მალბოროსთან წასაკითხი არაბანალური ისტორია(1)
ყველა გოგომ იცის,რომ დილას, სახლიდან გასვლის წინ სარკეში ბოლო ჩახედვა განაპირობებს მთელი ჩვენი დღის განწყობას. მერე რა, რომ ამას არავინ ვაღირებთ, მითუმეტეს ქეთო, ალბათ მთელ ჭავჭავაძეზე ყველაზე სერიოზული, მიზანსწრაფული და უბრალო გოგო, ყოველ შემთხვევაში თვითშეფასება ქონდა ასეთი, თორემ მისი ნებისმიერი მეგობრისთვის, რომ გეთხოვათ ქეთო დამიხასითე მარტივად და ლაკონურადო, ამ დავალებას სრულფასოვნად ვერავინ გაართმევდა თავს, ხან რას მოედებოდნენ ხან რას: -ქეთო? ა ხო ჩემი ქეთო, არვიცი აი ქეთოა, როგორ აგიხსნა, საყვარელია, ჭკვიანი, კეთილი, უი ძალიან მიამიტი იყო, ხო მგონი იყო, თუ არი... მოკლედ ქეთო კარგი გოგოა. -და რატო მეკითხები? ვაბშე, ქეთოს თუ იცნობ, რატომ სვავ ამ კითხვას? ასე ერთი სიტყვით ვერ დავახასიათებ ჩემ ვერცერთ ახლო ადამიანს, ქეთოს მითუმეტეს, და რაში გაინტერესებს ვაფშე? ისე ქეთო კაი გოგოა... -ჭკვიანია და იცის ამ ცხოვრებისგან რაუნდა, მაქსიმალისტია, მემგონი, თავად, რომ თხოვო საკუთარი თავი დაგიხასიათოს არა? ნუ ქეთო კაი გოგოა... ხო და სად ვიყავით? ა, უკაცრავად, მოკლედ ოთხშაბათის დილაც გათენდა, როგორც თენდება ხოლმე, სა ზიზ ღრად! და მერე როგორ ეზიზღებოდა ქეთოს ოთხშაბათი?! ძულდა! ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მეათედ ქონდა სნუუზზე დაჭერილი ტელეფონის მაღვიძარაზე, ძლივს, რომ გადმობობღდა საწოლიდან. ღამე ნათევი, რას არ გაიღებდა ახლა ერთი ღერი მალბორო გოლდისთვის და ტკბილი ყავისთვის, მაგრამ არცერთზე მიუწვდომოდა ხელი-სიგარეტთან მიახლოებულიც, რომ დაენახათ დედიკო და მამიკო, ოოხ მართლაც დედიკო და მამიკო... თავს მოაძრობდნენ, დიახაც თავს, შაქრიანი ყავის დალევის უფლებას კი სამწუხაროდ ქეთო ვერ მისცემდა თავს. საათს, რომ დახედა, მიხვდა, რომ თუ იმას არ ჩაიცვამდა რაც პირველი ხელში მოხვდებოდა ნამდვილად დააგვიანებდა, და არების გამო ექსტერნიც გარანტირებული ექნებოდა. ისე სწრაფად ჩაიცვა თვითონაც ვერ გაიაზრა, თმაც კი არ დაუვარცხნია ,გასვლის წინ ერთი შეავლო საკუთარ ანარეკლს სარკეშ თვალი, ერთი გაიფიქრა დღეს საზიზღრი ხასიათი გარანტირებული მაქვსო და სახლიდან გავარდა. ნინის შეხვდა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. -ქეთო, ისე მომენატრე ისე, ხანდახან მაინც, რომ ოხვდიე სკოლაში არიქნება ცუდი, იცი? მოდი ჩაგეხუტები რა! -ნინი, მეც მომენატრე, მაგრამ მოდი ეს ჩვენი სენტიმენტალურობით აღსავსე თბილი და უსაყვარლესი შეხვედრა ჩახუტების გარეშე დავტოვოთ, კარგი? არიცოდე მაინც როგორ ვღიზიანდები. -კარგიიი, ვის შენი თვალების ქვემოთ ჩაშავებული უპეები მეუბნებიან, რომ ან გამოცდებისთვის ისევ გადაბმულად ყოველ ღამე ათენებ ან რაღაც ახალი, საოცარი წიგნი გაპოვნინა შენმა ბედისწერამ. -წიგნი არვიცი, მაგრამ მაგრად კი დამცინა ამ ჩემმა ბედისწერამ, მთელი ღამე ვატოს ვწერდი. ნინის თერმოსით წამოღებული ყავა გადასცა, ძლივს მოსულიერდა, ცოტახანი ჩუმად იდგა და ქეთოს მუქარის ტონით მიუბრუნდა: -ბედისწერამ კი არ დაგცინა, შენთვითონ იგდებ შენთავს დასაცინად და ისევ შენ დაცინი შენ თავს, არა რო კითხო ყველაზე პრინციპული გოგოა, ბიჭებთან თავს იფასებს და იმიტოა 16 წელი სრუუულიად მარტო, შენ სულ გაგიჟდი? წერდი ხო 900 მეტრიან ტექსტებს და ის ხო და არას გარდა არაფერს გპასუხობდა. როდემდე თორე კაი? ხოხედავ არგამოგივიდა არაფერი რაცარუნდა საწყენი იყოს?! ვიღაც უთავმოყვარეო 12 წლის ბავშვზე ხოარაა საუბარი აშკარად ყველაზე აზრზე მოსული შენხარ ჩვენ შორის და ამდროს რასაკეთებ? ან როდემდე? -კაი ვსო, რომელიმე ეზოშ შემომყევი, რომ არ მოვწიო გავგიჟდები. -მერე ქიმია? რამდენი არა დაგრჩა ექსტერნამდე? -ყველა, არმაინტერესებს თუ აცდენ გააცდინე, თუ არა და წადი უჩემოდ. ნინი უსიტყვოს შეყვა ქეთოს რომელიღაცა სადარბაზოს უკან მდება ეზოში. სასწრაფოდ ამოაძვრინა ქეთომ, რომელიღაც საიდუმლო ჯიბიდან მისი საყვარელი, ფირუზისფერი სანთებელა, ვატომ, რომ აჩუქა, კაი ვის ვატყუებთ, ქეთომ, რომ წაართვა, სამახსოვროდ მექნებაო, რისგან ან ვისგან სამახსოვროდ ამაზე არ უფიქრია. სიგარეტს მოუკიდა და მოაჯირზე ჩამოჯდა. -აი, ოდნავ, სუ ოდნავ მომეშვა, ვიცი დებილივარ და იმათაც კი ვერ გავიმართლებ თავს ნასვამი ვიყავი და იმიტომ მივწერეთქო, კი ისიც ვიცი, რომ უპრინციპობაა და შენ რო გექნა მსგავსი რამ მოგკლავდი, მაგრამ არ გესმის რატომ ვაკეთებ ამას, აქ მოწონება უკვე დიდი ხანია აღარაფერ შუაში არაა, უბრალოდ მინდა, რომ რამე განსხვავებული ხდებოდეს ცხოვრებაში და ისიც მესმის, რომ ძნელი გასაანალიზებელია, მაგრამ უბრალოდ გამიგე, შეეცადე მაინც, ხომ შეილება თავში რამე გადაუტრიალდეს და სხვანაირად შემომხედოს, მაშინ მე სრულიად ცივი დავხვდები და მიხვდება მე რას ვგრძნობდი ამდენიხანი. ისიც ვიცი, რომ სასაციოა და რასაც ვლაპარაკობ 16 წლის ბავშვის ბოდვაა, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინე როგორ შეეცვლება ჩემ შავ-თეთრ ცხოვრებას ფერები, ოდნავ გაფერადდება. -უკაცრავად გოგოებო სანთებელა გექნებათ რა. ამ ბოხი და უზომოდ სასიამოვნო ხმის გაგნებაზე ნინი და ქეთო შეხტდნენ, ჯერ ვერ მიხვდნენ საიდან მოდიოდა ეს საოცარი ხმა, მერე ორივემ ნელნელა მარჯვნივ პირველი სართულის ფანჯარაში მდგარი, შავგრემანი, ზემოდან შიშველი მოღიმარი ბიჭისკენ გააპარეს თვალი, ორივეს თავისებურად ჩაეღიმათ, ოღონდ ისე, ერთმანეთისგარდა ვერავინ , რომ მიხვდებოდა ამ ჟესტს, ქეთო ჩამოხტა, აუჩქარებლად მიუახლოვდა ფანჯარას და ფირუზისფერი, ვატოს სანთებელა გაუწოდა შავგრემან უცნობს. -მადლობა, ძალიან პატარა არხარ მოწევისთვის? უცნობმა ძალიან, შავი, უზომოდ შავი, არადამიანურად შავი, ღრმა თვალები გაუყარა ქეთოს, სხვათაშორის ასევე უღრმეს, მუქყავისფერ თვალებში. ქეთო წამოწითლდა, მაგრამ არდაბნეულა ისე სხაპასხუპით, თითქოს ამოჩემებული მასწავლებელი გამოიჭირა რაიმე შეფარულ ჰუმანური დისკრიმინაციიაშიო, უპასუხა: -ასაკს და სქეს და რელიგიურ აღმსარებლობას არამგონია რაიმე კავშრი ჰქონდეთ სიგარეტის მოწევასთან, ფაქტია ზიანი ყველაზე თანაბრად მოდის. შავგრემანს გაეღიმა და მერე როგორ გაეღიმა?! კინაღამ გადაყვა ამ ღიმილს ქეთოც, სახე ისევ ისეთი ცივი და უემოციო ქონდა, მაგრამ შნაგანად აფეთქდა, აფ ეთ ქდა, გადაყვა ამ ღიმილს, მოკვდა და ისევ ამ ღიმილისთვის გაცოცხლდა. -ხოო, კარგი ლექციების კითხვას კი არ ვაპირებ, ლამაზი ფერია, ცოტახანი არ დამიტოვებ? გპირდები ისევ დაგიბრუნებ, კარაგი? კი დამიტოვებს როგორ არა, გაიფიქრა ქეთომ, მაგრამ ვატოსგან აღარაფერი აღარ უნდოდა, მითუმეტეს ის რაც არ ყოფილია და წამის მეასედში უპასუხა: -გქონდეს არმინდა. -იცოდე მართლა დაგიბრუნებ, ასე ჩუქება არ მჩვევია, მითუმეტეს სანთებელას, თუ ჩუქებაა ცოტა უფრო ღირებული რამის ღირს, ცოტა უფრო არამატერიალურის. და ისევ გაიღიმა, ქეთომაც გაუღიმა და შემოტრიალდა, როცა უკნიდან უცნობის ის საოცარი ხმაგაიგო: -სხვათაშორის ლამაზი ღიმილი გაქვს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.