ტიტანი (3)
ბათუმში წასვლის დღე ძალიან მალე დადგა... ოღონდ ახლა სავალდებულო არ ყოფილიყო ეს ექსკურსია და ალბათ ყველაფერს გაიღებდა. უხალისო ჩაალაგა ჩანთა და ძაღლს ჩაეხუტა. გზაში ექვსი საათი იყვნენ და ანამ, რა თქმა უნდა ყველასგან მოწყვეტილმა, წიგნით ელში გატარა მთელი ეს დრო. ტუსა უკვე გაფრთხილებული იყო რა უნდა გაეკეთებინა და ერთი სული ჰქონდა ჩასულიყვნენ რომ ოცნება ახდინა და "გამოძიება" ჩაეტარებინა. ამ დროს ბიჭები უკვე დალაგდნენ. იგივე სასტუმროში სადაც ანა, ორი სართულით ზემოთ. - ეხლა აქაც რო გნახავს გული გაუსკდება შე*ემა. ლუკას დასცინოდნენ საბა და ლაშა. - შეიძლება არც ვნახო, ცოტა თავს მოვანატრებ (ლუკა) - აბა შენ იცი, ძმაო. შენი სახელიც ვერ დაიმახსოვრა მემგონი, იმდენად არ აინტერესებ. მემგონი პირიქით, უნდა იმოქმედო. (საბა) - ვნახოთ, ვნახოთ. (ლუკა) ********* ანას ესიამოვნა ცარიელი ბათუმი, უნებურა გაეღიმა და სწრაფად გადმოხტა სამარშუტო ტაქსიდან, რომ ტანსაცმის ამოლაგება და პლაჟზე გასვლა მოესწრო დაღამებამდე. - ანა გიგაური და ანასტასია მელაძე! (ქეთევანი (ლექტორი)) - გისმენთ. (ანა) - ბატონო. (ტუსა) - აი თქვენი გასაღები, ოთახის ნომერი 214. (ქეთევანი) - ჩვენ? ერთად? მე მეგონა მარტო უნდა ვყოფილიყავი ნომერში... (ანა) - არა ანა, შენ და ანასტასია იქნებით ერთ ნომერში, აუცილებელია, რომ ყველა დაწყვილდეს, თან დამეგობრდებით. ლექტორმა გულახდილად გაუღიმა და შემდეგ წყვილს დაუძახა. - ტუსა დამიძახე, ყველა ასე მეძახის. სულ მინდოდა შენი გაცნობა და მიხარია ერთად რომ ვიქნებით ეს დღეები. (ტუსა) - ჰო, სასიამოვნოა. მე უნდა ამოვალაგო და ცოტას გავისეირნებ. (ანა) - მეც წამოვალ რა. (ტუსა) - ტუსა, შენ ჯგუფში ბევრი მეგობარი გყავს, დარწმუნებული ვარ ძალიან ესიამოვნებათ შენთან ერთად სეირნობა, მე კი ჩემი ნათესავი უნდა ვნახო და სალაპარაკო გვაქვს. (ანა) - კარგი... ტუსას ცრემლი მოადგა და სწრაფად აქცია ზურგი ანას. არ უნდოდა ანას ეწყენინებინა ტუსასთვის, მაგრამ არც ის უნდოდა ახლოს მოეშვა. ძალიან ეტკინა გული, როდესაც მისი აბრჭყვიალებული თვალები დაინახა, მაგრამ ანას ხომ ეს ცრემლიც არ დაუმსახურებია. ყურსასმენები გაიკეთა და პლაჟის ვებზე ვარსკვლავივით გაწვა. ახლა მხოლოდ ის უნდოდა, რომ არაფერზე ეფიქრა. უკვე თავის სამყაროში იყო, როდესაც შეხება იგრძნო და თვალები უკმაყოფილომ გაახილა. - ტუსა? (ანა) - ჰო, უკან არ გამოგყოლილვარ გეფიცები, ბავშვები ავე ჩამოვედით და უცებ დაგინახე, წამოდი, ჩვენს ჯგუფელებს გაგაცნობ, სანამ უნივერსიტეტს დაამთავრებ იქამდე მაინც ხომ უნდა გაიგო, ვის რა ქვია, რა იცი იქნებ მოგეწონოთ კიდეც. მთელი გულით გაუღიმა ტუსამ. ანას შერცხვა და უხმოდ დაუქნია თავი. - ბავშვებო, არც კი დაიჯერებთ დღეს ვინ გვეწვია. სიცილით დაიყენა ანა გვერდზე და თხუთმეტამდე სახელი ჩამოუთვალა სხაპა-სხუპით. - სასიამოვნოა. ძლივს გასაგონად თქვა ანამ და იქვე ჩამოჯდა. ყველა ანას გართობისკენ იყო მომართული, ძალიან უნდოდათ, რომ დაემეგობრებინათ გოგო, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ვერ გაიცნეს. ანა ცდილობდა საუბარში აყოლოდა, რომ შეკითხვებისთვის აერიდებინა თავი. ხანდახან თითქოს იღიმოდა კიდეც... საკმაოდ დაგვიანებულიყო,როდესაც ოთახში დაბრუნდნენ. ანამ სააბაზანოში გამოიცვალა და ტუსას გულიანი სიცილი გამოიწვია, როდესაც ყელამდე, გრძელმკლავინი პერანგითა და მისივე შარვლით გამოეცხადა. - ამით უნდა დაიძინო? ძლივს იკავებდა სიცილს ტუსა. - რატომაც არა? (ანა) - ძალიან ცხელა და იმიტომ. გაიგუდები. (ტუსა) - მე არ მცხელა. პირიქით. მოიტყუა ანამ და ტუსას გვერდზე დაწვა. - კარგი რა, სხვა არ გაქვს არაფერი წამოღებული? შენგან ისეთი სიმხურვალე მოდის, მე დამცხა. სიცილს აგრძელებდა ტუსა და თან ცდილობდა ბიჭების დავალება შეესრულებინა. - არა ტუსა არაფერი არ მაქვს სხვა წამოღებული და სავარძელზე დავწვები ასე თუ წუხდები ჩემი საღამურით. (ანა) - მოიცა. ტუსა წამოხტა და ლამაზი კაბა-სარამური აიღო ჩემოდნიდან. - აი ეს ჩაიცვი, არც შეგცივდება და არც დაგცხება. როდესაც ანა მიხვდა, რომ ტუსა არ შეეშვებოდა, აბაზანაში შევიდა და გამოიცვალა, დაალოებით 10 წუთი სარკეში ათვლიერებდა რამე ხომ არ ჩანდა და შემდეგ გამოვიდა. - როგორ გიხდება. ძალიან ლამაზი ხარ ანა და სულ უნდა იღიმოდე! (ტუსა) - მადლობა. ძილინებისა ტუსა. ანამ ტუსას გაუღიმა და დასაძინებლად გადაბრუნდა. ტუსა ერთი საათი მაინც დარაჯობდა რომ ანას კარგად ჩასძინებოდა და თან სანათი არ გამოერთო, მოიტყუა სიბნელის მეშინიაო. - ანა ... - გძინავს? როდესაც პასუხი ვერ მოისმინა ახლოს მიიწია და თმა გადაუწია, საღამურიც ადვილი დასამორჩილებელი აღმოჩნდა და ადვილად გადასწია ზურგიდან. ნანახმა კი ტუსა შეაშინა, უცებ წამოხტა საწოლიდან და ტირილით გაიქცა აბაზანისკენ. ხმაურზე ანას გაეღვიძა და ტუსას უკან გაჰყვა. -რა მოგივიდა? (ანა) - მე. მე. რომ გადმოვბრუნდი შენსკენ, თმა გადაყრილი იყო და. შენი იარები... რა გჭირს ანა? რატომ გაქვს ამდენი და ასეთი ღრმა იარა? გაუჩერებლად სლუკუნებდა ტუსა. ანა კი სიტყვებს ვერ პოულობდა, არ იცოდა რა უნდა ეპასუხა. ვერ მოუყვებოდა... უნდა მოეტყუებინა. - არაფერი, ბავშვობაში ხხიდან ჩამოვარდი და შუშებზე დავეცი. ნუ ტირი. მართლა არაფერია. წამოდი დავწვეთ.. - მაჩვენე. ხმა გაუმკაცრდა ტუსას. - არა ტუსა. ისედაც ძალიან ბევრი ნახე, წამოდი. (ანა) - მაჩვენე! (ტუსა) - დამპირდები, რომ არასდროს არ იტყვი რა ნახე? და რომ აღარ იკითხავ რა დამემართა? (ანა) - გპირდები... (ტუსა) ანამ ადვილად გაიხადა საღამური და მხოლოდ საცვლების ამარამ თავი დახარა რომ ტუსას რეაქცია არ დაენახა. მთელი სხეული იარებით ჰქონდა დაფარული, მუცელი, მკერდი, ზურგი, უკანალი და ბარძაყები საშინლად ჰქონდა დამახინჯებული. აღარ დარჩენოდა სწორი და ნაზი ადგილი. ძალიან ბევრ იარას მოეყარა ერთ სხეულზე თავი. ტუსა არ ელოდა... ძალიან ეტკინა გული, ცრემლები ვერ შეიკავა და ანას მთელი ძალით ჩაეხუტა. - მე სულ შენთან ვიქნები ანა. ყოველთვის! მაპატიე... (ტუსა) ****************** მადლობა ყველას ვისაც არ ეზარება და თავის აზრს მიზიარებს. ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ! აბა რას იტყვით? :დ <3 P.S. რაც შეეხება თავებს, ძალიან ვცდილობ უფრო დიდი დავდო, მაგრამ სადიპლომოს ვწერ და ერთ კვირაში უნდა ჩავაბარო, ამიტომ ფიზიკურად ვერ ვახერხებ და გთხოვთ მაპატიოთ.. :( |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.