შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუპატიჟებელი სტუმარი (5)


28-05-2015, 19:03
ავტორი MyLove
ნანახია 5 949

მეხუთე თავი

ტკივილისგან სახე დამანჭვოდა საცოდავს და მაგრად იჭერდა ხელს მარცხენა ფეხზე, ოდნავ მაღლა რომ აეზიდა. როგორც ჩანს, ყავარჯენი აუსრიალდა და ახლა კი არის გაშოლტილი იატაკზე.
სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა დაფეთებული ნაინა და მკლავში ხელი ჩაავლო ბიჭს.
–გამიშვი, -გამოსცრა კბილებს შორის ხვიბლიანმა და ხელი ოდნავ გადააქნია, გოგონასაგან თავი რომ დაეხსნა.
–დამეყრდენი! -ისე უბრძანა, თითქოს, მისი ნათქვამი ვერ გაეგოს.
ფრთხილად მოქაჩა მასზე ბევრად დიდ სხეულს კოტიტა თითებით და ოდნავ წამოაყენა.
ღრმად ამოისუნთქა, ლიბრგადაკრული თვალები დაახამხამა, მზერის გასაწმენდად და განახლებული ძალებით, კიდევ ერთხელ მოქაჩა ბერდიას.
–გამიშვი_მეთქი! -უფრო მეტად გაღიზიანდა ბერდია და უხეშად მოიცილა გოგონას ხელები. -წადი!
–ნუ მეუხეშები, თორემ მოგიწევს ამაღამ აქ ძილი!
–მემუქრები?! -თვალები დააწვრილა და წამწამებს ქვემოდან ამოხედა გოგონას მის წინ რომ ამხედრებულიყო.
–არა, ვცდილობ დაგეხმარო! -ისევ დაიხარა მისკენ და ცალი მკლავი კისერზე გადაიდო.
სხარტი მოძრაობით შეუცურა წელქვეშ ხელი ხვიბლიანს და ნელ-ნელა ფეხზე წამოდგა.
მასთან ერთად წამოდგომა შეძლო ბერდიამაც და გაიმართა. წვრილი, ჭიანჭველას ნაბიჯებით, ძლივს შეძლეს ნაინას ოთახამდე მისვლა. ახლა მისი აქ დარჩენა საუკეთესო გამოსავალი იყო, თორემ უკვე ორივეს წელი სტკიოდათ, განსაკუთრებით ბერიძეს.
–ვგონებ, ამაღამ ჩემ ოთახში მოგიწევს ძილი. -გადაჭრით ჩაილაპარაკა გოგონამ, -ამხელა გზა გამოიარე, რა მოგივიდა?!
–არაფერი! -მოკლე პასუხი გასცა და ფეხით სცადა კარის შეღება, თუმცა ამაოდ. - დედა * * * *! -დაიგრგვინა ხმადაბლა და ნაინას ნებას დაყვა.
ნელ-ნელა მივიდნენ საწოლამდე და ბერდიაც მოცელილივით დაეცა მასზე. ღრმა ქშენა აღმოხდა მის ბაგეებს, ინერციით რომ დააკვდა საწოლს.
–როდემდე უნდა ვიყო ასე უნარშეზღუდული? -უფრო თავისთვის ჩაიდუდღუნა ბერდიამ.
გოგონას რატომღაც მგზავრობის ინციდენტი და მისი ჩერჩეტული წამოძახილი გაახსენდა. ხელახლა შეივსო დანაშაულის გრძნობით და თავი დახარა. მგონი, ახლა საუკეთესო დრო იყო ბოდიშის მოსახდელად.
გრილი ზეწარი გადააფარა ბიჭს და იქვე, პატარა სკამზე ჩამოჯდა.
–შენ სად უნდა დაიძინო?! -ნაკლებად ინტერესიანი ხმა გაისმა ოთახში, სიცივის ნოტები რომ დასდევდა კვალად.
–არ მინდოდა შენი წყენინება დღეს დილით. -უმისამართო წინადადების ბლუყუნი დაიწყო ინამ და დამნაშავესავით ჩახარა თავი.
–არ მწყენია. -მხოლოდ ეს უპასუხა და იგივე კითხვა გაუმეორა: -სად უნდა დაიძინო?!
–აქ, სკამზე. -ვითომ კომფორტულად მოკალათდა ხის სკამზე და ყურებამდე გაიკრიჭა.
–ნუ სულელობ! მოდი აქ დაიძინე, თორემ მე გავალ. -დაემუქრა ერთ ადგილას უხერხულად აწურულ გოგონას.
ერთ საწოლში, „კოჭლ ბერდოსთან“ ერთად?! რა სისულელეა, არც ერთ უცხო ბიჭთან არ ყოფილა ასე ახლოს და ახლა ამ ტირანთან მოუწევდა ძილი?! მასთან ასე ახლოს?!
მანქანაში რომ გვერდი-გვერდ ისხდნენ, მაშინ ლამის წაუვიდა გული სიცივისაგან გულშეწუხებულმა. ამ სიცხეში, გრილი ჰაერი ნამდვილად არ აწყენდა, მაგრამ ასეთი?! თან ხვდება, რომ მამაკაცმა იცრუა და სულაც არ უპატიებია მისთვის ჩადენილი.
–არ..არა, რა საჭიროა! -ამოიბლუყუნა სწრაფად და ხელები გაასავსავა, ამით მცირეოდენი წინააღმდეგობა რომ გაეწია.
–რომ გეუბნები, ე.ი საჭიროა! მეორედ აღარ გაგიმეორებ და მოგიწევს მანდ ძილი! მეორე დღეს კი იქეთ იქნევი სათრევი! -მკაცრ ტონს მიღმა მიმალულმა ცივმა გარემომ, ოდნავ დააშოშმინა და ზოზინით წამოდგა ფეხზე.
საწოლს მეორე მხრიდან მოუარა და უხერხულად შეცურდა საწოლში.
იმდენად იყო დაძაბული საკუთარ თავსაც კი ვეღარ გრძნობდა, ჩუმად სუნთქავდა, თითქოს ამით ვინმეს აწუხებდა.
უჰაერობისაგან ფილტვები რომ ასტკივდა მაშინ შეძლო ღრმად ამოსუნთქვა.
–ისუნთქე, თორემ გაიგუდები. -ისეთი ხმით უთხრა, როგორც პატარა ბავშვებს ეუბნებიან უფროსები. კიდევ კარგი, რომ უთხრა, თორემ ინას საიდან უნდა სცოდნოდა , რომ არ სუნთქვის შემთხვევაში თუ გაიგუდებოდა?! სარკაზმი.
მისი სიტყვები, თითქოს ნებართვა ყოფილიყოს ნაინასთვის. გოგონამ მშვიდად დაიწყო სუნთქვა და გათანგულს მალევე ჩაეძინა.
–ჩერჩეტი გოგო! -ჩაიდუდღუნა ხმადაბლა ბერდიამ და ხვნეშით იცვალა გვერდი.

-

დილით ჩიტების ჭიკჭიკის ნაცვლად, ღრმა ოხვრამ გამოაღვიძა.
იგრძნო, როგორ ადი-ჩამოდიოდა ის, რაზეც თავი ედო. თვალები გაკვირვებისაგან თვალები დაქაჩა და ვითარების გააზრება სცადა.
არც განძრეულა, ან როგორ გაინძრეოდა ასეთ მდგომარეობაში მყოფი?!
ხელ-ფეხით მთლიანად შემოხვეოდა ტანს ბერდიას, სუროსავით. ხელები-მის წელზე, ფეხები მის ფეხებს შორის ჰქონდა ახლართული. ხვიბლიანი ჩვეულებრივ პოზაში იწვა, უბრალოდ ცალი ხელი ჰქონდა გოგონას ვიწრო წელზე შემოხვეული. ამ ფაქტმა, ძალიან გაახარა ნაინა, რადგან გასასამართლებელი საბუთი თუ არა, თავის დასახსნელი დებულება მაინც ექნებოდა.
ფრთხილი მოძრაობით სცადა ბერდიასგან თავის დახსნა და ცალი ფეხი რის ვაი-ვაგლახით გამოიხსნა. ბიჭის წელს და გულ-მკერდს კი ვერაფრით გაცილდა. ისე მაგრად ჰყავდა მიკრული გულზე რომ გატოკების საშუალებას არ აძლევდა.
ადრინდელი სიცივე არც ახლა ტოვებდა პატრონს და ეს აღარ აძლევდა მასთან გაჩერების სურვილსა და საშუალებას!
მკერდზე ცალი ხელი დააჭირა, ოდნავ რომ წამოწეულიყო და კისერი ძლივს გაასწორა. სახსრებმა მაშინვე გაიტკაცუნა და შვების ღიმილი გამოესახა სახეზე ნაინას.
–ბერდია, გაიღვიძე! -ძლივს შეძლო და ორ სიტყვას თავი მოაბა, თუმცა ისეთი დაბალი ხმით ჩაიბურდღუნა, ეჭვი მაქვს, ვერავინ გაიგო.
–მღვიძავს, -ნამძინარევი ხმით ამოიხრიალა ხვიბლიანმა და წამწამები ერთმანეთს დააცილა.
–ააა! -შიშისგან თავზარდაცემულმა ერთი წამოიკივლა და ნახტომით გაეცალა საწოლს.
აჩქარებულ გულზე გაშლილი ხელის გული მიიდო და დასამშვიდებლად თვალები დახუჭა. როგორც კი სუნთქვა დაირეგულირა, მაშინვე გაახილა ორივე თვალი.
–რა გაკივლებს?! -გაკვირვებულმა ცალი წარბი მაღლა აზიდა და მკაცრი ხმით დაუსვა კითხვა.
–როგორ თუ რა მაკივლებს?! -შეიცხადა ნაინამ, -გული გამიხეთქე!
–საკუთარ სუსტ გულს, თავადვე მიხედე. -გაბრაზებული ტონით ჩაილაპარაკა და წამოდგომა სცადა.
–ვერ ვხვდები, რატომ ბრაზდები! -დასახმარებლად წაიწია მისკენ და მკლავში ხელი ჩაავლო. -რით დავიმსახურე?!
–რას ჰქვია, რატომ ვბრაზდები?! შენი საქციელი მოგწონს?!
–რა გავაკეთე ასეთი?! -უთუო გაკვირვება ვერაფრით დამალა გოგონამ და ცისფერი თვალები მიანათა ხვიბლიანს.
–არ უკვირდები რასაც ამბობ!
–ხომ მოგიხადე ბოდიში მაგის გამო?!
–არ მიმიღია! და იცი რატომ?! შენ ჩემთვის არავინ ხარ ისეთი, ვის ბოდიშსაც რამედ ჩავთვლი! -გამოსცრა კბილებს შორის, გოგონას ხელები მოიცილა, დასახმარებლად რომ შემოხვეოდა წელზე და კოჭლობით დატოვა ოთახი.
გული იმიტომ კი არ დაწყდა, მაინც და მაინც ხვიბლიანისგან რომ მოისმინა ეს სიტყვები, არამედ იმიტომ, რომ საერთოდ მოისმინა. მისთვის, რაც არ უნდა იყოს, ადამიანის ყოველი სიტყვა მნიშვნელოვანია და ყოველ ბგერას ოქროს ფასი აქვს! მითუმეტეს, სიტყვების ავტორი თუ მამაკაცია. ცრემლებს ნებართვა არც კი აუღიათ მისგან, ისე გააპეს ამომშრალი ღაწვები და სულ მთლად დანამეს. აბა, ხვიბლიანის რა ბრალია?! თვითონ არის სულელი, მართლაც არ უკვირდება რას ამბობს და რას–არა. უარესი ეკუთვნის!
საკუთარი თავი კარგად გამოლანძღა გულში და ასლუკუნებული დაემხო საწოლზე.

„ლილე“

ნაინა რომ წავიდა დასაძინებლად, ლილემაც მალევე მოიმიზეზა დაღლილობა და ვაჟა მისაღებში მარტო დატოვა. საოცრად უხერხულ სიტუაციაში იყო. ვერაფრით ჩერდებოდა მამაკაცის გვერდით, ბიჭი მისდამი იმხელა სითბოს ამჟღავნებდა, მხოლოდ ბრმას თუ შეეძლო ამის დაიგნორება, ან ვერ შემჩნევა. ხოლო იმას, რასაც მარიამისთვის აკეთებს, ყველაზე მეტად აფასებს. არაჩვეულებრივი ადამიანია ვაჟა, თუმცა მისი წარსულისათვის არანაირად არ ემეტება გოგონას. თავს დამნაშავედ ჩათვლის მთელი ცხოვრება, თავისი უბედურება, ვაჟასაც რომ გადასდოს.
მარიამი მალევე დააძინა და თავადაც მიუწვა გვერდით.
თვალი ვერ მოხუჭა. სულ ვაჟა ედგა თვალწინ, მარიამზეც რომ დაიწყო ფიქრი, იქაც ვაჟა გამოეცხადა. ყველგან ეს ბიჭი იყო და ახლა გონებაშიც კი ვეღარ აღწევდა თავს მის თვალებს, სხვა ყველაფრის გარდა.
მძინარე მარიამს ბუთქუნა ღაწვებზე ფრთხილად ჩამოუსვა ხელები და სათუთ კანზე, ბავშვური სურნელი რომ ასდიოდა ხელით მოეფერა.
შუა ღამე იქნებოდა, დაახლოებით, სამი საათი, როდესაც ჯერ კიდევ არ ეძინა ლილეს. ფეხზე წამოდგა, შვილს ზეწარი მიაფარა და წყლის დასალევად გავიდა სამზარეულოში.
ონკანი მოუშვა და ცივი წყლით აავსო გამჭვირვალე ჭიქა. დასალევად მიიტანა პირთან, თუმცა ხელი ადგილზე შეეყინა, მის წინ ამხედრებული ვაჟა რომ დაინახა. ჭიქა ადგილს დაუბრუნა, ისე რომ არც კი დაულევია და ბოლქვაძეს ჰკითხა :
–რატომ არ გძინავს?!
–შენ რატომ არ გძინავს?! -კითხვა შეუბრუნა გოგონას და გამომცდელი თვალით შეხედა.
–ვერ დავიძინე, -დარცხვენილმა დახარა თავი დაბლა დახარა, აწითლებული ლოყები როგორმე რომ დაეფარა.
–რატომ?! -დაკითხვას არ ეშვებოდა ვაჟა და მისი სიწითლით ხალისობდა, თან სიამოვნებას ანიჭებდა საკუთარ თავს.
–არ ვიცი, -გულწრფელად უპასუხა და ძლივს შეძლო მისთვის თვალის გასწორება.
–აივანზე გავიდეთ, -ღიმილით ჩააჩერდა ქალს თვალებში და ხელი ჩაკიდა.
აივანზე მოთავსებულ ორ სავარძელში ჩასხდნენ და წამით სიჩუმეს უგდეს ყური. თუმცა ახლა სიჩუმეც საოცრად ხმაურობდა.
–რამდენი წლის ხარ?! -ინტერესიანი მზერა მოავლო ბიჭმა გოგონას, რომელსაც თვალი ვარსკვლავებით გადაჭედილი ცისათვის გაესწორებინა.
–ჩვიდმეტის, -ხმაჩამწყდარმა უპასუხა და თავი ოდნავ დახარა.
ირგვლივ დაძაბულობა ჩამოწვა. ხმას ისევ არც ერთი იღებდა.
ყელში გაბრაზება, ზიზღი, ბოღმა ერთად მოაწვა ვაჟას და იმ ნაბი*ვარის შუაზე გახლეჩა მოუნდა, ასე რომ გაიმეტა არასრულწლოვანი ლილე! მისი ულამაზესი ლილე!
–არ მინდა წარსულს იხსენებდე, -უეცრად დაიწყო, როდესაც დარწმუნდა რომ დაწყნარდა და თავისი ფორიაქით რამეს არ წამოაყრანტალებდა ისეთს, რაც ლილეს ტკივილს მიაყენებდა, ან წარსულს გაახსენებდა. -მინდა ბედნიერი იყო. არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან, ან როდის! მინდა, რომ ვინმემ ისე დაგაჰიპნოზოს წარსული აღარ გახსოვდეს.. არ მინდა შენ მტკივნეულ გამოხედვას ვგრძნობდე დილით..
–ბედნიერი ვიქნები, თუ ყოველთვის მეყოლება მარიამი და..
–ის ადამიანი, რომელსაც ისე ეყვარები, რომ ნამუსი არ მოგცემს საშუალებას მტკივნეული დრო გაიხსენო! -შეაწყვეტინა ვაჟამ და ღიმილით გადახედა მას.
ბურდულის ხელები თავის დიდ ტორებში მოიქცია და მხურვალედ დაუკოცნა ორივე.
სიამოვნებისგან წარმოქმნილ იმპულსებს არც ერთი იმჩნევდა და არც გონებას აძლევდნენ უფლებას, ეს სასიამოვნო წამები ალტერ ეგოს ყაყანისთვის მოესმინათ, მუდამ თავმოყვარეობას რომ დასჩხაოდათ.
სადაც სიყვარულია, იქ არ უნდა იყოს კომპლექსი! არაფრის. თავად ადამიანებმა უნდა შეუქმნან ერთმანეთს იმის ნიადაგი, რომ არ შერცხვეს ერთურთის.
–მინდა ურთიერთობა ვცადოთ, -თვალებში ჩააჩერდა გოგონას, რომელსაც მიტკლის ფერი წაკიდებოდა.
–რას ამბობ? -წამში შეიცხადა, -მე არ მაქვს უფლება, ჩემი უბედურება ვინმეს ვუწილადო და საკუთარი წარსულით დავამძიმო..
–აი, სად ცდები! შენ რომ შენი წარსულით ვინმეს ამძიმებდე, ნაინა არ მოგიყვანდა სახლში და მე არ წაგიყენებდი ასეთ სერიოზულ წინადადებას.
–არ შემიძლია, -ჩაიდუდღუნა მტკივნეული ხმით.
–მაგრამ გინდა! -სხვა გზით შემოუარა ვაჟამ და ფეხზე წამოდგა, –მე არაფერს გაძალებ, მაგრამ შენ უნდა იყო ბედნიერი! ჩემთან.
–მეშინია.
–მაგ სიტყვას ჩემი თანდასწრებით აღარ იტყვი! შენ არაფრის გეშინია, მით უმეტეს მაშინ, როცა მე ვარ შენ გვერდით! მინდა, რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე ორი დღით ბათუმში, მარტო ჩვენ.
–კი მაგრამ, ჩვენი ურთიერთობა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, ვაჟა. ასეც რომ არ იყოს, ახლახანს ჩამოვედით კოჯორში.
–შენ მაგაზე არ იდარდო! ჩვენი ურთიერთობა მაშინ დაიწყო, ჩემ სახლში რომ მოხვედი... მაშინ დაიწყო და გაგრძელდება დაუსრულებლად!


„დილით“

მეორე დღეს, დიდი ზარ-ზეიმით განუცხადა ვაჟამ ნაინასა და ბერდიას მისი და ლიილეს ამბავი. განსაკუთრებით გახარებული ბერიძე იყო. ხვიბლიანს სახეზე მდორე ღიმილი გამოესახა, წამის შემდეგ კი მის სახეზე კვლავ სიმკაცრემ დაისადგურა.
–ბავშვი?! -უეცრად დასვა ლილემ კითხვა და საკუთარი თავის შერცხვა, შვილი რამ დამავიწყაო.
–ბედნიერებისგან ზემოქმედებულს გეპატიება, -ღიმილით ჩაუკრა თვალი გოგონას, –მე და ტირანი დავიტოვებთ, დღეიდან ორ ბავშვს უნდა მოვუარო.
ეშმაკურად ჩაიხითხითა გოგონამ და ბრაზისგან წამოწითლებულ ხვიბლიანს ენა ოდნავ შესამჩნევად გადმოუგდო.
ხვიბლიანის წამების სეზონს გახსნილად აცხადებდა გუნებაში ინა.
დაუპატიჟებელი სტუმარი (5)
დაუპატიჟებელი სტუმარი (5)
დაუპატიჟებელი სტუმარი (5)
დაუპატიჟებელი სტუმარი (5)
დაუპატიჟებელი სტუმარი (5)


---------------
პამპომ! ესეც კვირის ბუთხუზელა თავი. (ვიცინი)
რამდენიც შევძელი დავწერე, სამი გაკვეთილის გაცდენის შედეგად. დღეს "ვგულიაობდი" (ვიცინი)
თქვენმა კომენტარებმა ისე გამახარა! 3 თავის მერე, არ მეგონა ვინმე თუ წაიკითხავდა.
შემდეგი თავი იქნება სავაარაუდოდ შაბათს. მგონი, არც ისე დიდი შუალედებია!
აბა, გამახარეთ ეხლა კომენტარებით.
ველი კრიტიკასაც!
P.S ლილე იგივე, მაგდუსია! ჩემი mrs.animal-ია.
კვირას ერთ სრულ ისტორიას შემოგთავაზებთ. (ვინაზები)
მიყვარხართ!



№1  offline მოდერი MyLove

გიკი გოგო
იმას ჩემზე შემოგთავაზებთ რია :3 ხოდა მაგარი რო იყო იცი რავიცი რამეთქმის :დ ?

მოკლედ, ამას მისი ისტორია უხსენე და!...
მანამდე სად ბრძანდებოდით?!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№2  offline წევრი Khaleesi

ოხხ რა კარჰია ეს ვაჟა ნუუ. ავტორ, კოტიტა ნიშნავს მოკლეს და უთხუზას და შუაღამე კიდე 12 საათია. ეს საწყენად არ მითქვამს ისე პროსტა რაა, მაგარი ისტორიაა აბა შენი იცი. როგორც ჩემი ქართულის მასწი იტყოდა გაქვს უსაზღვრო სიტყვათა მარაგი და შეგიძლია მათი მწყობრში მოყვანა და საჭირო დროს გამოყენება

 


№3  offline წევრი Ignifex

გამხარდა ახალი თავი რომ დავინახე. (სიცილი) ვაჟა რა კარგია იფიფ. ბერდოს სახეზე ღიმილი ვერ წარმომიდგენია. (ისევ სიცილი)

 


№4  offline მოდერი MyLove

[quote=myself][quote=Khaleesi]ოხხ რა კარჰია ეს ვაჟა ნუუ.
ვაჟა კი არა, ინას დამსახურებაა ყველაფერი B| ანუ ჩემი :დდ არა რა, მე რომ არ გყავდეთ რა გეშველებოდათ :დდ

სახელი ჩემია, ბიჭი ჩემია, თქვენი გაბედნიერება ჩემი დამსახურებაა... ნუ მოკლედ, ეს რა ვარ რა B| am ლიკუ, მე რომ არ გყავდე, რა გეშველებოდა? :დ[/quote]
აბა, რა მეშველებოდა?! ჩემი ცუცნა.

მადლობა ყველას love
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№5  offline მოდერი MyLove

Mrs. animal
ყურადღება!!! გასაგებია, რომ მოგწონთ ჩემი ვაჟა, მაგრამ ხომ წაიკითხეთ, რომ ლილე იგივე მაგდაა? ხოდა ჩუთ! მე და ვაჟა წავალთ ახლა ბათუმში და უტუტუტუტუ wink ხოდა, რას ვამბობდი? ხოოო, ისაა... მართალია მე ასეთი მორცხვუკა არ ვარ და პირდაპირ თანხმობას ვაჯახებდი...(ღმერთო, რა "თახსირა" ვარ wassat ) მაგრამ ესეც მშვენიერია! ვაჟამ მოგიკითხათ ყვეელლლლლა!

პ.ს. ლიკუშკა რომ ჩემი სიყვარულია და რომ ვგიჟდები და უნიჭიერესი რომაა და მაგრად რომ წერს და გულებს გვიხარებს ეს იცით ისედაც ნუუ! <3

თავში არ აგივარდეს am
ლავლავლაააააააააააავ
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent