სიყვარული სიცოცხლის ფასად 6
როგორც მაშინ, ეხლაც არცერთი ოთახი არ იყო განათებული გარდა ერთისა..შორიდან მკრთალად მოკიაფე შუქს გავყევი და თავი მყურდრო, მუქ ფერებში შეღებილ ოთახში ამოვყავი..საწოლთან პატარა ნათურა ძლივსღა ბჟუტავდა და არემარეს მცირედით ანათებდა ოთახს ვათვალიერებდი ვინმე სულიერი რომ აღმომეჩინა და უცებ ვიღაცის ტკივილიანი ამოოხრება მიწვდა ჩემს ყურთასმენას რაზეც მცირედით შევკრთი, თავი საწოლისკენ მივატრიელე და თითქლის ჩაბნელებულ ოთახში ვიღაცის მწოლიარე სილუეტი გავარჩიე, შეშინებული მივუახლოვდი ახლოს, თავს ძალა დავატანე და ჩუმად ამოვილუღლუღე -რატომ მთხოვე მოსვლა?-ვკითხე და იქვე გავიყურსე პასუხის მოლოდინში..შავი სილუეტის გარდა ვერაფერს ვერ ვარჩევდი მაგრამ თითქოს ვიგრძენი როგორ დაემანჭა ტკივილისგან სახე, მთელი ძალები მოიკრიბა და ჩუმი ხმით მითხრა -სისხლის გეშინია?- ასეთი კითხვით გაკვირვებულმა ცოტა დავიბენი მაგრამ უცებ გამოვფისლდი და სწრაფად ვუპასუხე- არ მეშინია..შვებით ამოისუნთქა-იქ მიდი-მითხრა და ხელით კუთხისკენ მანიშნა-კარადა გამოაღე და იქ პატარა ყუთი დაგხვდება, აიღე და აქ მოდი..-მითხრა მისუსტებული ხმით. სწრაფად შემოვბრუნდი უკან, კარადიდან ყუთი ამოვიღე და მივუახლოვდი მაგრამ არც ისე ახლოს..-ახლოს მოდი, ნუ გეშინია..ეხლა ნამდვილად არ ვარ ისეთ მდგომარეობაში ვინმე რო შემომეჭამოს-მითხრა ბოხი ხმით და ირონიულად ჩაიცინა მაგრამ მალევე თითქოს რაღაც ტკივილმა შემოუტიაო და განწირულად ამოიგმინა, ამაზე შევხტი და უცებ ვკითხე-რა გჭირს? - ის ნათურა მოიტანე..შუქი არ აანთო..-მითხრა მკაცრად და მბჟუტავი შუქისკენ მანიშნა. ნათურას ხელი ვსტაცე და საჭოლთან ახლოს მივედი. ახლა უკვე კარგად ვარჩევდი მისი სახის ყველა ნაკვთს..ტკივილისგან მწვანე თვალები ჩავარდნოდა და ტუჩებიც დამსკდარიყო..თეთრ მაისურზე სისხლის ლაქები როგორც კი შევამჩნიე მაშინვე გავაყოლე ნათურა ხელს და ადგილზე გავშეშდი როცა სისხლიანი ჭრილობა დავინახე ბრმანაწლავთან ახლოს..გაშეშებული მივუახლოვდი ახლოს და ჭრილობიდან სისხლიანი ხელი ავაღებინე..დანით იყო მიყენებული, ფართო მაგრამ არა ღრმა ჭრილობა იყო, რაც იმაზე მიანიშნებდა რომ "მსხვერპლმა" მალევე მოახერხა მტრის მოცილება..ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული და ჭრილობასაც ეტყობოდა რომ მთლად ახალიც არ იყო..ღრმად ჩავისუნთქე მის ფერწასულ სახეს გავხედე და მშვიდი ხმით ვკითხე -ჭრილობა როდინდელია?-ვთქვი და ირგვლივ მიმოვიხედე..მის გვერდით საწოლზე საშინელი უწესრიგობა იყო..უამრავი სისხლიანი ნაჭერი, ბინტები და სპირტის ქილები ეყარა..ზოგი ნახევრად გახსნილი მაგრამ გამოუყენებელებს საწოლის საფარი უკვე დაესველებინათ და უწესრიგოდ ეყარნენ თხელ პლედზე..ყველაფერი იმაზე მიუთითებდა რომ თავის დახმარებას თვითონ ცდილობდა მაგრამ აშკარად ვერ მოეხერხებინა რამე.. -შუა დღისაა..-მითხრა ცივი ხმით, ღრმად ჩაისუნთქა და თვალი ჭერს გაუსწორა.. -საავადმყოფოში უნდა წავიდეთ..უამრავი სისხლი გაქვს დაკარგული..-ბუთხარი ანერვიულებული ხმით და სახეზე დავაკვირდი.. -წასვლა რომ მდომებოდა ახლა აქ არ იქნებოდი..ვერსადაც ვერ წავალთ..თავიდან ბოლომდე შენს ხელში ვარ..მეორედ ასეთი შანსი აღარ გექნება რო იცოდე..და ჯობია გამოიყენო..-მითხრა ბოხი ხმით და ირონიულად ჩაიღიმა..არაფერი აღარ მიკითხავს..ჭრილობას მივუბრუნდი და დაკვირვებით დავუწყე დასუფთავება..ჯერ სისხლი სპირტით მოვწმინდე შემდეგ საფენები დავადე და ბინტი დაკუნთული წელის ირგვლივ რამოდენიმეჯერ შემოვახვიე..გამაყუჩებელი დავალევინე და როცა ყველაფერს მოვრჩი ფეხზე წამოვდექი მისი საწოლის მეორე მხარეს წავედი და ყველაფერი ზედმეტი ავალაგე ლაქებს ეხლა ვერაფერს ვერ ვუშველიდი ამიტომაც პლედი უბრალოდ გადავასუფთავე, წამლებიანი ყუთი საწოლთან დავუდე და უხლოდ გავეშურე სამზარეულოსკენ რომლის ადგილმდებარეობა ისევ შემორჩენოდა ჩემს მეხსიერებას..მობილურის განათებით მივაგენი მაცივარს გამოვაღე და რაღაც "მარტივი" ს ძებნა დავიწყე..არაჟნის აღმოჩენისას თვალები გამიბრწყინდა, სწრაფად გამოვიღე და წიქა წყალთან ერთად დავბრუნდი ძლივს განათებულ ოთახში..საწოლს ფრთხილად მივუახლოვდი, მასთან ახლოს ჩამოვჯექი და თავი ბალიშით ზემოთ ავაწევინე -ეს ცოტა მაინც მოსვი..ტუჩებიც კი დამსკდარი გაქვს უკვე..-ვუთხარი ჩუმი ხმით და პირთან ჭიქა მივუახლოვე..თავიდან თითქოს ყოყმანობდაო მაგრამ შემდეგ ნელა მოსვა ცოტაოდენი. ცოტახანი მისი მდგომარეობის მზერით დაკვირვება დავიწყე..ჩემი შენახვევიდან სისხლი არ ჟონავდა რაც კარგის ნიშანი იყო..არაჟნის ქილა ხელში ავიღე და მცირეოდენი კოვზით ამოვიღე..არ ვაპირებდი ბევრის ჭამა დამეძალებინა მაგრამ აშკარად დასუსტებულიყო და უჭმელიც იყო ამიტომაც ჩავთვალე რომ ეხლა რაღაცის "წახემსება" მისთვის აუცილებელი იყო.. -ესეც უნდა შეჭამო ცოტა..-ვუთხარი შეპარული ხმით და მის რეაქციას დაველოდე..წამწამები ნელი მოძრაობით დააშორა ერთმანეთს, შემდეგ გამომხედა და ირონიული ხმით მითხრა -ძიძობა უცებ მოირგე?-თქვა და თვალებში ჩამაშტერდა..მზერას ისევ ვერ გავუძელი თვალი ავარიდე და ჩუმი ხმით ჩავილაპარაკე -შენთვის გეუბნები..მე არავის ძიძა არ ვარ..დახმარება მთხოვე და მოვედი..და თუ ცოტათი "მოძლიერება" არ გინდა ეს შენი ნებაა..-დავასრულე ცივი ხმით და ქილის წასაღებად წამოვდექი როცა ხელი მხარზე დამადო და უკან დამაბრუნა -მე დახმარება არავისთვის მითხოვია..უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა ამიტომაც გითხარი მოსულიყავი..და როგორც ერთხელ ავღნიშნე თავიდან ბოლომდე შენს ხელში ვარ და რადგანაც არანაირი ძალა არ მაქვს შეწინააღმდეგებისა, შეგიძლიათ მიბოძოდ..-მითხრა ღიმილით და ქილაზე მანიშნა..უხმოდ ამოვიღე კოვზით ცოტაოდენი და პირისკენ წავიღე, უცებ საჩვენებელი თითი კოვზსა და ტუჩებს შორის მოაქცია, თვალებში ჩამაშტერდა და ბოხი ბარიტონით წაიჩურჩულა -ოღონდ ეს არ გაძლევს იმის უფლებას მთლად რაც გინდა გამაკეთებინო იცოდე!-მითხრა მკაცრად და თვალი ამარიდა-ნუ ახლა გააჩნია შენ რას გაამაკეთებინებ მაგრამ..ჯერ მაინც სუსტად ვარ და ასე რომ..-მითხრა შეპარული ხმით, ეშმაკურად ამომხედა და საყვარლად ჩაიცინა. ""საყვარლადოო?" რას ამბობ გოგო?! ვინ ჩაიცინა საყვარლად ამ ბოროტების მაშხალამ?..ხალხო მგონი ლენას ვკარგაავთ! უშველეთ ვინმემმ.." გაჰყვიროდა ჩემი შინაგანი მე მომაბეზრებლად და უკვე აღარ ვიცოდი ბომბი მესროლა მისთვის თუ რაიმე ჩამერტყა თავში, თუმცაღა არც ორივეზე ვიტყოდი უარს..არადა ეს ცაცინება ნამდვილად განსხვავდებოდა მისი სხვა ირონიული ჩაცინებებისგან..პირველად დავინახე დიმიტრის გულწრფელი გაღიმება..ვაღიარებ საკმაოდ თვალისმომჭრელი იყო მაგრამ..რაო რა მითხრა?..ჰაიმეე, გამახსენდა! "უზრდელი!" გავიფიქრე გონებაში და თვალი ცივად ვარიდე..რამოდენიმე კოვზი არაჯანი ნელი მოძრაობებით როგორც იქნა ვაჭამე.. - აქ როგორ მოხვედი?-მკითხა ჩუმი ხმით და უკვე სახეზე აშკარად ეტყობოდა რომ მალე ჩაეძინებოდა.. -მამაჩემის მანქანით..-ვუთხარი ჩუმი ხმით -ესეიგი ტარებაც იცი..-მითხრა და თვალები დახუჭა..სადაცაა ჩაეძინებოდა.. -არა არ ვიცი-მექანიკურად ვუთხარი სიმართლე და წამით გავშტერდი საკუთარ პასუხზე..სინამდვილეში არც მართვის მოწმობა მქონდა და არც საჭესთან ვმჯდარვარ ოდესმე მაგრამ ახლა..თვითონაც ვერ ვხვდები როგორ მოვახერხე ასე უპრობლემოდ მის სახლამდე მისვლა.. -რაა?..აბა როგორ გაატარე?-მკითხა ირონიული ტონით და სახეზე დამაშტერდა -მე..უბრალოდ ძალიან შევშინდი..-სწრაფად მივახალე სიმართლე და საკუთარი თავი მაშინვე მივაწყევლე ასეთი ბავშვური გულუბყვრილობის გამო..ველოდი რომ ირონიულად ჩაიცინებდა ან ცივი ხმით მომახლიდა რამეს მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩემი იმედები არ გამართლდა, პირიქით..ჩემს პასუხზე სახე დაუსერიოზულდა..ცოტახანს სახეზე მომშტერებოდა..მერე თვალი ჩაფიქრიანებულმა მომაშორა, ნელი მოძრაობით მოკალათდა საწოლში და თვალები მილულა..ნელი მოძრაობით წამოვდექი გაკვირვებული მისი საწოლიდან და სამზარეულოსკენ წავედი ჭურჭლის გასარეცხად, კარებთან მისული მისმა ხმამ შემაჩერა -ვწუხვარ რომ ასე განერვიულე..-მითხრა ჩუმი ხმით და მისი ხმის სირბილემ მთელ ტანზე ტაო დამაყარა იმდენად უჩვეულო და ტკბილი მეჩვენა იგი..დაბნეულმა ვერაფერს ვერ მოვაბი თავი რომ მეთქვა..როგოც იქნა გონს მოვეგე და ჩუმად წავიჩურჩულე -არაუშავს..-ოთახი სწრაფად დავტოვე და სამზარეულოში გავედი, ეკრანის შუქზე სწრაფად გავრეცხე ჭურჭელი და ოთახში დავბრუნდი დიმიტრისთან გამოსამშვიდობებლად -მე უნდა წავიდე..სახლში..-აღარ დავასრულე საუბარი როცა შევამჩნიე რომ ეძინა..თანაბარად, მშვიდად სუნთქავდა და სახეც უფრო დამშვიდებული ჰქონდა..ცოტახანს მასზე გაუცნობიერებლად მიშტერებული უცნაური გრძნობით ვიყავი შებყრობილი, რომელიც ნელ-ნელა იბყრობდა ჩემს მთელს არსებას..ისევ დილემის წინაშე ავღმოჩნდი, სახლში თეკლა და ნაია მელოდებოდნენ, რომლებმაც საერთოდ არ იცოდნენ ეხლა სად ვიყავი..აქ კი..აქ დიმიტრი იყო..დაჭრილი და დასუსტებული დიმიტრი..მაგრამ ამასთანავე ბოროტების მაშხალა დიმიტრი..ბოლო წოდებაზე უნებურად ჩამეღიმა, მერე ცოტახანს ჩავვფიქრდი და გადაწყვეტილებაც მალევე მივიღე.. მობილურში თეკლას ნომერი ავკრიბე და შეტყობინება გავაგზავნე: "დილით დავბრუნდები. არ ინერვიულოთ ყველაფერი კარგადაა, როცა მოვალ ყველაფერს მოგიყვებით" გავაგზავნე სწრაფად შეტყობინება, მშვიდი სახით შევინახე მობილური, ის მბჟუტავი ნათურაც გამოვრთე, საწოლთან ახლოს ჩამოვჯექი და სიბნელეში ჩაძირული მივშტერებოდი დიმიტრის სილუეტს, რომელსაც ვერ ვხედავდი მაგრამ იმდენად დიდი იყო მისი სიახლოვით გამოწვეული მღელვარება ჩემში, რომ მთელს სხეულს სასიამოვნოდ მიწვავდა.. ბეჭდვითი შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით..მოკლედ ეს ბოლო თავია საცდელად და თუ ვინმეს გსურთ გავაგრძელო დადება მითხარით თუარადა შევწყვიტავ..თუ არავინ არ კითხულობთ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.