შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალური საფრთხე (VIII თავი)


24-05-2015, 03:35
ავტორი N7
ნანახია 3 576

ამერიკული მოსალმება მოესმა გოგონას ტელეფონიდან და თავადვე უცხოურად იკითხა თომა მინდოდაო. მერე ქართული, ნამდვილი მეგობრის ხმაც გაიგო და სიხარულით ლამის ხტუნვა დაიწყო.
–თომა! – წამოიყვირა, – როგორ ხარ?
–კარგად. რომელი ხარ? – იკითხა მამაკაცმა.
–ელენე ვარ, ვაშაძე, – მხიარულად უთხრა.
–ელე, რა ხდება გოგო, როგორ გაგახსენდი? – გამხიარულდა მამაკაცი.
–არ იკითხო. ვერც კი წარმოიდგენ სად ვარ, – უხალისოდ ჩაილაპარაკა.
–სად ხარ და ალბათ რომელიმე მაგარ კუნძულზე ისვენებ, შენ ქმართან ერთად, არა?
–ჩემ ქმართან ერთად ნამდვილად ვარ, მაგრამ კუნძულზე არა. კალიფორნიაში ვარ, დიდ მარკეტში, ქალაქის ცენტრში და მიშველე, გთხოვ!
–რა ხდება, ელენე? აქ რა გინდა? ან რა გიშველო? მეღადავები? – მიაყარა კითხვები.
–არა, გთხოვ! – შეევედრა.
–კარგი, გამოვდივარ.. თუ დრო და საშუალება გაქვს ტაქსში დაჯექი და პარკში მიგიყვანოს უთხარი, მანდვე ვარ.
–ვეცდები, – მიაძახა ელენემ და გაუთიშა.
მაშოს ძლიერად მოკიდა ხელები და ნიშან–მიუცემლად გაიქცა გასასვლელისკენ. როგორც კი გარეთ გავიდა, ამოისუნთქა და პირველივე ტაქსის დაუქნია ხელი.
ჩასხდნენ თუ არა, მაშინვე უთხრა პარკის სახელწოდება და ფული მოჩხრიკა ჩანთაში. ამოიოხრა, როცა საფულეც კი ვერ დაიგულა იქ. „დამერხაო“ გაიფიქრა და ისევ თომას დაურეკა.
–ტაქსში ვარ, მოვდივარ, მაგრამ პრობლემა მაქვს, – ძლივს უთხრა.
–რა პრობლემა? – გაკვირვებით უთხრა თომამ.
–საფულე არ მაქვს..
–არ არის პრობლემა, აქ დაგხვდები და მე გადავიხდი, – უთხრა და მისამართი უთხრა სად დახვდებოდა.
ელენემ მძღოლს უთხრა თავისი ამბავი და მამაკაცმა ჯერ გაკვირვებით შემოხედა, მერე რომ შეათვალიერა, თავი დაუქნია.
საოცარი იყო დემეტრე. ისეთი ქალის მიმართ, როგორიც ელენე იყო, ვერავინ ეწყობოდა ცუდად, მაგრამ თავად? თავად საყვარელიც კი მოუთრია, ვიღაც გათახსირებული ქალი და რის გამო? სრულიად არაფრის. შეეძლო მარტო შვილისთვის მოეკიდა ხელი და ნადია გვერძე გაეწია, მაგრამ ვერ დათმო, ვერ შეელია. ვერ შეელია და მიიღო კიდეც. ელენეს გულუბრყილობა, ელენეს ხელგაშილობა, ელენეს სიწყნარე გამოიყენა და ეგონა საბოლოოდ დარჩებოდა ქალი მის გვერძე, რადგან ეს ხომ სამუდამო სიყვარული იყო! მაგრამ მოიცადეთ, სამუდამო სიყვარული? სასაცილოდ ჟღერს, როდესაც დემეტრესა და ელენეს მოქმედ სიყვარულზე სამუდამოს იტყვი, მაგრამ თავის დროზე, კარგი წარმოსახვის უნარი ჰქონდა მამაკაცს. ჰქონდა და იქამდე მივიდა, რომ ქალი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა – დაკარგა. დაკარგა და თან როგორ? ჯერაც არ იცის როგორ.
რა თქმა უნდა, მეგობარი დანიშნულ ადგილზე დაუხვდა, ტაქსის ფული გადაუხადა და მონატრებულ ელენეს გადაეხვია. მერე მაშოც გაიცნო და კარგად მოეფერა პატარასაც.
–ცუდი ამბავია შენ თავს ელენე? აქ რამ მოგიყვანა? – ღიმილით უთხრა და ნელა დაიწყო მოძრაობა.
–კარგს ნამდვილად ვერ ვუწოდებდი ამ ამბავს.. რომ დავინახე კალიფორნიაში მოვედით, სიხარულისგან კინაღამ ფრენა დავიწყე, ახლა კი მალე წავიდეთ სადმე, სადაც ვერ მომაგნებენ, თორე შეიძლება მთელი ქალაქი ამოაყირავოს დემეტრემ... – ამოიხვნეშა.
–წავიდეთ და დამპირდი, რომ ყველაფერს მეტყვი, – ნაბიჯს აუჩქარა თომამ და დაღლილი მაშო ხელში აიყვანა.
რამდენიმე წუთში სახლში ავიდნენ. როგორც ჩანდა, მამაკაცი ძალიან ახლოს ცხოვრობდა ცენტრალურ პარკთან. სხვა დროს შეიძლებოდა ელენესთვის თვალები მოეჭრა ისეთ ქალაქს, როგორიც კალიფორნია იყო, მაგრამ ახლა... ახლა არაფრის სანახავად არ ეცალა, რადგან ხვირწინ უდიდესი საფრთხე გააჩნდა, რომლის მოსაშორებლად პაიკი იყო.
–ყავას დალევ?
–კი, – თავი დაუქნია მამაკაცს და აედევნა.
–ხო არ გშიათ? – ყურადღებას არ აკლებდა მამაკაცი დებს.
–მე არა. მაშო, გშია? – კულულებზე ხელი ჩამოუსვა. თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნია პატარამ.
–ბევრი არაფერი მაქვს, ასე იცის მარტო ცხოვრებამ, მაგრამ რაც მაქვს იმედია გემრიელი იქნება! – სიცილით თქვა და ჰამბურგერები დაუდო წინ პატარას.
–როგორც წესი, სწრაფი კვების პროდუქტი არ იზიდავს, მაგრამ დამშეულია და უარს ვერ იტყვის, – ნაძალადევად გაუღიმა ელენემ. – რას შვები, აბა, რას საქმიანობ?
–საინტერესოს არაფერს. პატარა ბიზნესში ვარ ჩართული და დილიდან–ღამემდე სახლში არ ვარ.
–ანუ გამიმართლა, – ღიმილით უთხრა ქალმა და ცხელი ყავა მოსვა.
–მასე გამოდის. მომიყევი აბა, რა ხდება, – ინტერესით შეხედა და ხელები გადააჯვარედინა.
–დემეტრესთან პრობლემები. რთული ასახსნელია აქ მოსვლის მიზეზი, მაგრამ დემეტრესთან პრობლემები საკმარისი მიზეზია შენთან მოსვლისთვის, არა?
–ელენე, ძალიან შეშინებული ხარ, – გაოცდა კაცი.
–არაა გასაკვირი, თომა. აქეთ–იქიდან ჭიანჭველასავით მახვევია საფრთხე, – ხელებით შეეცადა მდგომარეობის ახსნას, – და არ ვიცი რომელი ჭიანჭველა მოვკლა პირველი. სიმართლე გითხრა, სტრატეგიაც არ მაქვს...
–რა საფრთხე, გაგიჟდი? – უფრო მეტად გაოცებაში მოვიდა კაცი.
–ჯერ არა, – გაუღიმა ელენემ, – მაგრამ ძალიან ახლოს ვდგავარ გაგიჯების პირთან, ერთი ბიძგი და გადავვარდები.
–ახლა გასაგებად ამიხსენი, – გამკაცრდა კაცის ხმა.
–ძალიან შორს მომიწევს წასვლა...
–არაუშავს, სხვანაირად ვერ დაგეხმარები.
ღრმად ჩაისუნთქა ქალმა და დაიწყო.
–ყველაფერი ერთი წლის წინ დაიწყო. მანამდე მე და დემეტრე განუყოფლები ვიყავით, უბრალოდ ერთნი, მერე კი ყველაფერი აირია. დემეტრეს რაღაცეების ხარჯზე მოუწია კომპანიის გაფართოება. მაგალითად, შანტაჟის. შემდეგ ყველაფერი აირია. საშანტაჟო ვიდეო, რომელიც დემეტრეს კომპიუტერში ეწერა, ჰაკერებმა მოიპარეს და სანამ ჩვენ წინააღმდეგ მოაწყობდნენ ყველაფერს, გამოვძვერით. ხომ გაგიგია, ფული ყველა კარიბჭეს ერგებაო. მერე ყველაფერი თავზე ჩამოგვექცა და სხვა გამოსავალი რომ ვერ მოვნახეთ, გეწვიეთ. ამას დაემატა ისიც, რომ დემეტრეს საყვარელთან ერთად შვილიც ყოლია. ხო მცნობ მე? არასდროს ვუშლიდი ქალებს დემეტრეს, მაგრამ შვილი? და ქალი, რომელთან ერთადაც შენ ცოლს აცხოვრებ? და მერე კიდევ ბრალს დადებ ქალს, რომელმაც შენი შვილი თავის შვილად მიიღო? რა სარკაზმია... – ამოიოხრა და სახეზე ხელები გადაიტარა.
–ღადაობ? – გულახდილად იკითხა გაოცებაში მყოფმა თომამ. – ასეთი ცხოვრებაში არაფერი გამიგონია, უნამუსო ვიყო... თორმეტი წელი.. ღადაობ, ტო?
–ნეტა ვღადაობდე, თომა... – ამოიგმინა ქალმა და თეფში და ჭიქები ონკანისკენ წაიღო.
–დატოვე, არ იწვალო.
–რა წვალებაა.
ჭურჭელი ჩარეცხა, შეიძლება ითქვას, რომ გული გადააყოლა ცოტა.
–რას აპირებ ახლა? – იკითხა მოულოდნელად თომამ.
–ტელევიზორი ან კომპიუტერი გეგულება? – იკითხა ელენემ ისე, თითქოს შეუძლებელი ყოფილიყო აქ რომელიმე მათგანის ქონა.
–არა, საიდან უნდა მეგულებოდეს, – გაეცინა თომას, – მულტფილმები გინდა? – შეხედა მაშოს.
–კი, – უთხრა დამორცხვებით პატარამ.
–წამოდი, მე ჩაგირთავ, – ხელში აიტაცა და სამზარეულოდან გაიყვანა.
ელენემ იქვე მიგდებული სიგარეტი დაინახა და იფიქრა, რომ უნდა გაესინჯა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმი იყო და თავად ბევრზე უკეთ იცოდა რა უსარგებლოც იყო ეს ქაღალდში გახვეული თამბაქო, მაინც ამოიღო ერთი ღერი და მოუკიდა.
სამზარეულოს პირდაპირ ესაზღვრებოდა აივანი, უფრო ვერანდა, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ნაწილი მოჩანდა. არადა კალიფორნია თითქოს და დიდი ვერაფერიო, მაგრამ რას უწუნებენ, ულამაზესი ქალაქია. თანაც მითუმეტეს რომ პლიაჟს გადაჰყურებდა ეს ვერანდა. ღრმად ჩაისუნთქა თამბაქოს ბოლი და ის იყო ხველება უნდა ასტყდომოდა, რომ როგორღაც გადააგორა ნერწყვი და დაწყნარდა.
–მეორედ მაგ ილეთს ნუ ჩაატარებ, თორე გაიგუდები, – სიცილნარევი ხმა მოესმა ზურგიდან.
–ვეცდები, – გაეცინა ელენეს და გაშტერებული თვალი არ მოუცილებია ჰორიზონტისთვის.
–აბა, რა გეგმა გვაქვსო? – გვერძე ამოუდგა თომა და მანაც მოუკიდა სიგარეტს.
–გეგმა? გეგმა მქონდა, სანამ გავაცნობიერებდი, რომ საფულე დემეტრემ წაიყოლა.. – ამოახვნეშა და კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა ღრმად კვამლი. ამჯერად თავი ვეღარ შეიკავა და ხველება აუვარდა.
რომ დაწყნარდა, თომა მიუტრიალდა და სიცილით დაუსვა ზურგზე ხელი.
–ხო გითხარი, რომ მასეთი „ტრიუკები“ არ ჩაატარო–მეთქი.
–რა უბედურებაა, – ნამწვი ქვევით ისრიალა.
–არც ეგ არ უნდა გაიმეორო, საქართველო კი არ არის, – სიცილს არ წყვეტდა მამაკაცი.
–კარგი, ჩემი გამჭირვებია! – ამოიკვნესა და იქვე, მოაჯირთან მიდგმულ სავარძელზე ჩამოჯდა.
–მართლა, – დასერიოზულდა მამაკაცი და იდაყვები მოაჯირზე ჩამოდო. – რას აპირებ?
–არ ვიცი–მეთქი, თომა. ლამის გავგიჟდე! – სახე ხელებში ჩამალა.
–დამშვიდდი, ყველაფერი მოგვარდება... – შეეცადა ელენეს დამშვიდებას კაცი და წელზე თბილად დაუსვა ხელი.
ელენეს ჟრუანტელმაც არ დააყოვნა და წამიერად მოიარა გოგონას სხეული.
–არაფერიც არ მოგვარდება, – მწარედ ჩაილაპარაკა და ხელი მოიშორა. – ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვარ ახლა. მინახავს მომაკვდავი ხალხი, ხელში რომ მაკვდებოდნენ, იმედის თვალებით მიყურებდნენ და მათ გამოხედვაში ყოველთვის ვგრძნობდი იმ სხივს, რომელიც შემდეგ ჩემზე გადმოდიოდა და ასე, დადებითად მოწყობილი, გამხნევებული ვიხსნიდი მათ სიცოცხლეს სიკვდილის მწარე კლანჭებიდან ხოლმე. – ამოიხვნეშა, წამით დაფიქრდა და გააგრძელა: – ნეტავ არსებობდეს წამალი ან უბრალოდ ექიმი, რომელიც ჩემ თავსაც გამოსტაცებდა გარდაუვალ სიკვდილს კლანჭებიდან.
–რას იტყვი, რომ მე ვცადო? – უთხრა მოულოდნელად და გაოცებულ მზერას უბრალოდ გაუღიმა და იმდენად თბილად, რომ უარის თქმა შეუძლებლად გაუხადა.
–არა, თომა, ვერ გაგრევ...
–გინდა თუ არა, უკვე გარეული ვარ, – თვალი ჩაუკრა. – ასე რომ, მითხარი შენი თავდაპირველი გეგმა.
ქალმა კიდევ ერთხელ ამოუშვა ცხელი სუნთქვა, პულსის დარეგულირებას და გონების მოკრებას შეეცადა და დაიწყო:
–რამოდენიმე კარტაზე მქონდა დანაზოგი, რომელიც აქედან რომელიმე კუნძულზე ჩასასვლელად გამოდგებოდა. ან უბრალოდ რომელიმე დიდ ქალაქში, სადაც დემეტრესთვის შეუძლებელი შეიქმნებოდა როგორც ჩემი, ასევე მაშოს პოვნა. არა მარტო დემეტრესთვის, იმის გაფიქრებაც მზარავს, რომ სხვა, უფრო ძლიერი მოგვადგება კარზე... – ამის თქმაზე გააჟრჟოლა და აწყლიანებული თვალების დასამალად ისევ ჰორიზონტს გახედა.
–არავინ არ მოგვადგება, ელე, დამშვიდდი, – ისევ დაუსვა წელზე ხელი, ოღონდ ამჯერად მის გამოკვეთილ ხერხემალზე გაამახვილა ყურადღება და წამში გაგზავნა ელენეს სხეულში იმპულსები. – დიდი ქალაქი ყველაზე არა–უსაფრთხოა, სჯობს დემეტრეს ხერხს მივმართოთ და სადმე, წყნარსა და შორეულ ადგილს მივაშუროთ.
–მაინც სად არის მასეთი ადგილი? – გაკვირვებულმა მოატრიალა სახე.
–მე მომანდე და სჯობს ახლავე დავიძრათ, არა?
–კი, რა თქმა უნდა, – ფეხზე წამოფრინდა ელენე და იქით წავიდა, სადაც მაშო ეგულებოდა.
ოთახში შევიდა თუ არა, გულმა საშინელი ფეთქვა დაუწყო და კინაღამ ამოუვარდა. არც ეგონა, რომ არ ამოუვარდებოდა, რადგან დემეტრე იდგა, ხელში მაშო ეჭირა და ბრაზგარეულად იღიმოდა. გასაკვირი ის იყო, რომ იღიმოდა და არა სხვა, საზარელ რამეს არ აკეთებდა.
–სადმე მიდიხართ, ელე? – თომას მიბაძა და ქალისგან მზერა მის უკან, გაკვირვებულ მამაკაცზე გადაიტანა.
–შენი საქმე არ არის! – მიახალა გაბრაზებულმა ელენემ და მაშოს გამოხსნას შეეცადა დემეტრეს მკლავებიდან. ეს სიცოცხლით სავსე ბავშვიც ახლაგახევდა ელენეს ჯიბრაზე რა!
–დიახ, არის, – გამკაცრდა დემეტრე და ისევ თომას გახედა. – არ იცი ძმაო სხვის ცოლს სანამ წაეპოტინები რომ ნებართვა უნდა აიღო? – ღიმილით გახედა და ნელა დაიძრა მისკენ.
დამფრთხალი ელენე თომას გადაეფარა.
–შენი ცოლი იქ გელოდება, ნადია, – გააჯავრა.
ხანდახან გაგაკვირვებდათ ამ ქალის სიმხნევე, ხანაც კი მისი გულუბრყვილობა.
–გეკითხებიან მგონი, ხო? – ელენეს წიკვინი დააიგნორა დემეტრემ და თომას მიუტრიალდა.
–რაღაც არასასიამოვნო ფაქტები აღინიშნა შენზე, ძმაო, – თავადაც გამოკვეთა გაჯავრება ბოლო სიტყვით. – და სანამ ეგ ყველაფერი შენ თავზეა, მანამ ნუ უწოდებ ამ ქალს შენ ცოლს! – მიახალა გაჯავრებულმა და მუშტები ერთად შეკრა.
–ხო? – გაუცინა დემეტრემ და მის სიცილში იმდენი ირონია ჩაეტია, მთელ მსოფლიოს რომ ეყოფოდა ყელამდე დასაფარად. – აბა, ვისი ცოლი ვუწოდო?
–მისი! – დაუფიქრებლად წამოროშა ელენემ.
–მისი? – ცალი წარბის აწევით, სრულიად გაკვირვებულმა და მოულოდნელმა გაიმეორა სიტყვა კითხვით.
–დიახ! – წამოიყვირა და თომას აეკრო. – და თუ გინდა რომ დამიცვა ან მასთან დამტოვებ, ან ორივეს წაგვიყოლებ!

___________________________________________
შუაღამით რომ გაგეღვიძება და ამის წერას დაიწყებ, ეტყობა კიდეც, ალბათ.
მაპატიეთ ის, რომ ამდენი ხანიგალოდინეთ, უბრალოდ ეს დღეები სახლში დასაძინებლად მიწევდა მოსვლა...
ძალიან, ძალიან, ძალიიიააან გამახარეთ წინა თავზე თქვენი უდიდესი სითბოთი, გავგიჟდი და გადავირიე, ოღონდ მართლა! ამ მოთხრობას როგორი ქარიზმიტაც ვწერ, ისეთით არც ერთი არ დამიწერია ჩემი მთელი 151 სიახლიდან და ეს იმ 2–3 ადამიანის დამსახურებაა, რომლებიც გვერდში მიდგახართ!
მიყვარხართ მე თქვენ!
და იმედია ამ უაზრო მინაწერს ვინმე კითხულობს და ჩემთვის არ ვხსნიი სიყვარულებს wink



№1  offline წევრი nanako123

Demeestan datove ogond jer kargad aechviane

 


№2  offline წევრი human

ყოჩაღ ყველაფერი იყო რაც მინდოდა მარა ეს თომა სად ჩაეკვეხარ, რა მისი ცოლი კაი რა გააფრენს დემეტრე , არა ღისი არის მაგრამ მგონია უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება ელენეს თომასთან

 


№3  offline წევრი N7

nanako123
Demeestan datove ogond jer kargad aechviane

ვნახოთ, ვნახოთ winked დიდი მადლობა იმისთვის, რომ კითხულობ love

human
ყოჩაღ ყველაფერი იყო რაც მინდოდა მარა ეს თომა სად ჩაეკვეხარ, რა მისი ცოლი კაი რა გააფრენს დემეტრე , არა ღისი არის მაგრამ მგონია უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება ელენეს თომასთან

ვნახოთ, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ winked უღრმესი მადლობა შენ იმისთვის, რომ კითხულობ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4  offline წევრი lamazmani

ვაიმე აი უმაგრესია შენ არ იცი როგორ მიყვარს ეს ისტორია შენი ისტორიებიდან ყველაზე მეტად ეს მიყვარს თან ძაან შენზე ხო ლაპარაკი ზედმეტია ძაან მიყვარხარ და ძაან მაგარი გოგო ხარ აი არ ვიცი რა ვთქვა ყოველთვის სიხარულით წავიკითხავ მაგარი გოგო ხარ მიყვარხარ love love love

 


№5  offline წევრი N7

lamazmani
ვაიმე აი უმაგრესია შენ არ იცი როგორ მიყვარს ეს ისტორია შენი ისტორიებიდან ყველაზე მეტად ეს მიყვარს თან ძაან შენზე ხო ლაპარაკი ზედმეტია ძაან მიყვარხარ და ძაან მაგარი გოგო ხარ აი არ ვიცი რა ვთქვა ყოველთვის სიხარულით წავიკითხავ მაგარი გოგო ხარ მიყვარხარ love love love

მეც ძალიან, ძალიან მიყვარხარ <3 დიდი მადლობა love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№6  offline წევრი N7

ebe
დემეტრეს საქციელი უპატიებელია თუმცა ელენეს ბრალიც არის ამაში რადგან უფლებას აძლევდა სხვა ქალებისკენ გაეხედა...მიყვარს ეს მოთხრობა და ველოდები შემდეგ თავს love

შენც უღრმესი მადლობა, ჩემო საყვარელოო, მიხარია ძალიან love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7  offline წევრი ფსიქო.13

uf,damcxa.
tomastan unda datovo ele,etyoba bichs kai tipi roa!
demetre demetre oh oh ees demetre..
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent