შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლიზა ჯაფარიძე (ნაწილი 10)


27-05-2015, 13:44
ავტორი liziglonti
ნანახია 2 538

ლიზა ხესთან გაშეშებული იდგა და სანდროს და საბას უყურებდა... რატი უკნიდან მიუახლოვდა და ხელი წაავლო... ლიზას ოდნოვ შეეშინდა და მოიხედა...
-ნუ გეშინია... წამო სახლში წაგიყვან.. მაგ სანდროს კი მე მივხედავ... აქ ვერ დარჩები.. წამო და ხელი მაგრად ჩაჰკიდა....
-რატი აქ საიდან გაჩნდი? მე ძალიან შემეშინდა თან უკან იყურებოდა....
-წამო.. წამო უკან ნუ იხედები დროზე წავიდეთ...
მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ...
-სახლში წამიყვანე.. ანდრია მეჩხუბება მერე რა ვქნა მითხრა სკოლიდან არ გამოხვიდე მარტოო მე კი არ დავუჯერე გესმის? რა ვქნა.. ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებ... საბას რომ რამე დაემართოს...
-საბა ვიღაა? პოლიცია მივა ნუ გეშინია...
-საბა ვინაა არც მე ვიცი... უბრალოდ საბა ჰქვია რამდენჯერმე ვნახე... დღესაც გზაზე შემხვდა და... ლიზა კანკალმა აიტანა... ხელები სულ უკანკალებდა...

-რა გჭირს კარგად ხარ?
-არცისე...
რატიმ მანქანა გააჩერა
-ხომ არ გინდა წყალი მოგიტანო? აქ დამიცადე ახლავე მოვალ და მანქანიდან გადავიდა...
ისევ უაზრო ქცევა რა.. გაიფიქრა ლიზამ ამის შემდეგ ჩემს ძმას ყოველთვის დავუჯერებ.. ეს ბოლოა...
რატი საიდანღა განჩნდა აქ ... ასეთი დამთხვევების არ მჯერა..
ამ დროს რატი უკვე მოვიდა და მანქანაში ჩაჯდა...
-მიდი დალიაე.. და წყალი გაუწოდა... ხელი კი თავზე გადაუსვა... თვალებში უყურებდა...
ეს რა არის გაიფიქრა ლიზამ.. ახლა უფრო მაკანკალებს და ჟრუანტელი მივლის..
ლიზამ წყალი დალია
-დაწყნარდი ლიზ? ყველაფერი კარგად იქნება.. ვითომ არც გინახია კაი? და მორჩა ნუღარ ნერვიულობ... შენს ძმას რატომ არ უჯერებ რანაირი ჯიუტი ხარ.... ვერ გავიგე... და მანქანა დაძრა...

-შეცდომა დავუშვი... უკვე მივიდოდა სკოლაში და იქ რომ არ დავხდი ... რატომ არ მირეკავს?
-ალბათ არ მისულა... მე დავურეკავ და ვეტყვი რომ მე წამოგიყვანე...
-კაი...
-მაგრამ ნომერი არ ვიცი... სულ დავიბენი რა...
ლიზამ ტელეფონი ამოიღო
-ჯანდაბა.. ხომ ვამბობ რა მეგობარს ტელეფონი არ უნდა ათხოვო ეს რა არის... გამომერთო.. დასატვირთია.. ყველაფერი ჩემს ჯიბრზეა რა... და ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩაიდო...
ამ დროს ახლა რატის დაურეკეს... რატიმ ტელეფონი აიღო ნომერს დახედა და გათიშა... შემდეგ ისევ დარეკეს და ისვ გაუთიშა...
-რა ხდება? ვინ გირეკავს სულ რომ უთიშავ? თუ გინდა მანქანა გააჩერე და ცალკე ელაპარაკე...
-არა.. მერე დავურეკავ ამის დრო არ მაქვს... და ტელეფონი გამორთო....
რატის მანქანას მოსახვევში სხვა მანქანა გადაუდგა... რატიმ გააჩერა... სახე შეეცვალა და ლიზა გააფრთხილა მანქანიდან არ გადმოსულიყო...
რატი გადავიდა და მეორე მანქანასთან მივიდა.. იქდანაც უცხო ტიპი გადმოვიდა..

-რა გინდა ლევანი .. გზაზს რატომ მიღობავ?
-გოგო სად არის.. შენ გყავს?
-ვინ გოგო?
-ვითომ არ იცოდე.. მიდი დროზე მითხარი.. ლიზა! და მანქანას დააკვირდა...
-ხო ის არის...
-მერე გასაღები მომეცი როგორც შევთანხმდით? სად გაქვს?
-შენ ხომ არ ჭედავ ? რა გასაღები.. დაძარი მანქანა და დაახვიე აქედან....
-გადაწყვეტილებებს ვცვლით ხომ და ლევანიმ ხელი ყელში წაუჭირა რატის... რატიმ არ დააყოვნა და ხელი ჰკრა...
-ძმაო წესიეად მოიქეცი... თორემ შენებს რა მოუვათ .. სანდრომ რომ გაიგოს რა მოხდება იცი? ამ გოგოსგან რა გინდა ის სანდროსია.. გასაღები მომეცი თორემ ერთ დღეს გაიგებ რომ შენი პატარა ძმა მოგიკვდა და მაგრად ინენებ.. სანდრო კი არ გაპატიებს და მოგკლავს.. ყველაფერს დავივიწყებ .. ჩემი მანქანით წადი.. მე კი ამით წავალ... და ლიზას მანქანისკენ წავიდა.. რატი ერთ ადგილზე გაშეშდა.. ძმა რომ უხსენეს ამან შეაფერხა ის.. მას პატარა ძმა ჰყავდა.. ინგლისში რომ წავიდნენ მეორე შვილი ეყოლა დედამისს ..
ისედაც ავად იყო დედა და ახლა შვილს რამე რომ მოსვლოდა ამას ვერ გადაიტანდა...
-ნაბი-- ვრებო...! და ტელეფონი მიწაზე დაანარცხა. ლიზა სულ შეიცვალა .. უცხო ბიჭი, რომ ჩაჯდა მანქანაში ამან სულ გააგიჟი... კარების გახსნა დააპირა, მაგრამ არ გამოუვიდა.. ლევანიმ იარაღი თავთან მიაბჯინა...

-ჩუმად და წესიერად.. თორემ აქვე მოგკლავ... ლიზა ხელის განძრევაც ვერ მოასწრო.. მან მანქანა დაძრა და წავიდნენ.. რამდენჯერ უკან მიიხედა.. მაგრამ სად იყო შენი რატი... არ იცოდა რა ხდებოდა... ამიტომ როგორც ყოვეთვის ტირილი დაიწყო....
-იტირე პრობლება არ მაქვს , დრო გაქვს მარგამ თუ დიდხანს იტირებ მოგხვდება და მერე უფრო ატირდები... გირჩევნია ნერვებზე არ მომშალო.. ლიზა და გაუღიმა...
ამან უფრო უმატა.. ლევანიმ საათს დახედა.. ლიზა ხვდებოდა რომ თბილსს სცდებოდნენ.. შემდეგ სადღაც შეუხვიეს და მანქანა გააჩერა...
-გადმოდი.. თუ არადა ძალით გადმოგიყვან.. დროზე..
და მანქანიდან გადავიდა და ლიზას კარები გაუღო... ლიზა გადმოვიდა და გვერდზე დადგა... ამან მხარში ხელი წაავლო..
-ხელი გამიშვი მეტკინა.. ბინძურო ვირთხავ... იცი რა მოგივა ხელი რომ დამაკარო.. რატი სად არის? რა უქენი?
-გამოიარე და ხელზე დაეჭიდა .....
-არა.. ხელი გამიშვი და ლიზა დაიხარა... არ გამოგყვები..ძალიათ კი ვერსად წამიყვან ... მერე მეორე ხელით ცდილობდა პირველის გაშვებას , მაგრამ არ გამოსდიოდა... გამიაშვი! ახლავე! არ მიდნა!
ლევანიმ ხელი გაუშვა.. სულ დასწითლებოდა..-როგორ მატკინე ნამდვილი მხეცი ხარ...
-შედი.. დროზე.. მიდი! და ხელი შენობისკენ გაიშვირა...
-არა.. და ლიზა შებრუნდა.. ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო ლევანი წინ მოაბრუნდა ხელი ჰკრა.. იარეო ანიშნა... ლიზა არ იძროდა...

-კიდევ დიდხანს გიცადო.. თუ ცოტათი მაინც სცემ შენს თავს პატივს.. შედი გეუბნები თორემ .. ძალიათ შეყვანა არ გამიჭირდება და არ მინდა იტირო თორემ დღეის ლიმიტი ამოგეწურება და მერე რას იზამ? მიდი შედი.. და ხელი ისევ ჰკრა...
ლიზა ნელა მიდიოდა... ნაბიჯებს ისე ადგავდა თითქოს ჭიანჭველა იყო... გარშემო იყურებდა.. გარშემოც შენობები იყო და რამოდენიმე კაკლის დიდი ხე...
შენობაში შევიდა... ლევანიმ კარები მოკეტა...
-არ მითხრა რომ ბნელი ოთახის და მარტო დარჩენის გეშინია!
ლიზამ ხმა არ ამიღო..ერთ ადგილზე გაჩერდა და არ იძროდა.. თავი დახრილი ჰქონდა...
-რა გჭირს.. ენე ხომ არ ჩაყლაპე.. და ხელი ნიკაპზე წაავლო.. ლიზამ შეხედა ... სულ აღარ ტიროდა გამწარებული სახე ჰქონდა...
-რა გჭირს?
ეს უნდა ექნა და ხელი გაარტყა პირდაპირ სახეში..-ამაზე მეტის ღირსი ხარ... საზიზღარო... როგორ ბედავ შეხებას... არაკაცო!
ლევანიმ ხელი სახეზე მოისვა... და გაიღიმა... -რა ნაზი გოგონა ყოფილხარ... მიდი კიდევ გამარტყი მომეწონა.. მიდი... და ხელი მხარზე დაადო...
-შემეშვი! და ხელი მოაცილებინა.. შემეშვი! ხელი არ დამაკარო...
-არც ვაპირებ.. სანამ სანდრო არ მოვა აქ ვიქნებით და მერე იმან იცის რა.. გამიჭირდება მაგრამ მალე დაიძინებ და მერე უფრო ადვილი იქნება შენს წყევლას რა გაუძლებს? ისე სხვა სიტყვები არ იცი? საზიზღარის და ხელი გამიშვის გარდა...

-ვიცი.. ბევრი ისეთი სიტყვაც ვიცი შენ რომ შეგეფერება და ბიჭი რომ ვიყო.. თავ-პირს სულ გაგიერთიანებდი..
-სანდრო მოვა და მერე სცადე! გაუმეორა ლევანიმ- შენ მართლა გეშინია თიჯინების გინდა მოგიტანო?
ლიზა შეკრთა.. ცოტა შეეშინდა- არ მინდა! თოჯინების არ მეშინია.. ხმადაბლა თქვა..
-ვცადო!
-არაა!
ამ სკამზე დაჯექი ლიზავ! და სკამი გადმოუდგა...
-არა! არ მინდა!
იდექი მაშინ.. ხედავ თავისუფლად ხარ არ დამივიწყო ეს.. ლევანი თვითონ დაჯდა და ტელეფონი ამოიღო.. ლიზა ჩაიკუნტა და თავი მხრებში ჩადო! მხოლოდ სლუკუნებდა...
ლევანიმ ერთი-ორჯერ შეხედა თავი გაიქნია... და ტელეფონში ჩალიჩი გააგრძელა...
--------------------------------------------------------------------------


რატი მანქნაში ჩაჯდა... არ იცოდა რა ექნა გამოუვალ მგომარეობაში იყო.. ლიზა რამენაირად უნდა დავაბრუნო უკან მითუმეტეს რომ მიხვდა სანდროს ვიცნობ... ახლა რა ვქნა.. რამ ერომ, დავუშავოს.... არა ! ლიზასთან უნდა მივიდე.. რაც იქნება იქნება.... და მანქანით ლევანის გაჰყვა...
კარებზე ბრახუნის ხმა გაისმა. ლიზა წამოდგა ლევანიმ თავი მოაბრუნა... ადგა და კარებისკენ წავიდა.. ჯერ საათს დახედა მერე თქვა
-რა მალე მოვიდა... და კარები გააღო...
-სანდრო როგორ ხარ!? შემოდი..
ლიზა შებრუნდა .. არ იცოდა რა ექნა ამ ოთახს გასასვლელი არსად ჰქონდა.. ერთი ფანჯარა ისიც მაღლა.... ახლა რა ვქნა.. ნამდვილად რაღაც დამემართება... და ხელები ერთმანეთს შეეახო... ლევანი გარეთ გავიდა და კარები ჩაკეტა ეს რომ იგრძნო შემობრუნდა.... და სკამს მიუახლოვდა... კედელს ყური მიადო მაგრამ არაფერი არ ისმოდა... სანდრო მოვიდა ახლა რა ვქნა....
ისევ ტირილი აღარ შემიძლია.. ჩემი ძმისთვის უნდა დამეჯერებინა რა.. ახლა რა ვქნა...
კარები გაიღო ...ლიზა დაფრთხა და უცბად შებრუნდა . თან კედელს მიეყუდა....
ერთი ნაბიჯი გადმოდგა და კარები მოხურა... სულ ცოტაც და მომიახლოვდება.. მერე რა ვქნა..... მეორე ნაბიჯი... და მესამეც.. ლიზამ თვალები დახუჭა... რაც იქნება იქნება... ჩემი ბრალია ყველაფერი... მეოთხე ნაბიჯი...
-ლიზა!
არანაირი პასუხი...
-ლიზა შემობრუნდი...
ლიზამ თვალები გაახილა.... და კედელს მოშორდა....
-ჩემ დანახვა სულ არ გინდა! გეტყვი, რომ ისეთ მდგომარეობაში არ ვარ, როგორიც უნდა ყოფილიყო.. შენმა ძმამ თვალი დამილურჯა და ახლა საშინლად მტკივა.... შემობრუნდი და დამენახე....
ძმამო.. ჩემი ძმა სადღა ნახა... ლიზა შემობრუნდა.. მაგრამ მისთვის სულ არ შეუხედავს... ერთ წერტილს მიშტერებოდა...
სანდრომ ხელი ნატკენზე მოისვა- როგორ გალამაზებულხარ ჩემო პრინცესავ... მე არ მინდოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ ასე მოხდა... შენი ნახვა მინდოდა...და გაიღიმა.. მეხუთე და მეექვსე ნაბიჯი,, მეშვიდე ნაბიჯიც გადმოდგა და უკავე ლიზასთან იყო... სახეზე ხელის მოსმა აპირებდა მაგრამ ლიზამ ხელი ჰკრა... და უკან გაიწია
-არც შემეხხო.. მალე ციხეში ამოყოფ თავს და მერე ნახავ რაც მოგივა! ახლავე სახლში წამიყვანე! შენ ვინ ყოფილხარ ავადმყოფო!
-ჩუმად! და სანდრო ყელში სწვდა- აღარც გაბედო მასეთი სიტყვებით მომმართო! თორემ ენას ამოგაცლი! და ყელში მაგრად მოუჭირა... ლიზამ ხელები შეეაშველა... და ხელი გააშვებინა..
ლიზამ რამდენჯერმე დაახველა დამიხვდა ვის ხელშიც აღმოჩნდა.. ამას ნამდვილად არ ვუყვარვარ და ნამდვილი შეშლილია... გაიფიქრა და თავი მაღლა ასწია...
-წამოდი წავიდეთ! წამო..
-სად?
-სახლში?
-რომელ სახლში.. ჩვენ სახლი არ გვაქვს....
-ცდები... წამოდი...
-არსად არ წამოვალ! შენთან ერთად არ მინდა.. და საერთოდ არ მიყვარხარ და მეჯავრები.. ასე რომ იქცევი თავს უფრო მაჯავრებ.. შენთან ყოფნას სიკვდილი მირცევნია.. რაც იმას ნიშნავს რომ ნებით შენტან დარჩენას არ ვაპირებ რაც გინდა მთხოვე ... და თუ ძალით მომექცევი.. მითუმეტეს... ვეღარასოდეს მნახავ.. ჯობია სახლში წამიყვანო და ჩემი ცხოვრებიდან წაეთრიო.. როგორც მობრძანდი... ჯერ 16 წლის ვარ ხომ არ დაგავიწყდა.. ჩემზე თუ არ ფიქრობ ავადმყოფო ადამიანო შენს თავზე მაინც იფიქრე რა დაგემართება .. ზუსტად ვიცი ციხე არ აგცდება.. და სხვა ათასი რამ.. საერტოდ არ გიყვარვარ უბრალოდ შეშლი ხარ.. სიყვარულს შენ რას ეძეხი.. ასე მომექცე და შემაშინო.. თოჯინებს რომ მიგზავნიდი.. მითხარი გიყვარვარ თუ ჩემი უბედურები გინდა? მე პირადად ვერ გიტანდა ვერასოდეს ვერ შეგეგუები ჩემს ცხოვრებაში.. და შენი მეშინია ძალიან იმაზე მეტად ვიდრე ეს შეიძლება შენ გეგონოს... ჩემმა ძმამ მითხრა, რომ სკოლიდან არ გამოვსულიყავი მე კი არ დავუჯერე არ მეგონა ამას თუ ჩაიდენდი ახლა კი სამუდამოდ დავრწმუნდი იმაში თუ რა ადამიანი ხარ... საზიზღარი პიროვნება.. რომელსაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან.....
-ყველაფერი თქვი?
-არა.. ყველაფერი არ მითქვამს.. უბრალოდ ყველაფერს ვერ ვიკადრებ რაც შენ უნდა გითხრას ადამიანმა... სახლში წამიყვანე.. ჯობს ეს შენი ნებით გააკეთო...
-არსადაც არ წაგიყვან.. ახლა გარეთ გადი და ბევრს ნუ ლაპარაკობ! დროზე! თორემ ძალიათ წაგიყვან.. მიდი ნაბიჯები გადაადგი..
ლიზა ადგილიდან არ იძვროდა... არც აპირებდა ამას..
-კარგი პრობლემა არ არის! თუ ეს გინდა...
და სანდრო მიუახლოვდა.... ლიზა უკან წავიდა და კედელს აეყუდა.. ამის იქით გასასვლელიც არსად იყო... სანდრომ ხელები წელზე შემოხვიე...
-შემეშვი... გამიშვი! ლიზამ წიოკი დაიწყო... მე თვითონ წამოვალ.. შენი ბინძური ხელები მომაშორე .... მე თვითონ წამოვალ...
-დარწმუნდი?
ლიზამ ხელი ჰკარა და წინ წავიდა სანდრო უკან გაჰყვა...
გარეთ ლევანი იდგა მანქანასთან .. შემდეგ ერთად ჩასხდნენ მანქანაში. და წავიდნენ.. ლიზა სულ კანკალებდა..და გზას უყურებდა... სანდრომ ლევანის თვალი ჩაუკრა.. ლევანიმ ლიზას შეხედა და რაღაც ნაჭერი ააფარა სახეზე... ამის მეტი არაფერი ახსოვს...
----------------------------------------------------------------------
ცოტნე ნიკუშათან წავიდა...
-რა ხდება ძმაო და ნიკუშა სახლში შეუძღვა?
-თუ ძმა ხარ უნდა დამეხმარო.. ლიზა უნდა მაპოვნინო ძალიან გთხოვ..
-ლიზას რა დაემართა?
-დაიკარგა.. ამასთანავე ანდრია დაჭრილია..
-როგორ? რა მოხდა? ისევ ის სანდრო...
--ხო ის შეშლილი.. თან გაიქცა.. პოლიცია სად იყო ვერ გავიგე... როგორ ვერ დაიჭირეს დასაჭერი..
-ნუ ნერვიულობ.. სანდროს სახლს მივაგნებთ.. მეროს დავურეკავ.. შენ დას ტელეფონი ტან ჰქონდა არ პასუხობს?...
-არ არ პასუხობს..გამორთულია საერთოდ...
-ჩავიცვა.. ანდრია როგორ არის?
-მამა წავიდა.. მე პირდაპირ აქ წამოვედი.. ეგ არვიცი..
-კარგი.. პრობლემა არ არის ჯერ პოლიციაში უნდა წავიდეთ.. იქნებ ვინმემ მანქანის ნომერი ან რამე დააფიქსირა.. და ვიპოვით შენს დას .. მთავარი ანდრია იყოს კარგად... წავიდეთ.. და ნიკუშამ მანქანის გასაღები აიღო.. ცოტნეც უკან გაჰყვა....
-----------------------------------------------------------------------
გიორგი როგორც კი დაურეკეს მაშინვე საავადმყოფოში წავიდა...
-ექიმო ჩემი შვილი როგორ არის?
-დანამ თირკმელი დააზიანა.. იმედია ინფექცია არ შეეჭრება, მაგრამ არ ვიცი თირკმლის გადარჩენას როგორ შევძლებთ.. თქვენი შვილი კი გადარჩება.. ამას შევცდებით ყველანაირად... და საავადმყოფოს გრძელ დერეფანს გაუყვა და საოპერაციოში შევიდა...
საბა კიბეებზე ამოვიდა...
-ანდრია როგორ არის მეც ეხლა გავიგე ყველაფერი...
-საოპერაციოშია..
-სანდრო გაიქცა არა? დავიჭერ მაგას და პირადად უნდა ვცემო მაგრად... ნუ ინერვიულებთ ყველაფერი კარგად იქნება და გვერდზე ამოუდგა..
-მადლობა.. შვილო...
-კიდევ ვინმე დაჭრეს.. მასთან ერთად კიდევ ვიღაც იყო არა?
-არვიცი.. დამირეკეს და ეს მითხრეს რა მოხდა არც ვიცი.. ისიც ვიცი რომ ლიზა სახლში არ მოსულა.. და დაიკარგა ...
-რასამბობთ? ესეც სანდროს უკავშირდებაა.. მე პოლიციაში წავალ იქნებ რამე გავარკვიო მაშინ...
-იგორი უკვე გავგზავნე.. დამეხმარება და ყველაფერ მომიგვარებს საბა.. შენ არ იდარდო.. შენც რამე შარში არ გაეხვიო... მირჩევნია აქ იყო.. ანდრიას მარტო ვერ დავტოვებ.. მიუხედავად იმაისა რომ ლიზაზე ძალიან ვდარდობ.. ანდრიას უნდა წამოეყვანა სკოლიდან და რა მოხდა ვერ ხვდები...
საბა გიორგის შეხედა და თვალი ტალანს გააყოლა... ამასობაში ანდრიას ერთი მეგობარიც კიდევ მოვიდა...
-ანდრიას ამბავი გავიგე და მაშინვე აქ მოვედი როგორ არის? და საბას შეხედა..
-ოპერაცის უკეთებენ... თბილისში თუ იყავი არ მეგონა .. რუსთავში არ წავხვედი პიკასო..
-არა ძმაო რა რუსთავი... ისევ ჩემს სამხატვროში ვარ და საბას თვალი ჩაუკრა...
-მართლა? და საბამ ხელი მხარზე დაჰკრა... მაშინ ანდრია რომ კარგად გახდება ჩვენ აუცილებლად მოვალთ შენთან.. კარგად გავერთობით...
-არც გაბედოთ.. იმ გოგომ ისე ამირია ფუნჯები.. ვერც ვიცოდი მერე სად რა მედო და სად რა... გაიძახოდა დასალაგებელიაო.. ეგ რა მაგის საქმე იყო... ეს რა თქმა რილიკული გადახვევა....
და საბას გვერდით დადგა
-მამა აქ ჰყავს? და რომელია?
-და და აქ არის სულელო... სადმე გოგს ხედავ... სამწუხაროდ ისიც დაიკარგა სამწუხაროდ.. იმ ბიჭმა წაიყვანა ვისთანაც ჩხუბი მოუვიდა..
-აჰა... არ ვიცოდი ეგ მე...-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------როგორია? გაგრძელება ღირს? გმადლობთ..



№1  offline წევრი maxara

გაგარძელეე და მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent