შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედი (სრულად)


31-05-2015, 13:49
ავტორი lika2001
ნანახია 5 042

იმ დღეს არავინ მოსულა გაცნობის სურვილით მეც უხასიათოდ გავუდექი შინისაკენ,გზაში კი ერთ-ერთი კლასელი ბიჭი დამეწია მის მეგობრებთან ერთად მომიახლოვდა და მთხოვა გავჩერებულიყავი მე კი ჯიუტი გოგოსავით გზა განვაგრძე მერე კი ხელი მომკიდა და აღარ გამიშვა გაბრაზებულმა ვიყვირე მან კი ჩაიცინა და მითხრა
- კარგი, მაშინ გაჩერდი
-რა გინდა?
-არაფერი,მინდოდა უფრო ახლოდან გამეცანი
-ხომ მოახერხე, ახლა კი წავალ!
-ლიზი ხო? მე ლუკა ... სასიამოვნოა!
-ხო... ჩემთვისაც
-ერთი წუთი მოვალ
-როგორც გინდა!
მის მეგობრებთან მივიდა რაღაც უთხრა და ისევ დაბრუნდა
-მოვედიიიი!
-ხო ვხედავ!
-ნუ ხარ აგრესიული
-რას ვიზამთ
რაღაცაზე ჩაფიქრდა მერე კი მითხრა:
-რატომ ან საიდან გადმოხვედი აქ?
ძალიან არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი მაგრამ ვიცი მაინც მათქმევინებდა და ამიტომ....
-ჩემი მშობლები დაშორებულები არიან,დედას არ უნდა, რომ მამაჩემი ჩემს სანახავად დადიოდეს ამიტომ გადაწყვიტა სხვაგან ცხოვრება
-უი... ბოდიში არ უნდა მეკითხა
-არაუშავს,შენ ხომ არ იცოდი
ამის მერე არაფერი უთქვამს უბრალოდ სიჩუმე ჩამოვარდა თითქოს ჩვენს გარდა ქუჩაში არავინ იყო . არ მიყვარს მკვდარი ქუჩები და ესეთი სიჩუმე ამიტომ აუცილებლად რამე უნდა მეთქვა...
-გიყვარს წვიმა?
-ამინდზე ვისაუბროთ?
....გაეღიმა იგრძნო რომ თავი უხერხულად ვიგრძენი ამიტომ მიაყოლა
-ხასიათს გააჩნია, მაგრამ აქ ხშირად წვიმს
უცებ მობილურმა დამირეკა
-გისმენთ!
-ლიზი სად ხარ?
-მოვდივარ,რა მოხდა?
-მალე მოდი სტუმრები გვეყოლებიან ამ საღამოს
-მართლა?კარგი მოვდივარ
გამიკვირდა ჯერ მხოლოდ ორი დღეა,რაც ჩამოვედით და გამიკვირდა უკვე სტუმრები საოცარი ქალია...
-სად მიდიხარ ?
დედამ დამირეკა და სახლში უნდა წავიდე
-გაგაცილო?
-არა მადლობა,ბოდიში ხვალ გნახავ სკოლაში
-კარგი კარგად
სახლში რომ მივედი დედა სუფრას აწყობდა მე ჩემს ოთახში ავედი ჩანთა საწოლზე დავაგდე და მეც დავწექი . ეს ამინდიი სევდას მგვრიდა ნუთუ აქ მართლა სულ ასეა ამ ფიქრებმა შორს წამიყვანა ისე ჩამეძინა ვერ კი გავიგე ვიგრძენი
-ლიზი,ლიზი გაიღვიძე !
-ხო....რა იყო ?
-მოვიდნენ ადექი
-კარგი ახლავე ჩამოვალ...
ავდექი კარადა გამოვაღე, შავი მოკლე კაბა და თეთრი კეტები გადმოვიღე არ ვიცოდი თმისთვის რა მომეხერხებინა ამიტომაც უბრალოდ მხრებზე ჩამოვიყარე, ოთახიდან გავედი კიბეებს ჩავყევი და სასტუმრო ოთახში შევედი გამიკვირდა სრულიად უცნობი ქალი და მისი ქალიშვილი.
-გამარჯობა
-გაიცანი მეგი ეს არის ლიზი,ლიზი ეს კი მისი ქალიშვილი ანა.
-სასიამოვნოა
-მოდი შემოგვიერთდი
ძალიან მშიოდა ამიტომ აგარ დავაყოვნე და მალევე მივუჯექი სუფრას , საუბრის სურვილი არ მქონდა ამიტომ მთელი ნახევარი საათი ჩუმად ვიჯექი მერე კი ისევ ოთახში ავედიი რა უაზრობაა არაა?!
ინტერნეტში რომ შევედი მაშინვე დამხვდა ლუკასგან მეგობრებში დამატების თხოვნა და სხვა დანარჩენი კლასელების. უეცრად მობილურზე ესემესის ხმა გაისმა გულმა მიგრძნო ლუკა უნდა ყოფილიყო და სწორედაც ეგ აღმოჩნდა.
-რას შვები ლიზიი?
-რავი მალე ვიძინებ შენ?
-მე ჯერ არა თან დღევანდელ დღეზე ფიქრი არ მასვენებს
-დიდი არაფერი მომხდარა ამიტომ...
-ეგ ალბათ შენთვის მაგრამ სხვისთვის რა იცი..
-კარგიი მაშინ ხვალ გნახავ სკოლაში ეხლა კი უნდა დავიძინო ნახვამდის
-ტკბილი ძილი!
რატომღაც ძალიან მინდოდა ხვალინდელი დილა მალე დამდგარიყო.
ეს დილაც გათენდა საწოლიდან მაშინვე წამოვხტი თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში ჩავედი
-დილამშვიდობისა დედა!
-დილამშვიდობისა საყვარელო
-კარგი წავედი მე!
-მოიცა საუზმე?
-სკოლაში შევჭამ
არც დავაცადე სიტყვის დასრულება სახლიდან გავედი .
სკოლა არც ისე შორს იყო ამიტომ მალევე მივედი კლაში,რომ შევედი ლუკა არ დამხვდა მის მერხთან სულ სხვა იჯდა მეც სხვა გზა არ მქონდა ჩემი ადგილი დავიკავე გაკვეტილი დაიწყო ლუკა არ ჩანდა არადა მითხრა არა უნდა მოსულიყო ზარი დაირეკა მეც გავიპარე სკოლიდან გაბრაზებული ვიყავი და წავედი კიდევ კაი არავინ გამომიჭირა თორემ მთელი სკოლას მეორე დღესვე შეეცვლებოდა წარმოდგენა .
იქვე ახლოს სკვერთნ ჩამოვჯექი მარტო...
-პრივეტ, როგორ ხარ ლიზი?
-ლუკა?! ... კარგად
-რა იყო რა გჭირს?
-არაფერი წავედი მე!
-მოიცა,მოიცა გაბრაზებული ხარ?
-კი, შენზე!
-ბოდიში, ვიცი რომ უნდა მოვსულიყავი მაპატიებ?
არაფერი მითქვამს უბრალოდ ვიჯექი ვაპატიებ მაგრამ ჯერ არ ვეტყვი ცოტა მანაც ხომ უნდა იწვალოს
-არ ვიცი ვნახოთ!
-კარგი რაა!
-ხო
-ერთ ადგილას რომ წაგიყვანო წამომყვები?
გაბრაზებამ უკვე გადამიარა ამიტომ გადავწყიტე გავყოლოდი
-კარგიი
უცნაურ ადგილებში მატარა ასე მეგონა მეხუმრებოდა და სადგაც სასაცილო ადგილას მიმიყვანა მერე კი ვიგაცამ დაურეკა და რაღაცაზე დაითანხმა მოკლედ არ ვიცი რა ხდება მაგრამ იმედია მალე გავარკვევ. მთელი გზა ჩუმად ვიყავი ბოლოს კი ლუკამ დაარღვია სიჩუმე
-ხომ არ გეშინია?
-რისი?
-რავიცი რამის
-არა
-კარგი
საკმაოდ ლამაზ ადგილას მივედით უბრალოდ სულ ბუნება იყოო ჩიტების ჭიკჭიკი და სადღაც ნაზად ისმოდა მდინარის ხმა საოცრება იყო ლუკამ ხელი ჩამკიდა თითქოს არც შემიმჩნევია და გზა გავაგრძელეთ ბოლოს დიდ ლამაზი ხავსით დაფარულ ქვაზე დავჯექით
-ლამაზია აქაურობა არა?
-კი თან ძაან ლუკა
ლუკას უხაროდა აქაურობა რო მომწონდა
-გინდა ამ დღიდან ჩვენი საყვარელი ადგილი გახდეს?
-როგორც გინდა მე ძალიან მომწონს
ამის მერე არაფერი გვითქვამს უბრალოდ ბუნებას ვუსმენდით და არც ერთი ვიყავით წინააღმდეგი, მალევე მოსაღამოვდა
-სახლში წასვლის დროა დედა ინერვიულებს
-ხო სულ დამავიწყდა ,როგორ არ მინდა ეს დღე დამთავრდეს..
არაფერი მითქვამს უბრალოდ გამეღიმა
-წავედით
-ლიზი ერთი რამ რო შემოგთავაზო დამთანხმდები?
-არ ვიცი გააჩნია
-გინდა დღეს ჩემთან დარჩი
-კი მაგრამ მე ხომ არც ისე დიდი ხანია გიცნობ? არ დედას რა ვუთხრა? ასე უცებ გენდო რომ არაფერს დამიშავებ?
-ხო ვიცი ძალიან ისე ჟღეს მაგრამ არ მინდა შენი გაშვება
არ ვიცოდი რა მექნა ჯერ ხომ ეხლახანს გავიცანი , არც ის მინდა გული დაწყდეს გასარისკად ღირს? დედამ რომ უარი მითხრას? ეს კითხვები არ მასვენებდა არ ვიცი უბრალოდ არ ვიცი რა ვქნა! ! ! დედას დავურეკავ და ვკითხავ იქნებ დამთანხმდეს მაგრამ შიშს რა გააქრობს?
-ალო!
-რა იყო ლიზი? სად ხარ?
-დედა იცი მეგობარმა მასთან დარჩენა მთხოვა ცუდათაა და შეილება?
-და დარწმუნებული ხარ , რომ დარჩენა გინდა?
-კი სრულიად!
-მაშინ შენ გადაწყიტე
-კარგი!
საუბარს მოვრჩი თუ არა ლუკა გამესაუბრა
-რაო დედაშენმა?
-კარგიო,უფრო სწორედ შენ გადაწყვიტეო?
-მერე? რჩები?
-კიიი!
სიხარულისგან არ იცოდა ლუკას რა ექნა და ხელში ამიტაცა და დამატრიალაა
-დამსვიიიიიიი! დამსვიიიიი!
-კარგი.კარგი უბრალოდ დზალიან გამიხარდა აღარ დავაყოვნო წავიდეთ
-კარგი წავიდეთ
სახლში რო მივედით არავინ იყო თავს კომპორტულად ვგრძნობდი,როგორც ჩემს სახლში......
-ყავა,ჩაი რამეს დალევ?
-ყავა თუ შეილება
-შენთვის ყველაფერი შეიძლება
უკვე 8 საათი იყო ყავა დავლიეთდა ცოტა ვისაუბრეთ
-ხომ არ მოგწყინდა?გინდა ფილმს ვუყუროთ?
-ფილმი კარგი იდეაა
-ჩემს საყვარელ ფილმს ვუყუროთ მინდა შენც მოგეწონოს
-რა ქვია?
-"სიცოცხლის წყარო"
-ეე ეგ ფილმი მეც მიყვარს, მამასთან ერთად ვუყურებდი ხოლმე პატარა რო ვიყავი
-შესანიშნავია მაშინ ვუყუროთ წავალ საბანსაც მოვიტან აქ ცივა
მდივანზე კარგად მოვკალათდით და ფილმის ყურება დავიწყეთ.
ლუკა ნელ-ნელა ჩემსკენ იწეოდა საბანი გადამხვია და მის მკლავებში ავღმონჩდი,ალბათ გრძნობდა რა სწრაფად მიცემდა გული ჩემვის ხომ ეს უცხო იყო
-გათბი?
არადა,არც კი მციოდა მაგრამ მაინც
-კი მადლობა
-უკვე ღამის 2 საათია არ გეძინება?
-არა ჯერ არა
ვიჯექით ჩუმად ძილი მომერია მაგრამ ლუკასთვის არაფერი მითქვამს ცოტა არ იყოს მცხვენოდა თან ველოდებოდი როდის მოუნდებოდა ძილი მასაც სანამ ამაზე ვფიქრობდი ჩამეძინა მაგრამ ფხიზელი ძილი მაქ თუ რამეა მაშინვე გავიღვიძებ
-ლიზი გძინავს?
ლუკამ შემომხედა, რომ დაინახა მეძინა აღარ გავუღვიძებივარ ნაზად ამიყვანა და მის საწოლში ჩამაწვინა, საბანი გადამაფარა შუბლზე მაკოცა და წავიდა მაშ შემდეგ არაფერი მახსოვს....
დილით,რომ გავიღვიძე ლუკას მუცელზე მედო თავი და როგორც ბავშობაში მჩვევია ჩახუტებული მეძინა გამიკვირდა აქ როგორ აღმოჩნდა, რომ არ გაღვიძებოდა ნაზად მოვშორდი მის სხეულს და ავდექ თავი მოვიწესრიგე და გადავწყვიტე მისთვის რამე კარგი გამეკეთებინა სამზარეულოში ჩავედი ,ყავა მოვადუღე შოკოლადსაც წავაწყდი მოკლედ ტკბილი დილა დავახვედრე ისევ ოთახში ავედი,უკვე გაუღვიძია
-ლიზი?როდის ადექი?ეს რა არის?
-დილამშვიდობისა ეს შენ
-ჩემი პრინცესაა ამას შენგან არ მოველოდი მადლობაა
-არაფერს შენ ხომ ყველაფერს ცდილობ ჩემთვის და მორცხვად თავი დახარა მე კი სიცილით მოვკვდი
-დამცინი ხო?მოდი აქ - ხელში ამიყვანა და საწოლზე დამაგდო, იმდენი მიღიტინა მოვკვდი სიცილით
-კარგი შემეშვი აღარ დაგცინი
-არა დამცინიი
-კარგი ჩემგან მაინც გადადიი
- ხოო კარგი
შურის ძიება გადავწყვიტე და ეხლა ის აღმოჩნდა ჩემს ხელში
-ჰაჰა ხედავ მარტო შენ ვერ შეძლებ ჩემს დამარცხებას
-ყოჩაღ მაგას არ მოველოდი , მაგრამ ეხლავე ჩამოხვალ ხელი ზურგზე მომკიდა და ჩემ მოშორებას ცდილობდა უეცრად ზემოთ რომ წამოიწია მაკოცა მეც უნბლიევ ავყევი მერე კი საწოლიდან ავდექი და ოთახიდან გავედი არაფერი საეჭო არ გამიკეთებია , რომ გამომკიდებოდა ამიტომ ის ოთახში დარჩა მე კი სასტუმრო ოთახში ვიჯექი...
-ლიზი კარგად ხარ?
-კი სრულიად
-მაპატიე კარგი? ეს შეცდომით მოხდა
-არაუშავს ჩემი ბრალია ძალია გავერთე
გვერძე ჩამოჯდა და მითხრა
-შეიძლება ჩაგეხუტო?
-კი
მანაც როგორც იმ ღამეს ძლიერ მომხვია ხელები მე ისევ მის მკლავებში ავღმოვჩნდი,ასე ვიჯექით რამოდენიმე ხანი. მერე დედამ დამირეკა და სახლში მისვლა მთხოვა ამიტომ იქიდან წამოსვლა მომიწია ლუკამ სახლამდე მიმიყვანა დავემშვიდობე და შევედი
-გამარჯობა დედა
-გამარჯობა ლიზი,შეგიძლია დაჯდე რაღაც უნდა გითხრა
-რა ხდება?
- ხვალ მამაშენი ჩამოდის
-რაა?კი მაგრამ როგორ? აქ რა უნდა?! ღმერთო ჩემო ჯერ იქ ეხლა კი აქ ამას ვერ ავიტან დედა
-ვიცი მაგრამ მოგიწევს , მამაშენია მხოლდ 2 დღით ისიც სასტუმროში დარჩება
-კიდევ კარგიი....ჩემ ოთახში ავალ კარგი?
-მიდი
ოთახში ავედი და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დავეგდე....
სასიამოვნო ამბავი არ იყო მამაჩემის ჩამოსვლა ვცდილობ მასზე არ ვიფიქრო მაგრამ არ გამომდის..მანამდე კი იმაზე ვფიქრობ რა ხდება ლუკასთან თუმცა რა უნდა ხდებოდეს მიყვარს ისევე,როგორც მას მე თვითონ მიკვირს ჩემი თავის ასე უცებ მასზე ფიქრი და ესემესი ერთი იყოო.. ნუთუ არ ეყოო ჩემი ნახვა
-რა შვება ჩემი პრინცესაა?
-არაფერს შენ?
-მე შენზე ვფიქრობ
-ჰოო...
-გამოხვალ საღამოს?
-არ ვიცი მემგონი კი მაგრამ სად წავიდეთ?
-ჩემს მეგობრებს გაგაცნო არ გინდა?
-აამ კარგი...
-გეშინია არ მოეწონო არა?
-სულაც არა მართლა
-კარგი თუ არა
-კარგი მე წავალ შხაპს მივიღებ და საღამოს მომწერე როდის გამოვიდე
-კარგი მიდი მიყვარხარ
-კარგი მეეც...
საბანაოდ შევედი დღეს არაფერააქ ხალისი რაღაცნაირად ვარ ალბათ მამას ამბავი , რომ გავიგე ან არ ვიცი უბრალოდ ისე ვარ პარიზი მენატრება მე ხმ იქ დავიბადე მაგრამ მერე მაინც ჩამომიყვანეს საქართველოში ანდა რა სხვა ცხოვრება მექნებოდა უბრალოდ ლუკას ვერასდროს შევხვდებოდი სიმართლე გითხრათ მისი ცხოვრებიდან დიდათ არაფერი ვიცი,არც მა მოკლედ მოვრჩ ბანაობას ეხლა კი მივუდექით გოგოებისვის ყველაზე რთულ საქმეს რა ჩავიცვაა? ჰმ...მოკლე შავი შორტი ლურჯი ვანსები და რამე საყვარელი ზედა მგონი წავა თმებს ავიწევ,როგორც იქნა მოვრჩი მანამდე კი ლუკამაც მომწერა
-ჩამოდი შენს სახლთან ვარ
-კარგი მოვდივარ
რომ ჩავედი მხოლოდ ის იყო,პარკისკენ წავედით იქ კი უკვე ჯგუფი დამხვდა რა დაიმახსოვრებს ამდენის სახელს...
-ბარო ძმებს
-ზდაროვაა ჩვენ ძმას
- გიცანით ეს არის ჩემი პრინცესაა ლიზი
-სასიამოვნოა მე გიო,მე ნიკა, მე ლუკა ნუ დანარჩენებს მერე გაიცნობ ჯერ მხოლოდ მთავარი
-გასაგებია
-გოგობო ეს ლიზია
-პრივეტები ლიზი მე ანი ვარ.ეს ხატია და როგორც გიომ თქვა დანარჩენებს მერე გაიცნობ
მიკვირდა ყველა ერთი და იგივეს იძახდა ან რატო უნდა გამეცნო მერე როცა ესენი ეხლა გავიცანი უცნაურია....იქ სადღაც ყველაზე მოშორებით ერთი გოგო იჯდა ამიტომ ლუკას ვკითხე მასზე
-ეს ვინაა?
-მაგას მერე გეტყვი ისეთი არავინ
-მე ეხლა მაინტერესებს
-მოკლედ ჩემი ყოფილია დღემდე ვუყვარვარ ამიტომ მისგან,რამე ისეთი საქცელი არ გაგიკვირდეს
-ანუ ეს როგორ?
-მოკლედ ეხლა არა კარგი?
-კარგი,კარგი
-ჯოკერი ვის გინდათ? გამოვიდა სიტყვით გიო
-მე და მარის
-მეც ვითამაშებ ....გამოეხმაურა ლუკა
-ჩემი პრინესა შენ?
-მე არ მინდა იყოს
-მოდით გახდაზე ვითამაშოთ ვის აწყობს?
რა სულელური აზრები მოდის გიოს ...
ყველა თანახმა იყო,დაიწყეს თამაში ....
პირველი მარიმ წააგო,ამიტომ მას მოუწია მაისურის გახდა,მერე კი ლუკას ბოლოს ანი დარჩა ვისაც არ გაუხდია ვინ დატოვებდა მას ეგრე ამიტომ მასაც გაახდევინეს . თამაშს, რომ მორჩნენ ლუკას იმ გოგომ დაუძახა ისიც წავიდა მე კი სკამზე ვიჯექი და ველოდეოდი,ბოლოს კი რომ არ მოვიდა მე თვითონ ვცდილობდი მისვლას,მაგრამ გიომ შემაჩერა.....
-სად მიდიხარ ლიზი?
-გამიშვი ლუკასთან
-არა ლუკასთან არ შეილება სალი ელაპარაკება
-იმ გოგოს სალი ქვია?
-ხოო
-კარგი არ მაინტერესებს გამიშვი
ბოლოს მაინც გავექეცი და ლუკასთან მივედი ... ჯობდა არც მივსულიყავი დავინახე როგორ იყო სალი აკრული კედელზე და როგორ კოცნიდენ ის და ლუკა ერთმანეთს ამაზრზენია ღმერთო ჩემო... ლუკას არც დავინახივარ ისე წამოვედი იქიდან.
-გიო სად არის ლიზი?
-ბოდიში ვერ შევაჩერე დახინახათ
-აუუუ,ამის ეხლა რა ვქნა არ რა აუხსნის ის ხომ არ დამიჯერებს
-არ ვიცი შენი საქმისა შენ იცი
სახლში მივედი დედას არც გამოვესაუბრე და ტირილით შევვარდი ოთახში , მობილური გავთიშე ვიცოდი,რომ მომწერდა მე კი საერტოდ არ მინდა მისი ხმის გაგონება.ამ დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა ალბათ ლუკა ეხლა საერთოდ არ ფიქროს ჩემზე ან რა სულელი გოგო გამოვდივარ დავუჯერე ორი დღის გაცნობილ ბიჭს,ჩემი ბრალია არაუშავს ამას როგორმე გადავიტან მამა ჩამოდის და მას მაინც გადავაყოლებ მისი უცნაურობებით თავს.....
მეორე დღეს სკოლაში არ მივსულვარ
-ლიზი სკოლაში რატო არ ხარ?
-დღეს არ წავალ კარგი? ძალიან გთხოვ?
-კარგი თუ მეტყვი რატომ?
-არაფერია, უბრალოდ სკოლის თავი არ მაქ დღეს
-კარგი,როგორც გინდა საღამოს მამაშენი გვესტუმრება ხომ იცი? ამიტომ ეცადე უხეშად არ მოექცე კარგი?
-კარგი ვეცდები რაც შეიძლება კარგი გოგო ვიყო თუ ის იქნება კარგი მამა
-კარგი წავედი მე რამეს მოგიმზადებ
მობილური ჩავრთე 25 გამოტოვებული ზარი და უამრავი ესემესი,აღარ მაინტერესებდა და ამიტომ წავშალე ყველაფერი.
ავდექი და საღამოსთვის მოვემზადე, მერე დედას დავეხმარე, რაღაცეების მომზადებაში დრო სახალისოდ გავატარე ლუკაზე საერთოდ არ ვფიქრობდი ნუ ვცდილობდი მაინც
-სკოლაში რა ამბებია ლიზი?
-არაფერი განსაკუთრებული,როგორც ყოველთვის
-ახალი მეგობრები?
-კი ... ჯერ მხოლოდ რამოდენიმე მყავს
-კარგია და გამაცნობ?
-ნუ ხოოო!!!
დედას მობილურმა დაურეკა
-მამა იყო არა?
-ხო 10 წუთში აქ იქნება
-კარგია ალბათ
-ლიზი მე გთხოვე
სუფრა გავაწყეთ და კარზეც გაისმა ზარი.....
-გამარჯობა ლიზი!!! როგორ ხარ? ძალიან მომენატრე
-გამარჯობა,მამა ხოო მეც შემოდი სუფა მზადაა ალბა მოგშივდა
-კი ძალიან
სუფრას მივუჯექით ჯერ ჩუმად იყო სანამ.....
-როგორ მოგწონს ახალი სკოლა?იმედია კარგად მოეწყე
-კი საკმაოდ მადლობა ყურადღებისთვის
-მადლობას ნუ მიხდი ესჩემი ოვალეობაა
-ხო ნეტა ადრე რატო ვერ ხვდებოდი
-ლიზი!!! გამაფრთხლებელი ონით მითხრა დედამ
-კარგი არაფერია.... სად გინდა ამ ზაფხულს წასვლა?
-მამა ზაფხულამდე ჯერ კიდევ რამოდენიმე თვეა
-ვიცი მერე რა?
-კარგი არაფერი !!!
ჭამას მოვრჩით ნეტა ეხლა ა იდეა მოუვა მამას თავში იდეად,მაოცებს ეს კაცი
-ლიზი გინდა სასეიროდ გავიდეთ?ბამბის ნაყინსაც ვიყიდით,როგორც შენს ბავშვობაში
-კარგი თანახმა ვარ
პარკში გავედით, ნაყინიც ვიყიდეთ და ძველ დროს ვიხსენებდი გარდა ცუდისა რათქმაუნდა,მაგრამ ეს ყველაფერი რაღაცამ მაინც ჩააშხამა ეს რაღაცა ნუ ვიღაცა კი ლუკა იყო პარკი იჯდა მარტო მგონი არ დაუნახივა მაგრამ მე გული მეწვოდა მას,რომ ეგრე ვხედავდი ალბათ მივიდოდი მამა,რომ არაა....
მობილურზე ესემესი მომივიდა
-ჩემო პრინცესაა როგორ ხარ? მომენატრე მინდა, რომ გნახო იმ მომენტსაც აგიხსნი,რომ გითხარი იმ დღეს რაღაც ნდა გითხრათქო სწორედ მას ეხება იმედია მომისმენ ძალიან გთხოვ ....
პასუხი არ გამიცია კიდევ კარგი ვერ დამინახა თორე მომვარდებოდა ალბათ მაგრამ დავინახე სევდიანად როგორ დახარა თავი ,არ შემილია მისი ყურება ასეთ მდგომარეობაში,მაგრამ რატომ არ გაითვალისწინა ჩემი...
მამას სახლში წასვლა ვთხოვე მანაც მიმიყვანა და წავიდაა....
-როგორი დრო ატარე?
-რავი დედა, როგორც ყოველთის
-ჰმ...გასაგებია
-უნდა გავიდე კარგი?
-სად მიდიხარ?
-მეგობრები ვნახე და ცოტანახი მათთან ვიქნები
-მალე მოდი
-რათქმანდა
პარკში წავედი იქ ხომ ლუკა იქნებოდა...მის წინ დავჯექი ბნელოდა და მერ შემამჩნია , რო წამოდგა....
ლიზი??სად იყავი ძალიან ბევრჯერ გირეკავდი მოგწერე კიდეც....
არაფერს ვამბობდი ის კი აგრძელებდა
-ვიცი გაბრაზებული ხარ,მაგრამ შენ ხომ იცი რომ მარტო შენ მიყვარხარ,სალი არავინაა უბრალოდ ამეკიდა და ვერ ვიშორებ არ მიყვარს მსუბუქი ყოფაქცევის გოგოები
-კი კარგად კოცნიდი და კარგად იყო აყუდებული კედელზე ამაზე რას მეტყვი?
-მე მე უბრალოდ ......
-ვიცი ვიცი არ გინდა პასუხი
-მე უბრალოდ შევცდი...მაპატიე ძალიან გთხოვ
-არ ვიცი არაა ადვილი პატიება მერე კი ისევ ნდობა
-ხო ვიცი მაგრამ სცადე გეპიცები აღარ განმეორდება... ჩემი პრინცესა მიყვარხარ
არაფერი მითქვამს უბრალოდ ჩამეხუტა მერე კი მისი მობულურის ხმა გაისმა
-გისმენთ!
-ლუკა გიო ვარ ... მომისმინე შეგილია მოხვიდე?
-აუ , ვერა ლიზისთან ვარ
-დახმარება მჭირდება სერიოზულად
-კარგი,კარგი წამოვალ!
-მალე თუ შეგილია
-რა ხდება ლუკა?
-არ ვიცი გიოს დახმარება სჭირდება წავალ კარგი?
-კარგი,როგორც გინდა
-არ გეწყინოს ჩემო პრინცესა მიყვარხარ წავედი მოგწერ დღეს ღამე
-კარგი მეც მიყვარხარ
პარკიდან არ წავსულვარ ის წავიდა მე კი მარტო მომინდა ყოფნა,სანამ დედა დამირეკავს ვიქნები... მანამდე კი ვიღაც ბიჭი მომიჯდა გვერძე..
-გამარჯობა ლამაზო რა გქვია?
-წადი აქედან!
ნუ უხეშობ, ლამაზო და შუბლზე ხელი მომისვა
-შემეშვი
ხელი მომკიდა მე კი ვუკბინე და გავიქეცი,არ ვიცი მომზდევდა თუ არა ...კიდევ კარგი გავექეცი თავხედი მანიაკი,სახლში შევედი დედა არ დამხვდა
-ვაა ნეტა სადაა?
სანამ მოვიდოდა სახლში ცოტა მივალაგე ცოტახნით,მაინც ხომ უნდა მეთამაშა კარგი გოგოს როლიი,რომ მოვრჩი ოთახში ავედი ინტერნეტში შევედი ვიცოდი ლუკა იქ იქნებოდა თან გავიგებდი რა ხდება მაგრამ...
-რა შვები ლუკა?
-ლუკა არ ვარ მე მისი და ვარ
-უი..ლუკა სადაა?
-არ იციი.. დაკითხვაზეა დღეს დილით სალიმ თავი მოიკლა
-რა? როგორ თუ თვი მოიკლა? კი მაგრამ რატო?
-ყველა სწორედ ამის გარკვევას ცდილობს
-კარგი მადლობა
მთელი ღამე სალიზე ვფიქრობდი,მას ხომ ლუკა უყვარს ალბათ..თუმცა ნერვებს მიშლიდა სულელური აზრები ხვალ გავიგებ სკოლაში რა მოხდა იმედია ლუკა მოვა.. კარის ხმა მომესმა დედა მოსულიყო უკვე შემიძლია დავიძინო...
არც ისე სასიამოვნო სიზმარი ვნახე მაგრამ მაღვიძარამ კიდევ კარგი ხელი შემიშალა ,ვიცოდი ეს დღე არ იქნებოდა კარგი,ხასიათის და მიხედვითუხალისოდ ჩავიცვი,არც მიჭამია და სკოლაში წავედი ...
გაკვეთილები დაიწყო ლუკა არ ჩანს უკვე ვბრაზდებოდი ამიტომ საღამოს მივაკითხავ,მთელი კლასი სალიზე ლაპარაკობდა , ზოგიც ტიროდა ...
სკოლის მერე ლუკასთან ავედი კარებს არავინ მიღებდა მაგრამ მაინც არ შევეშვი და ბოლოს გამიღო თვითონ ლუკამ , არც კი მომესალმა ისევ შიგნით შებრუნდა ,რომ შევედი სინათლე არ ენთო ავანთე...
-ჩააქრე რა გთხოვ?
-კარგი... რა გჭირს?
-სალიმ თავი მოიკლა
-ხო ეგ ვიცი მაგრამ შენ რა შუაში ხარ?
-თავში ვარ....
-ჩემ გამო დაემართა ეს....
-ძალიან ვწუხვარ..
-ნეტა ეგ შველიდეს...
-მაგრამ ასე ძალიან რატო განიცდი ან რატო არ მიღებდი კარებს?
-ის ჩემი ყოფილი იყოო...კარებს კი იმიტომ არ გიღებდი რომ არავის დანახვა არ მინდოდა
-ვა მადლობა...
-კარგი ეხლა არაა...
აღარაფერი უთქვამს კუთხეში დეპრესიული ადამიანივით იჯდა ჩემმა საუბარმა კი აატირა, ძალიან მინდოდა მივსულიყავი დაჩავხუტებოდი მაგრამ რატომღაც თვი შევიკავე,მაგიდაზე რაღაც წერილი შევამჩნიე....
-ეს რა არის?
-სალის ბოლო წერილი.
-შეიძლება?
-კი, მაგრამ არამგონია მოგეწონოს , ამიტომ არ ღირს.
-არაუშავს...
,,წერილი რომელსაც ახლა კითხულობ მინდა იცოდე ბოლოა, ამ ქვეყნად აღარ ვიქნები, როდესაც კითხვას მორჩები ვიცი იტირებ , მაგრამ არ ღირს, იცი?მიყვარხარ და სულ მეყვარები სიცოცხლის ბოლომდე.ამიერიდან იმ სამყაროშიც...
გახსოვს პირველად რომ გაგიცანი რა ბედნიერი ღამე იყო,იმ ქუჩას დღეს ბოლოჯერ ვესტუმრე , მომენატარა ძლიერ...
მომენატრა შენი თბილი სხეული და ტკბილი ტუჩები!!!
ოჰ, (ღმერთო) ნეტავ იცოდეთ როგორ მიყვარს ეს ბიჭი...ჩემს საფლავს , რომ ესტუმრები მომიტანე თეთრი ვარდი..., თეთრი რატომ? წითელი არა ის ხომ სიყვარულის თილისმაა. მას რომ დავინახავ შენ დაინახავ ქვაზე ცრემლს,გაგიკვირდება ეს რა არის?!...მე კი ჩუმად გეტყვი: -ეს სიყვარულია მაგრამ ამ სიტყვებს ვერ გაიგებ, მხოლოდ იგრძნობ გულში ისარს...-------რომელსსაც წლების განმავლობაში ჩემ გულს დაჰქონდა.არ ვნანობ იმ ღამეს ბოლოს რომ გაკოცე, დღემდე ვგრძნობ მათ სითბოს. საოცრებაა რამდენი რამ შეუძლია სიყვარულს.შენ ახლა ის გიყვარს, მაგრამ ისიც ვიცი რომ სადღაც გულში ღრმად მეც მაქვს ადგილი. იქ სამუდამოდ დავრჩები, მხოლოდ იქ გეყოლები...
დღეს ყველას ვუყვარვარ მაშინ როდესაც ამას აზრი აღარ აქვს...მე ხომ 7 მეტრ მიწაში ცივ სამარეში ვარ, ვიცი იქ ბნელა , მაგრამ შენი ანთებული სანთელი გამინათბს გზას... კიდევ ერთხელ გეტყვი მიყვარხარ და წავალ სამუდამოდ."
წავალ...ნახვამდის!
ჟრუანტელმა დამიარა კითხვას,რომ მოვჩი თურმე როგორ ყვარებია, მაგრამ ლუკას მდგომარეობა გულს მიკლავდა,არ შემიძლია ლუკას ასეთს ვუყურო...
-მიყვარხარ...
და მის გვერდით დავჯექი,ძლიერ ჩავეხუტე,თითქოს მგრძნობდი მის ტკივილს
-მეც მიყვარხარ ჩემი პრინცესა...
-უკვე საღამოა მალე დედა დამირეკავს სკოლიდან,რომ არ მივსულვარ უნდა წავიდე
რომ იცოდეთ როგორ მიჭირს მისი ოთხ კედელში სიბნელეში დატოვება....
-კარგი წადი..
-ხვალ ისევ მოვალ
-ხვალ სახლში არ ვიქნები
-რატომ?
-პანაშვიდზე მივდივარ...
-ხოო კარგი
-კარგად მიყვარხარ
-მეც
საღამომაც სევდიანად ჩაიარა ავიღე ჩემი mp3-ი სხვა რაღა მეკეთებინა მერჩივნა ამ ამინდის შესაფერის მუსიკისთვის მომესმინა,რაც ვიცი უარეს ხასიათზე მომიყვანდა,დედა ოთახში შეუმჩნევად შემოსულა
-ლიზი?
რადგად მუსიკებს ვისმენდი მისი ხმა არ მესმოდა,მაგრამ როცა შემეხო ისე შემეშინდა რომ ვიკივლე
-კარგი,კარგი დაწყნარდი მე ვარ!
-დედა,როგორ შემაშინე?
-არ გესმოდა რა მექნა?
-კარგი,არაუშავს
-როგორ ხარ? არ გინდა დაბლა ჩამოხვიდე?
-ჰმ....კარგაად...დაბლა რა ხდება?
-მამაშენი ჯერ კიდევ აქაა დაგავიწყდა
-უი მამა... უთხარი რომ მძინავს ძალიან გთხოვ არ ვარ მისი ნახვის ხასიათზე, გთხოოოვ!
-კარგი,კარგი ვეტყვი
-მადლობა...მიყვარხარ
-აფერისტო
-არა მართლა
-კარგი წვედი
-მიდი
სულ გადამავიწყდა მამა,რომ აქ არის,მაგრამ მართლა არ მქონდა მისი თავი ამდენმა რაღაცამ დავბრუ დამახვია,ყველაფერს ძილი მირჩევნია...
ჯერ ადრეა მაგრამ ამ ქალაქში გასართობს ვერაფერს ნახავ თან ლუკაც....
მეორე დღეს სკოლის მერე პანაშვიძე მივედი,მაგრამ არავის ვუნახივარ ლუკას შორიდან ვუყურებდი,რომ გენახათ რა დღეში იყო თითქოს ისევ უყვარდა...
არც ისე ბევრი ხალხი შეკრებილიყო მაგრამ ისიც საკმარისი იყო...
ყველაზე ცუდათ მემგონი ლუკა იყო,მისი მართლა მიკვირდა ... ეხლა მივხვდი სალის ყველა სიტყვას მის წერილში.. აღარ მინდოდა იქ ყოფნა ავიღე ისევ mp3ი და პარკში წავედი.
მომწონს იქაურობა მოსაწყენი არასდოსაა, სკამზე დავჯექი არაფერზე ვფიქრობდი ამაში მუსიკა ყოველთვის ხელს მიშლის, მერე კი ლუკამ მომწერა ჩემი ნახვა უნდოდა.
-ლიზი სად ხარ?უნდა გნახო
-პარკში ვარ მარტო
-დამელოდე მოვალ
-კარგი მალე
5 წუთში უკვე პარკში იყო
-ჰაი
-პრივეტ.როგორ ხარ?
-მე კარგად შენ?
-ნელ-ნელა გამივლის
-ხო იმედია
-რა ხდება?
-არა, არაფერი
-ლიზი მატყუებ
-არა მეთქი
-კარგი, როგორც გინდა!
-იცი უკვე ეჭვი მეპარება შენს სიყვარულში?
-მაგას რატო ამბობ?
-ვხედავ რა დღეში ხარ სალის გამო
-ხო ვიცი,მაგრამ ყოფილი იყო
-დამანახე ადამიანი ვინც ყოფილის გამო ასე ცუდათაა
-აუ,კარგი რა არ დაიწო ძალიან გთხოვ
-რატომ არიდებ სულ ესეთ თმებს თავს? იცი,რომ მართალი ვარ და ისიც ვიცი,რომ პასუხი არ გაქვს!
-არ არის ეგრე
-აბა როგორ მითხარი
-......................
-აი,ხედავ დუმილი მე ასე ვერ ავიტან! კარგად ბრძანდებოდე
-ლიზი მოიცა,ლიზი ძალიან გთხოვ
-შემეშვი,კარგად!
აღარაფერი უთქვამს იჯდა სკამზე და ბუტბუტებდა ვიცი ცოტა არ იყოს არასწორად მოვექეცი,ისედაც ცუდათ იყო ეხლა კი მე,მაგრამ რატომ უნდა განიცდიდეს ესე ძალიან დავიჯერო ისევ უყვარს?! სხვა ახსნა არ აქვს...
არ ვაპირებ დეპრესიული გოგოს როლის თამაშს არ მიყვარს ის ხალხი ყველაფერს,რომ ზედმეტ ყურადღებას აქცევენ და იტანჯება ღამეებს ათენებს,ცრემლებს ღვრის ....... მე როგორც არ უნდა ვიყო არასოდეს ვიქნები სუსტი სულის მქონე მხოლოდ ძლიერი უნდა ვიყო და ვარ.....
მივცემ ლუკას რამოდენიმე დღეს,თავის თავში გაერკვას ვუყვარვარ დამიბრუნდებაა.. არაა?? გზა დიდია
ჯერ არ ჩამოვსულვარ და ესე ხდება ნეტა როგორ გაგრძელდება?ორიგინალურია ,,სევდიანი ქალაქი სევდიანი ამბებით" ეს კი ჩემი არაა...
სახლში მივედი ისევ მამა დამხვდა,ნეტა როდის შემეშვება ეს კაცი?!
უხალისოდ მივესალმე...
-გამარჯობა
-სად იყავი ლიზი?
-პარკში ვსეირნობდი
-მარტო?
-დიახ..
-არ გშია
-არა მადლობა ოთხში ავალ
-მე და დედამ გადავწყვიტეთ კინოში წასვლა ხომ წამოხვალ?
-არ ვიცი,დავფიქრდები
-ფიქრის დრო არ გვაქვს ნახევარ საათში მივდივართ
-ანუ სხვა გზა არ მაქ... იქნებ გამოცვლა მაინც დამაცადოთ!
-კარგი მაშინ მალე..
-ხო აბა რა
მომაბეზრა თავი ისევ პატარა 5 წლის ლიზიკო ვგონივარ.ოთახში ავედი რომანტიულად გამოვეწყვე იმის მიუხედავად,იმის მიუხედავათ შეუფერებელ ადგილას მივდივარ ჩანთა ავიღე და დაბლა ჩავედი.
-ვაუ!! რა ლამაზად გამოიყურები ლიზი!
-მადლობა,მამა არაა საჭირო
-პრინცესას ყოველთვის ამკობენ,შეუდარებელი სიტყვებით!
-როდიდან გახდი ბრძენი?
საუბარში დედა ჩაერია...
-ლიზი გეყოფა!!
-რა იყო დედა არ ვარ მართალი თუ შენც მის მხარეს ხარ ?
-გეყოფა მეთქი,ამ საღამოს თუ ჩაშლი იცოდე დაგსჯი!
-დამსჯი?
-დიახ....!
-ნუ მაცინებ...როდიდან მსჯი?
-ამიერიდან!
-ღმერთო დედა რა გჭირს? მამა აგირია თავ გზა თუ...
-მამაშენს შეეშვი ეხლა კი გაჩუმდი და წავედით!
-არსადაც არ წამოვალ,ჯანდაბაში წასულხართ ორივე!
-როგორ ბედავ?!ლიზი!!!
აღარ მომისმენია და ოთახში ჩავიკეტე
-ლიზი გააღე კარი! შენს სიტყვებზე პასუხი უნდა აგო
-ამ სიტყვების მერე როგორ ბედავ და როგორ მთხოვ კარის გაღებას?!
-დედაშენი ვარ და უფლება მაქ!
-მეც მაქ უფლებები მაგალითად ეხლა რასაც ვაკეთებ
-შენ ყოველთვის შეცდოას უშვებ!
-ეგრე არაა?!
-კარგი,აღარ მანაღვლებს შენი სიტყვები
-მადლობა მხარდაჭერისთვის!
-ლიზიიი!!!
-წადი!!!
-არა სანამ კარებს არ გააღებ
-არა მეთქი და მორჩა...
მერე კი მამამ ამოიღო ხმა...
-კარგი ეკა შეეშვი გაუვლის წამოდი გვაგიანდება
-არ შევეშვები მე ის არ გამიზრდია ასეთი და არც გაიზრდება ამას არ დავუშვებ
-კარგი დაწყნარდი მოზარდია გაუვლის წამოდი
-ეგრე ადვილი არ არის დაწყნარება ნუ მთხოვ!
-კარგი წავედით
-კარგი,კარგი
როგორც იქნა წავიდნენ, როგორ მომეშალა ნერვები...
პირველად ვიჩხუბე დედასთან ასე ძალიან,ჩემი სიბრაზე კი ცრემლებად იქცა, მძულს,როდესაც სიბრაზე ცრემლებში გადადის,ღმერთმა დაწყევლოს ეს დღე!
ოთახიდან საერთოდ არ გავალ რამდენიც არ უნდა მეხვეწოს დედა თან სანამ მამა აქაა,ის ხომ მას გულშემატკივრობს,ხო და იყვნენ ერთად! მე შემეშვან ! გაბრაზებული ვიწექი და ერთი საათი ვტიროდი მერე კი ლუკამ დამირეკა....
დამშვიდებას ვცდილობდი მაგრამ არ გამომდიოდა ისიც არ მინდოდა არ მეპასუხა ისედაც ყველაფერი ცუდათ იყო....
-ალო!
-ჩემი პრინცესაა...
-რა გინდა?
-არაფერი შენი ხმა მომენატრა
-მე სულაც არა
-მოიცა,მოიცა ხმაზე რა გჯირს?
ოღონდ ეგ არა შეამჩნია,ჯანდაბა!
-არაფერი
-კარგი რა ნუ მატყუებ მითხარი გთხოვ!
-არაფერი უბრალოდ დედასთან ვიჩხუბე და ვტიროდი...
-კი მაგრამ ესე ძალიან რო ტირიხარ.... კარგი დაწყნარდი მე შენთან ვარ
ამ ყველაფრის გაგონებაზე ხმამაღალი ტირილი ამიტყდა,პატარა ბავშვს ვგავდი
-კარგი,კარგი ჩემი პრინცესა ნუ ტირიხარ ძალიან გთხოვ....გინდა მოვიდე?
-არრ ვიიიციიი,როოოგოოორც გიიდნააა....
ძლივს ვლაპარაკობდი
-კარგი ფანჯარა ღია იყოს შემოძვრები თუ დედაშენმა დამინახოს?
-არა,არა ფანჯარა ღია იქნება
-კარგი დამშვიდდი მალე მოვალ მიყვარხარ...!
დამპალი რა უცებ მომთაფლაა,ან მე როგორ დავთანხმდი მოსვლაზე მაგრამ ამ მდგომარეობაში მაინც მოვიდოდა დავიჯერო უკვე მიხვდა....დამირეკა,დამელაპარაკა ჩემზე ნერვიულობს,ან ვუყვარვარ! მაგრამ....
მოკლედ აღარ მინდა ესეთ სისულელეებზე ფიქრი თვალები მტკიოდა და ჩამეძინა ....
მერე კი რაღაც შეხებამ გამომაღვიძა,თავიდან ძალიან შემეშინდა მერე კი გამახსნდა ,რომ ლუკა უნდა მოსულიყო,როგორ ჩამეძინა!
-ბოდიში გაგაღვიძე!!!
-არაუშავს... რამდენი ხანია აქ ხარ?
-ჰმ...დიდი ხანია...
-როგორ ჩამეძინა ვერც მივხვდი!
-არაუშავს,მომწონს მძინარე შენი ყურება,მაგრამ ცრემლები არა
-კარგი,ხო
საწოლზე წამოვჯექი ლუკამ კი დამაწვინა
-არ მინდა წოლა
-გთხოვ,მიყვარს,როცა შენი სუნთქვის ხმა მესმის
-მადლობაა
არ მომწონს,რომ მაწითლებს მაგრამ ესეთი რაღაცეების გარეშე არ შეუძლია ....
მე ისევ ძველ თემას დავუბრუნდი....
-წესით არ უნდა იყო აქ?
-რატომ?
-მე გაგებუტე დიდი ხნით
-ჩემი სიკვდილი გინდოდა?
-ეგ რა შუაშია?
-ხომ იცი,რომ შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ შენ ხარ ჩემი ჰაერიი!!
-ო,გეყოფა
-მართლა!!!ვიცი,რომ გჯერა მაგრამ გოგოეი ჯიუტები ხართ და თავს ყოველთვის იფასებთ!!!
-მე არ ვარ ყველა ის გოგო!
-რათქმაუნდა,ჩემი პრინცესა შენ სულ ერთი ხარ!სულ ერთი მხოლოდ ჩემიიი!!ეს უნდა გახსოვდეს
-მემახსოვრებაა ნუ ნევიულობ!
-მინდა,რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიყოთ!შენი ჭაღარა დავინახო,მაშინ მხოლოდ ხომმხოლოდ მე მეყვარები!
-ისე რა საინტერესო იქნები ბებერი?!
და სიცილი ამიტყდა
-დამცინი ხომ?ყველაზე სასაცილო შენ იქნები პატარა ჭაღარა პრინცესაა
-ოო,არაა!არ ვარ მე პრინცესა
-ჩემთვის ხარ და იქნები,სულ სულ!!
-მიყვარხარ!
-რა?გაიმეორე,რა თქვი?
-რატო რა მოხდა?
-პირველად მესმის შენგან ეგ სიტყვა!
-ხო და ჩათვალე ბოლოა!
-ოო კარგი რა,რატო მექცევი ბოროტად,მე უბრალოდ მიყვარხარ!
გვერძე მივუწექი და ხელი გადავხვიე,ისეთი თბილი იყო ჟრუანტელმა დამიარა...
ჩემი ხელი კი მის ხელში იყო მოქცეული ასე ვიწექით დიდი ხნის განმავლობაში
საოცარია ასეთ დროს სიჩუმე,ოთახში ფეთქავს ორი ერთმანეთზე შეყვარებული გული და ღმერთმა იცის რას ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს მაგრამ ოთახში მხოლოდ სიჩუმე იდგა.ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ აქ ჩამოსვლას არ ვინნებდი...აქაურობა ამ ღამით განსაკუთრეით მომწონდა
კიდევ კარგი ლუკას შეუძლია ჩემი სიჯიუტის ძლევა თორე ჩემ საქმისა რომ ვიცი დღეს საბანი ცრემლებით დაინამებოდაა..... გული ჩუმად ფეთქავდა მისი ფეთქვის წერტილი მხოლოდ ის იყო...
რა ლამაზად ალაპარაკებს ღმერთი სიყვარულზე ადამიანს! როდესაც თქვენც შეგიყვარდებათ,თავიდან უცხო გრძნობა დაგეუფლება მერე კი მიხვდები,რომ ის გარეშე უბრალოდ ვერ იცოცხლებ უბრალოდ არ შეგიძლია,ეს გრძნობები საზღვარს სცდება,გული ცისკენ იწევს და ამბობს მე ის მიყვარს! ამ ფიქრებში ორივეს ჩაგვეძინა ეს ამბავი გულში ჩამყვა და საოცარი სიზმარი ვნახე სანამ კარებზე კაკუნმა იმ სამყაროს არ მომაშორა,რომ გავიღვიძე ლუკა აღარ იყო საწოლზე მხოლოდ წერილი იდო....
"დილამშვიდობისა,ჩემო პრინცესა,მე დამირეკეს და წავედი ისე ტკბილად გეძინა ნახევარი საათი თვალს ვერ გწვეტდი ამიტომაც აღარ გაგაღვიძე ბოდიში!
მიყვარხარ სკოლაში წადი მერე გამოგივლ და გავისეირნოთ!"
-ჩემი ბიჭი,როგორ მიყვარს ....
უი კარებზე აკაკუნებდნენ...
-ვინ არის?
-მე ვარ ლიზი...ოთახიდან არ გამოხვალ?საუზმე მოგიტანე
-რისთვის არ მშია,მადლობა
-კარგი გეყოფა,ბოდიში გუშინდელისთვის, არ ვიცი რა დამემართა ვწუხვარ!
არ განმეორდება გპირდები მაგრამ მინდა იცოდე,არც შენ იყავი მართალი!
კარები გავაღე და ჩავეხუტეე...
-მეც მაპატიე,ვიცი არასწორად მოვქეცი,მაგრამ გავბრაზდი!
-ჩემი პატარა!წამოდი ჭამე
-მოვდივარრრ
-ნახე აფეისტი ვინ მითხრა არ მშიაო?!
-დედააა?
-ნუ ხოო კაი გელოდები...
ჩავიცვი ,თავი მოვიწესრიგე და ჩავედი
-რა გემრიელი სუნია?
-შენი საყვარელი საჭმელი გავაკეთე
-მართლა?!მადლობა
-შენთვის ყველაფერს....
-როგორ ჩაიარა საღამომ?
-სიმართლე გითხრა კინოში არ წავსულვართ,მამა გავაცილე და სუფთა ჰაერზე ვიჯექი
-უი,მართლა რატომ?
-უარი ვუთხარი ჩვენი კამათის შემდეგ...
-მაპატიე
-არაუშავს,დიდათ,არც მე მინდოდა უბრალოდ ურთიერთობის გაუმჯობესებას ვცდილობდი...
-შენ უბრალოდ ეცადე...კარგი წავედი სკოლაში მაგვიანდება
-წარმატებები!
სახლიდან გასვლისას გოგოები შემხვდნენ...
-გამარჯობა სალი
-ჰაი
-წამო ჩვენთან ერთად....
ყველაფრის მერე რაც მოხდა დიდათ კარგი წარმოდგენა მათზე არ დამრჩენია , ავარდნილები და თავისუფლები არიან,რომ გენახათ როგორ ეცვათ...
მარის მოკლე კაბა ისეთი რომ ერთი გადახრა იყო საჭირო,მუხლებამდე უცნაური რკინებიანი ფეხსაცმელი,ტყავის ზედა,აწეული თმები და დაშავებული თვალები....
ანის მოკლე შორტები,შავი ტოპი ზედა ძემოდან საკმაოდ ლამაზი ჟაკეტი,მხრებზე გადმოყრილი თმები და მსუბუქი მაკიაჟი...
მოკლედ მათ შეხედვაზე კაცს მხოლოდ ერთი სურვილი თუ გაუჩნდება,ნეტა როგორ არ უშლის სკოლა მათ ასე სიარულს ან რომც უშლიდნენ თავისუპლებს ვერაფრით შეაჩერებთ...
მე კი ჩვეულებრივი წითელი მოტკეცილი ჯინსი,შავი კეტები და თეთრი ზედა,მგონი ყველაზე ჩვეულებრივი მე გამოვედი.
სკოლაში მივედით,კლაში მხოლოდ 15 ბავშვი იყო,გაკვეთილებმა მსუბუქად და სახალისოდ ჩაიარა...დასვენებაზე ყოველთვის ვჭამ,სკოლაში სულ მშია,ამიტომ კლასელებიც და უცნობებიც ფულს მთხოვენ ხოლმე მე კი თუ, რამე მრჩება უსიტყვოდ ვაძლევ,მგონი არ დამიტოვებია სკოლაზე ცუდი შთაბეჭდილება ან ყველას ფულიანი გოგო ვგონივარ ეს კი ცუდია.გარეთ ვიდექი ვიღაც გოგო ,რომ მოვიდა ....
-ფული გააქვს?
-უკვე აღარ
მართლა არ მქონდა,ბოლო ფული კლასელს მივეცი
-არ მჯერა
თავხედი გოგო იყო კევის ღეჭვისას ისეთი ხმები გამოდიოდა,ტან იფურთხებოდა,ამაზრზენი გოგოა
-როგორც გინდა!
-გოგოებო მოდით
იქვე მდარ ვიღაც გოგოებს დაუძახა,ისინიც მალევე აქ გაჩნდენ..
-რა ხდება?
-ეს გოგო საჭირო ოთახში შეათრიეთ
-ეხლავე...
-მოიცა,რას აკეტებთ?
-ეხლა გავიგებთ ფული გაქვს თუ არა
-მაგრამ,ხომ გითხარი არ მაქვს მეთქი
-მაგას გავიგებთ!
საჭირო ოთახში შემათრიეს,ერთმა მათგანმა ეხი წამომკრა და ძირს დამაგდო....
ჩანთა გახსნეს და იქიდან ყველაფერი გადმომიყარეს,თან ერთმანეთს უყურებდნენ და იცინოდნენ...
-აქ არაფერია,ჯიბეები შეამოწმეთ
მოვიდნენ და შარვლის გახდას ცდილობდნენ...
-არაა,გამიშვით!!!გამიშვით მეთქი!!!
გოგოებმა ხმა მაღლა დაიწყეს სიცილი ამ დროს კი ვიღაც გოგო შემოვიდა
-გაეთრიე აქედან!
-კი მაგრამ
-არავითარი მაგრამ
დაუყვირა,ისიც შეშინებული გავიდა...
-გააგრძელეთ გოგოებო!
ერთმა ხელები დამიჭირა,მეორემ კი ხელი პირზე ამაფარა,კბენას ვცდილობდი მაგრამ არ გამომდიოდა,იმან კი შარვალი გამხადა,სიმწრისგან ტირილი დავიწყე,ისინი კიისევ და ისევ იცინოდნენ... შარვალში,რომ ვერაფერი ნახეს ფანჯრიდან გადააგდეს,წიგნები კი წლის ნიჟარაში ჩააგდეს და წყალი მოუშვეს..
ვერაფერს ვამბობდი და ვაკეთებდი კუთხეში ვიჯექი და ვტიროდი,ზარი რომ დაირეკა გავიდნენ
-წარმატებებიიი!!!
არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ,აქედან შარვლის გარეშე ვერ გავიდოდი,ღმერთო რა ვქნა?!
მალევე ის გოგო მოვიდა,რომელიც გააგდეს თავიდან ,ისევ ისინი მეგონენ და შემეშინდა
-დაწყნარდი მე ვარ!ვიცი როგორც მოგექცნენ,პირველი არ ხარ,უყვართ როცა ვიღაცეებს ჩაგრავენ...ერთხელ მეც ასე ვიყავი,ეს აიღე იმედია მოგერგება აქედან უნდა გახვიდე
-მადლობა!
გამიხარდა რომ გამოჩნდა ,ტირილს მოვრჩი ჩემი სველი წიგნები ჩანთაში ჩავალაგე ჩავიცვი და გავედი.....
-სხვათა შორის მე მაკა მქვია
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც მე ლიზი
-ლუკას იცნობ არა?
-კიი შენ საიდან?
-ჩემი ყოფილი კლასელია ადრე კარგად ვიყავით,შენ საიდან?
-ჩემი შეყვარებულია
-მართლა?მაგარია გაგიმართლა მთელი სკოლა მას დასდევს
-ხო ვიციი...კარგი წავედი ალბათ სკვერთან მელოდება... დამიმატე fb-ზე და მოგწერ
-კარგი,მიდი
გარეთ რომ გავედი ლუკა უკვე იქ იჯდა,უკან მივეპარე და თვალებზე ხელი ავაფარე
-ააამ...ვიცი ვინც ხარ,ლიზიიი!
-ეე,როგორ მიცანი?
-შენი თითების სითბო ვიგრძენი.როგორ ხარ?
-რავი თუ არ ჩავთვლით რაც მოხდა კარგად უნდა ვიყო..
-რა მოხდა?
-მეზარება მოყოლა და არც მინდა!
-კარგი რა მოკლედ მითხარი
-კარგი!...სამმა გოგომ საჭირო ოთახში შემათრია შარვალი გამხადეს და ფანჯრიდან გადააგდეს, წიგნები კი დამისველეს ისე,რომ მგონი აღარ ვარგა..
-ეგ როგორ გაბედეს მაგ ძუკნებმაა!!არ ვაპატიებ ეხლავე აგებენ პასუხს!!!
ლუკას სახეზე მაშინვე აღიბეჭდა საოცარი სიბრაზე ასეთი არასდროს მინახავს...
-კარგი,დაწყნარდი ახლა,ხომ აქ ვარ!
-არ მაინტერესებს,ვინ მისცა უფლეა ჩემს პრინცესას შეხებოდა არა მხოლოდ მათ არავის არ აქვს უფლება,რამე დაგიშავოს გაიგე?ახლა კი წამოდი სკოლაში
ხელი მომკიდა და წაყვანას ცდილობდა ,წინააღმდეგობა გავუწიე მაგრამ ამიყვანდა და მხარზე მომიკიდა და სკოლაში მაინც შემიყვანა..
-კარგი,კარგი დამსვი მე თვითონ წამოვალ!
-ჩამოდი
იმ გოგოების კლასში შევიდა ...
-უკაცრავად ...თქვენ სამი გამოდით
-ჩვენ რატო ერთი?
-გამოდით მეთქი
იმხელაზე უყვირა მასწავლებელიც კი შეკრთა
-კარგი,ეხლავე
-მალეე
კლასიდან რომ გამოვიდნენ სამივე საჭირო ოთახში შეიყვანა მერე კი მე დამინახეს
-ვა შენ კიდე აქ ხარ?და გაიცინეს-
-მოკეტე,აღარასდროს გაბედო ამ გოგოს შეეხო გაიგე?
-შევეხები მაშინ როცა მინდა
-მე გაგაფრთხილე შეეხები და არც შენ და არც შენს მეგობრებს არ გაცოცხლებთ!
ეხლა კი დაჯექით სამივე,დაჯექით მეთქი სამივე იატაკზე იჯდა...
-ლუკა არ გინდა გაიგეს შეეშვი
-არა მაცადე...ეხლა კი სამივემ შარვალი გაიხადეთ და თქვენი ხელით ისროლეთ ფანჯრიდან
-არ არსებობს რატომ უნდა შევასრულოთ შენი ნათქვამი?
-იმიტომ რომ ასეა საჭირო ეხლა კი გაიძრეთ მალე!!! სამივემ შარვალი გაიხადა და ფანჯრიდან გადააგდეს...მეცოდებოდა სამივეე unsure emoticon
-შესანიშნავია,იმედია ესეთი,რამ აღარასოდეს განმეორდება გასაგებია?
-კარგიიი,გასაგებია?
მერე კი ხელი მომკიდა და იქაურობას მომაშორა.
-კარგი დაწყნარდი ლუკა!
-ვერ დავწყნარდები ,რომ წარმოვიდგენ,რაც გაგიკეთეს ჭკუიდან ვიშლები...
-კარგი,კარგი მათ უკვე გადაუხადე სამაგიერო მე კი შენთან ვარ შრულიად უვნებელი...
-მართალი ხარ მაგრამ...
-არავითარი მაგრამ მორჩა
არ ვაცადე სიტყვის თქმა და ვაკოცეეე .....
სიბრაზისგან საოცრად ცხელი იყო არა მარტო მისი სხეული ტუჩებიც ...
--კარგი წავიდეთ?
-სად?
-რავი მეგობრებთან პარკში გავერთობით მაინც
-კარგი,როგორც გინდა მაგრამ იცოდე გიოზე გაბრაზებული ვარ
-ხოო მიხვდიი აპატიე სხვანაირად ვერ მოიქცეოდა ძმაკაცია
-კარგი ვნახოთ
პარკში რომ მივედით მხოლოდ გიო და მარი იყვნენ
-აქ რა ხდება?ან სხვები სად არიან?
-არ ვიცი წავიდნენ მგონი სალის საფლავზე მე და მარი დავრჩით
-მოიცა,მოიცა ანუ ერთად ხართ?
-კიი მორცხვად თქვა მარიამმა
-ვა,მაგარია ანუ წყვილები შევიკრიბეთ,რამე განსაკუტრებული ხომ არ დავგეგმოთ?
-მაინც რა?
-დასაწყისისთვის დიდ პარკში წავიდეთ საშიშ საქანელებზე დავჯდეთ გოგოებს შეეშინდებათ მაინც!
-ეე,კარგი რა წამოიძახა მარიმ
-მე თანახმა ვარ!
-ჩემი პრინცესა ძალიანც კარგი მაშინ სახლში შევირბენ ფულს ავიღებ და მოვალ კარგი?
-კარგი მიდი გელოდებით მალე
ლუკა წავიდა ჩვენ სამნი კი იქვე სკამზე ჩამოვჯექით მერე დედა დამირეკა მამა სახლში მელოდებოდა მაგრამ არ ვაპირებდი ამ საღამოს ჩაშლას და უარი ვუთხარი სახლში მისვლაზე
-მოვედი,აბა წავედით!
მე და ლუკა ერთად ვიდექით ხელი-ხელ ჩაკიდებული.ისინი კი ერთად, ქუჩაში მხოლოდ ჩვენ ოთხნი ვიყავით,მხოლოდ ჩვენი ოთხი ადამიანის გული ცემდა, ერთმანეთზე შეყვარებული...
-აი,მოვედით/
-კი, მაგრამ აქაურობა დაკეტილია/
-მერე რა/შევიპარებით,...
-ღადაობ?!/
-არა,წავედით.~
ლუკა და გიო გადაძვრნენ, მე და მარი დავრჩით.სულ გაგიჟდნენ , რას აკეთებენ ,ხომ შეიძლება გამოგვიჭირონ.მე კი ეს არ მინდა მაგრამ მაინც გადავედით.
-კარგი გოგოები ხართ
-პირველი სად დავჯდეთ?
მარიმ თქვა: მე კამიკაძეზე მინდა
ლუკა: მაშინ მე ლიზი ეშმაკის ბორბალზე დავსხდებით/
-თანახმა ვარ.
მე და ლუკა ეშმაკის ბორბალზე დავჯექით,მესმოდა როგორ კიოდა მარი.კარგია მე იქ არ მომიწია დაჯდომა, თორემ გაიგონებდით ჩემს დამანგრეველს კივილს , მერე ლუკა გვერდზე მომიჯდა და მიყურებდა...
-როგორ მიყვარხარ!
-ჩემი ცხოვრება ! იცი პირველივე დღეს ვიცოდი რომ ერთად ვიქნებოდით,ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა გოგო ერთი ნახვით,საოცრებაა!არადა არასდროს მჯეროდა ამის...სხვების მიკვირდა ხოლმე
-მე არასოდეს რადგან ჩემს მშობლებსაც ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი მაგრამ ახლა...
-მაგრამ ჩვენ სულ ერთად ვიქნებით, გპირდები!!!
-ლუკაა?
გაისმა ქვემოდან გიოს ხმა
-რა იყო?
-არ ჩამოდიხართ?შიშის ოთახში გვინდა შესვლა
-დაგველოდეთ ეხლავე
-ლუკა, იმ ოთახის ბავშვობიდან მეშინია ვერ შემოვალ
-კარგი რა,მე ხო შენთან ვარ!
-მეშინია
-უბრალოდ მენდე წამოდი
შევედი თუ არა გულმა ისე დაიწყო ფეთქვა ცუდათ გავხდი კინაღამ ლუკამ ხელი მომიჭირა მგონი იგრძნო...
-აუ მეშინია არ მინდა რა!
-ლიზი დაწყნარდი!
უცებ გვერდიდან საშნელი ჯამბაზი გამოვარდა საშინელი შეძახილით,იმხელაზე ვიკივლე შეეშინდათ მგონი თვითონ სათამაშოებს ლუკას კი გაეცინა
-ნუ დამცინი,გითხარი,რომ მეშინია!
-კარგი,,კარგი არ დაგცინი
-მე გავალ აქედან
-არა რა!
-კი ვსო გავედი გარეთ დაგელოდებით!
-უხ რა ჯიუტი ხარ კარგი მეც მოგყვები!
-კარგი როგორც გინდა!
ისინი იქ დარჩნენ ჩვენ კი გარეთ სკამზე ვიჯექით
-დამელოდე მოვალ!....
არც მიმიხედია სად წავიდა
-რა ლამაზიაა მადლობა! საიდან მოიტანე?
-მოვწყიტე,ეხლა ხომ აქ არავინაა!
-ჩემი სულელი მიყვარხარ
-შენსავით ლამაზია ეს ყვავილი და თან ეკლიანი!
-ანუ?
-მიხვდები,რაცაა
-ნუ,კარგი
-მოვედით ეხლა საით?თქვა მარიმ
-არ ვიცი ლიზი თურმე მშიშარა ყოფილა
-არ ვარ,დამანებე!
მოდით იცი რა ზღვაზე წავიდეთ
-არაა ცუდი აზრი მაგრამ ეხლა ღირს?
-კი რატომაც არა მე თანახმა ვარ თქვა გიომ
-მაშინ წავედით
ზღვაძე რომ მივედით გიო მაშინვე ჩახტა წყალში
-მარი მოდიი!
-ცივიაა!
-არა,სულაც არა მართლა
-კარგი ეხლავე
მარიც ჩაყვა მერე ლუკაც მხოლოდ მე დავრჩი
-არ მოდიხარ?
-არა წყალი ცივია
-კარგი,როგორც გინდა
-ეე,დამსვი არაა არ მინდა გთხოვ!! -აუ რა ცივია ლუკა მეხუმრები?!
-არაუშავს მე გაგათბობ შენ მოდი
მივედი და მის მკლავებში ავღმოჩნდი მართლაც გამათბო მერე კი ჩავყვინეთ მე,რომ ამოვედის ვერ ვხედავდი შემეშინდა და ისევ ჩავყვინთელუკა არ ინძრეოდა მივედი ჰაერის მისაწოდებლად ვაკოცე მან კი ხელი მომკიდა და არ გამიშვა როცა ამოვედით ვუყვირე
-იდიოტო,შემეშინდა!
-მაგრამ შენ ჩემს გადასარჩენათ დაბრუნდი!
-ვიცი!
-კარგი ნუ ბრაზდები,მიყვარხარ!
-მე არა,შემეშვი
-კარგი როგორც გინდა და შორს გაცურა მე კი ამოვედი ვხედავდი როგორ მიცურავდა მერე კი გიომ დამიძახა
-სადაა ლუკა?
-ეხლა ხანს იქ იყო,მართლა
-კარგი,წავალ შევამოწმებ,მარი შენ ლიზისთან დარჩი
-კარგი ფრთხილად
გიო უკვე იგვიანებდა ნუთუ რამე მოხდა,ან ალბათ ისევ მე მაშინებს ლუკა და ამიტომ მოიქცა ასე მაგრამ გიო?!ვერ ვისვენებდი სანამ გიო არ დავინახე როგორ მოათრევდა ლუკას მე კი მივირბინე მასთან
-რა ჭირს?ლუკა გამოფხიზლდი?
-ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარე მიდი მალე
ძალიან შემეშინდა ამიტომ ყველაფერი ისე გავაგეთე,რაც გიომ მითხრა
-ცოცხალიაა?
ვკითხე მაგრამ გიოს არფერს ამბობდა
-ცოცხალიაა?
გავუმეორე ხმა მაღლა
-არ ვიცი,არ ვიცი!
მეც შიშისგან მის სხეულს მივეკარი და ტირილი დავიწყე
-არ დამტოვო გთხოვ,გაიღვიძე ძალიან გთხოვ , ხომ დამპირდი რომ სულ ჩემთან იქნები ლუკააა
მერე კი ვიგრძენი როგორ დაიწყო მისმა გულმა ფეთქვა მაგრამ მეგონა მომეჩვენა
ისედაც გიჟივით ვიყავი მაგრამ როდესაც მისი ხმა გავიგე სიხარულისგან ვიკივლეე
-ლიზიი?
-ლუკაა,ღმერთო ჩემო მეგონა დაგკარგე მიყვარხარ გეფიცები მიყვარხარ მაპატიე,რაც გითხარიი მიყვარხარ და ძლიერ ჩავეხუტე
-ჩემი სუნთქვა სანამ შენ მყავხარ რა მომკლავს!
გიოც მაშინვე წამოხტა და ჩემსკენ წამოვიდა
-ლუკა,მადლობა ღმერთს ცოცხალი ხარ,ასე აღარ შემაშინო!
-კარგი წავიდეთ სახლში ვაგვიანებთ
-უი ხო....
-გიო მოდი რა აქ გავიშალოთ
-კარგი როგორც გინდა
მე და ლუკა სულ სხვა გზით ვბოდიალობდით,ხან ამიყვანდა და დამაბზრიალებდა ხან მიმარბენინებდა სულელიააა...მაგრამ მასთან მოწყენილი იშვიათდ თუ ვარ მერე კი დედამ დამირეკა
-ლიზი სად ხარ?
-მოვდივარ რა იყო?
-მამაშენი უკვე მიდის
-უი,.... კარგი წავიდეს დაემშვიდობე და
-ლიზი!!
-კარგი რა,მაინც ვერ ვასწრებ
-მოასწრებ თუ მოინდომებ, ნუ ბოროტობ მამაშენია და გეყოფა!!
-კარგი თუ ვერ მოვასწრებ ჩემი ბრალი არაა
-კარგი,მიდი
ნერვები მომიშალა....
-უკვე მიდიხარ?
-კი ამიტომ ცოტა სწრაფად ვიაროთ
-შეჭამა ტვინი მამაჩემმა მისი ბრალია
-კარგი რა არაუშავს მამაშენია
-ხომ კარგი მორჩი მასზე საუბარს
სახლში რომ შევედი მამა უკვე წასული იყო
-სამწუხაროა მამაშენი უკვე წავიდა,ყოჩაღ მოასწარი
-დედა შემეშვი
ოთახში ავედი ვიწექი და ვფიქრობდი ამჯერად მხოლოდ მამაზე....რატომ ვექცევი ასე ცუდათ,ხომ ცდილობს,რომ ამჯერად გული არ მატკინოს ჩემს გამო ჩამოვიდა ,არ ვიცი რა ვქნა მე კი არც მოვისუვრე დამშვიდობებულიყავი სხვა ჩემს ადგილას თბილ გაცილებას მოუწყობდა მაგრამ მე...იცი რა წავალ და აერპორტშჰი ვნახავ,ლუკასთან დავრეკე..
-ლუკა მჭირდები და მოხვალ?ოღონდ მანქანაც დაგვჭირდება
-რათქმაუნდა ჩემი პრინცესა 2 წუთში შენთნ ვარ
-კარგი
მანამდე გამოვეწყვე დედა გავაფრთხილე მერე კი ლუკამ მომწერა და წავედით
-რა ხდება?
-აეროპორტში წავიდეთ რაც შეიძლება სწრაფად კარგი?
-ვაა მაგარია,მიხვდი...როგორც მიბრძანებ! მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი ნეტა იქ ყოფილიყო დაა რა მეთქვა მე ხომ ასე მოვექეცი...მივედით თუ არა ძებნა დავუწყე...
იეეს იქ იყო მივვარდი და მაგრად ჩავეხუტეე
-მიყვარხარ მამა!
-ლიზი???მეც ჩემი პატარა აქ რა გინდა?
-შენთნ მოვედი არ მინდოდა ისე გამეშვი
-გენაცვალე,არ მეგონა
-ვიცი,ბოდიში,რომ ასე ცუდათ გექცეოდი უბრალოდ.. უბრალოდ არ ვიცი ძნელია ყველაფრის დავიწტება
-ვიცი,ჩემო პატარა მეც ვნანობ ჩემს დაშვებულ შეცდომებს მაგრამ ყველა უშვებს შეცდომას შენ კი ცხოვრებას ეხლა იწყებ
-ანუ მაპატიებ?
-რათქმაუნდა
-მადლობა,მამა მიყვარხარ!
-მეეც... კარგი უნდა წავიდე დავაგვიანებ!
-აუუ,ცუდია
-არაუშვს ზაფხულში მაინც ჩემთნ ჩამოხვალ
-მართლა?!
-მაგარია მართლა ძაან გამიხარდა...
ძლიერ ჩავეხუტე,რომ მისი სითბო დიდხანს გამომყოლოდა და მენატრება არ მეგრძნო მერე კი წავიდა,ყველა ჩვენთაგანი ადრე თუ გვიან ხვდება თავის შეცდომას,ადამიანის ცხოვრება სწორედ ესაა ცხოვრობს იმისთვის,რომ ისწავლოს დაშვებულ შეცდომებზე და როგორც მამა ამბობდა ცხოვრებას ეხლა ვიწყებ...არასდროს მოვქცეულვარ მამას ასე,დღევანდელი კი სულ სხვა იყო თითქოს წინ სულ სხვა სამყარო აღმებეჭდა გული კი ისე ძლიერ ცემსს.......
ამ ყველაფრის მერე გამახსენდა,რომ გარეთ ლუკა მელოდებოდა ამიტომ მანქანაში დავბრუნდი
-ბოდიში რომ ოჯახური დრამის მნახველი გახდი
-არაფერია,საოცრად თბილი იყავი
-მართლა?
-კი .... ასეთ დროს მინახიხარ
-ხოო ძაა ვეცადე თბილი დამშვიდობება ყოფილიყო
-გამოგივიდა კიდეც
-მიხარია...
-კარგი ეხლა საით?გინდა კაფეში შევიდეთ?
-თანახმა ვარ,თან დღეს საერთოდ არ დამილევია ყავა
-კარგი მაშინ წავიდეთ კაფეში....
შევედით იქაურობა რომანტიულად იყო მოწყობილი დიდი ყავისფერი ფანჯრები და საკმაოდ ლამაზი მსახურები,არც ისე ბევრი სტუმარი ყავდა იქაურობას ,ლუკამ მსახურს დაუძახა ორი ყავა და ერთი ნამცხვარი მოატანინა,მსახურმა ისეთი თვალებით შეხედა მაშინვვე მივხვდი,რომ მოეწონა ლუკამ კი გაუღიმა ამნ სულ გადამიყვანა ჭკუიდან ამიტომ ალბათ იმ გოგოს სასაამოვნო წამიმერთი ჭიქა წყლის დაბარებით ჩავშალე
-ეს სპეციალურად ქენი არა?
-შენც მოგეწონა არა?
-ცუდი გოგო არაა
-დამპალო მომშორდი
-კარგი გეყოფა,ხომ იცი რომ შენს გარდა არავინ მყავს
-არა რატომ,ის გოგო აი ნახე იქ დგას და გიყურებს
-ლიზი,მორჩები თუ წავიდე
-წადი!
-ჰაჰა,არა ვიჯდები ყავა მინდა
-ნაგლო ,მაინც მიყვარხარ
-ხედავ შენი მოთაფვლა რა ადვილიაა
-ხო რათქმაუნდა იმის დამსახურებით,რომ მიყვარხარ თორე შანსი არ გექნებოდა
-ხო აბა რაა შენ ხომ...
-რაა მე ხომ?
-არაფერი
-კარგი...
მიმტანმა ოიტანა ყავა და უსიტყვოდ დავეწაფე ჭიქას,ისეთი ცხელი იყო ტუჩები დამეწყვა მაგრამ არ მინდოდაა ლუკას შეემჩნია და ძლივს შევიკავე თვი მაგრამ მაინც ჩაიცინა,მიხვდა რათქმაუნდა
-ფრხილად დაიწვები
-არა,მადლობა
-ჯიუტო!
-არ ვარ
-ხარ
-აბა დამიმტკიცე
-რა დაგიმტკიცო ვერ ხედავ როგორ იქცევი
-ხოო,კარგი არ მინდა ამ საღამოს დაფუჭება
-არც მე
-ხოდა მორჩა ...მიყვარხარ!
-ჩემი პრინცესა
ცოტახანში ის მიმტანი ისევ მოვიდა
-რამე გნებავთ?
-არა ვუპასუხე იაზურად
-კარგით,თუ რამეა დამიძახეთ
-უკაცრავად აქ სხვა მიმტანი არ არის?
-აქ რამე მოხდა?
-სხვა მინდა მოგვემსახუროს
-კი მაგრამ....
-არავითარი მაგრამ
-კარგით ვეტყვი
ლუკამ ისეთი გაოცებული სახით გამომხედა
-რა იყო?
-არაფერი
-ვიცი,რაც აბა ვიჯდე და ვუყურო როგორ გაბამს?
-აუ,კარგი რა
-არავითარი კარგი რა ვსო მოვრჩეთ ამაზე საუბარს
-იცი რა წავიდეთ გინდა?
-კი
ავდექით ლუკამ ფული მაგიდაზე დატოვა და წავედით,მანქანაში არც ვლაპარაკობდით მერე კი ისევ ლუკა ალაპარაკდა ...
-გაბრაზებული ხარ?
-არა
-მართლა?
-ხოო,მართლა
-კარგი
-გინდა ჩემთნ ავიდეთ?
-ჰმ..მაშინ დედას დავურეკავ და ვეტყვი,რომ დღეს არ მივალ თუ?
-ხო თუ გინდა დარჩი,შენი ნებაა
-და შენები?
-აგარაკზე არიან
-ხოო კარგი
მანქანა გააჩერა და გადავიდა
-დაელოდე მაღაზიაში წავალ რამეს ვიყიდი და მოვალ
-კარგი მიდი
-გიყიდო რამე?
-არა,არაფერი მინდა მადლობა
რომ დაბრუნდა შოკოლადი მომიტანა ვიცოდი, რომ ჩემს ნათქვამს არ გაითვალისწინებდა
-მე ხომ გითხარი
-ჩემი პრინცესა ხარ ამიტომ
-ჰაჰა ნუ ხო
-კარგი წავიდეთ
სახლში შევედით,რადგან უკვე არ ვიყავი პირველად მისული თავი ჩვეულებრივად ვიგრძანი სამზარეულოში შევედი ამოვალაგე ლუკას ნაყიდი რაღაცეები...
-რას აკეთბ?
-რავი ვალაგებ,ყავა ან ჩაი გინდა?
-ჩაის დავლევ
-კარგიი
-რა საყვარელი ხარ იცი?ესეთ ფორმაში
--კარგი ნუ აზვიადებ
-არა მართლა,მომწონს ჩემს სახლში,რომ შენ ხარ ესე თავისუფლად ,მაგრამ ჩემი ცოლი რო გახდები უფრო თავისუფლად იქნები და სულ აქ მეყოლები
-შენი ცოლი?
-ხოო არ გამომყვები? მოგიტაცებ
რათქმა უნდა აღარაფერი ვუთხარი უბრალოდ გამეღიმა მერე კი მოვიდა და უკნიდან ჩამეხუტა
-ფრთხილად დავიწვები
-იცი როგორ მიყვარხარ!!!
-როგორ ?
-იმას ვისაც უყვარს,ამ სიტყვას ვერ განმართავს
-მართლა
-ხოო
-მე შემიძლია
-ჰმ..აბა თქვიი
-ამ,ეს არის,როცა ძალიან უსაზღვროდ გიყვარს,როცა მის გარეშე არ შეგიძლია უბრალოდ,როცა შენი ჰაერია,მთელი სამყარო..იცი მგონი სიტყვები მეც არ მყოფნის
-ხომ გითხარი
-ჩემი ჭკვიანი
-ჩემი პრინცესა
-ჩაი მზადაა, დაჯექი და დალიე,
-მადლობა, გემრიელია
-კი მაგრამ ჯერ არც გაგისინჯავს
-სიყვარულით მომზადებული ძალიან გემრიელი იქნება
-კაი ნუ მაწითლებ
-კარგი... მიყვარხარ
-მეც...
მე ოთახში გავალ რამეს ვუყურებ და მერე შენც მოდი კარგი?
-მიდი
ოთახში გავედი საინტერესო ფილმი ვიპოვე და ისე ჩამითრია ვერც შევამჩნიე,რო ლუკა სახლში არ იყო..ნეტა სადაა? მობილურს არ იღებდა სხვა ვერაფერს ვიზამდი დავჯექი და ველოდებოდი მერე კი ავნერვიულდი,კარზე კაკუნი გაისმა,რომ გავაღე დავინახე დიდი წითელი ვარდის ბუკეტი მათში კი ნაცნობ თვალებს ვეძებდი
-ვაიმე ლუკაა მადლობა
-ეს შენ
-ძალიან ლამაზია,როგორც შენ
-იდიოტო ვინერვიულე
-ვიცი,ისიც ვიცი რომ ვერ შეამჩნიე ჩემი წასვლა
-საზიზღაროო,ეხლავე მოვალ ამ ყვავილებს ვაზაში ჩავდებ
-კარგი,ოთახში გელოდები
ყვავილები ლამაზ ვაზაში ჩავდე და შაქარი ჩავუყარე,რომ დიდ ხანს გაძლოს,დედამ აასე მასწავლა მერე კი ოთახში შევიტანე ძალიან ლამაზები იყო
-ჩემი პრინცესა
საწოლზე დავწექი ძლიერ ჩამეხუტა და ჩაგვეძინა...მეორე დღეს სანამ გაიღვიძებდა
ძაან ცხელოდა ჩემს ჯინსებში ვეღარ ვძლევდი ამიტომ მისი თაროდან თეთრი საროჩკა გადმოვიღე და ჩავიცვი....
-გიხდება
-უი,გაიღვიძე... მადლობა
-მართალი ყოფილა,კაცის საროჩკა ყველა ქალს ამშვენებს,მაგრამ შენ ჩემს პრინცესას განსაკუთრებით
-უნდა წავიდე დედამ დამირეკა
-წაგიყვან
-არ მინდა
-როგორ თუ არ გინდა,მიმყავხარ და მორჩა
-უუუხ...ლუკაა
-მეც მიყვარხარ ლიზი..
-მე არა...
-რაა?ვერ გავიგე?
-მე არათქო
ამის გაგონებაზე ადგა ხელში აიყვანა და საწოლზე დამაგდო არაფრის უთქმელად მაკოცა მერე კი ბოროტად ტუჩზე ვუკბინე...
-რას აკეთებ?
-არაფერს..
-მეტკინა სულელო
-ვიცი
-რა გეშველება...ეხლაც არ გიყვარვარ?
-ჰმ... დავფიქრდები
-იცი რა მგონი საბარგულით გასეირნება მოგიხდება
-არც,გაბედო
-რატომაც არაშენც ჯიუტი ხარ მეც ასევე
-კარგი,კარგი ხო მეც მიყვარხარ
-ხო და ასე,ჩემი პრინცესა
-აჰამ...ეხლა დამაცადე ჩავიცვა
-არა,ესე უფრო ლამაზად ხარ
-კაი ერთი მე ჩაცმა მინდა
-ვაიმე ლიზი
-ჰაჰა
-რა გაცინებს?
-მომწონს რომ ბრაზდები
-მართლა?კარგი ეხლა მიყურე
-ეე, რას აკეთებ?
იდიოტო,როგორ გაბედე ჩემი ტანსაცმის ფანჯრიდან მოსროლა,გენახათ ხალხი როგორ იყურებოდა ეს იგივე ფაქტი იყო ცოლი რო ქმარს აგდებს კინოებში,სახლიდან და ტანსაცმელს,რომ განჯრიდან უყრის ან ჩემოდანში ულაგებს და კართან ახვედრებს...
-ხედავ?
-ვერ გიტან..
-მეც მიყვარხარ
გაბრაზებული ოთახიდან გავედი,რა მექნა არ როგორ წავსულიყავი ესეთ მდგომარეობაში სახლში ლუკას შარვალს ხომ არ ჩავიცვამ...უი თუმცა რატომაც არაა ოთახში ავედი...
-გადი აქედან 1 წუთით
-როგორც მიბრძანებთ ჩემო პრინცესა.....
დროზე კარადა გამოვაღე და მუქი ლურჯი შარვალი გამოვიღე ცოტა გადავჭერი და ჩავიცვი,არც ისე დიდი მქონდა მერე კი კეტები ვიპოვე ისიც ჩავიცვი,მოკლედ გამოვეწყვე როგორც საგიჟეთიდან გამოსული,სასტიკად გაბრაზებული ვიყავი ამიტომაც დიდათ არც მაინტერესებდა...ოთახიდან კი ისე უნდა გავსულიყავი რომ ლუკას არ დავენახე ამიტომაც ჩუმი ნაბიჯებით კედელს ავეკარი და კიბეებს ჩავუყევი,მაგრამ ლუკა დაბლა არ დამხვდა ამიტომ კარები გავაღე და მანქანაში ჩავჯექი,მერე კი უნდა მიმეწერა მაგრამ მე ხომ ბედი არ მაქ ის უკვე მანქანაში იჯდა..
-ჯანდაბა დამინახაა
შევამჩნიე როგორ დახარა თავი და ჩაიცინა,გაბრაზებული სახით ჩავჯექი და თავი ფანჯრისკენ მივატრიალე
-კარგად გამოიყურები
არაფერი მითქვამს
-უი,ეს შარვალი რა კარგად გქონია არადა არ ვიცვამდი ჩემმა ძველმა ძაღლმა..
-ფუუ,მოკეტე არ მაინტერესებს სხვათა შორის შენი ბრალია...
-რატო მაინც გიხდება და კიდე ჩემი საყვარელი კეტები გაცვია
-ხოო?მაშინ უყურე
ფეხებზე გავიხადე და ტალახში გადავყარე
-ყოჩაღ,მაგრამ რომ იცოდე მოგატყუე და ახარხარდა ძალიან გავბრაზდი ფეხშიშველი გადმოვედი მანქანიდან და წავედი
-მოიცა სად მიდიხარ ესე?
-სახლში
-ესე ვერ წახვალ,ჩაჯექი
-არა და მორჩა
მართლა აღარ ვაპირებდი მანქანაში დაბრუნებას
-კარგი,მაპატიე უბრალოდ გეხუმრე
-მეც,გეხუმრები
-მაშინ დაწყნარდი და მანქანაში ჩაჯექი
-არა მეთქი და მორჩა
უცებ მანქანა გააჩერა,გადმოვიდა და ჩემსკენ წამოვიდა,ხელში ამიყვანა და საბარგულში ჩამაგდო...
-ეე ხომ არ გაგიჯდი ლუკა გამომიშვი ეხლავე მაგრამ ლუკა,არც კი მისმენდა მანქანა დაიძრა და წავიდა...ვიცი ჩემი ბრალიც იყო,ვიცი ძალიან ვიჯიუტე ის კი ვერ იტანს ამას მაგრამ...აუ რავი..აქედან,რომ გამოვალ მხოლოდ ის ვიცი,რომ დავახრჩობ თან ფეხებზე შემცივდა...გამახსენდა რო მობილური აქ მქონდა,მივწერე
-გამომიშვი აქედან გავიყინე
-არა,ჯიუტებს არ ვემორჩილები
-ძალიან გთხოვ მცივა..
ვიგრძენი მანქანა,როგორ გაჩერდა მოვიდა გააღო მე კი მშვიდად ვიწექი,ხელში ამიყვანა და მანქანაში ჩამსვა...მერე კი თავისი თბილი ჟაკეტი მომცა...
-აჰა,...ჩაიცვი გათბები
-მადლობა
არაფერს ვამბობდი უბრალოდ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი ამიტომ მერჩივნა არაფერი მეთქვა,სახეზე ლუკას ეტყობოდა არ იყო კარგად,მაგრამ რამე მაინც უნდა მეთქვა...
-მაპატიე
-რა უნდა გაპატიო?
-ის,რომ ესეთ დონემდე მიგიყვანე
-არაუშავს ვიცი როგორიც ხარ
-ანუ მაპატიე?
-საპატიებელი არაფერია
-კი,მაგრამ..
-არავითარი მაგრამ...
-კარგი მიყვარხარ
-მეც ჩაილაპარაკა ცუმად.
მერე კი სიგარეტის კოლოფი ამოიღო და მოწევა დაიწყო გაკვირვებისგან შევხტი..
-არ ვიცოდი თუ...
-ვიცი,არც მე ვიცოდი თუ კიდევ მოვწევდი ოდესმე
-თურმე რამდენი რამ არ მცოდნია შენი ცხოვრების შესახებ,თუმცა არც არაფერი ვიცი შენ ხომ საიდუმლოებით ხარ მოცულიი
-დიდი ბოდიში,ჩემს ცხოვრებაზე საუბარი თუ არ მიყვარს ან გახსენება
-მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ მოგიწევს...
-რომ მომიწევს ვიტყვი
-კარგი,უკაცრავად
ამჯერად მართლა არ არის სამართლიანი მან თითქმის ყველაფერი იცის ჩემი ცხოვრების შესახებ მე კი არც არაფერი...თან არც მინდა დავაძალო არ ვიცი ნეტა საერთოდ რა აქვს გამოვლილი ან რას გრძნობს...მაინც გავიგებ...უბრალოდ კითხვებით გამოვძალავ...
სახლს რომ მივუახლოვდით მანქანიდან ხელში აყვანილი გადმომიყვანა მე ხომ ფეხზე არ მეცვა კარებზე,რომ დააკაკუნა დედამ გაუღო გაოცებისგან ვერაფერი თქვა...
-დედააა
-უი ლიზი?
-ხო შემოდით სასტუმრო ოთახში დივანზე დამაწყინა და გავიდა
-უკაცრავად და თქვენ ვინ ხართ?
-არ მინდა უხეშად გამომივიდეს მაგრამ ლიზის კითხეთ....
-აა,გასაგებია,კარგად ბრძანდებოდეთ
-ნახვამდის ქალბატონო ეკა
-მოიცა,ჩემი სახელი საიდან იცი?
-ლიზიმ მითხრა
დედა ოთახში შემოვიდა და გვერძე მომიჯდა
-რამე ხომ არ გაქ სათქმელი?
-არა,რატომ მეკითხები
-ის სიმპატიორი ბიჭი ვინ იყო?
-ლუკა ქვია
-რამდენი ხანია ერტად ხართ?
-კი მაგრამ დედა მე ჯერ არაფერი მითქვამს
-თქმა საჯირო არ არის ორივეს გეტყობათ,თან ეს რა გაცვია?
-ჩემი ტანსაცმელი დასველდა და მომიწია სხვისი მეთხოვა
-ხო,ლუკასი ხომ არა
-კარგი დედა ეხლა არ დაიწყო
-კარგი,კარგი რამდენი წლისაა?
-მეუბნება,რომ 15 ისაა მაგრამ იცი რომ მატყუებს
-გასაგებია ბიჭებს ეგეთები ჩვევიათ ანუ გუშინ მასთან იყავი?
-მოიცა,მოიცა
ვიცოდი რეებსაც იტყოდა ამიტომ...
-დედა,დედა,დედა ნუ ნერვიულობ არაფერი მომხდარა საერთოდ არაფერი
-იმედია,თორემ ხომ იცი....
-სულელი არ ვარ
-იმედია
მერე ავდექი და ჩემ ტანსაცმელს დავავლე ხელი და გამოვიცვალე,ლუკასტანსაცმელი კი სარეცხში ჩავდე....
მერე კი ისევ დაბლა ჩავედი,დედა როგორც ყოველთვის სამზარეულოში იყო მივედი და სკამზე დავჯექი....
-რას აკეთებ?
-ბლინებს,ჩაისთან ერთან მიირთმევ
-მმ,კარგი იქნება
-ხო მეც მინდა
-რა ხდება შენსკენ ახალი?დიდი ხანია არაფერი გამიგონია?ბოდიში ყურადღება,რო მოგაკელი
-არაუშავს ახალი ჩამოსულები ვართ,ჯერ აქაურობას შეეგუე... თან მე ახალ სამსახურს მთავაზობენ
-მართლა?რა მაგარია სად?
-რესტორანში,მენეჯერად
-მერე?
-არ ვიცი მერე შენ რა გიყო,როცა ღამღამობით მომიწევს დარჩენა
-დედა?! ისევ პატარა ხომ არ გგონივარ გავუფრთხილდები ჩემს თავს აარ მინდა ამის გამო უარი თქვა ამიტომ ხვალვე წახვალ და თანხმობას მისცემ გასაგებია?
-ხო,მე ჯერ კიდევ ჩემი პატარა გოგო მგონიხარ არადა რამდენ რამ ხდება შენს ცხვრებაში ,კარგი წავალ როგორც მეტყვი
-მონი ჩაი ადუღდა
-უი ხო ჩაი
დაასხა და ორივე მაგიდას მივუსხედით,მხოლოდ ჩვენი თვალები ლაპარაკობდნენ....მერე კი ლკამ მომწერა მობილურზე
-ის არის?
-ხოო
-ანუ მიდიხარ?
-კიი და საღაოს დავბრუნდები
როგორ შეილება ამდენი ხნის ნახვის მერე კიდე მნახულობდეს არ ვბეზრდები?
-შვილო ეს ხომ სივარულია ისკი მოსაბეზრებელი არასდროსაა
-ჰმ...საინტერესოა
-კარგი,წადი დააგიანებ
-დედა!!!
გარეთ გავედი ლუკა უკვე იქ იდგა,რა სწრაფია ეს ადამიანი
-მომენატრა ჩემი პატარა
-ლუკა?
-რა?
-სულ რაღაც 3 საათის წინ მნახე
-მერე რა
-რავი აბა მე მიკვირს
-შენ უგულო ხარ და გაიცინა
-მე თუ უგულო ვარ,მაშინ არც შენ მიყვარხარ
-ეე,კაი ვიცი რომ გიყვარვარ
-დამიმტკიცე რომ ეგრეა
-თავს მოგანატრებ
-ნეტა როგორ
-წავალ სანამ არ მეტყვი,რმ მოგენატრე გინდა?
-ხუმრობ ვიცი,შენ თვითონ მოხვალ,რომ მოგენატრები
-ეგრე არა,კარგი მე წავედი....
არ ვიცოდი სად წავსულიყავი უბრალოდ ბოდიალი დავიწყვე იმ ადგილებში სადაც საერთოდ არ ვიყავი ნამყოფი ამ დროს ვიღაცა საკმაოდ საყვარელი ბიჭი მომიახლოვდა..
-გამარჯობა,შენი გაცნობა შეიძლება?
-კი
-მე დიტო შენ?
-მე ლიზი..
-სასიამოვნოა,ძალიან საყვარელი გოგო ხარ!
-მადლობა შენც ასევე....
-შეყვარებული გყავს?
-არა
-სად ცხოვრობ?
-აქვე ორი ქუჩის მერე
-ახლოს ხარ...დიდი ხანია აქ ცხოვრობ?
-არც ისე,ალბა კვირებია.შენ?
-მე გუშინ ჩამვედი აქაურობა საერთოდ არ ვიცი
-გინდა გაჩვენო?მართალია დიდათ არაფერივიცი მაგრამ მთავარ ადგილებს გაჩვენებ
-თანახმა ვარ,თან პირველი ხარ ვინც გავიცანი და ბედიც მქონია
-კარგი ნუ მაწითლებ
საკმაოდ საყვარელი იყო,მართალია ცოტა უცნაური მაგრამ მაინც....
ცოტა ხნის მერე გადავწყვიტე პარკში წამეყვანა,იქაურობას ვაჩვენებდი მაგრამ,ოოო ლუკა დავინახე იქ იყო თავის ძმაკაცებთან ერთად....
როგორი თვალებით გამომხედა რომ გენახათ,მინდოდა იქედან გავქცეულიყავი,მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და და დიტოს ვთხოვე იქვე ახლოს დავმსხდარიყავით....ლუკა არ მოდიოდა იბრალოდ ბიჭებს ელაპარაკეოდა და სკამს ფეხს ურტყამდა,ძაიან გაბრაზებული იყო მერე კი დავინახე როგორ წამოვიდა ჩემსკენ,ვერაფერს ვიზამდი და დავაცადე..
-გამარჯობა,შენ ვინ ხარ?
-ეგ შეგილია ლიზის კითხო
-ლიზი ეს ვინაა?
-ლუკა გაიცანი ეს დიტოა
-სასიამოვნოა,დიტო ერთი წუთი მოხვალ
-რა პრობლემაა
გვერძე გაიყვანა და თვალი ჩამიკრა...
ნეტა რას აპირებს...დიდათ არაფერი ხდებოდა უბრალოდ დავინახე როგორ გაესაუბრა და უსიტყოდ წავიდა დიტო...
-მოიცა დიტო სად მიდიხარ?
-უნდა წავიდე კარგად
-ასე უსიტყვოდ...
-კარგად
გაბრაზებული ისევ ჩემს ადგილას დავბრუნდ
-რაო შენმა დიტომ ჩემო პრინცესაა?
-შემაშვი რა,ჯერ ერთი ჩემო არა
-ჰო რავი გეტყობოდათ
-აუუ რა გინდა?
-არაფერი,უფლება არ გაქვს უცხო ბიჭთან ერთად აქ იჯდე
-ნეტა ერთი რატო?
-ცემი,რომ ხარ იმიტომ თუ უვე დაგავიწყდა
აღარაფერი მითქვამს,უბრალოდ სახლისკენ წავედი ის კი გამომეკიდა...
-რა გინდა?
-არაფერი,გაცილებ
-არაა,საჭირო მადლობა
-არ მოგენატრე?
-არა
-მატყუებ
-ვიცი...
ტირილი დავიწყე,მან კი გულში ჩამიკრა
-ჩემო პატარა რა გატირებს?
-მომენატრე
-კარგი,მე ხომ აქ ვარ
-მაპატიე ამაყი ვარ
-პრინცესა ვიცი და გაეღიმა
-მიყვარხარ,ძალიან ძალიან!!!გეფიცები!!!
-მჯერა,მეც ძალიან მიყვარხარ ხომ იცი რომ ჩემი სიცოცხლე ხარ,შენს გარეშე კი არაფერი ვარ ....
პირველად ვიგრძენი ასეთი,რამ ცრემლებამდე მომნატრებია,თურმე რამდენს შვება სიამაყე...მაგრამ რა ლამაზად ალაპარაკებს ღმერთი ადამიანს სიყვარულის გადასარჩენად ....არ მინდოდა ლუკას დავმშვიდობებლყავი,ამიტომ სახლში შევედით
-ყავა ან ჩაი?
-მადლობა მხოლოდ წყალი
-კარგი ეხლავე
-მადლობა
მერე კი კარზე კაკუნი გაისმა...
-დედაშენია?
-ხოო,ალბათ
კარები გავაღე და დედა შემოვიდა...
-ლიზი ესე უცებ სა წახვედი...
-დედაა...
-უი,გამარჯობა
-გამარჯობა
-კარგი ლიზი მე ოთახში ვიქნები
-კარგი,დედა
-საყვარელი დედა გყავს
-მადლობა,მაგრამ დედაშენი მე არასდროს მინახავს რატომ?
-რავიიი
-მაინც?
-იმ დღეს 5 წლის ვხდებოდი,დედა და მამა დასასვენებლად რუსეთში იყვნენ,სახლში მოსვლას ჩქარონდნენ და ავარაში მოყვნენ...
მამა გადარჩა მაგრამ ჩემ აღზრდა ვერ შეძლო და საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა მგონი ეხლა ახალი ოჯახ ყავს,მაგრამ ფულს სულ მიგზავნის
-ბოდიში არ უნდა მეკითხა...
თავი დამნაავედ ვიგრძენი,მერე კი გამახსენდა რამდენჯერაც მივედი ყოველთვის სახლში არავინ იყო მაგრამ მისი და...?მას უკვე ვეღარ ვკითხავდი ისედაც ცუდი ამ გავახსენე....
-ალბათ გაინტერესებს მარი რატომ არ ვახსენე....
-არა,რავი
-ის ქუჩაში ვიპოვე,ამიტომ ჩემთან წავიყვანე სახლში,ვიცი გაგიკვირდება როგორ უნდა მერჩინა,როცა მე თვითოაც პატარა ვიყავი,მაგრამ მამა ამღზრდელ დამიტოვა მხოლოდ 16 წლამდე ეხლა კი 18 ვარ....მისი გაგდების უფლება კი არ მქონდა ამიტომ დღემდე ჩემთანაა...სკოლაში არ დავდიოდი ხოლმე ამიტომაც ჯერ კიდევ 11კლაში ვარ....
-ამას ადრე რატო არ მეუბნებოდი?
-გიყვარს წარსულზე საუბარი?
-არა
-არც,მე
მე მისგან ამდენი რამ ერთად მართლა გამიკვირდა,თურმე რამდენი რამე არ მცოდნია მის შესახებ ეხლა კი მის გაცნობას თითქოს თავიდან ვიწყებ...
-მამა არ გენატრება?
-ყოველთვის არას ვამბობ,მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან
-რატომ არ ცდილობ ნახო და დაელაპარაკო?
-არ მინდა,ვიცი რომ დამნახავს ვერც კი მიცნობს,ჩემთვის კი ეს მტკივნეული იქნება
-მე შენს ადგილას მაგაში დარწმუნებული ვერ ვიქნებოდი
-კი მაგრამ ლიზი მას 5 წლის მერე არ ვუნახივარ...
-კარგი,ნუ როგორც გინდა...
-ამიტომაც გირჩევ მშობლები არასდროს დაკარგო,რაც არ უნდა ცუდი,მოხდეს
ან რაც არ უნდა შეცდომა დაუშვან ზურგი არასდროს აქციო ისინი ხომ ადამიანები არიან,ოდესღაც შენც მიხვდები იმას თუ რას გრძნობენ მშობლები შვილის აღზრდისას....
-ჰო,მივხვდი
-იმედია
-კარგი...მოდი გავხალისდეთ?
-კი მაგრამ როგორ?
-ჰმ...ვიცეკვოთ
-არა,ცეკვა არ მეხერხება ....
-ოო,კარგი რა მოიცა რამეს ჩავრთავ ...
-კარგი,შენი ხათრით,მაგრამ არდამცინოო..
მუსიკა ჩავრთე ,ლუკა სკამიდან ავაყენე და ვაიძულე ეცეკვა სხვათაშორის გამოსდიოდა მაგრამ ხშირად თუ შეგხვდებათ ბიჭი,რომელიც ცეკვაზე თანახმაა
-რატომ მომატყუე,მშვენივრად ცეკვავ
-კარგი რა,მე უბრალოდ შენს მოძრაობებს ვყვები
-არა,კარგად ცეკვავ მიდი ეხლა შენ იცეკვე და მე აგყვები
-კარგი
ასე ვცეკვავდით 2 საათი მერე კი საკმაოდ წყნარი სასიამოვნო მუსიკა ჩაირთო,ლუკამ ზურგზე ნაზად მომხვია ხელები მე კი მის კისერს ორივე ხელი მოვხვიე და ერთმანეთს ვუყურებდით თან გვეღიმებოდა....
-ჰმ...გინდა ხვალ კლუბშ წავიდეთ?
-დედას ვეტყვი და მგონი კი ალბათ დამთანხმდება ეგეთებს ყოველთვის ვეუბნები...
-კარგი შენი შებაა იმედია გამოვაა
უცებ ლუკას მობილურმა დაურეკა...გვერდძე გავიდა და ჩუმი ხმით ლაპარაკობდა....
-ლიზი ხომ არ გეტყინება რომ წავიდე?
-არა,ტან უკვე გვიანია
-კარგი წავედი მე მიყვარხარ.....
შუბლზე მაკოცა და წავიდა....
იმედია ეხლა არაფერი ხდება ცუდი.....
სახლი ოდნავ მივალაგე და დივანზე ლუკას ჟაკეტი ვიპოვე ....ჩემს ოთახში ავედი ღამის სამოსი ჩავიცვი თან ლუკას ჟაკეტი მოვიცვი...ვინმეს რომ ვენახე გიჟად ჩამთვლიდა მაგრამ ეხლა მარტო ვარ,ჩავწექი ჟაკეტს ძლიერ ჩავეხუტე,მერე კი ძილმა ძლიერ ჩამითრია....
დილით ისევ წყეულმა მაღვიძარამ დარეკა მაშინვე მობილურს დავხედე ლუკას ესემესი არ იყო ამიტომ მე თვითონ მივწერე...
-დილამშვიდობისა,რას შვები?
-დილამშვიდობისა,ჩემო პრინცესა...არაფერს ყავას ვსვამ შენ?
-მე ეხლა ხანს გავიღვიძე ამიტომ ჯერ არაფერს
-კარგია,კარგად გეძინა?
-საკმაოდ...თავად?
-მეც...საოცრად...
-კარგია დღეს რას ვაპირებთ?
-ჯერ არ ვიცი,თავიდან გიოს უნდა გავუარო მთხოვა მასთან მივსულიყავი,გააჩნია იქ რამდენი ხანი ვიქნებ,მერე კი შენ მოგაკითხავ ვისეირნოთ მერე კი კლუბში წავალთ ალბათ....
-ჰმ... შესანიშნავია
-კარგი წავედი ჩავიცვამ და მოგწერ...
-კარგი
ავდექი არც კი ჩამიცვამს,სამზარულოში ჩავედი...
-ლიზი ეს რა გაცვია?
-არ შეიმჩნიო...
-ჰმ...გასაგებია და გაეცინა
-რა გაცინებს?
-პირველად ვხედავ ჩემს გოგოს ასეთ შეყვარბულს...
-ოოო,კაი რა ეგ სიდან მოიტანე?
-მეხუმრები,ლუკას ზედაში გძინავს....
-კარგი ხომ მაჯობეე
-ხომ ხედავ,კარგი მოდი ისაუზმე მერე კი სკოლაში წადი უკვე დიდი ხანია აცდენ...
-აუ კარგი რა...
-არავითარი წუწუნი მორჩა...
საუზმობას,რომ მოვრჩი ოთახში ავედი გამოვიცვალე ჩანთას ხელი დავავლე და სკოლაში წავედი,როგორ არ მინდოდა,პირველი გაკვეთილი გავაცდინე,მარტო დავბოდიალობდი სკოლის სკვერში,მეორეზე კი შევედი,შესასვლელთან ის სამი გოგო შემხვდა,როგორც კი შევხვდი მაშინვე თავი გვერძე გაწიეს...
-ვა ლიზი როგორ ხარ?
-მარი...კარგად შენ?
-კარგად,სად დაიკარგე?
-რავი სკოლის ხალისი არ მქონდა
-მგონი ფიზიკის მასწავლებელს უნდოდა შენი ნახვა
-მართლა?ეხლა სადაა?
-სამასწვლბლოში
შევედი ბატონი თემური იქ იჯდა,ასე ერქვა ფიზკის მასწავლებელს
-გამარჯობათ,მას ჩემი ნახვა გინდოდათ?
-სალამი, ლიზი ..კი მინდოდა-რა ხდება? -პრობლემები გაქვს,ნიშნების ნაკლებობა და ბევრი ტესტი ქააცდინე არავის უთქვამს?
-არა
-როდისთვის იქნები მზად, რომ საქმეს შეუდგე?
-არ ვიცი იმ კვირაში
-აუცილებლად?
-შევეცდები.
-კარგით ნახვამდის...
მერე კი ლუკა მობილურზე მწერს
- გძინავს ჩემო პრინცესა?
-სკოლაში ვარ..
-ვა ეგ კარგია.
-ხო ძალიან.
-რამე ცუდი გითხარი ?
-არა მერე მოგიყვები.
-იცი,დღეს მარის დაბ დღეა სიურპრიზს ვუკეთებთ, შემოგვიერთდები?
-ვნახოთ იმედია მოვახერხებ.
-კარგი მიყვარხარ წავედი.
-კარგი მეც.
სახლში დავბრუნდი...
-ლიზი გშია?
მკითხა დედამ.
-კი...
მაგიდას მივუჯექი და ჭამა დავიწყე.
-დღეს შეიძლება გვიან მოვიდე...მარის სიურპრიზს ვუწყობთ მეგობრები.
-შესანიშნავია ,ფული გინდა?
-კი.
-აიღე მაგიდაზე დევს, წარმატებები.
-მადლობა...
დედამ 100 ლარზე მეტი მომცა ,გამიკვირდა ამდენი რად მინდამეთქი...
მერე კი ლუკას მივწერე: შემიძლია წამოვიდე.
მანამდე კარადა გამოვაღე და გადმოვიღე თეთრი ფუშფუშელა კაბა,ფეხსაცმელი რათქმა უნდა თეთრი ფერის, პატარა კომფორტული თეთრი ჩანთა.თმები დავიხვიე ,მაკიაჟიც გავიკეთე და ჩემ თავს ვეტრფოდი.მერე სახლიდა გავედი ლუკა იქ იყო მანქანით მელოდებოდა...
-ვაუ,რა ლამაზი ხარ ჩემო პრინცესა...
-მადლობა შენც კარგად გამოიყურები
მანქანის კარები გამიღო და მანქანაში ჩავჯექი...
-რას ვაპირებთ?
-ბავშვების ნაწილი უკვე მის სახლთან არიან,გიოც იქაა განსაკუთრებით ნერვილობს რატომ არ ვიცი...
-კარგია,მერე რესტორანში წავიდეთ
-ეგ კარგი აზრია არ იყო დეგეგმილი მაგრამ ფული თუ აგროვდა წავიდეთ
-კარგია...
-მარი რამეს ეჭვობს?
-არა საერთოდ არაფერს
მარის სახლთან მივედით ბავშვები ძალიან ლამაზად იყვნენ გამოწყობილები....
-ლიზი ადი მარისთან ლამაზად გამოაწყვე ვითომ სადმე მიდიხართ ან რავი...
-კარგი,ვეცდები
კიბეებს ავუყევი და მარჯვნივ წითელ კარებ მივუახლოვდი,დავაკაკუნ კარები მარიამმა გამიღო...
-გილოცაავ
-ვაიმე მადლობა.
-შემოდი
ვიწრო მაგრამ ლამაზი შესასვლელი იყო,სასტუმრო ოთახში შემიყვანა,აქა იქ სასიამოვნო ყვავილის სურნელი ტრიალებდა...
-აქ რამ მოგიყვანა?
-რავი სკოლაში არ მინახიხარ და გადავწყვიტე მოვსულიყვი
-ჰმ...გასაგებია
-წამოდი სადმე გავიდეთ,რამე განსაკუთრებულად ლამაზი კაბა გაქ?
-რათქმაუნდა
ოთახში,შევედით დიდი თეთრი საწოლი იდგა,იქვე წაბლისფერი დიდი კარადა...
მიუახლოვდა და გამოაღო,იქაურობა კაბებით იყო სავსე და ყველაზე განსაკუთრებული თეთრი მოკლე კაბა გადმოიღო,მერე კი საკმაოდ ლამაზი შავი ფერის ქუსლიანები....
-რა ლამაზია...
-მადლობა..დედამ მიყიდა ნათესავის ქორწილი რომ იყო
-ორიგინალურია,ჩაიცვი....
-მოვედიიი...
გამოჩნდა საკმაოდ ლამაზი გოგო რომ იცოდეთ როგორ უხდებოდა.....
ბიჭი რომ ვყოფილიყავი ხელიდან არ გავუშვებდი ამ გოგოს...
-სიტყვები არ მყოფის..
-კარგი დიდი არაფერია, მაკიაჟს გამიკეთებ?
-რათქმაუნდა
ყველაფერს რო მოვრჩით ლუკას გამაფთხილებელი ნიშანი გაუგზავნე,ბავშვები მოემზადნენ, გასვლის თანავე ამოხტნენ სხვადასხვა მხრიდან ბავშვები ბუშტებით და სხვადასხვა რაღაცებით .........
გაოცებული მარი ვერაფერს ამბობდა უბრალოდ იცინოდა და ყველას ეხუტებოდა ...
მერე კი ყველანი დაბლა ჩავედით .
-ბავშვებო იქნებ რესტორანში წავიდეთ,ფული ავაგროვოთ და ....
ყველამ იმდენი დადო რამდენიც შეძლეს, ყველა ლუკას მანქანაში როგორხაც ჩავეტიეთ და ვინც არა ტაქსით გამოგვყვნენ.......
რესტორანში რო შევედით ყველა ჩვენ გვიყურებდა ,რამოდენიმე სათში ყველა გალეშილი მთვრალები ვიყავით ძალიან ბევრი რამ არ გვახსოვდა, მხოლოდ ფეხების ტკივილს ვგძნობდით,თურმე იმდენი გვიცეკვია......
ძალიან მაგრად ჩაიარა ამ ყველაფერმა ყველა მაგრად გაერთო სახლში გვიან კი არა მეორე დღის სამ სათზე მივედი კიდევ კარგი დედას არაფერი უთქვამს თორე მის ჩხუბს რა აიტანდა სახლში რო მივედი ძალიან მედზინებოდა ოთახში ავედი დავწექი თუ არა მაშინვე ჩამეძინა, როცა გავიხვიძე უკვე 6 სათი იყო ტელეფონს დავხედე და ლუკას ესემესი დამხვდა
-როგორ ხარ ჩემო პრინცესა?
-კარგად ცოტა თავი მტკივა
-არაუშავს მალე გაგივლის სახამოთი გამოგივლი სადმე წავიდეთ
-აუ ლუკა ვერ წამოვალ ფიზიკაში სამეცადინო მაქვს
-კაი ჩემო პრინცესა იმეცადინე მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ
ლუკასტან საუბრით ისე გავერთე თავის ტკივილმა როგორ გამიარა ვერც შევნიშნე,ჩანთიდან წიგნები ამოვალაგე და სწავლა დავიწყე ერთმა კვირამ როგორ გაიარა ვერც მივხვდი,ლუკას ხშირად ვერ ვხვდებოდი,რადგან სულ ვმეცადინეობდი და აი გამოცდების დღეც დადგა
მე და მარი ძალიან ვნერვიულობდით რასაც გიოზე და ლუკაზე ვერ ვიტყოდი
-კაი ლიზი ნუ ნერვიულობ ჩემო პრინცესა, შენ იმეცადინე
-ჰმ..გაიცინა მარიმ
ამ დროს მასწავლებელმა დაგვიძახა და გამოცდებზე შევედით...
გაგიკვირდებათ მაგრამ ოთხივემ ჩავაბარეთ, არცისე ცუდი ნიშნებით
-ეს უნდა ავღნიშნოთ თქვა გიომ
-ხო თანახმა ვართ
-გინდათ საღამოს მანქანებით შევეჯიბროთ
-კაი წავედი მოვემზადები
-კარგი შეხვედრამდე
-კარგად
სახლში მივედი ვისაუზმე მერე ოთახში ავედი,კარადიდან ტანსაცმელი გადმოვიღე და მოვემზადე მერე დედას უტხარი ამ საღამოზე და ნება დამრთო წავსვლაზე ,ამ დროს ესემესი მომივიდა ლუკასგან
-მზად ხარ პრინცესა?
-კიი
-დაბლა გელოდებიით
-ახლავე ჩამოვალ დაბლა
ჩავედი და ორი ულამაზესი მანქანა დავინახე ერთში ლუკა იჯდა,მეორეში გიო და მარი.....ლუკას მანქანაში ჩავჯექი და წავედით....ისეთი ადგილის ძებნა დავიწყეთ სადაც მანქანების ხშირი მოძრაობა არ იქნებოდა და მალევე ვიპოვეთ ასეთი ადგილი...........
-აბა დავიწყეთ თქვა ლუკამ
გული ცუდს მიგძნობდა მაგრამ ლუკას არაფერი ვუთხარი ის ხომ ისეთი ბედნიერი იყო....გიომ ნიშანი მოგვცა და აბა წავიდა,სიჩქარე მიყვარს მაგრამ რაღაცნაირად ცუდათ ვიყავი
-ლუკა გვეყო გავჩერდეთ!
-მოიცა ჩემო პრინცესა ცოტაც და მოვიგებთ,ხომ არ გეშინია?
-ცოტა...
-ნუ ნერვიულობ ჩემო პრინცესა ყველაფერი კარგადაა
-გთხოვ გავჩერდეთ!
-კარგი როგორც გინდა
როდესაც ლუკა მანქანას აჩერებდა,უკნიდან დიდი სიჩქარით მომავალი გიო დაგვეჯახა....
ბოლოს რაც გავიგე იყო ჩვენი კივილი....
გონს საავადმყოფოში მოვედი იქ მხოლოდ ექთანი დავინახე და მაშინვე დედა ვიკითხე
ექთანმა გამიღიმა და გავიდა...სულ რამოდენიმე წუთში დედასთან და ექიმთან ერთად დაბრუნდა...
-მადლობა ღმერს
თქვა დედამ და ჩამეხუტა ფრთხილად ის ხომ ახლახან გამოვიდა კომიდან
-კომიდან?
-ხო ლიზი თქვა შეწუხებულმა დედამ
-ლუკა და დანარჩენები სად არიან?
სიჩუმე იყო ხმას არავინ იღებდა,მე კი კითხვა გავიმეორე
-სად არიან?
-ისინი!!!!!
-დედაა
-გარდაიცვალნენ ძალიან ვწუხვარ ლიზი
ამ დროს უცნაური გრძნობა დამეუფლა თითქოს დრო გაჩერდა,ტირილი მინდოდა და ვერ ვტიროდი,მინდოდა მეყვირა,მაგრამ ძალა არ შემწევდა..
დედას ვთხოვე მათ საფლავზე წავეყვანე,დედამ უარი ვერ მითხრა და მეორე დღეს დამპირდა წაყვანას.
მთელი ღამე არ მეძინა სულ მათზე ვფიქრობდი და ერთი სურვილი მქონდა როდის გათენდებოდა,ამ ფიქრებში ჩამეძინა....
დილით ადრე წავედით სასაფლაოზე,გზაში სიჩუმე იყო,ბოლოს მე დავარღვიე სიჩუმე და დედას ვკითხე
-რამდენი ხანი ვიყავი კომაში?
-1თვე
ამასობაში სასაფლაოზე მივედით და დავინახე სამი ახალი საფლავი
მარის-საუკეთესო მეგობრის,რომელიც დად მიმაჩნდა,
გიოს-რომელიც ძმასავით მიყვარდა და....
ლუკასი-რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა ...
ამ დროს მივხვდი რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო,ამიტომ დედას ვთხოვე აქედან წავეყვანე...მათ არც კი დავმშვიდობებივარ რადგან სულ მალე მეც მათთან ვიქნებოდიი...‪
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1  offline წევრი talaxadze133

Es istoria wakitxuli makvs magram bolomde ara axlawavikitxetavidan bolomde da kargia <3

 


№2  offline წევრი Psycho1402

Vaimee es ra iyo.... shokshi var :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent