სიყვარული სიცოცხლის ფასად 3
როცა გონს მოვედი, იმდენად დიდ სისუსტეს ვგრძნობდი რომ წამწამები ერთმანეთს ძლივს დავაშორე, შევეცადე ის ადგილი ამომეცნო სადაც ვიყავი მაგრამ უშედეგოდ, მმუქ ფერებში შეღებილი ოთახი იყო, მართალია ჩემს მარცხნივ დიდი აივანი იშლებოდა მაგრამ, უკვე საკმაოდ დაბნელებულიყო ამიტომაც ოთახი მაინც ვერ განათებულიყო. შევეცადე წამოვმდგარიყავი, მაგრამ როგორც კი თავი ცოტათი წამოვწიე იმ წამსვე თავბრუ დამეხვა, არადა საშინელი წყურვილის გრძნობა მკლავდა და ერთი ჭიქა წყალი ეხლა ყველაფერს მირჩევნოდა. თავს მთელი ძალა დავატანე და ცოტახანში ისევ ვცადე წამოდგომა, მართალია თავბრუსხვევა ისევ დამეწყო მაგრამ არა ისე ძლიერად როგორც წინა ცდაზე, ფეხები ძირს ჩამოვწიე და საწოლზე წამოვჯექი. საერთოდ ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი, მაგრამ წყურვილისგან შეწუხებული ჯერ ამის გარკვევას "არ ვგეგმავდი", თუმცაღა უცხო გარემოს დანახვისას ცოტათი შევკრთი, შევეცადე მომხდარი გონებაში სწორად დამეწყო და ვარაუდი მაინც გამომეთქვა იმის შესახებ თუ სად ვიყავი ეხლა, გამახსენდა სისუსტე..დიმიტრის მოსვლა..ჩემი გულის წასვლა და ჰაერში ატაცება..ჰაა?! მოიცა მოიცა..."განა მის სახლში წამომიყვანა? " გაკვირვებულმა წამოვიძახე და კიდევ ერთელ მოვავლე ოთახს თვალი, რაც შემეძლო სწრაფად დავტოვე ოთახი და ნელი ნაბიჯებით დავიწყე სამზარეულოს ძებნა, ვატყობ სახლში მარტო ვიყავი რადგან არცერთ ოთახში არც შუქი ენთო და არც რაიმე ხმა მესმოდა, როგორც იქნა ნანატრ ადგილს მივაგენი და ხელის ფათურით შუქის ანთებაც მოვახერხე, თავი პატარა, საყვარელ სამზარეულოში ამოვყავი, იმდენად დიდი მყუდროება იგრძნობოდა რომ გული უცნაური სიხარულით ამევსო, წყალს დავწვდი და მოუთმენლად დავცალე მთელი სამი ჭიქა, როდესაც როგორც იქნა წყურვილის გრძნობა მოვიშორე, გადავწყვიტე ეს ბინა სასწრაფოდ დამეტოვებინა რადგან ვინ იცის რამდენი დრო გავიდა..არც ის ვიცი აქ რამდენ ხანს ვიყავი, წარმომიდგენია თეკლა და ნაია როგორ ინერვიულებდა ან ჩემი მშობლები ხო საერთოდ..მობილური რესტორანში დამრჩა და ალექსანდრე ალბათ ახლა გაგიჟებული მთელ ქალაქში მეძებდა. წასასვლელად როცა მოვბრუნდი საშინელი თავბრუსხვევა ვიგრძენი და ფეხქვეშ ძალა გამომეცალა, უნდა წავქცეულიყავი ისე წელზე ვიღაცის ხელის მოხვევა ვიგრძენი, თვალები შიშისგან ვჭყიტე და უკან მოვიხედე, დაბნეული მწვანე თვალები სახეზე მომშტერებოდა და ჩემი მდგომარეობის გარკვევას ცდილობდა, დიმიტრის დანახვისას ყველანაირი სისუსტე გამიქრა, თავს ძალა დავატანე, გავსწორდი და წელიდან მკლავი მოვაშორებინე, შემდეგ მოჭუტული თვალებით დავაკვირდი, იქნებ ამოეღო ენა და ეთქვა აქ როგორ ავღმოჩნდი მაგრამ ის აშკარად არ გეგმავდა საუბრის დაწყებას, ბოლოს ისევ მე დავიწყე საუბარი -რა მოხდა? აქ როგორ ავღმოჩნდი?-დაბნეული სახით შევეკითხე და მის პასუხს დაველოდე, რამოდენიმე წუთი მკაცრი მზერით მაკვირდებოდა და როცა სავარაუდოდ იმაში დარწმუნდა რომ უკეთ ვიყავი, როგორც იქნა საუბარი დაიწყო.. -შემთხვევით რესტორანთან გიპოვე..(საუბრობდა საოცრად ცივი და მკაცრი ხმით) თავიდან გამიკვირდა მაგრამ შემდეგ შევამჩნიე რომ ცუდად იყავი, შენმა უპასუხობამ ნერვები რომ მომიშალა რამოდენიმეჯერ შეგანჯღრიე მაგრამ ვატყობ ამაზე უფრო ცუდად გახდი..შემდეგ გული წაგივიდა..ამაზე მთლად დავიბენი, ხელში აგიყვანე და სახლში წამოგიყვანე.. -კი მაგრამ რატომ შენს სახლში? საავადმყოფო რისთვის არსებობს?-შევეცადე ხმა მეც ცივი მქონოდა მაგრამ არ გამომდიოდა რადგან მისი ხმა იმდენად მოქმედებდა ჩემზე რომ სათქმელს თავს ძლივს ვაბამდი სიცივე კიარა..პასუხი არ გაუცია, მზერა უფრო გაიმკაცრა, მშვიდად შემობრუნდა და გასასვლელისკენ წავიდა, დაბნეულმა ვერ მივხვდი რა გამეკეთებინა და უკან გავყევი- პასუხს რატომ არ მცემ?-ვკითხე ცოტათი გაღიზიანებულმა -არ ვთვლი საჭიროდ და იმიტომ..(თქვა თვალებში ჩამაშტერდა, მინდოდა მისთვის თვალი არ ამერიდებინა მაგრამ იმდენად ძლიერი და მწველი იყო მისი მზერა რომ ვეღარ გავუძელი, სხვაგან გავიხედე და ხმადაბლა ვკითხე) -რამდენი ხანია რაც აქ ვარ?-პასუხის მოლოდინში დაძაბულობამ შემიბყრო, რომელმაც რათქმაუნდა დააყოვნა..ცოტახანს ჩუმად მომშტერებოდა შემდეგ თვალი ამარიდაა, იქვე მდგომ მდივანზე ჩამოჯდა და ბოხი ბარიტონით მითხრა -რამოდენიმე საათია..სადაცაა გათენდება, მაგრამ ამას ეხლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს (გამომხედა) შეგიძლია წახვიდე, საკმარისზე დიდხანს იყავი აქ- მითხრა ცივი ხმით და მზერით გამბურღა. მის ამ პასუხზე გული შემეკუმშა, როგორ შეიძლებოდა ასეთი უგულო ყოფილიყო, როცა ხედავდა რა ცუდად ვიყავი და მაინც ისე მიშვებდა.."მის სახლში მოგიყვანა და "მოგიარა" მეტი რა გინდა" ჩამჩურჩულა ჩემმა მემ მაგრამ ახლა უკვე იმის ძალაც არ მქონდა ფანჯრიდან მომესროლა, ამიტომ უბრალოდ პირი დიდი სკოჩით ავუკარი და კუთხეში მოვისროლე..დაბნეულმა ავარიდე მზერა, უკან მოვბრუნდი და გასასვლელისკენ წავედი..მთელი ღამის ნაწვიმარზე საშინლად აციებულიყო, შიშველ მკლავებზე ხელები ავასრიალე და თვალები სიცივისგან შეჭუხებულმა ძლიერად დავხუჭე, როცა სადარბაზოს გამოვცდი, გზის პირას გავედი და ადგილს დავაკვირდი იქნებ მეცნო და საკუთარი ბინისკენ გზა გამეკვლია მაგრამ უშედეგოდ.. ეს ადგილი საერთოდ არ ფიგურირებდა ჩემს არცერთ მოგონებაში..გზაზე გავხედე მაგრამ მანქანის ნასახიც არ ჩანდა..იქვე მდგომ სკამზე ჩამოვჯექი და მოცდა დავიწყე იმ იმედით რომ ერთი მანქანა მაინც ჩამოივლიდა მაგრამ უშედეგოდ..გზის მეორე მხარეს დიდ საათს მოვკარი თვალი, მალე ხუთი სრულდებოდა..მთელ ქალაქს ეძინა, მე კი მარტოდ ვიჯექი უცხო ქუჩაში და სულელივით ველოდი მანქანის გამოჩენას.."ჯანდაბა!" წამოვიძახე როცა წვიმის ცივი წვეთები ვიგრძენი მხრებზე, რამოდენიმე წუთში წვიმა საოცრად გაძლიერდა და თავიდან ბოლომდე გავილუმპე. სკამიდან ზანტად წამოვდექი მაგრამ სისუსტემ თავი ისევ იჩინა, მაინც არ წამოვმჯდარვარ, ჯიუტად გავსწორდი და რაც შემეძლო სწრაფი ნაბიჯებით დავადექი უცნობ გზას..მივუყვებოდი წვიმიან უცხო ქუჩებს იმ იმედით რომ რომელიმე ნაცნობ ადგილამდე გამიყვანდა, მაგრამ ჯერ ასეთი არაფერი არ ჩანდა..ნახევარსაათიანი ბოდიალის შემდეგ უკნიდან მანქანის ხმა გავიგონე, სველი თმები სახიდან გადავიწიე რომ კარგად გამერჩია, სწრაფად მომავალი მანქანის დანახვისას სიხარულისგან აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი და ჰაერში ხელების ფრიალი დავიწყე იმ იმედით რომ მანქანა გააჩერებდა. ხელებს შეუჩერებლად ვაქნევდი და თან ვყვიროდი, მეგონა უკანასკნელი იმედიც წყალში გადავუშვი როცა მანქანამ ურეაქციოდ ჩამიარა, მაგრამ რამოდენიმე წუთში გაჩერდა და უკან მობრუნდა..შავი მანქანა ნელ-ნელა მომიახლოვდა. სიხარულით მისკენ გავექანე და გულში უკვე სათხოვარ ტექსტს ვაწყობდი რომ სახლამდე მივეყვანე, როცა მძღოლმა მინა ჩამოსწია და ხელში დიმიტრი შემრჩა: -ყველგან შენ როგორ უნდა მეჩეხებოდე?-მკითხა მობეზრებული, ცივი ხმით და თავიდან ბოლომდე ამათვალიერა.-ვატყობ სახლს ვერ მიაგენი..-განაგრძობდა ირონიულ საუბარს.. გული ამდენი სიცივისგან წამით მგონი გამიჩერდა კიდევაც..მოწოლილი ცრემლები ძლივს შევაკავე თუმცაღა ისე წვიმდა აარამგონია ეს შეემჩნია მაგრამ საკუთარ თავს არ მივცემდი უფლებას ამ უგულოს წინ მეტირა..ნაგლი მზერა ვესროლე და უპასუხოდ შემოვბრუნდი უკან,ნელი ნაბიჯებით გადავედი გზიდან, ხელები სიცივისგან შეწუხებულმა გადავაჯვარედინე, თვალები დავხუჭე და სწრაფი ნაბიჯებით გავუყევი ქუჩას..უკან აღარც მომიხედია მაგრამ ვგრძნობდი როგორ მბურღავდა ის ცივი..დაუნდობელი მზერა შავი მანქანის მინიდან..თითქოს რაღაცას ყოყმანობდაო, მაგრამ ზედმეტად დემონი გამოდგა იმისთვის რომ წაყვანა შეეთავაზებინა, მიუხედავად იმისა რომ არ დავთანხმდებოდი..რამოდენიმე წუთში შავმა მანქანამ ჩემს წინ ჩაიქროლა.."ავადმყოფიი, უგუულო, დეგენერატიი, დემონიი" ვიმეორებდი გამწარებამდე მისული ხმამაღლა და ფეხებს წყალში ვაბაკუნებდი, გზის მიუგნებლობამ როცა პიკს მიაღწია, დაღლილმა და კიდევ უფრო დასუსტებულმა უბრალოდ სკამი მოვძებნე და გათენებას დაველოდე.წვიმა კი არა და არ იღებდა.."ეს მარტი მგონი ახლა გახდა მაინც და მაინც ჩემს ჯინაზე ჯიუტი!" გაბრაზებული ვბუტბუტებდი და ირგვლივ ვიხედებოდი.. არც ფული მქონდა არც მობილური..ვიყავი ბოლომდე სველი და საოცრად სისუსტე უკვე გამაღიზიანებლად მაწუხებდა..თავი ასე დაუცველად არასოდეს მიგრძვნია.."როგორ შეიძლება ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ იცნობ ასე ცივად ასე უსულგულოდ მოექცე?" ვეკითხებოდი საკუთარ თავს და პარალელურად იმ დემონს ვლანძღავდი..ცოტახანში საკმაოდ გათენდა, წვიმამ გადაიღო და მანქანებმაც სვლა დაიწყეს. ერთ-ერთი მათგანი გავაჩერე და ვთხოვე სახლამდე მივეყვანე..კეთილი კაცი აღმოჩნდა, მზრუნველი ხმით მკითხა რამე ხო არ მჭირდებოდა მაგრამ ჩემს თავშეკავებულ და მოკლე პასუხებზე მიხვდა რომ საუბარი ეხლა ნაკლებად მინდოდა, კორპუსთან დამტოვა მადლობა გადავუხადე და ბინისკენ გავეშურე, როცა მივედი ბინის კარები ღია დამხვდა, სახლი კი ხალხით სავსე, დაბნეულმა შევათვალიერე ყველა და ანას შემჩნევაზე მისკენ გავქანდი. ჩემს დანახვაზე თვალებიდან ცრემლები წასკდა, სიხარულისგან ჩემი სახელი წამოიძახა და ჩასახუტებლად გამოექანაა -ლეენააა! სად იიყაავი? იცი რამდენი გეძებეთ? ძალიან ვინერვიულეთ, სად იყავი ადამიანო-განაგრძობდა ნერვიულ საუბარს და თან თავზე ხელს მისვამდა, მამაჩემი მეორე ოთახიდან გამოვიდა და როცა დამინახა ჯერ გაიოცა, შემდეგ გაუხარდა და ბოლოს სახე გაუმკაცრდა და ისე მომიახლოვდა -ლენა რას ნიშნავს ეს ? სად იყავიი?? ასე როგორ შეიძლება!-ხმამაღლა მითხრა და ამათვალიერა, როცა შეამჩნია თუ რა გალუმპული ვიყავი ცოტათი დაიბნა, ვიღაც მამაკაცს პლედის მოტანა თხოვა და მჭიდროდ შემომახვია-რა მოგივიდა ლენა?-შედარებით რბილი ტონით მკითხა და თვალებში ჩამაშტერდა -სასმელმა ცუდად გამხადა, თავი შეუძლოთ ვიგრძენი და გადავვწყვიტე საავადმყოფოში წავსულიყავი, იქ მისულს გული წამივიდა მაგრამ ახლა კარგად ვარ..ექიმებმა რაც საჭირო იყო ყველაფერი გააკეთეს-უამრავი ტყუილები დავაყარე მშობლებს და თავი მორცხვად დავხარე. ანამ ერთი კი შემოირტყა თავზე ხელი, მერე აქეთ-იიქით სიარულს მოჰყვა და როცა როგორც იქნა დაწყნარდა, გვერდით ჩამომიჯდა, ალექსანდრემ თავი უკმაყოფილოდ გააქნია, შემდეგ ყველას თხოვა ბინა დაეტოვებინათ და ბოლოს მხოლოდ თეკლა და ნაია აღმოჩნდა ბინაში, რომლებიც ამ დროის განმავლობაში დაბნეულები მიყურებდნენ და მონასმენზე გამოცოცხლებულნი ჩემსკენ გამოექანნენ-ახლა როგორ ხაარრ ლენა? როიცოდე როგორ გვანერვიულე-მზრუნველი ხმით მითხრა ნაიამ და გულზე მიმიხუტა -მობილური ჩვენთან დაგრჩა და ამან საერთოდ გადაგვრია, ყველგან გეძებდით-მითხრა თეკლამ ნანერვიულები ხმით -გთხოვთ ნუ ნერვიულობთ ახლა კარგად ვარ..ტაქსის გაჩერება ვერ მოვახერხე, წვიმამ მომისწრო და ამიტომაც ვარ სველი..-ვთქვი და შევეცადე გამეღიმა..-ახლა მხოლოდ დასვენება მჭირდება-ჩუმი ხმით წარმოვთქვი და თავი ჩავხარე. ჩემს სიტყვებზე ყველა მაშინვე გამოფხიზლდა, თეკლა და ნაია გვერდით ამომიდგნენ და ოთახისკენ წავედი მაგრამ წამით უკან მოვბრუნდი როცა ალექსანდრეს ხმა გავიგე -ლენა!-თქვა და ნელი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ, ჯერ ცოტახანს დამაკვირდა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია, შემდეგ კი ჩემი სახე თავის ხელებში მოიქცია, შუბლზე მაკოცა და ჩუმი ხმით მითხრა-თავს გაუფრთხილდი და გთხოვ აწი ასე არ გვანერვიულო.. -ბოდიში მამა..-ჩუმი ხმით ვუთხარი და შევეცადე გამეღიმა, შემდეგ კი ოთახში შევედი ,ცოტახანში დაქალებიც გავაცილე და მალევე გავქანდი აბაზანისკენ..ახლა ცხელ შხაპს არაფერი მირჩევნოდა..იმდენი რამ მოხდა რომ ყველაფრის გონებაში დაწყობა ნამდვილად მიჭირდა..გაშტერებული ვიდექი შხაპის ქვეშ და ყველაფერზე ვფიქრობდი..ვფიქრობდი იმ სუსხიან ხმაზე..იმ უგულო მზერაზე და საქციელებზე.."თუკი ასე ვერ მიტანდა რატომ იქვე არ დამტოვა გულწასული?" ვეკითხებოდი საკუთარ თავს,მაგრამ პასუხის პოვნა მიჭირდა.. შეფასებეები თქვენზეაა!!! იმედი მაქვს ვინმე კითხულობს საერთოდ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.