რიგითი საქმე, N101 (1)
რიგითი საქმე, N101 (1) კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი საქაღალდეებს და ფეხზე წამოდგა. მაჯის საათს დახედა, პროცესამდე კიდევ ერთი საათი იყო დარჩენილი და ამ ერთ საათს გაყვანა უნდოდა. ტელეფონი ამოაძვრინა ჯიბიდან და ნომერი აკრიფა. –ქეთ, გამოხვალ კაფეში, გცალია? – ჰკითხა სწრაფად და კაბინეტის კარში გასაღები გადაატრიალა. –გოგო უფროსი ჩამომივიდა, – ამოიხვნეშა ქალმა. –არ მოსწონდე მაინც, – გაეცინა. დერეფანს დაუყვა და უკვე შეკრებილ ხალხს თვალი მოავლო, რომლებიც საქმის ვითარებას განიხილავდნენ და თავიანთ ვერსიების მზის შუქზე გამოტანას არ ერიდებოდნენ. –ვიღაც ქალი ჩამოიყვანა, მეშველა, – გაეცინა მასაც. –ოჰო, – თვალები გადაატრიალა ქალმა. – აბა გამოიცანი, ვინ არის აქ?! – ნელა გააპარა თვალი ნაცნობი სხეულისაკენ. –ვინ? – რამდენიმე წამიანი დაყოვნების შემდეგ იკითხა, რადგანაც, აშკარად, ვერ გამოიცნო. –კაკი, – დაიჩურჩულა მეგობრისთვის ძლივს გასაგონად. –მგონი რაღაც მომესმა, – დაიბნა ქეთა. –არაფერიც. კაკი ფიფიაა აქ, – გათამამდა და ხმა ამოიღო, როცა მამაკაცს გვერდი აუარა. –მანდ რა უნდა? – გაკვირვებულმა ძლივს იკითხა. –მივიდე, ვკითხო? – გაეცინა ქალს. –არა, – შეუღრინა. – წავედი, თორე მომხვდება, – მიაძახა და კავშირი გაწყვიტა. კაკი ფიფია კაცი იყო, რომელმაც ქეთას დას რამოდენიმე წელი სიყვარულობანა ეთამაშა და შემდეგ გული გაუტეხა. ქალაქის კოლორიტი იყო ეს კაცი. სადაც არ უნდა წასულიყო, ყველა ცნობდა და ყველა პატივს სცემდა. ერთ–ერთი უდიდესი კომპანიის დამაარსებელს სახელი სად არ უნდა ჰქონოდა განთქმული?! იმასთან ერთად, რომ კომპანიას ედგა სათავეში, სპორტითა და გართობითაც აქტიურად იყო დაკავებული. მისი იმიჯიც სრულიად უწყობდა ხელს, რომ ქალებში დაბნეულობა გაეშვა. გაეშვა და რა გაეშვა. მხოლოდ და მხოლოდ მარიამი იყო, რომელიც ისე აუვლ–ჩაუვლიდა ამ კაცს, რომ ცხვირს არ დაწევდა დაბლა და რა დაბნევაზეა საუბარი. ახლაც მიაბიჯებდა თამამად, სრულიად გაწონასწორებით და ის იყო კარს შეეხო, ნაცნობმა ბარიტონმა შეაჩერა. რა თქმა უნდა, კაკი იყო. ამ კაცს ხომ კვირაში რამოდენიმე საათი ეკავა მიკროფონი ხელში და ხან რის პრეზენტაციას აკეთებდა მილიონობით მაყურებლის წინ, ხან – რის. ასე რომ, იცოდა, ზუსტად ცნობდა კაკის ხმას მარიამი. –მარიამ, – ქალი ნელა შემოტრიალდა მამაკაცისკენ და ალმაცერად, ვითომდა უდარდელად ახედა. –რამე ხდება, ბატონო კაკი? – ცალი წარბის აწევით უთხრა და დოინჯის შემორტყმით მისი თითები აირიდა ხელიდან. –გცალია? – არც მამაკ აცმა დააკლო სიუხეშე და თბილი ტონიდან მკაცრზე უდარდელად გადავიდა. –სიმართლე გითხრათ, არა, – ტუჩები ლამის ყურებამდე გაწელა. იცოდა მამაკაცმა ვინ იყო მარიამ აფციაური. იცოდა, რომ იმ გოგოს დის მეგობარი იყო, რომელსაც გული ატკინა. იცოდა და მაინც უკვირდა ქალის ასეთი უგულველყოფა თავისი. არადა რთული და ძნელი მისახვედრი, არაფერი იყო. მოეწონა ის, რაც გააკეთა მარიამმა და პირველივე ჯერზე არ ჩამოეკონწიალა მამაკაცს. მოეწონა და თვალი დაადგა. –გასაგებია, – ხელები ჰაერში ააფრიალა და შემდეგ ერთ–ერთი ხელი ჯიბისკენ წაიღო. – რომ მოიცლი, შემეხმიანე, საქმე მაქვს. – სავიზიტო ბარათი გაუწოდა. მარიამმა გამოართვა და ის–ის იყო დააპირა ეკითხა სალაპარაკოს სერიოზულობაზე, რომ მამაკაცი გატრიალდა და წავიდა. არც ის დაიბნა, შეტრიალდა და თავის გზას დაადგა. კაფე ძალიან ახლოს იყო სასამართლოს შენობასთან და ამიტომ ხშირად უწევდა აქ ყოფნა. შევიდა, ქურთუკი ხის საკიდებზე ჩამოკიდა და თავისი ადგილისკენ წავიდა. –ლანა, ყავა, თუ შეიძლება, – შეეხვეწა და დაღლილი სავარძლის საზურგეს მიეყუდა. წამწამებმა ერთმანეთი მიიზიდეს და დაღლილ გოგონას თვალები ძალაუნებურად დაეხუჭა. შესაძლო იყო ჩასძინებოდა კიდეც, რადგან წინა ღამეს წამით არ მოუხუჭავს თვალი, მაგრამ ისევ ნაცნობმა ბარიტონმა დაიჩურჩულა მის ყურთან და შიშისა და სიამოვნების ჭრუანტელმა ერთდროულად დაუარეს ქალს. –აკი არ მცალიაო, – ირონია გარეული ტონი უსიამოვნოდ მისწვდა მის ყურთა სმენას და გაბრაზებულმა გაახილა ფართოდ თვალები. –მერე ვინ თქვა, რომ მცალია? – უხეშად ჩაილაპარაკა და წინ გადაიხარა, მისი სუნთქვის მოსაცილებლად. –თქმა რა საჭიროა, როცა საქციელები საპირისპიროს ამტკიცებენ, – ისევ დაიჩურჩულა მის ყურთან ახლოს და ყელს მისი ცხელი სუნთქვა მოხვდა. არც ჟრუანტელმა დააყოვნა და რამდენჯერმე დაუარა სხეულში, თუმცა გარჩევა, სასიამოვნო იყო ეს ჟრუანტელი თუ უსიამოვნო, რთული აღმოჩნდა მისთვის. –რა გნებავთ? – წამიერი სამოთხიდან გამოეხსნა გოგონა და აზრე მოსულმა შეუბღვირა მამაკაცს. –ასე უცებ საქმეზე გადასვლა? – ცალი წარბის აწევით იკითხა კაცმა, – ზოგადად, ქალები სხვა საქმეზე გადადიან ასე უცებ... – გამომცდელი მზერა ესროლა მარიამს, რომელმაც მაშინვე აირიდა. –მგონი არ მიკითხავს ვინ რაზე გადადის და როდის–მეთქი, – გაბრაზებულმა გამოსცრა კბილებში. – თუ საქმე გაქვთ მალე, მაყოვნებთ! – მამაკაცის თვალებს საკუთარი გაუსწორა და დაინახა თუ როგორ დააბნია კაცი მისმა ამხელა გამბედაობამ. –იცი ასეთი ლაპარაკისთვის როგორ ისჯებიან ქალები? – წარბების აწევითა და ხელების გადაჯვარედინებით, გამომცდელად შეხედა ქალს. –როგორ? მოდი გამოვიცნობ, – მხიარულად ჩაილაპარაკა. – შენი მხრიდან, ალბათ, სექსუალური კავშირებით და სხვისი მხრიდან ერთი ზარით, მაგრამ გაფრთხილებ, ძვირფასო, – ბოლო სიტყვა განსაკუთრებით გამოკვეთა, – ის ქალი არ ვარ, რომელიმეთი რომ შეაშინებ და კანონი ჩემს მხარეზეა! – მანაც მიბაძა პოზაში და ძალიან ახლოს მოაქცია მამაკაცის თავთან თავისი. –არ მიყვარს შენნაირი ძუკნა ქალები, – გაბრაზებულმა პირველივე სიტყვა ისროლა მარიამის მისამართით, თუმცა ეს სიტყვები სრულებით არ შეასაბამებოდა რეალურ აზრს. გონებაში უკვე იმას გეგმავდა, თუ როგორ შეება ეს ჭკვიანი და მშვენიერი ქალი. –არც მე მაჟრიალებს გაუნათლებელ მილიონერებზე, – მხრები აიჩეჩა ქალმა და ოფიციანტს ყავა კი არ გამოართვა, გამოგლიჯა. –არ მინდა დაგაჟრიალოს, – მუქარასავით გაიჟღერა ბატონი ფიფიას ბარიტონმა, მაგრამ ეს უდრეკი ქალი ვერაფერმა გააპო. –უფასური საქმე, – უაზროდ, თითქმის თავისთვის წაიჩურჩულა ქალმა. –ფასიანი, ძვირიანი საქმეები, – გააჯავრა მამაკაცმა და ქალის ყავას დაწვდა. ამ უკანასკნელმა საქციელმა მარიამი ისე განარისხა, რომ არ ეგონა თუ იქვე არ მოკლავდა. –დამიბრუნე, – წყნარად თქვა. მამაკაცმა ერთი ყლუპი მოსვა და მეორეც მიაყოლა. –დამიბრუნე–მეთქი, – კბილებში გამოსცრა ქალმა. –უკვე ჩემი ნაპირალი როა? – ნაძალადევი, მოჩვენებითი მწუხარებით აიჩეჩა მხრები. მარიამი უბრალოდ ადგა და გასასვლელისკენ წავიდა. მის ნაბიჯებში აღარ იგრძნობოდა ის სითამამე და გაუტეხლობა, რომელიც აქამდე. თითქოს მთა ჩამოიშალაო და როგორ? ნურც იტყვით. კაკის ქცევებზე იმპულსებს, რომელსაც გონება ნერვული სისტემისკენ გზავნიდა, აიგნორებდა, მაგრამ ისიც ადამიანია! ადამიანია და რა ადამიანი. რამოდენიმე წელი სწავლობდა უნივერსიტეტში. მანამ, სანამ უნივერსიტეტში ჩაირიცხებოდა, სკოლის საფეხურებს გასცდა და მე–11 კლასშივე ჩააბარა გამოცდები. დროის დაწინაურებას შეეცადა, რომელიც გამოუვიდა კიდეც. მთელი 11 წელი სკოლაში სიარულის მანძილზე, წამით არ გაპარვია გაკვეთილიდან ყურადღება სადმე, სხვაგან. მისი ნებისყოფა, რომ ესმინა მასწავლებლისთვის საათობით, მუდამ გაკვირვებაში აგდებდა სხვებს, მაგრამ არავინ ადარდებდა, რადგან იცოდა, რომ სწავლაზე კარგს ვერაფერს ვერ შესძლებდა. დაობლებულ ბავშვთან ცხოვრების სწორი ბედი თავისით ვერ მოვიდოდა. იმდენად ჰქონდა გათვითცნობიერებული ყოველივე, იმდენად ჰქონდა გამჯდარი წარმატების წყურვილი გონებაში, რომ ვერ წარმოედგინა, თითქოს რაიმე თავისით აღსრულდებოდა. რაც უფრო თავისუფალ ცხოვრებას დაეწეოდა, მით უფრო მეტს დაკარგავდა, დანაკარგი კი მეტზე მეტი იყო. გრანტი მოიპოვა და სრული დაფინანსებით მოხვდა იურიდიულზე. მთელი ცხოვრება ოცნებობდა, რომ ადვოკატი გამხდარიყო და სიმართლე, მართალი მხარე დაეცვა და იმდენად კარგად გამოუვიდა, რომ ახლა მთელი ქვეყნის მანძილზე საუკეთესო ადვოკატია. ის სიამაყე, რომლითაც გაჟღენთილი იყო მისი ნაბიჯებიც კი, როდესაც გამოდიოდა სასამართლოს შენობიდან, სადღაც გამქრალიყო, აორთქლებულიყო. სპილო ჭიანჭველასავით ქცეულიყო მასში. კაკის არ შეუშინებია, უბრალოდ იყო იქ რაღაც ფაქტორი, რაც ვერ გაითვალისწინა: ეს კაცი საოცარი მექალთანე იყო და ამავდროულად საოცარი მეჰიპნოზე. წამიერად შეაწყვეტინებდა ქალს არსებობას. მისმა სუნთქვამაც იმხელა ენერგიით აავსო მარიამი, რომ ეს თბილი ქალი გაახევა. არ მოსწონდა ეს კაცი, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერს, სრულიად ვერაფერს ვერ მოუნახავდა ქალი დასაწუნს მის შესახედაობას. ერთი ნაკლიც კი არ გააჩნდა. იმდენად ლამაზი ნაკვთები ჰქონდა, რომ პირდაპირ, ძლდაუტანებლად აგდებდა თავის გალიაში ქალებს. კაცი კი არა, რაღაც საოცრება იყო. –ესეიგი, ყავა გიყვარს, – წამოეწია კაფედან გასულ ქალს კაკი. სასამართლოსკენ თავაუღებლად მიიწევდა მარიამი და კაკის ხმას, რომელიც სიამოვნებას გვრიდა მის ყველა ნაწილს, აიგნორებდა. ალბათ ქეთა თავისი ხელით მოახრჩობდა, როცა გაიგებდა, რომ ასეთი გრძელვადიანი საუბარი გაუბა ქალმა ბატონ ფიფიას. –პირველი ხარ, – რამოდენიმე წამის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად ჩაილაპარაკა, კი არა და, ჩაიჩურჩულა კაკიმ. წარბის აწევით, სრულიად გაკვირვებულმა გახედა მარიამმა, „მომესმა თუ მართლა თქვა“ სახით. –ხო, პირველი ხარ, ვინც ასე შეტოპა ჩემთან სიუხეშეში, – ქალის თვალებს მზერა მოარიდა და გზას გახედა. –ყველას ვერ მოეწონებით, ბატონო კაკი, – მთელი ირონიულობით ჩასძახა, როგორც კი შეეძლო, გაუღიმა და სასამართლოს შენობაში შევიდა. გაკვირვებულმა კაცმა თვალი გააყოლა ქალს იქამდე, სადამდეც შესძლო და როდესაც უკანასკნელ კედელს მიეფარა, ზურგი აქცია და მანქანისკენ წავიდა. მარიამმა, როგორც ყოველთვის, ახლაც მოიგო ეს საქმე და მისი მეასე საქმე ოქროსფერი ფერით გააფორმა დღიურში. ორი წლის მანძილზე, ისე იყოჩაღა ამ ქალმა, რომ აგერ ხედავთ მეასე საქმეც ჩაატარა. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –ბიჭო, აი ისეთი ქალია რა, ხოშიანი, – ლუდი მოსვა მამაკაცმა. – ვერ აღგიწერ, დედა მომიკვდეს, მაოცებს. ხმას რომ იღებს, ტანში ჟრუანტელი მივლის... –მერე რა გიშლის ხელს, ? – გაუცინა მამაკაცმა და მხარზე მეგობრულად უბიძგა. –ანას დის დაქალია და ვერ მიტანს, ამის დედაც, – ბაკალი ძლიერად დაანარცხა მაგიდაზე. –დაიკიდე რა, – უდარდელად ჩაილაპარაკა მეორემ და ტელეფონი აათამაშა. –გაგუა, და**ხვიე რა! – გაღიზიანდა კაკი. _____________________________________________________________ წერას იმდენად მივეჩვიე, რომ თავისით დამეწერა ეს თავი. იმედია წინა მოთხრობასავით შეიყვარებთ ჩემს მარიამს, კაკისაც, ალბათ, ქეთას, ანოს და სხვებს... ველოდები შეფასებას, კრიტიკას... პ.ს სადმე თუ ელენე ან დემეტრე გამეპარა, მომიტევეთ, მივეჩვიე მათ<3. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.