სიყვარულს ყველაფერი შეუძლია, გულმა ვეღარ გაძლო (სრულად)
18 წლის წინ... -დედიკო დე, სად მიდიქარ? -ცაში დედა -ლოდიშ დაბლუნდები -მე სულ შენთან ვიქნები -დედიკუნა ქო ალ მიმატოვებ? -არა დე, გულში ვიქნები, შენს პაწია გულში -დე ცაში მეჩ მინდა -შენთვის ჯერ არ შეიძლება, პატარა ხარ დე, ჯერ უნდა გაიზარდო დიდი გოგო, მერე უნდა შეგიყვარდეს და გყავდეს ისეთი კუდრაჭა გოგო როგორიც მე მყავხარ ახლა, მიყვარხარ ჩემო ანასტასია -მეჩ დე..დე...დედიკო..-ეძახდა პატარა ანასტასია საწოლზე უსულოდ მყოფ დედას -მიკალქალ დე..-ცრემლი წამოუვიდა პატარას, დედას ზემოდან დააწვა და ჩაეხუტა-მიკალქალ დედიკო და სულ მეკვალები-ატირდა 2 წლის ანასტასია, მამა ყველაფერს უყურებდა და ცრემლებს იწმენდდა -მამი, ჩამოდი, დედა წავიდა, მოდი ჩემთან, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ ახლა -მამა შენ ჰო არ დამტოვებ? -არა ჩემო პაწია, მე სულ შენ გულში ვიქნები-მაგრად ჩაეხუტა მის პატარა გოგოს და ოთახიდან გაიყვანა დღეს... -რატომ მამა?-ყვიროდა ბოლო ხმაზე ანასტასია და მამის სხეულს ეხუტებოდა- გამეცი ხმა მამი, გთხოვ მა..მე შენ ჰო დამპირდი გახსოვს? მაშინ 18 წლის წინ..ახლაც მახსოვს მა, გთხოვ დედას მიმიხედე მა..მიყვარხართ მა...გულში მეყოლებით მამი..-ცრემლები სასტიკად დიოდა და არ ჩერდებოდა -ანასტასია გთხოვ-ცდილობდა ქეთი დაემშვიდებინა დაქალი -არა ქეთ, მტკივა, მეწვის, გული ამომგლიჯეთ გთხოვთ-ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა გოგონას..ერთიანად დაგროვილი ცრემლები ახლა დახარჯა, ბოლოს ასე დედის გამო იტირა 2 წლისამ, ახლა კი 20 წლის მანძილზე ნაგროვებს ერთიანად უშვებს -გამოფხიზლდი გთხოვ ტასუ -შენ იცი როგორ მტკივა? იცი როგორ მეწვის მამის გარეშე გული? იცი რა რთულია როცა 18 წელი გზრდიდა და ახლა მიდის? რატომ წავიდა? ის ხპმ დამპირდა? -გაახსენდა მამამისის სიტყვები -ჩემო პრინცესა, მე მანამ შენთან ვიქნები სანამ დაგჭირდები, როცა აღარ დაგჭირდები მეც დედასთან წავალ და გულში გეყოლები-ლამაზ ქერა თმებს ფრთხილად უვარცხნიდა და თან ცდილობდა 4 წლის გოგონასთვის აეხსნა ყოველივე -მე შენ სულ დამჭირდები მა..-მაგრად ჩაეხუტა გოგონა ცრემლები უფრო წასკდა -მან მოიხადა მისი ვალი-აქვითინდა და დაქალს მაგრად ჩაეხუტა, ხელს არ უშვებდა და უფრო ქვითინებდა -ნუ..ნუ ტირი ჩემო ანასტასია -არ მიმატოვო გთხოვ ქეთ -არა დაიკო..ნუ გეშინია..მე შენთან ვარ -აქ დარჩი გთხოვ, ჩემთან იცხოვრე, მე დავითანხმებ ნატო დეიდას -კარგი ნუ ღელავ, დავრჩები-ნაძალადევად გაუღიმა ტასოს -მიყვარხარ-მაგრად ჩაეხუტა და ისევ წასკდა ცრემლები -მეც ტას-ქეთაც მაგრად მოეხვია და თავზე აკოცა მთელი ერთი კვირა ტასოსთვის ,,ჯოჯოხეთური" აღმოჩნდა. ყოველ ღამე ხედავდა ერთსადაიმავე სიზმარს: ვიღაც უახლოვდებოდა, ისიც მისკენ მიდიოდა და როცა უნდა ჩახუტებოდა, მაშინ ხვდებოდა დანა ზურგში.. იმდენად რეალურად აღიქვამდა ამ სიზმარს, რომ სიზამრშივე ტკიოდა და განიცდიდა, გიჟივით გაახელდა თვალებს და შეშინებული ტიროდა, ქეთა კი დაწყნარებას ცდილობდა. ერთ დღეს ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა, ეკრანს დახედა, უცხო ნომერი იყო და გაუკვირდა, აიღო, მაგრამ ხმა არ ამოუღია -ალო-გაისმა ბოხი სასიამოვნო ბარიტონი -დ..დი..ახ-კანკალით უპასუხა გოგონამ -საბა ამირეჯიბის ქალიშვილი ხართ? -დ..დი..ახ -ქალბატონო ანასტასია, მამათქვენის მეგობარი გახლავართ -უკაცრავად რომელი? -ალექსანდრე ვაჩიბერიძე, მე მასთან ერთად ვმუშაობდი, პარტნიორები ვიყავით, როგორც იცით, მის ბიზნესს მმართველი ჭირდება, ამას კი მხოლოდ მე ვერ გავუმკლავდები, დახმრება მჭირდება -კარგით, ვეცდები მოვაგვარო ეგ საკითხი და გამპვიდე სამსახურში-მკაცრად თქვა და ტელეფონი გათიშა მთელი ღამე ფიქრობდა და არ ასვენებდა იმაზე ფიქრი, თუ ავტოავარია როგორ მოუვიდა, მაშინ როცა მამამისმა ტარება კარგად იცოდა, არც მთვრალი იყო და არც ჩქარა მიდიოდა, უკვირდა და ღრღნიდა ეს ფიქრები, მტრები არც ყოლია, აშკარად რაღაცაშია საქმე -მოკლეს...! ავარია განგებ მოხდა! შეუძლებელია ავტობანზე ავარია მოგივიდეს! მომიწყვეს! მომილეს!-ცრემლები წასკდა-ამას ასე რ დავტოვებ! გავარკვევ ვინ გამიკეთა და ვაზღვევინებ! მეორე დილით დიდი წვალების შემდეგ დაიქირავა პირადი გამომძიებელი, აინტერესებდა ყოველივე რასაც მამამისი აკეთებდა, რასთანაც შეხება ჰქონდა. სამსახურში წავიდა, ყველა გაიცნო, კაბინეტისკენ დაიძრა, კარები გააღო და ჰოპ! -აქ რა ამბავია?-დაიყვირა როცა მაგიდაზე შემოსკუპებულ შიშველ ქალს და მამაკაცს წააწყდა- დათხოვილი ხართ!-გასცა ბრძანება, ქალი შეიშმუშნა და ტანსაცმელი ჩაიცვა -მე თქვენ არ გემორჩილებით, მე მხოლოდ ბატონ ლუკა ვაჩიბერიძეს ვემორჩილები -ვინ ბრძანდებით დაუკითხავად, რომ ბედავთ შემოსვლას ჩემ კაბინეტში?-ფეხზე წამოიმართა ლუკა -დაჟე მე ვინ ვარ? ამ კომპანიის უფროსის საბა ამირეჯიბის ქალიშვილი ანასტასია ამირეჯიბი, ახლა კი ორივე აქედან სასწრაფოდ გაბრძანდით, გოგონი დათხოვილი ხარ!-მიუბრუნდა თმაგაწეწილ ქალს და კარები ცხვირწინ მიუკეტა -უი, ბოდიში თქვენ დარჩით გასაგდები, აბა სკუპი აქედან-ხელი გაიშვირა ტასომ კარებისკენ, მაგრამ ლუკა გასვლას არ ჩქარობდა -რა ვთქვი? -ბოდიში -ეს მაგიდა თავად წაიღეთ თქვენს კაბინეტში, მე ახალი მინდა, არ ვაპირებ ვიღაცეების ნაჯაჯგურებზე ხელების დაწყობას -კაი ერთი-ჩაჯდა სავარძელში -დატოვე კაბინეტი!-დაუყვირა ლუკას, ისიც სწრაფად ადგა და ოთახიდან გავიდა, რამდენიმე წუთში მასთან ალექსანდრე შევიდა -გამარჯობათ ანასტასია -გამარჯობა ბატონო ალექსანდრე -როგორც ვხედავ მოეწყვე -კი -კარგია, მე დროებით ქალაქ გარეთ მიწევს გასვლა, ამიტომ ჩემი ვაჟი იმუშავებს 1 თვე ჩემს მაგივრად -კარგით-გოგონამ გაუღიმა და მამაკაცი გააცილა საღამოს დაღლილი ჩაუყვა კიბეებს და მანქანისკენ დაიძრა, სახლში დაქანცული მივიდა, მაშინვე საწოლში შეწვა და ძილს მიეცა, მაგრამ ვინ გააჩერა? კარზე ბრახუნის ხმა იყო, წამოდგა ხალათი მოიცვა და კარებისკენ წავიდა, გააღო და მთელი ძალით მიეტაკა კედელს, კივილი დააპირა, მაგრამ ვიღაცამ ძლიერად მოუჭირა ხელი, პირზე ნაჭერი ააფარეს და დრპებით ძილს მიეცა.. თვალები ჭყიტა, მის სახლში იყო, გადაბრუნდა და მთელი სახლი საბრძოლო ფრონტს გავდა, ყველაფერი დალეწილი, დანგრეული იყო, კედელზე დიდი ასოებით ეწერა ა რ ს ა დ გ ა დ ა მ ე ყ ა რ ო ! გაგიჟდა, გადაირია, მაშიმვე გამომძიებელს დაურეკა, მანაც ყველა სამხილი ერთად მოაგროვა -მალე ყველაფერი გაირკვევა, აუცილებლად დაგიკავშირდებით თუ რამეს შევიტყობთ -კარგი სამსახურში მისული გიჟს გავდა, კაბინეტში შევიდა და მის სავარძელში ჩასკუპებული ლუკა დაინახა -მომისმინე ბიჭო, ახლა შენი თავი არ მაქ, ყოველგვარი დეგენერატობების გარეშე უბრალოდ დატოვე ოთახი -რომ არა?-ცინიზმით გახედა -მაშინ სხვაგვარად ვიმოქმედებ -ვერ გაიგე რა გითხრა?- მოესმა კარებიდან ხმა, მიტრიალდა და ვიღაც უცხო ადამიანი, რომელიც ლუკას ძალიან გავდა, ხელში შერჩა -შენ ნუ ერევი გაიგე?-დაუბღვირა ლუკამ -გადითქო-გასცა ბრძანება ბიჭმა, ლუკაც ადგა და გავიდა -ბოდიში, ჩემი ძმა ცოტა ვერარის, მე ბექა -სასიამოვნოა, ტასო -ტასო გინდა გავიდეთ სადმე და ყავა დავლიოთ? -არა, ვმუშაობ, აქ გასართობად არ ვარ! -წამოდი ცოტახნით გავიდეთ -კარგი-დათანხმდა დიდი ყოყმანის შემდეგ კაფეშ იჯდნენ და ბევრს იცინოდნენ, სასაცილო ამბებს უყვებოდა ბექა, ტასო კი გულიანად იცინოდა -ხვალ საღამოს მინდა ერთ ადგილას წაგიყვანო, იმედია მენდობი -კარგი, თანხმა ვარ -მიხარია ძაან-გაუღიმა მთელი საღამო სეირნობდა პარკში ტასო, დაღლილი მიუახლოვდა სახლს, როცა სადარბაზოში ვიღაც დალანდა, სახეზე კარგად დააკვირდა და მასში ლუკა ამოიცნო -შენ?-შეიცხადა ტასომ, ლუკა მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა ტასოს, -არ გაყვე-მხოლოდ ეს უთხრა და წავიდა. გაოგნებული დარჩა, არ იცოდა რა ექნა, ან ვისთვის დაეჯერებინა, საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ არც ლუკასთვის დაეჯერებინა და არც ბექასთვის, გადაწყვიტა წყნეთში წასულიყო დასასვენებლად.. მეორე დღეს წყნეთისკენ მიმავალ გზაზე მიდიოდა, უხაროდა თან ძალიან, დაისვენებდა, მოშორდებოდა ამ საშინელ ადგილს, თავის საყვარელ სახლს მიადგა და დიდი ემოცია მოაწვა, გაახსენდა როგორ ერთობოდნენ ის და მამა ერთად, როგორ დარბოდნენ ოთახებს შორის -დამეწიე მამა -მოვდივარ კუდრაჭა -ვერ მიჭერ-კისკისებდა გოგონა -ჰო დაგიჭირე-ჰაერში აიყვანა და ბეჭებზე შემოისვა-აბა საით პრინცესა -ჩემი სამფლობელოსკენ-ოთახში აარბენინა და საწოლზე გადააწვინა, უღუტუნებდა პატარას და ეფერებოდა -ჩემი თოჯინა ხარ შენ -მიყვარხარ მამი საწოლზე ფრთხილად გაწვა, თავი ბალიშს დაადო, და ცრემლები წასკდა -მამი ახლა დავიძინოთ -კაიც მა, მომიყვები ზღაპარს? -კი მა, იყო და არა იყო რა..იყო ერთი ლამაზი ოქროსთმიანი გოგონა, რომელსაც სიმღერა ძალიან უყვარდა -მე..მე ვარ ეგ-ხტუნავდა საწოლზე -ჰო შენ ხარ მამიკოს პრინცესა... ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა, წამოდგა და ტელეფონს უპასუხა -დიახ -ქალბატონო ტასო, რატი გაწუხებთ -დიახ რატი -იცით გავარკვიე რაღაც, აუცილებლად უნდა გნახოთ - წყნეთში ვარ, მოხვალთ? -ეხლა ვერ მოვახერხებ, ზეგ ჩამოვალ და გნახავთ, მანამდე შევეცდები მეტი გავიგო -კარგით ტელეფონი გათიშა და ძილს მიეცა... დილით წამოდგა ფეხზე, აივანზე გავიდა და თვალები შუბლს აცდა, როცა მისი სახლის მოპირდაპირე აივანზე დასახლებული ბექა დაინახა -ტასო-დაუქნია ხელი -შენ?-შეიცხადა გაკვირვებულმა -აქ რას აკეთებ? -ვისვენებ -მეც-გაუღიმა-გინდა ერთად წავიდეთ სავარჯიშოთ? -კარგი, მაგრამ დღეს ვერ ვახერხებ, ხვალ დილით იყოს -ერთი პირობით -რა პირობით? -კაფეში გპატიჟებ და უარი არ მითხრა -კარგი ჰო, ახლა გავედი-ნაძალადევად გაუღიმა და ოთახში შებრუნდა, გაუკვირდა ასეთი უეცარი დახვედრა, არ ელოდა მას, აქ ხომ ამ ხალხისგან წამოვიდა და ახლა აქ ისინი ჩამოვიდნენ -თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მაშინ მთა მიდის მუჰამედთან-გაისმა ზურგსუკან ბარიტონი, მიტრიალდა და ზურგსუკან ლუკა შერჩა -შენ? -არ წაყვე -რა გინდა? -არ წაყვე გესმის? -შენ ვინ გეკითხება -შენივე კეთილდღეობისთვის-კარები მიაბრახუნა და გავიდა საღამოს კაფეში იჯდა ბექასთან ერთად, ნამცხვარს მიირთმევდნენ, აშკარად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა ეს ადამიანი ტასოზე, მხიარული იყო და სოურპრიზებით სავსე -შენ ჩამოგაკითხე, ძალიან მომენატრე-ხმაში შეეპარა სევდა -სისულელეა -მართლა-გახედა გოგონას და თვალი ჩაუკრა, ტასო გაწითლდა -იცი, ჩემი წასვლის დროა -კარგი, გაგიყვან თუ გინდა -არა მადლობა, ფეხით გავალ -კარგი ფეხით მიუყვებოდა გზას, იქვე ბაღში ჩამოჯდა დაათას რამეზე ფიქრობდა, აინტერესებდა რა ხდებოდა და იყო თუ არა მამამისის მკვლელობა დაგეგმილი, ვინ იყო ამაში გარეული, ან რატომ? ეკითხებოდა მის თავს და თითქოს ყოველივეს ერთმანეთთან აკავშირებდა სახლში მისულს სახლის კარები ღია დახვდა, შიგნით გიჟივით შევარდა და სახლში ბექა დახვდა -აქ, აქ რა ამბავია!? ბექა რა ხდება? -ხმაურის ხმა გავიგე და გამოვიქეცი, ვიფიქრე ხო ყველაფერი კარგად აქვს ტასოსთქო, მოვედი და ასეთი ამბავი დამხვდა, ყველაფერი გადატრიალებული იყო, კედლისკენ გაიხედა და წითელი ასოებით ეწერა: ნუ ერევი სხვის საქმეში თორემ მამაშენს მოგანახულებიებთ!!! ტასო შოკირებული იყო, არ ელოდა, ბექა მივარდა და ჩაეხუტა, ცრემლი წასკდა, ბექას დაუსველა პიჯაკი -წადი კარგი? მარტო მინდა-თავაუწევლად მიუგო, ბიჭიც ადგა და გავიდა..სარკეს მიუახლოვდა და საკუთარი სახის დანახვაზე ტელეფონს დაწვდა და გამომძიებელს დაურეკა -დიახ ქალბატონო ტასო -ახლავე უნდა გნახო -სად ხართ? -წყნეთში ვარ, მაგრამ 2 საათში ჩემს სახლში გელოდები -კარგით -ყველაფერი წამოიღე რაც გაქვს მოძიებული -დიახ სახეზე არსებული წითელი საღებავი ჩამოიბანა და გარეთ გავიდა, უკვე მიხვდა რაშიც იყო საქმე, იმასაც მიხვდა ვინ იყო ამ ყოველივეში გარეული, სწრაფად ატარებდა მანქანას, ორ საათში სახლში იყო ტასოც და რატიც -მანახე ყველაფერი რასთანაც ქონდა მამაჩემს კავშირები -მამათქვენს ბიზნესი საზღვარგარეთაც ქონდა, როგორც აღმოჩნდა ამ ბიზნესს მის მეგობართან ერთად ატრიალებდა, ბიზნესის გასაფართოებლად მათ სხვადასხვა გეგმა ქონდათ შედგენილი, როგორც აღმოჩნდა მამათქვენის გეგმამ გაამართლა და ის დაინიშნა კომპანიის მთავარ დირექტორად, მისი მეგობარი და მის თანაშემწედ, მისი სახელია ალექსანდრე ვაჩიბერიძე, ეს ყოველივე ახალი ამბავია, დაახლოებით მამათქვენის გარდაცვალებიდან 2 თვის წინ მოხდა..ასევე აღმოვაჩინე ტელეფონის ზარები, მამათქვენის სიკვდილამდე 1 კვირით ადრე, ერთი და იგივე ნომრიდან, ლაპარაკის მოსმენაც მინდოდა, მაგრამ უფლება არ მომცეს, მამათქვენის სიკვდილის დღესაც, დილით იყო იგივე ნომრიდან 3-ჯერ დანარეკი, აი ნომერი 574848495 ეს ნომერი? მეცნობა თქვა და თავის ტელეფონში ძებნა დაუწყო, იგივე ციფრებით იყო ტასოსთან დანარეკი, ალექსანდრეს ნომერი რომელიც ასე გამოიყურებოდა 574484859 -ციფრებია გადანცვლებული-გაკვირვებულმა ახედა რატის -აშკარად მამათქვენის სიკვდილში ალექსანდრეს ხელი ურევია, ასევე გავიხსენოთ სახლში თავდასმა -მეორეჯერ დამესხნენ თავს...ყველაფერი მოუყვა და რატიმ თქვა -ამ ამბავში არამარტო ალექსანდრე არამედ მისი ვაჟებიც არიან გარეულნი, არამგონია ჯერ გაეგოთ ის ამბავი, რომ მე თქვენ შეგხვით, დაბრუნდით წყნეთში და შეხვდით მას, ყველანაირი ინფორმაცია გვჭირდება -კარგით გაუყვა წყნეთისკენ გზას, სახლში მისულმა თვალი მოპირდაპირე სახლისკენ გააპარა, დაინახა როგორ გაირხა ფარდა და ყოველივეს მიხვდა..საღამოს კარებზე დააკაკუნა და კარები ბექამ გაუღო -ტასო? არ გელოდი -ჰო შევთანხმდით წასვლაზე გუშინ წინ დაგავიწყდა? -მეგონა არ გინდოდა -რატო? კარგი, თუ არ გაქვს დრო ან არ გინდა წავალ -არა მოიცადე- შეაჩერა გოგონა-15 წუთში ჩამოდი ეზოში და წაგიყვან ერთ ლამაზ ადგილას -კარგი-გაუღიმა და მის სახლში შევიდა. რამდენიმე წუთში კარებთან ბექა დახვდა -ლამაზი ხარ -მადლობა -წავედით? -კი 2 საათი იარეს გზაში, ხვდებოდა ტასო, რომ კარგი არაფერი ელოდა, მამამისის გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი, ამიტომ შიში უკუაგდო და ძლიერად ჩაისუნთქა -მოვედით-გააჩერა მანქანა ერთ სახლთან -სად ვართ? -ერთ ძალიან მაგარ ადგილზე, წამოდი-გაუღო კარები და სახლისკენ დაიძრნენ -ვისკი თუ კონიაკი? თუ ღვინო? -ღვინო იყოს -შავი? -კი-გაუღიმა გოგონამ და ჭიქა გამოართვა, ოდნავ მოსვა და უკან დააბრუნა, ბექა ძალიან ბევრს სვამდა, უკვე მთვრალი იყო, ტასოს შეეშინდა, ბექა ლუღლუღებდა, არაფრის თავი ქონდა, ტასოს სახლში წასვლა უნდოდა, მაგრამ ჯერ ყველანაირი სამხილი უნდა ეპოვნა, ჩუმად აუყვა კიბეებს და ერთ ოთახში შევიდა, დაუწყო კარადებს და უჯრებს ჩხრეკა, მაგრამ ზურგსუკან კარების ხმა მოესმა, მიტრიალდა და ბექა დახვდა, რომელიც ტანისამოსს იხდიდა და გოგოსკენ მიიწევდა -იცი შენგან რა მინდა? -... -ჯერ მინდა კარგად ვისიამოვნო შენით და მერე მამაშენის გზას მიგაყოლო-ძლიერად მიიხუტა და ხელს არ უშვებდა -გამიშვი -არა, ვერ გაგიშვებ, მინდიხარ-ყელს უკოცნიდა, ტასო საწოლზე დაანარცხა და მის ყელს წაეგპტანა, ზიზღით ივსებოდა გოგონა და სიმწრის ცრემლებს ღვრიდა, უეცრად კარების ხმა გაისმა, ბექას მხარში ჩაავლეს ხელი და ერთი დარტყმით იატაკზე დააგდეს, ტასომ ახედა მშველელს და მასში ლუკა ამოიცნო -კარგად ხარ? -კი-დაბნეულად უპასუხა -სასწრაფოდ წამოდი-ჩაავლო მკლავში ხელი და მიარბენინებდა, როცა ტასო შედგა და უთხრა -იქნებ შენც იგივეს მიპირებ? -ეგ რომ მდომოდა აქამდე ვიზამდი, ჩქარა ჩაჯექი და გავასწროთ სანამ გამოფხიზლებულა-ტასო სასწრაფოდ ჩაჯდა და მანქანა მთელი სისწრაფით ადგილს მოწყდა -ჰო გაფრთხილებდი?-უღრიალა ლუკამ -რა გინდა? -კიდე რა მინდა? გინდოდა მოეკალი? ეგ გინდოდა ჰო? არ უნდა ენდო მას, არც მაგას და არც ალექსანდრეს -შენც არ უნდა გენდო -მაშინ რას ჩამისკუპდი მანქანაში? -კაი გადავალ, გააჩერე -ვერ ხარ ჰო გოგო?-უღრიალა ლუკამ -აუ გაჩუმდი რა და ქმარივით ნუ მიყვირიხარ, შენ ჩემთვის არავინ ხარ -დღეიდან ერთმანეთის ვართ, იცი ვაბშე რომ ძებნას დაგვიწყებენ? იცი ვისთან გაქ საქმე? რომ შემეცოდე მიტო დაგიცავი და გეხმარები -შენი შესაცოდი რა მაქ? -აუ გოგო ვერ გაიგე ჰო რას ვამბობ? -შენი არცერთი სიტყვა მესმის -მოგიწევს გაიგო -თმების შეღებვა და შეჭრა მოგიწევს, ასევე მეც, სახელები უნდა შევიცვალოთ და როგორც ცოლ-ქმღი ისე მოგვიწევს ყოფნა -ისე ნუ ამბობ თითქოს ციხიდან გავიქეცით და მთელი პოლიცია მოგვზდევდეს -ესენი უარესები არიან -მოგკლავენ გოგო და ეგ გინდა? მამაშენს არ აპატიეს ის, რომ მთელი კომპანია დაიკავა და შენი აზრით შენ გაცოცხლებენ? მის გვარის გამგრძელებელს -ღმერთო-ცრემლები წასკდა ტასოს -დაწყნარდი, ნუ ტირი, ტელეფონი მომეცი-გამოართვა და გადააგდო -რა გააკეთე? სულ გადაირიე? -ახლას გიყიდი, შენი iphone-თი გიპოვნიდნენ და მე ბოდიში -ღმერთო რამხელა რისკზე მივდივარ, ახლა სად მივდივართ? -სად გინდა? -არ ვიცი -აჭარაში გინდა თუ სვანეთში? -სვანეთში -ჰოდა წავედით -გთხოვ ნუ გამაკეთებიებ ამას-ტიროდა ტასო -მაპატიე, მაგრამ მოგიწევს -არ მინდა -შეიჭერი ეხლა თმა -მამას უყვარდა -გაგეზრდება -მაშინ არ შევიღებავ -კარგი ჰო -რა ლამაზი ხარ ტასო-აღფრთოვანებას ვერ მალავდა-გიხდება მოკლე თმა -მადლობა, შენც გიხდება გრძელი თმები-იცინოდა ტასო -დაიცადე ჩემი გამეზარდოს და მოვიშორებ ამ მიწებებულ ბოლოებს -გიხდება რას ერჩი -კარგი ჩემო ,,ვითომ" ცოლო, მოგვიწევს მოვიტყუოთ, რომ ცოლ-ქმარი ვართ, ხელს არ ვაწერთ ნუ გეშინია -უჰ, შენ ცოლად არ გამოგყვები რომ მომკლა-ხითხითებდა ტასო-პარიკა ქმარუკა -მოგკლავ-თქვა და გოგონა ხელში აიტაცადა მანქანაში ჩასვა -სად მივდივართ? -უშგულში არ გინდა? -ძალიან მინდა -ჰოდა წავედით -უმშვენიერესია-ემოციებს ვერ მალავდა ტასო -ჰო, ძალიან -ქორწილს აქ გადავიხდი როცა ჩემს სიყვარულს ვიპოვი -არავინ გყვარებია? -არა, არასდროს, მინდა გვერდით ისეთი მყავდეს ვინც ჩემზე იზრუნებს, ვეყვარები გულით და სულით, რომ დამიცავს და არასდროს მატკენს -ქმარი გინდა შენ -აგერ არ ხარ მერე ქმარო?-იცინოდა ტასო -ჰო მე შენი ქმარი ვარ, წავიდეთ? -კარგი * * * -შემიყვარდი იცი? -მეც -მთელი გულით -მიყვარხარ ქმარო * * * -სად არის ჩემი ცოლი?-იკითხა სახლში შესულმა ლუკამ -ვახშამს ვამზადებ -რა კარგი სურნელია-ხარბად შეისუნთქა და გოგონას წელზე ხელი მოხვია.. -მოიცადე ვამზადებ -მოიცდის-მისკენ მიატრიალა და მთელი გრძნობით დაეწაფა ტასოს ტუჩებს, ნაზად უკოცნიდა თითოეულ ბაგეს, მაგრამ როცა ტასოსგანაც იგრძნო ინიციატივა მთელი სიველურით დაუწყო კოცნა, არ ეშვებოდა, სუნთქვი საშუალებას არ აძლევდა, როცა დამწვირს სუნი ეცათ, მაშინ მოწყდნენ ერთმანეთს და დამწვარი საჭმელი ურნაში გადაუშვეს -პიცერიაში წავიდეთ ტასასუნ -კაიც -რა გემრიელია -ჩემი ჯობია-იცინოდა ტასო -კი, შენი ჯობია ოღონდ როგორ იცი? აი გარეგნულად არაფერიო,მაგრამ შინაგანად კაიო აი ეგრე-სიცილს ძლივს იკავებდა ლუკა -ცუდი ბიჭი ხარ-გაბუსხა ტუჩები ტასომ -კაი რა გეხუმრე ტას-ხმას არ ცემდა ტასო და ჯინაზე არ უყურებდა -სახლში წამიყვანე-გასცა განკარგულება -კარგი ჰო სალხში მისული ოთახში ავიდა და კარები ჩაკეტა, ოთახში არ უშვებდა ლუკას -გამიღე რა ტასო გთხოვ -არა, გადი და სხვაგან დაიძინე -ნუ მიბრაზდები რა ბუსუნა -გადი-მეთქი ცოტახანი კიდევ აკაკუნა ლუკამ და მერე შეწყვიტა, ტასომ თავი ბალიშზე დადო და თავის თავზე მოეშლა ნერვები, რომ ასეთ სისულელეზე გაბრაზდა, მოგვიანებით ტელეფონზე სმს მოუვიდა ,,მე შენ მიყვარხარ ჩემო ფერია შენ ჩემთვის მზე ხარ დილით ნათელი შენ ჩემი გული გაგიტაცნია და წაგიღია როგორც ნამქერი" ძალიან გაუხარდა ტასოს ასეთი მოსიყვარულე ,,ქმარი" რომ ყავს, ცოტახანში ისევ მოუვიდა სმს ,,შენით იწყება განსხივოსნება შენ ხარ პატარა და საყვარელი გული სითბოთ რომ ამევსება მაშინ ინთება ლამპრის სანთელი მაპატიებ?" ,,მეც უზომოდ მიყვარხარ გაპატიე ყოველი მოდი ჩემთან გელოდები სიყვარულის მთხოვნელი" კარები ფრთხილად გააღო ლუკამ, მიუახლოვდა საწოლს და ტასოს ფრთხილად მოხვია ხელები, გოგო მისკენ გადაბრუნდა და მაგრად ჩაეხუტა -ტას ერთ ადგილას მინდა წაგიყვანო -სად? -ნახავ -უშგული? -ჰო -რა კარგია, მომენატრა, 2 თვეა აქ არ ვყოფილვართ -დახუჭე თვალები -რატომ? -სიურპრიზია -გაახილე -რალამაზია ლუკ-მაგრად ჩაეხუტა ტასო, მიუახლოვდა კოშკს, რომლის ქვემოთაც ლამაზი ყვავილებით ბილიკი იყო გაკეთებული, შევიდა კოშკში, ყველგან გვირილები იყო, ზემოთ ავიდა და საოცარი რამ დახვდა -გამარჯობათ ახალგაზრდებო-თბილად მიესალმა მათ მამაო -ლუკ-მაგრად ჩაეხუტა ტასო -გთხოვთ ბეჭდები გაცვალეთ -ცოლ-ქმრად გცხადებთ! * * * -ტასო!-შეყვირა ქეთამ, როცა კარებში მდგარი დაქალო დაინახა -ქეთ!-მაგრად მოეხვია -სად გაქრი? სად დამეკარგე? -გაიცანი ჩემი ქმარი ლუკა -რა?-ემოციებს ვერ მალავდა ქეთა-რატომ არ გამაგებიე? სად დაიკარგე? მოგიწევს ყვეკაგრის მოყოლა-იცინოდა ქეთა და თან ბრაზობდა დაქალზე..როცა ყოველივე შეიტყო გაოგნებული უყურებდა -ნუ მიყურებ მოხარშული თევზივით-იცინოდა ტასო -ეგ როგორ? -თვალებ დაქაჩული -აბა რას ელოდი, რამდენი რამე მომხდარა და მე ახლა ვიგებ -წამოდი საქეიფოთ მივდივართ მე, შენ, ლუკა და მისი რამდენიმე ძმაკაცი -რა ლამაზი ხარ ტასუნა-ემოციებს ვერ მალავდა ქეთა -მადლობა -გაგიჟდება ლუკაჩო -ისედაც გიჟი ვარ-მოესმათ კარებიდან ხმა -ლუკ -ტასუნ რა ლამაზი ხარ -მადლობა, შენც ძალიან რესტორანში მაგრად ერთობოდნენ, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაიყარა, როცა რესტორანში ბექა და ალექსანდრე გამოჩნდა -რა იყო შვილო შენ ქორწილში მამა და ძმა არ უნდა დაპატიჟო? -წადით -რატომ გვაგდებ? ოჰ რძალო, როგორ გაგვახარე-გადამეხვია ალექსანდრე, მერე ლუკასთან მივიდა -ასე მარტივადაც თუ შეგეძლო ჩაგვეგდო ხელში ქონება აქამდე გავაკეთებდი მაგას-ჩასჩურჩულა ყურშ -მე ის მიყვარს, არანაირი ქონება-დაიყვირა ლუკამ -გამოდით გარეთ უნდა ვილაპარაკოთ-თქვა ბექამ -ტასო დარჩი-განმიცხადა, იძულებული გავხდ დავრჩენილიყავი და რესტორანში დავრჩი, მაგრამ საშინლად მეშინოდა * * * -მე ტასო მიყვარს და გაფრთხილებთ რამე არ დაუშავოთ -არაფერს დავუშავებთ მხოლოდ ქონება გვინდა -არა!-დაიყვირა ლუკამ-წადით! არ ხართ აქ სასურველი სტუმრები! -კარგი წავალთ, მაგრამ შვილო იმედები გაგვიცრუე-მიბრუნდნენ უკან, ლუკა რესტორნისკენ წამოვიდა, მისი დანახვისას მეც წავედი მის შესაგებად, როცა დავინახე როგორ ამოიღო ბექამ იარაღი და ლუკას დაუმიზნა, ხელი ვკარი და დიდი ტკივილი ვიგრძენი -ტას, გამაგრდი-ყვიროდა ლუკა -ლუკ...მიყვარხარ...-ცრემლები წამომივიდა -არა, ჩემო გოგო, დაწყნარდი, მოვა უკვე სასწრაფო-ცრემლებს წმენდდა ლუკა გიჟივით შევარდა საავადმყოფოში და უკან მისდევდა ექიმებს, 1 საათში ექიმი გამოვიდა საოპერაციოდან -როგორ არის ექიმო? -გულის კედელი აქვს დაზიანებული, რთული ოპერაციის გადატანა მოგვიწევს, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, ზუსტად 3 საათში ვიწყებთ ოპერაციას, შიგნით შესვლა აკრძალულია -ექიმო გთხოვთ შემიშვით -არ შემიძლია -მაშინ გთხოვთ ეს ტელეფონი მიეცით, ძალიან გთხოვთ -კარგი-ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ და საოპერაციოში შებრუნდა -ეს თქვენ გამოგიგზავნეს-უთხრა უსულოდ მიწოლილ გოგონას, რომელიც თვალებს ძლივს ახელდა, ტელეფონი ხელში მიცა ექიმმა და პალატიდან გავიდა, ტელეფონზე სმს მოვიდა ,,ისევ მიდიხარ ისევ მშორდები ამ გულს კი თან დააქვს შენზე ფიქრები" ,,იცი კარგო მომენატრე უშენოდ ხომ ვერ ვძლებ გამახსენდა მოგონება უმიზეზოდ ვწერ" ტასოს ცრემლები წასკდა და პასუხად მიწერა: ,,უსიცოცხლოდ დავდივარ წვიმაშიც კი გავდივარ ალბათ ჩვენი ბრალია ცხოვრება ხომ მხდალია მაგრად მომენატრები სულ შენს გულში ვიქნები არ დაგტოვებ არასდროს მოგონებად დავრჩები მიყვარხარ ლუკა..." -ოპერაციას ვიწყებთ გაისმა გამაყრუებელი წრიპინი!!! ცრემლები! დარდი! ტკივილი! მონატრება! მაგრამ სიყვარული მარადიულად იყო! * * * საფლავის ქვიდან მოჩანდა ქერა ცისფერთვალება გოგონას სურათი, საფლავზე იწვა ბიჭი...რომელიც ეხუტებოდა საფლავს...მისი ცრემლები კი ეცემოდა პატარა ყვავილებს.... იმედია მოგეწონათ...დიდი მადლობა, რომ კითხულობთ, ძალიან მიყვარხართ ყველა..ველოდები შეფასებას..როგორია?? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.