შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯარში ნაპოვნი სიყვარული (თავი 2)


29-05-2015, 09:03
ავტორი ROLIKA
ნანახია 2 863

* * *
უკან მივყვებოდი ჩემს მეგობრებს, მაგრამ ისეთი ამბავი იყო ჩამოვრჩი და გვიან შევაღწიე სასადილომდე, შევამჩნიე საითაც იჯდნენ და მეც იქეთ დავიძარი, მთელი სიძლიერით შევასკდი ვიღაცას და მთელი საჭმელი გადამესხა თავზე
-იდიოტო ვერ იყურები?-ვქოთქოთებდი, თავი მივაბრუნე და აი სიურპრიზიც! ვინ იფიქრებდა, რომ ეს არსება, თვით მისტერ უპირატესობა ლეიტენანტი ანჯაფარიძე იქნებოდა, არ დავიბენი და განვაგრძე
-ვა, თქვენ სასადილოში დადიხართ? მეგონა თქვენს კაბინეტში გემრიელად შეექცეოდით ვახშამს
-ასეც იქნებოდა ვიღაც არსება, რომ არ დამტაკებოდა, გამეცალე-კბილებში გამოცრა, შემაკანკალა, მაგრამ მე რის ტასო ვარ
-გამიკვირდა ვინმე, რომ არ გამოგზავნეთ და ამ ,,საღორეში" ფეხი შემოდგით, თვით უფროსმა ლეიტენანტმა
-ვინ მოგცა მაგდენის ლაპარაკის უფლება?-ჰორიზონზე გამოჩნა მაშველი სუპერ მენი, მინესოტელი!
-მისმა თავმა-ჩაერია ელისი და ფეხზე წამოიჭრა, სიჩუმე იდგა სასადილოში და შიში მატულობდა, ასობით წყვილი თვალი გვიყურებდა 4 ადამიანს და არ იცოდნენ თუ რა შედეგით დამთავრდებოდა ეს, მაგრამ არცერთი ვთმობდით ჩვენს რეპუტაციებს, ვაჯობებდით და გავიზიარებდით ვატოს ბედს, წავაგებდით და იგივე გველოდა, აზრი?!
-სასწრაფოდ, ორივე ჩვენს კაბინეტში-გასცა განკარგულება ლეიტენანტმა ჯაფარიძემ
-რატომ ამდენი ხალხის წინაშე ვერ იტყვით?-ცალყბად გავხედე ჯაფარიძეს და მის საშინლად ახურებულ სახეს წავაწყდი, აშკარად გამგლეჯს..
-სასწრაფოდ, ახლავე გალიებთან!-გასცა განკარგულება მინესოტელმა და უეცრად ყველას შეშფოთებული ხმა ამოუვიდა პირიდან
-ამის უფლება არ გაქვთ-წამოდგა საბა
-რატო ლეიტენანტი არ ვარ თუ არ წერია კანონში?-ცინიზმით ლაპარაკობდა მინესოტელი-ვიღაცა ამ ქალბატონების ბედს ეწევა
-თქვენ გამოსავალს ასე ნახულობთ? რომელი საუკუნეა? სად ვართ? ჯარია თუ ციხე?-არ ჩერდებოდა ელისაბედი-თქვენ ყველაზე მდაბიო ლეიტენანტები ხართ-გამოსცრა კბილებში, აი აქ აენთო ელისაბედს წითელი, მთელი ძალით დაეტაკა მინესოტელი, საბა მივარდა და ძლივს გააშველა, ერეკლე ჩემსკენ წამოვიდა და ხელი უნდა მოექნია, რომ დათომ დაიკავა, ჯაფარიძე მომვარდა და მკლავში მტაცა, გამათრია გარეთ და კედელს მიმახეთქა, თავის დაღწევის მიზნით ერთ ხერხს მივმართე, უადგილო ადგილას ფეხი მთელი ძალით ავკარი, სასადილოში შევვარდი, ერეკლე და საბა გამალებით ჩხუბობდნენ, ყველა ერთმანეთს ურტყამდა, ის-ის იყო მინესოტელს ელისაბედისთვის სახეში უნდა გაერტყა, რომ ყველა ერთმა საზარელმა ხმამ გააჩერა, უფრო გააშეშა, ასე ვიტყოდით
-რა ამბავია-მეხისგავარდნასავით გაისმა ჩვენი ქვედანაყოფის მაიორის ხმა,ყველამ მისკენ გავიხედეთ, დავინახეთ წელში მოხრილი, მოხუცი კაცი, მაგრამ არა ბებერი, მას ისეთი ახალგაზრდა შესახედაობა ქონდა, ისეთი ძლიერი ჩანდა, მისი თვალები ცეცხლს ყრიდა, ჩუმად შემოიძურწა ოთახში ჯაფარიძე და მაიორს ამოუდგა
-ვიმეორებ რა ამბავია-კიდევ ერთხელ დაიქუხა მაიორმა მარშანიამ
-ბატონო მაიორო-ხმა გაეპარა მინესოტელს
-არა! გაჩუმდი! მეტი არ თქვა არაფერი! რას გავს ეს! -განაგრძობდა ყვირილს მარშანია
-ამ ორი მილედის ბრალია-ხმა ამოიღო ჯაფარიძემ, ყველამ მკვლელი მზერა ესროლა მე და ელისაბედის გარდა, მაიორმა ჩვენსკენ გამოიხედა, თავი არცერთს არ დაგვიხრია, ისევ ძლიერად ვიდექით
-ჩემთან, ორთავე ქალბატონი-გაბრუნდა ისე, რომ არავის ნათქვამს არ უსმენდა, საბა ცდილობდა დავეხსენით ამ განსაცდელიდან, მაგრამ ელისაბედმა შეაჩერა
-არ გინდა საბა, ჩვენი ბრალია და ჩვენვე მოვაგვარებთ-უთხრა და ზურგს უკან ამომიდგა, შორს ვიყავით, მაგრამ ჩვენს ყურთასმენას მაინც მოწვდა ერეკლეს ხმა, როგორ ეუბნებოდა საბას გოგომ გაჯობაო, ერთი ამოიზმუვლა, მისახვედრია რაც დაემართა, გავიღიმე და ოთახის კარები შევაღე

* * *
-დაიწყეთ რა მოხდა-გასცა ბრძანება მაიორმა მარშანიამ და სკამზე მოკალათდა, ტასოს გავხედე და დაიწყო
-ბატონო მაიორო, არ ვაპირებ თავის მართლებას, არც დამნაშავე ვარ, ყოველივე ეს ლეიტენანტ ჯაფარიძეს მოკითხეთ, გზაზე ჩემთვის მივდიოდი და დამეტაკა, გადამასხა საჭმელი, ფაქტი სახეზეა-მიითითა ტანისამოსზე და გააგრძელა-იცოდა, რომ მისი ბრალი იყო და უცებ შემაწმინდა მისი უსინდისო საქციელი, ამას არავის ვაპატიებ, კიდევ დგება მინესოტელი და აცხადებს, რომ გვიბარებენ ორივეს გალიებთან-კაცი გულდასმით უსმენდა ტასოს, ოდნავ ტუჩის კუთხეში გაეღიმა და მე გადმომხედა
-თქვენ რას იტყვით?
-სათქმელი ერთი ის არის, რომ თუ მომინდება ნაკუწებად ვაქცევ მინესოტელს და მის დევილ ძმას, ხელის გარტყმას უპირებდა გოგოს, რა დონეზე უნდა დაეცეს კაცი, რომ გოგოზე ხელი აღმართოს
-ტყუილად არ იზავდა, რა დააშავე?
-შევაფურთხე, ყელში წამიჭირა-შევამჩნიე, როგორ განცვიფრებული გვისმენდა მე და ტასოს, მაიორი მარშანია, ბოლოს თქვა
-თქვენ იცით, რომ აქ მყოფებს ვერავის გაუბედია რომელიმესთვის ესე მოქცევა? ის იცით, რომ უბრალო რაღაცაზე როგორ აწამებენ აქ ბიჭებს? ის იცით, როგორ ცოფდებიან, როცა შეურაწყოფას აყენებენ? ეს არავინ იცის, იცით რატომ? რადგან არავის და ვერავის გაუბედავს ეს მათთვის, მათი შიშით, თქვენ კი 2დღის მოსულებმა მათ შეაფურთხეთ, წიხლები ურტყით, დაამცირეთ ყველას თვალში, ეს იცი რას ნიშნავს? იმას, რომ თქვენ აქ ყველა გაგაღმერთებთ, მათ პატივს არავინ სცემს და უარესი, ყველა დაიკიდებს აქ დიმიტრის და ალექსანდრეს-შეშფოთებული ვუსმენდი მარშანიას, ალექსანდრე და დიმიტრი? ეს რა მათი სახელია? ღმერთო, მიჭირს გაფიქრება, რომ სახელი აქვთ, მაიორი განაგრძობდა-გოგოებო, გილოცავთ-თქვა უეცრად, ერთმანეთს გადავხედეთ განცვიფრებულებმა-რა გაგიკვირდათ? თქვენ აქ რეპუტაცია გაქვთ, ყველა გაღმერთებთ, ფაქტი სახეზეა, ამიტომ, გადავწყვიტე დაგნიშნოთ მომავალ ლეიტენანტებად, რათქმაუნდა ბიჭების თანაშემწედ, მაგრამ სანამ არ გაივლით სრულ მომზადებას, არაფერი გამოვა, 2კვირა გაივლით მომზადებას, მომავალში თქვენ ოთხის დავა, რომ არ მოხდეს, ამიტომ ისინი მოგამზადებენ მთელი ორი კვირა, ტასო შენ დიმიტრი ჯაფარიძე, ელისაბედ შენ ალექსანდრე მინესოტელი
-რა?-ორივემ შევიცხადეთ
-დიახ, მეტი არ გავიგონო არაფერი, დავუძახებ ბიჭებს და ხვალიდან შეუდგებით, ყოჩაღ გოგოებო, პირველები ხართ ჩვენს დანაყოფში და ასეთები თუ შეგვხვდებოდნენ არ გვეგონა-გაგვიღიმა მაიორმა და ოთახი დატოვა, რამოდენიმე წუთში გაისმა ყვირილი, მისახვედრია ეს ვინებიც იქნებოდნენ, უეცრად ძლიერად შემოგლიჯეს კარები ორივემ და თვალი თვალში გაგვიყარეს, მინსოტელმა ტუჩი ოდნავ ჩატეხა და ფაქტიურად თვალებით ამკუწა, მომიახლოვდა და შუბლი შუბლთან მომიტანა
* * *
ორივემ შემოგლიჯა კარები, თუმცა იმ მომენტში ჩემს წინ მდგარ დიმიტრის ვუყურებდი, ერთიანად ამათვალიერა, თვალი თვალში გამიყარა, მომიახლოვდა ხელში წამავლო და გარეთ გამიყვანა, მომიახლოვდა, სუნთქვა მეფრქვეოდა, ტუჩები ოდნავ დააშორა ერთმანეთს და..მეუბნება
-იცოდე, შენ ამ საქციელს არ გაპატიებ, ფრთხილად იყავი გაიგე? არ გამითამამდე და ჩემი შეიგნე შენს პატარა ტვინში, თორემ ნახავ რაც დაგემართება, ხვალ დილით 6-ზე მოედნის უკან იყავი-უთხრა და გაშორდა..დავუბრუნდეთ ელისაბედს და ალექსანდრესთა
* * *
შუბლი შუბლზე მომადო,ოდნავ მომაფრქვია მისი ცხელი ჰაერი, გამაჟრჟოლა, ხორკლებმა დამაყარა, ბიჭთან ასე ახლოს არ ვმდგარვარ, ჩემს ამ მოქმედებაზე ოდნავ გაეღიმა და მითხრა
-ენას ამოგაძრობ, კიდევ ერთხელ თუ გავიგებ, რომ ჩემზე რამე თქვი-მითხრა და გამშორდა, კარში თავი შემოყო და მითხრა-ხვალ 6-ზე მოედნის უკან იყავით, არ დააგვიანო თორემ შენს კისერზე გადაივლის-თვალი ჩამიკრა და გამეცალა, ოჰ რა , ვითომ მაგარ ტიპობს? იდიოტი, ვთქვი და გარეთ გავედი

ოთახში შესულებს ანა მოგვეგება და გვითხრა
-გილოცავთ უმცროსო ლეიტენანტებო
-ჯერ არა-ვთქვი და გავუღიმე
-ესეიგი გვივიწყებთ?-სახე მოეღუშა საბას
-არასდროს, არ მივცემ იმის უფლებას იმ ორ ხოსთავას, რომ თქვენ შეურაწყოფა მოგაყენონ, მაგათ ვუჩვენებ სეირს, ეგ პრისტუბნიკი ხალხი, დავაჭკვიანებთ მე და ტასასო მაგათ-სიცილით გავკარი მხარი ტასოს
-ჰო, დაიცა მაგათ ცოტახანში ადგილებს წავართმევთ
-ნელა ქენით-ოთახში ერეკლე შემოვიდა და ალმაცერად გადმოგვხედა
-დაიცადე და მიგაბუნძულებ-ვუთხარი და გავიცინე
-არ ავღნიშნოთ?-წამოაყენა აზრი გიორგიმ
-რითი ჩაით და კარაქიანი პურით?-წარმოთქვა შეცბუნებულმა ვატომ
-თუნდაც-გვერდულად ჩაეღიმა დათოს
-ვერ ხართ რა-შუბლში ითხლიშა ხელი საბამ, ტკვილისგან სახე დამანჭა და ხელი ჩაიქნია
-სხვა რამე არა?-ტუჩები მობრიცა ტასომ და ყველა შეგვათვალიერა
-იდეა მაქ-ჰაერში აწია ხელი ვატომ
ყველამ გაკვირვებული მზერა ვესროლეთ და დაიწყო
-ბიჭებო, ჩვენს მაიორს აქვს ვისკი, ღამე 12-სკენ ჩვენ გავიდეთ, მე ჩუმად ავიღებ და გოგოებო თქვენ, დამხმარე ცენტრის უკან დაგვხვდით, იქ არავინ მიდის და ვიქეიფოთ, ჰა რას იტყვით?-ყველამ დავბრიცეთ ტუჩები, მაიორს რომ გაეგო ჩვენ ვართ, ალბათ შავ დღეს დაგვაყრის, საბოლოოდ მაინც დაგვითანხმა და ზუსტად 12-ზე ყველანი ჩვენ-ჩვენს ადგილას ვიყავით, პირველის წუთებზე კი ბიჭები ვისკით ხელში დაგვადგნენ, დავლიეთ, მაგრამ არა ბევრი, ყველამ თითო-თითო ჭიქა, საბოლოოდ ვისკი მოგვრჩა და ბოლოს საბამ თქვა
-მოდით, ეს ვისკი აქ დავმარხოთ, როცა ამის ამოღების დრო მოვა ამოვიღოთ და ერთი გემრიელად დავლიოთ, გაგვახსენდება ეს დღე-ყველას გაგვეღიმა. ჩუმად , მაგრამ სიცილ-კისკისით გავიარეთ გზა, ჩვენს ოთახამდე და ბრახ! ყველას ერთიანად მიგვეყინა სიცილი, როცა წავაწყდით სამ წყვილ თვალს, რომელიც კარებთან იდგა და ცოფებს ყრიდა
-თქვენ!-ყვირილით წამოვიდა მაიორი-მოიპარეთ ჩემი ვისკი! როგორ გაბედეთ-ხმას ვერცერთი ვიღებდით, მინესოტელს და ჯაფარიძეს ბედნიერი სახეები აეკრათ, ოჰ ეს მათი გაკეთებულია, დაიცათ თქვენ გიჩვენებთ სეირს, ცოფებს ვყრიდი გონებაში
-ელისაბედ და ტასო, მთელი ორი დღე გალიაში, წაიყვანეთ ბიჭებო-წაგვავლო ხელი ალექსანდრემ და დიმიტრიმ და მიგვათრევდნენ-მეტის ღირსები ხართ-ბოროტულად ჩაილაპარაკა ალექსანდრემ
-შენც შენი ძმის ნაირი გველი ხარ-ვუთხარი და ჩემი ხელითვე მივიჯახუნე კარები-ჰო გინდოდა, ჰოდა მიიღე, გარყვნილო-ვუთხარი და დავჯექი, ტასო გვერდით საკანში შეიყვანეს
* * *
-ბედნიერი ხარ? ყოჩაღ ვამაყობ შენით ჯაფარიძე-ვთქვი და ცინიზმით ტაში შემოვკარი
-იდიოტურ რეპლიკებზე არ ვპასუხობ
-ჰო ვერც უპასუხებ თვითონ ხარ იდიოტი-ალმაცერად გახედა ტასო
-გოგო წყობილებიდან ნუ გამოგყავარ-ყელში მწვდა და გისოსებს მიმანარცხა-მთელი ზურგი ამეწვა, ასე არავინ მომქცევია არასდროს, ეს მან, როგორ, რანაირად, ეს როგორ გამიბედა, ყელში ძლიერას მიჭერდა, ხველა ამივარდა, უეცრად ხელი მიშვა და მთელი ძალით დავენარცხე იატაკს, არ მინდოდა, მაგრამ ძალა უნებურად გადმომცვივდა ცრემლი, თავი დავხარე და საკანში შევბობღდი, მესმოდა როგორ ჩხუბობდა ელისაბედი, კარების დაკეტვის ხმა გავიგონე, მერე ფეხის ხმა, რომელიც ნელ-ნელა მშორდებოდა და თავი იატაკს დავადე..

* * *
-ტასო-ვეძახდი, მაგრამ ხმას არ იღებდა-გოგო, ტასუ კარგად ხარ? ისევ არ მცემდა პასუხს, შემეშინდა ასე არ იცის მან, რამე ხომ არ ჭირს? -ტასო-განვაგრძობდი ყვირილს, მერე დავიძახე
-ეი, მინესოტელი! ჯაფარიძე! -ვყვიროდი, მაგრამ ხმას არავინ იღებდა, ხან ტასოს გავძახებდი, შემეშინდა, თან ძალიან, ასე ბოლოს დიდი ხანია აღარ მინერვიულებია, ბოლოს გავიგონე ძახილი, ჩუმად
-ელის!
-საბა?
-ჰო მე ვარ, ჩუუ!-მესმოდა სიბნელიდან, მაგრამ ვერ ვარჩევდი
-სად ხარ?
-დამაცადე, გამოგიყვანთ
-ტასოსთან მიდი, რაღაც ჭირს ხმას არ იღებს, ნახე გთხოვ
-ტასო!-პასუხი არ არის-ტასო!-ისევ განაგრძობდა საბა-ღმერთო გული წაუვიდა, სახეზე ფერი არ ადევს,
-რა დაემართა? ვაიმე დავუძახოთ გთხოვ
-ეხლავე გავალ
ზუსტად 5წუთში შემოვარდა დიმიტრი და ალექსანდრე, დიმიტრის ფერი აღარ ედო, თვალები ოდნავ მოვჭუტე, რაღაცაშია საქმე, აშკარად ჯაფარიძის ნახელავია, მიგახრჩობ ჩემი ხელით
-რა დაემართა?-იძახდა დიმიტრი და თან ექიმს უყურებდა
-მაგას მე უნდა მეკითხებოდე? შენ მიაგდე ბოლოს და შენი ბრალია, იცოდე რამე, რომ დაემართოს კისერს გამოგჭრი, ხელი არ ამიკანკალდება
-დაწყნარდი, გოგო!-დამიყვირა ალექსანდრემ
-შენ ნუ ერევი მინესოტელი, შენი ადგილი იცოდე-ვთქვი და ცინიზმით გავხედე, ცოტა ხანში მაიორი მარშანია მოვიდა, მეც ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, ესეც ასე 1 გასროლით ორი ჩიტი მოვკალი, ახლა თავისუფლები ვართ, პლუს ჩვენ დავიკავებთ სათანადო ადგილს, საქმე მხოლოდ ისაა, რომ ტასოს სიცხე აქვს და მე მარტო მომიწევს მინესოტელის ატანა, როცა ტასო გამოჯანმრთელდება, ის შემდეგ დაიწყებს მომზადებას, ესეც ასე, ეს უბედურებაა, რა გაუძლებს ამას, რას დამავალებს, რას მომთხოვს, ოჰ ღმერთო..ტასო გადაიყვანეს ამავე ჯარის პირველადი დახმარების ცენტრში, არ შემიშვეს, ახლა მომიწევს, რომ ოთახში დავბრუნდე, ნეტავ როდის გამოჯანმრთელდება, ღამე შევიპარები, ასე აჯობებს.

ღამის 4საათი იქნებოდა, როცა ყველგან შუქები ჩაქვრა, ჩუმად ამოვიცვი დიდი ბათინკები ფეხზე და უკანა მხრიდან მივადექი ცენტრს, ტასოს ოთახთან ოდნავ ბჟუტავდა სანთელი, დავინახე, როგორ ეჯდა თავთან ვიღაც, ოდნავ ავწიე კარვის თავი და შიგნით ჩუმად შევბობღდი, ღმერთო რას ხედავს ჩემი თვალი, ამ პრისტუბნიკს აქ რა უნდა?
-მაპატიე-მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა

* * *
თავბრუ მეხვეოდა, ოდნავ, რომ გავახილე თვალები, დავინახე საწოლზე ვიწექი, მაგრამ ისე ცუდად ვიყავი, თვალებს მივეცი უფლება ,ისევ მიწებულიყვნენ ერთმანეთს, ვიღაც შემოვიდა ოთახში, საწოლზე ჩამოჯდა, რაღაცას გაურკვევლად ჩუმად ბუტბუტებდა, მე ვიცი ვინც არის, მისი ერთი სიტყვა:
-მაპატიე-ყველა გრძნობა ჩაატია მასში, დიდი ემოციით წარმოთქვა, მაგრამ შუბლი მაშინ ამეწვა, როცა ვიგრძენი ცხელი, დიდი ტუჩების შეხება ჩემს შუბლზე, ნაზად შემეხო ხელზე, და მოიქცია მის დიდ ხელებში, ჰო! ის ისეთი თბილი იყო, ამ სითბომ ბედნიერება მომგვარა და ტკბილად გადავაბრუნე თავი

* * *
პირველად ვნახე დიმიტრი ასეთი, იმდენად შეწუხდა ტასოს მდგომარეობით, რომ პატიება სთხოვა, არა ამ მომენტს არ გავაფუჭებ, უხმოდ გავყავი თავი გარეთ და შევბრუნდი ჩემს ოთახში.

დილით ყურში მთელი სიძლიერით ჩამესმოდა წრიპინის ხმა, დენდარტყმულივით წამოვვარდი, ოჰ ეს მინესოტელი
-სწრაფად ჩაიცვი 5წუთში გელოდები-თქვა და გიჟივით მოწყდა ადგილს, სწრაფად ჩავიცვი და გავვარდი მოედნის უკან, რა? მეხუმრებით? რას მიპირებთ? დავმანჭე სახე და მინესოტელის განკარგულებას დავყევი..მივხოხავდი ტალახში, მთელი სახე მომეთხვარა, მაგრამ მაგას ვინ ჩივის, გავიქეცი და საბურავებს შორის დავიწყე სირბილი, მერე კლდესავით აღმართულ კედელზე ავცოცდი და იქედან სიმწრით ჩამოვედი, მთელი დღე ასე დავრბოდი, შესვენებით მხოლოდ 2 წუთს მასვენებდა,რომ ვკითხე ეს რა შუაშიათქო, ასე მიპასუხა უნდა იცოდე, რას აკეთებენ აქ მყოფი ჯარისკაცებიო, ომში რომ მოგვიწიოს წასვლა, ეს დაგეხმარება, რომ დაძლიო ბარიერიო, აი რა წვალებაა, მაგრამ ყველაზე მაგარია, როცა ამას შენთვის და შენი ქვეყნისთვის აკეთებ..საღამოს დაღლილი შევედი არა უფრო მივფორთხდი ოთახამდე და დავესვენე საწოლზე, ათას კითხვას მისვამდა ვატო და დათო, მაგრამ ისე ვიყავი მაშინვე ჩამეძინა.

* * *
დილით თვალები, რომ გავახილე, გამახსენდა გუშინდელი ამბავი, თან ვფიქრობდი, არამგონია აქ შემოსულიყო, თვით უზენაესობა დიმიტრი ჯაფარიძე, ალბათ უეჭველი მომეჩვენა, მაგრამ შუბლზე ტუჩები? ხელებზე სითბო? მესიზმრა? აშკარად მესიზმრა, რადგან ეს შეუძლებელია მოხდეს, ვფიქრობდი გულში, ჩემთან ექთანი შემოვიდა გამისინჯა სიცხე, ოდნავ დაწეული მქონდა,მაგრამ ფილტვების ანთებამ იჩინა თავი, ამიტომ გადაწყვიტეს კიდევ ერთი კვირა მომიწევდა აქ გამოკეტვა, საშინელებაა, ნეტა ელისი რას შვება? ალბათ დაიწყო ვარჯიში..საღამოს ალექსანდრე მოვიდა, მომიკითხა და გავიდა..

* * *
დილით ისევ იგივე საშინელმა ხმამ გამაღვიძა, თავი საშინლად მტკიოდა, დაიწყო იგივე, ეს უბედურებაა, ღმერთო, ასე გაგრძელდება მთელი 2კვირა? არა ამას ვერ გავუძლებ, ვფიქრობდი და განვაგრძე ცოცვა, დაღლილი 10 კრუგის შემდეგ, ბოთლით მივიყუდეწყალი და დავლიე, ალექსანდრე ისევ ისეთი თვალებით მიყურებდა, ოჰ ამას ახლა მოვკლავ, ვფიქრობდი ჩემთვის,
-დაისვენე?-ავხედე წარბაწეული-ჰოდა გააგრძელე
-ეს როდემდე გაგრძელდება?
-1 კვირა
-მადლობა ღმერთს, დანარჩენი 1კვირა?
-ეგ უკვე უფრო რთულია, მოგიწევს ჩემთან ერთად იარო ყველგან, მთელ ტყეში ვივლით და დავზვერავთ არემარეს, მერე თან გასწავლი რაც გევალება, მერე გაივლი პრაქტიკასაც და შეუდგები შენ საქმეს, მაგრამ გიკრძალავ ჩემს შეწინააღმდეგებას
-უჰ, რას ბრძანებ დიდო მეფეო-ვთქვი და ქედი მოვიხარე მის წინაშე, დაცინვის მიზნით..

მთელი 1 კვირა, ერთიდაიგივეს ვაკეთებდი, ხოხვა, ცოცვა, სირბილი, 2წუთით შესვენება, მერე ისევ იგივე, ტასო მთელი 1 კვირა ვერ ვნახე, მაგრამ გამოჯანმრთელდა და ისიც დღეს გამოვიდა ალბათ, მაგრამ მე ჯერ ვერ მივაღწიე იქამდე, კიდევ 3 საათი მომიწევს სირბილი, შევიშმუშნე, გადავატრიალე თავი უხერხულად და სირბილი გავაგრძელე..



აბა მომდევნო თავიც დავდე როგორია?? იმედია მოგეწონათ..კვირამდე ვერ შემოვალ იმედია მაპატიებთ..გამოცდებისთვის ვემზადები.. დიდი მადლობაა ..მიყვარხართ ძალიან



№1  offline წევრი arctic monkey

vaimee raa magaria sityvebi armyofnis

 


№2  offline წევრი რახელი

აიი ძან კარგია რააა...ყოჩაღ წარმატებებიი

 


№3  offline წევრი -Crazy-Girl-

განსაკუთრებულია ეს ისტორია ჩემთვის <<ჯარი>> ძალიან მომწონს მემგონი შემიყვარდა ეს ისტორია სულ იმაზე ვფიქროობდი დღეს მეთქი როდის დაიდებათქო და აჰა wink უფრო მეტი რეალური ფაქტები რომ შეიტანო ვფიქრობ ეს უფრო საინტერესოს გახდის ისე მართლა ძალიან მომწონს წარმატებები love

 


№4  offline წევრი MaVne2

dzaaliiaan magaariiaa!!! moomwoonss<3

 


№5  offline წევრი MaVne2

agaar uundaa daddoooo?????????

 


№6  offline წევრი ROLIKA

ყველას დიდი მადლობაა ძაან..დღეს დავდებ აუცილებლად <333

 


№7  offline წევრი ROLIKA

რახელი
აიი ძან კარგია რააა...ყოჩაღ წარმატებებიი

Madloobaa <3

-Crazy-Girl-
განსაკუთრებულია ეს ისტორია ჩემთვის <<ჯარი>> ძალიან მომწონს მემგონი შემიყვარდა ეს ისტორია სულ იმაზე ვფიქროობდი დღეს მეთქი როდის დაიდებათქო და აჰა wink უფრო მეტი რეალური ფაქტები რომ შეიტანო ვფიქრობ ეს უფრო საინტერესოს გახდის ისე მართლა ძალიან მომწონს წარმატებები love
mixariaa tuu mogwoont <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent