ კეთილ ფერიას შენთვის რაღაც განსხვავებული მინდოდა, შენთან მინდა დაბერება, მინდა ერთად შევივარცხნოთ ვერცხლიფრად, მინდა ჩემი შვილი დედას შენ გეძახდეს, ჩემი ყველა შვილის დედა მინდა იყო, მინდა შენი ქმარი ვიყო, შენთან ერთად გადავლახო ცხოვრების სირთულეები, შენ ჩემი გაწეწილი გოგო ხარ და მინდა მუდამ ესე დარჩეს, მიყვარხარ და შენ ჩემი ნათელი სხივი ხარ ჩემს ცხოვრებაში, მუდამ ესე დარჩება. ცოლად გამომყვები? –როდის? –რა როდის?–სახე შეეცვალა ლუკას–ლიზი მე ლუკას ტელეფონმა დაიწყო გაუჩერებლად რეკვა, –მაპატიე უნდა ვუპასუხო. –მე ყავას გავაკეთებ–გაუღიმა ლიზიმ და სამზარეულოს მიაშურა. –დილამშვიდობისა ბატონო ლუკა, საქართველოში ბოლო დროინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა გაცვლითი პროგრამები გადაიდო, ცვლილებების შესახებ შეგატყობინებთო. არ ახსოვს ტელეფონი როგორ გათიშა, ყველაზე ბედნიერი იყო, ზუსტად იცოდა რომ ამ წამს მსოფლიოში ყველაზე ბედნირი ადამიანი იყო. ამ წამიდამ მისი ცხოვრება ამოტრიალდა, მისი ჩვეული ცხოვრება არაჩვეულებრივი მოვლენებით. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ღამე მშვიდობისა, მგი მალე დავდე ხოომ? დამთავრებას ვაპირებდი მაგრამ ყველა გეგმა ერთად შემეცვალა, ძაან გაწელაც აღარ მინდა, ვეღარ ვწერ მაგრამ მაინც არ მინდა ბოლო მივაფუჩეჩო, ბოლო თავში მინდა მთელი გული და სული ჩავდო, ვიცი ეს ის არ აირის რაც მინდოდა მაგრამ მაპატიეთ... ანნე... ისე მახარებ რომ იცოდეეე, შენ ჩემი ერთგული ხარ... აი, შოკოლადის კრუასანს ველოდებოდი მაგრამ არ გამოჩნდა ისე მაინტერესებდა მისი კრიტიკა... აბა, ჩემო კარგებო ეს ბოლოს წინა თავია, ერრთი თავი დარჩ და მორჩა... მადლობთ რომ მიძლებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.