ტიტანი (2)
გაუხარდა როცა ძმაკაცები ისევ თავის ადგილას დაინახა, იმედი ჰონდა ისინი მაინც გასცემდნენ ანასთან დაკავშირებულ უამრავ შეკითხვაზე პასუხს. - რა იცით ამ გოგოზე? ყველაფერი მაინტერესებს. ვინაა, საიდან, ოჯახი, მეგობრები, სპეციალობა. ყველაფერი... (ლუკა) - რა იყო შე*ემა, რამ გაგაგიჟა? (საბა) - რამე იცით თუ არა? (ლუკა) - სტრანნი გოგოა რა კაროჩე, ოჯახი არ ვიცი, მაგრამ მეგობრები არ ყავს, არცერთი.. აზრზე ხარ რა გიჟი უნდა იყო ერთი მეგობარიც რომ არ გყავს? (ლაშა) - ხო, რაღაცნაირია, არავის არ ეკონტაქტება, მემგონი როკს უსმენს და თემები. სუ თავისთვისაა. მე რო მევასებოდა მაგის ჯგუფელი - ტუსა, მაგან მითხრა რო სულ მარტოაო, ლაპარაკი არ უყვარს და არც გვესალმებაო, მაგრამ კარგად სწავლობს. მაგისი მოყოლილი არ უნახავთ რა ლეციებზე და მერე გაირკვა, რომ თურმე ყველა რომ მიდის და მარტო ლექტორი რჩება მაშინ ელაპარაკება ხოლმე და ყველა ლექტორი გიჟდება, ძაან განათლებული და განსვავებული გოგოაო. (ლაშა) - ბაზარი არაა, მეც ეგრე გავიგე, ბიჭებს მაგრა ევასებათ უნივერსიტეტში, მაგრამ ჩემი *ლე, არავის არ უშვებს ახლოს, ძაან ცუდი ენა აქ. არადა რა ლამაზია ბიჭო, ანგელოზივითაა. შავებიც როგორ უხდება. აზრზე ხარ? ფერად ტანსაცმელში არც უნახავთ. (საბა) - რამე უფრო კონკრეტული არ იცით? რატოა ეგეთი უცნაური? (ლუკა) - ჭორებია მარტო. ზოგი ამბობს ბავშვობაში გააუპატიურესო, ზოგი - ცემდნენო. ეგ მარტო მაგან იცის მოკლედ. (საბა) - არაო ხო? გადაიხარარა ლაშამ და ნიშნის მოგებით გადახედა ლუკას. - ეგრევე რო იკერებოდეს ეგეთი გოგო რათ მინდა, მოსაწყენია. (ლუკა) - ბაზარი არაა, არ მევასებიან ეს ბო*ანდარა გოგოები, რაღაც გრეის შვიდასი ელფერის ფანები რო არიან რა.. (ლაშა) - კაი, კაი, დავლიოთ და მოვიფიქრებ ხვალ როგორ ვნახო... (ლუკა) ანა 17 წლიდან მარტო ცხოვრობდა, სამი წლის ჰასკისთან ერთად, რომელსაც ერთ-ერთი სერიალის გმირის საპატივცემულოდ რაგნარი დაარქვა და სიგიჟემდე უყვარდა, ახლაც დაღლილი მასთან ერთად წამოწოლილიყო საწოლზე და ლუკაზე ფიქრობდა. კარგი გემოვნება ჰქონია ლუკას... მართლაც როგორ მოსწონდა პირველ კურსზე. თავისთვის, ჩუმად.. ახლა კიდევ უფრო გასიმპათიურებულა და დაკაცებულა. ანამ საკუთარ თავს ფიქრი შეაწყვეტინა გაბრაზებულმა. - მართლა ანა? დაწყნარდი რა, ისიც ხომ ისეთივეა, როგორც დანარჩენები! ლუკასგან გათავისუფლებულმა რაგნარი მიიხუტა და დაღლილი თვალებიც დახუჭა. ********************* ყოველთვის უყვარდა გათენებამდე გაღვიძება, კუს ტბაზე ვარჯიში და მზის ამოსვლის ყურება, დღეს 1 საათით ადრე მოუწია წასვლა, ექვსის ნახევარზე უკვე მანქანიდან გადმოვიდა და პირდაპირ წრეზე გადაწყვიტა წასვლა. თითქმის ბოლომდე ჰქონდა წრე გავლილი, როდესაც ბალახებში წამოწოლილი და მოთამაშე გოგონა და ძაღლი შენიშნა, თავისდა უნებურად ახლოს მივიდა, ძალიან ესიამოვნა,როცა გოგონაში ნაცნობი სილუეტი ამოიცნო.. - ამ დროს აქ რა გინდა? (ლუკა) - გაგიმარჯოს და რა შენი საქმეა ? წამში დაასერიოზულა სახე ანამ. - მაპატიე, გამარჯობა. უბრალოდ ვინმემ ბიჭი არ გადაგეკიოს უცხო. ლამაზი გოგო ხარ და არ არის უსაფრთხო. (ლუკა) - უკვე გადამეკიდა, მაგრამ არ მეშინია ვიღაც ბიჭების. თვალი ირონიულა ჩაუკრა ანამ. - შენი ძაღლია? (ლუკა) - აჰა.. - რა ქვია? (ლუკა) - რაგნარი (ანა) - არ არსებობს, ჰაჰაჰჰაჰაჰა ძაღლს რაგნარი დაარქვი? უყურებ და დაჟე ისე რო ძაღლს დაარქვი ერთ-ერთის სახელი? მთელი გულით გაიცინა ლუკამ. - პანიკაში ხარ ხო? ჰო ეგრე ვქენი.. ჰა ჰა ჰა. (ანა) - ძაან მაგარი გოგო ხარ რა. ყველაზე! უკვე ცრემლებს იწმენდდა ლუკა - დიდ ხანს უნდა იჯდე აქ? ანამ თმა გადაიწია ერთ მხარეს და როგორც კი ლუკას დაძაბული სახე შეამჩნია უკან გადმოიყარა და გვერდზე გაიხედა. - რა გჭირს უკან, კისერზე? გაოგნებულმა ჰკითხა ლუკამ. - არაფერი! (ანა) - ანა, არ არის ეგ არაფერი, რა არის?? (ლუკა) - მომისმინე, ლუკა ხო? ჯერ ერთი, არაფერი მნიშვნელოვანი. მეორე, რაც არ უნდა იყოს, შენი საქმე არ არის. მესამეც, გუშინ გითხარი მგონი რომ მარტო მიყვარს ყოფნა, ან ჩემს ძაღლთან ერთად და შეგიძლია ადგე და წახვიდე. მადლობა ყურადღებისთვის! ანამ ზურგი შეაქცია. - მაპატიე, არ მინდოდა გამებრაზებინე. მზის ამოსვლას ვუყურებ ხოლმე აქ. (ლუკა) - კარგი მე წავალ... ანამ ძაღლს ანიშნა რომ უნდა წასულიყვნენ და ჩანთის ჩალაგებას შეუდგა. - არ წახვიდე რა.. დღეს საღამოს ჩაის დალევ ჩემთან ერთად? (ლუკა) - არა. ყურადღება არც მიუქცევია ლუკას თხოვნისთვის, ისე წავიდა ანა... ლუკა რამდენიმე საათი მხოლოდ იარაზე ფირობდა, რომელიც ანას კისერზე დაინახა და რომელსაც მაისურის გამო ბოლო არ უჩანდა. რა შეიძლებოდა ამ პატარა გოგოს მოსვლოდა? აუცილებლად უნდა გაერკვია... ბიჭებს დაურეკა და ბარში დაუნიშნა შეხვედრა. ერთ საათში თვითონაც იქ გაჩნდა. - დღეს შემხვდა.. (ლუკა) - რა იყო შე*ემა შეგიყვარდა? რას აგვაწიოკე ორი დღეა. დასცინა საბამ. - რა შემიყვარდა, პროსტა ძაან დაინტრიგებული ვარ, დღეს ცოტა ნორმალურად მელაპარაკებოდა, მაგრამ მერე თმა გადაიწია და იცი რამხელა შრამი აქ? რაღაც სქელი ზოლი მიუყვება ქვევით, მაისურამდე დავინახე და ეტყობა არ ახსოვდა, ჩემი სახე რომ დაინახა ეგრევე უკან გადმოიყარა თმა. გამარკვევინეთ რა რა ჭირს მაგ გოგოს. (ლუკა) - იქნებ ნაოპერაციები აქ, ან შენ რას ნერვიულობ ერთი. (ლაშა) - მაინტერესებს, პროსტა. ეგ გოგო მაინტერესებს და უნდა გავარკვიო ყველაფერი. (ლუკა) - კაი გავარკვევინებ ტუსას, ამ დღეებში ბათუმში მიდიან სამი დღით და მაგათი ლექტორი ხო დეიდაჩემია, ვთხოვ რო ერთად მოახვედროს და ტუსას ეგეთები არ ეზარება, ოღონდ რამე დავავალო და ყველაფერზე წამსვლელია. (ლაშა) - როდის მიდიან? (ლუკა) - ზეგ. (ლაშა) - გაავგაზოთ ჩვენც. თან დაცხა და დავისვენებთ ცოტას. (ლუკა) - ბაზარი არაა ! (ლაშა, საბა) *************** აბა რას იტყვით? მოგწონთ თუ არა? ძალიან დიდი მადლობა კომენტარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი! თუ მოგწონთ, შევეცდები დღეს ტორმეტის მერე დავდო მიყვარხართ სულ სულ ყველა )) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.