შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული სიცოცხლის ფასად7


29-05-2015, 18:54
ავტორი ReaDer))
ნანახია 2 069

ადრიანად გამოღვიძებულმა დიმიტრიმ წამწამები ნელი მოძრაობით დააშორა ერთმანეთს და შეეცადა საწოლზე წამომჯდარიყო, თვალებმილულულიი წამოჯდა და მზერა ოთახს მოავლო. "ალბათ წავიდა" გაიფიქრა გონებაში და უკვე წამოდგომა უნდა ეცადა როცა მის ფეხებთან ვიღაცის
მჯდომარე სილუეტი შეამჩნია. გოგონა იატაკზე ჩამომჯდარიყო თავი კი გადაჯვარედინებულ ხელებში მოექცია და საწოლის კუთხეში უდარდელად ფშვინავდა. დიმიტრიმ გაოცებისგან თვალები ჭყიტა, მაგრამ სახე მალევე დაუსერიოზულდა.იგრძნო როგორ ჩაეღვარა სითბო გულში და იმდენად უცნაურად
ეჩვენა ეს გრძნობა რომ მთელი შიგნეული სასიამოვნოდ აეწვა. თავს ძალაა დაატანა და წამოდგა, ჩუმად დაიხარა გოგონასკენ და მისი ხელში ატაცება სცადა, საშინლად ასტკივდა ჭრილობა მაგრამ შეეცადა არ შეემჩნია, ნელი მოძრაობით აიყვანა ლენა და საწოლზე წამოაწვინა. ტკივილისგან რამოდენიმეჯერ ამოიგმინა და მოსასულიერებლად საწოლის კიდეს დაეყრდნო. ღრმად ჩაისუნთქა და სამზარეულოში გავიდა. საშინლად
მოშიებოდა და შეეცადა რაიმე მოემზადებინა, მაგრამ საშინელი სისუსტე იგრძნო და რამოდენიმეჯერ წაბარბაცდა კიდევაც, ჯიუტად განაგრძობდა კვერცხის შეწვას როცა უკნიდან გაოცებული ხმა მოესმა
-როდის ადექი?? ან საერთოდ როგორ ხაარ? მე როგორ ავღმოჩნდი შენს ადგილზე წამოწოლილი?-გაოცებულმა მიაყარა ლენამ კითხვები და დიმიტრის მიაშტერდა. ბიჭმა მობეზრებით ამოიოხრა, კვერცხის შეწვას თავი ანება, გოგონასკენ მობრუნდა და რაღაცის თქმა დააპირა როცა ლენამ წამოიყვირა:
-ღმერთო ჩემო.., სისხლი გამოჟონილაა..აშკარად ჭრილობა გაგეხსნა..-წამოიყვირა ნერვიული ტონით და სახვევს დაკვირვება დაუწყო-არ მითხრა რომ იქ შენ წამომაწვინე..-უთხრა ლენამ დაძაბული ხმით და თვალებში ჩააშტერდა. ბიჭი ნელი ნაბიჯებით გასცდა სამზარეულოს და საძინებელში შევიდა, გოგონა უკან გაჰყვა და თან მის ყველა რეაქციას აკვირდებოდა. ფრთხილად წამოჯდა საწოლზე და ტკივილით ჩუმად ამოიხრიალა. ლენა სწრაფად მივარდა, ნელი მოძრაობით წამოაწვინა, შემდეგ წამლების
ყუთი მოიტანა და სახვევები გახსნა. ჭრილობა ნახევრად გახსნილიყო და სისხლი ჟონავდა, ფრთხილად დაუმუშავა, საფენები ისევ დაადო და ბინტი შემოახვია, შემდეგ წამოდგა, ჩანთას ხელი დაავლო და გასვლამდე ბიჭს მოუბრუნდა
-მე უნდა წავიდე..არ წამოდგე იცოდე რადგან მე აქ აღარ ვაპირებ მოსვლას!-უთხრა გოგონამ მკაცრი მაგრამ რაღაცნაირად სასაცილო ტონით ბიჭის ყველა საქციელით გაღიზიანებულმა და წასასვლელად შებრუნდა
-რატომ არ წახვედი გუშინ?-მოესმა ბოხი ბარიტონი უკნიდან და წამით შედგა..კითხვაზე პასუხი ნამდვილად არ ჰქონდა რადგან ამას თვითონაც კი ვერ მიმხვდარიყო..ის რასაც ეს პერიოდია გრძნობს, არასდროს მსგავსი შეგრძნებები არ განეცადა და შესაბამისად ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა..ცოტახანს ჩუმად იდგა პასუხის ფიქრში, შემდეგ კი უკანმოუხედავად უთხრა
-ადამიანებს ვისაც ჩემი დახმარება სჭირდება, შუა გზაში არასოდეს ვტოვებ..მითუმეტეს როცა ვხედავ , რომ ცუდადაა-შეეცადა ხმა ცივი ჰქონოდა, შემდეგი სიტყვებისთვის მთელი ძალა მოიკრიბა და რაც შეეძნო ცივად უთხრა-შენს მსგავსად..მშვიდობით-დააემშვიდობა ჩუმი ხმით და უკანმოუხედავად დატოვა ბინა. პასუხისგან გაკვირვებული დიმიტრი ერთხანს გაშტერებული წამომჯდარიყო და გოგონას ბოლო სიტყვებზე ფიქრობდა..წამით იმაზეც კი დაფიქრდა
მართლა ცუდად მოვექეციო, მაგრამ მალევე ამოიგდო გონებიდან ეს აზრი. მხოლოდ ის სითბო რომელსაც მთელი მისი შინაგანი სამყარო მოეცვა ვერაფრით ვერ მოეშორებინა და მიუჩვევლობისგან შეწუხებული ყველანაირად ცდილობდა ყურადღების გადატანას, ფიქრებში ჩაძირული მობილურის ზუზუნმა გამოარკვია რეალობაში,სწრაფად დასწვდა და უპასუხა
-როგორ ხარ დიმიტრი? დღეს რაღაც საქმეა მოსაგვარებელი თან მინდა ჩვენს საქმეზეც გელაპარაკო, ამიტომაც დღეს შეკრება დავნიშნეთ. მოახერხებ მოსვლას?-გაისმა მშვიდი ხმა ყურმილს მიღმა
-არამიშავს..(დაუმალა ინციდენტი დიმიტრიმ) მოვახერხებ..როდის გამოვიდე?-ჰკითხა და საათს დახედა. უკვე თორმეტი სრულდებოდა, დიდხანს სძინებია დაღლილს, რასაც მიუჩვეველი იყო..მაგრამ მომხდარიდან გამომდინარე არ გაჰკვირვებია და ყურადღება ისევ მოსაუბრეზე გადაიტანა
-კარგი იქნება თუ გამოხვალ უკვე-უთხრა თბილი ხმით მოსაუბრემ
-კარგი, გამოვდივარ..-უთხრა მშვიდი ხმით და მობილური გათიშა. რაც შეეძლო სწრაფად წამოდგა და წასასვლელად მზადება დაიწყო, "არ წამოდგე" ჩაესმოდა გონებაში გოგონას სიტყვები, მის მზრუნველობაზე ეცინებოდა და თან სწრაფად ჩაიცვა მიუხედავად საშინელი ტკივილებისა.."რადგან მე აქ აღარ მოვალ!"გაახსენდა ლენას გაფრთხილებაც და მის სიმკაცრეზე ღიმილი ვეღარ შეიკავა.."ძალიან კარგადაც მოხვალ!" წაიჩურჩულა ჩუმი მაგრამ მტკიცე ტონით და სახლი
გაღიმებულმა დატოვა. ცოტახანში ქალაქგარე სახლსაც მიადგა, ნელი მოძრაობით ტკივილისგან შეწუხებული შევიდა სახლში, ნაცნობებს მიესალმა და პირდაპირ დიდი ოთახისკენ გაეშურა. მრგვალი მაგიდის ირგვლივ უკვე ყველა წევრს მოეყარა თავი და აშკარად დიმიტრის ელოდებოდნენ. მშვიდი სახით მიესალმა ყველას და თავისი ადგილი დაიკავა. კახამ ჯერ მზრუნველად აათვალიერა, შემდეგ კი ხელები მაგიდაზე შემოაწყო და მკაცრი ხმით დაიწყო
-რას გავს ახალი საქონელი?-იკითხრა მკაცრი ხმით და ყველას თვალი მოავლო..
-ყველაფერს აგიხსნი..-წაილუღლუღა მაგიდის ბოლოში მჯდარმა მამაკაცმა და ხელების ნერვიულად ერთმანეთში ხლართვა დაიწყო
-გისმენ.-უთხრა ცივად კახამ და სახეზე მიაშტერდა
-თავიდან ყველაფერი რიგზე იყო მაგრამ შემდეგ როცა გამოგზავნის დრო დადგა მოგვატყუეს და უხარისხო ალკოჰოლი შემოგვაპარეს..ამის შესახებ არაფერი ვიცოდი გეფიცები..უკვე გვიან იყო როცა გავიგე, მაგრამ ჩვენი ხალხი გავგზავნე და ყველაფერი მოაგვარეს..ფული დავიბრუნეთ-უთხრა კმაყოფილი ხმით მამაკაცმა და კახას ახლა უკვე თამამად გახედა..
-ეგ კარგია..ახლა გამოგივიდათ მაგრამ სულ ეგრე არ იქნება..შემდეგში მეტი ყურადღება გმართებს! -უთხრა მკაცრად და თვალი აარიდა..რამოდენიმე სასწრაფო საქმეც მოაგვარა და როცა დარწმუნდა რომ სალაპარაკო აღარაფერი არ იყო ყველას დაემშვიდობა გარდა დიმიტრისა. დაღლილი სავარძელში ჩაეშვა და ბიჭს ჭიქა ტეკილის მოტანა სთხოვა. დიმიტრიმ ორივესთვის ჩამოასხა, შემდეგ მის წინ მოთავსდა და მშვიდი გამომეტყველებით ჰკითხა
-რამის შეცვლას ხო არ აპირებ?..იმ საქმეზე..-უთხრა შეპარვით და კახას სახეზე დააკვირდა, წყურვილის დაკმაყოფილების შემდეგ მამაკაცმა კმაყოფილმა ამოისუნთქა და ჩუმი ხმით დაიწყო:
-არა..გადაწყვეტილება მიღებულია! ის გოგო უნდა მოკვდეს..მამამისი ამას იმსახურებს!-თქვა მკაცრად და კბილები გააღრჭიალა
-ჰო მაგრამ გოგონა რა შუაშია..პასუხი მამამ უნდა აგოს და არა გოგონამ-უთხრა დამრიგებლური ტონით დიმიტრიმ და სასმელი მოსვა
-ეგ ალექსანდრესთვის არაფერი იქნება..ეგრე მისი ოჯახის დასჯა გამომივა და არა მისი..ვიცი რასაც ვაკეთებ დიმიტრი..შენ დამპირდი რომ მაგ საქმეს თვითონ მოაგვარებდი მაგრამ..თუ გადაიფიქრე შემიძლია სხვა ავიყვანო-უთხრა ნაწყენი მაგრამ მუდარა ნარევი ხმით კახამ და ბიჭის რეაქციას დაელოდა
-არანაირად!-თქვა მკაცრად-შენ ჩემი ერთადერთი მეგობარი ხარ და უბრალოდ არმინდა შემდეგ რამე ინანო..თორე, შენი მტერი ჩემი მტერია! და რასაც დაგპირდი აუცილებლად შევასრულებ-უთხრა მტკიცე ხმით და წარბები მკაცრად შეკრა. კახას მის პასუხზე გაეღიმა და ხმაც უფრო თბილი გაუხდა
-ასეც ვიცოდი დიმიტრი..შენში ეჭვი არ მეპარება, ამიტომაც მოგანდე ეს საქმე შენ..-თქვა და ხელი მხარზე მეგობრულად დაჰკრა
-როდის მოვაგვაროდ ეს საქმე?-ჰკითხა დიმიტრიმ და მზერა სივრცეს გაუშტერა
-ჯერ არა..სავარაუდოდ რამოდენიმე დღეში ან შეიძლება კვირაც..ჯერ სხვა საქმეებიც გვაქვს მოსაგვარებელი და მერე მაგასაც მივხედავთ..ჰო მართლა-წამოიძახა სწრაფად და დიმიტრის გახედა-შენ არც სახელი იცი..არც გარეგნობა..გოგონაზე გეუბნები-უთხრა შეპარუხი ხმით-მაგრამ არაუშავს, როცა საქმეზე მივალთ ყველა დეტალს გაგაცნობ, ჯერ ადრეა..-უთხრა მშვიდი ხმით და გაუღიმა. დიმიტრიმ თავი მეგობრულად დაუკრა, შემდეგ ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა როცა კახას ნერვიული ხმა მოესმა უკნიდან
-დიმმიტრიი! შენ სისხლი გდის..დაჭრილი ხარ დიმიტრიი-გაკვირვებული და დაბნეული ალუღლუღდა კახა და ბიჭთან მივარდა, როცა დარწმუნდა რომ პერანგი ნამდვილად სისხლით იყო მოთხვრილი, სავარძელი ახლოს მოურბენინა და წამოჯდომა თხოვა. ტკივილისგან შეწუხებული დიმიტრი უსიტყვოდ წამოჯდა და მშვიდი ხმით უთხრა მეგობარს
-არაფერია..მსუბუქი ჭრილობააა და მალე მომირჩება
-რა მოხდა? ვინ დაგჭრა?-თითქოს არ გაუგია კახას ბიჭი სიტყვები და შეკითხვები დაძაბული ხმით მიაყარა..დიმიტრიმ პასუხი არ გასცა..კახაც დადუმდა და თითქოს ჩაფიქრდაო, მერე უცებ რაღაცას მიხვდა, წარბები გაბრაზებულმა შეკრა და დიმიტრის თვალებში ჩააშტერდა
-შენ დამპირდი რომ მაგ საქმის მოგვარების დროც მოვიდოდა..და ამას ჩემს გარეშე არ გააკეთებდი!
-ვიცი..(თვალი აარიდა) მაგრამ შემთხვევით დავინახე როცა მანქანით მისეირნობდა ერთ-ერთი..ვეღარ მოვითმინე და უკან გავყევი..დაცვა საკმაოდ მობილიზებული ჰყავდა და სწორედ ამან დამაბნია, როცა შეპარვას ვცდილობდი მაშინ მომხვდა მცველის დანა მაგრამ მალევე მოვიშორე და გავცილდი იქაურობას..ნუ გეშინია-სწრაფად წამოიძახა მშვიდი ხმით-ვერ დამინახა სახეზე..სავარაუდოდ ვიღაც ქურდი ვეგონე..ასე რომ სანერვიულოც არაფერია..ჭრილობა მალე შემიხორცდება-დაასრულა რბილი ტონით და შეეცადა მეგობრისთვის გაეღიმა. კახა დაკვირვებით უსმენდა, შემდეგ თავი გაბრაზებულმა გადააქნია, ცოტათი დამშვიდდასავით და შედარებით მშვიდი ხმით წაიჩურჩულა
-რა მოუთმენელი ხარ დიმიტრი! მეორედ მსგავსი რამ არ გაბედო..ჩემს გარეშე-ბოლო სიტყვებზე უნებურად გაეღიმა, რაზეც დიმიტრიმ შვებისგან ამოისუნთქა და წასასვლელად წამოდგა.-საავადმყოფოში მაინც უნდა წავიდეთ..დაგიმუშავებენ და შეგიხვევენ-უთხრა მზრუნველად კახამ და სისხლიანი სახვევი კიდევ ერთხელ შეათვალიერა
-არ მინდა მეგობარო..მე თვითონ მივხედავ საკუთარ თავს..მყავს მე ჩემი ექიმი..-ლენას გახსენებაზე უნებურად გაეღიმა, მერე მეგობარს გამოემშვიდობა და სახლი დატოვა.


მიხარია თუ ვინმე კითხულობთ..ველი შეფასებას (მოწყენილი ემოთიკონ)..



№1  offline წევრი saliii

ახლა წავიკითხე ყველა თავიი და ძაან კაიაა...მალე დადე

 


№2  offline წევრი saliii

რატო აგვიანებ?

 


№3  offline წევრი ReaDer))

saliii
რატო აგვიანებ?

Daidoo axaalii :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent