შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვუყვარდი?არ ვუყვარდი? (ჩემი ცხოვრების ისტორია) თავი 8


5-06-2015, 00:35
ავტორი Dippie
ნანახია 1 732

დიდი დრო გავიდა,რაც ლაშასთან გავწყვიტე ურთიერთობა. გაბრაზებულ გულზე ვუთხარი რომ ჩემი ცხოვრებიდან წასულიყო მაგრამ სინამდვილეში ეს სულაც არ მინდოდა. მართლა აორთქლდა ჩემი ცხოვრებიდან,არანაირი მოკითხვა ან თვალის მოკვრა ქუჩაში.ისე გაქრა თითქოს არც ყოფილა ან იყო და მიწამ უეცრად შესანსლა.ნიკას უფრო დაედო მტვერი ჩემს გონებაში და ყველაფერს ნაცრის ფერი ედო. სამი წელი გავიდა, ოცი წლის ვარ , ორწლინახევრის შვილი მყავს და ქმარი რომელსაც დღემდე ჰგონია,რომ დემე მისი შვილია... ღმერთო ცოტა უკეთესი ცხოვრება ვერ გაიმეტე ჩემთვის?.. დღეს ჩემი ბავშვობის მეგობარი ბრუნდება ამერიკიდან,მე და ელენე ხომ ბაღიდან მოყოლებული ერთმანეთზე გადამკვდარი დაქალები ვართ...სასწავლებლად ამერიკაში წავიდა, ახლა ის ჩემს მოსანახულებლად ჩამოდის...მომავლისთვის გეგმები მეც მქონდა.მინდოდა ფსიქოლოგი ვყოფილიყავი,საზღვარ გარეთ მიმეღო განათლება...ყველაფერს ვგეგმავდი, მაგრამ ასეთ ცხოვრებას არა...
-დღეს რას აპირებ?-მიშომ წელზე მომხვია ხელი და ნაზად მაკოცა ტუჩებზე,მისი კოცნა არასდროს მსიამოვნებდა,მის გვერდით ძილი და ცხოვრება სუნთქვას მიკრავდა და მტანჯავდა. რატომ გავყევი ცოლად?-მაშინ ერთი თვის ორსული ვიყავი კაცისგან რომელმაც მიმატოვა და სადღაც შორს აიღო გეზი.არანაირი მომავლის პერსპეკტივა არ მქონდა,მიშო? მიშო ჩემზე ყურებამდე შეყვარებული ადამიანია რომელის წყალობითაც მოვაღწიეთ დღემდე მეც და დემემაც.
-ელენე ჩამოდის დღეს,მე და დემე დავხვდებით აეროპორტში,-ვეცადე მოსიყვარულე ცოლივით გამეღიმა და საუზმე მაგიდაზე დავუდე.
-თუ გინდა წაგიყვანთ,
-არა მადლობა ჩვენით წავალთ,-ლოყაზე ხამურიანად ვაკოცე და დემე ხელში ავიყვანე. სახლიდან რომ გამოვედი უცნაური შეგრძნება დამეუფლა,გული რაღაცას მიგრძნობდა მაგრამ რას ჯერ ვერ ვერკვეოდი. გზად საჩუქრების მაღაზიაში შევიარეთ,დემემ აარჩია ელესთვის საჩუქარი და ის იყო რომ გამოვედით და მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავით რომ ზურგსუკან მივიწყებული,მაგრამ ერთ დროს ძალზედ ნაცნობი და სასიამოვნო ხმა მომესმა.გავშეში,გავქვავდი,არ ვიცი ეს რა იყო,არ ვიცოდი რა მექნა.
-რამხელა ბიჭი გაზრდილა,-გაფითრებული შევბრუნდი ვიმედოვნებდი რომ იმ სახეს არ დავინახავდი რომელსაც ველოდი...დიახ ჩემს წინ ნიკა იდგა.ადამიანი რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა,რომლისგანაც მხოლოდ შვილი შემომრჩა,რომელიც წლების მავლობაში არანაირ ყურადღებას არ იჩენდა ჩემ მიმართ.
-დემე მოდი აქ,-ხმა წასულმა ვუთხარი შვილს და ხელში ავიტაცე,რა მექნა?არ ვიცი რამდენად სწორად მოვიქეცი მაგრამ გამოვბრუნდი...
-ნინი ასე წახვალ?გთხოვ მომისმინე,ასე არ წახვიდე გთხოვ.-ნელ-ნელა გაქრა მისი ბგერები,დემე უკანა სავარძელზე ბავშვის სავარძელში ჩავსვი,საჭესთან დავჯექი და მანქამა გიჟივით დავძარი.ღმერთო რა უნდოდა,ამდენი წლის შემდეგ მაინცდამაინც ერთიდაიგივე დღეს,იმავე მომენტში,იგივე ადგილას როგორ შევეჩეხეთ ერთმანეთს? შემთხვევითობის არასდროს მჯეროდა მაგრამ ბედი რომ არ მქონდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.
-დე,ვინ იყო ის კაცი?
-ის...ის ძელი ნაცნობი იყო დე
-რატომ არ მიესალმე?სენ ქომ სულ მეუბნები ლომ გამაჯობა ალ უნდა დამავიწყდეს?-ჩლიფინით მელაპარაკებოდა დემე საკუთარ მამაზე და თვალები ცრემლებით მევსებოდა.გაგიჟებული,შეშნებული და დაბნეული ვიყავი.ყველაფერი ერთად ბობოქრობდა ჩემში.
-არ იმსახურებდა მისალმებას,-მოკლედ ვუთხარი და სიჩქარეს მოვუმატე.აეროპორტისკენ მიმავალ ავტობანზე მაქსიმალური სიჩქარით მივდიოდი,
-დე,მესინია,-დემემ აღელვებული ხმით წამოიძახა და გამოვფხიზლდი.ახლა სულ სხვა ფიქრებმა შემიპყრო და როგორ ავღმოვჩნდი აეროპორტში ვერ გავაცნობიერე. დიდ ხანს არ ველოდეთ,ელენე რომ დავინახე უდიდესი შვება ვიგრძენი,ამდენიხნის შემდეგ პირველად დავინახე ადამიანი რომლის ნახვაც ნამდვილად მიხაროდა,არანაირი სიყალბე არ იხატებოდა ჩემს სახეზე და გული გამალებიც მიძგერდა.
-ნიიიი,-გიჟივით გამოქანდა და ძლიერად ჩამეხუტა,ღმერთო როგორ მაკლდა ეს ადამიანი..
-ვაიმე დემე რამხელა გაზრდილა,-შემდეგ ბავშვი აიტაცა და გაბრწყინებული სახით გვიყურებდა.
-მე არ გავიზარდე?-სიცილით ვუთხარი და ეშმაკურად გავიღიმე
-შენ გაიზარდე კი არა ნელ-ნელა გვიბერდები,-თმები ამიჩეჩა რასაც ვერ ვიტან,იცის რომ ვერ ვიტან და მაინც მიკეთებს.მაგრამ ესეც კი მომენატრა მისგან. მანქანაში ჩავჯექით და ელეს სახლისკენ ავიღეთ გეზი.
-აუ როგორ შეცვლილა აქაურობა ღადაობ?
-ოჰოო თინეიჯერული ტერმინოლოგია არ დაგვიწყებია
-ღღღაადაოობბ???-ჰაჰა რა სასაცილოდ თქვა ნეტა გენახათ.
-იმაზე მეტი რამ შეიცვალა ვიდრე შენ წარმოგიდგენია,-მხიარულად ვუთხარი რის უაკანაც სერიოზულობა შემატყო.
-ვიცი ნი,ვიცი...მთელი ცხოვრებაა გიცნობ თვალებში გეტყობა ყველაფერი,ხომ იცი გადააშლილი წიგნივით ხარ...
-ჰოომმ...
-ავიდეთ და მომიყევი-ხელი ჩამკიდა და სიჩქარეს მოვუმატე.საიდან დამეწყო?ძლიან მშრალად იცოდა მან ამ ხნის განმავლობაში მომხდარი ამბები...ზედმეტი ლაპარაკიც არ დამჭირდებოდა მას ჩემი უსიტყვოდ ესმის...ნიკაზე ფიქრი შინაგანად მღრღნიდა,მივიწყებული და გადამალული გრძნობები თუ მოგონებები თავიდან ამოტივტივდნენ ჩემში და გული თხუთმეტი წლის გოგოსავით მიცემდა,მუცელში დინოზავრები დარბოდნენ და თითქოს რაღაცას ველოდი...ვგრძნობდი თითქოს რაღაც კიდევ მოხდებოდა,როგორც სახლიდან გამოსვლისას ვიგრძენი...რეალობას დროებით მოვწყდი და გაურკვეველი გრსნობები დაძრწოდნენ ჩემში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent