შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მსხვერპლად გაღებული სიყვარული 1


3-06-2015, 21:45
ავტორი sopiko
ნანახია 3 842

-დაიცადეთ! დაიცადეთ!-მივაძახე ლიფტში შესულ მამაკაცს, მანაც ხელით დაიჭირა თითქმის დაკეტილი კარები, სწრაფად შევძვერი და ლიფტიც დაიძრა.
-დიდი მადლობა. როგორც ყოველთვის სულ წამით ვიგვიანებ, ზოგი უხეში კი ყურადღებასაც არ მაქცევს. რაღაც არ მეცნობით? ახალი გადმოსული ხართ თუ სტუმრად მოდიხართ?-ავქაქანდი მე.
-ცოტა ნელა თორემ კითხვებზე ვერ გიპასუხებ-ცივად მითხრა მან-პირველ რიგში სამადლობელი არაფერია, მეორეც არც მე არა ვარ ზრდილობიანი დედიკოს ბიჭი და მესამე ახლა მხოლოდ ის ვიცი რომ პირველ სართულზე მივდივარ, მეტი არაფერი...
-უიმე რა უჟმური ყოფილხართ-პირდაპირ ვაჯახე მე, მას სახე გაოცებისგან და გაბრაზებისგან დაეჯღანა მაგრამ უეცრად ლიფტი შეინძრა და ბოლოს გაჩერდა კიდეც.
-ვაიმეეე, მგონი გავიჭედეთ-ჩავილაპარაკე მე.
-მგონი არა, გავიჭედეთ-მოკლედ მომიგო მან.
-და მერე რას დგახართ? დააბრახუნეთ ან რამე ქენით. აქ კაცი თქვენ ხართ.-პირი დავაღე მე.
-კარს თავადაც გავაღებ-მითხრა მან და ჯიბიდან რაღაც ბასრი საგანი გამოიღო. ძვლისძვლივობით შეურჭო კარებებს შორის ღრიჭოში დანა და ჩხირკედელეობა დაიწყო.
-ხომ არ ჯობდა მელიფტეები გამოგვეძახებინა ან...-დავიწყე მე მაგრამ სიტყვა პირზე შემაცივდა რადგან უცნობმა კარი გააღო.
-მადამ-ხელი გაშალა მან-როგორც ვხვდები ''ჩემნაირი'' კაცისგან თავაზიანობას ელით და გაიარეთ რა სწრაფად.
-ნაძალადევ თავაზიანობას აზრი არა აქვს უჟმურო-თავაწეული გავედი ლიფტიდან ისე რომ უკან არც მომიხედია.

ეს დღე იყო და ეს დღე უცნობი ანუ დემე გვერდიდან აღარ მომცილებია. რამდენჯერაც ჩხუბი ავუტეხე იმდენჯერ სიტყვა ისე შემომიბრუნა ენა პირში ჩამაგდებინა. მეც გადავწყვიტე როგორმე ამეტანა მისი საშინელი საქციელები: პატარა გაარშიყებაზე გაარშიყების ავტორის ერთი გემრიელად ცემა, ეჭვიანობის გამართვები და ორიგინალური სურპრიზები. თუმცა ვერ მოვიტყუები ეს უკანასკნელი ძალიან მხიბლავდა,მაგრამ რა თქმა უნდა თავს არ ვუტყდებოდი. ახლა კი მომიწევს რადგან ზუსტად დღეს ჩემი ''უჟმურის'' ცოლი გავხდი და მის თვალწინ ყველაფერი უნდა ვაღიარო, ამასმაშინ დავპირდი როცა მხოლოდ ერთი სიტყვით ვუთხარ მიყვარხარ_მეთქი. მან კი მითხრა: შენნაირი ''თავაზიანი'' გოგოსგან უფრო მეტ თბილ სიტყვებს მოველოდიო. ხოდა პირობა მივეცი რომ ამას მაშინ გავაკეთებდი როცა ჩემს გრძნობებში და საყვარელ ადამიანში დარწმუნებული ვიქნებოდი. ეს დღეც დადგა და მე მის წინ საპატარძლო კაბაში გამოწყობილი ვიდექი.
-ჩემი პრინცესა ხარ-სახეზე ჩამოფხატული კულული უკან გადამიწია დემემ და ყურთან მიჩურჩულა.
-შენ კი ჩემი პრინცი, ჩემი ცხოვრება და გულის მალამო.-გავუღიმე მე.
-ამას მხოლოდ იმიტომ მეუბნები რომ შემპირდი?-ნაწყენმა მითხრა მან.
-მე დავრწმუნდი შენში, შენც დარწმუნდი ჩემს სიტყვებში-ფეხის წვერებზე ავიწიე და მის ტუჩებს შევეხე. მერე ვიყავით ჩვენ და მხოლოდ ჩვენ. ეს იყო ღამე რომელმაც თავბრუ დამახვია და მაგრძნობინა რომ არსებობს საოცრად ბედნიერი წუთებიც როდესაც თავს საყვარელი ადამიანის ქვეშ დაიგულებ. მეც ეს მახარებდა და მთელი ძალით ვეკვროდი ჩემს სიყვარულს.

ამის შემდეგ გავიდა დღეები... თვეები და წლები... სამი წელი გავიდა ჩვენი ქორწინებიდან და თითქოს რაღაც შეიცვალა. არ შევცვლილვართ არც დემეტრე და არც მე. მხოლოდ ჩვენს შორის ურთიერთობა შეიცვალა, ურთიერთობა რომელსაც წლების განმავლობაში ვუფრთხილდებოდით მაინც შეიცვალა თანაცხოვრების პერიოდში. პირადად მე მისი დანახვა არასოდეს არ მომბეზრდებოდა. არც მისი მიყვარხარ და არც მისი სიყვარული. არც ჩემი გრძნობები შეცვლილა, პირიქით ეს გრძნობა უფრო ძლიერდებოდა მაგრამ რა ხდებოდა დემეს მხრივ ვერ ვხვდებოდი. მხოლოდ იმ გაუგებრობას ვგრძნობდი, იმ ხელს რომელიც ჩვენს შორის მურმანის ეკალივით ჩამდგარიყო. დემეტრე არც მეუხეშებოდა, ხელის დაკარებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, უბრალოდ მე ის სიცივე მაშინებდა რომელსაც ვხედავდი. არ მინდოდა ამასთან შეგუება და ყველაფერს ვაკეთებდი... ყველაფერს რაც შემეძლო...
იმ საღამოს წვიმდა, მე როგორც ყოველთვის დემეს ფანჯარასთან მდგარი მოუთმენლად ველოდებოდი. მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი შეიცვალა არასდროს იგვიანებდა, ყოველთვის დროზე მოდიოდა, იცოდა როგორ ველოდებოდი და გულს არ მტკენდა. ადრე მეუბნებოდა რამხელა სიხარულს ანიჭებდა ჩემი ფანჯარაში დანახვა, ახლა კი მეუბნებოდა რომ თავს ნუ ვიღლიდი მასზე ფიქრით და ლოდინით. ვგრძნობდი ამას იმიტომ ამბობდა რომ სინდისი ქენჯნიდა, ის ხომ არც ჩემზე ფიქრობდა და არც ერთი სული ჰქონდა სახლში როდის დაბრუნდებოდა.
-მოვედიი-გამომარკვია ხმამ და გაოცებული გავედი შემოსასვლელში.
-კი მაგრამ... მე ხომ-გაოცებულმა ძვლივს ამოვილუღლუღე.
-ხო ვიცი... შეგამჩნიე ფიქრებში გართული სევდიანი რომ გაჰყურებდი გზას...-ღიმილით მითხრა მან და ქურთუკი გაიხადა.
-შემოდი... შენი საყვარელი ოსტრი და კატელეტები გავაკეთე-მიუხედავად ყველაფრისა მის ღიმილს ჩემი შევაგებე და სამზარეულოსკენ წავედი.
-მადისამღძვრელი სურნელია თუმცა არ მშია... დამღლელი დღე მქონდა.
-მე ხომ ამდენი ვიწვალე, მინდოდა გამეხარებინე-ცრემლები მომაწვა მე.
-ვიცი საყვარელო და ამისთვის დიდ ბოდიშს გიხდი-მითხრა და საძინებელში შევიდა. მივხვდი ეს საყვარელო როგორ ძალით თქვა და თავი ძვლივს შევიკავე ხმამაღლა რომ არ მეღრიალა. ერთი ფეხით შევასწარი ჩემს ცრემლებს სააბაზანოში , წყალი სახეზე შევისხი და სარკეში ჩავიხედე.
''ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს, ნახე თვალები რას გიგავს ლენუკა, თავს ტყუილად იტანჯავ, ხვალ აუცილებლად წავალ სალონში'-გავიფიქრე მე და მწარედ ჩამეღიმა, ასეთ მდგომარეობაში ისევ სალონში სიარულზე ვფიქრობდი. თუმცა ძველ ლენუკასთან საერთო აღარაფერი მქონდა, როცა ადრე შოპინგზე ყოველ დღე დავდიოდი ეს ბოლო თვეებია ცხვირიც არ შემიყვია მაღაზიაში. ახალ მოდელს კი არა ქმარს უნდა დავდევდე, სად დადის ისიც კი არ ვიცი.
''არა, ნუ დაემსგავსები ისეთ დედაკაცებს რომლებიც ქმარს ყველა ნაბიჯს უმოწმებენ''-მკაცრად შემახსენა მეორე მემ და მეც გარეთ გამოვედი. ჩემი ტელეფონის ეკრანი განათებული იყო, როგორც ჩანს ხმა გათიშული მქონდა, სწრაფად ვუპასუხე:
-გისმენთ!
-ასეთი სერიოზული ტონი საიდან ლენაჩკა?-გადაიკისკისა ჩემმა მეგობარმა ნიამ და მივხვდი როგორ დაქაჩა თვალები-ისევ შენმა ქმარმა გაგაბრაზა?
-არა, რას ამბობ-ისე ვიუარე თითქოს ყველაზე დიდი ტყუილი უთქვამს ამ ქვეყნად, რაც არ უნდა იყოს ოჯახის საქმეები სამზეოზე არ უნდა გაიტანო, ამას მასწავლიდა დედაჩემი-უბრალოდ დაღლილი ვარ და.
-შენ რომ გაწამონ არ დაიღლები, გამო რა ჩემთან, მე, ნინი და ბიჭები ვქეიფობთ და შენ არ დაგვიწყებიხარ-მითხრა როგორც ყოველთვის საოცრად მხიარული ხმით და კიდევ ერთხელ გაიცინა.
-ვერა ნიი, დემე ახლა მოვიდა და ხომ ვერ დავტოვებ, თანაც ისიც დაღლილია და... დღეს არ გამოვა...-მოვიდე ათასი მიზეზი.
-აუ კარგი კარგი, შენ ხომ რაც გათხოვდი მხოლოდ დემე გაკერია პირზე, ნუ მანამდეც მარა-ნაწყენმა მითხრა მან და ტელეფონი გამითიშა.
''შენღა მაკლდი რა...''-გავიფიქრე გაბრაზებულმა და საძინებლის კარი შევაღე. დემეს გემრიელად ეძინა და როგორც ყოველთვის იქითა მხარეს იყო გადაბრუნებული. ტანსაცმლიანი მივუწექი გვერდით და ხელები შემოვხვიე.
-ღამე მშვიდობისა დემე...

.........................................................
ვერა, ვერა და ვერ მოვითმინე წერის გარეშე, ვიფიქრე თავებს ცოტა დავაგროვებ და ისე დავდებ მეთქი მაგრამ თქვენი თითო კომენტარიც კი იმხელა სიხარულს მანიჭებს რომ ისევ დაგიბრუნდით. პირობა მოგეცით და ისე ხომ არ დაგტოვებდით. აბა, შემიფასეთ ნამუშევარი



№1  offline წევრი ტასიკო

საინტერესო ჩანს,იმედია მალ მალე დადებ

 


№2  offline წევრი coco girl

მომეწონაა *_* გაგრძელება როგორი იქნება მაინტერესებს... ^_^ ეს კომენტარი თუ ბედნიერებას მოგანიჭებს გჩუქნი და ... ველი გაგრძელებას <3

 


№3  offline მოდერი sopiko

ტასიკო
საინტერესო ჩანს,იმედია მალ მალე დადებ

coco girl
მომეწონაა *_* გაგრძელება როგორი იქნება მაინტერესებს... ^_^ ეს კომენტარი თუ ბედნიერებას მოგანიჭებს გჩუქნი და ... ველი გაგრძელებას <3

მადლობა love იმედია იმედებს არ გაგიცრუებთ wink

 


№4 სტუმარი natnat

Exla daviwye kitxva da ukve momwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent