შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გპირდები" - (1)


30-05-2015, 20:29
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 2 885

წვიმს... მე კი ქუჩაში გიჟივით დავდივარ. თოთქოს არსად არ მეჩქარება, მაგრამ ვიცი, რომ დედაჩემი სახლში მელოდება და მალე უნდა მივიდე, არ მინდა სახლში მისვლა, რადგან ვიცი ისევ დედაჩემის ტანჯულ სახეს უნდა ვუყურო. აქეთ-იქით ვიყურებუ და ხალხის ამაზრზენ სახეებს ვაკვირდები. უცებ გვერდზე უნებურად გავიხედე და ბაღში სამი გოგო დავინახე, რომლებიც სიგარეტს ეწეოდნენ და ჭიპამდე ჩახსნილი დეკოლტეებით იჯდნენ. სახეზე ზიზღი გამომეხატა. როგორ ვერ ვიტანდი ასეთ გოგოებს, ისინი ხომ ჯერ ბავშვები არიან. ჩემხელები იქნებოდნენ, 15წლისები. სიგარეტი, ლოთობა, პლანი, წამალი ეს ისაა რასავ ვერ ვიტან, მძულს გოგოებში. ბიჭებზე არ ვამბობ, რადგან უკვე ყველა ესეთია, ყველა ბიჭის ცხოვრება უკვე ამ ნაგვით შემოიფარგლება და მათში შედარებით ასატანია ვიდრე გოგოებში. ყოველთვის ვთვლიდი, რომ არავის არ ესმოდა ჩემი, მე კი ყველასი მესმოდა. რამდენი ახლო მეგობარი მყოლია, მაგრამ ბოლომდე მაინც არავინ არ მიცნობდა, მათ არ იცოდნენ მე რისი გაკეთება შემეძლო და რისი არა. ერთი დაქალი მყავდა ნამდვილი. არც ის არ მიცნობდა კარგად და ბოლომდე, თუმცა მაინც ყველაზე უკეთ იცოდა ვინ ვიყავი. ნამდვილი მეგობარი იყო, მაგრამ მაინც დავკარგე, მიზეზი კი ჩემი საქციელებია. არ ვიცი რა მინდა ამ ცხოვრებისგან, რატომ ვტკენ გულს ადამიანებს რომლებსაც ვუყვარვარ და მიყვარს. მხოლოდ ერთი ვიცი, რომ არ ვარ ბედნიერი და არც არასდროს ვყოფილვარ. ამ ფიქრებში გაფანტულმა ახლაღა გავაანალიზე, რომ უკვე ჩემს უბანში ვიყავი. აქ ახალი გადმოსულები ვიყავით მე და დედაჩემი, რადგან მამაჩემს გაშორდა და ქირით ვცხოვრობდით. ვერ ვტან აქურობას. შეიძლება ითქვას, რომ ვერცერთ უბანს ვერ ვიტან. ყველგან ამაზრზენი ხალხი ცხოვრობს და არც ეს ადგილია გამონაკლისი. ამ დროს წინ დავინახე რომ უბნის „სწერვა სასტავი“ მოდიოდა, მაგათი თავი ნამდვილად არ მქონდა და ამიტომ გვერდზე შევუხვიე სადაც ჩემს სახლამდე გრძელი გზა იყო, მაგრამ მერჩივნა. აქ არავინ დადიოდა, არც მანქანები ეყენა ხოლმე. ვიწრო ქუჩაა, რომლის ერთ მხარე კორპუსებია, მაგრამ აქედან არ არის სადარბაზოები, ხოლო მეორე მხარეს კი ნანგრევებია. მიყვარს მარტოობა, ალბათ იმიტომ, რომ მიჩვეული ვარ. ემო ან რაღაც ეგეთი არ გეგონოთ, უბრალოდ ჩემებური ვარ რა, ალბათ ამოტომაც ვერავინ ვერ მიგებს. ხო სულ დამავიწყდა, მე მარი ვარ 15წლის, სწორი ცხვირით, ცისფერი თვალებით და მოყავისფრო გრძელი ხვეული თმებით. არ ვარ გამხდარი, არც მსუქანი ვარ, საშუალო წონის და სიმაღლის ვარ. დიდად არ მომწონს ჩემი თავი, მაგრამ იყო დრო როცა მეზიზღებოდა, ეს მაშინ როცა მსუქანი ვიყავი, ახლა კი იმასთან შედარებით ბევრად გამხდარი ვარ და რაღაც იმედი მაქვს, რომ მთლად კატასტროფა არ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ნათესავები, მეგობრები, მშობლები მეუბნებიან ლამაზი ხარო მე მაინც არ მჯერუდა და არც მჯერა. ასეთი ვარ...

______________


P.S - მოგესალმებით ყველას დიდი ხნის პაუზის შემდეგ. ვინაიდან და რადგანაც ჩემი ეს პირველი და ყველაზე საყვარელი ისტორია წაშლილ იქნა ამ საიტიდან, გადავწყვიტე თავიდან დამედო. ზოგი შეიძლება უკვე იცობთ, ზოგი კი ახლა გაიცნობთ. ველი თქვენს შეფასებებს, წინასწარ გმადლობთ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent