შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუპატიჟებელი სტუმარი (7)


3-06-2015, 17:21
ავტორი MyLove
ნანახია 5 990

თავი მეშვიდე
თვალები მობეზრებულმა გადაატრიალა, გრეტამ კიდევ ერთხელ რომ შემოუბღვირა მისი საქციელის გამო. თვითონაც ძალიან ნერვიულობდა. თავსაც იდანაშაულებდა ასე რომ მოიქცა, მაგრამ გულის და გონების რაღაც ნაწილი ეუბნებოდა, რომ მის საქციელს გამართლება მოეძებნებოდა.
მარიამი დააძინა თუ არა, თავადაც გვერდით მიუწვა და თვალები მილულა. იმდენად დაიღალა დღევანდელი დღით, რომ განძრევის თავიც არ აქვს. ფიქრის- მით უმეტეს. ბარგი არ ამოულაგებია, ისე მიაჯახირა კედელთან შავი ჩემოდანი. თვალები დახუჭა თუ არა, მაშინვე ტკბილი ძილით ჩაეძინა.
დილას ტყუპისცალის წერილმა გამოაღვიძა, რომლითაც აუწყებდა, რომ კოჯორში იყო ბერდიასთან ერთად და არ ენერვიულა. ხვიბლიანის სახელის გახსენებამ, კიდევ ერთხელ გააბრაზა და ამჯერად საბოლოოდ წაუხდინა გუნება.
ფარდები ფრთხილად გადასწია ფანჯრიდან და მზის სხივებს უფლება მისცა, შინ შემოსულიყვნენ. მზის შუქზე, მკვეთრად აისახებოდა, პატარ-პატარა ნაწილაკები როგორ ცდილობდნენ შინ შემოღწევას. პატარა რომ იყო , ხშირად ეთამაშებოდა მტვრის სხეულაკებს და ხელის მოქნევით ცდილობდა მათი ოთახიდან განდევნას. ამ ყველაფერმა ბავშვობის მოგონებები გაუღვიძა და კიდევ უფრო შორს წავიდოდა ფიქრებით, მარიამის ჩუმ ღუღუნს რომ არ დაერღვია სიჩუმე.
გოგონა თითქმის არასოდეს ტიროდა. ჩუმი და საყვარელი იყო. მისი ღუღუნი ისე სასიამოვნოდ ეფინებოდა სმენას და გონებას, რომ გულში ჩაკვრის და დიდ ხანს კოცნის სურვილს გაგიღვიძებდა.
ხელში ფურცელივით ააფრიალა ბავშვი და ორივე ღაწვი დაუკოცნა.
– გაიღვიძე სიხარულო? -ღიმილით ჰკითხა პატარას ნაინამ, თითქოს პასუხს გასცემდა. – ახლა გამოვიცვალოთ და მერე გავისეირნოთ. ნახე, რა კარგი ამინდია! -გეგმები შეუთანხმა პატარას და საწოლზე გადააწვინა.
ნახევარ საათში გაამზადა ბავშვი და საწოლზე წამოაკოტრიალა. ირგვლივ ბალიშები დაუფინა, რომ არ გადმოვარდნილიყო და თავად აბაზანისაკენ აიღო გეზი, ფრთხილი და ჩუმი ნაბიჯებით.
დიდხანს პრანჭვა არც ნაინას დასჭირვებია, მალევე მოიწესრიგა თავი და მარიამთან ერთად დატოვა საძინებელი.
მისაღებში ჩასულს, მურთაზი და გრეტა იქ დახვდა.
– დილა მშვიდობისა,-ღიმილით მიესალმა წყვილს ინა და სამზარეულოსკენ წავიდა.
გრეტამ ჩუმი მზერა დაადევნა ნათლულს და ჩუმად ჩაიცინა, გოგონას რომ არ გაეგო. მურთაზი მიუხვდა ცოლს ეშმაკობას და თავი გააკანტურა.გულში გაიფიქრა, რომ მასზე საყვარლად ეშმაკი ცოლი არავის ჰყავდა.
– ბავშვის საჭმელი სად არის?! -თაროების გადაქექვის შემდეგ, ფაფას ვერსად რომ ვერ მიაგნო ისევ ნათლიას მიმართა დასახმარებლად.
– მაღლა, მარჯვენა თაროს, მესამე განყოფილებაში იქნება, ფანჯრისკენ.

* * *
მარიამი ასაუზმა. თვითონ არ შიოდა, ამიტომ პირდაპირ ბაღში გაისეირნა.
ყველაფერზე წესიერად დაფიქრება და რაღაც-რაღაცების აწონ-დაწონვა არ აწყენდა. ნამუსი ნაკლებად აწუხებდა მას შემდეგ, რაც გუგამ მოსწერა და უფრო თავისუფლად შეეძლო სუნთქვა.
– მგონი, ცოტა აკლია ამ ჩვენს ბერდიას, -დაიწყო ბურდღუნით, მისი საქციელი რომ გაახსენდა, – არ უნდა იყოს მთლად დალაგებული. ალბათ, ავღანეთში რომ იყო, თავი რამეს მიარტყა. რამ წამოუარა რომ მეცა გუშინწინ?! არც ისეთი გადასარევი ვარ, მაგას რომ მოვწონებოდი და გადამერია. -თავის სიტყვებზე, მალევე გაახსენდა, თუ რა ფორმაში იმყოფებოდა იმ დროს და გაჩუმება ინება, მაგრამ მაინც განაგრძობდა მის ლანძღვას, ამჯერად გულში.
ნახევარი საათიც არ იყო გასული, ტელეფონი რომ აწუილდა. ეკრანზე დაინახა და ნაცნობი ნომერი რომ ამოიკითხა მასზე, სახეზე ღიმილი გამოესახა.
– სალამი ჩემგან წყვილს, -ჩაყვირა ტელეფონში ისე, რომ ვაჟას ხმის ამოღება არ დააცადა.
– როგორ ხართ? -იკითხა ვაჟამ, –გადარიე ხომ ბერდია?
– მე რა გადავრიე, -ჩაიქირქილა ჩუმად, –კარგად ვართ, თქვენ?
– ჩვენც, -ღიმილნარევი ხმით ამოიჩურჩულა ბოლქვაძემ, – კიდევ ცოტა ხანი დავრჩებით აქ.
– დარჩით კაცო, -შეიცხადა მაშინვე, –იყავით მანდ. გაერთობით მაინც!
– ლილეს ძალიან მოსწონს, -იმდენად დიდი სიყვარულით ახსენა ვაჟამ გოგონას სახელი, რომ ნაინას თეთრი შურით შეშურდა ბურდულის, ასე რომ უყვარდა ბიჭს. ჩუმი ნატვრით ინატრა, ნეტავ მეც ასე შევუყვარდე ვინმესო, მაგრამ ეს ფიქრები მალევე უკუაგდო, – მარიამი როგორაა?
– რას იზამს, ღუღუნებს და არის. ახლა ვასეირნებ.
– ბერდია?!
– ეგეც კარგადაა, -მაინც არ უნდოდა იმ კონფლიქტის გახსენება და ვაჟასთვის გუნების წახდენა, ამიტომ იცრუა. –ცოტა წამოუვლის ხოლმე სვანურები. -წაკბინა ბოლოს.
– ინა, შეეშვი მაგ ბიჭს. ისედაც იმდენი რამე გადაიტანა იქ. ომი ყოველი ჯარისკაცის ფსიქოლოგიაზე მოქმედებს რაც არ უნდა იყოს.
– წავედით, ვაჟა. აცივდა.-მიუგო ცივად ბიჭს და დამშვიდობებისთანავე გაუთიშა.
ისე ელაპარაკა ვაჟა, თითქოს თვითონ იყოს რამეში დამნაშავე, ან თვითონ აძალებდეს ხვიბლიანს რამის გაკეთებას. აღიზიანებს ეს კაცი და რა ჰქნას ?! მასზე მეტად,, მისი საქციელები უშლის ნერვებს. დაულაგებელი ბავშვივით იქცევა. „სულაც არ არის დაულაგებელი“ ბერდიას გამოესარჩლა ალტერ ეგო. მისი ყაყანიც მალევე დაახშო ნაინამ და გუნებაწამხდარი წავიდა სახლში.
მთელი საღამო ჩუმად იყო. დანა პირს არ უხსნიდა. რაღაც ყოველთვის ახერხებდა მის გაღიზიანებას და ეს შლიდა ნერვებზე. ამჯერად ვაჟა გამოდგა ის ვიღაც, ვინც მის ნერვებზე უარყოფითად მოქმედებს. გულში რამდენჯერმე გაიფიქრა, გუგასთან გადარეკვა და ბერდიას მოკითხვა. დიდხანს იორჭოფა, მაგრამ მერე მაინც აკრიბა ბიჭის ნომერი.
დიდ ხანს არ ალოდინა ტყუპისცალმა.
– ჰოუ, ინუშ! -დაიყვირა ბიჭმა და ადვილი მისახვედრი იყო, რომ კარგად შეზარხოშებულიყო.
– ნასვამი ხარ?! -გაკვირვებისგან თვალები გადმოკარკლა გოგონამ და ცივმა ოფლმა დაასხა.
– სულ, სულ ცოტათი. -აბლუყუნდა გურამიშვილი.
– ბერდიაც მთვრალია? -ბოლო იმედს მოეპოტინა გოგონა, იქნებ სვანს მაინც არ დაელია.
– ნწ, ეგ გათხლეშილია. -ამოიბლუყუნა და ჩაიცინა.
– კარგი, კარგი. -დანანების ნიშნად, თვალები გადაატრიალა და ტუჩები მობურცა, –ამოვალ.
– რა გინდა აქ? -გულწრფელად გაუკვირდა ბიჭს.
– აბა, ორი გიჟი და გადარეული ერთად დაგტოვოთ? ხმა, გურამიშვილო! მოვდივარ და მორჩა. -ბიჭს არაფრის თქმა არ დააცადა ისე გაუთიშა ტელეფონი და ტაქსი გამოიძახა.
მისაღებში ჩავიდა და ნათლიას სიტუაცია აუხსნა. ახლა მარიამსაც ვერ წაიყვანდა თან, ამიტომ მისი შინ დატოვება მოუწია.
ტაქსს დიდხანს არ ულოდინებია. დაახლოებით, ათ წუთში მოვიდა და გოგონაც სულმოუთქმელად ჩახტა სალონში, თან მისამართი უკარნახა.
„ეს კაცები არსად არ არიან დასატოვებელი, მარტო .-ჩაიქირქილა გულში. – ახლა დალევა იქნებოდა? ჩამაბუნძულეს ისევ უკან. იმხელა კაცებს ჭკუა არ აქვთ თავში. რამე რომ მოიწიონ სად მიდიან მერე, ან შარი რომ აუტეხონ ერთმანეთს? კაცი ვიყო, კარგად მივბეგვავდი ორივეს.“ ბურდღუნებდა გულში გამწარებული ნაინა. ამ კოჯორს და იმ უბედურ ხვიბლიანს ხომ ვერ მოშორდა.
როგორც კი სრულიად გამოჯანმრთელდება ბიჭი, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს სვანეთში და მაშინ მაინც მოისვენებს მისგან. ხვიბლიანს სულ პრობლემები მოაქვს. ჯერ ღამ-ღამობით ხან ის ეფერთხება ძირს, ხან – ნაინა. ახლა ეს კოჯორი, მერე ის კოცნა და ბევრი არასასიამოვნო მოგონება დაუგროვა კაცმა. რასაც ვერ ვიტყოდით ყელში ამბორზე. ნაინა არაფრით აღიარებდა, ტანში დავლილ ჟრუანტელს თუმცა სიწითლე, რომელიც ხშირად ეკიდებოდა მის ღაწვებს, ყოველთვის გათქვამდა.
ერთ საათში ჩავიდა ნაცნობ ადგილამდე. მანქანიდან სწრაფად გადმოხტა და მძღოლს თანხა გადაუხადა.
შინ შესულს საოცარი ალკოჰოლის სურნელი ეცა ცხვირში, რომელსაც თან ერთვოდა სიგარეტის გამონაბოლქვიც და სუნთქვა ნახევრად შეულებელი იყო.
– გააფრინეთ ხომ? -აქოთქოთდა, როგორც კი საწოლზე გაშოლტილი ორი უზარმაზარი სხეული დაინახა, სიმთვრალისაგან თვალს რომ ძლივს ახელდნენ. –რა დალევა მოგინდათ ამხელა კაცებს?! რამე რომ მოგსვლოდათ, ან არ დამერეკა, სად მიდიოდით?!
– მამენტ, მაგრა გავხარ გრეტას, -მთვრალი ღიმილი ესროლა გუგამ. –მასსავით საყვარლად ქოთქოთებ ხოლმე.
– რისთვის წამოდი აქ გურამიშვილი?! -საყვედურნარევი მზერა შეავლო ბიჭს, რომელმაც დამნაშავესავით დახარა თავი.
– დასალევად. -უპასუხა მცირეხნიანი პაუზის შემდეგ და გაეკრიჭა.
– მორჩი ნაინა ქოთქოთს, -ხმა ამოიღო ბერდიამაც და მობეზრებული მზერა მიაპყრო გოგონას, –ასე თუ აპირებდი ერთი ამბის ატეხას, რას მოდიოდი?!
–შენთვის არაფერი მიკითხავს! -თითი დაუქნია ბიჭს და წარბი მაღლა აზიდა. –წამოდი გუგა. -ბიჭის მკლავი თავის მხარზე გადაიკიდა, ხელი წელქვეშ შეუცურა და საძინებლამდე ძლივს აათრია.
უკან რომ ჩამოვიდა, ამჯერად ბერდიას მიუბრუნდა და თვალებით ანიშნა ოდნავ წამოწეულიყო. თუმცა ხვიბლიანი ადგილიდან არ იძოდა.
–ადექი ახლა! -შეუღრინა ბიჭს. –ამდენი ძალა არ მაქვს, ხელში ატაცებულმა მიგიყვანო ოთახამდე!
– გამიხარდა რომ ჩამოხვედი ისევ, -ბოხი ხმით უთხრა გოგონას და მისი წინადადება წააყრუა.
რამდენიმე წამის შემდეგ, ფრთხილად წამოიწია და ნაინას ხელი გადაჰხვია. გოგონამაც არ დააყოვნა და ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა.
– შენი ფეხისთვის არ იქნება კარგი, ამდენს რომ სვამ და ეწევი. -ეცადა მზრუნველი ტონი როგორმე გაბრაზებით დაეფარა.
– მინდა და ვეწევი. -მკაცრად უპასუხა ბიჭმა.
– კიდევ კარგა ხანს ვერ გაივლი და ნახავ მერე!
– ნუ ღელავ, სულ მალე მოგშორდები. -გესლიანი ტონით ჩაილაპარაკა ბიჭმა და ფეხით შეაღო კარები.
ოთახში შესულმა, საწოლამდეც მიიყვანა ბიჭი და ფრთხილად წამოაწვინა.
ხვნეშით დაეხეთქა საწოლზე ბერდია და ცალი ხელი თავქვეშ ამოიდო. მწველი მზერა მოავლო მოფუსფუსე გოგონას და ცალი წარბი აზიდა, როცა ფეხზე გახადა.
– ჩემით, -წამოწევა სცადა, თუმცა თავში ძლიერად დაუარა რაღაცამ და დამანჭული სახით დაუბრუნდა საწყის პოზიციას.
– არაფერი მოხდება მე რომ დაგეხმარო, -ჩაიბურტყუნა გოგონამ , როცა ფეხსაცმლის გახდას მორჩა და ოთახიდან გასვლა დააპირა.
– სად მიდიხარ? -გაკვირვებულმა გააყოლა თვალი.
– მისაღებში, დავალაგებ და მერე დავიძინებ.-უპასუხა გულუბრყვილოდ.
– არსადაც არ წახვალ, -მკაცრად დაიქუხა სვანმა და მკლავში ხელი ჩაავლო გოგონას, რომელიც მისი მოქმედების შედეგად, რამდენიმე წამში მის გვერდით აღმოჩნდა „მოკალათებული“.
________________________________
იმედია, ძალიანაც არ შემაგვიანდა.
შემიფასეთ აბა.
თქვით აზრი, გამლანძღეთ, შემაქეთ, მაკრიტიკეთ (ვიცინი)
ველოდები თქვენს შეფასებას.
შემდეგ თავს შაბათს დავდებ.
გამოცდები მომადგა კარს. ნამდვილად ვერ ვიცლი საწერად.
ეს პატარა თავიც მომიტევეთ.
მიყვარხართ.
ველი შეფასებას.
პ.ს ფოტოზე ნაინაა გამოსახული.



№1  offline წევრი vaNga

გეპატიება.
ველოდებოდი ახალ თავს.
მაგარი გოგო ხარ.
წარმატებები. love
აბა შენ იცი, იმედები არ გაგვიცრუო.
არანაირი შენიშვნა არ მაქვს მე პირადად.
ამ საიტზე ერთ-ერთი საუკეთესო ხარ შენ.
--------------------
ზ.ფაჩულია

 


№2  offline წევრი კლეოპატრა123

ველოდებოდი და მერე როგორ. love
მომწონს ხვიბლიანი, თუმცა ნაინას ქცევები, ცოტა პათეტიკურად მიმაჩნია.
მომავალში შეგვაგროვებინე რაღაც-რაღაცეები ხვიბლიანის შესახებ.
საინტერესოა ძალიან. ვეთანხმები vaNga-ს ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო შენ ხარ ამ საიტზე. love
ყოჩაღ!
არაფერი არ გჭირს შენ ვინმეს გასაკრიტიკებელი.

 


№3  offline წევრი S.likuna

magariaa raa mokled male dade

 


№4  offline წევრი Niacule

უხხხ რა კარგიაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent