შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და მე მიყვარხარ (I) (თამარას)


31-05-2015, 17:08
ავტორი ფსიქო.13
ნანახია 2 995

დაბნეული აცეცებდა თვალებს გერმანიის ფართო ქუჩებში და არ იცოდა სად წასულიყო,საკუთარ თავს წყევლიდა მობილურისა და საფულის დაკარგვის გამო,თორემ ტაქსით არ წავიდოდა ახლა სამშვიდობოს? ამ დიდი ქუჩისაც არაფერი გაეგება,საშინელებაა,საქართველოში დაბრუნება წამიერად ისე მოუნდა,ლამის ტირილი დაიწყო,იქ არსად დავიკარგებიო გაიფიქრა თან.
-ღმერთო,რა სიჯანდაბეა,უუფ,აქ არავინ შემოგხედავს,იქნებ კვდები ადამიანი,საქართველოში ვინმე დამეხმარებოდა მაინც,უიმე,რად მინდა თეთრ რაშზე ამხედრებული პრონცი,ერთი ყურსაკიდებიანი გერმანელი მაშოვნინა ამ წამს და,მადლობას გადაგიხდიდი-ბუზღუნებდა ქართულად,თანაც ხმამაღლა,მართლაც,ერთი მშველელი სჭირდება ამ გოგოს,თორემ ახლა დაკარგვის დრო ნამდვილად არ არის.
-და შავ ბეემვეზე ამხედრებული სიმპატიური პიროვნება წავა?-ირონიულმა,ქართულმა სიტყვებმა დააბნია და თვალები ჭყიტა,შებრუნდა და ბიჭის უსასრულოდ შავ,ბნელ თვალებს გადააწყდა,არც უნდა ჩამეხედა თვალებშიო,გაიფიქრა იმავე წამს
-მანქნის რა გითხრათ მაგრამ,თავდაჯერებული იდიოტი ხართ!-მიახალა უკმეხად და იქვე სკამზე ჩამოჯდა,"სიმპო პიროვნებაც" მის გვერდით მოთავსდა და თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე აათვალიერა,თამარაში ქართულმა სისხლმა იფეთქა და წარბშეჭმუხნილი მოსალოდნელი თავდასხმისთვის მოემზადა,არა,ისე არაფერი მაქვს დასაწუნი,ფიქრობდა თან,მშვენიერი ჯღალი კულულები,ქამელეონის თვალები,საყვარელი ცხვირი და დიდი ტუჩები,აქვეა ჩემი მშვენებაც,ორი დიდი ამობურცული მკერდიც (აქ უნებურად გაეცინა) და დილაობით რომ ვვარჯიშობ კი მეტყობა სხეულის ფორმებზე. კმაყოფილმა ჩაიღიმა და ბიჭის დათვალიერებას შეუდგა,აჩეჩილი ყორნის თმა,ასევე შავი თვალები,ოდნავ დაკუნთული ხელები,სწორი ცხვირი და...უფ,გოგო ისე მოიხიბლა,თავისდაუნებურად ჩაუსტვინა.
-არა,კარგი გარეგნობა რომ მაქვს ვიცი მაგრამ-სიცილს ვერ იკავებდა ბიჭი-ჯერ,არავის დაუსტვენია-თავისი ქათქათა კბილებითაც "გაემარიაჟა" თამარას
-არა,მე იმაზე ჩავუსტვინე რომ...-თავის მართლება დაიწყო,და სახეზე საშინლად წამოწითლდა
-რაზე აბა?-დასერიოზულდა და დაამატა-ხო მართლა,მე დემეტრე დადიანი
-თამარა ყენია!-გამოწოდებულ ხელს თავისი შეაგება და გაუღიმა
-რა პრობლემა შეგექმნა ლამაზო? ყურსაკიდებიანი პიდ.. გერმანელი ინატრე და...-წამსვე შეცვალა უწმაწური სიტყვდა და თვალებში ჩააშტერდა,თამარას არ მოეწონა "ლამაზო",საერთოდ ვერ იტანს ბიჭების ესეთ "მოფერებით სახელებს",ლამაზო,პატარავ,ესეთო,ისეთო...
-დავიკარგე,ტელეფონი და საფულე ჩანთაში მედო,რომელიც ასევე დამეკარგა-გურლწფერად დაუწყო ახსნა და თან თითები ერთმანეთში ნერვიულად ახლართა...
-ქუჩა მითხარი,მიგიყვან-ფეხზე წამოდგა,გასაღები ჯიბიდან ამოიღო და გოგოს თავით მანქნისკენ ანიშნა
-ისა... მისამართი ტელეფონში მეწერა და...-აბლუყუნდა ყენიას ასული და დარცხვენილმა თავი ჩახარა
-ტელეფონში?-გაკვირვებულმა ბიჭმა კეფა მოიქექა
-ხო,ისეთი უცნაური სახელი აქვს,ვერ დავიმახსოვრე-წამში იმართლა თავი და 32-ივე კბილი გადმოყარა
-ოხ თამარა,კარგი,ჩაჯექი ჩემთან მიგიყვან და მოვიფიქრებთ რამეს
-არ მინდა,არა!-კვლავ აუდუღდა ქართული სისხლი ვენებში და თავი გააქნია,უცხოს მანქანაში არ ჩაუჯდებოდა,რომ მოგეკლათ!
-არ ჩაჯდები?
-არა!
-კარგი-მხრები აიჩეჩა ბიჭმა,ჩაჯდა და წამში მოწყდა ადგილს ბეემვე,ჩვენი გოგო კი დარჩა ასე,ერთ ადგილას გახევებული და გაკვირვებული,აი თამარა,უარზე რომ იდექი,მიიღე ახლა,კიდევ იჯიუტე და,უკეთესს მოიმკი!
თავჩაღუნული დაჯდა და ასლუკუნდა,იტირებდა აბა რა,ყველაფერზე გულჩვილია,და ასე,უბრალოდ დაგამცირონ,ვერ აიტანა. თუმცა,რატომ დამცირება? უთხრა არ წამოვალო,ბიჭი ხომ ვერ დაუჩოქებდა? მაგრამ აქ ვის აუხსნიდა სიტუაცის,ისე კარგადაც არ იცოდა გერმანული,ღმერთმა მხსნელი ჩამოუგდო და,არ იკადრა,მიიღოს ახლა!
ხელები ჯიბეებში ააფათურა და... დემეტრე სულ დაავიწყდა,ყურებამდე გაიღიმა და ტელეფონი და მის ქეისში ჩადებული გერმანული ფული ხელში შეათამაშა...

---

სასწავლებლად გერმანიაში გამოუშვეს მშობლებმა,მთელი გულით უმძიმდა სამშობლოს დატოვება,მითუმეტეს რომ იქ თავისი მეგობრები დატოვა,მაგრამ განათლებას მაინც ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევდა,და წავიდა,აქ ბიცოლამისი ცხოვრობდა,ხშირად იცინოდა თამარა კატები ყავს ნაირნაირიო,ხო,გაუთხოვარი იყო და მარტო დასახლდა გერმანიაში,სამშობლოს დატოვებაზე მეტად,ბიცოლამისთან ცხოვრება არ უნდოდა,აუტანელი ქალი იყო,ახსოვს თამარას,ერთხელ რამდენიმე კვირით იყო დასასვენებლად საქართველოში მზეო,და ტვინი შეუჭამა,ისეთები მოუწია,ნერვებაშლილი ყენიას ასული იძულებული გახდა,მეგობართან გაეტარებინა რამდენიმე ღამე...
ახლა წევს საწოლზე,ბოლო ხმაზე აქვს ჩართული ჩარკვიანის მენატრება,და ფეისბუქში დაძვრება,რადგან სწავლის პირველი დღეებია,იმდენად გადატვირთული რეჟიმი არ აქვს,უნივერსიტეტში 4 ახალი მეგობარი გაიჩინა,ლეა,ჯორჯი,კამილა და დათო,დათო ქართველია და ძალიან უხარია გოგონას,ლეა და კამილა დები არიან,ისეთი პოზიტიური ადამიანები,მათთან ურთიერთობა რომ არ მოგბეზრდება,არასდროს,და რაც შეეხება ჟორჯის,ცოტა უკმეხი კია,მაგრამ გული აქვს კრისტალ!
[ბარში წამოხვალ?]-ლეასგან ესემესი მოუვიდა,სახლში ისე მოიწყინა,იმწამსვე გაუგზავნა ხმოვანი შეტყობინება,მოვდივარ კიარა,მოვფრინავო და გარდერობში შეიჭყიტა,კაბის უკმარისობა ნამდვილად იგრძნობოდა,ამიტომ ღია ფერის მუხლთან გამოხეული ჯინსი ჩაიცვა,შავი ზედა ნირვანას წარწერით გადაუშვა და კედები მოირგო,ახლა ბიცოლამისის დარწმუნების გარდა არაფერი დარჩა,რაც ძნელი იქნება...
-ბარში ვიკრიბებით და...-შეპარვით დაიწყო და მოსალოდნელი წიკვინის და გაფრთხილების,რომ მას სწავლის გარდა არაფერი არ უნდა აინტერესებდეს,თვალები დახუჭა
-წადი თამრიკო,და როდესაც გინდა მოდი-თბილად მიუგო ბიცოლამ და გაკვირვებული თამარა სამზარეულოს კართან დატოვა,თამარამ იფიქრა ალბათ კაცი უნდა ამოიყვანოსო,გადაიკისკისა და წავიდა...
ბარში შესულს გაკვირვება არც დაუმალავს,რა უნდოდა დემეტრე დადიანს დათოს გვერდით,მთელი ხმით ახარხარებულს?
და მე მიყვარხარ (I) (თამარას)
----
----
გამარჯობათ,მოთხრობა ცივაძე შევწყვიტე,რადგან ნახევარ წუთს მიამსგავსეს,იორდანიშვილის ეს შესანიშნავი მოთხრობა წავიკითხე და,მართლა გავდა... სიმართლე ისაა,მეგობარმა მითხრა ჩემი ისტორიის სიუჟეტი როგორი ყოფილიყო,ანუ იდეა მან მომაწოდა,მე მართლა არ ვიცოდი თეკლას "ნახევარი წუთი"-ს შესახებ,ასე რომ ...
ხოდა,ამ ისტორიას ვუძღვნი თამარა ბებოს,მიყვარხარ ბებუცი (არ მომკლა ბებოს გამო .. და კომპიზე რადგან კვირაობით დამსვამენ,ესეც დაპირებული თავი...



№1  offline წევრი ფსიქო.13

tamara
ვაიმე, ელე <3333 გავწითლდი, ოღონდ მართლა!
მეგონა მეხუმრებოდი, შენ კიდევ... <333
დიდი მადლობა:*** :*** ძალიან , ძალიან კარგი ხარ! <3333
მიყვარხარ!!<33<333

ჰაჰჰაჰაჰ, ვაიმე მეცინება <333 კიდევ არ მჯერა :D :D :დ

xom gitxari martla metqi,rato ar mijereb ha? :DD <3
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№2  offline წევრი Anuuc^.^

სიმართლე გითხრა პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და ძალიან მომეწონა ვატყობ წინ კარგი თავები მელის(ხომ აგრძელებ?)
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№3  offline წევრი ფსიქო.13

au dzaan didi madloba bavshvebo,megona mxolod chemi tamar bebo wwaikitxavda dda.. hop! davdeb,rogorc avgnishne nishnebis gamo mxolod kviras :DD sheidzleba sxva drosac movaxerxo
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


გერმანელებზე მეტი პატივისცემით რო ილაპარაკო,კარგს იზამ:)

 


№5  offline წევრი ფსიქო.13

ეეე,რამე უპატივცემულობით ვთქვი? მე არაფერი მახსოვს ეგეთი :)
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent