"გპირდები" - (7)
მხოლოდ მაშინღა შევამჩნიე, რომ ეზოში კიდევ ერთი მანქანა ეყენა - RANGE ROVER SPORT - მის დანახვაზე პირი ღია დამრჩა და მშვიდად ვიყავი სანდროს მხარზე "გადადებული". შემიყვანა სახლშ და სასტუმრო ოთახში დივანზე დამსვა: - სანდროოო, კარგი რაა, უხერხულიაა!! - უხერხული რატომაა? რომ არ მდომებოდა არც მოგიყვანდი აქ. - ხო გითხარი რომ გამიგონ იქვე მომკლავენ. - როგორ უნდა გაგიგონ? ვინ ეტყვის დედაშენს? კარგი რა რაღაც ზღაპრებს ნუ ყვები. - ამ დროს ჩემი ტელეფონი აჯღავლდა, დედაჩემი იყო. ნერვები მომეშალა სასტიკად, მაგრამ არსად არ მისვრია, მენანებოდა, მაშინვე გავუთიშე უბრალოდ და საერთოდ გამოვრთე ტელეფონი. რამდენიმე საათის წინანდელი სიტუაცია გამახსენდა და ისევ ცრემლები წამომივიდა. - კარგი მარი რაა, დამშვიდდი, არ უხდება შენს ლამაზ თვალებს ცრემლები. ნუ ტირი, ყველაფერი კარგად იქნება - მომიახლოვდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ცეერებით ცრემლები მომწმინდა. - რა იქნება სანდრო კარგად? რა? იცი უკვე რამდენია ხანია მაგ იმედით ვცხოვრობ? აღარ შემიძლია. ვიცი რომ სისულელეა ეს ყველაფერი რაზეც ვბრაზდები მაგრამ რა ვქნა? მაგიჟებს, წყობილებიდან მშლის უკვე ეს ყველაფერი არ ვიცი სადამდე უნდა გაგრძელდეს? მითხარი რას გააკეთებდი ჩემს ადგილას? - შევეგუებოდი როგორმე. - შენ რა დამცინი? ამ ყველაფერს როგორ უნდა შეეგუო? კარგი რა იშვიათად რომ ხდებოდეს მეც შევეგუებოდი მაგრამ გამუდმებით არამგონია, ეჭვი მეპარება რაღაც რკინის ნერვები რომ გქონდეს... - უნდა შეეგუო მარიამ ამ ყველაფერს, სხვანაირად ვერ იცხოვრებ. - ჰაჰ, შეეგუო რა კარგია.. ჯობდა სულ არ გავეჩინე მეც მშვიდად ვიქნებოდი და ისიც. - რას ქვია არ გაეჩინე? კარგი რა მარიამ უკვე ხვდები რომ სისულელეებს ბოდავ? - ხო ვიცი მე ყოველთვის და ყველასთვის სისულელეებს ვბოდავ. - ვერაფერი ვეღარ მითხრა, ან სათქმელი ამოეწურა. ისევ ცრემლები მომდიოდა, ოღონდა უხმოდ, თავი გვერძე მქონდა გაწეული და ვცდილობდი არ შეემჩნიე ჩემი ცრემლები, მაგრამ როგორც ჩანდა ხვდებოდა რომ ვტიროდი მანაც ხელი დამავლო და ისევ გულზე მიმიკრა, მოკლედ რაა მემგონი ამ ბიჭის გულზე გავიზრდები, ჰაჰ. არაა სულ არ ვარ წინააღმდეგი, ისე მსიამოვნებდა, ნეტა სულ ესე ვყოფილიყავით. შუბლზე მაკოცა და მკითხა: - გშია? - არა - იცი ტყუილი არ გამოგდის. უკვე ორი საათია შენი მუცელი გაუჩერებლად ღმუის (გაეცინა). პიცას შეჭამ? - არა სანდრო მადლობა არ მინდა. - ვერ დავიჯერებ რომ პიცა არ გიყვარს. - ჰო რავი - არადა რა არ მიყვარს, ყველაზე მეტად პიცა პიცა და პიცააა მიყვარს, უფ რა კარგად შევჭამდი ეხლა მარა არ მინდოდა მეღიარებინა. წამოდგა, სამზარეულოში გავიდა და თეფშზე დადებული უზარმაზარი პიცის ნაჭერი წინ დამიდო. ნერწყვი გადავყლაპე, შემამჩნია და სიცილი აუტყდა. მეც გამეცინა. - ჭამე ჭამე მიდი ვიცი რომ გშია ნუ გრცხვენია ვიღაც ოთხმოცი წლის მოხუცი ხომ არ ვარ კაი რაა. - მითხრა და თბილად გამიცინა, მეც გვერდულად გავუღიმე და პიცას ნელ ნელა მივეპარე მარა უკვე ხელში რომ დავიჭირე ოოო ისე გემრიელად ვჭამდიიი მმმმ თან მე როგორიც მიყვარს ზუსტად ისეთი იყო. თავისთვისაც მოიტანა, კოკაკოლაც გამოაყოლა და გემრიელად მივირთვით. რომ მოვრჩით ჭამას უკვე 10ხდებოდა, ძაააალიან გამიკვირდა, რა სწრაფად გავიდა დრო მეთქი. ეხლა ვიჯექით ესე, მე იმდენად დაღლილი ვიყავი და მაინც ძალაგამოცლილი, ძილი მერეოდა და თვალები მეხუჭებოდა, სანდრო კი ტელევიზორს უყურებდა. მალე მის გვერდით მიმეძნა, ნუ მთლად მიძინება არ იყო უბრალოდ თვალები დახუჭული მქონდა და მეზარებოდა გახელა დანარჩენი ყველაფერი მესმოდა. ვკანკალებდი ისე მციოდა, გათბობა კი იყო ჩართული მაგრამ მაინც მეკანკალებოდა. ვიგრძენი როგორ ამიყვანა სანდრომ ხელში და რომელიღაც ოთახის ლოგინში ჩამაწვინა, შუბლზე ძალიან ძააალიან თბილად მაკოცა და გავიდა. "მძინარეს" ღიმილი მომეფინა და შემდეგ ტკბილად დამეძინა. დილას თვალები რომ გავახილე, ოთახი მეუცხოვა. გარშემო მიმოვიხედე, დიდ საწოლში ვიწექი, ჩაცმული, ვერ გავიზარე სად ვიყავი, ეს ჩემს ოთახს არ გავდა. დიდი ფიქრის შემდეგ გამახსენდა, რომ სანდროსთან ვიყავი. წამოვდექი, უფრო კარგად მოვათვალიერე ყველაფერი. საკმაოდ დიდი ოთახი იყო, ყველაფერი სადად და გემოვნებიანად მოწყობილი, მე რომ მიყვარს, არ იყო თვალების ამაჭრელებელი. ოთახში როგორც ჩანდა სააბაზანოც იყო, მეც შევედი და მოვწესრიგდი. სარკეში რომ ჩავიხედე ვიკივლე, კინაღამ გული გამისკდა. თვალები საშინლად მქონდა დასიებული, ალბათ წუხანდელიდან გამომდინარე. ნახევრად მოჭუტული მქონდა თვალები, მეტს ვერც ვაღებდი იმდენად დასიებული მქონდა. ხელ-პირი დავიბანე და პირველ სართულზე ფრთხილად ჩავედი. სანდრო იქ იყო, სასტუმრო ოთახში დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. ეტყობა ჩემი ფეხის ხმა გაიგო და გამომხედა. - ვა გაიღვიძე? როგორ ხარ? არ გშია? ვაიმეე თვალები რას გიგავს გოგოოო. ხომ გეუბნებოდი ნუ ტირიხართქოო.. - ჰო კაი კაიიი, რა იყოოო არაფერია, მერე რა მოხდაა. ისე, მადლობა სანდრო, დღეს წავალ. - სად წახვალ? - არვიცი სადმე. - არ აპირებ სახლში მისვლას? - არა! - ხოდა მაშინ არსადაც არ წახვალ! ფეხს არ გაადგამ! - ისეთი მკაცრი ტონით მითხრა მეგონა მამაჩემი მსჯიდა - ეხლა კიდე უნდა ჭამო! - სამზარეულოში გავიდა და გამომძახა: - მარი მოდიი. - არ მინდა სანდრო, მადლობა, არ მშიაა. - მოდი მეთქიი. - არ მინდა სანდრო, მართლა არ მშია. - ისევ ჩემს ძალას ნუ მახმარინებ, ხომ იცი მაინც მოგიწევს ჭამა, ასე რომ მალე, მოდი ჭამე. - არ მინდაა, მადლობა სანდრო არ მინდაა - უკვე ვწუწუნებდი. მაშინ გამოვიდა სამზარეულოდან, მომიახლოვდა და ხელში უნდა ავეყვანე, რო გავიქეცი, კიბეებზე ავრბოდი, მაგრამ მაინც დამიჭირა და ისევ მხარზე გადამიკიდა. თან სიცილით ვკვდებოდით ორივე, თან ზურგზე ვუტრახუნებდი ხელებს, გამიშვითქო. შემიყვანა კუხნაში და მაგიდასთან დამსვა. ისევ გაქცევა დავაპირე მაგრამ ხელი დამავლო და არ მიშვებდა. საჭმელი ძლივს-ძლივობით, ცალი ხელით, თეფშზე დადო და მაგიდასთან ისევ დამსვა. მე სიცილისგან ვიფხრიწებოდი და თან ვეხვეწებოდი გამიშვი, არ გავიქცევითქო, მაგრამ სულ ტყუილად. ბოლოს მაგიდასთან დავსხედით, გვერდზე მომიჯდა რომ არ გავქცეულიყავი და თან მელოდებოდა როდის დავიწყებდი ჭამას, მაგრამ პირს არ ვაკარებდი. - ჭამეე. - არ შემიძლიაა სანდროო. - წარბი ამიწია. -მალეე. - ბოლოს როგორც იქნა დავიწყე ჭამა ზიზღით, მართლა არ მშიოდა და თან ეხლა რამე რომ მეჭამა ალბათ იქვე გული ამერეოდა, მაგრამ შევეცადე თავი შემეკავებინა. თივითონაც დაიწყო ჭამა და თან მე მიყურებდა. - ნუ მიყურებ თორე ვერ ვჭამ, ვკომპლექსდები. - სიცილით ვუთხარი და თვითონაც არ დამაკლო და კარგად დამცინა. - რას შვები? - ვკომპლექსდებიიი. - არ შემიძლია რომ არ გიყურო, ისეთი კარგი ხარ თვალს ვერ გწყვიტავ. - აფერისტო მატყუარა. - ტყუილი და აფერისტობა მე არ მჩვევია. რატომ უნდა ვიტყუებოდა როცა სიმართლეს ვამბობ? - იმიტომ რომ სიმართლე არაა ეგ. - რატომ ფიქრობ ეგრე? - ასეა და მაგიტომ. - მარი ძალიან ლამაზი ხარ და თავს იკომპლექსებ სულ ტყულ უბრალოდ, არ შეიძლება ეგრე. - კარგი რაა ორივემ კარგად ვიცით რომ ეგრე არაა. - მარიამ მომწონხარ... თანაც ძალიან. - ამაზე გავჩუმდი. ვაიმეე გული წამებს ათჯერ ასწრებდა, ავნერვიულდი და რომ არ დამტყობოდა, ჩემი ჭკუით, საჭმელს მივუბრუნდი და ჭამა გავაგრძელე. თავი ჩაღუნული მქონდა და ხმას არ ვიღებდი. - არაფერს არ მეტყვი? - მადლობა. - მე სხვა პასუხს ველოდი. მეგონა გაბედული იყავი. - ...... - კარგი რაა, ხომ ხედავ ვაღიარებ, და ვიცი რომ შენც იგივეს გრძნობ. ეს პირველივე შემოხედვისთანავე შევამჩნიე. - გცოდნია და რაღა გინდა? (გავუღიმე) - შენ რომ მეტყოდი უფრო მესიამოვნებოდა. - მე ვერ გეტყოდი. - რატომ? - ვერ გავბედავდი. - კარგი რა მარიამ ნერვებს მიშლი უკვეე, ნუ ხარ კომპლექსიანი რა. რომ გითხრა რო მეც იგივე ვიგრძენი როცა პირველად დაგინახე დამშვიდდები? - ვერა - რატომ? - სანდრო როგორ უნდა მოგეწონო შენიზე ხუთი წლით პატარა ბავშვი? - პირი დააღო გაოცებისგან. რა დიდი გასაკვირი ეს იყო ვერ ვხვდები. - მოიცა შენ რა თხუთმეტი წლის ხარ? - ხო - თავი დამწუხრებულმა ჩავღუნე და გავყუჩდი. - ვაიმე რა პატარა ყოფილხარ, არადა უკვე სტუდენტი მეგონეე. - კი ბევრი მაბერებს. - მოიცა და შენ ეხლა ასაკის გამო გეგონა რომ არ მომეწონებოდი? - ... - კარგი რაა, ჩემთვის ასაკი სულ ერთია, მე თუ მომწონს, მომწონს და მორჩა, იქ დამთავრდა ყველაფერი. არც ასაკს და არც სხვა დანარჩენს არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა მთავარია მე მომწონს. მართალია სიყვარულით არ მყავრებია, მაგრამ ბევრი მოწონდა, შენზე დიდები იყვნენ მაგრამ რასაც შენს მიმართ ვგრძნობ ის გაცილებით დიდი რამაა, ასე მგონია მთელი ცხოვრებაა გიცნობ. შენი ნამდვილი სახე რომ დამანახე იმიტომაც მომეწონე. - ნამდვილი სახე არა ისს კიდე. შენ არ იცი რისი გამკეთებელი ვარ, როგორი ვარ, რა მიყვარს და საერთოდ ბევრი რამ არ იცი ჩემზე და როგორ დაინახავდი ჩემს ნამდვილ სახეს? - და როგორი ხარ? - სხვანაირი. - მაინც როგორი? - არ ვიცი. მთელი ცხოვრებაა მაგის გაგებას ვცდილობ მაგრამ არ გამომდის. - შემომხედე. - თავი ავწიე და თვალებში შევხედე. - შენი თვალებიდან ადამიანი ყველაფერს გაიგებს შენზე. - და შენ რა გაიგე? - იცი შენი თვალები მეუბნებიან, რომ ძალიან მხიარული ადამიანი ხარ, მიუხედავად ყველაფრისა და ყოველთვის ცდილობ ასე თუ ისე გამხიარულდე. - ამაზე ირონიულად გამეცინა. - ნაწილობრივ მართალი ხარ მაგრამ ბოლომდე არა. ჩემი თვალები იმდენ ტკივილს, ირონიას დაცინვას იტანს და ხედავს რომ უკვე დატევა აღარ შეუძლია. და ამიტომ გგონია რომ ყოველთვის მხიარული ვიყავი. ეს მხოლოდ შენზე მეთქმის. - შენ ჩემზე არაფერი იცი. ყოველთვის მხიარული არ ვყოფილვარ. - ვიცი. - საიდან უნდა იცოდე? - თვალებმა გაგყიდეს. - შენ რა არა თუ რა? - არა, ჩემს თვალებს გადმოცემის უნარი არ გააჩნიათ. - და ჩემსას კიი ? მითხარი თუ ასეა რას ხედავ ჩემს თვალებში? - ტკივილს, წარსული კვალიდან, რომელმაც ძალიან დიდი დაღი დააამჩნია შენს ცხოვრებას - ამას ისე ვეუბნებოდი თითქოს მილიონო პროცენტით ვიყავი დარწმუნებული რომ ასე იყო, მაგრამ მე იმას ვამბობდი რასაც მის თვალებში ვხედავდი. ეს ყოველთვის კარგად გამომდიოდა - ცდილობ დაივიწყო ყველაფერი, მაგრამ ამავე დროს თვლი რომ არასწორი იქნება. გაურკვევლობაში ხარ, არ იცი როგორ იცხოვრო რომ ბედნიერი იყო. დიდ ტკივილს იტევს შენი თვალები და მინდა გითხრა გამძლეები ყოფილან. ალბათ სწორედ ამიტომ არ გინდოდა იმ ამბის მოყოლა, შენს სახლზე, არ გინდოდა ამ ამბის გახსენება, არ გინდოდა შენი სისუსტის გამოვლენა, მაგრამ ხომ გითხარი... თვალებმა გაგყიდეს. მიუხედავად შენი სიმკაცრისა როგორც პირველად მომექეცი, შენი თვალებით მე მაინც ყველაფერს მივხვდი, მაგრამ შენგან მინდოდა ამის მოსმენა, დაწვრილები რა მოხდა. - გაოცებული მისმენდა, კიდე უფრო მეტი ტკივილით ივსებოდა მისი თვალები, ვერ იჯერებდა როგორ მივხვდი ამდენ რამეს. თავი ჩაღუნა და ცოტა ხანი ხმას არ იღებდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.