შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქორწინება ანდერძით 8


30-05-2015, 17:24
ავტორი sopiko
ნანახია 6 995

იმ დღეს დათა ადრე მოვიდა სახლში და ამან ძალიან გამახარა. რა თქმა უნდა მისთვის ეს არ მიგრძნობინებია, თავხედურად დავუდე ბორში წინ და საძინებლისკენ წავედი.
-ნიტა ლექსო რომ არის ჩემი ძმაკაცი ხომ იცი, იმან დაგვპატიჟა ბორჯომში და წამოხვალ თუ მარტო წავიდე?-ამ კითხვამ გული ძალიან მატკინა. ეს იცით როგორი ნათქვამი იყო? მოვალეობის მოხდითი, სახეზე ეწერა ''თუ გინდა ნუ გამომყვები, ქალების მეტი რა მყავსო'', ნუთუ ამ ყველაფერს მხოლოდ ჩემს გასამწარებლად აკეთებდა. რას ქვია არ წავიდოდი, ლექსომ ხომ ჩვენი ამბავი არ იცოდა, ცოლ-ქმარი კი წესით ერთად უნდა ისვენებდეს. მინდოდა ერთი კარგად მიმელანძღა მაგრამ თავი შევიკავე, ნაძალადევად გავუღიმე და ვუთხარი:
-რა თქმა უნდა დათა არ დაგავიწყდეს რომ ფიქტიური და ფაქტიური ცოლი, ორივე მაინც ცოლია-დასამტკიცებლად მისი არგუმენტი გამოვიყენე და გამწარებული
შევედი საძინებელში.
''თითქოს ზრდილობიანი, ქალის პატივისცემის მცოდნე და დაჩაგრული ბიჭი რომელსაც აიძულებენ რომ ცოლი რაღაც ანდერძის გამო მოიყვანოს აი ვინ ყოფილა. ნამდვილი იდიოტი. ასე როგორ იქცევა, ჩემი ფასი ნუთუ ჯერ ვერ გაიგო, მაგას ვანახებ ვინა ვარ მე და ბორჯომში წასვლასაც ამისთვის გამოვიყენებ''-ვფიქრობდი გაცოფებული, დანა რომ დაერტყათ სისხლი არ გამომივიდოდა. საწოლში დავწექი და ჩემდაუნებურად ისევ დათაზე დავიწყე ფიქრი. ისევ მას ველოდებოდი. არა რა, რა ყოფილა ეს სიყვარული, მართლა ბრმა და ყრუ თორემ ეს შტერი როგორ შემიყვარდებოდი.
''ცხოველი''-კიდევ ერთხელ მივალანძღე გულში და გადავბრუნდი რათა დამეძინა მაგრამ ვერა, ვერაფრით ვერ ვისვენებდი. დათას ჩრდილი დავინახე კარებზე და მაშინვე გავყუჩდი არ მინდოდა მას ენახა რომ მეღვიძა, არ მინდოდა ჰგონებოდა რომ გაიმარჯვა, მისმა გეგმამ გაამართლა. დათა ოთახში შემოვიდა. ზურგი ამეწვა მივხვდი მე მიყურებდა და ეშმაკურად გადავბრუნდი მისკენ.
-გეღვიძა არა?-სევდიანად მითხრა მან. მე მხოლოდ თავი დავუქნიე და გავუღიმე.
-თავს რატომ იმძინარებდი?
-იმიტომ რომ შენზე გაბრაზებული ვიყავი.-გულწრფელად ვუთხარი მე.
-და ახლა?
-ახლა აღარ.
-რატომ?
-იმიტომ რომ დიდსულოვანი ადამიანი ვარ-ვუპასუხე მე ,არადა მინდოდა მეთქვა რომ მიყვარდა და ამიტომ ვაპატიე ეს ''დანაშაული''
-არ წვები?
დათა უხმოდ მომიწვა გვერდით და თმაზე ხელი გადამისვა.
-რა სულელი ხარ იცი?
-მართლა?
-კი.
-როცა გავიზრდები მეტყვი რატომ ვიყავი სულელი?
-გეტყვი ოღონდ იცი როდის? თავს რომ შეგაყვარებ-თვალებში ჭინკები აუთამაშდა დათას და გადაბრუნდა.
ეჰჰ რა იცოდა რომ მე უკვე მიყვარდა, ის კი ვერ მომატყუებდა იმიტომ რომ მიყვარდა და ვგრძნობდი მის ცივ საქციელს. შეიძლება არ ვიცნობდი მაგრამ მაინც. მისი მშვიდი ფშვინვა მომესმა და მივხვდი რომ ეძინა. მისკენ მივხოხდი და მკერდზე თავი ჩამოვადე. მის გულის ძგერას ვუსმენდი და ბედნიერი ვიყავი რომ მის საროჭკას არც ქალის სუნამო ასდიოდა და არც პომადა ეტყო. რა ბანალურია არა? ერთ ჩვეულებრივ დიასახლისს ვგავარ რომელიც სულ სახლშია, ბავშვებს უვლის და სამუშაოს ნატრობს. მიყვარდა მას კი არ ვუყვარდი, ურცხვად მატყუებდა და მე მხოლოდ მაშინ მქონდა მასთან ჩახუტების უფლება როცა ეძინა. სული შემეხუთა... მტკიოდა რომ გულში არ მიხუტებდა და არ მეუბნებოდა კიდევ ერთხელ რომ მართლა ვუყვარდი, აქ ტყული არაფერ შუაში იყო, მაშინ ხომ მეც ვეტყოდი რომ მიყვარდა, საკუთარ თავზე მეტად, მასთან ახლოს ვიყავი და დღითი დღე ვშორდებოდი. და როგორ უნდა მოვიქცე ამ შემთხვევაში? მომიწევს უარი ვთქვა საყვარელ ადამიანზე და განა იმიტომ რომ ის ჩემთვის სულერთია არამედ იმიტომ რომ მისთვისაა სულერთი ვინ იქნება მის გვერდით მე თუ სხვა, ვის ედება მის მკერდზე თავი მე თუ სხვას, ვინ გაყვება ბორჯომში მე თუ სხვა...სულერთია...

დილით ფეხზე წამოვხტი და დათას დავახტი. წუხელ გადავწყვიტე როგორც კი ბორჯომიდან ჩამოვიდოდით მისი სახლიდან წამოვსულიყავი, განქორწინებას არ ვაპირებდი რადგან ფული მჭირდებოდა უბრალოდ მასთან კავშირი აღარ შემეძლო. მინდოდა ახლა ეს ერთი კვირა ისე მეცხოვრა მასთან როგორც ბედნიერ ფაქტიურ ცოლს და არა მოვალეობის მოხდით.
-დათა დათა გაიღვიძე, ბორჯომში მივდივაართ-ვუყვიროდი ყურში და თან ვუღუტუნებდი.
-ამისთვის რომ დაისჯები ხომ იცი-უცბად აღმოვჩნდი მის მკლავებში.
-მმმ და როგორ? მკაცრი დასჯის მეთოდები გაქვს?-სიცილით ვკითხე მე.
-მკაცრი არ ვიცი მე, მაგრამ სასიამოვნო კი.
-რას გულისხმობ?
-ნუ მიწვევ პატარა ქალბატონო თორემ...-ჩემი კოცნა დააპირა ბიჭმა.
-უი პატარა ქალბატონზე გამახსენდა გუშინ წიგნის მაღაზიაში შევხვდი წიგნს ''პატარა ქალბატონები'' უნდა მეყიდა და...-უცებ ავლაპარაკდი მე რადგან შემეშინდა არ ეკოცნა და ბრძოლის უნარი არ დამეკარგა.
-ნუ ცდილობ გონება ამირიო-ძვლივს ამოილაპარაკა დათამ და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. ოჰჰ როგორ მსიამოვნებდა მასთან სიახლოვე მაგრამ ამის უფლებას გონება არ მაძლევდა, ხელი ვკარი და მოვიშორე.
-ზედმეტებში ნუ გადავდივართო.
-აუ ზუსტად მაშინ რატომ მაჩერებ როცა მინდა რომ გითხრა როგორ მიყვარხარ?-სიცილით მკითხა მან.
-მართლა უნდა გეთქვა?-ტუჩები სასაცილოდ მოვწრუპე მე.
-აბა გატყუებ?-წამში დასერიოზულდა ის.
-ახლა მეტყვი?-ვთხოვე მე.
-მიყვარხარ პატარა ქალბატონო-ხელები მომხვია მან და ჩამიხუტა.
ჩანთები წინა დღეს ჩავალაგე. საუზმე მივირთვით და დათა გარეთ გავაგდე რადგან არაფერს არ მაცლიდა თუმცა რად გინდა, არც ეზოდან არ შეუწყვეტია ჩემი კონტროლი.
-არ მორჩი?-მირეკავდა ყოველ წუთს და მევედრებოდა მალე ჩამოდიო, მაგრამ როცა კი გარეთ გამოსვლას დავაპირებდი მაშინვე მახსენდებოდა რომ რაღაც მავიწყდებოდა. ბოლოს როგორც იქნა გარეთ გამოვეტიე და დათას მანქანაში ჩავჯექი.
-აი ახლა დავრწმუნდი რომ ქალების 10 წუთი მთელი საუკუნეა.-ამოიხვნეშა დათამ და მანქანა დაქოქა.
-ეს მაშინ როცა საქმე საყვარელ ქალს ეხება...-გავუღიმე მე და ბორჯომში ჩასვლამდე ხმა აღარ ამოგვიღია.

.........................................................
ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. მიხარია რომ ამ მოთხრობას უფრო ბევრი ნახვები ( :D ) აქვს ვიდრე სხვებს :D ჩემი გოგოს სიჯიუტე მეც ძალიან მაბრაზებს, აი ნახავთ მალე მოვუტეხ რქებს :D <3



№1  offline წევრი რახელი

იმედი მაქვს თორე დავიტანჯე ამათი ცოდვით.კარგია ძალიან..წარმატებები

 


№2  offline წევრი ხატული♥

ჰმ მომწონს და მალე შეაგნებინე ამ გოგოს რაა რომ უყვართ ერთმანეთი :D მალე დადეეე ♥

 


№3  offline მოდერი sopiko

mmm
kargia...male dade ra shemdegi :))

მადლობა დიდი love ზუსტად არ ვიცი მაგრამ ალბათ ხვალ დავდებ

რახელი
იმედი მაქვს თორე დავიტანჯე ამათი ცოდვით.კარგია ძალიან..წარმატებები

ხატული♥
ჰმ მომწონს და მალე შეაგნებინე ამ გოგოს რაა რომ უყვართ ერთმანეთი :D მალე დადეეე ♥

მიყვარხართ ორივე ძალიან love რა ჩემი ბრალია თუ ეს გოგოა შეუგნებელია და გტანჯავთ, როგორც შეგპირდით შემდეგ თავში რქებს წავატეხ wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent