სიყვარული თამაშით იწყება - სრულად
-ვაიმე რა ბიჭია - გაოცებულმა ჩაილაპარაკა და დაქალს მხარი გაჰკრა რითიც მისი გაოცება და რეპლიკა მიიღო -ჰააა ? - ისე გაიკვირვა კინაღამ რადიატორს მიახმა - შენ და ბიჭის მოწონება ? - პირი რომ გააღო ვეღარ დახურა -არ ვიცი რა მაჭამეს მაგრამ აშაკარად ვირის ტვინი მიდევს კუჭში - ისე ლაპარაკობდა ბიჭს თვალს არ აშორებდა ... - ვაიმე ნატუკა მოდის - ჩაილაპარაკა ცოდვილივით და თვალი სწრაფად მოაშორა "სამიზნეს" -აჰჰაჰა შოკში ვარ - ხარხარებდა ნატუკა - ვინცხას ვინცხა გულ"ია"ში ჩოუვარდა - კისკისებდა და თან დაქალის მუჯლუგუნებს ხვდებოდა გმირულად რომელიც გაჩერებას უქადდა - ნუ მაჩუმებ მეცინება - უნივერსიტეტის კედლებს ექოსავით ჩაესმოდა ერთი დაქნეულის კერძოდ ნატუკას სიცილი სულ დასცინოდა თავის დაქალს როგორ შეიძლება არავინ არ მოგწონდესო ? ხო და ახლა ამან გაოცებულმა რომ აღიარა ერთი დანახვით "სიყვარული" არ უნდა გაცინებოდა ? -კარგი რა ნატუკა სირცხვილია მოდის შეხედე - ჩაილაპარაკა მავედრებელი ტონით და კიდევ ერთი და ამჯერად ძლიერი მუჯლუგუნი მიჰკრა ბავშვობის დაქალს და მამიდა შვილს ... -ნანკა სიდამონიძე სიმპატიითაა განწყობილი მამრობითი სქესის წარმომადგენელის მიმართ - სიცილს ვერ იკავებდა ჯუღელი და დაქალის შაყირს განაგრძობდა -ახლა ნატუკა ჯუღელი გეიტყიპება - ბოლოს სიცილი მანაც რომ ვერ შეიკავა დანებდა და კისკისი მორთო ... - არა ეს რომ ყოფილიყო ამის ადგილას და რომ გაეგო თავის 22 წლის დაქალს ცხოვრებაში პირველად ბიჭი მოეწონა დაცინვა მერე გენახათ ხო და ვერც ამტყუვნებს მამიდაშვილს ... -ვერ გამამტყუვნებ - სიცილი რომ ძლივს შეიკავა მერეღა მოახერხა ორი სიტყვის ერთმანეთზე გადაბმა -ვაი და მართალი რომ ხარ - დასერიოზულებულმა გადახედა ჩუმად უნივერსიტეტის დერეფანში მოსიარულე "ღვთაებას და მისტერ სრულყოფილებას" რომელიც დინჯად დადიოდა აქეთ იქით და ემოციურად იქნევდა ხელებს კერძოდ ტელეფონში მოსაუბრის მიმართულებით ... -კარგი ჰო ასე ნუ უყურებ - მწარედ უჯიკა დაქალს -აუ ნატუკაა რა საყვარლად იქნევს ხელებს შეხედეე - ამოიჩურჩულა და თავი ჩახარა -შემოგხედა - გაოცებულმა ჩაილაპარაკა არა იმიტომ რომ მახინჯია და რაღაც უბრალოდ იმიტომ რომ ატყუებდა ჰაჰა ... არა სიმახინჯეში ნამდვილად ვერ დადებთ ბრალს სიდამონიძე ნანკას ... ისეთი სილამაზის პატრონი იყო ვერც კი შეგშურდებოდათ ... -რა ? - ტუჩის კვნეტით ძლივს ჩაილაპარაკა სიდამონიძემ -მოგატყუე - ატეხა სიცილი და ორად მოიკეცა -რა ბოროტი ხარ - ტუჩები სიცილით გაბუსხა ნანკამ და ნატუკას ხელზე ისე უბრწკინა სინიაკი არ აცდებოდა ... -ააა მეტკინა გოგო უიმეე - ამოიბურტყუნა ტკივილისგან შეწუხებულმა და ნატკენი ხელის ზელვა დაიწყო -ღირსი ხარ - სიცილით გააჯავრა ჯუღელი და ტელეფონი ჩანთაში ჩააგდო -კარგი ხო უიმე - გამწარებულმა აწია თავი და ღიმილი მოეფინა სახეზე როცა მათკენ ნუ მათკენ რა ნანკასკენ მომზირალი "მისტერ სრულყოფილება" დააფიქსირა -მართლა გიყურებს - სიცილით დახარა თავი და დაქალს მხარი გაკჰრა -აღარ გაგივა - კმაყოფილი გაიჯგიმა და ცივ რადიატორს უფრო მყარად მიეყრდნო -დედას გეფიცები - ჩაილაპარაკა და თავი აწია იცოდა სიდამონიძემ დედას ტყუილზე რომ არ დაიფიცებდა ნატუკა და სწრაფად გახედა სამიზნეს -ვაიმე რატო გახედე შე სოფლის ნობათოო - მსუბუქად შეჰყვირა ყურთან ახლოს და დაცინა დაქალს - რამდენჯერ გაგაფრთხილე ეგრე არ მოიქცე ხოლმე თქო დაიწვი -აუ კაი რა - უკმაყოფილოდ აიბზუა ხელი სიდამონიძემ და ღიმილით დახარა თავი არა ღიმილი უფრო კარგი ჰქონია იმ ბიჭს აი უკვე გულში ჩაუვარდა ღრმად ... -ჩაგივარდა გულში და ამოგივარდა გული ? - სიცილს არ წყვეტდა ჯუღელი -არა - განაცხადა მკაცრად და აუდიტორიისკენ დაიძრა დინჯი ნაბიჯებით -გაისწორე ეგ კაბა თორე ვიფიქრებ რომ სხვა რამის გამო შემოგხედა - ჩაიცინა და დაქალის გამწარება გააგრძელა -შენ რაღაც ბოროტულ ფეხზე ხარ ამდგარი და მოგჭრი ძირში - სიცილით დაემუქრა და შავი კაბა ოდნავ დაიქაჩა ქვემოთ რის გამოც ბიჭის ჩაღიმება გამოიწვია ტუჩებ გაბუსხულმა შეაღო აუდიტორიის კარი და სკამზე მოთავსდა - მართალი ხარ ისიც სხვების ნაირია - ხელი ჩაიქნია უმალვე ნანკამ -ნანკა ! ბიჭია როგორ იქნება გოგოები ვფიქრობთ ეგეთ რაღაცეებზე და მაგას გამორჩებოდა ? - წარბ აწეულმა გახედა გვერდძე მჯდომს -ოო - ხელი ჩაიქნია და ლექტოს გახედა -ადგილები შეიცვალეთ და გოგო ბიჭები დაჯექით - ჩაილაპარაკა ლექტორმა - ჯგუფური სამუშაო გაქვთ დღეს -იქნებ ახლა მაინც გეშველოს - თავი გააქნია და თვალებით მიანიშნა აუდიტორიაში ახლად შემოსულ "მისტერზე" სწრაფად ადგა ნატუკა სკამიდან და დატოვა ცარიელი სიდამონიძის გვერდით ადგილი ... ნანკამ როგორც კი მისკენ მომავალი ჯგუფელი დაინახა ძალით გაიღიმა და თავი ჩახარა "რისი იმედი მქონდა" ხელ ჩაქნეულმა ასწია თავი და გვერდით მჯდომს ღიმილით გახედა -როგორ ხ ... ? - სიტყვა ვერ დაასრულა როცა მის პარტნიორში და წყვილში ის ღვთაება ამოიცნო - უკაცრავად მეგონა გაგი მოდიოდა - უხერხულად ჩაიცინა და ჩანთიდან მობილური და ბლოკნოტი ამოიღო პასტასთან ერთად -არაუშავს - ჩაილაპარაკა ბოხი ხმით და საზურგეს მიეყრდნო - დავასწარი - თვალი ჩაუკარა და ადგილზე გაიჯგიმა -აჰ - ჩაი"რაქნა არ ვიცი" ჰაჰა ... -ბავშვებო წყვილში ბიჭები წერენ გოგოები კარნახობენ ბიჭებო მთლად ნუ მოდუნდებით თქვენითაც უნდა წეროთ ცოტა ! თავისუფალი თემა "სიყვარული" - არა ამ ლექტორისგან არც გაკვირვებია ესეთი რაღაც ასეთი უცნაური კაცი იყო როგორც კი წამოუვლიდა თემებს უხვევდა და თავისუფალ თემებს აწერინებდა სტუდენტებს ... -თემა რისხვა - ჩაიცინა თავისთვის ნანკამ და პასტა ბლოკნოტთან ერთად თვით "სიყვარულს" გადასცა -ახლა არ მითხრა რომ არც შენ გჯერა სიყვარულის და მოდაას აყოლილივით შენც მიჩვევათ თვლი ამას - ჩაიცინა ცინიკურად და მოწოდებული ნივთები სწრაფად გამოართვა გოგონას -ეს მე ვთქვი ? მაგას შენ ამბობ - თვალი ჩაუკრა და მობილური იქვე დადო -ანუ ? -ანუ მჯერა მაგრამ არ გამომიცდია - მხრები აიჩეჩა და მზერა გაუსწორა მის თვალებს ... -ამომწურავი და ლოგიკური პასუხია - თავი გააკანტურა ბიჭმა -სახელები და გვარები მიაწერეთ ქსეროქსები გადაიღეთ რომ მორჩებით და მომიტანეთ ! - ბრძანა თავ ხოტორა ლექტორმა -შენი სახელი ? - ისე მოულოდნელად დაესხა თავს კითხვით ბიჭი დაბნეულობამ თავი მომენტალურად იჩინა -უკაცრავად ? -სახელი და გვარი თქო ! -ნანკა სიდამონიძე -გიორგი სიდამონიძე - ხელი გაუწოდა ღიმილით ადგილზე მიყინულს "შე უბედურო ცხოვრებაში პირველად მოგეწონა და ისიც შენი მოგვარე აღმოჩნდა" დასცინოდა ალტერ ეგო ნატუკას მაგივრად -სასიამოვნოა - ჩაილაპარაკა ჩუმად და ხელი შეაგება გამოწვდილ მტევანს ნათლად დაინახა როგორ დაწერა ეგრეთ წოდებულმა მეორე "სიდამონიძემ" ფურცელზე "გიორგი გასვიანი" და სახეზე გაბრაზება ნათლად დაეტყო ნამდვილ სიდამონიძეს -აბა სიდამონიძეო ? - შენარჩუნებული სიმშვიდით ირონიული სიცილი აიკრა სახეზე და წარბი ზემოთ "აღმართა" -ცოტა შეგაშინე - თვალი ჩაუკრა სიცილით თავხედი ! -შემაშინე ? - სიცილით ჩაილაპარაკა და სწერვულად მოავლო მის სახეს თვალი "შელამაზება არ აწყენს პირიქიტ მოუხდება კიდეც" გაიფიქრა და იდეა მოეწონა -ხო - მხრები აიჩეჩა და თემის სახელი ფურცელზე დაწერა -პრინციპში გამოგივიდა - ცერე თითი ზემოთ აწია მოწონების ნიშნად -არ გვინდა ეს იაზვობები -მერე და ვინ იაზვობს ? - გულუბრყვილო სახით გაიკვირვა -კარგი მოდი თემის წერა დავიწყოთ რა -კარგი - მხრები აიჩეჩა და თემის წერას ხვიბლიანთან ერთად შეუდგა საინტერესო თემა გამოუვიდათ და ბევრიც იკამათეს სანამ ერთ დასკვნამდე მივიდოდნენ ორივე ... -სიყვარული თამაში არ არის ! - წარბები კუშტად შეკრა გაგონილზე სიდამონიძემ -ერთ გვარი თამაში თქო სიყვარულიც თამაშით იწყება ! - ხმა უფრო მკაცრი ჰქონდა სვანს -ამას კამათი ქვია ! -მოიცა ჩვენ რა სიყვარულის საწყის ეტაპზე ვდგვართ ? - წარბი სიცილით აწია ზემოთ ხვიბლიანმა -ეგ რა შუაშია - ხელები გადაიჯვარედინა გაბრაზებულმა ნანკამ -თავშია - თვალი ჩაუკრა გოგონას -ეგ შენს თავშია ალბათ - მხრების ჩეჩვით ჩაილაპარაკა სიდამონიძემ -ტვინის მტვრევა არ დაგჭირდება იმაზე ფიქრით რა ხდება ჩემს თავში - თვალი ჩაუკარა ეშამაკურად დაიბნა ... რას ნიშნავდა ეს ? -მგონი საკმარისია რაც წერია - წარბები შეკრა სიდამონიძემ და აუდიტორიიდან გამოვიდა ქსეროქსის გადასაღებად გზაში კი სვანი დაეწია -ეგ მხოლოდ ფურცლისთვის - თვალი ჩაუკრა და ტერიტორიას დაშორდა "სიამოვნებით დაგთხრიდი მაგ ლამაზ თვალებს" დაემუქრა მიმავალს ... უნივერსიტეტიდან პირდაპირ სახლში წავიდა ნატუკასთან ერთად ... -ხო და ბოლოს ეგ რო მითხრა კინაღამ დავთხარე ის ლამაზი თვალები - ჩაიბურტყუნა გამწარებულმა -ბოლოს და ბოლოს რა გვარია დაადგინე ? - სიცილით იკითხა -აუ რავი მე მეშლება გასვიანი თუ ხვიბლიანი - ტუჩები გადაატრიალა უკმაყოფილოდ -აბა მიდი შენ ბლოკნოტში ნახე რა ჩაწერა -უიი ჭკვიანოო მოიცა - ფეხზე სხარტად წამოხტა და ჩანთის ძებნა დაიწყო -აუ დეეეე ჩემი ჩანთა ხო არ გინახავს ? - გასძახა ღია კარიდან შემოსასვლელში მჯდარ დედას -შემოსასვლელში მიაგდე და საკიდზე დავკიდე - ტელევოზორისთვის თვალი არ მოუშორებია ისე უპასუხა შვილს -ჯიგარი ხარ დე მპუა - ჰაეროვანი და ხმოვანი კოცნა გაუგზავნა დედას და შემოსავსველიდან ჩანთა თავის ოთახში შეიტანა - აამ ... - დაიწყო იმ ფურცლის ძებნა სადაც თემა ეწერა - გასვიანი - კმაყოფილმა შემოჰკრა ტაში და გაიკრიჭა -როოგორც იქნა - ამოიხვნეშა ჯუღელმა და სიცილით გაწვა დაქალის საწოლზე -რამდენჯერ გითხარათ ნუ წვებით ამ ქუჩის ტანსაცმლით საწოლებზე ?! ღმერთმა იცის რამდენი ბაქტერიაა - სიცილით გააჯავრა ნატუკას ბებია რომელიც მსგავსი რეპლიკებით აჯილდოებს ბავშვებს ... მისი ბებია ამის ბებიადაც ითვლება ისე უყვარს ნანიკო რომ მისი ჯუჯღუნიც კი სიამოვნებას ანიჭებს ... -ნანიკო დვა ხარ რა - სიცილით ჩაიქნია ხელი ნატუკამ -აჰჰაჰა - გაიცინა და გვერდით მიუწვა დაქალს გვიანობამდე იჭუკჭუკეს მერე ნატუკამ დედამისს დაურეკა ღამის პირველი საათი იყო უკვე რომ მოაკითხა ქალმა შვილს დიდი ხვეწნა მუდარის მერეც არ დარჩა ნატუკა ნანკასთან ასე თქვა "ხვალინდელი ტანსაცმელი საგანგებოთ მაქვს არჩეულიო" ხო და ბოლოს მაინც წავიდა ... დილას დედა მისის ჯუჯღუნმა და მამა მისის სიცილმა გააღვიძა წყვილი როგორც ყოველთვის იმის გამო კამათობდნენ როომ მამა სამსახურიდან ძალიან გვიან ბრუნდებოდა და დედას ამის გამო ძალიან ენატრებოდა მაგრამ რა ქნას მამამაც ? ასეთი სამუშაო აქვს და ... აბა როდის იყო უფროსები მოდიოდნენ და თანამშრომლები ღამის თევით მუშაობდნენ ? უფროსი სიდამონიძე ყოველთვის სოლიდარობას უცხადებდა ყველას ... გაღვიძების ეს ფორმა ყველაზე მეტად უყვარდა რადგან მისთვის ორი უსაყვარლესი და უძვირფასესი ადამიანის ხმით დილის დაწყება ულევ პოზიტივს ნიშნავდა ... შავი მოკლე იუბკა და ტყავის მოკლე შემოტკეცილი ტოპი ჩაიცვა შავი მოკლე ყელიანი შუზიც შეუხამა და პიჯაკი მოიცვა ... თმა გაიშალა და მსუბუქი მაკიაჟი გადაისვა ... დღეს იმ თემის პრეზენტაცია იქნებოდა რომელიც გუშინ გასვიანთან ერთად დაწერა და უნდოდა ლამაზად ყოფილიყო ... ჩანთა დაიჭირა ხელში მობილური მოიძია და სახლი დატოვა ... -ვაიმე ნანკა რა ზეგზი ხარ ? - გაოცებულმა ჩაილაპარაკა ნატუკამ როცა უნივერსიტეტის ეზოში შემოსული დაქალი დაინახა -დაგაყარე თხენქსები - სიცილით გადაკოცნა და აუდიტორიისკენ მიმავალ გზას ნატუკასთან ერთად დაადგა - იქ შესული თავის ადგილისკენ წავიდა და დაჯდა რამდენიმე პრეზენტაცია გაიმართა მათ შორის ნატუკასი და გაგისიც ... ძალიან ღელავდა რადგან ის ვაჟბატონი არ ჩანდა არადა მათი რიგი ამ პრეზენტაციის შემდეგ იყო რომელიც უკვე წუთი წუთზე ჩამთავრდებოდა ... აუდიტორიაში ჩვეული ღიმილით შემოსული გასვიანი რომ დალანდა გული დაუმშვიდდა და ამავ დროულად აუფორიაქდა ... ნატუკამ თვალი ჩაუკრა დამშვიდების ნიშნად ... -ხომ არ დავიგვიანე ? - ისე უთხრა ლექტორისთვის თვალი არ მოუშორებია ... -პუნქტუალურიც ყოფილხარ - ირონიულად მიუგო და ლექტორს გადახედა -ც ? - წარბი დამცინავა ასწია ზემოთ - კიდევ რა ვარ რო ? - ეშმაკური სიცილით გაიჯგიმა ადგილზე -ჩვენი დროა - სწრაფად წამოდგა ფეხზე და კაბა შეისწორა პიჯაკი გაიხადა და ადგილზე დატოვა ჩანთასთან ერთად ვნებიანი მზერით აათვალიერა სიდამონიძე და გზას სცენისკენ მასთან ერთად დაადგა .მისი ეს მზერა მთელს ტანს უწვავდა და უხერხულ სიტუაციაში აგდებდა გოგონას ... თემა გასვიანმა წაიკითხა ნახევარზე მეტი შემდეგ კი სიდამონიძე ჩაერთო მის მაგივრად ხალხი ისეთი ოვაციებით შეხვდა წყვილის თემას დარბაზი მქუხარე აპლობისმენტებისგან კინაღამ დაინგრა ... ლექტორმა კმაყოფილი ღიმილით შეათვალიერა ბოლო წყვილი და თავისი ადგილი მიკროფონთან დაიკავა ... -აღბრთოვანებული ვარ თქვენით ბავშვებო ! ეს საუკეთესო თემები იყო რაც კი ოდესმე მომისმენია რომელიმე სტუდენტისგან ან მიმიღია გამოცდილბით ... მაგრამ მომიწევს საუკეთესო ავირჩიო ამ თემებიდან ... თავიდანვე შეგნებულად არ ვთქვი მაგრამ ამ თემებიდან საუკეთესოს ავტორები 5 დღიან ბილეთებს მიიღებენ "ლოპოტაზე" ... ამან სტუდენდებში ახმაურება გამოიწვია ზოგი წუწუნებდა იმაზე რომ მათ თავისი მაქსიმუმი არ გაუკეთებიათ რადგან ეგონათ რომ ეს უბრალოდ იწერებოდა და ამით არავინ შენდებოდა და მითუმეტეს ინგრეოდა ... -და საუკეთესო თემის ავტორები და გამარჯვებულები არიაან ... - ეს წამიანი ინტერვალები რომ არ გააკეთონ არ შეუძლიათ რა ... სიდამონიძე და გასვიანი უინტერესოდ უსმენდნენ ლექტორს არც ერთისთვის არ წარმოადგნედა ეს განცხადება დიდ რაღაცას ... - ნანკა სიდამონიძე და გიროგი გასვიანი - დაიღრიალა ბოლო ხმაზე ლექტორმა და წყვილის გაოცებაც გამოიწვია ნატუკა დარბაზიზ ბოლოდან ჰაერში აწეულ ცერა თითებს უჩვენებდა რითაც მიანიშნებდა რომ ძალიან მაგარი შანსი მიეცა ამ ბიჭის "შებმის" მაგრამ ის კი არ იცოდა რომ არანაირ "შებმა შუბმას" არ უპირებდა ამ მისტერ სითავხედეს ... გაოცებულებმა გადახედეს ერთმანეთს და გაიცინეს -არც მიფიქრია ამაზე - მხრები აიჩეჩა სვანმა -არც მე - თავი გააკანტურა სიცილით და ლექტორს გაუღიმა სამადლობელი სიტყვა თქვეს და გარეთ გავიდნენ -მოკლედ ... მაშინ ესე შევთანხმდეთ მისამართი მითხარი და გამოგივლი დღეს საღამოს რვაზე - სერიოზული ტონით უთხრა ბიჭმა -იცი მე არ ვარ დარწმუნებული რომ წამოსვლა მინდა - ჩაილაპარაკა გოგონამ -რატომ ? - წარბ აწევით დაუსვა კითხვა -რა ვიცი ...- მხრები აიჩეჩა და გაიღიმა - კარგი 8 ისკენ გელოდები ვაჟას ძეგლთან რომ კორპუსია იქ ... -ანუ მოდიხარ? -ანუ მოვდივარ - გაეკრიჭა ბიჭს -კარგი საღამომდე ... - სვანი ოდნავ დაიახარა და თვალის მომჭრელი ღიმილით აკოცა ლოყაზე სიდამონიძეს , ეს უკანასკნელი კი გახევებული იდგა ადგილზე -საღამომდე - ძლივს ამოულუღლუღა და ნატუკას შეხედა რომელიც ხელით ანიშნებდდა მოდიო ... სახლში მისულს მამა ადრე დახვდა მოსული სამსახურიდან დედასთან ჩახუტებული -ოჰო დედას ჯუჯღუნს გამოუღია შედეგი როგორც ჩანს - კმაყოფილი სიცილით ჩახტა წყვილის შუა და დედ მამას აკოცა ... - ხალხო დღეს მივდივარ ჩემს ჯგუფელთან ერთად 8 ზე ლოპოტაზე თემა დავწერეთ გუშინ დღეს პრეზენტაციაზე კი გავიმარჯვეთ - კმაყოფილი გაიჯგიმა ადგილზე და მშობლების ქებას დაელოდა -ჰა ახლა შემაქეთ დავიტანჯე - სიცილით ადგა და მოპირდაპირე მხარეს მდგარ მაგიდაზე ჩამოჯდა ნახევრად ... -ვინ ჯგუფელთან ? ბიჭია ? - წარბ აწეულმა ჩაილაპარაკა ორივემ და შვილის სიცილიც გამოიწვიეს ... -აჰჰაჰა თქვენ მაგაზე ღელავთ ? კი ბიჭია თან ნაციხარი - ბუასავით ჩაილაპარაკა ჩურჩულით და ხელები "გრრ-ს" პონტში გააკეთა ... მშობლების სახეზე კი უფრო გაეცინა ... -ნანკა სერიოზულად - მოჩვენებით გაუწყრნენ შვილს დედ მამა -კი კი ბიჭია გიორგი გასვიანი ... და სანამ რამეს იტყვით წავალ მე ჩავალაგებ - უცებ წამოხტა ფეხზე და ოთახში შევარდა ... ტანსაცმელს ალაგებდა მშობლები ხელი ხელ გადახვეულები რომ დაუდგნენ კარში -რაღაც არ მომწონს ეს იდეა - ჩაილაპარაკა უკმაყოფილო სახით მამამ -არც მე - დაეთახნმა დედა -ახლა ნერვები არ მომიშალოთ! - გაუბრაზდა მშობლებს სიცილით შვილი და ანიშნა ზედმეტი ლაპარაკის გარეშეო ... თქვენ მე უნდა მენდობოდეთ ! -შენ გენდობით იმ ბიჭს არა ! - თქვა გაბუსხულმა დედამ -მართალია ! - დაენთანხმა მამას -კარგით რა ხალხო რა უნივერსიტეტიდან მივიდვართ რა იყოთ - გაბუტულმა ჩაილაპარაკა და ჩემოდანი შეკრა -იცოდე თუ რამე აუცილებლად მაშინვე დაგვირეკე - ბევრი წუწუნის შემდეგ კარში გამავალი შვილი გააფრთხილეს ... პასუხი უნდა გაეცა ზარმა რომ არ დააყოვნა -გისმენთ - უპასუხა მობილურს -გიო ვარ შენს სახლთან ვარ გინდა ამოვალ და შენებს დაველაპარაკები მაინც უცხო ვარ და შეიძლება არ მენდობიან - გაგონილზე გაეღიმა და მშობლებს გაკრეჭილმა გადახედა ... -შენ ჩემი ნომერი საიდან იცი ? მე დამავიწყდა მოცემა - ეშმაკურად ჩაიხითხითა გულში... -ნომრის გაგებას რაღა უნდა შენ ის მითხარი გინდა ამოვიდე და დაველაპარაკო ? -პირველი სადარბაზო მეორე სართული კარი ხელ მარცხნივ ... - ჩაილაპარაკა და ტელეფონი გათიშა -რა ხდება? - იკითხა წარბ აწეულმა დედამ -ამოვალ და დაველაპარაკები მაინც უცხოა და შეიძლება არ მენდობიანო -მხრები აიჩეჩა ნანკამ და მამას გაუღიმა -ეს უკვე მომწნს- ჩაიცინა და ახლად ამოსულ ბიჭს შეხედა -გამარჯობა - გაიღიმა და შოკოლადის დიდი შეკვრა დედამისს გადასცა -გამარჯობა შვილო - გაიღიმა დედამაც - რატომ შეწუხდი ... -რა შეწუხეებაა - გაიღიმა და სახლი შეჰყვა ნანკს ... ბევრი საუბრის შემდეგ დამშვიდნენ მშობლებიც და მოწონების ნიშნად შვილს ცერა თითი აუწიეს მაღლა ... კმაყოფილი ღიმილით გადახედეს ბიჭს რომელსაც მათი შვილის ჩემოდანი ქვემოთ ჩაჰქონდა და ღიმილით მიუხურეს ბავშვებს კარი ... მანქანაში კმაყოფილი ღიმილით ჩაჯდა და ღვედი შეიკრა -მგონი ცოტა დამშვიდნენ - ჩაილაპარაკა დამშვიდებულმა და საზურგეს მიეყუდა ბიჭმა მხოლოდ გაუღიმა და მანქანა დაქოქა ლოპოტამდე მანქანაში გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ სიმღერების ხმა არღვევდა არც ერთი არ იღებდა ხმას და არც ეტყობოდათ რომ აპირებდნენ რამის თქმას ... დანიშნულების ადგილას ჩასულებმა ამოისუნთქეს და ნომრის ასაღებად წავიდნენ -ორი ნომერი თუ შეიძლება - მიმღებში ნომრის ასაღებად როგორც კი მივიდნენ გოგონამ ამცნო რომ მხოლოდ 1 ნომერი იყო თავისუფალი -სამწუხაროდ მხოლოდ 1 ნომერია თავისუფალი სვანმა გოგონას გადახედა რომელმაც მზერით განგმირა და მიახვედრა რომ ეს შეუძლებელი იყო ! -არა ! ასე ნუ მიყურებ ! -კი მაგრამ ერთია მხოლოდ უახლოესი სასუმრო კიდევ 8 კილომეტრშია მგონი -აუუ კარგი რა ... -ნუ გეშინია მოძალადე არ ვარ ! დამაიმედებლად გაუღიმდა და გოგონას ანიშნა ნომერი გააფორმეთო -აი გასაღები - გაუღიმა "წყვილს" და გასაღები გაუწვდინა -თუ შეიძლება მეორეც რა - მზერით გაბურღა გასვიანი და მეორე გასაღები ითხოვა -აი სათადარიგოც - გასაღები გაუწოდა და თავის საქმეს მიუბრუნდა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სამი დღის განმავლობაში არც წაუკამათიათ და არც დაუხოციათ ერთმანეთი ... ორ საწოლიანი ოთახი იმყოფინეს და საწოლიც გაიყვეს ... დადიოდნენ ღამემდე და ათვალიერებდნენ ლოპოტას დიდი ყურადღებით მესამე დღის ღამე იყო სიცილით რომ შედიოდნენ ნომერში -შხაპს მივიღებ და დავწვები მე - გაუღიმა სვანს და საჭირო ნივთები აიღო -მიდი - გაუცინა და იქვე დივანზე წამოკოტრიალდა -ფუ ამის პიჟამა დამრჩა - ჩაიბურტყუნა გაბრაზებულმა და პირსახოცი მოიხვია ... -გასვიანო ! - დაუძახა 3 ჯერ მაგრამ ბიჭის ხმა არ გაუგია ცალი თვალით გაიჭყიტა ოდნავ გაღებული კარიდან და მძინარე რომ დაიგულა ღიმილით გაიძურწა იქიდან ... პირსახოცი თამამად გაიძრო და პენუარი გადაიცვა ... თავი სამშვიდობოს რომ დაიგულა მხოლოდ მაშინ იგრძნო ყველაზე დიდი შარი რომელშიც გასვიანის ცხელი ჰაერი მოისაზრებოდა გოგონას კისერში რომ ეფრქვეოდა კინაღამ ჩადნა თავი ძლივს შეიკავა მიწაზე სასწრაფოდ გადადგა ორი ნაბიჯი რომ საწოლისთვის შემოევლო და დაწოლილიყო ... მაგრამ მაჯაში წავლებულმა ხელმა სწრაფად დააბრუნა საწყის მდგომარეობაში იმ განსხვავებით რომ ახლა უკვე დარხვენილი უყურებდა სახეში სვანს ... რომმლის თვალებშიც ცეცხლის ფერი ჭინკები თამაშობდნენ ... -ასე ნუ მიყურებ - ხმა ჩახლეჩილმა ამოიხრიალა და თავი გააკანტურა რომ წელზე შემოხვეული დაძარღვული და მხურვალე ხელებიდან წამოსული ვნების იმპულსები გაექრო -როგორ ასე ? - მის წამებას არც ახლა ერიდებოდა გასვიანი -მეძინება - განთვაისფულება სცადა ბიჭის მკლავებიდან მაგრამ ამაოდ -შეშინებული ბაჭიის სახე გაქვს - ჩაიცინა და ხელები უფრო მაგრად შემოხვია სხეულზე ... -ალბათ იმიტომ რომ მეშინია - დაღლილს სვანის მხარზე დაედო თავი და ისე ლაპარაკობდა "ლუღლუღებდა" მისი თბილი ჰაერი გასვიანის კისერში იფრქვეოდა -ჩემი არასდროს შეგეშინდეს - თავზე აკოცა და მასთან ერთად ჩაწვა ჰაერში მხრებზე დააფარა საბანი და გულ მკერდზე დაადებინა მსუბუქად თავი ... თამამად შეუძლია თქვას რომ საუკეთესო ღამე იყო მის ცხოვრებაში აღაიარებს რომ ასე კარგად ჯერ არასდროს ძინებია თბილად ძილშიც გრძნობდა რომ მის მკლავებში უშიშრად უნდა ყოფილიყო ეს უფრო ამყარებდა გასვიანის სიტყვებს "ჩემი არასდროს შეგეშინდეს" შუა ღამეს რომ გაიღვიძა გასვიანს უკვე ეღვიძა ეს კი მთლიანად მის სხეულზე იყო შემოხვეული რამაც მომენტალურად აუხურა სახე სირხვილისგან და თავი მოიმძინარა -ვიცი რომ გღვიძავს - სიცილით აუჩეჩა თმა და შუბლზე აკოცა - ნუ გრცხვენია ! -არც მრცხვენია ! - თვალები მაშინვე ჭყიტა და ნიკაპით მამაკაცის გულ მკერდს დაეყრდნო ... -კარგი იყოს ისე როგორც შენ იტყვი პატარა ქალბატონო - სიცილით დაჰკრა ცხვირზე საჩვენებელი თითი -პატარა ბავშვივით ნუ მექცევი ! - ჩაილაპარაკა ტუჩებ გაბუსხულმა -ოჰ გინდა დიდივით მოგექცე ? - ცინიკურად ჩაიცინა სვანმა -კი ! - თავდაჯერებულმა თქვა და თავი უფრო კომპირტულად მოაკალათა მის გულ მკერდზე -კარგი რა გაეწყობა იცოდე შენ თვითონ გინდოდა - ჩაიცინა ეშმაკურად და მის ტუჩებს მთელი ვნებით დააცხრა -მე ეგ არ მიგულისხმია - ძლივს ამოილუღლუღა ვნებისგან გაგიჟებულმა და მამაკაცის ქვეშ მოქცეული ადგილზე აცქუმტდა -ზუსტად ეგ იგულიხმე - ჩახშული ხმით ამოიჩურჩულა მის ყურთან ახლოს და ტუჩები მიაწება რაზეც სწრაფად მოახდინა რეაგირება სიდამონიძის სხეულმა და ოდნავ დაშორდა საწოლს ზურგით ... -არ გინდა გთხოვ - ჩაიჩურჩულა მაგრამ სულ სხვა გააკეთა თმაში ხელი შეუცურა და თავისკენ ჩამოქაჩა გასვიანი ... -ერთს ამბობ მეორეს აკეთებ მესამე გინდა მეოთხეზე ფიქრობ და მეხუტეზე ოცნებობ - დამცინავი ტონით დაიჩურჩულა გოგონასთან ახლოს და ვნებიანად დაუკცნა ტუჩები ... ქვედა ტუჩზე რომ უკბინა მისი კვნესაც მიიღო პასუხად ... რამაც უფრო გააგიჟა და სულ დააკრგვინა საკუთარ თავზე კონტროლი ... სწრაფად მოაშორა სხეულიდან ყველაფერი და უმისამართოდ დაიწყო მის სხეულზე ხელებით თარეში ... სიამოვნების ზენიტიდან სასიამოვნოდ უსიამოვნო შეგრძნებამ ჩამოაფრინა მაგრამ უმალვე გაგზავნა უკან ... დილით რომ გაიღვიძა გასვიანის სხეულში გადახლართულმა მხოლოდ მაშინ დაიწყო მისმა ტვინმა ფუნქციონირება ... სწრაფად წამოჯდა საწოლზე და თავში ხელი იტაკა ... -ნუ ნერვიუოლობ ნუ ! - მოესმა ზურგს უკან მკაცრი მაგრამ სიცილ ნარევი ხმა ... უცებ ამოყო თავი ისევ საწოლზე სვანი კი თვალებში ზემოდან უყურებდა ღიმილით - ჩემი ტკბილი - შუბლზე აკოცა და მთელი სახე დაუკოცნა ... -გთხოვ ... - ამოილუღლუღა ცრემლებ ჩამდგარმა ხმაც კი უქადდა რომ მალე უპრაგუნოდ ასლუკუნდებოდა -ჩემი პატარა - ბუტბუტებდა სვანი და მის კოცნას არ წყვეტდა - არ გაბედო ტირილი ! ქვეყანა არ დაქცეულა ! -არ ვტირი ! -მიხვდა რომ ძალიან ცუდად გამოუვიდოდა თუ მის წინ დაიწყებდა ნერვიულობას და გადაყვებოდა მის ქალწულობას -ხო და ძალიან კარგი მიდი ახტი ჩაიცვი და გავიდეთ გარეთ - ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა -შევალ მე წყალს გადავივლებ - ამოისლუკუნა და აბაზანაში შევიდა -მალე გამოდი ! - დაააწია სიტყვა სვანმა იცადა 5 10 15 წუთი მაგრამ აშკარად არ ჩქარობდა ნანკა აბაზანიდან გამოსვლად რადგან იქ ფიქრობდა მომხდარზე და ფიქრებში ისე ღრმად იყო ჩაძირული ვერც კი ხვდებოდა რამდენი ხანი იდგა წყლის ჭავლის ქვეშ ... -ვიცადე ვიცადე და არ გამოხვედი და ხო იცი თუ მთა არ მიდის მუჰამედთან მაშინ მუჰამედი მიდის მთასთან თუ როგორაა ? - ეშმაკურად აათამაშა წარბები სვანმა და აბაზანაში შეუვარდა გახევებულ გოგოს ... სანამ ამან გაიაზრა ყველაფერი ეს უკვე ვნებიანად უკოცნიდა ბაგეებს და არაფრის გააზრების საშუალებას არ აძლევდა ... ისეთი ნეტარებით კოცნიდა და ეფერებოდა სულ დაკარგა თავი და ჭკუა სიდამონიძემ და ალერსში აჰყვა გასვიანს ... ვნებიანი სექსით რომ დატკბნენ აბაზანაში მერე გამოვიდნენ და მოემზადნენ ... მთელი ორი დღე ცდილობდა საუბრის დაწყებას მათ ურერთობაზე გასვიანი მაგრამ ნანკა ჯიუტად არიდებდა თავს მასთან ფიზიკურ სიახლოვეს და საუბარს ... ამასაც რომ მობეზრდა გაჩერდა ... თბილის გზას რომ დაადგნენ გზაში ხმაც არ ამოუღიათ ისე დატოვა სახლთან სვანმა ნანკა არც კი გამომშვიდობებია ... ამანაც მხიარული ღიმილი აიკრა სახეზე და ჩემოდნითურთ ავიდა სახლში ოჯახის წევრები მოიკითხა ელაპარაკა გადაკოცნა და მოუყვა ყველაფერი მშობლებს რა მოხდა ლოპოტაზე "ერთი ფაქტის" გარდა მხოლოდ იმ დღესვე ამოსულ ნატუკასთან მოყვა ყველაფერი და ტირილითაც მოიოხა გული ... -რა ქენი ? - თვალებ დაჭყეტილმა წამოიყვირა ჯუღელმა -ახლა შენ არ დაიწყო ... -კიდევ ვინმემ იცის ? - გამოშტერებული ლაპარაკობდა ჯუღელი - ნუ თქვენს გარდა - სიცილით გადახედა დაქალს -კიდევ რომ დამცინის რა - ღიმილით აიქნია ხელი და ბალიშზე გაწვა -კარგი რა აბა ასე უნდა იწვე და მისტირო ამ ქალიშვილობას?! -ნატუკა ! -ნატუკა არ უნდა მაგას ადექი დროზე ! სიცილითა ააგდო დაქალი და უნივერსიტეტში წაათრია მეორე ლექციაზე აუდიტორიაში შესულებს გასვიანი არ დახვდათ ლექტორმა მოიკითხა როგორ გაატარეს დრო ამანაც უთხრა "შესანიშნავადო" -რატო არ გაატარებდით გენაცვალე - ჩაიცინა დაქალის მიმართულებით ნატუკამ -გაჩუმდი ! - გააფრთხილა სიცილით მამიდა შვილი 1 კვირა იყო გასული ამ ყველაფრიდან მაგრამ რატომღაც გასვიანი არ ჩანდა ჰორიზონტზე ... გამოჩენა ქონდა შოკი ! სახლში ბრუნდებოდა უკვე კარგად გვიანი და შეღამებული რომ იყო ... ნაცნობი ხმა რომ მოესმა ზურგს უკან -სულ არ მაინტერესებს შენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით ან იქნები ჩემთან ერთად შენი ნებით როგორც შეყვარებულის სტატუსით ან არადა მოგიტაცებ - სულ არ ჰგავდა გასვიანის ხმა ისეთ ხმას რომელშიც გარეული იქნებოდა ხუმრობის ნოტები . -რა ? - გაოცებულმა შეხედე სვანს ის კი უბრალოდ მისკენ დაიხარა და მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე -აბა რას იტყვი ? - წარბები ეშმაკურად აათამაშა -მადაბდურებ - ჩაიცინა და მხრებზე ხელები შემოხვია - თაანახმა ვარ ! -ხო და ძალიან კარგი - გაიკრიჭა და უფრო დიდი მონდომებით დაუკოცნა ტუჩები ეს კი კინაღამ დაეცა შუა ქუჩაში -ვგიჟდები ასე რომ იბნევი ჩემი შეხებისას - ჩაილაპარაკა თავის თავში დარწმუნებულმა და უფრო მაგრად მოჰხვია მკლავები ფარფატა სხეულს -მე კიდე შენზე ვგიჟდები - მოწყვეტით აკოცა და თავი მხარზე დაადო *3 წლის შემდეგ* -ნამდვილად მიხდება ? - ანერვიულებულმა დაიხედა კაბაზე და ისე შეხედა ხალხს ოთახში ნატუკა დედამისი და გასვიანის ორი ძმაკაცი იყვნენ სართანია და ქარდავა -ეეე გიხდება თქო ტოო ჩემი არ გჯერაა ? შეხედე რა გემოვნებიანი ვარ - წარბები ეშმაკურად აათამაშა ქარდავამ და თვალით ნატუკასკენ ანიშნა ... -მაგას ვერ დაგიკარგავთ - სიცილით გაკრა მხარი მხარზე შეყვარებულს ნატუკამ -დამტოვეს ეულად მე - ჩაიბურტყუნა უმაყოფილომ და ბოლოს მაინც გაიკრიჭა სართანია ... -შენ გყავს ლოვე მგონი და დავაი რა - გაახსენა სანდრომ ზუკას თავის ლოვე -უი დედა ჩემი ლოვე სულ დამავიწყდა - კისრის ტეხვით გავარდა მისაღებში სტუმრებთან რომ ანა მოეძებნა ... ისე ნერვიულობდა ჯვრის წერა ძლივს გადააგორა ... ისეთი ლამაზები იყვნენ გასვიანი და სიდამონიძე ვერც ერთი ნაცნობი და უცნობი ვერ წყვეტდნენ თვალს ... -ნახე რა ლამაზი დედიკო გყავს მაა - ხელში აიყვანა პატარა თათა გასვიანმა -დე ამაზე ნაკლებს ცოლად არ გაყვე იცოდე - თითი დაუქნია გაფრთხილების ნიშნად და გადაიკისკისა -მიყვარხარ ცოლო - გულზე მიიკრა საყვარელი ქალი -მეც ქმარო - თავი მხარზე დაადო და გაიტრუნა ... წერის ხასიათზე ვარ ეს ერთ დღეში დაწერილი ისტორია ... ძალიან დიდი მადლობა წინა ისტორიიაზე ასეთი კომენტარებისთვის იმედია კიდევ გამახარებთ მსგავსი კომენტარებით ძალიან მიყვარხართ ! სურათზე წყვილი არიან ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.