და მე მიყვარხარ (II) (თამარას)
რამდენიმე წამი შუბლშეკრული უცქერდა მოხარხარეს,შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და მათი მაგიდისკენ მტკიცე,მაგრამ მაინც განრისხებული წავიდა,მზად იყო დადიანისთვის სამაგიერო გადაეხადა (მულტფილმი რომ იყოს,თავზე ეშმაკის რქები დაეხატებოდა) -გამარჯობაა-მოკრძალებულად მიესალმა მეგობრებს და დაჯდა,ფეხი ფეხზე გადაიდო,პარალელურად კაპუჩინო შეუკვეთა. -თამარა,ეს დემეტრეა დადიანი,ჩემი ტრუსიკის ძმაკაცა-მხარზე ხელი მთელი ძალით დაჰკრა დათომ საწყალ ბიჭს,დემეტრემ შეუნღვირა და ჩაი მოსვა,უჰჰ,უჟმურიი... -3ქართველი ხართ უკვე,გიხაროდეს თამარ!-სიცილით ჩაუკრა თვალი ლეამ.ეს თვალის ჩაპაჭუნება არ მომეწონა რაღაც,გაიფიქრა თამარამ და პასუხად მხოლოდ გაუღიმა -ვაიმე,ვინ მოდიიიის-მუშტემშეკრულმა წამოიძახა სრულიად უეცრად კამილამ და,ვამპირივით დაკრიჭა კბილები,მის მზერას თვალი ყველამ გააყოლა და რამდენი წამი დუმილი...დუმილი...და გადახარხარება -კამილა,მეთქი რამე ხდება და,მაგ აყლაყუდას ნამდვილად არ მოველოდი-სიცილით ძლივს ამოთქვა ყენიამ და ცალი თვალი ჯაშუშივით გააპარა დემეტრესკენ,თურმე ეს ვაჟბატონიც მას უყურებდა... ისე აწითლდა თამარა,გეგონება სისხლის სამართლის დანაშაული ჩაედინოსო,აწითლდა კიარა,მგონი ხურაშაულის ვაშლსაც გადაუსწრო. -გამარჯობათ,დაგეწვევით-თავაზიანად მიმართა ბავშვებს "აყლაყუდამ" და მისი ფინჯნის თანხლებით მიუჯდა კამილას -რას შვებით?-უხერხული სიჩუმე კვლავ მან დაარღვია -რა კითხვაა,ყავას ვსვამთ!-ქართულად თქვა თამარამ და დაამთქნარა,ასეთი მოსაწყენი საღამო ჯერ არ ყოფილა ბოლო კვირის განმავლობაში... აღარ ახსოვს როდის წავიდნენ ბავშვები,ის კი ფანჯრიდან აკვირდებოდა ქუჩას და მიუხედავად მწველი მზერისა,მესამე ფინჯანს აუჩქარებლად სვამდა.მისი ძმა,ერეკლე გაახსენდა და გაეცინა,მასზე 3 წლით უმცროსია,დავალება არ ქონდა უმცროს ყენიას შესრულებული და დაიკოს თხოვა,მასწავლებელს შენ უთხარი რვეული დაეკარგა თორე დაწერილი ქონდაო,რადგან მე არ მიჯერებსო...: -მას,ჩემ ძმას მართლა დაეკარგა მათემატიკის დავალება,ჩემი თვალით ვნახე,როგორ მუყაითად ასრულებდა საშინაო დავალებას!!!-გაჯგიმული უყვებოდა თამარა ძმისგან დაზუთხულ სიტყვებს და პარალელურად თავს აქანებდა ხოლმე. -დაისჯებით ორივე,ნუ ტყუი ერეკლე! 2-იანი!!! -როგორ ბედავთ! აღშფოთებული ვარ!-მთელი თავისი არტისტიზმი გამოიყენა და მზერა მის თვალებს აარიდა-ბავშვი დაუღალავად წერდა,ამბობდა,ხელები დამტყდაო,თქვენ კი ორიანი უნდა ტყეპოთ?! თქვენ რას გერჩით,მთავრობაა დამნაშავე!-ბოლოს მანანა ბებოს სიტყვები სევდიანად დაამატა და შრეკის კატის თვალებით ახედა მასწავლებელს.. მაშინ იქ რაც მოხდა,აღარ ღირს მოყოლად,გაწამდა ყენიას ასული,იმდენი ეხვეწა ერთხელ დაეგმო თავისი ძმის დაუდევრობა მათემატიკის მასწს (ბოლოს აღიარა,მართლა არ დაუწერიაო) მოგონებებს გაუღიმა და ამოიოხრა,ისე მოენატრა ერეკლე. -მოდი,ბევრი დავლიოთ!-უეცრად მამაკაცის ხმამ შეაკრთო,უკან მიაბრუნა თავი და დემეტრეს შეანათა ცისფერი თვალები -ხო...ვსვამთ ბოლომდე!-დიდი მამა-პაპური სიტყვები წარმოთქვა და ბართან მივიდნენ. -ამ ჭიქით,ყველა იმ გოგოს დღეგრძელობა იყოს,ვინც სმაში ამყვება!-მეექვსე არყის ჭიქა გამოცალა დადიანმა -ამ ჭიქით კი,იმ ბიჭს გაუმარჯოს,ვინც სმას შემომთავაზებს!!-არანაკლებ ვაჯკაცურად გადაკრა თამარამ და დაიმნჭა,ნეტა მჟავე კიტრი ქონდეთო,გაიფიქრა თან. -რამდენის ხარ თამარა? -24,შენ? -უი,მე უფრო პატარა მეგონე,მე 26 -უი,მე ასაკი არ მეტყობა მაინც,შენ კიდე უფრო ბებერი მეგონე-ენა გამოუყო და მომდევნო ჭიქა გამოცალეს -წავიდეთ ახლა,გვიანია,კიდე კარგი ბევრი არ დაგვილევია-ფეხზე ბარბაცით წამოდგა დემეტრე და თამარასთან მივიდა -აბა ბიჭოს,13 ჭიქა არაყი სულ ცოტაა-საჩვენებელი და ცერა თითი ერთმანეთთან მიიტანა თამარამ,რათა უკეთესად აეხნა "ცოტა" -აუ,მე კიდე არ ვიცი პახმელია,შენ რა გეშველება-გადაიხარხარა დადიანმა -პახმელია არა,ნა-ბა-ხუ-სე-ვი!-დამარცვლით შეუსწორა ყენიამ და ისიც წამოდგა -თუ ძმა ხარ,სიტყვებს ნუ მირჩევ! -მიდი აბა,სწორ ხაზზე გაიარე-გარეთ გასულებს ორივეს ერთად აღმოხდათ და,ბოლო ხმაზე გადაიხარხარეს,მათ ბედზე წვიმამ დასცხო,დადიანი გაიჯგიმა,ფეხები ერთმანეთში აბლარდა და თავისი ჭკუით,"სწორ ხაზზე" გაიარა -ახლა შენი ჯერია -აუუ,მოდი,მანქანაში სიმღერა ჩართე და წვიმაში ვიცეკვოთ-გაბრწყინებული თვალებით მოახსენა ბრწყინვალე იდეა,მუდამ ოცნებობდა წვიმაში ტანგოზე,ან რამე ამდაგვარზე... -ოკეიიი-წაიღიღინა მამაკაცმა და მალე,მაკარენას "ჰანგები" მთელ ხმაზე გაჟღერდა,თამარა ახარხარდა,მოცეკვავე დადიანის დანახვაზე,რომელიც უშედეგოდ ცდილობდა ხელების და ფეხების სწორ მოძრაობას -ეე,მარტო მე რა პონტში ვცეკვავ-უკმაყოფილოდ გაჩერდა დემეტრე -მოიცა-სიცილი ვერ შეწყვიტა თამარამ,ისე გააქნია ფეხები და,ცეკვა დაიწყო,დემეტრეც მთელი მონდომებით ცეკვავდა,ბოლოს ვეღარ მოითმინეს და,ქვაფენილზე ზურგით დაებერტყნენ,აწვიმდათ მაგრამ ეს ვის ანაღვლებდა... -რა ლამაზი ყოფილა ვარსკვლავები ტო,მთვარეც როგორ გვემარიაჟება-ხელები თავქვეშ შემოიდო მამაკაცმა და გაიღიმა -ხო,მე სულ მიყვარდა მთვარე,ძმაკაცია ჩემი,ღადაობ?-იგივე გააკეთა თამარამაც და ალაპარაკდა,მთვრალზე ალბათ ყველაფერს დააბრეხვებდა -გელაპარაკება?-სიცილით ამოთქვა დემეტრემ -აბა,თან რეებს იცი? გუშინ მაგალითად,მფრინავმა სპილომ არ მოასვენა -აუ ჩემი,მეც მინდა მთვარესთან ტკბილი საუბრები -ერთი თუ კაცი ხარ,დამღალა რაა... -ისე,სად მუშაობ?-ცნობისმოყვარედ გადაბრუნდა მისკენ ყენია,მისი სამსახური მართლა აინტერესებდა,რა იცი რაში გამომადგესო... -სავაჭრო ქსელში,დაცვად! -მართლა..?-გაკვირვებით გაიხედა მისი ახალთახალი ბეემვესკენ თამარამ და დაეჭვდა,ასეთი მანქანა საიდანო... -აა,ეგ ძმაკაცის ბეემვეა,1კვირით მათხოვა-გაუცინა დემემ,როცა მის მზერას თვალი გააყოლა -აუ,წავიდეთ,მცივა-წამოდგა გოგო და მანქნის კარები ფრთხილად გამოაღო,ძმაკაცისაა მაინცო და ვაითუ რამე დაუშავდესო -კაი. ღამის ოთხზე სახლში მისულს,უფრო გაუკვირდა ბიცოლამისმა რომ არაფერი უთხრა,საწოლზე წამოგორდა და მომხდარის გადახარშვა დაიწყო,შეუძლია დარწმუნებით თქვას,ამაზე კარგი დრო არასდროს გაუტარებია,არა,შეიძლება იყოს ისეთი დღე მაგრამ,ესე სასიამოვნოდ და კომფორტულად თავი მართლა არავისთან უგრძვნია,ღიმილი მოგვარა,როცა გაიხსენა მამაკაცის ცეკვა,იმასაც თუ ცეკვა ერქვა... მაგრამ,ხომ გაგიგიათ,ერთი მოვლენის გამო,არ ღირს შორს წასვლაო,იმის წარმოსგენაც არ უნდოდა ყენიას,რომ შეიძლება შეყვარებოდა,სიყვარულს კარგი არაფერი მოაქვს,მოვა,ცხოვრებას აგირევს და წავა,ყველაზე მეტად ამის ეშინოდა და,ალბათ ამიტომაა აქამდე რომ არ ყავს მეორე ნახევარი,მაგრამ ისიც ხომ გაგიგიათ,გულს ვერ უბრძანებო,ხოდა,თამარაც ვერ უბრძანებს,რა უფლება აქვს... --- --- მეორე დილით,დათოს დაურეკა დემეტრე სად მუშაობსო,დაეჭვებულმა დათომ უცნაურად უთხრა მისამართი,არა,განა მისთვის მიდიოდა? უბრალოდ,აინტერესებდა მართლა დაცვად თუ მუშაობდა,პრინციპში,მისი ნახვაც უნდოდა... -მერე რა,თუნდ დაცვა იყოს,რანაირი ხარ თამარა!-საკუთარი თავი ხმადაბლა დატუქსა და მენეჯერთან მივიდა -ხომ ვერ მეტყვით,სად არის დაცვის წევრი,დემეტრე დადიანი?-გერმანულად თავაზიანი ღიმილით ჰკითხა და პასუხს დაელოდა -დაცვის წევრი? მასეთს მხოლოდ ამ სავაჭრო ქსელის მეპატრონეს ვიცნობთ-სიცილით დაუბრუნა პასუხი და დატოვა გაკვირვებული,გაბრაზებული,საშინლად გაცრუებული თამარა -ეგრე არა? კარგი! --- --- --- აბა,როგორი იყო? გუშინ,ისეთი ინტერესი გამოიჩინეს,ვფიქრობდი მართლა რამე თქო,ისე,ვიცი ჩემი ნაჯღაბნი რომ ნაჯღაბნია,მაინც მადლობა რომ კითხულობთ. ხოდა რას ვამბობდი,დღეს ნატოს ტვინი შევუჭამე,ბავშვთა დაცვის დღის საპატივსაცემოდ შენი საგუარელი ქალიშვილი კომპიზე ჯდომის ღირსია მეთქი,და აჰა,არ ვიციი მომდევნო თავს როდის დავდებ,დიდი ბოდიში,მართლ არ ვიცი სიყვარულით,თქვენი ფსიქოფატი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.