შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რიგითი საქმე, N101 (2)


30-05-2015, 18:23
ავტორი N7
ნანახია 4 267

ზაფხულის შუა რიცხვები იყო და თბილისიდან ყველა გადიოდა. ვის რაღა ესაქმებოდა ამ სიცხის ბუდეში. მხოლოდ მარიამი და ქეთა ისხდნენ სახლში და განიხილავდნენ სად წასულიყვნენ, სანამ სამსახური კარზე მიუკაკუნებდათ.
–გოგოებს რომ ვუთხრათ და ერთიანად, მაგრად გავერთოთ? – წამოჭრა მარიამმა აზრი და დაბღვერილ ქეთას გადახედა.
–ანიც გვეყოფა სამხიარულოდ, – კოპები შეკრა ქალმა. – შემჭამა, უჩემოდ თუ სადმე წახვალ სახლში არ დაბრუნდეო...
–წამოვიდეს, გულს გადააყოლებს ცოტას.. – გაეღიმა მარიამს და ფანჯარასთან მივიდა. – თოფაძეებიც მიდიან.
–ეგენი სულ ისვენებენ და ნეტა რისგან, – გაეცინა ქეთას.
–რას გაიგებ, – მხრები აიჩეჩა მარიამმა.
–ბათუმი ყველაზე კარგი ვარიანტია რა, – ისევ თემას დაუბრუნდა ქეთა.
–ხოდა გეუბნები, ბათუმში მარტო წასვლა არ ღირს, – კვლავ იგივეს გაიძახოდა მარიამი.
–მაშინ წაიყოლე ისინი, არ მინდა მე კატოს და ნინაჩკას გამაბრუებელ ლაპარაკს ვუსმინო ორი კვირა, – ხელები მკერდთან გადააჯვარედინა ქეთამ და გაბრაზების ნიშნად, ცხვირი იქეთ გაწია.
–კარგი ხო, კარგი, – დანებდა მარიამი.
–ესეიგი, შენი მანქანით მივდივართ? – გაუხარდა ქეთას.
–დიახ, ბატონო, – დაეთანხმა მარიამი, – აბა შენი მანქანით რომ წავიდეთ, ჯერ მარტო ჩასვლისთვის დაგვჭირდება ორი დღე, – გაეცინა.
მისკენ მფრინავი ბალიში მოხერხებულად მოიგერია და სიცილი გააგრძელა.
მეორე დღესვე აიღეს ბათუმისკენ გეზი. შოპინგი მომთავრებული ჰქონდათ და იმით დაიმედებულები, რომ ბათუმშიც დახვდებოდათ მაღაზიები, წავიდნენ. გზაში ერთმანეთს სიმღერით აყრუებდნენ და მუსიკის ხმას სრულად ფარავდნენ. ანიც გამხიარულებულიყო. მომღიმარი ჩასჩერებოდა ტელეფონს და რამოდენიმეჯერ დაყოვნების შემდეგ, მარიამმა მიმართა.
–ანანო, რა ხდება, რას გვიმალავო? – გამომცდელადგახედა სარკიდან, რომელშიც აშკარად გამოჩნდა გოგოს აკაფრული სახე.
–რას გიმალავთ? – დარცხვენით კი არ თქვა, დაიჩურჩულა.
–მაგალითად, ბიჭების ამბებს, – ღიმილით უთხრა.
–არა! – წამოიძახა. – რა სისულელეა! – უარის ნიშნად თითი ააფრიალა ჰაერში.
–აბა გოგოების? – გამხიარულებისთვის იკითხა მარიამმა, რომელმაც ანის შეცვლილი, დარცხვენილი სახე დაინახა და უარესად რომ არ დაერცხვინა, შეწყვიტა საუბარი.
ანი 20 წლის არის, მარიამსა და ქეთაზე ხუთი წლით პატარა. უყვარს ქეთას თავისი და, ძალიან. მაშინ, როცა კაკისთან ჰქონდა ურთიერთობა აფრთხილებდა, სულ ეუბნებოდა, რომ გულს გაუტეხავდა მამაკაცი. ეტყობოდა კიდეც, და არც გასაკვირი იყო მისი მექალთანეობის ამბავი. ანი არ იყო ეჭვიანი, თუმცა ყველაფერი გულთან ახლოს მიჰქონდა. არავისთვის გაემხილა, თუმცა თავადაც არ იცოდა რას გრძნობდა კაკის მიმართ, იყო ეს სიმპათია ფულიანი და სიმპათიური მამაკაცის მიმართ, თუ იყო ეს სიყვარული. არ იცოდა და შესაბამისად აბნევდა კაცს. ბოლოს, როცა ყველაფერი მობეზრდა, გამოუცხადა, რომ არ უყვარდა და მიატოვა კაკი, სხვება კი ეს ამბავი კაკის დასრულებულად მონათლეს და ყველა პირით გალანძღეს. ფიფიას სრულებით არ ადარდებდა ეს ამბავი, რადგან მაშინ ანი მართლაც უყვარდა და სხვის ჭორებს უბრალოდ ატარებდა იმ იმედით, რომ გოგო დაუბრუნდებოდა. საბოლოოდ კი, დრომ სიყვარული გაიწოვა, თან წაიღო და ბავშვურ ახირებას მიეწერა. ქეთა კი კიდევ ვერ პატიობს კაკის ვითომდა დის გულისტკენას.
მარიამმა ვერაფრით უთხრა ქეთას ის, რომ კაკი გამოელაპარაკა და მეტიც, ბოლომდე დახარჯა მისი ფლირტის სამყოფი.ან კი როგორ უნდა ეთქვა, დაქალს ეს უკანასკნელი ჭირივით ეზიზღება. რამდენჯერაც სადმე კაკიზე წამოიწყებდნენ საუბარს, მაშინვე აჩუმებდა ქეთა „ეგ რა კაციაო“ სიტყვით.
–იმას იქ რა უნდოდა? – წამოჭრა თემა ქეთამ, როდესაც გაუსაძლისი გახდა გამეფებული დუმარება მანქანაში.
–ვის და სად? – გულახდილად გაუკვირდა მარიამს.
–იმას, სასამართლოში, – მკაცრად თქვა და შეგნებულად არ დაასახელა.
–აა, არაფერი რავიცი, – მხრები აიჩეჩა მარიამმა და თავი გაატრიალა.
–მიმალავ რაღაცას, – ეჭვნარევად გახედა ქეთამ.
–მერე გეტყვი რა, – მუდარის ნიშნად თითები ყელთან მიიტანა მარიამმა.
–იცოდე არ მავიწყდება! – ნიშნისმოგებით, მკაცრად შეუღრინა დაქალმა და ფანჯარაში თავი გაჰყო.
მაისურზე დაქაჩა მარიამმა და თვალები დაუბრიალა.
–შეიძლება ადვოკატი ვარ, მაგრამ მაგის გამო შეღავათს არავინ გამიკეთებს, ან თავს წაგაცლიან, ან დამაჯარიმებენ.
–უფ, ხო კაი, – ხელები მკერდთან გადააჯვარედინა და გზას მიაპყრო ყურადღება. – შეხედე, რა კარგი ჰამაკებია?! სოფლისთვის ხომ არ ვიყიდო? – თქვა და სანამ დამუხრუჭებას მოასწრებდა მარიამი, ლამის გადახტა.
–გოგო, რამ გადაგრია? – შეუღრინა და თავადაც გადაყვა.
–რა ღირს ჰამაკი? – ჰკითხა ქეთამ პირველივე ქალს, ვინც შეხვდა.
–არ ვიცი, შვილო, მე არ ვყიდი, – ღიმილით ჩაილაპარაკა ქალმა.
–მერე ნორმალურად მითხარით, – გაბრაზდა ქეთა.
–რა ითხარი, შვილო, არანორმალურად? – გულახდილად გაუკვირდა ქალს.
–ქეთა, – შეუღინა და წელზე უჩქმიტა.
–მეტკინა, – სახე დაემანჭა გოგოს.
–რა გჭირს, რამ გადაგრია? – მკაცრად დაილაპარაკა.
–მარცნივ გაიხედე ნელა, – დაიჩურჩულა ქეთამ და ამ ჩურჩულშიც დაეტყო აშკარა გაღიზიანება, სიბრაზე.
მართლაც ნელა გააპარა მარიამმა მზერა მარცხნივ, ისე თითქოს ჯაშუში ყოფილიყოს, კაკის დანახვაზე სუნთქვა შეეკრა და თავადაც ვერ მიხვდა რამ გამოიწვია ეს.
–აქ რა უნდა? – აღმოხდა გაკვირვებულს და ცოტა არ იყოს, შეშინებულს.
–რაც ჩვენ, ის იმასაც, – მტკიცედ დაიჩურჩულა და გაკვირვებულ გამყიდველს გახედა. – რა ღირს ჰამაკი?
–რომელი გნებავთ, გააჩნია... – ჩამოთვლა დაიწყო, მაგრამ ქეთას უკვე აღარაფერი ესმოდა, მათკენ მომავალ კაკის, მომღიმარს, გაშმაგებული უყურებდა და გულში საჩხუბარ სიტყვებს ალაგებდა.
–გოგოებო, როგორ ხართ? – თავისი ჩვეული შარმით იკითხა და კინაღამ დამდნარ მარიამს გადახედა, ჩაეღიმა, შემდეგ ქეთას ალმოდებულ სახეზე კი სიცილი ვეღარ შეიკავა. – რა იყოთ, კაკი ვარ ფიფია, მკვდრეთით აღმდგარი ჰიტლერი კი არა! – სიცილი გააგრძელა და ქეთას მკარცმა მზერამ, მკაცრ სიტყვებთან ერთად, შეაჩერა.
–მისმინე, ყეყეჩო! – შეუღრინა. – სანამ კაცად ხარ, გადი აქედან!
–თორე რას მიზავ? – ისევ აუტყდა სიცილი კაცს.
–რას გიზავ, თავად ნახავ, უბრალოდ გაფრთხილე, ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ! – შეუღრინა გაბრაზებულმა ქეთამ და ახევებული თითი ცხვირწინ გაუჩერა.
გამოფხიზლებულმა მარიამმა მოტვინა, რომ უნდა ჩარეულიყო.
–ქეთა, მორჩი, – ხელი ჩამოაწევინა და წყნარად უთხრა. – არაგვიშავს, კაკი, – მამაკაცს მიუტრიალდა ღიმილით და ქეთას მკაცრი მზერა უბრალოდ დააიგნორა.
–კიდევ კარგი, რომ შენც არ მემუქრები, თორე გადასახვეწად გამიხდებოდა საქმე, – ჩაიხითხითა კაცმა და ქეთას მკაცრ მზერაზე უბრალოდ გაეცინა.
–კაკი, როგორ ხარ? – გაისმა ანის ხმა გოგოების ზურგს უკნიდან და გაკვირვებულმა გახედა ტრიომ გოგონას.
–სერიოზულად, ანი? – თვალები ჭყიტა ქეთამ.
–კარგად ვარ, ანანო, შენ? – საპასუხო ღიმილით დააჯილდოვა მამაკაცმა ზრდილობიანი გოგო.
–მეც არამიშავს, – ქეთა დააიგნორა. – აქ რამ მოგიყვანა?
–ბათუმისკენ მივდივარ და ჰამაკი უნდა გავაყოლო, თქვენ?
–ჩვენც, – დაუთანხმა გოგონამ და უმალ დაემშვიდობა, თან ქეთაც წაიყოლა.
მანქანაში ჩამსხდრებმა ერთმანეთს ანოტაციები უკითხეს და საბოლოოდ, ძლივს დაარწმუნა ანიმ, რომ აღარ უყვარდა კაკი და არ იყო ისტერიკების გამართვა საჭირო ყოველ შეხვედრაზე. ქეთა მაინც არ ცხრებოდა, ემოციური გოგო იყო, მაგრამ გული კი დაუმშვიდდა, რახან ანის ეს მექალთანე მამაკაცი აღარ უყვარდა, აღარ უჭირდა არაფერი.
–ესეიგი ბათუმში? – მარტო დარჩენილმა კაკიმ და მარიამმა ლაპარაკი გააგრძელეს, უფროსწორად, კაკის ჰქონდა მცდელობა, მაგრამ მარიამი არ იყო ხასიათზე.
–კარგი, ბატონო კაკი, – ისევ ფორმალობაზე გადავიდა და ნაძალადევად გაუღიმა მამაკაცს, – უნდა წავიდე, კარგად.
–ბატონო არა, კაკი! – მიაძახა უკვე მანქანასთან მისულ მარიამს და თავადაც მანქანისკენ აიღო გეზი.
____________________________________________________
–ეგ გოგოა, ? – ჩაჯდა თუ არა, სამივე ძმაკაცმა ერთდროულად იკითხა.
–კი, მარიამი, – ერთ ნოტაზე თქვა აღფრთოვანებულმა მამაკაცმა.
–თუ შენ სერიოზულად არ ფიქრობ, რა ვიცი... – თქვა გაგუამ გაკრეჭვით.
–გაგუა, დაახვიე–მეთქი! – კიდევ ერთხელ შეუღრინა და მარიამის მანქანას აედევნა.
____________________________________________________
–თქვენ ორივე გადაირიეთ ხო? – გაცეცხლებულმა ქეთამ დაუყვირა ორივეს, როგორც კი მანქანაში დაიგულა.
–გოგო, რა გინდა? – ანიც გაგულიანდა. – გითხარი აღარ მიყვარს–მეთქი და არც არასდროს მყვარებია! – წამოიყვირა მწყობრიდან გამოსულმა.
–არ გყვარებია? – გაკვირვებულმა და გაცეცხლებულმა დაიყვირა. – აბა ის რ აიყო, მთელი კვირა რომ ვერ გასულიერებდით და ვერ გაბრუნებდით დედამიწაზე?
–გოგოს გამო იყო ეგ, – დარცხვენილმა აღიარა დაბალ ხმაზე და თავი ჩახარა. გაკვირვებულმა მარიამმა სვლა შეანელა, რადგან ქეთას აფეთქების შეეშინდა.
–გოგოს გამო? – ძივს მოსულმა აზრზე, იკითხა ქეთამ.
–ხო, გოგოები მომწონს და სულ არ მადარდებს რას იტყვი ან შენ, ან კიდე შენი მილიარდელი კაკი! – წამოიყვირა ანიმ.
გაჩუმებულ ქეთას ხმა არ ამოუღია მთელი დარჩენილი გზა, მომხდარის გადახარშვას ცდილობდა, მაგრამ საღ გონებაზე არ იყო და ვერ ახერხებდა. მარიამი ცდილობდა ანი ენუგეშებინა და გვერდში დასდგომოდა, რადგან დასთან იმის აღიარება, რომ არასწორი ორიენტაციის ხარ, ადვილი საქმე არ არის.
დარჩენილ გზას, ხან მარიამი უსწრებდა კაკის, ხანაც კაკი – მარიამს. ვერ ახერხებდა მამაკაცისგან თავის დახსნას ქალი, რადგან კაცს აშკარად არ სურდა მოსვენების ნება მიეცა მისთვის.
______________________________________
დიდი ბოდიში პაწია დაგვიანებისთვის, ამაზე ადრე ვერ მოვახერხე, დილით გავდივარ სახლიდან და გვიან მიწევს მკვდარივით მოსვლა..
ხვალ დიდს და კარგ თავს გპირებით
გამახარა თქვენმა აქტიურობამ, კარგები ხართ, დიდი მადლობა და კიდევ ველოდები თქვენს მხარდაჭერას.
ვიმედოვნებ ისიამოვნეთ მიყვარხართ!



№1  offline წევრი lamazmani

პირველი ვარ აუ ძაან მაგრაი მომწონს ძაან უმაგრესია შენც მაგარი ხარ აი არ ვიცი რა ვთქვა არ მეყო ეს თავი უფრო დიდი მინდა love love love

 


№2  offline წევრი N7

lamazmani
პირველი ვარ აუ ძაან მაგრაი მომწონს ძაან უმაგრესია შენც მაგარი ხარ აი არ ვიცი რა ვთქვა არ მეყო ეს თავი უფრო დიდი მინდა love love love

მიყვარხარ მე შენ!❤❤❤❤❤❤❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი Ignifex

ოპაა,არ მოველოდი ანის მსგავს აღიარებას

მომწონს ძალიან <3

 


№4  offline წევრი lamazmani

N7
lamazmani
პირველი ვარ აუ ძაან მაგრაი მომწონს ძაან უმაგრესია შენც მაგარი ხარ აი არ ვიცი რა ვთქვა არ მეყო ეს თავი უფრო დიდი მინდა love love love

მიყვარხარ მე შენ!❤❤❤❤❤❤❤❤

მეც მიყვარხარ love love love

 


№5  offline წევრი ფსიქო.13

fuu,pidarasti -,- gawiet eg araswori! fui, fifias girsi iyo eg? shegircxvat orientacia.
kargi xar,mariamoc kargia,cota areulia da me kide ver vitan areulebs :) ar tqva axla kargad waikitxeo,gaglanzgav :3
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№6  offline წევრი N7

Ignifex
ოპაა,არ მოველოდი ანის მსგავს აღიარებას

მომწონს ძალიან <3

მიხარია❤❤
psychopath_013
fuu,pidarasti -,- gawiet eg araswori! fui, fifias girsi iyo eg? shegircxvat orientacia.
kargi xar,mariamoc kargia,cota areulia da me kide ver vitan areulebs :) ar tqva axla kargad waikitxeo,gaglanzgav :3

რა არის არეული, ჩემი სიკვტილი ყველაფერს ორ თავში ხო ვერ დავწერ ვაჰ:დ მადლობ, რომ მიძლებ❤❤
lamazmani
N7
lamazmani
პირველი ვარ აუ ძაან მაგრაი მომწონს ძაან უმაგრესია შენც მაგარი ხარ აი არ ვიცი რა ვთქვა არ მეყო ეს თავი უფრო დიდი მინდა love love love

მიყვარხარ მე შენ!❤❤❤❤❤❤❤❤

მეც მიყვარხარ love love love

❤❤❤❤❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7  offline წევრი სტიქია

რამდენი ხანია ველოდი რაღაც მსგავსს და ძალიან გამიხარდა ახლა რომ შევხვდი ამ ისტორიას. სულ მინდოდა, რომ ვინმეს დაეწერა ანის მსგავს ადამიანებზე. ვიცი, რომ ეს არ არის ანის სიყვარულის ისტორია, მაგრამ მაინც მიხარია, რომ გაკვრით მაინც ახსენე. ძალიან მიხარია, წარმატებებს გისურვებ

 


ანოტაცია იცი საერთოდ რას ნიშნავს?:დდ სიტყვს მნიშვნელობა თუ ზუსტად არ იცი,აწი აღარ გამოიყენო:დდდდ

 


№9  offline წევრი N7

სტიქია
რამდენი ხანია ველოდი რაღაც მსგავსს და ძალიან გამიხარდა ახლა რომ შევხვდი ამ ისტორიას. სულ მინდოდა, რომ ვინმეს დაეწერა ანის მსგავს ადამიანებზე. ვიცი, რომ ეს არ არის ანის სიყვარულის ისტორია, მაგრამ მაინც მიხარია, რომ გაკვრით მაინც ახსენე. ძალიან მიხარია, წარმატებებს გისურვებ

ანის ურთიერთობებიც იქნება აქ, ალბათ. მიხარია,რომ მოგეწონა❤
ჩვეულებრივი ადამიანი
ანოტაცია იცი საერთოდ რას ნიშნავს?:დდ სიტყვს მნიშვნელობა თუ ზუსტად არ იცი,აწი აღარ გამოიყენო:დდდდ

მითხარი და მეორედ აღარ გავიმეორებ:დ სწრაფად ვწერდი ამ თავს და სხვა შესატყვისი მაინც და მაინც არ მომდიოდა თავში^
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№10  offline მოდერი MyLove

სიამოვნებით ვკითხულობდი თითოეულ სიტყვას.
არაჩვეულებრივი ხარ!
მიხარია, რომ გიპოვე!
დღეიდან ჩავუჯდები შენს ისტორიებს და ყველას წავიკითხავ.
დარწმუნებული ვარ, ძალიან ვისიამოვნებ!
მაგარი ხარ. ასე გააგრძელე! ♥ ♥
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


ამ შემთხვევაში ნოტაცია უნდა გამოგეყენებინა.ანოტაცია სულ სხვა რამეა;)

 


№12  offline წევრი N7

MyLove
სიამოვნებით ვკითხულობდი თითოეულ სიტყვას.
არაჩვეულებრივი ხარ!
მიხარია, რომ გიპოვე!
დღეიდან ჩავუჯდები შენს ისტორიებს და ყველას წავიკითხავ.
დარწმუნებული ვარ, ძალიან ვისიამოვნებ!
მაგარი ხარ. ასე გააგრძელე! ♥ ♥

უღრმესი მადლობა, ძაალიან გახარებული ვარ, ძა-ლი-ან!❤❤
ჩვეულებრივი ადამიანი
ამ შემთხვევაში ნოტაცია უნდა გამოგეყენებინა.ანოტაცია სულ სხვა რამეა;)

მადლობ შენიშვნისთვის, სხვა დროს გავითვალისწინებ, შესაძლოა მექანიკურადაც გამეპარა, არაა გამორიცხული❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№13  offline წევრი ფსიქო.13

N7
Ignifex
ოპაა,არ მოველოდი ანის მსგავს აღიარებას

მომწონს ძალიან <3

მიხარია❤❤
psychopath_013
fuu,pidarasti -,- gawiet eg araswori! fui, fifias girsi iyo eg? shegircxvat orientacia.
kargi xar,mariamoc kargia,cota areulia da me kide ver vitan areulebs :) ar tqva axla kargad waikitxeo,gaglanzgav :3

რა არის არეული, ჩემი სიკვტილი ყველაფერს ორ თავში ხო ვერ დავწერ ვაჰ:დ მადლობ, რომ მიძლებ❤❤
lamazmani
N7
lamazmani
პირველი ვარ აუ ძაან მაგრაი მომწონს ძაან უმაგრესია შენც მაგარი ხარ აი არ ვიცი რა ვთქვა არ მეყო ეს თავი უფრო დიდი მინდა love love love

მიყვარხარ მე შენ!❤❤❤❤❤❤❤❤

მეც მიყვარხარ love love love

❤❤❤❤❤❤

kargad ro wer imito gizleb,toree... :DD
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent