შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გპირდები" - (6)


1-06-2015, 18:38
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 2 042

მაკდონალდსში საშინელი ხალხმრავლობა იყო. სანდრომ გადმომხედა და მკითხა:
- აქ დავჯდეთ თუ სადმე მშვიდ ადგილას წავიდეთ?
- რავი როგორც შენ გინდა.
- კარგი მაშინ მე წასვლას ვამჯობინებ სადმე ჩუმ ადგილას დავჯდეთ
- ხო მეც ეგრე მირჩევნია.
- კარგი, რას შეჭამ შენ?
- რავი რამეს.
- ბიგმაკს?
- სიმართლე გითხრა ეგ არც გამისინჯავს (გამეცინა)
- აბა რას ჭამ ხოლმე?
- ბიგთეისთს.
- კარგი ბიგთეისთ მენიუს გიყიდი.
- შენ მე გამასუქებ, კიდე ეგ მაკლია? - გავუცინე და ისიც რიგში ჩადგა. მალევე იყიდა, ისევ მანქანაში ჩავჯექით. გზაში რაღაცის კითხვას აპირებდა დასაწყისი აშკარად "შენ რამდენი" იყო და რომ მივხვდი რაც უნდა ეკითხა მაშინვე გავაწყვეტინე და ვკითხე:
- სად მივდივართ?
- მთაწმინდაზე.
- ააა - ამის შემდეგ ხმა არცერთს არ ამოგვიღია. რომ მივედით მანქანა ისეთ ადგილას გააჩერა სადაც მემგონი არავინ არ იყო ჩვენს გარდა და მთელი თბილისი ჩანდა. პარკიდან ბიგმაკი ამოიღო და გამომიწოდა.
- ამით დაიწყე.
- გამიცინა.
- გაგრძელება მოყვება?
- მეც გამეცინა.
- ყოველი შემთხვევისთვის ბიგთეისთიც გიყიდე იქნებდა ეს არ მოგწონს.
- გაგიჟდი?(გამეცინა) ამის ნახევარს ძლივს მოვერევი.
- არაუშავს მერე შეჭამ. - თვალი ჩამიკრა და გამიღიმა. კარებს ხელი მოვკიდე და უნდა გადავსულიყავი რო შემომძახა.
- მარი, მარი საით მანქანაში ვჭამოთ.
- დაგესვრება შენი ბრწყინვალე ბეემვე - ამაზე კი სიცილი ამიტყდა, რა ბრწყინვალე ეს ბეემვე იყო. წარბაწეულმა გამომხედა.
- არაუშავს ამ მანქანით საქმიან შეხვედრებზე არ დავდივარ - ნიშნის მოგებით მითხრა ბიჭმა.
- ვამეეეე (ისტერიული სიცილი ამიტყდა ) საქმიანი ბიჭი ხაარ? რას საქმიანობ?
- საკუთარი ბიზნესი მაქვს
- ოხ - არაფრის მეტყველად ვუთხარი და ჭამა დავიწყე.
- შენ რას საქმიანობ?
- ვუსაქმურობ და ვაარ რა მარა ზოგჯერ წავიყროყინებ ხოლმე ერთი ორ სკოლის კონცერტზე. - ამის თქმა და მისი გადაბჟირება ერთი იყო - როდის მექნება იმის ბედნიერება რომ შენი ყროყინი მოვისმინო?
- ან არასდროს ან დრო მოიტანს(გამეცინა)
- კარგი მომიყევი ეხლა შენზე რამე.
- ააარა შენ გაქ მოსაყოლი თანაც ბევრი რამ ამიტომ ჯობს ეხლავე დაიწყო.
- კარგი რაა კარგ ხასიათზე ვარ და არ მინდა რო გავიფუჭო გთხოვ სხვა დროს იყოს რაა...
- ხომ არ დაგავიწყდა რომ მაგის გამო გავაცდინე სკოლაც და მარტო მაგიტომ წამოგყევი?
- აჰააა ანუ მარტო მაგის გამო?? - ჩორტი ჩამირტყა.
- ნუუუუუუ ნაწილობრივ - დებილი ბავშვივით გავიკრიჭე.

ჭამას მოვრჩით, უკვე ორი საათი ხდებოდა და ჩემი წასვლის დროც იყო. - წავიდეთ ეხლა რა, თორემ დედაჩემი ჩამქოლავს მალე გაკვეთილები გამოვა.
- კარგი წაგიყვან, ოღონდ ჯერ შენი ნომერი მითხარი.
- დაა რათ გინდააა? - ვითომ ვერ მივხვდი, მაგრამ თავი დავიდებილე და ისე ვკითხე.
- შემდეგში სად წავალთ და როდის ხომ უნდა გაგაგებინო?(გამიცინა) - არსად არ ვაპირებ შენთან ერთად წამოსვლას რაა, შენ მითხარი მოგიყვებიო და არაფერიც არ გითქვამს, რა იმედი მაქვს რომ მერე მომიყვები? - პატარა ბავშვივით ვითომ გაბრაზებულმა ვუთხარი.
- კარგი რაა მართლა მოგიყვებიი. დრო მოიტანს.
- .......
- კარგი რაა, მართლა მოგიყვებიი.... გპირდები!
- ოხ დამპირდა ბიჭი - ამის გაგონებაზე დასერიოზულდა და ისე მითხრა, ისევ იმ მკაცრი ტონით.
- მე პირობას ყოველთვის ვასრულებ.
- .......
- რაც არ უნდა მოხდეს. ყოველთვის. - რაღაც ეს ძაან სერიოზულად მეჩვენა. ძალიან დამაჯერებელად მითხრა.
- კარგი. მომე ტელეფონი, მე ჩაგიწერ - ტელეფონი მომაწოდა, მე ჩემი ნომერი დავწერე და ისევ დავუბრუნე. სახლში მიმიყვანა, თბილად დამემშვიდობა, გამიკვირდა ლოყაზე რომ მაკოცა და ცოტა არ იყოს ლოყები ამიწითლდა. სახლში რომ მივედი დედა არ დამხვდა, სამაგიეროდ მის მაგივრად წერილი: - "ბებოსთან ვრჩები დღეს, საჭმელი მაცივარშია, გაითბე და ჭამე. აუცილებლად" - ეს აუცილებლად იმიტომ დააყოლა რომ თუ დედა არ იყო სსახლში სადილს არასოდეს არ ვჭამდი, მარტო მშრალი საკვებებით ვიკვებებოდი.

ვიმეცადინე და საღამოს FBზე შევედი. ოჰ სიახლე გამოჩენილა, ვიღაცა მიმატებს. ვინ იქნებოდა თუ არა სანდრო დანელია. დავამატე თუ არა მაშინვე მომივიდა მისგან წერილი.
- რას შვები?
- რავი ეხლა მოვრჩი მეცადინეობას და ჯერ-ჯერობით შენ გწერ, შენ?
- რავი მეც შენ გწერ და ერთი გოგოს პროფილს ვათვალიერებ. აუ იცი რა ლმაზი გოგოაა? თან რა თვალები ააქვს.
- ამისთანა ვინაა?
- განახო?
- მიდი - ლინკი გამომიგზავნა. საიტზე რომ გადავედი ჩემი პროფილის სურათი გამიხსნა. დავიბენი და მივწერე.
- ლინკი შეგეშალა, ჩემი პროფილი გახსნა.
- არ შემშლია.
- კარგი სანდრო მე გავედი ეხლა გვიანია უკვე და მეძინება, თან ხვალ დილას ადრე უნდა ავდგე დაა... კაი კარგად.
- კარგად. - ოოოოოხ როგორ მიშლის ნერვებს პატარას რომ მეძახის. მასთან offlineზე გავედი და მაშინვე მისი პროფილი დავათვალიერე. ვაი ვაი ვაიიიიიი რა სიმპათიურიააა.... არ არა ეს მე არ უნდა მომეწონოს, იმიტომ რომ ვინც მომწონდა არავისთან შანსის ნაპერწკალიც არ გამჩენია, არადა მხოლოდ ორჯერ მომეწონა სერიოზულად. პირველს სიყვარულიც შეიძლება ეწოდოს, მაგრამ ამის გახსენება ნამდვილად არ ღირს. კომპიუტერი გამოვრთე, პიჟამო ჩავიცვი და დავწექი. ხუთი წუთის დახუჭული მექნებოდა თალები, უკვე ძილი მეპარებოდა, რომ ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა. გამიკვირდა ვის გავახსენდი, ან ვის რა ეტაკათქო. დავხედე და - სანდრო. რაღაცნაირად გული ამიჩქარდა და ღიმილი მომეფინა სახეზე.
- ტკბილი სიზმრები... და მაგ სიზმრებში მეც. - რა ყურადღებიანი და საყვარელი ყოფილა, იმდენად მესიამოვნა კინაღამ სიხარულისგან ლოგინიდან გადავვარდი. მარა მალევე დავმშვიდდი და მეც მივწერე:
- შენც ასევე. - ამის შემდეგ აღარ მოუწერია და მეც ტკბილად დამეძინა.


ხუთშაბათი დღე. ამ დღეს განსაკუთრებით ვერ ვიტან რადგან ბევრი საშინელი გაკვეთილი მაქვს და პარასკევისთვის ბევრი სამეცადინო. ჩვეულებრივად როგორც ყოველდ დილით ისევს სკოლისკენ ავიღე გეზი. ამჯერად სანდრო სახლთან არ დამხვედრია, მაააგრამ თავი მაინც გამახსენა და მთელი დღე მწერდა. ყველაზე საშინელი დღე ყველაზე ბედნიერ და ლამაზ დღედ გამიხადა. მაგრამ აი სად დამერხა. სკოლიდან სახლში რომ მივდიოდი, სანდროს "სახლში" შევიარე, მართალია იქ არ იყო მაგრამ მაინც ცოტა ხნით გავჩერდი. ახლა სანდროს ოთახის გარდა სხვა ოთახებსაც ისევე ინტერესით ვათვალიერებდი და თა ვფიქრობდი ჩემი და სანდროს ურთიერთობაზე. მომწონდა? არაა, ეს უბრალოდ გატაცებაა, მე ესე ვფიქრობ, მაგრამ რა მემართება როცა მას ვხედაავ? სულ თვალები მიბრწყინავს. ამას ვგრძნობ და მის გვერდით რატომღაც მგონია რომ დაცული ვარ. მოკლე სახლში მივედი. ძალიან ბედნიერი დავდიოდი ამ ბოლო დღეებში და რა თქმა უნდა ეს სანდროს დამსახურება იყო. როგორც კი შევადგ ფეხი სასტუმრო ოთახში დედაჩემი გამოვარდა და გამწარებული სახით მკითხა:
- სად იყავი გუშინ?
- სკოლაში
- როგორ იყავი სკოლაში როცა დამრიგებელმა დამირეკა და უკვე მეორე დღეა აცდენსო. გეკითხები სად იყავი?
- შატალოზე.
- მარიამ შენ სულ გაგიჟდი? რას ქვია შატალოზე იყავი. ვისთან ერთად?
- მარტო
- მარტო?
- ხო რა იყო რა არ შეიძლება?
- დავიჯერო ეხლა შენ მარტო იყავი შატალოზე?
- და რატო არ უნდა დაიჯერო? არ შემეძლო სკოლაშ წასვლა ცუდათ ვიყავი და შატალოზე წავედი. აუ რა გინდა დამანებე რა თავიი.
- რას ქვია თავი დაგანებო მარიამ? მეორეჯერ არ გავიგო და დამრიგებელმა არ დამირეკოს თორეეემ მარიაამ არ ვიცი რას გიზავ.
- რას მიზავ აბა რააას? უკვე არაფერი აღარ მაინტერესებს რააა. არასოდეს არ გაინტერესებს შენი შვილი როგორაა და რა უჭირს. არა, ყოველთვის შენი პრობლემებია ყველაზე წინ, ყოველთვის. ვერ ხვდები რომ უკვე ჩემს ფსიქიკაზე მოქმედებს? ან საერთოდ შენთვის რომ უნდა შეინახო და სხვას არ მოახვიო ეგ შენი პრობლემები მე უნდა გასწავლო? თავი დამანებე რააა და ხმა არ გამცე, შენი დანახვაც არ მინდა. - არ ვიცი ეს რატომ ვუთხარი... ვიცი რომ ძალიან ვატკინე გული მაგრამ უკვე აღარ ვიცი რა ვქნა მართლა ძალიან დავიღალე, საერთოდ არ აინტერესებს ჩემი ცხოვრება, თავს როგორ ვგრძნბ, ან რა მიყვარს ან რას ვერ ვიტან აი საერთოდ არაფერი არ იცის და არც აინტერესებს. არა, მარტო თავისი პრობლემები, ჩემთვის არ ცალია. ოთახში შევედი თუ არა ბღავილი დავიწყე და ვერ ვჩერდებოდი, ჩანთაში ტანსაცმელი ჩავდე და სახლიდან უხმოდ გამოვვარდი. დედა დამედევნა მაგრამ კარებამდე, სად მიდიხარო მიყვიროდა ეხლავე დაბრუნდიო, მაგრამ მე რისი მე ვარ ვინმე რო არ გავამწარო, ხოდა ავდექი და წამოვედი აი ესე. სად წავიდოდი თუ არა სანდროს "სახლში". იქ რომ მივედი სანდროს მანქანა დავინახე, მაშინვე სახლში შევვარდი, მეორე სართულზე ავირბინე, სად იქნებოდა ის თუ არა თავის ძველ ოთახში. აქეთ-იქით იყურებოდა და თან ოთახს ათვალიერებდა. დამინახა და უნდა გაეღიმა, როცა ჩემს ნამტირალევ სახეს შეხედა და მაშინვე გაოცებული სახით მკითხა რა მოხდაო. მე უსიტყვოდ მივვარდი, მაგრად ჩავეხუტე და ისევ ავქვითინდი. ვერ ვწყნარდებოდი. მანაც გულში ჩამიკრა და თავისი ძლიერი მკლავები მაგრად შემომხვია. თავზე მკოცნიდა და გამუდმებით მეუბნებოდა "დამშვიდდი კარგი დამშვიდდი", მაგრამ ამაზე უფრო და უფრო ვუმატებდი ბღავილს. მერე როცა მიხვდა რომ მის სიტყვებზე უფრო ვუმატებდი ტირილს, გაჩუმდა და ასე უხმოდ ვიდექით 15წუთი. როგორც იქნდა დდავმშვიდდი და მოვცილდი. თვალები მოვიფშვნიტე. გაოცებული და შეწუხებული სახით შემომხედა და მკითხა:

- რა მოხდა?
- დავიღალე
- რისგან? სახლში იჩხუბე?
- ხო დედაჩემს ვეჩხუბე და წამოვედი.
- რაზე ეჩხუბე?
- აუ სანდრო დავიღალე რაა. დავიღალე გესმის? აღარ შემიძლია ასე ყოფნა. დღე არ გავა რომ რამე პრობლემა არ გამოჩნდეს, რამეზე არ დამიწყოს ჩხუბი. სულ ცალფეხზე კიდია ჩემი აზრი, მე რას ვგრძნობ რა მტკივა, რა მიჭირს. მაგას მარტო სწავლა სწავლა და სწავლა აინტერესებს. ყველაფერს თავზე დამამხობს მაგის გულისთვის. დანარჩენი არაფერი არ აინტერესებს. ყველაფერი მხოლოდ სწავლის შემდეგაა, მხოლოდ სწავლის მერე ვარ მისი შვილი. როცა შვილი ვხდები ხოლმე მაშინაც მარტო თავის პრობლემები, მარტო ეგ უნდა მომახვიოს თავზე, რამეს რომ ვუყვები არ უნდა მოსმენა და არც მისმენს, არაფერი არ აინტერესებს ჩემზე, ყველაფერს მიკრძლავს. მაგისი ბრალია, საერთოდ ჩემი ოჯახის ბრალია რომ ესეთი ვარ, რომ მეგობრები არ მყავს. აღარ შემიძლია. - ისევ ავტირდი. უსიტყვოდ მოვიდა და გულზე მიმიკრა, მეც ჩავეხუტე.

- სად აპირებ ეხლა წასვლას?
- სადმე, არ ვიცი.
- წამო ჩემთან.
- არა.
- რატომ?
- კარგი რა სანდრო რა რატო? ვერ უნდა მიხვდეე, რო სულ რაღაც სამი თუ ოთხი დღეა გიცნობ და შენთან წამოვიდე და დავრჩეე? არ არის ეგ სწორი საქციელი და მერე კიდე რომ გამიგონ ოჯახის წევრებმა არ მაცოცხლებენ....
- კარგი ეხლა აბა ქუჩაში აპირებ გათენებას? ან კიდევ ვინ გაგიგეებს?
- თუ წასასვლელი ვერ ვნახე ქუჩაშიც გავათენებ და თან უხერხულია შენს მშობლებთან...!
- მარტო ვცხოვრობ და თან ბევრი ცარიელი ოთახი მაქვს გთხოვ წამოდიიი!
- არა სანდრო არაა!
- ან ნებითა შენითა ან ძალითა ჩემითა(გაეცინა)
- არათქო სანდრო.
- კარგი. - ეს თქვა და მაშინვე მის მხარზე მომიკიდა და კიბეებზე დაეშვა. ვყვიროდი ვწიოდი, მაგრამ რათ გინდა ვის ესმის შენი? არც არავის. თავის მანქანაში "ჩამტენა", თვითონაც სწრაფად ჩაჯდა და ეგრევე გამაქანა თავის სახლში. გზაში ვეჩხუბებოდი რომ უხერხული იყო და არ იყო ეს საქციელი სწორი. მაგრამ გინდა სანდროსთვის გელაპარაკა ამ დროს და გინდა კედლისთვის.



№1  offline წევრი nini :)

მალე დადე მაინტერესებს გაგრძელება :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent