შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გპირდები" - (4)


31-05-2015, 21:52
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 2 667

იდიოტი, კრეტინი, უზრდელი... როგორ მელაპარაკებოდა, არა მაინც თავი ვინ გონია იმ სანდროს... არ მეგონა თუ ესეთი უზრდელი იქნებოდა, შერცხვენოდა მაინც გოგო რომ ვარ. მაგას გონია დავუჯერებ და სულ მაგის სურვილზე იქ არ მივალ არაა? აბა რა, მე ხომ დამჯერი გოგო ვარ, და ყველას ყველაფერს ვუჯერებ. ჰა ჰა ჰაააა ყველაზე დიდი ტყუილი რაც ოდესმე მითქვამს... ეჰჰ რა ეშველება ამ ხალხს? ან მე რა მეშველება?

სახლში მივედი, კიდევ კარგი დედაჩემი დღეს მუშაობს და ხვალ მოვა სახლში თორემ მაგის თავი ახლა ნამდვილად არ მქონდა - დამიწყებდა, წადი მარიამ იმეცადინე, მოწყდი მაგ კომპიუტერს, გამოცდებს მე ვერ ჩაგიბარებ, მეათე კლასში შენს მაგივრად მე ვერ გადავალ და ა.შ. ყოველი დედის საყვარელი ფრაზები. რა საშინელებაა, ძალიან ცუდად ვარ და არ ვიცი რა მჭირს. სულიერად მარტო ვარ, არა ფიზიკურადაც. არავინ მყავს გვერდში ვისთვისაც ყველაფრის მოყოლა შემიძლია და გამუდმებით ჩემს გვერდზე იქნება. მყავს მეგობრები მაგრამ არა ასეთი ახლობლები. არა რააა ჩემი დაქალი მართალი იყო როგორ ადამიანსაც მე ვეძებ ეგეთი დედამიწაზე არ არსებობს. ყოველთვის ეგოისტი და ეჭვიანი ვიყავი და სწორედ ამიტომ დავკარგე ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანი...

ნუ მოკლედ, რაც არ უნდა იყოს თავს არ მოგაბეზრებთ ამ ბანალური ფრაზებით. მოკლედ სახლში რომ მივედი ჩემს ოთახში შევვარდი ჩანთა დავაგდე და მაშინვე აბაზანისკენ ავიღე გეზი და ჩემი საყვარელი ორ საათიანი ბანაობის პროცედურა ჩავიტარე. გაკვეთილების მომზადებაზე არც მიფიქრია რადგან მეორე დღეს სულ არ ვაპირებდი სკოლაში წასვლას და ალბათ იმ სახლში გავიყვანდი დროს. ამიტომ, კომპიუტერს მივუჯექი და FBზე შევედი, ისევ იგივე არაფერი ახალი, ამიტომ უსაქმურობისგან დაღლილმა ავდექი და კინოს ყურება გადავწყვიტე. მალე დაღამდა და დასაძინებლადაც წავედი.
მეორე დღეს კარგად რომ გამოვიძინე ავდექი, მოვწესრიგდი და იმ სახლისკენ გავეშურე. სადღაც თორმეტის ნახევარი იქნებოდა. ისევ შევედი ეზოში, ისევ კიბეებს ავუყევი და ისევ ის ოთახი. ო ღმერთო როგორ მაინტერესებს აქ რა მოხდაა. არაა სანდრო ვერ მოგართვი ამ ადგილის მიტოვებას არ ვაპირებ. როგორც ყოველთვის ფანჯარასთან მივედი და ისევ ქუჩას გავხედე.
- ფუ შენი, ჯანდაბა - ისევ ის მანქანა, ისევ მოვიდა, რა წესია ყოველ დღე აქ უნდა ეგდოოს? და ისევ ის მკაცრი ტონი:
- ხომ გითხარი აქ არ დაგინახომეთქი?
-........- ხმას არ ვიღებდი, არც შევბრუნებულვარ, ვცდილობდი ამით მისთვის ნერვები მომეშალა. ნერვებზე თამაში ხომ ჩემი ჰობია.
- ვერ გაიგე რა გითხარი?
- .....
- გოგოო? დაყრუვდი? თუ ენა გადაყლაპე?
- ..... - ისევ არ ვიღებდი ხმას, ახლა უბრალოდ შევბრუნდი და თვალებში ვუყურებდი. ღმერთო ჩემო როგორ ნერვებს მიშლის.
- ცდილობ ნერვები მომიშალო არა? - გაეცინა.
- არა... ვცდილობ გაგაგებინო რომ აქედან წასვლას არ ვაპირებ სანამ არ გავიგებ ვინ ხარ და ასე უხეშად რატომ მელაპარაკები. არ შეგიძლია უბრალოდ წესიერად ამიხსნა და მელაპარაკო?
- არა, არ შემიძლია და მემგონი გითხარი რომ ეგ შენი საქმე არაა.
- კარგიი. - ისევ ზურგი ვაქციე და სრულიად აუღელვებლად ისევ ქუჩას გავხედე. უუუ, გამწარდაა. ჩემსკენ გამოექანა, ამას ზურგით ვგრძნობდი, მკლავში მწვდა და ისევ უნდა "გავეთრიე" გარეთ, მაგრამ ხელი მოვიშორე, მივუახლოვდი, ავხედე და ვუთხარი:
- სანდრო, მე შენ გითხარი რომ არსად არ ვაპირებ წასვლას, რატომ ვერ შეიგნე. - დაიბნა, სახეზე გაოცება გამოეხატა, ეტყობა ვერ მიხვდა საიდან ვიცოდი მისი სახლი, მარა ისევ დასერიოზულდა და უხეშად მითხრა:
- გოგონი, სხვა საქმე არ გაქვს? წადი რა დაქალებთან გაერთე, ან ისწავლე, რამე წაიკითხე, მხოლოდ ამ სახლს დაანებე თავი.
- ჯერ ერთი, ამ გოგოს სახელი აქვს - მარი, და მეორე, მე "დაქალები" არ მყავს და მესამე, მე თუ რამე ჩავიფიქრე ვერ გადამაფიქრებინებ, ასე რომ ტყუილად ჩემი გაგდებით თავს ნუ შეიწუხებ, მაინც არაფერი გამოგივა. - ეს ყველაფერი რაღა თქმა უნდა ირონიით და ისევ ფანჯრისკენ გავბრუნდი.
- ოჰ, მარიამ, ვერ დავიჯერებ რომ დაქალები არ გყავს.
- მოგიწევს.
- კარგი. რატომ უნდა მოგიყვე რამე ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანს?
- რატომ, ჩემი სახელი ხომ იცი?
- ეგ არ კმარა.
- მეც ხომ ვიცი შენი სახელი. - მეცინებოდა, მაგრამ ვცდილობდი თავი შემეკავებინა, მას კი მოთმინების ფიალა ევსებოდა.
- ამ შემთხვევაში ჩემთვის მთავარი ნდობაა.
- შეგიძლია მენდო.
- მაოცებ(გაეცინა) როგორ უნდა გენდო?
- აი ასე, ჩვეულებრივად.
- და რა გაინტერესებს?
- რა მოხდა ამ სახლში.
- ამას ეხლა ვერ გეტყვი.
- ......
- ეს რომ გითხრა ჯერ უნდა გენდობოდე. - შევბრუნდი და ისევ თვალებში ვუყურებდი, მაგრამ არაფერს ვამბობდი, ვცდილობდი თავისით მიმეყვანა დასკვნამდე.
- კარგი. - ჰალილუია, მგონი რაღაცას მიხვდა.
- მოდი თავიდან დავიწყოთ ყველაფერი - სანდრო - ხელი გამომიწოდა. ჩამეცინა და თან თავი ჩავიქნიე. მასაც გაეღიმა.
- მარი.
- კარგი მარი, სასიამოვნოა შენი გაცნობა, ამჯერად, სადმე ხომ არ გაგვესეირნა და ერთმანეთი უფრო კარგად ხომ არ გაგვეცნო?
- ასე უცებ? მეგონა არ აპირებდი დანებებას.
- გაოცებ ხო?
- შენ მე ვერ გამაოცებ. - მრავლისმეტყველად ვუთხარი, მან კი ინტერესით სავსე მზერა მომაპყრო.
- რატომ გგონია მასე?
- იმიტომ რომ ასეა.
- ოჰო, ასეთი თავდაჯერებულუბა?
- დიდი არაფერი.
- კიდევ დიდხანს ვიდგეთ აქ ასე? წამო გავისეირნოთ, სადმე დავსხდეთ.
- და მომიყვები? - გამეცინა - ასე უცებ არა. - ჰმ, კარგი, მაშინ ეხლა სახლში უნდა წავიდე, და სხვა დროს იყოს.
- მეგონა შუა ღამემდე ფეხის მოცვლას არ აპირებდი. როდის გნახავ?
- ოომ, ეხლა უკვე შენ გკლავს ჩემი ნახვის სურვილი, ჰაჰ, კარგი სანდრო კარგად, ნუ გეშინია ხვალაც მოვალ აქ.- გავუღიმე და წამოვედი და თან მისი სიტყვები გავიყოლე:
- ხვალ შევხვდებით მარიამ.
- ალბათ - მეც მივაძახე და უკვე ეზოში გავედი, გამოსვლისას მის მზერას ვგრძნობდი, როგორ არ მაშორებდა თვალს და ყველის ვაჭარივით იღრიჭებოდა. ეზოდან ფანჯარას ავხედე და დავინახე ისევ მიყურებდა და კიდევ მომაძახა:
- აუცილებლად. მთელი გზა სახიდან იდიოტური ღიმილი არ მშორდებოდა. მეღიმებოდა მის ასეთ იდიოტურ საქციელზე და მასზე ფიქრი არ მასვენებდა. სახლში რომ მივედი ისევ კომპიუტერით გავიყვანე საღამო. ღამე უკვე რომ დავწექი მასზე ფიქრი არ მშორდებოდა, როგორ მაინტერესებდა მეორე დღეს რა მოხდებოდა. არა რაა ასეთი ცნობისმოყვარეობა დამღუპავს მე. ბოლოს კი როგორც იქნა ჩამეძინა...



№1  offline წევრი warsulis menote

gitxari rom ujigresixaar?? :* dz magaria tavebiiii gazarde ogonddd

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent