შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიშის ნოტები! (ნაწილი მეხუთე)


1-06-2015, 23:29
ავტორი sallollo
ნანახია 3 504

უზომოდ ბედნიერი ვარ!!! თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მოთხრობებს ყველაზე თბილი და ტკბილი მკითხველი ყავს!! <3 უბრალოდ ვგიჟდები თქვენზე!!! <3 ვიცი რომ არ გყოფნით, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, სახლში გადაღლილი მოსული ამის დაწერასაც ძლივს ვახერხებ ხოლმე.. იმედი მაქვს ისიამოვნებთ..
ფეისბუკში მომძებნით როგორც sallollo sallollo,ასე უფრო მარტივი იქნება დაგვიანების შემთხვევაში რომ გაგაგებინოთ..


ანდრონიკე ჯერ კიდევ შოკირებული იყო ნანახით. აგიჟებდა ნაინა თავისი დამნაშავის თვალებით და ვერ ხვდებოდა როგორ შეეძლო, მაშინაც კი როცა სხვა იყო დამნაშავე თვითონ ეგრძნო თავი ცუდად.. წარმოუდგენლად უჭირდა გადაწყვეტილების მიღება, შეგრძნება, რომ ოთხ კედელს შუა იყო მომწყვდეული და არაფრის გაკეთება შეეძლო გუდავდა და ყველაფერს აზიზღებდა..ასეთი ცხოვრება რასდროს უნდოდა, ბავშვობიდან ცდილობდა მშვიდი გარემო აერჩია.. მშობლებისთვის ძალიან მოულოდნელი იყო ანდრონკეს არჩეული პროფესია, პრინციპული და მკაცრი ყოველთვის იყო, მაგრამ არა იმდენად, რომ გამომძიებელი ყოფილიყო..
ანდრონიკეს ცხოვრება მაშინ დადგა თავდაყირა, ერთ-ერთი სპეც ოპერაციის დროს ირაკლი რომ დაიღუპა.წარმოუდგენელი ზიზღით ივსებოდა როცა ეს ახსენდებოდა.. ყოველთვის ტანჯავდა განცდა, რომ მაშინ მის გვერდით არიყო და ვერ დაიცვა. ირაკლი მისთვის ძმაზე მეტი იყო,წლების განმავლობაში არ შეეძლო დაეჯერებინა მისი წასვლა.. ყოველთვის, როცა მისი ოჯახის მოსანახულებლად მიდიოდა, გული უფრო მეტად სტიოდა.. ირაკლის გარეშე ყველაფერი ცარიელი ეჩვენებოდა, ვერ ეგუებოდა წლების მიუხედავად, გაუნელებელ ტკივილს რომ ხედავდა ირაკლის ცოლის და მშობლების თვალებში.. ყველაზე მეტად გული იმაზე სტკიოდა დამიანეს მამა რომ არ დაამახსოვრდებოდა..
დამიანესთან თამაში, ირაკლის და მის ბავშბობას ახსენებდა, ბავშვი სასწაულად ჰგავდა მამას..სუნიც კი მისი ჰქონდა. ანდრონიკე თავისუფალ დროს ყოველთვის თავის ნათლულთან ერთად ატარებდა, ასე უფრო მარტივი იყო მისთვის, დამინაესთან ურთიერთობა სულ ოდნავ მაინც უნელებდა ტკივილს და ირაკლის ახლოს ყოფნას აგრძნობინებდა..
მიხვდა რაღაც რომ უნდა ეთქვა , ნახევარ საათი მაინც იქნებოდა ერთ ადგილას გაშეშებული იდგა და თვალს არ აშორებდა ნაინას..
_მაპატიე... მძიმედ ჩაილაპარაკა ანდრონიკემ.
ნაინა შეცბა, არასდროს წარმოედგინა ანდრონიკეს მონანიება, უბრალოდ ძალიან მოუნდა ამდგარიყო და ძალიან მაგრად ჩახუტებოდა, ვერ იტანდა ანდრონიკეს დამნაშავის იერს და ჩამქრალ თვალებს.. ძლივს შეძლო გამბედაობის მოკრება და ანდრონიკეს ჯიქურ შეხედა.
_ბოდიშს არ უნდა მიხდიდე, შენ ჩემი ქმარი ხარ.
ანდრონიკე ისევ გააოცა ნაინას უბრალოებამ..
_როგორ შეგიძლია ასეთი იყო ?
_ანდრონიკე მე ჩვეულებრივი ვარ.. არ მინდა თავს დამნაშავედ გრძნობდე. გთხოვ, უბრალოდ სახლში წამიყვანე, აქ დარჩენა არ მინდა, სახლში მირჩევია.
_შენით მომზადებას თუ ვერ შეძლებ ექთანს დავუძახებ, ყველაფერს მოვაგვარებ და შეგვიძლია სალში წავიდეთ.
ნაინამ იცოდა, რომ სწორად იქცეოდა, ანდრონიკეს მიზეზი ჰქონდა, მართალია თვითონ არაფერი იცოდა, მაგრამ ხვდებოდა სერიოზული მიზეზის გარეშე ასე არასდროს მოიქცეოდა..
ანდრონიკე ერთი კვირის განმავლობაში მუდმივად აკონტროლებდა ნაინას კვებას. ყოველ საღამოს უამრავი შოკოლადი მოჰქონდა და მის ბავშვივით ანთებულ თვალებზე სხეულში სითბო ეღვრებოდა.. ყველანაირად ცდილობდა თავი კომფორტულად ეგრძნო, ახლა ყველაფერი ნაინას გარშემო ტრიალებდა..

_ნაინა, რაღაც მინდა გთხოვო სახლში შესვლისთანავე დაიწყო ანდრონიკემ და ქურთუკი საკიდზე დაკიდა.
ნაინამ უსიტყვოდ დაუქნია თავი.
_სანდროს და მარიამს უნდათ გამოსვლა, ქორწილში ნორმალურად ვერ გაგიცნეს, თუ წინააღმდეგი არ ხარ რა თქმა უნდა..
_ანდრონიკე ასეთ კითხვებს არ უნდა მისვავდე, რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა მოვიდნენ. ხელები დაიბანე, მაგიდა უკვე გაშლილია..
ანდრონიკემ ოჯახური ატმოსფერო იგრძნო და გაეღიმა..
მშვიდად ივახშმეს. ნაინა ისევ ფრთხილად ალაგებდა, ანდრონიკე კარის ჩარჩოზე მიყურებულიყო. დეჟავუს გრძნობა ჰქონდა, მაგრამ მაშინ ყველაფერი გაცილებით რთულად იყო. თანდათან უნდა შეემცირებინა ნაინას და მას შორის არსებული უფსკრული. ნაინა ყველა პირობას უქმინდა ამისთვის, ახლა მას უნდა მოენდომებინა უფრო მეტად..

^^ ^^
ოთხი თვე სრულდებოდა, რაც დაქორწინდნენ..ნაინა აშკარად გრძნობდა ანდრონიკე გაცილებით თბილი იყო ბოლო სამი თვის განმავლობაში. აღარცერთხელ დალაპარაკებია ხმამაღლა, მართალია მათ შორის ჯერ კიდევ იყო უხერხულობა და დისტანცია, მაგრამ მთავარს უკვე მიაღწიეს, ერთმანეთს აღარ აღიზიანებდნენ და უბრალოდ მშვიდად ცხოვრობდნენ..

გარეთ საშინლად წვიმდა, ჭექა-ქუხილი თანდათან გაძლიერდა. ნაინა მობუზული იწვა საწოლში, ყოველ გაელვებაზე ეჩვენებოდა, რომ კუთხეში ვიღაც იდგა და ამაზრზენი, ირონიული სახით უყურებდა.. უნდოდა ეყვირა, მაგრამ ხმა საერთოდ არ ჰქონდა.. ბალიშის ქვეშ შეყო ხელი და მობილური ფრთხილად გამოაძვრინა. ფანარი ჩართო და მთელ ოთახს მოატარა, შეგრძნება რომ მის გარდა სხვაც იყო ოთახში არაფრით ტოვებდა და პანიკაში აგდებდა.. სასწრაფოდ აკრიფა ანდრონიკეს ნომერი და აკანკალებულმა გადაიფარა საბანი. მეორე ოთახიდან ანდრონიკეს მობილურის ხმა ესმოდა, რამდენიმე ზარის შემდეგ ანდრონიკეს ნამძინარევი ხმაც გაისმა. მომენტალურად დამშვიდდა, მიხვდა რამდენად ეიმედებოდა მის გვერდით ყოფნა..
_ანდრონიკე მეშინია..
ანდრონიკე ვერაფრით გამოფხიზლდა, ძლივს გაიაზრა, რომ ნაინა ურეკავდა და ელვის სისწრაფით წამოხტა საწოლიდან. ნაინას ოთახში შესულმა აკანკალებული, მობუზულ სხეული რომ დაინახა გული მოეწურა. ორ ნაბიჯში დაფარა მთელი მანძილი და შეშფოთებულმა გადმოაბრუნა გოგონა.
_რა მოხდა?
_ანდრონიკე..მე..მე..ძალიან..მეშინია..ქუხილის.. აკანკალებული ძლივს აბავდა სიტყვებს ერთმანეთს..
_ანდრონიკემ მკლავები შემოხვია და ზედ აიკრა.._სუ, დაწყნარდი გთხოვ, შენთან ვიქნები ოღონდ არ იტირო რა.
მონოტონურად უსვავდა ზურგზე ხელს და ნიკაპით მის შუბლს ეყრდნობოდა..
თვალები რომ გაახილა საოცარი კომფორტის გრძნობა დაეუფლა, უცებ ამოუტივტივდა თავში ყველაფერი და უფრო მეტად გაიტრუნა ანდრონიკეს მკალვებში.. მიხვდა როგორი მყარი საყრდენი იყო ანდრონიკე და რაღაც ძალიან თბილი იგრძნო.. გაუცნობიერებლად გაუხახუნა ცხვირი მკერდზე და გაიტრუნა..
ანდრონიკეს ეღიმებოდა, დადებითი ემოციები ტიტანური სისწრაფით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს..გრძნობდა ნაინას მკაფიო შეხებას მკერდზე და სულიანად თბებოდა..
_ვიცი რომ გღვიძავს,მოულოდნელად წამოიწია ნაინა და ანდრონიკეს ფართოდ გაუღიმა..აოცებდა თავისი გამბედაობა, თან ძალიან ახარებდა ფაქტი, რომ ანდრონიკესთან უხერხულობას აღარ გრძნობდა.
ანდრონიკემ ტუჩის კუთხეები ჩატეხა..
_მადლობ გუშინ ჩემთან რომ დარჩი, ასე კარგად დიდი ხანია არ მძინებია, იმდენად ბავშვურად და გულწრფელად აღიარა ნაინამ, ანდრონიკემ ხმამაღლა გაიცინა და ხელები შემოხვია.
ძალიან უხაროდა ანდრონიკეს სიცილის დანახვა, ყველაზე მეტად ებედნიერებოდა მისი გაცისკროვნებული სახე, ფაქტი, რომ ანდრონიკეს ბედნიერებაში წვლილი მასაც მიუძღვოდა სიხარულის ნოტებს უნაწილებდა ორგანიზმში..
ანდრონიკეს მობილურმა როგორც ყოველთვის უადგილოდ დარეკა..
_ანდრონიკე სასწრაფოდ განყოფილებასი უნდა მოხვიდე, სერიოზული საქმეა, დაძაბული ლაპარაკობდა სანდრო.
_უჩემოდ არსად გახვიდე, მალე ვიქნები..
არაფრით ეთმობოდა ნაინას რბილი, აბრეშუმივით კანი და ბავშვური ტიტინი, მაგრამ სამსახური ვერ მოიცდიდა..
ნაინა უხალისოდ წამოდგა ფეხზე და საუზმის მომზადება დაიწყო.. ახლა ანდრონიკე წავიდოდა და შეიძლებოდა დღეს საერთოდ ვერ დაბრუნებულიყო. უკვე მიჩვეული იყო, რომ იშვიათად უწევდა მისი ნახვა..
ანდრონიკე ფრთხილად შევიდა სამზარეულოში და უკნიდან მოეხვია.. ნაინა გაიტრუნა.. გიჟდებოდა მის სურნელზე, საოცარი კანის სუნი ჰქონდა, უფრო ღრმად შეისუნთქა ნაინას სურნელი, კისერში აკოცა და მაგიდას მიუჯდა..
_დღეს შეიძლება დამაგვიანდეს, შენებთან გადი გთხოვ, არ მინდა მთელი დღე მარტო იჯდე სახლში.. თბილად ჩაიცვი, გარეთ ძალიან ცივა.
აგიჟებდა ანდრონიკეს მზრუნველი ტონი..
_ანდრონიკე ეს მინდა შენ გქონდეს, სწრაფად მოიხსნა ღვთისმშობლის კულონი და ანდრონიკეს ხელზე დაუდო, ყოველთვის დაგიფარავს, ჩუმად ჩაიჩურჩულა და მოეხვია..აღარ უნდოდა ანდრონიკესთან გამოზომილი ურთიერთობა, ბოლოს და ბოლოს მისი ქმარი იყო და სულაც არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა რა ვითარებაში შედგა მათი ქორწილი. მთავარია ახლა რას გრძნობდა.
ანდრონიკე სითბოთი გაიჟღინთა.. ძველების ატკიებამდე ჩაიხუტა ნაინა და შუბლზე აკოცა.. ხვდებოდა როგორ უჭირდა მისი მარტო დატოვება..საოცარი იყო ნაინასგან პირველი ნაბიჯი, ყველაფრის მიუხედავად მაინც ენდობოდა ანდრონიკეს.
შვების სუნთქვა ამოუშვა, თითქოს მძიმე ტვირთი მოეხსნა მხრებიდან.კულონს აკოცა და გულზე ჩამოიკიდა.
_გპირდები ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე რომელიმე წარმოვიდგენთ, ჩუმად ჩაილაპარაკა და მანქანა სწრაფად მოწვიტა ადგილს..
განყოფილებაში მისულს სანდრო ზედმეტად გამოფიტული და ცარიელი მოეჩვენა.. სავარძელში იჯდა და ერთ წერტილს მიშტერებული თითქოს არც კი სუნთქავდა..
_სანდრო, ფრთხილად შეეხო მხარზე და ოდნავ შეაფიზლა.
_ნია იაშვილი, 24 წლის,დედისერთა, მამა აფხაზეთის ომში დაეღუპა. ნახალოვკაში ცხოვრობდა დედასთან და ბებიასთან ერთად.. გააუპატიურა და წამებით მოკლა, კიდურები მოჭრილი აქვს, სახე დასახიჩრებული...თვითმხილველები არიან, უნივერსიტეტთან დახვდა 30 წლამდე მამაკაცი და ძალით წაიყვანა, მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა თქვა რომ აღნიშნული პიროვნება გოგა იაკობაშვილია. გაზუთხული ტექსტი წარმოთქვა სანდრომ და თავი დახარა..
ანდრონიკე მზერას არ აშორებდა სანდროს და ხვდებოდა რამდენად ცუდად იყო.. სანდრო ზედმეტად მგრძნობიარე იყო საიმისოდ, რომ ასეთი სისასტიკე გულს იქით გაეტარებინა.. ანდრონიკეს სიტყვები გაეფანტა, სანდროს გაყინული მზერა და გათეთრებული სახსრები გულში მჩხვლეტავ ტკივილს უტოვებდა..
_სანდრო ცოტა ხანს დაისვენე, მძღოლს ვთხოვ და სახლში წაგიყვანს, ადგილზე უკეთ გავეცნობი საქმის ვითარებას და მის ოჯახს შევატყობინებ..

ანდრონიკე მძიმე ნაბიჯებით შევიდა მორგში.. გოგონას დანაწევრებული სხეულის დანახვისას გული შეეკუმშა.. იმ წუთას ძალიან შეზიზღდა თავისი სამსახური..ამდენი ბოროტების ატანა უბრალოდ შეუძლებლად ეჩვენებოდა.. ახლა ყველაზე ძალიან უნდოდა ნაინასთვსი ხელი მოეკიდა და ძალიან შორს წასულიყო.
ტრაგედიის სიმძიმე მთელი სიმძაფრით აწვებოდა მხრებზე, ცივი წყალი მოსვა და შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და კარზე დააკაკუნა.
ზღურბლზე 45 წლამდე შავებში ჩაცმული ქალი გამოჩნდა და გაკვირვებული თვალები შეანათა ანდრონიკეს..
_გამარჯობათ, გამომძიებელი ანდრონიკე დადეშქელიანი, ქალბატონ ლალი გიგინეიშვილთან მინდა საუბარი..
_მე გახლავართ, უფრო გაკვირვებულმა შეხედა და ოდნავ შესამჩნევად აუკანკალდა ნიკაპი.
ანდრონიკე ცდილობდა აზრები დაელაგებინა, მაგრამ იმდენად დაძაბულიყო ყველა სიტყვა უფრინდებოდა თავიდან და ვერაფრის თქმას ახერხებდა..
_ქალბატონო ლალი, ნია იაშვილი თქვენი ქალიშვილია? უაზროდ წელავდა მთავარ სათქმელს. უბრალოდ არ შეეძლო ქალის თვალებში დაბუდებული შიშის დაიგნორება..წამიერად წარმოიდგინა რა რეაქცია ექნებოდა ქალს, რომელმაც ქმარი მაშინ დაკარგა როცა მისი შვილი სულ პატარა იყო, ალბათ რამდენი ტანჯვა და ტკივილი გამოიარა, რომ შვილისთვის ელემენტარული პირობები მაინც შეექმნა, ახლა კი მას უნდა ეთქვა, რომ ერთადერთი შვილი მოუკლა ვიღაც არაკაცმა..
_რა მოუვიდა ნიაკოს? ქალს ხმა აუკანკალდა და კარის ჩარჩოს დაეყრდნო..
ანდრონიკე დაიძაბა.. ძლივს შეაგროვა თავი და ხმადაბლა ჩაილაპარაკა
_ვინმე გოგა იაკობაშვილს თუ იცნობდით?
_კი როგორ არა, ნიაკოს საქმრო იყო. რა ხდება აღარ იტყვით?
_ზემოთ ხსენებულმა პიროვნებამ ნია იაშვილი გაიტაცა, რამდენიმე საათში კი მოკლული იპოვეს..ძალიან ვწუხვარ
ანდრონიკეს თავისი თავიც შეძულდა..ვერიტანდა ფაქტს, როცა ყოველთვის მას უწევდა ოჯახისთვის საშინელი და მტკივნეული ამბავი ეცნობებინა..
მედიკამენტების და დაძაბულობის სუნი ერთად ტრიალებდა ოთახში.. გარეთ გამოვიდა და მოაჯირს დაეყრდნო.. სუფთა ჰაერსაც ვერ მოყავდა გონზე, იმდენად სულის შემძვრელი იყო ეს ყველაფერი..
_ანდრონიკე, მხარზე შეეხო გიორგი.. _ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გოგონა 3 თვის ორსული იყო..
ანდრონიკე ადგილს შეეყინა, ამხელა ემოციას ვერ ერეოდა...გაქვავებული სახით შეხედა გიორგის და ძლივს ამოღეჭა რამდენიმე სიტყვა..
_დედამისმა არ უნდა გაიგოს, არ არის საჭირო საქმის უფრო მეტად დრამატიზება..
ხელები უღონოდ ჩამოყარა და არეული ნაბიჯებით გამოვიდა სადარბაზოდან...



№1  offline წევრი კოტი

იმედი მაქვს მალე გააგრძელეებ:*
--------------------
ცაში ანგელოზი მათ მომავალს წერდა

 


№2  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

დაძაბული თაბი იყო <3 იმედია ეს უბრალოდ ანდრონიკეს საქმიანობას ეხება და არაფერ შუაშია ნაინასთან... ვნახოთ რა იქნება შემდეგ თავში.. გამიკვირდა ასე უცებ გადასხვაფერება ანდრონიკესა და ნაინას შოროს მაგრამ მიხარია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent