მრბოლელი.4
თავი მეოთხე დილით ადრე ავდექი რომ სამსახურში არ დამეგვიანა.ნაილის გადამკიდე ვიცოდი სახლში დაბრუნებას ვერ მოვასწრებდი,ამიტომ თავიდანვე ისე ჩავიცვი რომ გამოცვლა აღარ დამჭირდებოდა,შემდეგ კი ჩემს საყვარელ სამუშაოს შევუდექი.საღამომდე დრომ ისე მალე გაირბინა,ვერც კი შევამჩნიე საქმეში გართულმა,სმენა დავამთავრეთ მე და ნაილმა და თავზეც დამადგა პირზე დიდი ღიმილით. -რა იყო ნაილ? -თავაუწევლად ვკითხე და ჩანთაში ქექვა გავაგრძელე -არ წავიდეთ? -სად? -თავი ისე დავიჭირე თითქოს არაფერი არ მახსოვდა -შოუზე. -საად? -კი მაგრამ გუშინ ხომ მითხარი წამოვალო? ჰანა დაგავიწყდა? -რა შოუზე მეკითხები? -გთხოვ მითხარი რომ ხუმრობ! -თვალები აემღვრა პატარა ბავშვივით,მე კი სიცილი ვეღარ შევიკავე და გემრიელად გადავიხარხარე -მომატყუე ხო? -თვალები მოჭუტა ნაილმა და მანაც გაიცინა -ვეცადე მაინც. -მინდა გითხრა რომ კარგი მატყუარა ხარ! -შემაქო ნაილმა და გარეთ გასასვლელი კარი გამიღო,იქ კი მისი მანქანა დაგვხვდა -შორს არის ? -არა მაგრამ მაინც მანქანით ჯობს წასვლა -კარგი. -მის გვერდით დავჯექი და ღვედი შევიკარი -სისწრაფე გიყვარს? -მმ..კი . -ხოდა მოემზადე. -თვალი ჩამიკრა და მანქანა რაც შეიძლებოდა დიდი სიჩქარით დაძრა ადგილიდან.გიჟივით მიაქროლებდა მანქანას,მეც ვიცინოდი,ხელებს ჰაერში ვარხევდი და თავს ვაქნევდი,რომ უკეთ ამწეწვოდა ისედაც ნიავისგან არეული თმები.ნაილი ხანდახან გამომხედავდა და ჩაიღიმებდა,მაგრამ მე მაინც ჩემს ქმედებებს ვაგრძელებდი. არც ისე შორი გზა იყო,მაგრამ გარკვეულ დრო მოვუნდით იქამდე მისვლას.ეს არ იყო კლდეები და მთები,მაგრამ რაღაც მაგდაგვარი ადგილ იყო.გზა მიუყვებოდა მაღალ „კლდეს“,პატარა შეცდომა და მანქანა ეგრევე ხევში გადაეშვებოდა.ნაილს გაოცებული და ამასთანავე შეშინებული თვალებით ავხედე,როდესაც ამ ადგილს მივუახლოვდით -აქ რა გვინდა ნაილ? -რალი -რალი? -გაოცებულმა წამოვიძახე -ხო,დღეს სასიკვდილო ღამეა. -გადაიხარხარა როდესაც ჩემი გაფითრებული სახე დაინახა -რას ნიშნავს სასიკვდილო ღამე? -ამაღამ ვინც დამარცხდება შესაძლოა მოკვდეს ამ ხრმაში,ან თუ გადარჩა შეთანხმებულ ადამიანს აბარებს მოგებულს. -შეთანხმებულ ადამიანს? -ხო,არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ იქნება. -რა? აქ რა გვინდა? წავიდეთ გთხოოვ. -საცოდავი თვალებით შევხედე,მან კი ხელმკლავი გამიკეთა და ხალხისკენ წამათრია -მომწონს მათი ცქერა,მაგრამ ნუ შეგეშინდება ჩვენ არაფერი გვეხება -ნაილ,გული ცუდს მიგრძნობს! -კარგი რა! ასეთი მშიშარა ხარ? -წამაქეზა და მეც აღარ შევეწინააღმდეგე,ღრმად ჩავისუნთქე და ხალხს შევერიეთ. -ჰეი ნაილ. -გავიგე ვიღაცის ხმა და წამებში ჩვენს წინ ატუზული ბიჭი დავინახეთ -ლიამ როგორ ხარ? -გადაეხვია ნაილი იმ ბიჭს და მასთან საუბარში ჩაერთო.მე სულ დავავიწყდი,მაგრამ ისევ იმ ბიჭმა გაამახვილა ყურადღება -ეს ვინ არის? -ლიამ ეს ჰანაა.ჰანა ეს ლიამია -შენი გოგოა? -ლიამმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ნაილს გახედა,რომელიც სულ გაწითლებულიყო -ამ..ისა აარა..უფრო სწორედ კი.არა მინდოდა მეთქვა რომ უბრალოდ მეგობრები ვართ! -დაბნეული ლაპარაკობდა,მე კი სიცილი ვეღარ შევიკვე -გამარჯობა ლიამ! -ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად,მაგრამ გამოიწია და ჩამეხუტა.მის ქცევაზე თვალები გამიფართოვდა და ნაილისკენ გავიხედე,რომელიც ხითხითებდა,მერე კი მანიშნა ისე რომ ლიამს არ დაენახა „უბრალოდ მთვრალია.“ -სასიამოვნოა შენი გაცნობა. -გამიღიმა ლიამმაც -აბა აღარ იწყებენ შოუს? -ყურადღება პატარა ამაღლებული ადგილისკენ გადავიტანეთ,სადაც რამდენიმე წლით უფროსი ბიჭი გამოჩნდა მიკროფონით ხელში -ყურადღება! -დაიძახა იმ ბიჭმა და ყაყანის ხმაც შეწყდა. -მე ვარ ლუი და დღეს მე ვუხელმძღვანელებ ამ შოუს!-მისი სიტყვების გაგონებისას კი ისევ ჟივილ-ხივილი ატყდა,ხალხი აყიყინდა ისევ,მაგრამ მალევე ჩაწყნარდნენ.-დღეს ათი კონკურსანტი იბრძოლებს გამარჯვებისთვის,მაგრამ აქედან გადავა ხუთი. -ისევ ტაში,ხმაური... -კონკურსანტები სცენაზე ამოვლენ და იტყვიან თავიანთ სიტყვას,ზოგი გამოსამშვიდობებელს,ზოგი კი უბრალოდ გასამხნევებელს! მან როგორც კი საუბარი დაასრულა,სცენაზე ათმა ადამიანმა მოიყარა თავი.ათი სიმპატიური ბიჭი იდგა ჩაფხუტებით,მაგრამ როდესაც მოიხადეს მათ შორის დავლანდე რამდენიმე ნაცნობი სახე.. ის მწვანეთვალება..შავგვრემანი,ვიღაც ეშტონი და ერთ-ერთი ბიჭი იმ ღამინდელი შემთხვევიდან... შეაფასეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.