შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირადი მცველი [9]


3-05-2015, 19:59
ავტორი Just A♥
ნანახია 5 113

მამაკაცი საღამომდე აღარ უნახავს,ნომერში გაატარა თითქმის მთელი დღე ლიკასთან ერთად.საღამოს ძალიან მოეწყინა ლიკას

–სადმე გავიდეთ რა

–კარგი,გავიდეთ

–კაი რა ანასტასია! ვიცი ეხლა ნერვები გაქვს მოშლილი,მაგრამ ხომ იცი თავის მოვალეობას ასრულებს ის კაცი!

–კიდევ კარგი გოგიმ არ გაიგო

–მაგაში გეთანხმები,გადავრჩი

გაეცინა ქალს და ფეხზე წამოდგა.

–მომშივდა ძალიან

–ქვევით ჩადი მერე

–შენ არ გშია?

თავი გაუქნია ლიკამ და ანიშნა არაო.

–კარგი მე ჩავალ მაშინ

გამოეწყო ქალი და კიბეებს ჩაუყვა.

რესტორანში დვალს მოჰკრა თვალი,ფანჯარასთან ახლოს იჯდა და ეწეოდა.არ უნდოდა ახლა მამაკაცთან საუბარი,ამიტომ მოშორებით დაჯდა,დვალს რომ ვერ დაენახა ისე.ხელი აუწია ოფიციანტს და მალევე მისცა შეკვეთა.შეკვეთას რომ ელოდებოდა წინ სილუეტს მოჰკრა თვალი,თუმცა რამოდენიმე წამში გაანალიზა რომ ეს დვალი არ იყო

–შეიძლება?

სკამზე მიუთითა მამაკაცმა

საიდანღაც ეცნო ეს კაცი,თუმცა ვერ გაიხსენა საიდან

–უკაცრავად?

კითხვა შეუბრუნა.

მამაკაცს გაეღიმა და სკამს მოკიდა ხელი

–უამრავი თავისუფალი მაგიდაა ირგვლივ
მოკლედ მოუჭრა ქალმა

–ვხედავ,უბრალოდ თქვენთან ერთად მინდა ვახშმობა.

უცებ ქალმა დვალის მზერას მოჰკრა თვალუ და შორიდანვე არ ესიამოვნა მისი გამოხედვა.

–კარგი დაბრძანდით

მიუგო წინ მდგომ მამაკაცს და თან გაუღიმა

–ალეკო

ხელი გაუწოდა მამაკაცმა და ქალის სიტყვებს დაელოდა

–ანასტასია

უკვე მეორედ გაუღიმა უცნობს

–ჩვენ უკვე შევხვდით

ახლა გაახსენდა მამაკაცი,დილით ლიფტში რომ ესაუბრა ის კაცი იყო,სიბნელეში მაშინ კარგად ვერ გაარჩია მამაკაცის სახე,თუმცა ახლა აღიდგინა გონებაში გამოსახულება

–ლიფტში არა?

–დიახ,იყავით ზღვაზე?

თავი დაუქნია ქალმა და ვახშმობას შეუდგა.თან დვალისკენ აპარებდა თვალს

დვალი საუკეთესო მომენტს ელოდებოდა რომ მისულიყო მაგიდასთან,ალბათ ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებული მამაკაცია მთელს ქვეყანაზე თუმცა რაც ეს გოგო გაიცნო წონასწორობა ხშირად დაუკარგავს,ახლაც ხვდებოდა რომ იგივე ემართებოდა და ყველანაირად ცდილობდა თავი შეეკავებინა.ბოლოს ვეღარ მოითმინა,სიგარეტი ჩაწვა კოლოფში და ფეხზე წამოდგა,ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ქალის მაგიდას.

–მივდივართ

მოკლედ მოუჭრა ქალს და მკლავზე დაავლო ხელი

–უკაცრავად თქვენ ვინ ბრძანდებით?

ალეკო წამოდგა ფეხზე

–ქალის მეპატრონე

მეპატრონე?ეს სიტყვა არ ესიამოვნა ანასტასიას და თვალები ბრაზით აევსო,ახლა უფრო მეტად უნდოდა მამაკაცის მოკვლა ვიდრე ოდესმე

–გამიშვი ხელი

ფრთხილად უჩურჩულა ანასტასიამ ყურში დვალს,ისე რომ ალეკოს არაფერი გაეგო,თუმცა არც მამაკაცს ეტყობოდა ქალის სიტყვები რომ მოისმინა

–წავედით

უფრო მაგრად მოუჭირა ხელი ქალს მკლავზე და ლიფტში ჩასვა.ქალი გაოგნებული უყურებდა და ვერ ხვდებოდა რა უნდა ეთქვა.
–სულ გააფრინე ხო?
ლიფტის კარი რომ გაიღო და სართული ცარიელი იყო დაიწყო ანასტასიამ შეტევა.
დამიანე ხმას არ იღებდა,ქალის წინ იდგა და მის თითოეულ ნაკვთს აკვირდებოდა.

–ამოიღე ხმა

ტონს მოუმატა ქალმა,თუმცა მამაკაცზე გავლენა არ ჰქონია ამას.

–იცნობ საერთოდ იმ კაცს?

მშვიდი ტონით გამოელაპარაკა დვალი და სიგარეტის კოლოფი ამოიღო ჯიბიდან.

–ვიცნობ

მამაკაცს გაეღიმა

–როდის გაიცანი?

ასანთი აანთო და მოუკიდა.

–დილით.თუმცა რა შენი საქმეა,როგორ იქცევი?

ღრმა ნაპასი დაარტყა მამაკაცმა

–შენ ჩემს მფარველობაში ხარ,ამიტომ ჩემს გარეშე არ გაქვს უფლება ვინმეს გამოელაპარაკო და მითუმეტეს მაგიდასთან დაისვა.ასე არის ახლა და კიდევ დიდი ხანი ასე იქნება!

რაღაც უნდა ეთქვა ქალს თუმცა მამაკაცმა გააწყვეტინა

–ახლა შედი ნომერში

მოკლედ მოუჭრა დვალმა და თვითონ დერეფნის ბოლოში გაუჩინარდა

ქალი გაქვავებული იდგა ერთ ადგილას და მკლავზე დვალის შეხების ადგილს იზელდა.მერე ვიღაც ამოვიდა ლიფტით და ნომერში შევიდა

–სად დაიკარგე?

გაბრაზებული დახვდა ლიკა,ხელში პირსახოცი ეჭირა და თმას იშრობდა

–გამოვალ და მოგიყვები

პირსახოცი გამოიღო კარადიდან და სააბაზანოში შევიდა.მკლავი ჯერკიდევ დაწითლებული ჰქონდა და ეწვოდა თანაც.




*****
–საშიში არაფერია ჯერჯერობით ბატონო გოგი

მშვიდი ტონით ესაუბრებოდა კაცს

–კარგია,თუმცა ყოველ წუთს შეიძლება რაღაც მოხდეს,ხომ იცი

–გამორიცხული არ არის,მაგრამ მაინც მგონია ცრუ განგაში იყო ეს ყველაფერი

–მეც ეგ ვიფიქრე თავიდანვე,თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა

–გეთანხმებით

–როგორ არის? ძალიან გეწინააღმდეგება?

–არც ისე

–ძალიან ჯიუტია,დედამისს გავს მაგაში

–დათმობს ბატონო გოგი,ნუ ღელავთ!

–არ ვღელავ,როცა ვიცი რომ შენ მის გვერდით ხარ,არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო

–მადლობა ახლა მე გიხდით,წლების წინ გაკეთებული საქმისთვის

–ის საქმე არაფერი ამასთან შედარებით,რასაც ახლა აკეთებ დამიანე



*****
–მართლა
? ვერ იჯერებდა ლიკა ანასტასიას სიტყვებს

–ხო,თავხედი და უზრდელია

–ის ალეკო ვინ იყო კიმაგრამ?

–არ ვიცი,დილით შემხვდა ლიფტში

–აუცილებელი იყო მერე ერთ მაგიდასთან ვახშმობა?

–კარგი რა ლიკა,უბრალოდ მაგიდასთან იჯდა,მეტი ხომ არაფერი

–ვეღარ გცნობ ანასტასია,ადრე მსგავს მამაკაცებზე ცუდად ხდებოდი,ახლა თავისუფლად იღებ ამ ყველაფერს

–რა სისულელეა,რომ იცოდე როგორ შემრცხვა იმ კაცთან

–წარმომიდგენია შენი სახე

გაეცინა ლიკას

–რა გაცინებს,კინაღამ გავშრი სირცხვილისგან!

–რისი გრცხვენოდა

–შენ გენახა როგორ წამომათრია იქედან იმ ჯმუხმა და მერე მიხვდებოდი.

–შენი ბრალია

–მოგკლავ

ბალიში ესროლა ლიკას და მკლავზე მოისვა მერე ხელი

–რა გჭირს მანდ?

–იმ დეგენერატმა მომიჭირა

–სამახსოვროდ დაგიტოვა,რომ შეხედავ გაგახსენდება

–მოგკლავ იცოდე,გაჩერდი!

ფეხზე წამოდგა და ლიკას გაეკიდა.



*****
ღამით გამოეღვიძა,საათს რომ დახედა ოთხი სრულდებოდა,საშინლად სწყუროდა,ფეხზე წამოდგა და გრაფინი ცარიელი დახვდა.სხვა რა გზა ჰქონდა,ჩაიცვა და დაბლა ჩასვლა დააპირა

–საით?

ლიკას მძინარე ხმა მოესმა

–მწყურია

–მანდ უნდა იყოს

ხელით მიანიშნა მაგიდაზე მდგარ ბოთლზე.

–სულ დაგილევია

–ბოდიში

გაეცინა ლიკას და გვერდი იცვალა.

კარები ფრთხილად გააღო და ჩუმად გავიდა.ლიფტი გამოიძახა და დაელოდა.ლიფტის კარები გაიღო,შიგნით შევიდა,პირველ ნომერს მიაწვა თუმცა მისდა გასაკვირად მეხუთე სართულზე გაჩერდა ლიფტი,კარები გაიღო და ის იყო თავიდან უნდა მიეჭირა ღილაკისთვის თითი,რომ უკანა მხრიდან შეხება იგრძნო,მხოლოდ დაკივლება მოასწრო,თუმცა ძალიან დაბალ ხმაზე,მერე თავში მსუბუქი ჩარტყმა იგრძნო და მალე გონებაც დაკარგა.


****
დიდი მადლობა ამხელა სითბოსთვის <3 თქვენი აზრი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია,ამიტომ არ დაიშუროთ კომენტარები!



№1  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარია მომწონს ველი ახალ თავს

 


№2  offline წევრი MeTReVEli

Ohoooo is alekoa albat :/ an sheidzleba ....

 


№3  offline წევრი nonka

ვაიმეეე ბევრი არ გვალოდინო რაა )) აიი ძაან მომწონს

 


№4  offline წევრი Queen

ძალიანნ მაგარიააა ♥♥♥♥ საუკეთესოააა♥♥♥

 


№5  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Auu raa patara iyoo malee dade mainteresebs :*

 


№6  offline წევრი ROLIKA

დადეე რაა მალეეე <3 კარგიაა და გელოდები

 


№7  offline წევრი nonka

უკვე რამდენი დღეა გელოდები,აღარ აპირებ დადებას?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent