შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენს ანგარიშზე დარჩენილია ჩემი სიცოცხლე 7თავი


2-06-2015, 21:45
ავტორი Duci
ნანახია 1 721

მეორე დღეს დბარებულ პაციენტებს აცნობა დეამ რომ დამატებითი გამოკვლევები იყო საჭირო.
ტომოგრამაზე ჰყავდათ საბა შეყვანილი დეამ რომ აუხსნა ნიკას რაშიც იყი საქმე.
ნიკას ერჩივნა მიწა გასკდომოდა და ჩაეტანა ოღონდ ის არ მოესმინა რაც მის შვილს ჭირდა.
-ნუ ღელავთ,უფრო პატარა ასაკში რომ გამოგვევლინა დაავადება კარგი იქნებოდა მაგრამ არც ახლაა გვიან,ჩვენ თავს არ დავზოგავთ მისი გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერს ვიზამთ,თუმცა ხომ იცით ასპროცენტიან გარანტიას ვერ მოგცემთ ამისას.-ამშვიდებდა დეა.
-ვიცი,ვიცი.გთხოვთ არაფერი დაიშუროთ ექიმო.შვილი გადამირჩინეთ ერთადერთი ნათელი წერტილია ჩემს ცხივრებაში.
საოცრად აღელდა ნიკა.გული თითქოს უჩერდებოდა ისე ნელა მუშაობდა,ექიმის ხმა აღარ ესმოდა.თვალთ დაუბნელდა და სკამზე ჩამოჯდა.
ნუცას სახე დაუდგა თვალწინ.
გაახსენდა რამდენი იწვალეს,ექიმს ექიმზე ცვლიდნენ,ხან რომელ ქალაქში და ხან რომელში დადიოდნენ თუმცა უშედეგოდ.
ტანში გააცია.
ცივმა ოფლმა დაასხა,როცა გაიაზრა რომ ყველაფერი თავიდან იწყებოდა.
ხელებში თავი ჩარგო და ისე ამოიხვნეშა თითქოს უნდოდა მთელი დრდი ამ ჰაერს ამოეტანა,მაგრამ აბა ეს რას უშველიდა.

არ იცოდა როგორ აეხსნა შვილისთვის რაც მის თავს ხდებოდა.
დეამ შესთავაზა ვეტყვიო ექიმი ვარ და ეს ჩემი პირდაპირი მივალეობააო.მაშინვე მკაცრი უარი განუცხადა ნიკამ არ არის საჭირო მეთვითონ მოვაგვარებო.

მთელი დღე დასჭირდა საბას გამოკვლევებს.
კიდევ ერთი კონსილიუმი გამართა დეამ.მწვავე სჯა-ბაასი ჰქონდათ ექიმებს.
ზოგი რას ამტკიცრბდა,ზოგიც რას.
მხოლოდ დეა ფიქრობდა რომ საბას საზღვარგარეთ უნდა ემკურნალა,სხვები ამტკიებდნენ ოპერაცია უნდა გავუკეთოთო.
საბოლოოდ გადაწყვიტეს ნიკას აერჩია მკურნალიბას აქ გააგრძელებდა თუ საზღვარგარეთ.
რა თქმა უნდა,ნიკამ არჩია გერმანიაში წაეყვანა შვილი და იქ ემკურნალათ,განა იმიტომ რომ ქართველ ექიმებს არ ენდობოდა.უბრალოდ იქ მსგავს შემთხვევასთან გამოცდილება ჰქონდათ და ეს იყო მიზეზი.


კლინიკიდან გამოსუები მანქანაში სხდებოდნენ ნიკა და საბა,დეა რომ დაეწია:
-ბატონო ნიკა თქვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მინდა გაგესაუბროთ დაწვრილებით,თუ დრო გაქვთ,რა თქმა უნდა.
-დიახ,იცით მე და საბა სასადილოდ მივდივართ და წამობრძანდით თქვენც.მეც მაქვს რაღაც კითხვები.
მანქანაში დაძაბულობა იგრძნობოდა.თითქოს ჰაერი იყო დამძიმებული.ფანჯრის ჩამოწევამ არ უშველა დეას.ვერ ბედავდა საუბრის წამოწყებას.უხერხული სიტუაცია საბამ დაარღვია,თუმცა თავისი კითხვით უფრო დაამძომა ატმოსფერო:
-დეა ექიმო,მამა არაფერს მეუბნება თქვენ მაინც მითხარით რა მჭირს??-ინტერესით სავსე თვალები მიანათა საბამ.
სარკეში ნიკას აწყლიანებულ და ჩასისხლიანებულ თვალებს რომ მოჰკრა თვალი დეამ,დაიბნა არ იცოდა რა ეთქვა.უცბად შეებრალა ეს უჭკვიანესი ბიჭი ამ დაავადებისთვის.ავადმყოფ ბავშვებთან ხშირი კონტაქტი ჰქონდა დეას,მაგრამ საბა რაღაც განსაკუთრებულად შეუყვარდა დანახვისთანავე.საოცრად ჭკვიანი და სევდიანი გამოხედვა ჰქონდა საბას.გულში გაიფიქრა ღმერთო რატომ ხდებიან ასეთი პატარები ავადო,ან ისეთ დაავადებას და განსაცდელს რატონ უგზავნი რომელიც უკურნებელიაო.უფლის გადაწყვეტილებას ვინ ჩასწვდება,ვერც ვერავინ.
სწრაფად დაამუხრუჭა ნიკამ და ჩახლეჩილი ხმით თქვა :
-მოვედით

ღმერთს მადლობა შესწირა დეამ რომ ახლა გადარჩა სიმართლის თქმას.სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და წინ წასულ საბას აედევნა.
ექიმებისთვისაც რთულია ასეთ თემებზე საუბარი,მათ უწევთ სიმართლე უთხრან პაციენტებს და ეს ისე უნდა გააკეთონ რომ პაციენტს არც იმედები გადაუწურონ,მაგრამ არც ტყუილი იმედები მისცენ მათ,ზედმეტი ემოციაც არ უნდა ეტყობოდეთ,თუმცა არც უემოციოდ და ცივად არ უნდა მიაჯახონ სიმართლეს.თითოეული პაციენტის ტკივილი მათაც ტკივათ და განიცდიან.ყველაზე რთული კი ისეთი პაციენტის ექიმობაა როგორიც საბაა:პატარა,საყვარელი და უჭკვიანესი ბიჭი,ცხოვრებსგან დატანჯული,დედით ობოლი და უკურნებელი სენით,თითქოს არ ამყოფინა ბედმა ის ტანჯვა რაც აქამდე გადაიტანა ესეც რომ დაუმატა.


ერთ მშვდ და ულამაზეს კაფეში დასხდნენ.ნიკამ შეკვეთა მისცა მიმტანს.სანამ საბა ხელებს იბანდა ნიკამ მოასწრო დეასთვის ეთხივა რომ ბავშვისთვის სიმართლე არ ეთქვა.
დეა მიხვდა ამას ისევ საბას გამო აკეთებდა,ბავშვი ზედმეტად რომ არ დაეზაფრა და მისი ისედაც მძიმე ფსიქიკა კიდევ უფრო,რომ არ დაემძიმებინა.
-ბატონო ნიკა,გავიგე გერმანიაში მიგყავთ საბა
-გთხოვ,შენობით ვისაუბროთ ასე ორივესთვის მარტივი იქნება.დიახ,მიმყავს ვფიქრობ ასე უფრო უკეთესი იქნება მისთვის.
-იცით,გეთანხმებით.მაინტერესებს რომელ ქალაქში აპირებთ მკურნალობის გაგრძელებას,კლინიკა თუ იცით სადაც გინდათ მიიყვანოთ საბა ან იქნებ ექიმიც გყავთ უკვე მოძიებული??
-დიახ,მეგობრის დედა მუშაობს მიუნხენის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში ის დამეხმარება.
-იცით,მეც მიუნხენში ვცხოვრობდი.ცოტა კი მეუხერხულება მაგრამ მინდა გთხოვოთ,რომ ნება დამრთოთ წამოვიდე როგორც საბას ექიმი.იქ კარგ ექიმებს ვიცნობ იმათაც დავუკავშირდეთ დაგვეხმარებიან აუცილებლად.
ნიკა არ მოელოდა მსგავს შემითავაზებას,დაიბნა.დეა ისეათი წრფელი თვალებით უყურებდა ეჭვიც არ შეპარვია რომ დახმარების დიდი სურვილი ჰქონდა.
დეა,ხომ ხვდები რომ ამას დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს.მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს თუ თქვენ ნამდვილად გინდათ წამოსვლა.
-დიახ,რა თქმა უნდა მინდა
-მერე თქვენი ოჯახის დატოვება რომ მოგიწევთ დიდი ხნით?
-მე ოჯახი არ მყავს,ობოლთა თავშესაფარში გავიზარდე-თავი ჩახარა დეამ,არ უნდოდა სიბრალული ამოეკითხა ნიკას თვალებში.
-მაპატიეთ თუ..
-არაფერია -გააწყვეტინა სიტყვა ნიკას.

ნიკამ სახლამდე მიაცილა დეა,საბაც ბებია-ბაბუას ჩააბარა.თვითონ კი დარდის გადასაყოლებლად წავიდა მეგობრებთან.
ალექსისთან ავიდა.
ყველაფერი მოუყვა.
გაგიჟდა გადაირია,იქით ნიაკო ტიროდა,აქეთ ლექსო სცემდა ნერვუულად ბოლთას.
გული სტკიოდათ სამივეს.
გულის გადასაყოლებლად ამოსული კიდევ უფრო დაღონდა.
სული სტკიოდა ნიკას,სული.
ყველა ნუცასგან მინიჭებული ჭრილობა განუახლდა და გაუმძადრდა.
მეორე დღესვე დაიწყო საბუთების გამზადება ნიკამ და ერთ კვირაში უკვე თვითმფრინავში ისხდნენ ნიკა,საბა და დეა.



მომიტევეთ ჩემო საყვარლებო ამდენხნიანი დაგვიანება,მუზა გამექცა და ძლივს დავიბრუნე მაგრამ ახლა დრო აღარ მყოფნის უფრო დიდი თავი დავდო.
ველი თქვენს აზრს და შეფასებებს. :* :)))



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან საინტერესოდ წერ ჩემო კარგო ასე გააგრძელე და ამდენ ხანს ნუ დაიკარგები და კიდევ უფრო დიდი თავები დადე რა

 


№2  offline წევრი Duci

უღრმესი მადლობა lalit მაბედნიერებს შენი ყოველი კომენტარი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent