შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ ერთი წესი არსებობს არ უნდა შეგიყვარდე - თავი მეორე


27-05-2015, 17:37
ავტორი -Crazy-Girl-
ნანახია 3 339

მესამე დღე
დილით ადრე ავდექი და ჩავიცვი მოკლე ჯინსის შორტი ნაცრისფერი მოკლემკლავიანი მაიკა ფეხზე ნაცრისფერი კეტები და თმა დავივარცხნე გარეთ გავვარდი და სანაპიროსკენ გავიქეცი იქვე ქვებზე ჩამოვჯექი და მზის ამოსვლას ვუყურე სულ არ გამხსენებია მობილური რომელიც სახლში დამრჩა

/ალექსანდრე/
დილით ადრე ადგა და ისიც მობილურის ზარმა გამოაფხიზლა ანას მობილური რეკავდა რომ ნახა დიმიტრის ზარი იყო უპასუხა რადგან იცნობდა და თანაც საკმაოდ კარგი გეგმა ქონდა შემუშავებული
-გამარჯობა ბატონო დიმიტრი მე ალექსანდრე ვარ ლიპარტელიანი
-გამარჯობა ალექსანდრე შვილო როგორ ხარ?
-კარგად ბატონო დიმიტრი თავად როგორ გიკითხოთ?
-კარგად შვილო კი მაგრამ შენ რატომ მიპასუხე ანას მობილურზე
-მე და ანას საერთო მეგობრები აღმოგვაჩნდა და ეხლა ყველანი ერთად ვართ ანა გავიდა ორი წუთი და რომ მოვა ვეტყვი გადმოგირეკოთ
-არა არა არ გადმომირეკოს მერე დაირეკავ ეხლა შეხვედრაზე შევდივარ კარგად გაერთეთ
-მადლობა ნახვამდის- მობილური გათიშა თუ არა ღრმად ამოისუნთქა და ჩაისუნთქა ცოტახანში ანაც დაბრუნდა და ალექსანდრე რომ დაინახა საცვლების ამარა რომელიც დივანზე იჯდა და ტელევიზორს არხეინადუყურებდა ამან გაამწარა
-უი ანა მოხვედი? მამაშენმა დარეკა და კარგად გაერთეთო ასე თქვა
-ალექსანდრე რა თამაშს თამაშობ?
-რა თამაშს უნდა ვთამაშობდე?
-მხოლოდ იცოდე მე შენს ბინძურ თამაშში არ აგყვები
-თუ უკვე არ ამყევი -თქვა და ცინიკურად ჩაიღიმა ალექსანდრემ
-კარგი მაშინ ამ ბინძურ თამაშში ერთი პირობით ჩავერთვები
-გისმენ
-მხოლოდ ერთი წესი არსებობს არ უნდა შეგიყვარდე
-დაწყნარდი მე შენნაირები არ მიყვარდებიან
-ძალიან კარგი ეხლა კი ბიზნესმენო შეგიძლიათ დატოვოთ ჩემი სახლი - ვუთხარი ნიშნისმოგებით და ყავის გაკეთება დავიწყე
-სანამ წავალ ერთხელ მაინც დავილაპარაკოთ სერიოზულად ყავა მეც მინდა
-დარიშხანი არა? - ვკითხე ინტერესით და საპასუხოდ ღიმილიანი არა მივიღე
-ძალიან ცუდი - ორი ყავა გავაკეთე და შოკოლადებიც მივიტანე მაგიდაზე დავალაგე და მის პირდაპირ დივანზე დავჯექი ერთი ფეხი მოკეცილი მქონდა ერთი კი გაშლილი და ძირს მედო ზოგადად სულ ფეხშიშველი დავდიოდი და რადგან სახლი ისეთი მიწკრიალებული მქონდა რომ შემეძლო ფეხშიშველი მეარა ამ შანს ხელიდან ნამდვილად ვერ გავუშვებდი.
-ფეხშიშველი რატომ დადიხარ? - მკითხა და ყავა მოსვა მე კი მხრები ავიჩეჩე და ვუპასუხე
-მიყვარს ასე სიარული
-არ შეიძლება მერე
-ჰაჰ რაყო ჩემზე ღელავ?
-ოხ ეს ცინიკურობა - მითხრა და თავი გააქნია
-ხო ყველას კი არ აქვს ნიჭი შენსავით შეეძლოს ცინიკოსობა
-აი კიდევ
-რატომ გიკვირს?
-ნეტა მიკვირდეს არ გინდა დღეს ჩემს მეგობრებს გაგაცნობ
-ისინიც შენნაირები არიან ალბათ ხომ?
-სხვათაშორის არა
-მაშინ გავიცნო და თანაც დიდი სიამოვნებით - ვუთხარი და შოკოლადი ჩავკბიჩე
-ამდენი შოკოლადი რათ გინდა დღეს მაცივარი გავაღე და ლამის ცუდად გავხდი ნახევარზე მეტი ადგილი მაცივარში შოკოლადებს და ტკბილეულობას უკავია
-მიყვარს ალექსანდრე მ ი ყ ვ ა რ ს - ვუთხარი ღიმილით და ჭამა განვაგრძე
-კაი მე წავედი და საღამოს გელოდები მისამართს მოგწერ მაქვს შენი ნომერი
-რატო არ მიკვირს - თვალები გადავატრიალე და გავაცილე. საღამომდე უაზროდ ვიყავი...

საღამო
საღამოსკენ აბაზანაში შევედი ვიბანავე და გამოვედი თმა გავიშალე და დავივარცხნე ჩავიცვი ჯინსის შორტი მალინისფერი მაიკა და ფეხზე კეტები მანქანის გასაღები ავიღე კიბეებზე ჩავდიოდი ესემესი რომ მომივიდა მობილურზე დავხედე ვინაობის გასარკვევად და აწერია ,,სიმპატიური ალექსანდრე’’ ჩამეღიმა ესემესი გავხსენი და ადგილმდებარეობა ამოვიკითხე მანქანაში ჩავჯექი და დავძარი. ერთ ლამაზ სახლთან გავჩერდი მანქანა იქვე გავაჩერე და გადმოვედი. ეზოდან სიცილის ხმები გამოდიოდა ლამაზი გალავნით შემორტყმული ორსართულიანი სახლი ლამაზი ეზო მოვლილი რამოდენიმე ლამაზი ხილის ხეც იდგა და რამოდენიმე სახეობის ვარდი იყო აყვავებული. ჭიშკარი ალექსანდრემ გააღო და შემიპატიჟა სასუსნავები რომელიც სუპერმარკეტში ვიყიდე მას მივაწოდე და ბავშვების გაცნობის მერე ერთ -ერთის გვერდით გვერდით დავჯექი ეს ლუკა იყო. მაღალი ბიჭი წაბლისფერი თმითა და ჩემსავით მწვანე დიდრონი თვალებით. ყველასთან ძალიან გავერთე მხოლოდ ლიზი ალექსანდრეს და სულ არ გავდა მის უჟმურ ძმას პირიქით ისეთი მხიარული და ბავშვური იყო თავისი ასაკის მიუხედავად რომ ვერც კი შეატყობდით რამდენი წლისაა გვანცა ის ცოტა რთული შემთხვევაა ძალიან ძერსკობს მაგრამ არ გამოსდის რაც როგორც შევამჩნიე აქ ყველას ნერვებს უშლის და გიო ისიც ძალიან მხიარული იყო სიმართლე რომ გითხრათ აქ ყველა მხიარული იყო გარდა ალექსანდრესი ის რაღაცნაირი ხასიათების იყო თუმცა არც მისი ხასითი გახლავთ ამოუცნობი
-რაზე ჩაფიქრდი ანა - მკითხა ლუკამ და ხელი გადამხვია კაი ძმაკაცივით მე გავუღიმე და ვუთხარი
-არაფერზე თქვენ ძალიან მხიარულები ხართ მოკლედ თქვენთან მოწყენის საშუალებაც კი არ მაქვს
-ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის რომ ოდესმე მოვიწყინოთ - თქვა გიომ და გამიღიმა
-მე ალბათ ჩემი ცხოვრების ნახევარი დაკარგულიც მაქვს ამის გამო
-ხო მაგრამ დღეიდან ყველაფერი ცუდი წარსულში ეხლა გართობის დროა - თქვა სიცილით ლუკამ და ყველამ გავიცინეთ. კიდევ დიდი ხანი ვიყავი იქ და ყველა კარგად გავიცანი
-კარგით მე წავალ
-აუ არა რა დარჩი დღეს ჩვენთან
-არა რა წავალ და ხვალ გელოდებით ჩემთან ბიჭებო თქვენ და გოგოებო თქვენ წამოდით და ეხლავე
-მე ვერ წამოვალ - თქვა ლიზიმ
-რატომ? - ვკითხე
-ცოტა ცუდად ვარ - თვალით გიოზე მანიშნა წეღან მითხრა რომ გიო მოწონდა და მის აეთ ქცევაზე გამეღიმა
-კარგი გვანცა შენ?
-მე... კარგი წამოვალ - თქვა და წამოდგა
-ხვალ ყველას გელოდებით ჩემთან სახლი ალექსანდრემ იცის - გავუღიმე ყველას დავემშვიდობე და გარეთ გამოვედი მე და გვანცა მანქანაში ჩავსხედით და სახლისკენ წავედით გზაში ვკითხე
-გვანცა ასე რატომ ლაპარაკობ?
-როგორ? -ცოტა გაწელა სიტყვა
-აი ასე სიტყვებს წელავ ცოტას სწერვობ - მხრები ავიჩეჩე და მისკენ გავიხედე
-წამოდი სანაპიროზე დავსხდეთ და მოგიყვები
-კარგი - მანქანა გავაჩერე და ფეხით გავუყევით წინ ზღვამდე გზას. ზღვასთან ახლოს ჩამოვჯექით და კენჭების სროლა დავიწყეთ წყალში.
-მოკლედ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი მამამ საყვარელი რომ გაიჩინა დედა და მამა ყოველ საღამოს ჩხუბობდნენ მე მათი შემხედვარე კიბეზე ჩამომჯდარი ჩუმად ვტიროდი ხოლმე ბოლო გაშორდნენ მე დედასთან დავრჩი დედაჩემი ორი წლის წინ გარდაიცვალა და მაშინ ყველაფერი ცუდად წავიდა ისეთებთან ვმეგობრობდი ვისთანაც მეგობრობა მე კარგს არაფერს მომიტანდა მერე ესე დავიწყე ლაპარაკი და ესე ვთქვათ ,,გავსვეცკდი’’ ეს მე არ მომწონდა და არც ეხლა მომწონს უბრალოდ ამის შიგნით ვმალავ იმას რაც არ მინდა რომ სხევბმა დაინახონ არ მინდა ვინმეს შევეცოდო ან მსგავსი რამ - გვანცას ვუყურებდი და ვიცოდი როგორ გრძნობდა ეხლა თავს
-იცი... მე მაშინ როცა 5 წლის ვიყავი დედაჩემი უბრალოდ ადგა და წავიდა ასე თქვა მე არ შემიძლია მისი მოვლაო მამაჩემმა კი მთელი პასუხისმგებლობა ჩემზე აიღო და ჩემს გამო წამოიწყო ის საქმე რასაც ახლა საქმიანობს ამით გაითქვა სახელი მე მიჭირდა ამის გადატანა თუმცა ის სულ ისე იქცეოდა რომ მე არ მომეწყინა და დღეს მისი წყალობით ვდგავარ ფეხზე მისი წყალობით ვარ ასეთი მე არ შევცვლილვარ არც შენ არ შეიცვალო იცი ეს რასაც შენ გარეგნულად ატარებ არაა კარგი არ უნდა დამალო შენი გრძნობები შენი შინაგანი სილამაზე არ უნდა ჩაკლა პირიქით ის უნდა გამოკვებო...
-ანა მიხარია რომ გაგიცანი - მითხრა და ჩამეხუტა
-მეც.. მეც მიხარია - მეც ჩავეხუტე ცოტახანში სახლში წამოვედით ორივე ალექსანდრეს სადაც ეძინა იქ დაიძინა მანაც დილით ადრე ავდექი როგორც ყოველთვის და გვანცაც გავაღვიძე ორივემ ვიბანავეთ მას ჩემი ტანსაცმელი მივეცი და ისინი ჩაიცვა თმა გავიშალეთ ჩამოვივარცხნეთ და მზის ამოსვლის საყურებლად წავედით თან ვლაპარაკობდით.
-ეს უკვე ჩვევად მექცა - ვთქვი როდესაც უკვე ნახევრად ამოსულ მზეს შევხედე
-ძალიან ლამაზია - ჩაილაპარაკა
-ხო აბა გვანცა შენ ვინ მოგწონს ან გიყვარს? - ვკითხე და ინტერესით შევხედე თან გავიცინე
-ალექსანდრე - მითხრა და ღიმილი სიცილში გადაიზარდა
-მონსტრი ალექსანდრე - დავამატე
-ხოო დაახლოებით - მანაც თქვა სიცილით
-მას არ უყვარს ესე რო იქცევი მას კი არა არავის არ მოსწონს მოდი გვანცა შევცვალოთ - თვალები მოვჭუტე მერე კი ავდექი ავხტი გავიცინე და ვთქვი
-დიახ შევცვალოთ წავედით - გვანცა ავაყენე და მანქანაში ჩავსხედით მობილურს ხელი დავტაცე და რამოდენიმეგან გადავრეკე
-კი მაგრამ სად მივდივართ ესე ადრე არაფერი არ იქნება
-გეგონოს - გავუღიმე და უზარმაზარი სავაჭრო ცენტრის წინ დავდექით შევედით და უამრავი რაღაცეები ვიყიდეთ
-არც ის არ მოსწონს ესე მოკლე კაბებით რომ დადიხარ სტილი უნდა შეიცვალო - ვუთხარი ღიმილით
-კაარგი... -მითხრა დაბნეულმა
-შენი ფერი არაა ეგ ბუნებრივი თმის ფერი? -ვკითხე და პასუხს დაველოდე
-მუქი წაბლისფერი - მითხრა და მეც სალონისკენ გავაქანე სტილისტს ყველაფერი ავუხსენი და ისიც მუშაობას შეუდგა თმა ერთ სისწორეზე დავაყენეთ თავისი ბუნებრივი ფერიც დავუბრუნეთ სულ სხვა ადამიანი იდგა ჩემს წინ მადლობა გადავუხადეთ იმ ქალს და წამოვედით გავიარეთ პროდუქტები ვიყიდეთ და სახლში დავბრუნდით გვანცამ მადლობა გადამიხადა ყველაფერისთვის და ოთახში შევიდა თავისი ტანსაცმელები კარადაში შეალაგა და ჩემთან გამოვიდა სამზარეულოში
-რაში დაგეხმარო? - მკითხა და ძალიან გამიხადა მისი ასეთი ცვლილება
-შენ ცეზარი გააკეთე კაი?
-კარგი მაგრამ გაკეთება რომ არ ვიცი?
-მე გეტყვი ყველაფერს - მას ავუხსენი და ისიც სალათის გაკეთებას შეუდგა
-მემგონი დროა ცოტა ძველ დროში დავბრუნდეთ გოიმობა არაა გართობა - ვთქვი და ჩავრთე მუსიკა: Jennifer Lopez - Ain't It Funny
თან ვცეკვავდით და თან სალათებს ვაკეთებდით საღამოსკენ ბავშვებიც მოვიდნენ და გვანცამ ყველას გაოცება მოახერხა
-ასე არ ჯობია გვაანც - უთხრა ყველამ გარდა ალექსანდრესი და ყველა ჩეხუტა გარდა მისი
-მართლა ძალიან საყვარელი ხარ ასე უფრო - ალექსანდრემ უთხრა და ჩაეხუტა
-იცით ეს ყველაფერი გვანცამ მოამზადა - ვთქვი და გვანცას თვალი ჩავუკარი
-ხოო? ვკვდები ისე მშია თქვა გიომ და ლიზი მის გვერდით დაისვა
-მართლაც რომ - დაამატა ლუკამ და ალექსანდრეს წინ დაჯდა გვანცა კი ალექსანდრეს გვერდით
-მე წავალ წვენს მოვიტან - ვთქვი და სამზარეულოში გავედი ფანჯარაში გავიხედე და დავინახე ცა რომელიც ნაცრისფერი გამხდარიყო ქარი ხეებს არხევდა ხეებს და მათ ფოთლებს მწვანე ფოთლებს ისინიც დაბლა ცვიოდნენ ერთი მეორეს მიყოლებით და ძირს ეცემოდნენ მათ ყურებაში ისე გავერთე რომ წვენი სულ გადამავიწყდა ალექსანდრეს ხმა გავიგე ის მე მომიახლოვდა
-ლამაზია არა?
-კი ძალიან - გავეცი პასუხი ისე რომ მათთვის თვალი არ მომიწყვეტია შემდეგ გონს მოვეგე და შემოვტრიალდი ძლივს დავაღწიე თავი მას მაცივრის კარი გამოვაღე წვენები ავიღე და ალექსანდრეს ვუთხარი
-გთხოვ აი ის ჭიქები მანდ რომ ალაგია წამოიღე - თვალით ვანიშნე ჭიქებზე რომლებიც ბარზე იდო
-ეხლავე - ერთად გავედით ყველა მხიარულობდა მხოლოდ მე ვერ ვერთობოდი არც ვიყავი ასეთ რაღაცეებს მიჩვეული. მე ხომ ბავშვობიდან მარტო ვარ?! იმიტომ არავისთან არ ვმეგობრობდი რომ ყველა ყალბი იყო ყველას მხოლოდ ფულები აინტერესებდა მეც მარტო ყოფნა ვარჩიე
-არ მომწონს ჩაფიქრებული რომ ზიხარ ხოლმე - ხელი წამკრა ლუკამ და გამიღიმა
-რატომ? ფიქრი ხომ დიდ როლს ასრულებს ჩვენი თითოეული მათგანის ცხოვრებაში და არა მარტო ჩვენი
-შენ სულ ესეთი ბრძენი ხარ? - იკითხა გიომ და თვალები მოჭუტა
-მემგონი კი - თქვა გვანცამ ღიმილით და ბავშვებმაც გაიცინეს შეძლეს ცოტახანში ჩემი აყოლიებაც თუმცა ბოლომდე მაინც ვერა. მამაჩემმა დამირეკა
-ბოდიში უნდა ვუპასუხო - გარეთ გამოვედი და კიბეზე ჩამოვჯექი
-მაა როგორ ხარ აბა საქმეები როგორ მიდის? - ვკითხე და მამაჩემის ხმა რომ ვერ გავიგე შემეშინდა
-მამაშენი? მე მამაშენი არ ვარ თუმცა ის ვარ ვისაც მამაშენი ყავს გატაცებული არა არა გატაცებული არა უბრალოდ ცოტა გავასეირნე
-რა? რა სისულელეებს იძახი ვინ ხარ გამაგებინე
-მაგას გაიგებ როცა აქ მოხვალ მოკლედ მისამართს მოგწერ - მობილური გავთიშე და სახლში შევვარდი
-თბილისში ვბრუნდები რაღაც გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა
-ანა ყველაფერი კარგადაა? - მკითხა ცოტა დაეჭვებულმა ალექსანდრემ მე თავი დავუქნიე
-აი სახლის მეორე გასაღები მე მივდივარ თანაც სასწრაფოდ რომ ჩამოვალ გნახავთ
-კარგი - თქვა გიომ და მე კიბეებზე დავეშვი მანქანაში ჩავჯექი და გიჟივით მიმყავდა ასე სწრაფად დიდი ხანია არ მივლია დავინახე რომ უკან ალექსანდრეს მანქანა მომყვებოდა იქვე გზაზე გავაჩერე და მანქანიდან გადმოვედი ისიც გადმოვიდა
-რატომ მომყვები?
-იმიტომ რომ პირველი არ ვიცი სად მიდიხარ მეორე მანქანა გიჟივით დაგყავს და მესამე მინდა ამიხსნა რა ხდება?
-არაფერი უბრალოდ უკან დაბრუნდი
-შენ მე ისეთი დებილი გგონივარ რომ ეხლა უკან დავბრუნდე?
-წეღან ვირაცა კაცი დამელაპარაკა მობილურზე ასე მითხრა მამაშენი გატაცებულია მე მყავსო მობილურზე მომწერა კიდევაც სად უნდა მივიდე - თმაზე ნერვიულად გადავისვი ხელი და ორივე ხელი თვალებზე მივიდე
-კარგი დაწყნარდი და მანქანაში ჩაჯექი მე გამოგყვები ორივე მივალთ ერთად და მამაშენი კარგად იქნება ხომ გაიგე? - საპასუხოდ მხოლოდ თავი დავუქნიე მანქანაში ჩავჯექი და დიდი სისწრაფით მოვწყდი ადგილს ალექსანდრემაც იგივე გაიმეორა. დანგრეული მივიწყებული შენობა იყო შიგნით შევედით ვიღაც კაცი საშინელი გარეგნობით და ხმით ჩვენსკენ დაიძრა
-მოსულხარ ესე მალე როგორ მოაღწიე აქამდე?
-რა მნიშვნელობა აქვს მამაჩემი სად არის და რა გინდა მისგან?
-მისგან არაფერი ფული მინდა ბევრი ფული
-მაინც რამდენი
-100 000 - ეგ პრობლემას არ წარმოადგენს ჩვენთვის აი ეხლავე გამოუშვი დიმიტრი
-არა არა ბიჭუნი მე ნაღდი ფული მინდა და თანაც ახლავე
-ანუ ნაღდი ფული? კარგით შევთანხმდებით მაშიინ... - მასთან მიდიოდა თან და თან ლაპარაკობდა იარაღი ხელიდან გააგდებინა და ცემა მერე კი პატრულში დარეკა ვიდეო თვალს რომელიც მანქანაზე იყო მიმაგრებული ყველაფერი ჩაუწერია და ესეც მტკიცებულება იყო. მამაჩემი გაანთავისუფლეს მე მისკენ გავიქეცი და ჩავეხუტე
-მომენატრე - ვუთხარი და ხელები გავუშვი
-მეც მომენატრე ანა
-კი მაგრამ ეს როგორ მოხდა?
-არ ვიცი ჩემი დაცვა მოკლულია დღეიდან შენც გეყოლება დაცვა ძალიან სახიფათოა ეხლა ესე თავისუფლად სიარული
-შენი დაცვა რომაა მკვდარი იმიტომ უნდა მყავდეს მეეც? - ვკითხე და თვალებში ჩავაშტერდი
-ანაა ეს აუცილებელია
-კარგი წამოდი სახლში წავიდეთ -სახლში დავბრუნდით და რამოდენიმე დღე სახლში ვიყავი მაინც მამას გამო შემდეგ კი მისი დაჟინებული თხოვნის გამო ბათუმში დავბრუნდი და თანაც დაცვით ის ატარებდა ეხლა მანქანასაც ბათუმის სახლში ის ალექსანდრეს სადაც ეძინა იმ ოთახში იყო....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent