"გპირდები" - (3)
ორშაბათი დღე გათენდა. დილას როგორც ყოველთვის ჩემმა "საყვარელმა" მაღვიძარამ მომახარა რომ ადგომის დრო იყო, მაგრამ მე ჩემს ტრადიციას მაინც არ ვუღალატე, 15 წუთი კიდევ ვინებივრე და შემდეგ ავდექი, მოვწესრიგდი და სკოლაში წავედი. პირველი ფიზიკა მქონდა, ცოტა დამაგვიანდა. რომ შევედი სწერვული როჟა მაჩუქა მასწავლებელმა და მეც არ დავაყოვნე მაშინვე ყალბი ღიმილით გავუღიმე იქნებ ამითი მაინც მოლბობოდა გული. გაკვეთილები როგორც ყოველთვის ზლაზვნით გავიდა და მეც ჩემს გზას სახლისკენ დავადექი. ერთი სული მქონდა სახლამდე როდის მივიდოდი რომ იმ მიტოვებულ სახლში შემევლო და ამიტომ ფეხით წამოსვლას ავტობუსი ვამჯობინე. როგორც კი ჩემს უბანში შევედი მაშინვე ჩქარი ნაბიჯით წავედი იმ სალისკენ. ყველაფერი როგორც ჩვეულებრივად ისევ ისე იყო და როგორც ყოველთვის ამ ქუჩაზე არც ხალხი დადიოდა და არც მანქანები. შევედი თუ არა მაშინვე მეორე სართულზე ავირბინე და იმ ბიჭის ოთახში შევედი. კიდევ ერთხელ კარგად მოვათვალიერე იქაურობა, რატომღაც მინდოდა რომ ყველდა დეტალი დაწვრილებით შემესწავლა. რატომღაც ამ ბოლო დროს აქ რომ მოვდივარ ვმშვიდდები და ფიქრის საშუალება მეძლევა რომ დავფიქრდე შემს უმნიშვნელო ცხოვრებაზე. უმნიშვნელოდ და შავთეთრად განვლილ 15 წელიწადზე, ეს არც ისე ცოტა დროა. ისევ ფანჯარასთან მივედი და ქუჩას გავხედე როგორც ყოველთვის და ფიქრებს ნება დავრთე რომ ჩემს გონებას ნისლივით მოსდებოდნენ. ღრუბლებს შევცქეროდი და კურტკის ჯიბეში ხელებჩაწყობილი ვფიქრობდი ყველაფერზე, ამ სახლის და მათი წევრების ისტორიაზე, ჩემს სულიერ სიმარტოვეზე, ჩემი ოჯახის წევრებზე და კიდევ ბევრ სხვა რამეზე, როდესაც უკნიდან უცნობი ბიჭის მკაცრი ხმა მომესმა: -აქ რა გინდა? (უცნობი) ზურგი ამეწვა ვხვდებოდი რომ მიყურებდა, ამას რა გამოცნობა უნდოდა და დაუფიქრებლად შეშინებული შევბრუნდი მისკენ. ჩემს წინ სადღაც 19-20 წლის ბიჭი იდგა, შავგვრემანი, თმები დაბალზე ჰქონდა და საოცრად სიმპათიური, სწორედ ასეთი კაცური ბიჭები მომწონს, მაგრამ რა დროს ეს ფიქრებია მეც რა "ჭკვიანი" ვარ... ძალიან დავიბენი, შიშის გრძნობაც დამეუფლა შეიძლება ითქვას და დაბნეულივე ხმით ვუთხარი: -მე... მეე ყოველ დღე აქ ვარ და შენ ვინ ხარ? -შენი საქმე არაა მე ვინ ვარ და მეორეჯერ აქ არ დაგინახო. -კი მაგრამ რატომ? შეიძლება გავიგო? -არ გეჩვენება რომ ზედმეტ კითხვებს სვამ? ცოტა არ იყოს არ მესიამოვდა უცხო ადამიანისგან ასეთი სიმკაცრე და სიუხეშე, კი მაგრამ რა დავუშავე არ მესმის? მაგრამ რადგან თვითონ მეუხეშება არც მე დავაკლბ ჩემს მიმალულ სწერვობას რომლის გამომჟღავნებასაც ვერ ვიტანდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს შეუძლებელი იყო. -არა არ მეჩვენება და აქედან ფეხს არ მოვიცვლი სანამ არ მეტყვი ვინ ხარ. -მემგონი კარგად ვერ გაიგე რომ აქ შენი ადგილი არაა და ახლავე უნდა წახვიდე პატარავ, ნუ მაიძულებ რომ ხელით შეგეხო. -მემგონი შენც ვერ გაიგე რომ აქედან ფეხის მოცვლას არ ვაპირებ სანამ არ მეტყვი ვინ ხარ და რა უფლებით მელაპარაკები ასეთი ტონით. - ირონიულად გაეცინა, ყველაზე მეტად ამას ვერ ვიტან. -მეც გითხარი რომ შენი საქმე არაა ვინ ვარ და დროზე წადი აქედან აქ არაფერი გესაქმება - თითქმის ყვირილით მითხრა, ეტყობოდა რომ ნერვები ეშლებოდა და ღიზიანდებოდა. -არა - მეც ყვირილითვე ვუპასუხე. -ჩემს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. - გამწარებულმა მითხრა და მაშინვე ჩემსკენ გამოექანა, იდაყვში ხელი მაგრად მომჭიდა, კიბეებზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩამათრია და ეზოში გამათრია. ხელი საშინლად მტკიოდა, მაგრამ მას რა ენაღვლებოდა რაც უფრო ვუძალიანდებოდი მით უფრო მაგრად მიჭერდა და მამწარებდა. სახლის ეზოს გარეთ გამიყვანა და მითხრა: -მეორეჯერ აქ არ დაგინახო, ეს შენი საკუთრება არაა და სხვის სახლში ძრომიალს თავი დაანებე. -იცი რაა, მიუხედავად იმისა რომ გოგო ვარ, სულ არ მაინტერესებს რას იფიქრებ ჩემზე და როგორს ჩამთვლი, მინდა გითხრა რომ შენი საქმე არაა მე სად ვიძრომიალებ და არ ვაპირებ რომ აქ სიარული შევწყვიტო. -თხა ხარ, საშინლად ჯიუტი, ეს შენი სახლი არაა და აქ არაფერი გესაქმება, კიდევ ბევრჯერ უნდა გაგიმეორო? -გამეორებით მარტო შენ დაიღლები, ამიტომ თავს ნუ შეიწუხებ მე შენს მოსმენას არ ვაპირებ თუ არ მეტყვი ვინ ხარ. -რა შენი საქმეა? ან საერთოდ რაში გაინტერესებს? -ა ანუ არ მეუბნები? -არა -ოოკ. - ისევ ჩემი ყალბი ღიმილი ვაჩუქე და სწრაფად წამოვედი. გზაში რომ მოვდიოდი იმ სახლიდან ოდნავ მოშორებით პირველად ამ ქუჩაზე მანქანა დავინახე. ძალიან გამიკვირდა, ალბათ იმ იდიოტის იქნება, გავიფიქრე და მერე ნომერს შევხედე და აი ეხლა მივხვდი ვინც იყო, როგორ გამიჭირდა მისი ამოცნობა? ნომერი იყო - SAN-888 - რა თქმა უნდა სანდრო. -ჰაჰ- ჩამეცინა, "აი ახლა კი ნამდვილად არ გქონდეს იმედი რომ მაგ სახლს მოვეშვები" - გავიფიქრე და სახლისკენ გზას გავუყევი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.