შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიშის ნოტები! (ნაწილი მეორე)


29-05-2015, 23:05
ავტორი sallollo
ნანახია 3 784

შეპირებული მეორე თავი, მგონი არ მექნება პრობლემა ყოველ დღე ატვირთვაზე და ძალიან არგაგაწვალებთ, სულ რამდენიმე თავში დავამთავრებ..ისევ და ისევ ძალიან დიდი მადლობა ყველას, ძალიან გამიხარდება თუ თქვენს აზრს გამიზიარებთ პერსონაჟებთან დაკავშირებით. იმედია ისიამოვნებთ !

სახლში დაცარიელებული და გამოფიტული მივიდა.. არ შეეძლო ასე ერთბაშად საუბრის დაწყება, არადა იმასაც ხვდებოდა გაწელვას აზრი არ ჰქონდა.. მთელი დარჩენილი ძალა დაჭირდა იმისთვის, რომ საუბარი დაეწყო..
_მოკლედ, მართალია სულ ცოტა ხანია რაც ჩამოვედი, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში არის რაღაც სიახლე, უფრო სწორად ძალიან დიდი სიახლე.. ორი თვის უკან, კორპორატიულ საღამოზე გავიცანი ჩემი უფროსის შვილი, ანდრონიკე დადეშქელიანი.. რამდენიმე დღეში კიდევ შევხვდით ერთმანეთს და საბოლოოდ ამ შეხვედრებმა სისტემატური სახე მიღო.. რაღაც ძალიან თბილს ვგრძნობდი მის მიმართ, მაშინ ვერ შევძელი ამ გრძნობისთვის სახელი დამერქმია, ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ის ძალიან მიყვარს..სამ დღეში თქვენს გასაცნობად მოვა ოჯახთან ერთად..
ღრმად ამოისუნთქა.. ეგონა მთელი გული ამოაყოლა ამ ამოსუნთქვას, მხრებზე გაუსაძლის სიმძიმეს გრძნობდა და იცოდა დიდხანს ვერ შეძლებდა ამხელა ტვირთის ზიდვას. უბრალოდ ძალიან სჭირდებოდა ნინასთან საუბარი, ის მაინც არიყო მისი ბიოლოგიური დედა და უფრო მეტად შეძლებდა მის დახმარებას..
_აქამდე რატომ არაფერი ვიცოდით ? კუშტად ჩაილაპარაკა დავითმა..
_უბრალოდ მინდოდა ჩემს გრძნობებში დავრწმუნებულიყავი და უბრალო ფლირტი არ მომეხვია თქვენთვის..როგორც შეეძლო დამაჯერებლად ჩაილაპარაკა და იგრძნო როგორ დაეცვარა ხელის გულები..მშვენივრად ხვდებოდა ყველა რომ მოეტყუებინა, საბას მაინც ვერაფერს გამოაპარებდა და წინასწარ ემზადებოდა მოსალოდნელი საუბრისთვის, რომელიც აუცილებლად შედგებოდა..
ასე თუ ისე ნორმალურად შეხვდნენ მის გადაწყვეტილებას, სალომე არაფრით უშვებდა ხელს დათოს, უბრალოდ გრძნობდა როგორ დაიძაბა ანდრონიკეს პროფესიის გაგებისას.. ამასაც გადაიტანდნენ, ცხოვრების ნახევარი ერთად ჰქონდათ გატარებული, ამ წლების განმავლობაში უამრავი დაბრკოლება გადაულახავთ და იცოდა ამასაც აუცილებლად გადაიტანდნენ და გაუძლებდნენ.. არც ნაინას ჩაცვენილი თვალები და გათეთრებული სახე იყო შეუმჩნეველი, მაგრამ დავითის მოსალოდნელ რეაქციას მიაწერა მისი ასეთი დაბნეულობა და შვილს უფრო მეტად აღარ ჩაეძია..
ოთახში შესვლისთანავე იგრძნო, რომ საბა აუცილებლად შევიდოდა.. არც შემცდარა.
_რა სპექტაკლი დადგი ? ზედმეტად ეუხეშა საბას ხმა.
_მეგონა გაგიხარდებოდა ჩემი ბედნიერება
_რომელი ბედნიერება ნაინა, თანდათან ძალიან უჭირდა ხმის დამორჩილება და მუშტებს მთელი ძალით კრავდა..
_საბა ნუ ყვირი, შენ რომ ცოლი მოიყვანე მე ხომ არ მიჩხუბია, ვფიქრობ მეც მაქვს ბედნიერების უფლება, თქვენ არშეგიძლიათ ანდრონიკესთან ურთიერთობა დამიშალოთ.
_ბედნიერების კი, მაგრამ უბედურების არა ! მეგონა მენდობოდი, მეგონა უფრო მეტს ვნიშნავდი შენთვის, შენ თავს შეხედე ნაინა, ამ რამდენიმე თვეში როგორ გახდი, იმ საღამოს შემდეგ გულწრფელი სიხარული მხოლოდ მაშინ დავინახე შენ თვალებში, როცა ლილეს ორსულობის შესახებ გაიგე.. ყველას მოტყუება შეგიძლია, მაგრამ არა ჩემი. არვიცი რა ხდება შენსა და ანდრონიკეს შორის, მაგრამ შენი ჩამქრალი თვალები კარგზე ნამდვილად არ მიუთითებს..შენ ერთადერთი ხარ, ვისგანაც იმედის გაცრუებას არ ველოდებოდი არასდროს, მაგრამ ყველაფერი ხდება.
დაბინდული მზერა შეანათა საბამ და ოთახი დატოვა..
თავს ვერაფრით დაატანა ძალა არ ეტირა, საბას თვალებში დანახულმა იმედგაცრუებამ მთელი სიმძაფრით შეაგრძნობინა ტკივილი და სიცარიელე. ხანდახან ცხოვრება ყველა გზას გვიჭრის და უფსკრულისკენ მივყავართ, სწორედ ამ მდგომარეობაში იყო ახლა ნაინაც. ალბათ უკვე ღმერთის იმედიც აღარ უნდა ჰქონოდა. მართალია არასდროს უოცნებია პრინცზე, მაგრამ შეგრძნება, რომ უსიყვარულო, ყოველგვარ სითბოს მოკლებული ურთიერთობა ექნებოდა ანდრონიკესთან ანადგურებდა. ცხოვრება სულიერად ანგრევდა და მისი მოთმინების ბოლო ძაფებს უმოწყალოდ არღვევდა...
ადამიანის ცხოვრება წესით მინუსიდან უნდა იწყებოდეს და პლიუსამდე აღწევდეს, ნაინაც ასე უნდა ყოფილიყო და იქნებოდა კიდევ რომ არა ანდრონიკე, ახლა კი არ იცოდა სადამდე მოუწევდა მინუს უსასრულობაში ჩაკარგვა და გული ეკუმშებოდა იმის წარმოდგენაზე, რომ დარჩენილი ცხოვრება მხოლოდ ტანჯვაში და ტკივილში უნდა გაეტარებინა.. ერთადერთ იმედს ებღაუჭებოდა, იქნებ ოდესმე ანდრონიკეს მობეზრებოდა და თავისუფლება მიენიჭებინა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა ეს იქნებ მეტად სათუო და უფრო მეტად არარეალურიც კი იყო..
მოსიარულე გვამს უფრო გავდა, მხოლოდ მექანიკურად აკეთებდა ყველაფერს, არ უნდოდა კიდევ უფრო დაემძიმებინა ისედაც გამოუვალი მდგომარეობა და უფრო მეტად განერისხებინა ანდრონიკე. გასაოცარი იყო, ამდენი პრობლემის მიუხედავად, არცერთხელ დაფიქრებულა, რომ თვითმკვლელობა შეეძლო, უბრალოდ არ შეეძლო ისედაც ცოდვებით დამძიმებული სული უფრო მეტად დაემძიმებინა და მისი სიმძიმე ოჯახს დაწოლოდა მხრებზე, თანაც წარმოდგენაც კი არ უნდოდა ანდრონიკე როგორ განრისხდებოდა და იქნებ მართლაც სამუდამოდ გაეცამტვერებინა მისი ოჯახი.. ოჯახი, რომელიც მთელ მსოფლიოს ერჩია თავისი ნაკლოვანებების თუ დადებითის მიუხედავად..
ნიშნობის დღეს ეგონა ღებინებით მოკვდებოდა..არ შეეძლო დაეჯერებინა ანდრონიკეს ამხელა არტისტიზმი, ალბათ რომ არ სცოდნოდა რეალურად რა იმალებოდა სათნო ღიმილის უკან, აუცილებლად დაიჯერებდა მისი გრძნობების სიწრფელეს.
გულში ყველაფერი ჩაწყვიტა იმის გააზრებამ, რომ მამამისთანაც კი გამონახა საერთო ენა, დავითი აღარ ჩანდა უწინდებურად უკმაყოფილო, ანდრონიკეს აშკარად შეეძლო სხვისი გრძნობებით მანიპულირება. ვერ იჯერებდა, რომ ოჯახიც კი ვერ მიუხვდა ტკივილს, როგორ შეიძლებოდა დაეჯერებინათ, რომ ანდრონიკესთან ბედნიერი იქნებოდა, როცა ძლივს აშორებდა ტუჩებს ერთმანეთს და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ღიმილის მაგივრად უშნოდ მანჭავდა მათ.
ასე ეგონა პირში ადუღებული წყალი ჩაასხეს, ყველა ორგანო ეტკინა სამ კვირაში დანიშნული ქორწილის გამო. ანდრონიკეს ღიმილში უფრო მეტი ირონია და ზიზღი დაინახა ვიდრე აქამდე და სიცივისგან შეაკანკალა. სახე წაშლილი იჯდა და საშინლად უხურდა ანდრონიკეს ხელის შეხებისან აცახცახებული მხრები, რომელიც პერიოდულად უჭერდა და ღრმა ფიქრებიდან აბრუნებდა.
_ძალიან ბედნიერი ვარ ნაინა რომ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება ითქვას ახლა უფრო კარგად გავითავისე რისთვის უნდა ვიცოცხლო. აქამდე, მხოლოდ სამსახური იყო პირველ პლანზე წამოწეული, ახლა ვხვდები რა მაკლდა 29 წლის მანძილზე. დარწმუნებული ვარ ნაინა შეავსებს სიცარიელეს და ყველაფერს გაცილებით უკეთესად დამანახებს ვიდრე ახლა ვხედავ და აღვიქვავ.
ტვინის ყველა უჯრედში განგაშის ზარები რეკავდა, ამ სიტყვებს უფრო მეტი შეფარული კონტექსი ჰქონდა და სწორედ ეს აშინებდა. მშვენივრად ხვდებოდა წინ რაც ელოდა, როგორ უნდოდა ახლა ყველაფერი გამქრალიყო და უბრალოდ თავისთვის, მარტო ყოფილიყო. მეტის ატანა არ შეეძლო, მოიბოდიშა და აივანზე გავიდა..
_წესით მამაშენის შვილს ასე არ უნდა გეშინოდეს, ირონიულად შენიშნა ანდრონიკემ
_ანდრონიკე შენთვის არაფერი დამიშავებია, არგაქვს უფლება ასე მომექცე, მე..მე.. არშემიძლია.. ღმერთო, რატომ არ გესმის, არვიცი რა მოხდა, მაგრამ მე არაფერ შუაში ვარ..
აცახცახებული მხრები და ცრემლიანი ლურჯი თვალები რომ დაინახა ეგონა შეიშლებოდა, ვერასდროს იტანდა ქალის ტირილს, მაგრამ ახლა რაღაც უფრო მძაფრად აგრძნობინებდა თავის არაკაცობას და შეეძლო დაეფიცა რომ არა დადებული ფიცი აუცილებლად გაუშვებდა ნაინას, უბრალოდ არ შეეძლო ვინმე დაეტანჯა.. ღრმად ჩაისუნთქა და შეეცადა გამტყდარი ხმისთვის რამე მოეხერხებინა..
_არგინდა წმინდანის როლის თამაში, არ გიხდება და წესიერად მოიქეცი, შეგიძლია ეგ იაფასიანი ცრემლები მოიწმინდო ჩემზე მაინც არ მოქმედებს, ღვარძლიანად ჩაილაპარაკა და აივნის კარი მოაჯახუნა.
არ შეიძლებოდა ადამიანი ასეთი გულქვა და უგრძნობი ყოფილიყო, უბრალოდ არ შეიძლებოდა ყველაფერი ასე ერთი ხელის მოსმით არეულიყო მის ცხოვრებაში. აივნის კარის ხმა რომ გაიგო შიშისგან შეაჟრჟოლა. ანდრონიკეს გამყინავი ხმის მაგივრად საბას თბილი ჩურჩული რომ გაიგო და ხელები შემოეხვია უსაზღვროდ მოუნდა ძალიან, ძალიან ბევრი ეტირა.. ბუნებით მშვიდს ახლა ყველაფრის დალეწვა და განადგურება უნდოდა, სძულდა მთელი სამყარო, სძულდა საკუთარი თავი ასეთი უსუსურობისთვის და სძულდა ანდრონიკე სადისტი და არაადამიანი რომ იყო..
_ვიცი ყველაფერი კარგად არ არის, ვიცი არ ხარ ბედნიერი, მაგრამ მაინც ვერ გაგტეხე, ნაინა ერთი სიტყვა მითხარი, მარტო ის მითხარი რომ დახმარება გჭირდება და ჩემი ხელით მოვკლავ ყველას..
შეკავებული ცრემლებისგან ცხვირი რომ აეწვა, პირი გააღო და ღრმად ჩაისუნთქა გრილი ჰაერი, რამდენიმე წუთი მოანდომა სუნთქვის დარეგულირებას და ტირილის მცდელობების შეკავებას, ნაზად შეირხა საბას მკლავებში და ლოყაზე აკოცა.
_ყველაზე მეტად მეიმედები და მიყვარხარ ამ ცხოვრებაში, ყველაფერი იმაზე კარგადაა ვიდრე გგონია, უბრალოდ არ მჯერა ისევ თქვენთან დაშორება და სხვა სახლში გადასვლა რომ მიწევს. ეს ყველაფერი ჩემთვის იმდენად ახალია, არცკი ვიცი რა უნდა გავაკეთო. ვიცი იმდენი დრო აღარ მექნება თქვენს მოსასიყვარულებლად და ძალიან მწყდება გული, მხოლოდ ის მახარებს ერთი და იგივე ქალაქში რომ ვრჩებით..
საბამ მძიმედ ამოიოხრა.. რა თქმა უნდა არცერთი სიტყვის არ სჯეროდა, მაგრამ ისიც იცოდა ნაინას ვერაფერს ათქმევინებდა თუ ამას თვითონ არ მოინდომებდა, ახლა მხოლოდ ის დარჩენოდა დალოდებოდა როდის იქნებოდა მზად ყველაფრის მოსაყოლად..
მეგობრების უამრავი საყვედურის და ნინას გაოცებული ხმის შემდეგ უფრო მეტად შეეზიზღა საკუთარი არსებობა დედამიწაზე. უტიფრად ატყუებდა ყველას. შეგრძნება, რომ ყველაფერი შუბლზე ეწერა არაფრით ტოვებდა, თავს იმდენად არასრულფასოვან, ჩამოუყალიბებელ და არამდგრად პიროვნებად გრძნობდა, ძალიან ეშინოდა თავისი მეობა სამუდამოდ არ დაეკარგა და ანდრონიკეს იმდენი არ მოეხერხებინა, უფრო მეტად შეეზიზღებინა საკუთარი თავი. ქორწილის მოახლოებასთან ერთად უმოწყალო ფიქრებიც ახლოვდებოდნენ და მთლიანად თელავდნენ.
თითქმის არაფერს აკეთებდა, ლილეს და თავის მეგობრებს მიანდო ქორწილის ორგანიზება, კაბაც კი არ აურჩევია თვითონ.. უბრალოდ არ შეეძლო იმაზე მეტი ტყუილის თქმა ვიდრე ახლა ამბობდა.
ოთახში მარტო დარჩენილი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რა მწარედ დასცინოდა ცხოვრება. ანდრონიკეს ყოველდღიური ცინიზმი და უხეშობა ბოლომდე ასწორებდა მიწასთან.. მისი ყოველი ზარის შემდეგ, საოცარი სურვილი უჩნდებოდა მობილური ნაწილებად დაეშალა და გადაეყარა. ეზიზღებოდა ყველაფერი, რაც ანდრონიკესთან აკავშირებდა, ეზიზღებოდა ქორწილი და ეზიზღებოდა ანდრონიკესგან არდამსახურებული ბოროტება, რომელიც აუცილებლად ბოლომდე გაანადგურებდა ერთ დღეს..
ქორწილი გასვენებად ეჩვენებოდა, თეთრი კაბა შავად. ბედი დასცინოდა ! არ შეეძლო ბედნიერი სახეების ყურება, გულის სიღრმეში საშინლად უნდოდა ეს დღე მართლა ბედნიერი ყოფილიყო და არა ასეთი საშინელი.
ანდრონიკეს თვალებში არანაირი ემოცია არ იკითხებოდა, თითქოს მასაც აღარ შეეძლო.. ჩამქრალი თვალები შეანათა ნაინას და იგრძნო როგორ გამოტოვა გულმა დარტყმები. მამამისი კაცობას ასწავლიდა, ის კი უბრალოდ არაკაცობის გზაზე იდგა და უკვე ვეღარ ხვდებოდა ამ საქციელით სინდისს უფრო მეტად ამშვიდებდა თუ აფორიაქებდა.. ნაინას ჩამქრალი თვალები, აცახცახებული მხრები და უემოციო სახე კიდევ უფრო მეტად სვრიდა ტალახში. ვერიტანდა იმ გრძნობას, რომელიც თავისდაუნებურად ეუფლებოდა ნაინას ყოველ დანახვაზე. ყველაზე სუფთა იყო მისი თვალები რაც კი ოდესმე უნახავს, ის კი უბრალოდ აბინძურებდა მის თალებსაც და ადამიანობასაც.. ძლივს დაიმორჩილა ხელები და ისევ ისეთი, გაკერპებული სახით დააშტერდა ზემოდან.
არაკაცობის მძაფრი შეგრძნება ტაძარში შესვლამ უფრო მეტად გაუმძაფრა. არ შეეძლო ეს ფარსი გაეგრძელებინა, მაგრამ წარსულს იმდენად ებღაუჭებოდა უკან დასახევი გზები მთლიანად ებლოკებოდა.
ანდრონიკეს თვალებში გამკრთალმა ნაპერწკალმა, სულ ოდნავ მაინც აიძულა დაეჯერებინა, რომ ოდესმე აუცილებლად შეიცვლებოდა და ადამიანურად მოექცეოდა..
საკურთხეველთან იდგა და ვერაფერზე ფიქრობდა იმის გარდა, რომ უფალი მოწყალეა და ყველაფერი დალაგდებოდა მის ცხოვრებაში.. მთელი დღე იღიმებოდა, მაგრამ არცერთი გაღიმება გამოხატავდა წრფელ ემოციას, უბრალოდ ვალდებული იყო ასე მოქცეულიყო.
ანდრონიკემ რომ გამოუცხადა სახლში მივდივართო, ეგონა გული ამოუვარდებოდა, არ შეეძლო წარმოედგინა ანდრონიკეს უგულო, უხეში მობყრობა. კანკალს ვერაფრით აჩერებდა, მხოლოდ იმის იმედი ჰქონდა, რომ ანდრონიკე არ ისურვებდა ცალკე ცხოვრებას და მის მშობლებთან შედარებით ადამიანურად მოექცეოდა, მაგრამ უცხო სახლის დანახვისას ყველა იმედი ჩაუქრა და გაუცამტვერდა. უბრალოდ შეეგუა,რომ მის ცხოვრებაში არასდროს არაფერი აღარ ქნებოდა ძველებურად.
ანდრონიკეს ირონიული სახე და ანთებული თვალები საშინლად აფრთხობდა, უბრალოდ არ შეეძლო ამ ყველაფრის გაძლება, საკმარისი ემოცია აღარ გააჩნდა ამის ასატანად და გადასახარშად.
ცხელი სუნთქვა რომ მოეფრქვია მოშიშვლებულ ყელზე, ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და შეეცადა კანკალი შეეჩერებინა.. წამებში შემოაძარცვა ანდრონიკემ ყველაფერი, მის ყოველ მოქმედებაში უბრალო ჟინი იგრძნობოდა, ყოველგვარ ემოციას და სიფრთხილეს მოკლებულმა ქმედებებმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ანდრონიკეს ცხოველობაში..
იცოდა ახლა თუ გატყდებოდა, მთელი ცხოვრება არ ეყოფოდა დანაწევრებული სულის გასამთელებლად. უხეშად მოქნეულმა ხელმა საწოლზე დაანარცხა, სიმძიმეს და ძვლების გაუსაძლის ტკივილს გრძნობდა..
ანდრონიკეს სუნთქვა რომ მოეფრქვია სახეზე და გაცხოველებული დააკვდა ტუჩებზე, სისხლის ამაზრზენი გემო იგრძნო პირში.. თანდათან ბზარები ჩნდებოდა და ყველაზე მეტად ახლა გრძნობდა პანიკის შემოტევას, მაგრამ მდგომარეობისთვის შეუფერებელი იყო ახლა ისტერიკის მოწყობა. უბრალოდ ბედს შეეგუა, მარტო იმისი ეშინოდა მთელი ცხოვრება არ შეგუებოდა დამცირებას და სხვის მარიონეტად არ ქცეულიყო.
ანდრონიკე წამით გაჩერდა, მთელი სიმძაფრით დაეჯახა მკერდში არაკაცობის და ცხოველობის გრძნობა. ძალიან შერცხვა მამის იმედები ასე რომ გააცრუა. წარმოდგენაც არ უნდოდა გიორგის ყველაფერი რომ გაეგო რა დაემართებოდა, მამის თვალებში დანახული ტკივილი და იმედგაცრუება რომ დაენახა ალბათ იქვე მოიკლავდა თავს..
ლოყაზე ნაგრძნობი ნაინას ცრემლები და უთქმელობა, თავს იმდენად ცუდად აგრძნობინებდა, უბრალოდ უნდოდა ეს ყველაფერი გამქრალიყო და ვინმეს შესძლებოდა მისი მეხსიერებიდან სამუდამოდ ამოეშალა ეს დღეები და მისი ყველა არაკაცური ქმედება.
_ადექი! დაიგრგვინა ანდრონიკემ
სხეულზე სიმსუბუქეს გრძნობდა, მაგრამ სულის სიმსუბუქე საბოლოოდ ჰქონდა დაკარგული. ემოცია აღარ გააჩნდა, ერთი დღისთვის ძალიან ბევრი იყო, ზედმეტად ბევრი..



№1  offline წევრი თანანო

vau saocaria, da shenc saocari xar! dzalian momwons, ishviatad tu vnaxav am saitze chems mosawon istorias, sheni istoriebi ki saswaulad momwons!!

 


№2  offline წევრი sallollo

თანანო
vau saocaria, da shenc saocari xar! dzalian momwons, ishviatad tu vnaxav am saitze chems mosawon istorias, sheni istoriebi ki saswaulad momwons!!

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო :*

 


№3  offline წევრი dikuchi

დაინტრიგებული ვარ ანდრონიკეს წარსულით .. რა ფიცი, რა ხდება იმედია მალე გამოაშკარავდება ნუ ცალკე ამ გოგოს ტანჯვა წამებით ავღელდი ))) სენტიმენტალური თავი იყოო ვგონებ სენტიმენტები არ მომაკლდება :D :D აბა ველობი ხვალინდელ თავს :D კაი იყოო

 


№4  offline წევრი ხატული♥

ვაიმე რა მაგრა დამაინტერესე მალე დადე რაა გთხოოვ მაგრამ ეს გოგო ძაან არ გაამწარო სულ გული დამეწვა ის ხომ უდანაშაულოა,და ისიც მაინტერესებს ანდრონიკე რა ფიცზე ლაპარაკობს ♥♥♥

 


№5  offline წევრი casas

რა საინტერესოა winked ნეტა რა მოხდაა ისეთი,რამაც ანდრონიკე ასეთი გახადაა. ან რაა შუაშია ნაინაა feel

 


№6  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

აი ძალიან საინტერესო ისტორიაა მართლა ძალიან მომწონს და შენ შეგეძლ ორაც ამ თავში ჩატიე სამი თავი გამოსულიყო და უფრო ვრცლად დაგეწერა რაც უფრო მაგარი იქნებოდა.. არ ვამბობ რომ ცუდია ან არ მომწონს! პირიქით საოცარია აი ძალიან მაგარია და რომ არ მინდა დასრულდეს და სულ ვიკითხო იმიტომ გეუბნებუ ამას <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent