შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გპირდები" - (8)


2-06-2015, 12:57
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 2 012

თავი ჩაღუნა, ცოტა ხანი ხმას არ იღებდა. ბოლოს ამომხედა და მკითხა:
- დავიჯერო შენ ჩემზე არაფერი არ ცოდი სანამ გამიცნობდი?
- საიდან რო?
- რავი იქნებ ვინმემ გითხრა.
- კი, შენმა თვალებმა ყველაფერი თქვეს. ჩემს თვალებს მხოლოდ იმის უნარი აქვთ რომ წაიკითხონ და გადმოცემის რა მოგახსენო.
- თანდათან უფრო მაოცებ და მეშინია ბოლოს არ გავგიჟდე - სრული სერიოზულობით მეუბნებოდა, რადგან აქ სიცილის და ხუმრობების ადგილი ნამდვილი არ იყო.
- ბოლოს და ბოლოს მეტყვი რა მოხდა იქ? - ჩაფიქრდა, ალბათ უმძიმდა ამ ყველაფრის გადმოცემა. წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა, ზურგით იდგა ჩემს მიმართ. არც შემობრუნებულა ისე დაიწყო:
- 15წლის ვიყავი როცა მამა გარდამეცვალა, სიმსივნის გამო. დედაჩეს ძალიან წირდა ამის ატანა, მაგრამ არ ვიცი რა გითხრა უბრალოდ იმდენად ძლიერი იყო გაბედა და ბედს შეეგუა. მამაჩემის სიყვარული დედაჩემისადმი მარადიული იყო. ჭკუას კარგავდნენ ერთმანეთზე. მამამ დედა დატოვა, მაგრამ უდიდესი საჩუქარი აჩუქა სანამ წავიდოდა, პატარა ლიზი. ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო ჩემი პატარა და. ყოველ დილით მისი ტიტინის გარეშე ვერ წარმომედგინა ჩემი ცხოვრება, მაგრამ.... - დადუმდა, ვგრძნობდი რომ ზალიან უჭირდა. - მაგრამ, ოთხი წლის შემდეგ ჩვენს სახლშ ხანძარი გაჩნდა და... ორივე იმსხვერპლა. - თვალებზე ცრემლები მომაწვა, მის ტკივილს ვგრძნობდი, ვგრძნობდი როგორ უჭირდა და განიცდიდა.
- ეხლა რომ გითხრა ვწუხვართქო ალბათ ზედმეტი იქნება, რადგან ვიცი მოგბეზრდა ეს გაცვეთილი ფრაზები და ვიცი რომ ეხლა იხრჩობი როგორ გინდა რომ იტირო - ავდექი, უკნიდან მივედი, ხელები ძლიერად შემოვხვიე, ზურგზე თავი დავადე და ვუთხარი. - ვიცი რასაც გრძნობ, ვიცი როგორ გაგიჟებს ეს ტკივილი და ვიცი რომ ეხლა ტირილის მეტი არაფერი გინდა. ამიტომ უბრალოდ შეგიძლია შენი გრძნობები გადმოსცე, უბრალოდ იტირო, გაგიჟდე, გაცოფდე, დაამტვრიო ყველაფერი არ ვიცი რისი გაკეთებაც აი ამ წამს ეხლა გინდა უბრალო გააკეთე. - შემოტრიალდა შემომხედა, არ შევცდარვარ, მართლაც რომ ტირილის სურვილი კლავდა. მაგრად ჩამეხუტა და ატირდა, ხო სანდრო ტიროდა და მე მსიამოვნებდა, არ მისი ტკივილი არამედ ის რომ მას შეეძლო ჩემთად ემოციების გამოხატვა, მენდობოდა და ეს სწორედ ახლა მაგრძნობინა. ყოველთვის გულჩვილი ვიყავი, არ შემეძლო უბრალოდ ესე ვმდგარიყავი. ვგრძნობდი მის ტკივილს და მასთან ერთად მეც მტკიოდა. ცრემლები თავისით მომდიოდნენ, უხმოდ ჩუმად ვტიროდი და თან ვუმეორებდი:
- ყველაფერი კარგად იქნება, შენს გვერდით ვიქნები რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის. იცოდე რომ გყავს გვერდში ადამიანი რომელსაც პირველ რიგში როგორც ადამიანი და პიროვნება ისე უყვარხარ და შენს ტკივლის გრძნობს. - არ ვეუბნებოდი დამშვიდდითქო რადგან ამ ტკივილს თუ შეინახავდი უფრო გაიზრდებოდა და ჯობდა დაცლილიყო. ესე ვიდექით ნახევარი საათი სანამ არ დამშვიდდა. მომშორდა და თვალებშ შემომხედა. ჩემი გაწითლებული თალები რომ დაინახა გაოგნდა:
- შენ რა იტირე?
- ზედმეტად გულჩვილი ვარ - ვუთხარი და სევდიანად გავუღიმე. მანაც გამიღიმა, ძალიან თბილად და საყვარლად. თვალები მასაც აწითლებოდა. თვალებში ჩამხედა, ეტყობოდა რომ ცდილობდა რაღაც ამოეკითხა მაგრამ, უშედეგოდ, ხომ ვთქვი ჩემს თვალებს გადმოცემის უნდარი არ აქვთთქო.
- ვერ ვხვდები, ამდენი რამე ჩემი თვალებიდან როგორ ამოიკითხე. შენ ექსტრასენსი ხომ არ ხარ შემთხვევით? - ამაზე ორივეს გაგვეცინა.
- უბრალოდ კარგად ვიცნობ ადამიანებს, როგორები არიან რა.
- მე, მე რატომ ვერ ვხედავ ვერაფერს?
- ვერ გეტყვი, არ ვიცი.
- პატარა გეძახონ და ჩემზე მეტი კი იცი.(გამიცინა)
- კარგი სისულელეებს მორჩი. ეხლა კი თემა შევცვალოთ. - სისულელე არაა.
-...
- ანუ ეხლა ჩვენს ურთიერთობას რა ქვია? - თან გამიღიმა და ტუჩზე იკბინა.
- მოდი ამ ჯერად რაღაც დავარქვათ.
- თუუუ, შეყვარებულობის დასაწყისი პერიოდი?
- მგონი ისევ რაღაც ჯობია - სიცილი ამიტყდა.
- ხო, გრძელი სათაური გამომივიდა - ისევ ჩამიხუტა.
- სანდრო უნდა წავიდე - მოულოდნელად ვუთხარი.
- სად?
- დაქალთან ან დეიდაშვილთან დავრჩები.
- არა.
- სანდროო
- არა მეთქიი
- კარგი რა უხერხულიაა.
- არა მეთქი მარიამ, ხომ ვილაპარაკეთ ამაზე უკვე?
- კი მაგრამ სანდროო...
- არავითარი მაგრამ, რჩები და მორჩა მე მინდა რომ აქ იყო.
- სანდრო.
- მჭირდები. გთხოვ დარჩი - ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მესიამოვნა ეს რომ მითხრა. ყოყმანის შემდეგ ბოლოს მაინც დავთანხმდი, იმიტომ რომ პირველად ცხოვრებაშ ბედნიერი ვიყავი და ის მეც მჭირდებოდა, ისე როგორც არასდროს არავინ. რაღაც დიდს ვგრძნობდი მის მიმართ, მაგრამ ეს არ იყო სიყვარული, არა რაღაც სხვა იყო. მოკლედ საღამოს ტელეფონი ჩავრთე და უამრავი გამოტოვებული ზარი მომივიდა დედაჩემისგან. ვიცოდი რომ ნერვიულობდა, ვიცოდი მაგრამ სახლში დაბრუნებაც არ მინდოდა, მითუმეტეს ახლა როცა ასეთი ბედნიერი ვიყავი. გადავწყვიტე მისთვის დამერეკა. ტელეფონი რომ აიღო გაბრაზებულს ყვირილი უნდა დაეწყო და მთელი ამბავი, მაგრამ მოკლედ მოვუჭერი და ვუთხარი, რომ კარგად ვიყავი და ჩემზე არ ენერვიულა და ისევ გამოვრთე ტელეფონი. გადიოდა დღეები, ორშაბათიდან ისევ დავიწყე სიარული სკოლაში, ისევ ბედნიერი ვიყავი თანაც უზომოდ. ვგრძნობდი რომ სანდრო მიყვარდებოდა და თვითონაც მაგრძნობინებდა რომ მასაც ვუყვარდი. ყველაზე, ყველაზზე ბედნიერი ვიყავი, სკოლაში მას მივყავდი და მოვყავდი. მასზე არვიან არაფერი არ იცოდა, რადგან ჭორიკნების თავი უბრალოდ არ მქონდა და უბრალოდ ზედმეტ პრობლემებს ვერიდებოდი.



№1  offline წევრი nini :)

აუ მალე დადე შემდეგი ძაან მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent