შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღიმილი-მე,რომ მიყვარდა


28-05-2015, 00:10
ნანახია 1 689

2 . . .
მაგიდასთან დავსხედით. სანდრომ ალბათ ჩემი ბოლომდე სიამოვნება გადაწყვიტა და გვერდით მომისკუპდა. ისეთი სასიამოვნო სურნელი ჰქონდა ლამის მის მკერდზე მივესვენე. ჩუმად გავაპარე მისკენ თვალები. საშინლად სერიოზულად გამომეტყველება ჰქონდა. ხელით პერანგის ღილები შეისწორა და მზერა ნინასკენ გააპარა.
-შენ როგორ ხარ ნინუშ?
-ალექს,ალექს. -გაეცინა ნინას. -საშველი ხომ არ იქნები შენი,რაა! კარგად ვარ,შენ როგორ ხარ? რამდენი ხნით ჩამოხვედი?
ნინას თვალებით მადლობა გადავუხადე. ძალიან მინდოდა მეკითხა,მაგრამ მერიდებოდა.
-რა იყო,გოგო? ჯერ არ ჩამოვსულვარ და უკვე ჩემს წასვლაზე გიჭირავს თვალი? -ვითომ წყენით გახედა სანდრომ ახითხითებულ ნინას.
-აბა შენ რა აგიტანს?
-იმედები უნდა გაგიცრუო ნინს, -თვალი ჩაუკრა. -სულ ჩამოვედი და აწი დიდხანს მოგიწევს ჩემი ყურება.
უხ შენი! ანუ სულ ჩამოვიდა? ვერ დაეტია სადაც იყო?
-გამეხარდა სანდრიკ,გამეხარდა. -გაეღიმა ნინას და თვალი ჩამიფახუნა.
-ჰო მართლა, -დაიწყო სანდრომ. -აკო რატომ არ არის?
აკოს ხსენებაზე ნინას სახე აერია. მე კი ძლივს შევიკავე სიცილი. სანდრო უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა ტატოს ფხუკუნი რომ გაიგონა.
-რამე ისე ვთქვი? მე კი ვნახე ჩამოსვლის დღესვე,მაგრამ მეგონა ისიც იქნებოდა აქ. -გაუკვირდა ცხადაძეს.
-ტატო გეყოფა! -საყვედურით გადავხედე ჩემს ძმას.
-ნინა და აკოს შორის შავმა კატამ გაირბინა და. . . -ძლივს შეკავებული სიცილით ახალა ტატომ.
-იჩხუბეთ? როდისღა? -მიუტრიალდა ნინას.
-გუშინ. ოო,ახლა მაგაზე უნდა მიბურღოთ ტვინი? შემეშვით!
-რაო ელე,რა მოხდა? -გამომხედა სანდრომ.
-ხომ ხედავ,არ სიამოვნებს ამაზე ლაპარაკი,გვეყოს ახლა! -დავსერიოზულდი მე და ხარბად შევისუნთქე სანდროს სურნელი.
-კარგი,მე თვითონ გავარკვევ და შეგარიგებთ. -წამოიყვირა სანდრომ,თითქოს საქმე 2 წლის გაბუტულ ბავშვებთან ჰქონდა. -ბავშვობიდან ერთად ხართ გოგო და თქვენი დაშორება შეიძლება?
ნინა გაიტრუნა.
ჰო მართლა,სულ დამავიწყდა თქვენთვის აკოზე მეთქვა. ისიც ჩვენი პატარა გუნდის წევრია. მართალია ცოტა გვიან შემოგვიერთდა,მაგრამ მაინც ღირსეულად ატარებს ჩვენი ბავშვობის მეგობრის სტატუსს. აკო,ტატო და სანდრო გადაბმულები იყვნენ სულ. რამეს თუ დააშავებდა რომელიმე,ვერ გაიგებდით სიმართლეს. ერთმანეთის დანაშაულებს იბრალებდნენ და ბოლოს სამივე ერთად ისჯებოდა.
ცოტა რომ მოვიზარდეთ ნინა და აკო შეიცვალნენ. სულ ერთად უნდოდათ ყოფნა. დამტოვებდა ხოლმე ჩემი დაქალი სანდროს და ტატოს ხელში და სახლში სულ თმადაპუტული ან თავგახეთქილი მივდიოდი. განმარტოებული შეხვედრებიდან ორ კვირაში ურცხვად გამოგვიცხადეს ერთად ვართო და მას მერე ასე მოვდივართ. საშინლად ბევრს ჩხუბობდნენ,მაგრამ ერთ საათში ან ერთი რეკავდა ასლუკუნებული ან მეორე მოვარდებოდა ხოლმე სახლში და ასე გადაფსკვნილები რიგდებოდნენ. მოკლედ არ ვიცი ახლა რა იჩხუბეს ასეთი,ვერაფრით რომ შევარიგე.
მოყვნენ დათო და თამაზი სადღეგრძელოებს. ტატოს და სანდროს,რომ გავხედე გამეღიმა. მობეზრებული სახეებით უყურებდნენ მამებს და ერთი სული ქონდათ როდის „დაითესებოდნენ“ აქედან.
სანდრო ჩემკენ გადმოიწია.
-ძველი დრო არ გავიხსენოთ ელე? -მისმა სურნელმა სასიამოვნოდ გაილაშქრა ჩემს პატარა კურნოსა ცხვირზე და წამით სუნთქვა შემეკრა.
-დავტყდეთ ? -გამეცინა მეც.
სანდრომ გეგმის შესახებ ნინას და ტატოს გააგებინა. რამდენიმე წამში სათითაოდ გავლაგდით გარეთ.
-აბა,ჩასხედით მანქანებში და გავგაზოთ. -გაიღიმა სანდრომ.
ეს ბიჭი ასე თუ განაგრძობს კისერზე ჩამოვეკიდები და ვეღარც მომიშორებს.
უხამსი ფიქრები ჯანდაბაში ვისროლე და მანქანის კარი გამოვაღე.
-სად ჯდები გოგო? -გამისერიოზულდა სანდრო.
-მანქანაში. -უსუსური სახით გავხედე მე.
-ცხენზე რომ არ ჯდები,მაგას ვხედავ ელენე. წინ დაჯექი! -გაისმა მისი მბრძანებულური ტონი.
-ტატო თავისი მანქანით მოდის. შენ წინ დაჯდები,ნინა კი უკან! -თვალებით მანიშნა მანანაში ჩაჯექი სწრაფად,თორემ ძალით ჩაგტენიო.
უეცრად ყველაფერს მივხვდი.
-ჩვენს ადგილას მივდივართ? -იკითა ნინამ.
-ჯერ სადღაც უნდა გავიარო,ნინექს. -თვალი ჩამიკრა სანდრომ.
ნინამ მხრები აიჩეჩა და ტელეფონში ძრომალი განაგრძო.
რამდენიმე წუთში აკოს კორპუსთან გავჩერდით. ნინამ მაღლა აიხედა და შეკივლა.
-შე საზიზღარო! -უკივლა სანდროს. -სანდრო აქედან წადი სწრაფად,ელენეეეეე უთხარი რამე! -მოტყუებული ბავშვივით მორთო ზლუქუნი და ისეთი თვალებით მომჩერებოდა ლამის გავიგუდე.
-ნუ ხტუნაობ,ნინექს,მაინც არაფერი გეშველება. -გაეღიმა სანდროს და კარი ჩაკეტა.
სულ რამდენიმე წამი დასჭირდა აკოს ნომრის ზეპირად ასაკრეფად.
.. აკო,ჩამოდი დაბლა,გელოდები! .... .. -ოოო მიდი,სწრაფად. ... ... -ჩამმოეთრიე დაბლა,თორე თუ ამოგივრადი მაგ ჯოისტიკს თავზე დაგალეწავ. -გაცხარდა სანდრო.
ტელეფონი გათიშა და სიცილით გადახედა აწუწუნებულ ნინას.
-საზიზღარი ხალხი ხართ თქვენ! -გამწარდა ნინა. -სხვის საქმეში ცხვირების ქექვას,საკუთარს მიხედოთ,არ ჯობია?
სახეზე ავხურდი,ალმური წამეკიდა და მრისხანე თვალებით გავხედე ნინას,რომელსაც უკვე მოესწრო ტუჩზე კბენა.
აკო სწრაფად ჩამოვიდა და ისე გამოაღო მანქანის კარი,შიგნით არც შეუხედავს. ‘გაბუტული’ ნინა,რომ დაინახა ჯერ გაოგნებული სახით გახედა სანდროს,მერე ღიმილით ჩახტა მანქანაში.
-გაები ჩიტო მახეში? -გაეცინა. -რატომ არ მპასუხობ რომ გირეკავ?
-არ მინდა შენთამ ლაპარაკი. -დაიღრინა ნინამ.
-კაი ტოოო,არ გრცხვენია? გაქუცულ ნანკაზე რა პონტში ეჭვიანობ?
სანდრო მანქანიდან გადავიდა,მანიშნა შენც გადმოდიო.
-წამო,ცოტა გავიაროთ. -გამიღიმა სანდრომ.
კიდევ ის ღიმილი. რა უნდა ამ ბიჭს ჩემგან?
სულ დამავიწყდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები რომ მეცვა. რაღა ახლა მოუნდა სეირნობა?
ღმერთო! ოღონდ ახლა არ წავიქცე,ოღონდ ახლა არ წავიქცე.
ფრთხილად დავდიოდი,იმის შიშით ამის დასანახად არ ავტრიალდე-მეთქი.
-სწრაფად გოგო,რას მოღოღავ? -გაეცინა სანდროს. -ააა,უი მაპატიე. მაღლები გაცვია და ძლივს დადიხარ. -ახლა უფრო ხმამაღლა ახარხარდა.
-ოოოო,ცხადაძე მორჩი,ჩემი გაჭირვება მეყოფა.
-მოდი,დამეყრდენი,არ წაიქცე! -მომეხმარა ცხადაძე.
წელზე ფრთხილად მომხვია ხელი. მე კი მის მხარზე მოვათავსე ჩემი აცახცახებული ხელი.
-მომენატრე ელე! -ჩაილაპარაკა ძლივს გასაგონად და ღიმილით დამისვა მარჯვენა ხელი აფაკლულ ლოყაზე. -რას გაწითლდი,კი არ გჭამ!
გაბრაზებული მოვშორდი.
-შენ არ შეიცვლები არასდროს!
-კარგი ახლა,გაჩერდი თორემ გაგიხსენე რაღაც-რაღაცები. -მაცდურად აათამაშა წარბები.
-რა გინდა ცხადაძე? -ახლა უკვე მართლა გავბრაზდი.
-მომენატრე გოგო და ჩახუტება მინდა. -ხელები გაშალე.
-მოშორდი აქედან! საზიზღარი ბიჭი ხარ.
-ჰოო? -ნელა წამოვიდა ჩემკენ. ვიფიქრე ნეტავ ახლა წავიქცე,რომ ამ მომენტს თავი დავაღწიო-მეთქი. -არ მოგენატრე გოგო?
-ცხადაძე უკან იცოდე! შენ ის თხუთმეტი წლის გოგო ხომ არ გგონივარ,ყოველ წამში რომ აწითლებდი ხოლმე.
-ახლა არ წითლდები? -კიდევ ერთი ნაბიჯი და გეფიცებით მოვკვდები. გულის ცემამ იმატა.
-მეტი საქმე არ მაქვს.
-ელე,ჩამეხუტე რა!
-რა გინდა ადამიანო?
-ჩამეხუტე.
-ცხადაძე!
-ერთი ჩამეხუტე და თავს დაგანებებ. -ნებართვა აღარც უკითხავს მომიახლოვდა და ისე ძლიერად მომხვია მკლავები კინაღამ დავიხრჩე. მისი ცხვირი,რომ ჩემს კისერს გაეხახუნა მაშინ საერთოდ დავყარე ფარ-ხმალი. ნელა მოვხვიე ხელები.
არ ვიცი.
არ ვიცი ასეთი სურნელი კიდევ თუ აქვს ვინმეს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent