სიყვარული სიცოცხლის ფასად11
განა ყველა ადამიანი ადამიანია?! არაა! მათ შორის არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც გული არ გააჩნიათ და ჩხუბის და სიცივის მეტი არაფერი გაეგებათ..ჰმ..კი არ "არსებობენ", არამედ არსებობს! უსულგულო და დემონი არსება რომელსაც მგონი განაგონიც არ აქვს ადამიანური გრძნობების შესახებ და ეს დიმიტრია! ადამიანი, რომელმაც დამარწმუნდა რომ სხვებისადმი სიცივის გამოჩენას საზღვარი არ აქვს..უბრალოდ ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი მის ბოლო გამომშვიდობებას..მისი ხასიათის ასეთი რადიკალური ცვლილებები კი პირდაპირ ნერვებს მიშლის.."რატო..მადლობა უთხარი, თავი ნამდვილ ექიმად გაგრძნობინა" დაახეთქა სიბრძნე ჩემმა შინაგანმა მემ და ბრაზისგან სულ თავი ვაჭახუნებიე კედელზე..დიმიტრის რომ კიდევ რამით გაამართლებ ადამიანი რა..წავიდა და დაიკარგა..იმის შემდეგ თვალიც კი არ მომიკრავს მის ცივ მზერაზე..მკაცრ, მოკიაფე მწვანე თვალებზე და დაძარღვულ ხელებზე, რომელსაც ბრაზის დროს კისერზე დაბერილი არტერიაც უერთდება..ყოველივე ისეთი ამაფორიაქებელი და ჟრუანტელის დამვლელია ჩემთვის რომ პირდაპირ ცუდად ვხდები.."ოეე ოეეე ლენააა უჰუუ აქქ ვართ..მგონი წამის წინ მაგ ჟრუანტელკაცას მუსრი გაავლე" აყიყინდა ჩემი შინაგანი მე და გონებაში რაც შეიძლება მაღალ წერტილში ავიყვანე და იქედან ვისროლე..დიმიტრიზე ფიქრები კი დარცხვენილმა ამოვიგდე გონებიდან და რეალობას დავუმრუნდი.. როგორც იქნა სკოლის გამოცდები ჩავაბარე და ახლა უკვე ეროვნულებისთვის ვემზადებოდი..ყველა მასწავლებელი უფრო ხშირად მიბარებდა და მეც თავიდან ბოლომდე ვიყავი სწავლაში ჩართული.."კეეჰ, თავიდან ბოლომდეე..აპაჰჰ როგორ, ერთი საათია ქართულზე ზიხარ და სიტყვა არ გაგიგონია.." შემეკამათა ჩემი შინაგანი "მე"..არადა მართალია, ნასაუბრებიდან მართლაც რომ არაფერი არ მახსოვდა..გონება დავძაბე და შევეცადე ეხლა მაინც გამეგო რამე -მოკლედ ყველაფერი ჩაგანიშნიეთ..თავისუფლები ხართ-დაასრულა ჩემთვის მოუსმენელი საუბარი მასწავლებელმა და ღიმილით გამომხედა. დაბნეული წამოვბობღდი სკამიდან, გაღიმებას შევეცადე მაგრამ მგონი დაჭყანვა უფრო დამეტყო სახეზე ვიდრე ღიმილი..მერე თავი ნერვიულად გადავაქნიე და გოგოებთან ერთად გარეთ გამოვედი..ათი სრულდებოდა და უკვე საკმაოდ ბნელოდა..ღამე სიარულს მიჩვეული გოგონებს დავემშვიდობე და წასასვლელად გავბრუნდი როცა თეკლას ხმამ მომაბრუნა -ლენა როდის დაბრუნდებიან კი მაგრამ ანა და ალექსანდრე? არ გითხრეს ასე რატო შეაგვიანდათ ჩამოსვლა?-შეწუხებული თვალები მომაბყრო და ჩემს პასუხს დაელოდა -მამას რაღაც პრობლემები შექმნია ჩვენს საზღვარგარე დონორ კომპანიასთან..ვეღარც ანა წამოვიდა მერე, სამ ოთხ დღეში აქ იქნებიან..-ვუთხარი მოწყენილი სახით და მზერა ავარიდე -წამოვალთ დღეს ჩვენ შენთან..დავრჩებით..არ გინდა?-მკითხა თბილი ხმით ნაიამ და მხარზე ხელი ჩამომისვა -არ მინდა ნაია..(გავუღიმე) თქვენ დაიჯერეთ და მივეჩვიე მარტო ძილს(შევეცადე გამეცინა) თან ვიცი რომ არ გცალიათ..ამიტომაც არ მოგაცდენთ..მარტოც გავძლებ..-ვუთხარი ღმილით და მერე თვალები ეშმაკურად მოვჭუტე-ნუ იმ შემთხვევაში თუ ხვალ დილით გამომივლით და რამეთი განვიტვირთებით თორე უკვე მაგარი დავიღალე ამ მასწებისგან-სწავლის გახსენებაზე მობეზრებულმა ავაბრიალე თვალები და მერე მათ რეაქციას დაველოდე -აუცილებლად მოვალთ ლენა-სიცილით მითხრა თეკლამ და ჩამეხუტა. ორივეს დავემშვიდობე და მშვიდად გამოვუყევი გზას სახლისკენ..სიცარიელეს ნამდვილად ვგრძნობდი ამდენხნიანი მარტოობისგან რადგან არ ვიყავი მიჩვეული..თუ სადმე მივდიოდი ყოველთვის ახლობელი მახლდა ვინმე ან თუნდაც მშობლები..და ახლა ასე ეულად ყოფნა სულს მიღრღნიდა მაგრამ ვდილობდი არ შემემჩნია..ვიცოდი ნაია და თეკლა ვერ ახერხებდნენ გარკვეული წინაღობების გამო ჩემთან დარჩენას ამიტომაც ვცდილობდი დამერწმუნებინა რომ ეს ცემთვის რაიმე პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან ბუზღუნი იმაზე რაც ვერ "გვარდებოდა", მხოლოდ მათ ნერვიულობას გამოიტანდა შედეგად და მეტს არაფერს..რატომღაც სევდა ვიგრძენი მთელს გულში..რაღაცნაირი მწუხარებით ავივსე, მაგრამ ყურადღება სწრაფად გადავიტანე და გეზი მაღაზიისკენ ავიღე, საოცრად მშიოდა და მზად ვიყავი მთელი მაღაზიაც კი შემესყიდა..საყვარელი კერძები, ტკბილეულობა და სხვა მრავალი სასუსნავი უხვად ჩავყარე კალათაში და სალაროსკენ გავემართე, დიდი პარკებს ხელები მჭიდროდ მოვუჭირე რომ არ გაწყვეტილიყო და აგრილებულ ღამის ქუჩებს შევერიე..სიგრილისგან აბუზული მივუყვებოდი გზას და მალე კორპუსსაც მივუახლოვდი, შორიდანვე შევამჩნიე სამი ასვეტილი სილუეტი მაგრამ რადგანაც სახეები ვერ გავარჩიე და იმაზეც ვიფიქრე რომ ჩემ გარდა ბევრი ვინმე ცხოვრობდა იმ კორპუსში ვიზეც შეიძლებოდა მოეკითხათ..ნელი ნაბიჯებით ჩავუარე შეკრებილებს, მაგრამ როცა ვიგრძენი როგორ მომაშტერდა ერთ-ერთი და ირონიულად ჩაილაპარაკა "ეს არი.." შეშინებულმა ნაბიჯს ავუჩქარე..სწორედ ამ დროს ვიგრძენი უხეში ხელის მოხვევა მკლავზე, ვირაცამ სწრაფად შემომატრიალა და ჩემს წინ აესვეტა -ლენა ხო?-მკითხა ირონიული ტონით და შეეცადა სადარბაზოში ძლივს მოკიაფე შუქზე გაერჩია ჩემი სახე..დამფრთხალს უკვე ფეხების კანკალმაც კი ამიტანა..შეკითხვაზე პასუხი არ გავეცი და შევეცადე დავსხლტომოდი მაგრამ ამაოდ..ხელი უფრო ძლიერად მომიჭირა და ხმაც უფრო გაიმკაცრა -მე მგონი შეგეკითხე.. -რა გნებავთ?-შევეცადე ხმა მტკიცე და უშიშარი მქონოდა -ანუ ლენა..(ჩაიცინა) ეს კარგია..-წამით გაჩუმდა, მერე დანარჩენი ორიც წინ ამესვეტა და იმ უკანასკნელმა საუბარი გააგრძელა-მოკლედ ჩვენ შენი ბიჭის, დიმიტრის მეგობრები ვართ..მაგრამ ჩვენი ბიჭი ამ ბოლო დროს ძალიან ურევს..სახლში ჩუმად გვეპარება, მერე ვითომც არაფერი მიდის და რარაცეებს ხლართავს..-ვითომ გაბრაზებული ტონით საუბრობდა და ხმაში ირონიას არ იშურებდა-აა ჰო სულ დამავიწყდა-წამოიძახა ვითომ გაკვირვებულმა -ნიკა-წარმოთქვა სახელი ხმადაბლა და ხელი ჩამოსართმევად გამომიწია..ბრაზით ავხედე და უარის ნიშნად გვერდზე გავიწიე-ოჰოჰ..ჯიუტი..-ჩაილაპარაკა ირონიულად და მთელს ტანზე ამათვალიერა-არადა რა კარგი გოგოა..მენანება მაგრამ რა ვქნათ ბიჭებო(უკან მდგომებს გახედა და სამივემ დამცინავად გამომხედა) ყველაფერი შენს დიმიტრის მოკითხე..-მითხრა ჩუმი ხმით და სახე ჩემსასთან ახლოს მოიტანა..იმდენად გამაღიზიანებელი იყო მისი სიახლოვე რომ ხელი ძლიერად ვკარი და სახე გაღიძიანებულმა დავძაბე-მგონი ზედმეტები მოგდის..-მკაცრად ჩაილაპარაკა..-მოკლედ..-ხმა შეურბილდა-დიმიტრისთან რაღაცას გაგატანთ.. -მე არაფერს არ წავიღებ..-ვუთხარი მკაცრად და თვალებში ჩავაშტერდი -წაღება არც არაფრის მოგიწევს..უბრალოდ უსიტყვო გზავნილია, რომლის მნიშვნელობასაც შენი თქმის გარეშეც მიხვდება..-ჩაილაპარაკა მკაცრად და წამის მეასედებში ვიგრძენი საზიზღარი ტკივილი მარცხელა ლოყაზე..მოულოდნელობისგან თვალები ვჭყიტე და როცა გავაანალიზე რომ ეს ტკივილი დარტყმისგან ვიგრძენი, შიშისგან კინაღამ ფეხები მომეკვეთა და მთელი შიგნეულობა ამეწვა..ერთს მეორე მოჰყვა და უკვე ვიგრძენი როგორ წამსკდა ბლანტი სიცხე ნესტოებიდან..შევეცადე გავბრძოლებოდი მაგრამ ვიღაცამ ჩემი ორივე ხელი დაიჭრა და ახლა უკვე იერიში მუცელზე გადავიდა..რამოდენიმე ძლიერი ჩარტყმის შემდეგ საშინელი გულისრევის შეგრძნება დამეუფლა და დანებებისგან ტავი ჩავხარე..ტკივილს მთელი ჩემი სხეული მოეცვა..ტკივილი, რომელიც ყოველ დარტყმაზე უფრო და უფრო იზრდებოდა..ძალადაკარგული ასფალტზე დავენარცხე და თავი ვერშეკავებულმა დავარტყი..მეგონა ახლა მაინც დასრულდებოდა ჩემი წამება მაგრამ ერთი ფეხის მაგივრად უკვე სამს ვგრძნობდი მუცლის და კისრის არეში..თვალებს ტკივილისგან ვეღარ ვახელდი და რამდენჯერ ყვირილი დავაპირე, არც ეგ გამომივიდა.. ერთადერთი რაც ეხლა მინდოდა, იყო ის რომ გული წამსვლოდა მაგრამ არც ეს მეღირსა..როცა "გული იჯერეს", ტკივილისგან გაბრუებულმა მაინც ვიგრძენი როგორ ამიყვანეს ხელში და მანქანაში ჩამსვეს..ვერაფერს ვეღარ ვაანალიზებდი..ერთადერთი რაც ეხლა მინდოდა იყო ის რომ, იგივე არარ გაეგრძელებინათ, ყოველივე ისეთ ჯოჯოხეთად მეჩვენა..მთელი შიგნეულობა მეწვოდა, სახის ყოველი ნაკვთი ტკივილისგან გამჩერებოდა და ვგრძნობდი როგორ მომდიოდა ბლანტი სითხე შეუჩერებლივვ..ცოტახანში მანქანა გააჩერეს, ისევ გადმომიყვანეს, ფეხზე ვერ ვდგებოდი მაგრამ გვერდიდან უხეში ხელის კვრა ვიგრძენი "გაინძერი..შენი ბიჭი გელოდება" გავიგე დამცინავი ხმა გვერდიდან და შევეცადე ნაბიჯი გადამედგა..ძლივს გავლილი მანძილის შემდეგ, ფეხებმა ფარხმალი დაყარა და ძალაგამოცლილი წავიქეცი ასფალტზე.. "ოოო, კაიაა.."კაკ რაზ" აქ უნდა დაგვეტოვებინე..ეხლა კი ჯობია მაგას ელაპარაკო" კმაყოფილად წაიჩურჩულა ვიღაცამ, თავით გვერდით დადებულ მობილურზე მანიშნა რომელზეც ძლივს გავარჩიე აკრეფილი ნომერი.. შემდეგ სწრაფად გაბრუნდა და მალევე მანქანის დაქოქვის ხმაც გავიგე.. -გისმენთ..-გავიგე მობილურიდან ხმა-ლენა შენ ხარ?..-განაგრძობდა საუბარს აბონენტი -დიმიტრი..-წავილუღლუღე იმდენად დაბალი ხმით რომ მე თვითონაც ძლივს გავიგე..ჩემს თავს მთელი ძალა დავატანე და რაც შემეძლო ხმამაღლა ჩავძახე-ქვემოთ..ქვემოთ ჩამოდი.. დაბნეულს ცოტახანს ხმა არ გაუცია და მერე გავიგე, როგორ გათიშა სწრაფად მობილური..რამოდენიმე წუთში ნაბიჯების ხმაც მისწვდა ჩემს დახშულ ყურთასმენას..გავიგე როგორ გაჩერდა ჩემს ახლოს ვირაც..მერე სწრაფად მომვვარდა, მისკენ გადმომატრიალა და გაოცებისგან სახეწართმეულმა ძლივს ამოიდგახმა -ლენაა..რა გჭირს ლენაა?!-გაბრაზებული მიბღაოდა და თან თმაზე ხელს ნერვიულად მისვამდა..შევეცადე თვალები გამეხილა რომ მისი სახე დამენახა მაგრამ ამაოდ..მხოლოდ ისღა მოვახერხე რომ ხმადაბლა წამეჩურჩულებინა -ნიკა..ვიღაც ნიკა..და კიდევ ორნი..-ღრმად ჩავისუნთქე-იყვნენ..მაგათმა..-ტკივილისგან უკვე ენა მებორგებოდა..მოსმენილზე დიმიტრი ადგილზე გაშეშდა, მერე ხელები მჭიდროდ მომხვია და გულთან ახლოს მიმიკრა -ღმერთო ჩემო!! როგორ ვერ მივხვდიი-დაიღრიალა ბრაზიზგან-მითვალთვალებდნენ..ამდენი ხანი მითვალთვალებდნენ-ღრიალებდა ბრაზისგან და ვგრძნობდი როგორ დაეჭიმა მთელი სხეული..-ეს რა გაგიკეთეს ლენა..ღმერთო ჩემო..ეს..ბოდიში..გთხოვ მაპატიე-ნერვიულობისგან ხმაშეცვლილი ყურში მიჩურჩულებდა და თან ნერვიულად მარწევდა..ტკივილი არ მაძლევდა არც თვალების გახელის და არც განძრევის საშუალებას არადა საშინლად მომინდა ახლა დამენახა იგი..დამენახა და შემეგრძნო მისი პირველი გამოვლინება ადამიანური გრძნობებისა.. იმედია მოგწონთ..ველი შეფასებებსს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.