მომავლის იმედი (4)
ენა ჩამაგდებინა კიდევ იმდენი კითხვები მაქვს მაგრამ ვერ შევეწინააღმდეგები რაცარუნდა იყოს ის ჩემი უფროსია...ოთახში ვბრუნდებით და 10 წუთიანი შესვენების შემდეგ ნინას ოთახის დალაგება დავიწყეთ..დალაგება რო დავასრულე ნინას ვეუბნები -ნინა მე წავალ! - რაა? გაგიჯდი? არსადაც არ წახვალ! დღეს ჩემთან დაიძინებ და დილით ისევ ვივარჯიშებთ -კი მაგრამ -არავითარი მაგრამ! უკვე მეორედ ჩამაგდებინა ენა ამ პატარა გოგომ. ნინამ საწოლი გაამზადა და თავის საღამურებში გამოვეწყვეთ, დასაძინებლად დავწექით და ამ დროს კარს ბექა აღებს -ნინა! (ბექა) ბექა კარებს აღებს და უცებ ენა უარდება ჩემს დანახვაზე, არც მე მესიამომნა მისი ძილისწინ დანახვა ახლა მთელი ღამე კოშმარები დამესიზრმება.. -რაიყო? (ნინა) - ეს აქ რას აკეთებს? ( ბექა) -აი ამას ( ხელს ჩემსკენ იშვერს) ანა ჰქვია და ჩემთან იძინებს ხვალ მნიშვნელოვანი დღეა და მისი დახმარება მჭირდება. -რაში უნდა გჭირდებოდეს მოსამსახურის დახმარება? ამის გაგონებაზე გული ძალიან მეტკინა და სახეზე გავწითლდი -ეს მოსამსახურე ჩემი მხსნელია გასაგებია? ახლა კარი გაიხურე მომწონს ნია თავის ადგილას მოსვა. პრინციპში არ მიკვირს რატო დამიცვა მე ხომ მას ვჭირდები! როგორც კი მიიღებს იმას რაც სჭირდება დავავიწყდები ეს უეჭველია.. ბექამ კარი გაიხურა და გაბრაზებული გავიდა ოთახიდან. ნინამ შუქები ჩააქრო და დავიძინეთ. დილით 06.30 წუთზე მაღვიძებს ნია, მაღვიძებს რაა თავში ბალიშებს მიხათქუნბებს და ამით ერთობა. მე უცებ შეშინებული ვხტები -რამოხდა? (მე) -ადგომის დროა! არ ვეწინააღმდეგები ვდგები და სააბაზანოსკენ მივემართები უცებ ვჩერდები და ნინას ვეკითხები -შეიძლება ხო? -რათქმაუნდა შხაპი მივიღე, სააბაზანოდან გამოვედი და ჩემი ადგილი ნინამ დაიკავა, მე თმები დავივარცხნე ჩემი შავი ჯინსი და წითელი სვიტრი ჩავიცვი მოკლედ მოვემზადე. ამასობაში ნინა გამოდის და ისიც ემზადება. -ანა რას ელოდები ჩაიცვი ვიცინი და წარბს მაღლა ვწევ -ნინა მაცვია! -შენ რა მაგით აპირებ წამოსვლას? -კი -არაა მიდი აარჩიე ჩემი ტანსაცმლიდან და მალე ჩაიცვი -არა (კატეგორიული ვარი განვუცხადე) ნინა გინდა შენი კაბები პოდიუმზე გავიტანო, გინდა მთელი დღე შენს განკარგულებაში ვიყო, არარი პრობლემა დაგეთანხმე ხო. მაგრამ წამოვალ საკუთარი ნივთებით! -კარგი კარგი თორნიკემ ორ სართულიან გრძელ შენობასთან დაგვტოვა, მანქანიდან ჩამოვედით -ეს არის ის ადგილი სადაც კაბებს ქმნით? -კი, პირველ სართულზე ვკერავთ, მეორეზე დარბაზია და დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა ასე რომ არც იფიქრო ჩემი შერცხვენა! ნინამ შენობა დამათვალიერებინა და დანარჩენ პროფესიონალურ მოდელებს გამაცნო იმათმაც მავარჯიშა, მაგრამ აქ ბევრად ძნელია ირგვლივ იმდენი სკამებია ჯერ არ გავსულვარ და უკვე გული მისკდება,პოდიუმიც ისეთი გრძელია. -ნინა სულ 15 კაბაა ასეა? -კი -15 კაბა სამმა უნდა გავიტანოთ? როგორ უნდა მოვასწროთ? -ეგაა პრობლემა არვიცი რაგავაკეთო, ისევ ლევანს უნდა ვთხოვო დახმარება, რაც ძალიან გამიჭირდება, მინდოდა ყველაფერი სხვისი დახმარების გარეშე გამეკეთებინა, ჯანდაბა ნინა ანერვიულდა -ლევანი ვინ არის? -ჩემი უფროსი ძმა! იმ სიმპატიურ მამაკაცს ლევანი ქვიებია,რასაინეტერესოა ლევანმა როგორ უნდა დაეხმაროს -არა უნდა დავურეკო სხვა გზა არ მაქვს! ნინა ლევანს ურეკავს, საუბარს მალე ამთავრებს და ისევ სადღაც რეკავს.რამოდენიმე წუთში შენობას დიდი მანქანა მოუახლოვდა. მე და ნინა ფანჯრიდან ვიყურებით და ნინას სახეზე სიხარულს ვხედავ -რა გიხარია? თუ დაგავიწყდა რა შარში ხარ? (მე ) -ვიყავი, ახლა აღარ ვარ ნინა ფანჯარას თვალს არ აშორებს. ვხედავ როგორ გადმოდიან მანქანიდან დაახლოებით 10 სუსტი და მაღალი გოგოები -ეს მოდელებია? -კი ( გახარებული მპასუხობს და ქვემოთ მირბის) შოკში ვარ! ეს გოგონები ისეთი დახვეწილები და ლამაზები არიან მათ არც კი შევედრები, ვერ ვხვდები ნინას რაში მოვეწონე.. გახსნამდე ორი საათია დარჩენილი და ნელ ნელა მომზადებას ვიწყებთ. ყველაზე ბოლო მომიწია ვარცხნილობის და მაკიაჯის გაკეთება. ნინამ და კიდევ ერთმა გოგონამ კაბა ჩამაცვეს რომელიც პოდიუმზე უნდა გამეტანა, ღმერთო ის გრძელი და წითელი ფერისაა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ძალიან მიხდება.მაკიაჯი ვარცხნილობა და კაბაც ძალიან მომწონს და თავი დედოფალი მგონია პირველად ვხედავ სარკეში ასეთ სილამაზეს მაგრამ ჩემი ბედნიერება მაშინ სრულდება როდესაც გამახსენდება რამდენხალხში უნდა გავიარო. კიდევ კარგი ნინამ ყველაზე ბოლოს ჩამსვა ეს იმას ნიშნავს რო პოდიუმზე ყველაზე ბოლოს გავალ... კულისებიდან ჩუმად ვიჭყიტები და ხალხით სავსე დარბაზს ვამჩნევ და ვგრძნობ როგორ მიჩქარდება გული სადაცაა საგულედან ამოვარდეს. ამდროს ნინა მიახლოვდება -როგორ ხარ? ხო არ ნერვიულობ? -ვაიმე ნინა სადაცაა გული ამომივარდეს, ძალიან ვნერვიულობ! ნინამ თმა გამისწორა და ცდილობს დამამშვიდოს -უბრალოდ გაიღიმე და რამე კარგზე იფიქრე! ამდროს გამახსენდა ეს, ძალიან ადრე ბავშობაში როდესაც ობოლთა თავშესაფარში ვცხოვრობდი კბილი ამტკივდა და ექთანთან შევედი, ექთანს ტელევიზორი ქონდა ჩართული და მოდელების გამოსვლას უყურებდა მე იმდენად დამაინტერესა დავჯექი და მეც მასთან ერთად ვუყურე სულ გადამავიწყდა ჩემი კბილი. :დ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ მაგრამ მახსოვს მათი გამოსვლა და ყველანაირად შევეცდები სწორედ ისეთი ვიყო როგორებიც ისინი იყვნენ. -ანა! მზად ხარ? შენი დროა! გაისმა კულისებში და ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა მუხლები,ნელა ვდგები და გასასვლელისკენ მივდივარ, პოდიუმიდან ერთი ნაბიჯი მაშორებს პიჯვარს ვიწერ და თამამად მივემართები წინ, ვერ წარმოიდგენთ მაგრამ პოდიუმზე გასვლის თანავე ჩემი ნერვიულობა და შებოჭილება უეცრად გაქრა თავი ბედნიერად ვიგრძენი და ვიღიმი, უფრო და უფრო ვბედნიერდები როდესაც ადამიანების ტაშის დაკვრის ხმა მესმის მაგრამ ვაღიარებ ეს კამერების შემონათება მიშლიდა ნერვებს.ღმერთო ისეთი ბედნიერი ვარ ვერც კი წარმოიდგენთ!პოდიუმიდან უკან ვბრუნდები და ყველა გოგონები ჩემსკენ მორბიან და მეხუტებიან, დღეს ისეთი ბედნიერი ვარ როგორც არასდროს.რამოდენიმე წამში ყველა მოდელი ერთად გადის პოდიუმზე დასამშვიდობებლად მათ შორის მეც. პირველ გამოსვლაზე შუქები იყო ჩამქვრალი და არავინ და არაფერი ჩანდა გრძელი პოდიუმის გარდა, მეორე საერთო გამოსვლაზე შუქები აანთეს, როგორც ყოველთვის ჩემს ბედნიერებას ღიმილით ვაფქვევ ირვლივ.. გამოსვლა დავამთავრე ეს ულამაზესი კაბა გავიხადე და სახლში წასასვლელად ვემზადები როდესაც უკნიდან ბექას ხმა მესმის -დღეს ისეთი ლამაზი იყავი! უეცრად ვბრუნდები და ბექას სახეზე ისევ იმ საყვარელ ღიმილს ვამჩნევ მეღიმება და როგორც ყოველთვის სახეზე გავწითლდი. ბექას ძალიან უხდება ჩაჩაჩული ჯინსის შარვალი და ლურჯი პერანგი -მადლობა, შენც! ის იცინის და მიღიმის -ბოდიში! იმ სცენისთვის ჩემს სახლში რო გავმართე! ჩემი ბედნიერება დასრულდა როდესაც ეს საშინელი მომენტი გამახსენა და სახეზე ღიმილი შემაშრა, მაგრამ არ მინდა ეს ბედნიერი დღე ჩამშხამდეს და ვცდილობ არ ვეკამათო -ეს აღარც მახსოვდა! ბექა ისევ მიცინის და ხელს ხელზე მკიდებს და სადღაც მეპატიჯება -სად მიგყავარ? -მინდა რაღაც განახო! მან ხელი მაგრად ჩამავლო და 12 სართულიან შენობის სახურავზე ამიყვანა -აქ რაგვინა? მან პიჯაკი გაიხადა ასვალტზე დააგო და წამოწვა -მოდი! გაკვირვებული მეც ბექას გვერდით ვწვები სახით ცისკენ და ვგრძნობ როგორ მიბერავს ქარი სახეზე. -აჰაჰაჰა ძალიან მაგარია! -მოგწონს? -ძალიან! -მოდი ამ ადგილს რამე სახელი დავარქვათ და მხოლოდ ჩვენ ვიაროთ ამ შემოთავაზებამ დამაფიქრა და გაუკვერვლობაში ჩამაგდო -კარგი და მაინც რა? -აი რამე კარგი და ორიგინალური! -მაშინ მოდი ამ ადგილს „ჩვენი ადგილი“ დავარქვათ! (მე) -აჰაჰაჰაჰა ჩვენი ადგილი? მომწონს! (ბექა) ასვალტზე ვიწექით და ცაზე ვარსკვლავებს ვუყურებდით ეს ისეთი რომანტიკულია! არასდროს წავუყვანივარ ვინმეს ასეთ ადგილას მითუმეტეს ბიჭს რომელიც ასე ძალიან მომწონს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.